პოლიტიკა
ჭეშმარიტად სამართლებრივ სახელმწიფოს სჭირდება სრულყოფილად გამართული სასამართლო სისტემა და მაღალკვალიფიცირებული კადრები ადვოკატურაში
კადრები წყვეტენ ყველაფერს“ - წერდა სტალინი და შემთხვევითი არ იყო, რომ სოროსმა, პირველი დარტყმა, ჩვენს ქვეყანას სწორედ საკადრო პოლიტიკაში მიაყენა. მათ მიზანმიმართულად მოსპეს განათლების სისტემა, კულტურა, მორალი და პრინციპული ბრძოლა გამოუცხადეს დიალექტივის თეორიას, ანუ იმას, რასაც უნდა შემოეტანა ახალი მსოფლმხედველობრივი ხედვები საზოგადოების ცნობიერებაში და სწორი გზით წარემართა ადამიანის დიალოგი სამყაროსთან. დასავლეთის გლობალისტურმა იდეოლოგიამ და ჩვენი მოსახლეობისთვის ძალად თავს მოხვეულმა ლიბერალურმა დღის წესრიგმა, დააკარგვინა ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და მწვავედ დაუპირისპირა ერთმანეთს ინდივიდის სურვილი და საზოგადოებრივი ინტერესები. აქედან დაიწყო სწორედ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოშლა, ნგრევა და განადგურება. ქვეყანაში გამეფდა ანარქია და ქაოსი.
‘’ქართველი გლეხი, რომ მოკვდება, მაშინ მოკვდება საქართველო’’
რა საოცრად ღრმაა ილიას ეს სიტყვები; რა შესანიშნავადაა გადმოცემული მათში ქართული სოციალური რელობის იდუმალი დინამიკა და მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობრივი არსი, რომლის პარადიგმაცაა ქართული ხალხური სიმღერები: ‘’ურმული’’, ‘’გაფრინდი შავო მერცხალო’’... სიმღერები კახური, სიმღერები მეგრული, სიმღერები გურული’’... კარგად თქვა ელისო ვირსალაძემ : ‘’რა მოკლავს იმ ხალხს, ვისაც ასეთი ხალხური სიმღერები აქვს“-ო. ჭეშმარიტად! მალამოსავით ედება ყველაფერ ამას გოგი დოლიძის გულში ჩამწვდომი,ჟრუანტელის მომგვრელი ხმა: „ქართველების, ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“.
კომენტარი წერილზე: „ტყუილზე აგებული ჭეშმარიტება“
მადლობა მას, ვინც ეს წერილი მომაწოდა. სწორედ სეს-ის წესდების ამ ავანტიურისტული ცვლილებებით დაიწყო სოროსის ფონდებიდან დაფინანსებულმა აგენტურამ ე.წ. „ამერიკული დემოკრატიის“ შემოტანა ჩვენს ქვეყანაში; „დემოკრატიისა“, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ყველა კანონი, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ეროვნული იდეოლოგია, მორალი და ტრადიცია გამოაცხადა ადამიანის უფლებათა შემზღუდავ ცნებებად და გააჩაღა სასტიკი ბრძოლა მათ წინააღმდეგ. „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“, „ეროვნული იდეოლოგია არის დაავადება, სენი, რომელსაც მკურნალობა ჭირდება.“ ასეთი იყო ის ლოზუნგები, რაც ჩვენმა „დიდმა“ ფილოსოფოსებმა „გურამ თევზაძე, ე.კოდუა, ვ. ერქომაიშვილი, მ.ჭელიძე და სხვ.) შეიტანეს ფილოსოფიის, სტუდენტებისათვის, სპეციალურად დაწერილ, ოფიციალურ სახელმძღვანელოში და ამით მოძღვრავდნენ წლების მანძილზე ახალგაზრდობას. ეტყობა ამ სახელმძღვანელოზეა სწორედ აღზრდილი ჩვენი პრემიერ მინისტრი (ირაკლი კობახიძე), რომელმაც, როგორც წესიერმა სტუდენტმა ჩააბარა „ფრიადზე“ ეს საგანი და ამან განაპირობა კიდეც მისი პირვანდელი გამაოგნებელი პოზიცია ეროვნულ ცნობიერებაზე;
„კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“...
