იმ ბარბაროსულმა ინტერვენციებმა, რომელიც ამერიკამ „ლიბერალური
დემოკრატიის“ შეტანის მიზნით, იუგოსლავიიდან დაიწყო, გაგრძელდა ერაყში,
ავღანეთში, ლიბიაში, ირანში, სირიაში… და სამარცხვინოდ ატარებს დღეს უკრაინაში,
გააშიშვლა სოროსის ტყუილებზე, პროვოკაციებსა და ინფორმაციულ ომებზე
დაფუძნებული იდეოლოგია და დაანახა ყველას, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკის
ფაშისტურმა თეორიამ, რომელიც მსოფლიოში ტერიტორიების გადანაწილებასა და
ამერიკისათვის მსოფლიო ჟანდარმის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, განიცადა
კრახი. მსოფლიო წესრიგი არ შეიძლება ეწოდოს იმას, რაც აძლევს ერთ ქვეყანას
(ამერიკა) სხვა ქვეყნების მართვისა და მათზე ბატონობის უფლებას. მიუხედავად
ამისა, „ახალი მსოფლიო წესრიგისათვის“ ბრძოლა მაინც გრძელდება (ამჯერად
ტაივანია ამოღებული მიზანში) და მას ყოველთვის, როგორც წესი, ახლავს თან
სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული კარგად ორგანიზებული იდეოლოგიური
პროპაგანდა. საოცარია, მაგრამ ამერიკა, მართლა სერიოზულად თვლის, რომ
შესაძლებელია „დასავლური დემოკრატიის“ შეტანა ნებისმიერ ქვეყანაში და
ამისთვის საკმარისია, მხოლოდ, მოაწყო იქ პროვოკაციები, გამოიწვიო ძლიერი
არეულობა, არ დაინდო, დახოცო ადგილობრივი მოსახლეობა და მოიშორო თავიდან
არასასურველი „დიქტატორი“, შემდეგ კი შეცვალო იქ სურვილისამებრ რამოდენიმე
კანონი, რომელთაც არ მოეთხოვებათ ადეკვატურობა რეალობასთან და ამიტომ,
როგორც გაეხარდებათ და როგორც მოესურვებათ ისე წერენ და ადგენენ მათ
ლიბერალები.
ამერიკელებს არ ესმით, და ეს არც არის მათგან გასაკვირი, ზნეობრივი ტრადიციებისა
და ისტორიული ფასეულობების ძალა, რადგან არ ჰქონიათ მათ არასოდეს ასეთი რამ
თავიანთი არსებობის მოკლე ისტორიაში და ამიტომ არის, რომ ასე მოურიდებლად და
ძალის გამოყენებით შედიან ისინი „დემოკრატიის“ დასამყარებლად, უძველესი
ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნებში; ანადგურებენ მათ ისტორიას,
ცხოვრების წესებს და სჯერათ ისიც, რომ სავსებით მართლები არიან ამაში. რატომ?
რა უფლებით? არავინ, არასოდეს არ მოსთხოვა აქამდე ამაზე მათ პასუხი.
სამწუხაროდ ანალოგიურ საშინელებებს ვერც ჩვენ ავცდით; დავკარგეთ აფხაზეთი,
სამაჩაბლო, ჩამოგვეშალა მთლიანად სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და დღეს
ვდგავართ ისევ უდიდესი პრობლემის წინაშე: როგორ გადავრჩეთ, როგორ დავიცვათ
თავი და როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი ღირსება და იდენტურობა.
როდესაც გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, ინტელიგენციის თხოვნით შევარდნაძე
საქართველოში დაბრუნდა, გამოვიდა თუ არა თვითმფრინავიდან, ყველას, ვინც კი იქ
დახვდა, ხელაწევით მიესალმა: „გაუმარჯოს ინტელიგენციას, ვინც იარაღით ხელში
დაამხო კანონიერი ხელისუფლებაო“. ბევრი შეცბა მაშინ, უხერხულად გადახედეს
ერთმანეთს და არ მოეწონათ მისი ეს სიტყვები; შევარდნაძე ნამდვილად არ იყო ის
კაცი, რომ რაიმე შემთხვევით წამოცდენოდა ან რაღაც უბრალოდ ეთქვა. ის კარგად
ხედავდა, რაც ხდებოდა მსოფლიოში და ყოველნაირად ცდილობდა დაეცვა
საქართველო იმ დიდი, დამანგრეველი ტალღისაგან, რაც ყველგან იყო უკვე
აგორებული და საქართველოზეც მოდიოდა. მახსოვს, ერთხელ, მან თქვა: „როდესაც
საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი და სხვადასხვა ქვეყნებში მიხდებოდა ყოფნა, სულ
იმაზე ვფიქრობდი: ნეტავი ეს ქვეყანა ჩემს ქვეყანას რაში გამოადგებაო.“ მას სურდა,
რომ ამ საოცრად არეულ მსოფლიოში ეპოვნა საქართველოს თავისი ადგილი და
გააკეთა კიდეც ეს. მის მიერ გაკვალული გზა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არ
დაიკარგება და არც უნდა დაიკარგოს. ეს გზა შეუძლია მშვენივრად გააგრძელოს
სააკაშვილმა, თუ ცოცხალი დარჩა ცხადია, და ამიტომ არის სწორედ დღეს ის ყველაზე
კარგი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.
„დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა“ არ გვაპატიეს „გლობალისტებმა“
და კანონიერი მთავრობის დამხობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შემოგვიტია
სოროსის ჯგუფებმა. შევარდნაძე ცდილობდა, მოვლენების პოზიტიურ ასპექტში
წარმართვას, მაგრამ უშედეგოდ! გაძლიერდა სოროსული იდეოლოგიის პროპაგანდა
და, რაც მთავარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოსოფიის
ფაკულტეტი) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (ფილოსოფიის ინსტიტუტი)
წაუძღვნენ წინ ამ პროცესებს. გამოიცა ახალი სახელმძღვანელოები ფილოსოფიაში,
რითაც უნერგავდნენ ახალგაზრდებს, რომ „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი“,
დაგმობილი იყო მეცნიერული მსოფლმხედველობა (დიალექტიკის თეორიის მთავარი
არსი და საყრდენი) და მოცემული იყო ძირითადად ფილოსოფიური ცნებების ისეთი
ლიბერალისტური, არაგონივრული და არაადეკვატური ინტერპრეტაციები, რაც
უგულებელყოფდა, საერთოდ, მაკრო და მიკრო სოციუმის ყველა რაციონალურ
იმპერატივს. ასე დაიწყო და წარიმართა მიზანმიმართული ბრძოლა ჩვენი
ტრადიციული ფასეულობებისა და იმ რელიგიური კულტურის წინააღმდეგ, რამაც
მრავალი საუკუნის მანძილზე შეინახა და გადაარჩინა საქართველო; ადამიანის
ქცევის ისეთი, ძირითადი მარეგულირებელი ცნება კი როგორიცაა „ზნეობა“ საერთოდ
ამოვარდა ხმარებიდან.
მეცნიერული ფილოსოფიის წინააღმდეგ ბრძოლამ განსაკუთრებული ძალით
გადაიარა ჩემს თავზე, რადგანაც ვიყავი სპეციალობით ფიზიკოსი, ვმუშაობდი
მეცნიერების ფილოსოფიურ პრობლემებზე და მიმყავდა ფილოსოფიის კურსი,
პროფილის მიხედვით, რისთვისაც სპეციალურად მომამზადეს ჩემმა
ხელმძღვანელებმა: მათე მირიანაშვილმა და კოტე ბაქრაძემ. ჩემი საკანდიდატო
დისერტაციის დაცვაზე,მოსკოვიდან მოწვეულმა ოპონენტმა (ვ.ს. გოტი, ფილოს.მეც.