შემთხვევით, იუთუბზე ვნახე რომელიღაც სკოლის კურსდამთავრებულთა უკანასკნელი ზარი. ეკრანზე ზურგით გამოჩნდა გოგონა, რომელსაც თეთრ პერანგზე, თანაკლასელებისაგან, სამახსოვროდ, დატოვებული წარწერები ჰქონდა ასახული, ხოლო შუაში კი ცენტრალურ ადგილზე, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სურათები ეხატა. ვიღაცამ ხელი დაადო მას მხარზე და კითხა: „ეს სურათები რატომ გახატიაო?“ გოგონა სწრაფად მოტრიალდა და უპასუხა: „საქართველოს გადაარჩენს მხოლოდ ეროვნული ცნობიერებაო!“ შემდეგ გამოჩნდა მეორე გოგონა (ძალიან ლამაზები იყვნენ ორივე), მასაც იგივე სურათები ეხატა პერანგზე და მანაც იგივე პასუხი გასცა ჟურნალისტს...
პოლიტიკაშიც და იურისპრუდენციაშიც მორალი არის სიმართლე, ის უნდა დაადგინოს მართლმსაჯულებამ და დაიცვას კანონმა
ამიტომაც არის, რომ, სწორედ მორალს, კანონს და სამართალს, როგორც
საზოგადოებრივი ცხოვრების წესრიგის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორებს, გამოუცხადა
სასტიკი ბრძოლა, მსოფლიო მასშტაბით, სოროსის იდეოლოგიამ. ამუშავდა, ამ ხაზით,
ჩვენთანაც დასავლეთის მიერ კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული
აგენტურა და მათ, „ამერიკული დემოკრატიით“ და სეპარატისტულ ასპექტში
„მოხერხებულად“ ინტერპრეტირებული ლიბერალიზმით, მთელი ძალით შეუტიეს ჩვენს
რელიგიას, კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას. ადამიანის ქცევისგანმსაზღვრელი
ისეთი ფუნდამენტური კატეგორიები კი, როგორიცაა „კანონი“ და „ზნეობა“ ამოვარდა,
საერთოდ ხმარებიდან. აღვირახსნილი თავისუფლების ამგვარმა პროპაგანდამ და
მუდმივმა მოწოდებებმა საკუთარი ნების გამოვლენის სრული თავისუფლების შესახებ,
განსაკუთრებული ეფექტურობით იმუშავა ჩვენს ქვეყანაში, სადაც, წინასწარ, სოროსის
პროგრამებით ჩატარებული „ბრწყინვალე“ რეფორმების შედეგად, მიზანმიმართულად
იქნა განადგურებული და გასწორებული მიწასთან, მეცნიერებაც და კულტურაც.
გილდა სიხარულიძე: განათლების სისტემის რაციონალურ რეფორმას თან უნდა ახლდეს ჯანსაღი კონკურენცია
3 ოქტომბერი, 2016
(ეს თემა ისევ აქტუალურია)
განათლების სისტემაში რომ ბევრი რამ არ არის კარგად, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება; არა და კარგად გვახსოვს, თუ როგორ კადრებს ზრდიდა უნივერსიტეტი თავის დროზე თითქმის ყველა სფეროში. ეს კადრები დღესაც წარმატებით მუშაობენ ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში და კიდევ სხვაგან. განსაკუთრებული მოთხოვნა ყოველთვის იყო ფიზიკოსებზე. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ მთავარი შეცდომა, რასაც ადგილი ჰქონდა განათლების სისტემის რეფორმის დროს, იყო ის, რომ არ ჩატარდა არსებული ტრადიციების სერიოზული გადასინჯვა, შეფასება და ანალიზი. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დაინგრა სკოლა, მოიშალა სასწავლო პროცესი და განადგურდა მეცნიერება.