დოქტორი, ფიზიკის მეც.კანდიდატი) თავის სიტყვაში აღნიშნა: „ У вас блестящее
сочетание руководителей“ და ეს ნამდვილად ასე იყო; ბედნიერება მქონდა, იმითაც,
რომ ხშირი კონტაქტები მქონოდა ისეთ ბრწყინვალე მეცნიერებთან, როგორებიც
იყვნენ: ვ. მამასახლისოვი, ლ. გოკიელი, ნ. პოლიექტოვ-ნიკოლაძე, ზ. კაკაბაძე და სხვ
- რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მომცეს და მასწავლეს. ბ.-მა კოტემ კი პირადად მე,
ცალკე, როგორც ერთ მსმენელს, წამიკითხა ფილოსოფიის ისტორიის მთელი კურსი,
დეტალურად, მხოლოდ პირველი წყაროების მიხედვით და როდესაც ვკითხე, რატომ
ასე ცალკე, მარტო ჩემთვის – მეთქი, მან გაიღიმა და მითხრა: „ასეა საჭიროო“. მე
მხოლოდ შემდეგ, მოგვიანებით, მივხვდი რაც გამიკეთა ჩემმა ხელმძღვანელმა და
განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მომიწია თანამშრომლობა მოსკოვის და
ლენინგრადის უნივერსიტეტებთან და ვნახე, რომ ძალიან ბევრი (მათ შორის
გერმანიიდან ჩამოსული ფილოსოფოსებიც კი) ისეთ ფილოსოფოსებს, როგორიცაა:
კანტი, მახი, ნიცშე, ჰეგელი და სხვ. პირველი წყაროებიდან არ იცნობდა; ვხედავდი
იმასაც, თუ რა დიდ მოკრძალებას იწვევდა ყველაში ჩემი ხელმძღვანელის სახელისა
და გვარის ხსენება; ასევე იყო ეს, სხვათაშორის, ბევრი სხვა ჩვენი მეცნიერის
შემთხვევაშიც: ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, ზ.კაკაბაძე… ასე, რომ ნუ
გაუკვირდებათ ახალგაზრდებს, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს გაგვიჭირდა
რუსეთთან მეცნიერული კონტაქტების გაწყვეტა; ნაყოფიერი და საინტერესო იყო ეს
კონტაქტები.
ყოველთვის ვწერ და არ შემიძლია აქაც არ აღვნიშნო (რადგან ეს ძალზედ
მნიშვნელოვანი ფაქტია), რომ თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე წლების მანძილზე
ფუნქციონირებდა ძალზედ საინტერესო და აქტუალური ფილოსოფიური სემინარი
ვ.მამასახლისოვის ხელმძღვანელობით,რომელიც იმდენად ნაყოფიერად მუშაობდა,
რომ თავის დროზე აქ მოხსენება წაიკითხა თვით ნილს ბორმა – მან თავის
მოხსენებაში მწვავედ გააკრტიკა დასავლეთის ფილოსოფია, „სულელური
ფილოსოფია“ უწოდა მას და მთლიანად გაიზიარა ქართველ მეცნიერთა
მსოფლმხედველობრივი პოზიციები, როგორც გნოსეოლოგიის, ასევე ონტოლოგიის
ხაზით. სხვათაშორის ამავე საკითხთან დაკავშირებით იგივე აზრის იყო აინშტაინიც
და მასაც არაერთხელ უწოდებია, თავის ნაწერებში „სულელური ფილოსოფია“
დასავლეთის ფილოსოფიური მიმდინარეობებისათვის (ლაპარაკია პოზიტივიზმზე და
პოსტპოზიტივიზმზე). კარგად არის ცნობილი ისიც, რომ აინშტაინს, ქვანტური
მექანიკის საკითხთა ფილოსოფიური ინტერპრეტაციის დროს, ბორისაგან
პრინციპულად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და ოცი წელი ეკამათებოდა მას
ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შემეცნების თეორიაში ორივეს მეცნიერული ხაზი
ეჭირათ. კამათმა მათ შორის დიალექტიკის თეორია განვითარების ახალ ეტაპზე
გადაიყვანა და კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას კვლევის ამ მეთოდის უდიდესი ძალა
და მეთოდოლოგიური მნიშვნელობა. დიალექტიკური წინააღმდეგობა
წინააღმდეგობათა ის საინტერესო ფორმაა, როდესაც ორ საწინააღმდეგო აზრს შორის
ჭეშმარიტება კი არ არის, არამედ მსოფლმხედველობრივი ხასიათის პრობლემაა,
რომლის გააზრებასაც მოსდევს შემდგომ ძველი ეპოქიდან ახალ ეპოქაზე
გადანაცვლება. ეს მოხდა სწორედ ბორის და აინშტაინის კამათის დროსაც.
შემდგომში გაიზენბერგი წერდა: „რა რთული ყოფილა თურმე ძველი, შეჩვეული
ტრადიციებიდან ახალზე გადასვლა ისეთი დიდი გენიოსისთვისაც კი, როგორიც
აინშტაინია“. ამ რთულმა მსოფლმხედველობრივმა პრობლემამ დღეს თავი იჩინა
უკვე საზოგადოებრივ მოვლენათა კვლევის სფეროშიც. სოროსმა კი ბრძოლა
გამოუცხადა ამ დროს დიალექტიკას და ახალგაზრდობას, მეცნიერული
მსოფლმხედველობის ნაცვლად, თავს მოახვია მამარდაშვილის აბსურდიზმი, თავისი
სულელური ფრაზით: „ჭეშმარიტება მაღლა დგას სამშობლოზე“. იმ მავნებლობას, რაც
მოაქვს ამგვარ „მოძღვრებას“ ახალგაზრდობისათვის, არც განათლების სამინისტრო
და არც უნივერსიტეტი ყურადღებას არ აქცვევს; უფრო მეტიც: კვლავაც გრძელდება
მამარდაშილის აბსურდიზმის პროპაგანდა და ეს იმ დროს, როდესაც დღეს
აუცილებელია მეცნიერული მსოფლმხედველობა და დიალექტიკის თეორიის ღრმა და
საფუძვლიანი ცოდნა, რასაც დიდი ადგილი ეჭირა ყოველთვის ჩვენი განათლების
სისტემაში. აგერ, ხომ გამოჩნდა კარგად, და მალე კიდევ უკეთესად დავინახავთ იმას,
თუ სადამდე მიიყვანა დიალექტიკის თეორიის არცოდნამ, რელობის არაადეკვატურმა
ხედვებმა და შეფასებებმა დასავლეთი; მივხვდებით იმასაც, თუ რატომ უწოდეს
ბორმა და აინშტაინმა დასავლეთის ფილოსოფიას „სულელური ფილოსოფია“.
კარგადაა ნათქვამი: სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოსო და მართლაც დასავლეთის
პოლიტიკოსების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული „ჭკვიანური სანქციები“
შესანიშნავად მეტყველებენ იმაზე, თუ რა დონეზეც შეუძლიათ მათ მოვლენათა
კვლევა, ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება, რითაც სასაცილო მდგომარეობაში
ჩაიგდეს თავი მთელი მსოფლიოს წინაშე. კურიოზია ნამდვილად რასაც ისინი დღეს
აკეთებენ; ედავებიან რუსეთს: ჩვენმა სანქციებმა, რომელთაც თქვენ უნდა
დაეზარალებინეთ, ჩვენ რატომ დაგვაზარალაო?! აი, რა მოსდევს დიალექტიკის
თეორიის არცოდნას, მეცნიერული მსოფლმხედველობის უარყოფას და სულელურ
პოზიციას: რეალობა იქნება ყოველთვის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რისთვისაც
მიიღეს კიდეც პასუხი რეალობისაგან, რომელმაც უჩვენა მათ კარგად თავისი ძალა და
ისიც, თუ რა შედეგები მოსდევს ობიქტური ვითარების ამგვარ იგნორირებას და
გაუთვალისწინებლობას.
სემინარი კი ფიზიკის ფაკულტეტზე დიდ საქმეს აკეთებდა დიალექტიკური აზრის
განვითარებაში, ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის გააზრებაში და
ყველაფერი ეს ქართველი მეცნიერების დიდი დამსახურება იყო, რასაც საფუძველი,
თავის დროზე, ჩაუყარა ანდრია რაზმაძემ. ნორმალურ პირობებში ეს კვლევა უნდა
გამხდარიყო, სწორედ, განათლების სისტემაში რაციონალური რეფორმის მთავარი
საყრდენი. ამ პერიოდში ჩავატარეთ ფიზიკის ფაკულტეტზე სტუდენტთა ოთხი
საკავშირო კონფერენცია „მეცნიერების ფილოსოფიურ საკითხებზე“. ერთ-ერთი ასეთი
კონფერენციის შემდეგ ვ.მამასახლისოვი უნივერსიტეტის გაზეთში წერდა: „თავისი
მნიშვნელობით კონფერენცია გაცდა უნივერსიტეტის ფარგლებს და საკავშირო
ხასიათი მიიღო.. ერთმანეთს ცვლიდნენ თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის,
ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები… მოხსენებათა
უმრავლესობაში გამოვლინდა სტუდენტთა მიერ თანამედროვე ფიზიკისა და
დიალექტიკის თეორიის ღრმა ცოდნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფიზიკის
ფაკულტეტზე ფილოსოფიის სწავლება მაღალ დონეზეა დაყენებული“. ეს იყო ჩემი
მუშაობის ყველაზე მაღალი შეფასება.
ამერიკელებმა უმალვე შენიშნეს ფიზიკის ფაკულტეტის დონე და სისტემატურად
მიჰყავდათ ჩვენიდან სტუდენტები; თანაც არჩევდნენ მათ, ვისაც ჰქონდათ
„ფრიადები“ თეორიულ ფიზიკაში და ფილოსოფიაში. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ
ხვდებოდნენ დიალექტიკის თეორიის ძალას, მაგრამ გრძნობდნენ, რომ ამ საგანში
ფრიადოსანი სტუდენტები ყველაზე ძლიერები იყვნენ და ყველაზე კარგად
აზროვნებდნენ. ამბობდნენ, ასეთები რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყველას წავიყვანთო.
შემდეგ კი, როდესაც სოროსელებმა შემოგვიტიეს, სწორედ ფიზიკის ფაკულტეტს
დაარტყეს მათ პირველ რიგში, მოსპეს და გაანადგურეს ეს უნიკალური ფაკულტეტი.
შედეგად კი მივიღეთ „დიდი პროგრესი“: ახალგაზრდობა დარჩა მთლიანად „კმარასა“
და ლომაიას მიერ შექმნილ ავანტიურისტულ გარემოცვაში, მამარდაშვილის
აბსურდიზმით, რომლის მიზანიც იყო დიალექტიკური აზროვნებისა და მეცნიერული
მსოფლმხედველობის განადგურება.
ვიდრე ჩემი ხელმძღვანელები ცოცხლები იყვნენ ყველაფერი კარგად მიდიოდა,
შემოტევები ჩემზე დაიწყო მათი გარდაცვალების შემდეგ: ჩამიგდეს სადოქტორო
დისერტაცია და რომ არა ედუარდ შევარდნაძე და მისი სერიოზული გვერდში დგომა,
არცერთი ჩემი მონოგრაფია („მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“, „ფიზიკის
ფილოსოფიური პრობლემები“, „Философия, мировозрение, человек“, „Человек умей
любить и жертвовать“) არ დაიბეჭდებოდა და არ გამოქვეყნდებოდა. მაგრამ, შემდეგ,
როდესაც განათლების სისტემაში დაიწყო „ბრწყინვალე რეფორმები“, მეც, ისევე,
როგორც თსუ-ს ბევრი ლექტორი, კანონმდებლობის სრული დარღვევით, გაგვიშვეს
უნივერსიტეტიდან და თანაც სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად
ვჭირდებოდით ახალგარზდობას და ყველაზე მეტის მიცემა შეგვეძლო მათთვის. ეს
იყო „ჩარეცხილების“ დიდი ნაკადი, რომელმაც ბევრი საუკეთესო მეცნიერი მოწყვიტა
სტუდენტთა აუდიტორიას და დააშორა თაობები ერთმანეთს. ასე გამოაცალეს
ახალგაზრდობას ქართული მეცნიერება, როგორც მყარი, საიმედო საყრდენი და
ორიენტირი ცხოვრებაში; დაინგრა ბრწყინვალე სკოლები ფიზიკაში, მათემატიკაში და
თითქმის ყველა დარგში, ხოლო ახალი თაობა აღმოჩნდა მთლიანად სეპარატისტული
ხასიათის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რომლის მიზანი იყო ქართული, ეროვნული
სახელმწიფოს ნგრევა და განადგურება.
ისეთი ცნებების სპეკულირებით, როგორიცაა „თავისუფლება“,
„თანასწორუფლებიანობა“, „სამართლიანობა“ და სხვ. ლიბერალებმა წაართვეს აზრი
ცხოვრებას, დაიწყეს ხალხში ქცევის ახალი წესების შემოტანა და ჭკუისდარიგება
ყველასათვის. ეს ტენდენციები განსაკუთრებით შეინიშნება ენჯეოებში, სახალხო
დამცველის აპარატში, ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოებაში, სასამართლოებში,
ძალოვან სტრუქტურებში; და საერთოდ მთელ სამართლებრივ სივრცეს ჩვენს
ქვეყანაში, რაღაც არარაციონალური, გარედან შემოგდებული კანონებით, განაგებენ
და მართავენ ვიღაც საეჭვო განათლების მქონე გოგო-ბიჭები. რა არის ეს?
დემოკრატია? და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ნამდვილად არსებობენ ღირსეული
იურისტები, რომლებსაც ჩვენი მთავრობა, ისევე როგორც ყველა სხვა დარგის
ჭეშმარიტ და პატიოსან პროფესიონალს, პრინციპულად არ ხედავს და არ აქცევს
ყურადღებას; წინა პლანზე კი, ყველგან, წამოწეული ჰყავთ მხოლოდ ის კადრები,
რომლებიც მრავალგზის არიან მხილებულნი კორუფციაში, ნეპოტიზმში და
„ბრწყინვალედ“ მანიპულირებენ ჩვენი კულტურის, ზნეობისა და ტრადიციების
გამანადგურებელი სოროსის იდეოლოგიით.
ნეოლიბერალისტებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორია
სინამდვილეში რეალობა, მათთვის მთავარია მხოლოდ საკუთარი სურვილები და
უარყოფილია ყველაფერი ის, რაც უშლის ხელს მათ ამ სურვილების შესრულებაში.
ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორებია მათთვის მორალი, საზოგადოების ინტერესები
და საერთოდ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი არსებობისათვის აუცილებელი, ყველა
წესი და კანონი, რომელიც რაციონალურ საზღვრებში აქცევს პიროვნების
თავისუფლებას და ავალდებულებს მას იყოს საზოგადოების ნორმალური და
სრულფასოვანი წევრი. ასე დაიწყო და წლებია გრძელდება უკვე, რომ „ნების
თავისუფალი გამოვლენისა“ და ლგბტ-ს წევრების მიერ მოწყობილი „პრაიდების“
გააფთრებული დაცვის ფორმატში, სეპარატისტული ჯგუფები, „უმცირესობების
უფლებების ხელშეუხებლობის“ დევიზით ებრძვიან და ანადგურებენ ჩვენს
რელიგიურ ტრადიციებს, ისტორიულ ფასეულობებს და კულტურას.
ნეოლიბერალისტებისთვის „თავისუფლების“ შეზღუდვაა ბიოლოგიური
ტრადიციებიც და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. „მსოფლიო კულტურული
რევოლუცია“, რასაც ამერიკა გვთავაზობს და ცდილობს თავს მოახვიოს მსოფლიოში
არსებულ ყველა ქვეყანას, მხოლოდ ამ ქვეყნების ტრადიციებისა და ფასეულობების
დასამარებაა და სხვა არაფერი.