ბატონო ლადო! ცნობთ თუ არა „აკადემიურ თავისუფლებას“?
22 თებ 2016
(ეს თემა ისევ აქტუალურია)
უნივერსიტეტის გაზეთში ორჯერ (2011 წ. #3 და 2015 წ. #15) გამოვაქვეყნე წერილები: „იწყება ახალი დიალოგი სამყაროსთან“ და „ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, როგორც დღევანდელი ადამიანის სამყაროსთან დიალოგის საფუძველი“. ორივეჯერ დავსვი საკითხი განათლების სისტემაში ფილოსოფიის სწავლების ინოვაციური ფორმების, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარების შესახებ. ასევე ორჯერ მოგმართეთ განცხადებით: (#37838/22 05.12.2013 წ. და #1925 26.01.2015 წ.), რომ მიგეღეთ და მოგესმინათ ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, თქვენგან ორჯერვე მივიღე უარი. ეს რატომ, თქვენ ამ საკითხებს ყურადღების ღირსად არ თვლით?
სახეზეა უვიცობის დიქტატურა, აღვირახსნილი კორუფცია და საშინელი უსამართლობა, რაც დიდი ხანია გადავიდა უკვე ფაშიზმში.
ფაშიზმია აბა რა არის ლუკა სირაძის მიყვანა თვითმკვლელობამდე, როდესაც 15 წლის ბიჭი, სიტყვებით: „ამ ცხოვრების...“ ტოვებს გამწარებულ დედას, ქვეყანას ახლობლებს, იკლავს თავს და ამტკიცებს ამით, რომ ჩამოშლილია ქვეყანაში ყველა სტრუქტურა, აღარ გვაქვს სახელმწიფო, არ სრულდება არც ერთი კანონი და ვერავინ, ვერასოდეს ვერ მიაღწევს სამართალს. ფაშიზმია აბა რა არის შაქარაშვილის უსასტიკესი მკვლელობა და პროკურატურის ყოვლად ამაზრზენი მცდელობა დაამახინჯოს სინამდვილე, გააყალბოს ფაქტები, ჩაფარცხოს საქმე და დაიცვას ამ გზით დამნაშავე.
ლიბერალიზმმა გაანადგურა ჩვენი იურისპრუდენცია, მოსპო და გააქრო სამართალი, ზენიტში აიყვანა კორუფცია და წარმოშვა მურუსიძის კლანი
გადაგვარჩენს მხოლოდ მეცნიერული, ეროვნული იდეოლოგია, ტრადიციული ზნე-ჩვეულებები, მორალი და მათ დასაცავად კარგად დადგენილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ზუსტად მორგებული კანონი და სამართალი. „კაცსა ვერა შველის, თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, თუ კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა“ - წერდა ილია
„იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში“ (გოეთე)
ასე გამოხატა გოეთემ იმ უდიდესი პრობლემის არსი, რასაც წარმოადგენს ინდივიდის საზოგადოებასთან ურთიერთობა და რაც მოითხოვს ყოველი კონკრეტული პირისაგან დიდ ინტელექტუალურ და მორალურ მზაობას, იმისათვის, რომ არეგულიროს თავისი სურვილები, საზოგადოების ინტერესების მიხედვით.