ასეთი გლობალიზაცია და ინტეგრაცია ნამდვილად არ გვინდა!!! სწორედ ამას შეეწირა
ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობა! დიქტატორად გამოაცხადეს და მოკლეს,
ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის საქართველოს პირველი პრეზიდენტი; თუმც
დღემდე ეს ფაქტი არავის გამოუძიებია და არავინ იცის ის, თუ ვინ, როგორ და რა
ვითარებაში ჩაიდინა ეს დანაშაული. უცნაურია, მაგრამ შევარდნაძემაც
პრინციპულად არ ჩაატარა მიცვალებულის ექსპერტიზა და თავსატეხად დაგვიტოვა
კითხვა: რ ა ტ ო მ? შემდეგი „დიქტატორი“ კი იყო უკვე თვითონ შევარდნაძე და
სასწაულებრივად დარჩა ის ცოცხალი; მახსოვს როგორ გაფითრებული,
კრიჭაშეკრული, მაგრამ უდრეკი, მოაბიჯებდა ის აფხაზეთის ცეცხლწაკიდებულ
მიწაზე, საოცრად გამწარებული მეგრელი ქალების წყევლა – კრულვაში და ფეხქვეშ
მიწა ეწვოდა… აგიზგიზებულ, ცეცხლწაკიდებულ მიწაზე, თითქოს სისხლიან
ჭრილობებზე გადადიოდა მისი ნაბიჯები და ეს ნამდვილი საშინელება იყო, ამის
დავიწყება არ შეიძლება! მოვა ალბათ, დრო და ითქმება ის, თუ რა მოხდა
აფხაზეთში… ეს ხომ იგივე იუგოსლავიაა, ლიბიაა, უკრაინაა, ავღანეთია… ასევე
განადგურებულია და მიწასთანაა გასწორებული სამაჩაბლო! ერთხელ, სააკაშვილმა
სობჩაკს ინტერვიუში უთხრა: „კარგი, გიჟი ვარ! გიჟი ვარ, როგორც მეძახიან, მაგრამ
არც მთლად ისეთი, რომ რუსეთისათვის ომი გამომეცხადებინაო“ და ის ამაში
მართალია! უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ კი მიშამ ისევ თქვა: „ახლა
მაინც თუ ხვდებით რას გადაგარჩინეთო!“ სამწუხაროა, მაგრამ ბევრი, ამას, დღესაც
ვერ ხვდება! უკრაინა კი გასწორებულია მიწასთან.
სოროსულ ინტერპრეტაციაში „ლიბერალიზმი“ იქცა ისტერიად, პიროვნების
ინტერესები დადგა საზოგადოების ინტერესებზე მაღლა და სახელმწიფოებრივმა
წესრიგმა „შეაწუხა“ ახალი, „პროგრესული“, აღვირახსნილი თავისუფლებით
ცხოვრების მოყვარული ადამიანი. დაიწყო ფაშისტური და სატანისტური
გამოვლენები და ჩვენთანაც უკვე ხალხი საშინელი ფორმებით აწამებს და ხოცავს
ერთმანეთს. აი, ასეთ ვითარებაში გვიხდება ცხოვრება და თანაც ისეთი
სასამართლოებით, სადაც არ იციან და საერთოდ არც აინტერესებთ, რა არის
სამართალი. ხალხს მოენატრა სახელმწიფოებრივი წესრიგი და დისციპლინა. ამიტომ
არის დღეს, ჰაერივით საჭირო საქართველოსათვის – იგორ გიორგაძე, რომელიც
გაააქტიურებს ლეგიტიმურ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, გაათავისუფლებს
მათ არაკვალიფიცირებული, კრიმინალური კადრებისაგან და დაიცავს ქვეყანას
სეპარატისტული და ტერორისტული ხასიათის შემოტევებისაგან.
არ გვინდა „დემოკრატია“, რასაც მოსდევს გარყვნილება, ფაშიზმი და სატანიზმი,
თორემ ევროპის მეცნიერებას, ფილოსოფიას, მუსიკასა და ფერწერას ყოველთვის
აფასებდა და დღესაც ასევე აფასებს ქართველი კაცი. თუმც, სამწუხაროდ, უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ თავად ევროპამ დაივიწყა თავისივე უნიკალური ფასეულობები
და, იმის მიხედვით, რასაც ისინი პოლიტიკაში დღეს აკეთებენ, ძალიან საეჭვოა
ახსოვდეთ მათ კანტი, ჰეგელი, ნიცშე, ფიხტე, შელინგი, მარქსი, ჰაიზენბერგი, ბორი,
აინშტაინი, ვერდი, ბახი, ბეთხოვენი, ვაგნერი, უამრავი ფერმწერი და გენიალური
სალვადორ დალი, რომელმაც თავის ხელოვნებაში გამოხატა ჩვენი ურთულესი,
წინააღმდეგობებითა და შემთხვევითობით სავსე სამყარო, გაილაშქრა და დაამარცხა
მეშჩანობა; მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ
ევროპა სამართლიანად მოითხოვს ჩვენგან დეოლიგარქიზაციას, კორუფციასთან
ბრძოლას და სასამართლოს რეფორმას, რაც აუცილებლად ჩასატარებელია და
განსახორციელებელია ჩვენში.
ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში, სადაც უდიდესი ცვლილებები ხდება მეცნიერებაში,
კულტურაში, სოციალურ არეზე და ასეთ დროს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ მართოს
და განსაკუთრებით აკონტროლოს ჩვენი ახალგაზრდობის გონებრივი, ზნეობრივი და
ემოციონალური განვითარების პროცესები. სირცხვილია, ნამდვილად, რომ მაგიდაზე
ფეხებშემოწყობილი, ძალზედ საეჭვო კულტურის მქონე პირები, კევის ღეჭვით,
გვასწავლიდნენ, ჩვენ, შოტა რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟასა და „ხევისბერი
გოჩას“ ავტორის ქვეყანას, იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორი უნდა იყოს
ჩვენში ინდივიდის ქცევის წესები. ქართველი კაცის ვერც გონება და ვერც ზნეობა ვერ
შეეგუება, იმას, რომ ტრანსპორტში, ბავშვი, რომელიც ზის და რომელსაც, თურმე,
ბილეთი აქვს აღებული, არ ადგეს ფეხზე და არ დაუთმოს უფროსს ადგილი, რასაც
ასწავლიდა „პროგრესული“ დასავლეთი ჩვენს შვილებს უნარჩვევების საგამოცდო
ტესტებით. სამწუხაროდ, ამგვარმა „შთაგონებებმა“ თავისი მზაკვრული შედეგიც
გამოიღო: დაიკარგა უმცროს-უფროსის განსხვავება და პატივისცემა.
ახლა უფრო კონკრეტულად იმაზე, თუ რა მუშაობას აწარმოებს ჩვენში სოროსი,
საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
ანუ როგორ ჩაიგდეს ხელში ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების
პროცესები, სოროსის ფონდებიდან დაფინანსებულმა და მათი იდეოლოგიით
სპეციალურად მომზადებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პარალელურად
ბაზარი გამოცხადდა მთავარ მამოძრავებელ ძალად ეკონომიკაში და ამან
კულტურისა და განათლების ძლიერი დეფიციტის პირობებში მორალური
განადგურების გზაზე დააყენა საზოგადოება. ახალგაზრდობის ძირითად საქმიანობად
იქცა: „იყიდე-გაყიდე“ და დღეს სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით ვერც ერთ
სფეროში, კვალიფიცირებულ და პროფესიონალ ხელოსანს. რომელი ბიზნესის
განვითარებაზე შეიძლება ასეთ პირობებში ლაპარაკი. ეს უდიდესი პრობლემაა,
რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ყველაფერთან ერთად მშობლებსა და პედაგოგებს კატეგორიულად აეკრძალათ
ბავშვებისათვის „თავისუფლების შეზღუდვა“, მათთვის შენიშვნის მიცემა და საქმე
იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ, როდესაც ჩემი ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში
ბებიამ 7 წლის შვილიშვილს შენიშვნა მისცა იმიტომ, რომ ბავშვი რაღაცას აფუჭებდა,
ბავშვმა აიღო ყურმილი ხელში და მთელი სერიოზულობით უთხრა: დამანებე თავი,
თორემ დავრეკავ პოლიციაში, მოვლენ და დაგიჭერენო. აი, ამ იდეოლოგიით
აღზრდილი შვილიშვილი, შემდეგ როდესაც გაიზრდება, ასწავლი, აქცევ მაღალი
რანგის სპეციალისტად და ბოლოს ისე, რომ არც დაფიქრდები, დიდი სიყვარულით
გადაუფორმებ მას მთელ შენს ქონებას, ადგება ერთ მშვენიერ დღეს და
გამოაცხადებს: ყველაფერი ჩემია, არავითარ ხელშეკრულებაზე არ მაქვს ხელი
მოწერილი და არავითარი ვალდებულება არავის წინაშე არ გამაჩნიაო. ხოლო,
როდესაც შენ გაოგნებული და პირდაღებული თხოვ აგიხსნას, რა ხდება, ის საოცარი
თვითდაჯერებულობით გპასუხობთ: მე ასე მსურს, მაქვს ნების გამოვლენის
თავისუფლება, ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ და ნუ ერევით ჩემს საქმეშიო!
როგორ თვლით, მხოლოდ მისი საქმეა ეს ყველაფერი? რაღაც არ მგონია! ხედავთ
სადამდე მივედით? და ეს ხდება საქართველოში, სადაც ყოველთვის არსებობდა
აღმზრდელის კულტი.
ახლა გეტყვით რა მოხდა ჩემს შემთხვევაში: ერთადერთი შვილის გარდაცვალების
შემდეგ გავზარდეთ შვილიშვილი; მივეცით ბრწყინვალე განათლება: არის
შესანიშნავი პროგრამისტი, თავისუფლად ფლობს ორ უცხო ენას (ინგლისური და
რუსული), აქვს მუსიკალური განათლება და ჩართულია სპორტშიც. ორჯერ სასწავლო
- შემოქმედებითი კონფერენფიის (ფიზიკის) სექციაში გამარჯვებისათვის, აკადემიის
პრეზიდენტმა (თ. გამყრელიძემ) პირადად გადასცა მას აკადემიის სიგელი. იყო
ყოველთვის მოყვარული და გულისხმიერი. ამიტომ, ისე, რომ არც
დავფიქრებულვართ, გადავუფორმეთ მას მთელი ჩვენი ქონება (სამი ბინა: ჩემი
პირადი, ჩემი მეუღლის მშობლების და ჩვენი, ერთობლივად აშენებული).
პრობლემები დაიწყო ცოლის მოყვანისთანავე. შვილიშვილი, ცოლთან ერთად
გადავიდა საცხოვრებლად ჩვენს აშენებულ ბინაში, ერთბაშად გაწყვიტა ყოველგვარი
კავშირი ჩვენთან და ჩვენი მხრიდან ყველასთან (თავის უახლოეს მეგობრებთან და
დედის მეგობრებთანაც კი), არ პასუხობს არავის ზარებს და კავშირი აქვს მხოლოდ
ცოლის ახლობლებთან და ცოლის ნათესავებთან (ეს თურმე მოდაშია ახლა).
პარალელურად გამოაცხადა, რომ მთელი ქონება ეკუთვნის მას და ჩვენ დავრჩით
უეცრად ყველაფრის გარეშე, ანუ ვერაფერს ჩვენი ქონებიდან პირადი მიზნებისთვის
ვეღარ გამოვიყენებთ. დავუშვათ, მისი ნებაა ის, თუ ვისთან იცხოვრებს და სად, ისიც,
რომ არ სურს ზედმეტი ტვირთი და ჩვენზე მზრუნველობა, ამაშიც ღმერთმა ხელი
მოუმართოს!! მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მისი რატომ არის?! არჩეული
აქვს სირაქლემის პოზიცია და კატეგორიულად არ უნდა შეხვედრა… პირისპირ;
ქონებრივ დავას კი ჩემთან პრაქტიკულად აწარმოებს მისი მეუღლე, რომელსაც
თავის მიერ არჩეულ ადვოკატთან ერთად საქმე ისე მიჰყავს, რომ ძალიან ხშირად
ჩემი შვილიშვილი საქმის კურსშიც არ არის, რა ხდება; თვითონაც არ მალავს ამას და
ამბობს: ელაპარაკეთ ჩემს ცოლს, მე არ მცალიაო! მართალი გითხრათ, არ მესმის ის,
თუ რატომ უნდა ველაპარაკო მე მის ცოლს იმ ქონებაზე, რასთანაც მას არავითარი
კავშირი არა აქვს, რადგანაც ყველაფერი გადაცემულია მის ქმარზე ქორწინებამდე.
ზოგჯერ მგონია, რომ გაგიჟდა ჩემი შვილიშვილი და გადავიდა საერთოდ გონებიდან.
ჩემი მეუღლე მეუბნებოდა: ასე იცის იმან, 30 წლის კაცს რომ დასდევდი გაწურული
წვენებით და კურკებს უცლიდი ალუბლებიდან და საზამთროდანო. ეტყობა სწორია!
ყველაფერ ამასთან ერთად, შვილიშვილმა დამიხურა პირადი საიტი:
gildasikharulidze.com, რომელიც თვითონ გამიკეთა, როგორც პროგრამისტმა, მაგრამ
მაშინ არ გამიფორმებია მე მასთან რაიმე ოფიციალური ხელშეკრულება. უნდა
გამეფორმებინა? ამ საიტზე განთავსებულია მთელი ჩემი სამეცნიერო ინფორმაცია და
უკვე ორი წელია არა მაქვს წვდომა საკუთარ ინფორმაციაზე. ესეც მისი ნების
თავისუფალი გამოვლენაა? ჩვენი სოროსული იდეოლოგიით გაჟღენთილი
იურიდიული სივრცე კი მხარში უდგას ასეთ პირებს და არ უხსნის მათ, რომ
არსებობს „უღირსი მემკვიდრის სტატუსი“, პირიქით: უფრო მეტად ანგრევს და
ანადგურებს ურთიერთობებს, სასამართლო ფაქტიურად არ გვაქვს!!
ნამდვილად მძიმე დღეშია სულ სხვა პრინციპებზე და სხვა მორალით აღზრდილი
უფროსი თაობა. ეს უდიდესი პრობლემაა, რომელმაც ბევრი პატიოსანი ადამიანი
სასოწარკვეთამდე მიიყვანა, დაანახა მას მთელი თავისი ცხოვრების, შრომისა და
ამაგის უაზრობა!! ფინალი? აკაკის გამზრდელი? ძნელია არ მიიღო ასეთი
გადაწყვეტილება; ამიტომაც არის, რომ გახშირდა ჩვენში მკვლელობები და
თვითმკვლელობები. ხშირად მახსენდება ფლობერის სიტყვები: „Это моя честность,
которой я гордился всю жизнь, оказывается признак моей глупости“. მწარეა, მაგრამ
სიმართლეა!! მაგონდება ასევე, პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ქალთან,
რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უხსნის, რომ ვარშავის ხელშეკრულების
პირობებში, ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოება უკანონობააო, ის კი
პასუხობს: „მაჩვენეთ ეგ დოკუმენტი და მასზე ჩვენი ხელმოწერაო“. ამ დროს
ყველასათვის ცნობილია, რომ ეს იყო სიტყვიერი შეთანხმება, მორალური ფაქტორის
გათვალისწინებით, მორალს კი ამერიკელებისათვის არავითარი ღირებულება არ
გააჩნია და ეს ასწავლეს სწორედ ჩვენს ახალგაზრდობასაც. „Это что, обманули
дурака?“ – სიცილით ჰკითხა ქალს პუტინმა და აგრძნობინა ამით, რომ ამგვარი
თავხედობა მუდმივად არავის შერჩებათ, და დაიწყო რუსეთმა აქტიური
მოქმედებები თავისი უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად. სულ ცოტა ხნის
წინ ტრამპს ჰკითხეს: „ნუთუ თქვენ მართლა თქვით ასეთი საშინელება, რომ პუტინი
ჭკვიანიაო?“, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ნამდვილად ვთქვი, რომ პუტინი
ჭკვიანია, მაგრამ საშინელება არის არა ის, რომ პუტინია ჭკვიანი, არამედ ის, რომ
ჩვენები არიან იდიოტებიო“. ძალიან ენამახვილი და სხარტად მოაზროვნეა დონალდ
ტრამპი!
მორალური ფაქტორის იმ იგნორირებას, რაც სოროსმა თავის მიერ დაფინანსებული
ენჯეოებისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების საშუალებით ჩვენს სოციალურ
რეალობაში ჩანერგა, ცინიკურად „ნების თავისუფალი გამოვლენა“ ეწოდა, ისევე,
როგორც „ჰუმანური ინტერვენცია“ იყო მათთვის იუგოსლავიის დაბომბვა და
განადგურება; აი ასეთი „ნების თავისუფალი გამოვლინებებით“ გადაუარეს მათ
მთელ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. ხოლო ის ბავშვი, რომელსაც სკოლის
მერხიდან ასწავლეს ავტობუსში ადგილი არ დაუთმოთ უფროსებსო, გაიზარდა და
დღეს, კიდევ უგრო „პროგრესულად“ დაიწყო „აზროვნება“: „როდესაც გაგზრდის და
ყველაფერს გადმოგცემს, შემდეგ რაღა საჭიროა კიდევ გამზრდელიო“. მერე ზოგმა
მოკლა თავისი გამზრდელი, ზოგმა უპატრონოთა სახლში ჩააბარა, ზოგი კი
„სულგრძელად ელოდება“ შორიდან მის გარდაცვალებას, როგორც ჩემი, მაგალითად.