პრობლემა, რომელიც გააჩინა სოროსის იდეოლოგიამ მშობლებსა და შვილებს შორის, ანუ როგორ გახლიჩეს, დააშორეს და დაუპირისპირეს თაობები ერთმანეთს
იმ ბარბაროსულმა ინტერვენციებმა, რომელიც ამერიკამ „ლიბერალური
დემოკრატიის“ შეტანის მიზნით, იუგოსლავიიდან დაიწყო, გაგრძელდა ერაყში,
ავღანეთში, ლიბიაში, ირანში, სირიაში… და სამარცხვინოდ ატარებს დღეს უკრაინაში,
გააშიშვლა სოროსის ტყუილებზე, პროვოკაციებსა და ინფორმაციულ ომებზე
დაფუძნებული იდეოლოგია და დაანახა ყველას, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკის
ფაშისტურმა თეორიამ, რომელიც მსოფლიოში ტერიტორიების გადანაწილებასა და
ამერიკისათვის მსოფლიო ჟანდარმის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, განიცადა
კრახი.
რა შესანიშნავი სიტყვებია: დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, დეოლიგარქიზაცია (R)
ანუ დროა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და ყველა ნაცისტ-სეპარატისტს, ვინც შეგნებულად ებრძვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მიზანმიმართულად მიჰყავს ხალხი ფაშიზმისაკენ. დავიწყოთ ამერიკის, ნატოს და ევროკავშირის მოღვაწეობის ახალიზით: ცნობილია, რომ თავის დროზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი…
ზნეობა პოლიტიკაში არის სიმართლე! – მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს თავდასხმა ჟურნალისტებზე და ალაგმოს უსამართლობა ქვეყანაში
მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად აშუქებენ ქვეყანაში არსებულ მანკიერ მოვლენებს, ააშკარავებენ და უჩვენებენ ყველას, რომ ბევრ მაღალი თანამდებობის პირს არ გააჩნია სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი
ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ!
ბრწყინვალე სლოგანია! იქნებ ახლა მაინც გაერთიანდეს საქართველო და შეწყდეს “ქოცის“ და “ნაცის“ ძახება;
ქუდზე კაცი
ვდგავართ უფსკრულის პირას და ვიდრე ახალი პოლიტიკური ძალა გამოვა არენაზე, ყველამ ერთნაირად, ვინც კი თვლის თავს საქართველოს მოქალაქედ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა:
განურჩევლად პარტიებისა დღეს ყველანი ერთად ბედკრული საქართველოს შვილები ვართ
გახარიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, გადადგა და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკოსია. დღეს სოციალურ არეში მიმდინარეობს რთული, ბუნდოვანი პროცესები და ადვილი არ არის ასეთ დროს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.
ეს არჩევანი ჩვენი დიდგორია
ვიდრე ჭეშმარიტად პატიოსან, ზნეობრივ და საქმის ნამდვილად გამკეთებელ კაცს ექნება პოზიცია: “არ ვერევი პოლიტიკაში“, ვიდრე მაღალი რანგის პროფესიონალები დადგებიან განზე და არ მიეხმარებიან მთავრობას რაციონალური პოლიტიკის შემუშავებაში, ქვეყანა ვერ უპასუხებს დროის მოთხოვნებს და ვერ გახდება კონკურენტუნარიანი.
კანონი, მორალი, სახელმწიფო დისციპლინა და მზაკვრული დეიდეოლოგიზაცია, რამაც დაანგრია საზოგადოებრივი ცნობიერება
ღია წერილი პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას
“მორალი – ეს არის იცხოვრო შენი ხალხის ზნე-ჩვეულებით” – წერდა არისტოტელე და ვინ თუ არა ჩვენმა ხალხმა, რომელმაც შექმნა “სტუმარ- მასპინძელი”, “გამზრდელი”, “ხევისბერი გოჩა” და სხვ., იცის მორალურ ღირებულებათა ფასი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
ქვეყანაში არ გვჭირდება რევოლუცია, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელია განვითარება
თუ ადამიანი თვლის, რომ ის აკეთებს რაიმეს ცხოვრებაში, მაშინ მისი ეს საქმიანობა სასარგებლო უნდა იყოს ხალხისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი მოღვაწეობა კაცისა აბსურდულია და უაზრო.