დიდი ძალისხმევა იყო, ნამდვილად, საჭირო იმისათვის, რომ ამ დონეზე
გაენადგურებინათ და მოესპოთ საქართველოში მორალი. აი, რა შედეგები მოჰყვება
იმას, როდესაც სოროსის იდეოლოგებს, მივცემთ უფლებას ატარონ სახიფათო
ექსპერიმენტები ჩვენი შვილების ცნობიერებაზე და ათასგვარი სეპარატისტული
ხასიათის პროვოკაციებით შეუცვალონ მათ აზროვნება. თუ კარგად ჩავეძიებით
ყოველ არაადეკვატურ ახალგაზრდაში, ვიგრძნობთ ამგვარი მუშაობის კვალს. დიდი
ძალაა იდეოლოგია!! მისი საშუალებით შეიძლება კიდევ ააშენო და კიდეც დაანგრიო
საზოგადოება. ჩვენ დავანგრიეთ, როდესაც დავუშვით სოროსელების მზაკვრული
იერიში ჩვენი ქვეყნის ისეთ მთავარ ძალაზე, როგორიც არის ახალგაზრდობა. ამ
საქმეში დიდი როლი შეასრულა აგრეთვე „ქართველ სოკრატედ“ წოდებული, „დიდი
მოაზროვნის“ მამარდაშვილის ლექციებმაც, სადაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად
„ფოლოსოფიურ გაბრწყინებად“ წარმოუდგინა მან მსმენელებს ის, რომ „ზოგჯერ კაცს
შეიძლება დედა ცოლად წარმოუდგეს და მოექცეს როგორც ცოლს“.
გადატრიალდებიან ამ სიტყვებზე ნამდვილად, საფლავებში ჩვენი წინაპრები.
ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ამ დროს ცეცხლზე ნავთი დაასხეს და დახმარების
ნაცვლად სხვადასხვა უღირსი ფორმებით მუშაობაში ჩააბეს ჩვენი ახალგაზრდობა,
რითაც ერთხელ კიდევ ვრწმუნდებით იმაში, თუ როგორ საჭიროა და აუცილებელი
დღეს საქართველოსთვის იგორ გიორგაძე. მან უნდა იხსნას და გადაარჩინოს ეს
თაობა – ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ მათთვის აუცილებელია დღეს
მეცნიერება, ფილოსოფია, დიალექტიკის თეორია, კრიტიკული აზროვნება და
მორალი. ხელოვნებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა, იაპონელებმა,
მაგალითად მთელი თავისი განათლების ახალი პროგრამა ხელოვნების ისტორიის
ბაზაზე ააგეს და გასათვალისწინებელია მათი ეს მეთოდიც! ჩვენ კი, სამწუხაროდ,
მთლიანად დავივიწყეთ კლასიკა.
აშკარაა, რომ ყველაფერ იმას, რაც ზემოთქმულიდან დაკავშირებით ჩვენ გვჭირს,
განათლების სამინისტრო თავს ვერ გაართმევს, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმაც
მას დღეს აქვს. ეს კომპლექსური, რთული სახელმწიფოებრივი პრობლემაა და დიდი
შრომაა საჭირო მის გადასაჭრელად. ეროვნული, მეცნიერული იდეოლოგიის გარეშე
ჩვენი სახელმწიფო ვერ აშენდება, მან და მხოლოდ მან უნდა განსაზღვროს ჩვენი
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მოქმედებათა ვექტორები. ამ პირველ
ეტაპზე კი გვაქვს მხოლოდ ორი გზა: ან უნდა შემოვიღოთ ჩვენი ტრადიციული,
საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული, ხევისბერის მიერ ბეჭედდასმული
მორალის, რაიმე ფორმით დამცავი კანონი არ უნდა გავანადგურებინოთ სოროსელებს
ჩვენი ღირსება და იდენტურობა. ამერიკელები, მაგალითად, სჯიან მამაკაცებს, თუ
ისინი ზედმეტად შეაჩერებენ მზერას ქალზე, რომლითაც დაინტერსდნენ, რადგანაც
თვლიან, რომ ქალი ამით შეურაცხყოფილია. იქნებ ჩვენც მიგვებაძა მათთვის და
გაგვეხადა დასჯადი ჩვენი ღირსების, მორალის და იდენტურობის ნგრევისაკენ
მიმართული მოქმედებები? ეს რა? ნაკლებად მნიშვნელოვანია ვითომ? რაღაც არ
მგონია! ეს საკითხი სერიოზული საკითხია და დღითი-დღე უფრო და უფრო
მძიმდება. აგერ, სოროსელებს მთელი ძალით აქვთ გაშლილი „პროგრესული“ მუშაობა
„პრაიდების“ ჩატარების შესახებ მოწოდებებით და ინტენსიურად მიმდინარეობს
კიდევ ლგბტ-ს კომპონენტების (ლესბოსელი, გომოსექსუალი, ბისექსუალი,
ტრანსგენდერი) კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებული თემების პროპაგანდა.
თანაც, რაც მთავარია „გაუნათლებელ“ მშობლებს არავინ არ ეკითხება იმას, მოსწონთ
მათ ეს, თუ არა. ამ მშობლებს არ გააჩნიათ ნეტავ „ნების თავისუფალი გამოვლენის
უფლება“? ისე უხმოდ უნდა უყურონ მათ თავიანთი შვილების სრულ ბიოლოგიურ
და სულიერ დეფორმირებას? რა დემოკრატიაა ეს? ან მათ, რა დააშავეს ასეთი?
სოროსელები კიდევ უფრო შორს მიდიან ჩვენს შვილებზე „ზრუნვაში“ და მათი
განათლების „განსაკუთრებულად ამაღლების“ მიზნით, მოითხოვენ განათლების
სამინისტროსგან ლგბტ-ს თემების სასკოლო პროგრამაში შეტანას, რაზეც მინისტრს
დიდი უარი არ განუცხადებია, ხოლო ბევრი პარლამენტარი აჰყვა და მხარი დაუჭირა
ამ მოთხოვნას. ასე ჩამოართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სკოლას,
პედაგოგებსა და მშობლებს ყოველგვარი აღმზრდელობითი ფუნქცია და მომავალი
თაობა დატოვა მთლიანად სოროსული იდეოლოგიის გავლენისა და ზემოქმედების
ქვეშ, რის დროსაც „დასავლური დემოკრატიის“ აღვირახსნილი თავისუფლების და
ე.წ. „ნების თავისუფალი გამოვლენის“ გაძლიერებულმა პროპაგანდამ დააკარგვინა
ბევრს მორალი, განუვითარა დაუსჯელობის სინდრომი და ხელი შეუწყო მათში
ყველაზე ბნელი თვისებების გამოვლენას, რასაც მოჰყვა კიდეც კრიმინალის ზრდა და
არეულობები საზოგადოებაში.
ინდივიდის სოციალიზაციის პროცესი ძალზედ რთული პროცესია; ის ითხოვს
ახალგაზრდასთან განათლების და კულტურის ხაზით გაძლიერებულ მუშაობას, რის
დროსაც უნდა გამოუმუშავდეს მას ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის
ხედვის უნარი, იყოს ადეკვატური თავის მოქმედებაში და რაც მთავარია, შეძლოს
ცხოვრება და თანამშრომლობა სხვების გვერდით და სხვებთან ერთად. ჩვენი ეპოქა
რისკის, განუზღვრელობისა და წინააღმდეგობებით სავსე ეპოქაა და ადამიანს
აუცილებლად სჭირდება დღეს აქ კრიტიკული აზროვნების უნარი, საგნებთან და
მოვლენებთან მაღალი დონის შემეცნებითი და შეფასებითი მიდგომა. მან უნდა
ისწავლოს, აგრეთვე, არსებული ზღვა ინფორმაციიდან მისთვის საჭირო ინფორმაციის
მოპოვება და გამოყენება, შეძლოს და დაამყაროს გაწონასწორებული კავშირი
გარემოსთან. ყოველი არ შემდგარი პიროვნება პრობლემაა საზოგადოებისათვის, ის
იწვევს დანაშაულებრივ მოქმედებათა ზრდას თავის ირგვლივ.
კულტურა, როგორც რეალობის ადეკვატური აღქმა, ასწავლის ადამიანს, რომ მას,
მართალია, აქვს უფლება თავისუფალი აზროვნების, მაგრამ არ გააჩნია თავისუფალი
მოქმედების უფლება და რომ ყოველი ადამიანი ცხოვრებაში ფასდება თავისი
საქმეების მიხედვით; კანონი კი არის ჩვენი ცხოვრების ის რაციონალური
რეგლამენტურობა, რომელიც გვიცავს ყველას აღვირახსნილი და უპასუხისმგებლო
ქმედებებისაგან. ადამიანი უნდა შეეგუოს იმასაც, რომ დღევანდელ უკიდურესად
დინამიურ და რთულ სამყაროში არასოდეს არ ექნება მას სრული ინფორმაცია საგნისა
და მოვლენის შესახებ და საჭიროა ამიტომ გამოიმუშაოს მან, საკუთარ თავში,
არასრული ინფორმაციით ოპერირებისა და გადაწყვეტილებათა მიღების უნარიც –
ახსოვდეს თანაც, რომ თუ სურს მისი პოზიცია რაიმე საკითხზე, არ იყოს ყალბი და
ზერელე, მაშინ უნდა დაეყრდნოს ის, ყოველთვის, ცოდნას და მეცნიერებას.
მეცნიერების გარეშე პოლიტიკაც უაზრო ლაყბობაა და სხვა არაფერი.
განსხვავებით ამისა, ნეოლიბერალურ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში არის
მხოლოდ ნეოლიბერალური ფასეულობები და ინდივიდის ინტერესები, რაც
პრინციპულად უშლის ხელს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი წესრიგის
განხორციელებას. „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას!“ ამ დევიზით
მოქმედებენ ლიბერალები და აქედან გამომდინარე აწარმოებენ გააფთრებულ
ბრძოლას ყოველგვარი სახელმწიფოებრივი წესრიგის წინააღმდეგ, ანადგურებენ
„ოჯახის“ ცნებას, ხოლო „ზნეობის“ კატეგორიას ცვლიან მათ მიერვე შემოღებული
გაუკუღმართებული კანონებით. ამ ფონზე ძალიან გაუჭირდა სკოლას, საოცარი
პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მშობლები და პედაგოგები, ხოლო განათლების
სამინისტრო ფაქტიურად არ არსებობს! ნეოლიბერალებმა კი კიდევ უფრო
გაააქტიურეს თავიანთი მუშაობა და თანდათან, „დემოკრატიული ცხოვრების წესის“
კონტროლის ფუნქციიდან (რასაც სრულიად უცერემონიოდ აწარმოებენ) ნელ-ნელა,
ფრთხილად და შეპარვით გადავიდნენ კანონებში ცვლილებების შეტანის ფორმატში
მუშაობაზე (რისი არავითარი უფლება არ ჰქონდათ), ხოლო მოგვიანებით კი
მოხერხებული გზებით აღმოჩნდნენ პარლამენტში და იქ, პარლამენტის დონეზე,
ლეგალურად და ოფიციალურად გააგრძელეს უკვე კანონშემოქმედებითი მუშაობა.
ასე შეიქმნა წინასწარ საკანონმდებლო ბაზა ბევრი, ჩვენი ხალხისთვის მიუღებელი,
ჩვენი კულტურისა და ტრადიციების უარმყოფელი ქმედებებისათვის და მწვანე შუქი
აენთო ამორალურობასა და კრიმინალს; დაიწყო ხალხში არეულობები და
საპროტესტო გამოსვლები. ეს საკითხი ძალიან კარგად არის შესასწავლი, ახალი
კანონებია მისაღები და რაც მთავარია, აუცილებელია ცვლილებები კონსტიტუციაში…
ისე ამ გახსენებაზე: სად არის ნეტავი კუჭავა? აკი მალე მოვალო?!
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ჩვენი კანონიერი უფლებისა დავიცვათ
საკუთარი ტრადიციები და გავუფრთხილდეთ ეროვნულ ფასეულობებს, დასავლეთს
მაინც არ მოსწონს ჩვენგან ამგვარი გამოვლინებები. არადა ყველა ხედავს უკვე, რომ
ლიბერალები, თავიანთი არაადეკვატური და არარაციონალური პრინციპებით დიდ
საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ძირს უთხრიან მის სახელმწიფოებრიობას. მათი
ყოველი ისტერია: „დავიცვათ უმცირესობის უფლებები“ მიმართულია ხალხის
გაღიზიანებისკენ და იწვევს არეულობებს საზოგადოებაში.
გაიხსენეთ, პედოფილიის რამდენ შემთხვევას ჰქონდა, ამ ბოლო დროს, ადგილი
ჩვენს ქვეყანაში; რამდენი ბავშვი შეეწირა ამგვარ ფაქტებს და რა პირზე ქაფით
იცავდნენ შემდეგ ამ გარეწრებს სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული
ორგანიზაციები და იდეოლოგიური სამსახურები; რა არის ეს? „ნების თავისუფალი
გამოხატვის უფლება“? და თანაც ჩვენი შვილების სიცოცხლის ფასად? რატომ არ
უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს ოფიციალურად აღრიცხული ასეთი პირები და რატომ არ
უნდა იცოდეს საზოგადოებამ ის, თუ რა საშიშროება ელით მათ შვილებს ასეთი
ადამიანების გვერდით (თუ შეიძლება მათ ადამიანები ეწოდოთ საერთოდ)? გორში
მოკლული 8 წლის გოგონას მშობლებს, რომ სცოდნოდათ, მაგალითად, ის, თუ რა
ელოდა მათ შვილს სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ხომ არასოდეს არ გაუშვებდნენ
ბავშვს ამ მიმართულებით და საერთოდაც წაიყვანდნენ, ალბათ, შვილს გორიდან. ასე
არ ჯობდა? მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
დამნაშავისათვის არ ყოფილა თურმე ეს პირველი შემთხვევა, იგივე სახის
დანაშაულისათვის ადრეც ყოფილა ეს კაცი გასამართლებული და მჯდარა ციხეში,
საიდანაც შეწყალებით გამოუშვეს! არ გაინტერესებთ მაინც ვინ, რატომ და რა ფასად
გაუკეთა მას ეს შეწყალება? არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე?! და ეს მაშინ,
როდესაც გვიმტკიცებენ, რომ მძიმედ ავადმყოფი საქართველოს მესამე
პრეზიდენტისათვის არ შეიძლება თურმე არავითარი შეღავათი: „არა და არასდროს“!
რა დემოკრატიაა ეს და ვინ გვახვევს თავს ამგვარ დემოკრატიას?