ჩვენ უნდა ჩვენი ვშუათ მყობადი
მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მადლობა თქვენ, ბატონო გიორგი, ღირსეული პოლიტიკური კურსისათვის. აშკარაა, რომ კორონავირუსის შემდეგ მოგვიწევს ცხოვრება ახალ რეალობაში, ახალი ეკონომიკით და ახალი პოლიტიკით:
ეროვნული იდეოლოგიის განვითარებისა და ფორმირებისათვის და კიდევ: როგორ იბრძოდნენ უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ
თავის დროზე ე.წ. მეცნიერულმა “ელიტამ“: მ.მამარდაშვილი (ფილოსოფიის ინსტიტუტი), ე.კოდუა, გ.თევზაძე, ვ.ერქომაიშვილი(თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი), მეცნიერებათა აკადემია(სწავლულ ექსპერტთა საბჭო: სეს-ი) და სხვ. მწვავედ გაილაშქრა ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ
პროგრესი კეთდება მხოლოდ დისციპლინით, აკრძალვებით და ჯანსაღი კონკურენციით
ჩვენ გვქონდა განათლების ბრწყინვალე სისტემა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავანგრიეთ ის და გავანადგურეთ, სამეცნიერო კადრების ხარისხის შეფასების საკითხი კი მივანდეთ სოროსის ფონდის დაქირავებულ წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც მოესურვებოდათ ისე მართავდნენ პროცესებს ამ სფეროში.
იქ, სადაც გათელილია კანონი, მთავრდება სახელმწიფო და იწყება ქაოსი
სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულმა დამანგრეველმა ლიბერალურმა პროგრამებმა გააჩინეს ქვეყანაში მორალური ვაკუუმი, შეარყიეს ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ტრადიციები და კულტურა;
დიალოგი XXI საუკუნესთან
კაცობრიობის განვითარებამ განაპირობა რევოლუციური გარდაქმნები, როდესაც დიდ მნიშვნელობას იძენს უკვე პრობლემა: ინდივიდი და საზოგადოება. ხდება ძირითად ღირებულებათა გადაფასება, შემოდის ბევრი რამ ახალი, ბევრი კი სამუდამოდ ბარდება წარსულს.
ლიბერალიზმმა განათლების სისტემაში მიგვიყვანა დეპროფესიონალიზაციამდე
დღეისათვის ყველა სფეროში აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიები: სამხედრო საქმე, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, საბანკო სისტემა, მშენებლობა, ხელოვნური ინტელექტი და სხვ. ეს კი მოითხოვს ყმაღლესი დონის პროფესიონალებს ფიზიკაში და მათემატიკაში. მათი მოღვაწეობა განსაზღვრავს სწორედ საზოგადოების კეთილდღეობას და ცხოვრების მატერიალურ დონეს.
ღია წერილი თსუ-ს ყოფილ რექტორს ბ-ნ როინ მეტრეველს, რომლის შემდეგ უნივერსიტეტს ფაქტიურად რექტორი აღარ ჰყოლია
განათლების სისტემის რეფორმის წინ უნივერსიტეტში იყო საკმაოდ დაძაბული და წინააღმდეგობრივი ატმოსფერო: ერთის მხრივ, ВАК-ი ჩვენთან შეცვალა სეს-მა და მისმა უკიდურესად კორუმპირებულმა და კანონდარღვევებით მომუშავე სისტემამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ფსევდომეცნიერებას, შეუტია პროფესიონალიზმს
რეფორმებს უნივერსიტეტში ხელს უშლის შინაგანი ბარიერები
რადიკალური ლიბერალების ისტერიამ: „გვსურს სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“ და მოწოდებებმა, რომ სახელმწიფო არ უნდა ზღუდავდეს პიროვნების თავისუფლებას, შეგვიყვანა ჩიხში და დაგვაყენა გარდაუვალი კრახის წინაშე.