რატომ არ შეიძლება ეწოდოს პედოფილს პედოფილი, რა პირადი ღირსების
შელახვაზეა ამ დროს ლაპარაკი და საერთოდ რა ღირსება შეიძლება ჰქონდეთ ამგვარ
ადამიანებს?! დროა გამოვფხიზლდეთ და ვიკითხოთ: ვის უფლებებს იცავს და ვის
უფლებებს ანადგურებს ჩვენში სოროსი?! ხელიდან გვეცლება, გვეღუპება
ადამიანების საუკეთესო ნაწილი და ეს მაშინ, როდესაც გამაღიზიანებლად ზეიმობს
ოლიგარქია, ბოროტება, გარყვნილება და ცინიზმი. მაგალითად, რა „საკუთარი
ღირსების დაცვა“ და „ნების თავისუფალი გამოვლენაა“ ის, რაც აძლევს უფლებას
შვილიშვილს მიატოვოს გამზრდელი, რომელმაც გადასცა მთელი თავისი ქონება, არ
იგრძნოს პასუხისმგებლობა მის წინაშე, აირჩიოს სირაქლემის პოზიცია და
უსირცხვილოდ დაელოდოს ამ გაზრდელის სიკვდილს შორიდან. ამაზრზენია
თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ითვლება „ნების თავისუფალ გამოვლენად“ და არავის
აქვს უფლება შელახოს მისი „ღირსება“, ანუ მოსთხოვოს მას პასუხი ამგვარ უზნეო
ქმედებაზე! აშკარაა, რომ ასეთი „ღირსებების“ დაცვით ვერავითარი ნორმალური
სახელმწიფო ვერ აშენდება. გენიალური კანტი, რომელსაც საოცრად მაღალ დონეზე
ჰქონდა გააზრებული მორალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერდა:
„მართალია მოქმედებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს კანონი არ კრძალავს,
მაგრამ ასეთი ქმედებები, ძალიან ხშირად სპობენ და ანადგურებენ საზოგადოებაში
მორალს“. ახლა გაიხსენეთ, რა ლოზუნგით შემოვიდა ჩვენში სოროსი: „დასაშვებია
ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით“ – და მოჰყვა კიდეც ამას ჩვენი
ტრადიციული მორალისა და კულტურის გამანადგურებელი „უფლებები“, რომელნიც
არ ეწინააღმდეგებიან სოროსის მიერ შემოტანილ კანონებს.
აღვირახსნილი და მორალდაკარგული სოციუმის შედეგებია: შაქარაშვილი,
მაჩალიკაშვილი, ბაჩალეიშვილი, ლაშქარავა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი კარგი
ახალგაზრდა შეეწირა და ეწირება დღევანდელ ვითარებას საქართველოში… მარტო
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ უნდა დააყენოს ფეხზე მთელი საზოგადოება და
თავი უნდა დავხაროთ ყველამ იმ ოჯახის წინაშე, რომელიც ასეთ შვილებს უზრდის
საქართველოს; თავი უნდა დახაროს მათ წინაშე ჩვენმა არ შემდგარმა
სახელმწიფომაც იმიტომ, რომ ვერ იცავს და ვერ მფარველობს ასეთ ახალგაზრდებს
და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ფრაზით: „ამ ცხოვრების … „
ამთავრებინებს სიცოცხლეს.
ასევე, დროა დამთავრდეს ჩვენში შეუზღუდავი თავისუფლების და გარყვნილების
პროპაგანდა! ვერ უნდა ბედავდნენ სხვადასხვა ჯურის, გარედან დაფინანსებული
არასამთავრობო ორგანიზაციები, თავისუფლების მოედანზე, სამარცხვინო
ტრანსპარნტებით ჩვენი შვილების გამოყვანას; გახსოვთ ალბათ, რა წარწერებით
იდგნენ იქ ჩვენი გოგონები. უნდა დაიხუროს და შეწყდეს სამუდამოდ, ჩვენს
მართლმადიდებლურ და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი
დისკუსიები ლგბტ-ს პროპაგანდასთან დაკავშირებული თემების სასწავლო
პროგრამებში შეტანის შესახებ. ცალკეულ პირებს კი, თუ ისინი კანონს არ
დაარღვევენ (ახალი კანონები კი, ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მისაღებია),
როგორც სურთ ისე გააკეთონ არჩევანი თავიანთ ორიენტაციაში; ამისათვის მათ
არავინ, არასოდეს ებრძოდათ საქართველოში და არც მომავალში არავინ არაფერს
დაუშავებთ; თუ ცხადია თავად ისინი არ მოითხოვენ ჩვენგან იმას, რომ ვაღიაროთ
ყველამ მათი ცხოვრების წესი, როგორც „უდიდესი პროგრესი“ და „დიდი განათლების“
შემოტანა ჩვენს ქვეყანაში.
ასევე, აუცილებელია, დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებისგან საქართველოს მოსახლეობისათვის მუდმივი ჭკუის რიგება
და ქცევის წესების კარნახი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო, მყარი
კონსტიტუცია, მასზე დაფუძნებული რეალობის ადეკვატური კანონებით და რაც
მთავარია სრულფასოვანი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც არ
იმუშავებს ორმაგი სტანდარტებით. ერთ-ერთ ადრე გამოქვეყნებულ წერილში:
„ვიბრძოლებ, ვიდრე ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს“ (საქ.რესპ. 1999 წ. 17-18
აგვისტო) ვწერდი: „ბევრს აძლევს ხელს ჩვენში ანარქიის ატმოსფეროს შექმნა,
ხალხში რწმენის მოშლა, ამიტომაც აღიარეს მათ „ჭეშმარიტება“, რომელიც მაღლა
დგას სამშობლოზე, „ჭეშმარიტება“, რომელმაც უარყო რწმენა და მორალი,
პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნისა და ერის წინაშე; „ჭეშმარიტება“, რომელიც
გაისმის, როგორც სახელმწიფოსაგან ამპუტირებული, კანონისა და ვალდებულების
უარმყოფელი, ეგოისტის ისტერიული კივილი „მხოლოდ სრული თავისუფლება“, რაც
დაანგრევს და დაღუპავს ქვეყანას“.
ნორმალური დემოკრატიის, რაციონალური ლიბერალიზმისა და ეროვნული
ცხოვრების წესების დაცვისათვის საქართველოს არავისაგან არავითარი კონტროლი
არ სჭირდება, ყველაფერ ამას ჩვენ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ვაკეთებდით
საუკუნეების მანძილზე, ჩვენი უძველესი ტრადიციებისა და მორალის კარნახით.
ამერიკამ, ნატომ და ევროპამ უკეთესია თავად მიხედონ თავიანთ თავს, რადგან მათი
„ჰუმანური ინტერვენციებით“ რასაც ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ანხორციელებენ,
ძალიან შეშფოთდა და შეწუხდა მთელი სამყარო; ხოლო იმ „მეტისმეტად
გონივრულმა სანქციებმა“, რაც მათ რუსეთს დაუწესეს, დიდად დააზარალა ევროპის
ყველა ქვეყნის ეკომონიკა და არც ამერიკა არის, ამის გამო, მთლად კარგ დღეში. არ
ვიცი ანეგდოტია ეს, თუ სიმართლე, მაგრამ ამბობენ შოლცმა გერმანიის მოსახლეობას
გამოუცხადა: წყვილ-წყვილად მიიღეთ შხაპი, ენერგორესურსების ეკონომიის
მიზნითო, ხოლო ვიღაც ენამახვილმა ჟურნალისტმა თავად შოლცს ურჩია: თქვენც
ჯონსონთან ერთად მიიღეთ შხაპი და კიდევ უფრო მეტ ეკონომიას გააკეთებთ
ევროპაშიო. ამერიკა კი, ამ დროს, ბაიდენის წყალობით, რომელმაც არჩევნების
შემდეგ სასწრაფოდ დაანგრია ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან აშენებული
კედელი, იხრჩობა ახლა მექსიკიდან თვითნებურად შემოჭრილი ლტოლვილების
ნაკადში და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადაუგზავნოს ეს ლტოლვილები ისევ
ევროპას. აი, ასეთი „ჭკვიანური“ პოლიტიკით, რომელიც არ ცნობს მეცნიერულ
ანალიზს, დიალექტიკას და კრიტიკულ-თეორიულ აზროვნებას, იმუშავა
დასავლეთმა დევიზით: „რეალობა იქნება ყოველთვის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა“
და მიიღო კიდევ ის, რაც უნდა მიეღო. ამაშიც რუსეთია დამნაშავე? არასასურველი
შედეგები, და თანაც მსოფლიო მასშტაბით, გამოიწვია მხოლოდ დასავლეთის მიერ
დიალექტიკის არცოდნამ, მეცნიერული ანალიზის იგნორირებამ და რეალობის
არაადეკვატურმა ხედვამ. ამიტომ იყო მარქსი გენიოსი და ამიტომ უწოდებდნენ
ბორი და აინშტაინი დასავლეთის ფილოსოფიას „სულელურ ფილოსოფიას“.
ფილოსოფია, რომელიც ობიექტურ ვითარებას არ ცნობს და არ უწევს ანგარიშს
ნამდვილად სულელურია.
კარგად მოვიქეცით, რომ არ შევუერთდით დასავლეთის სანქციებს რუსეთის
წინააღმდეგ და კიდევ უკეთესია, რომ არ დავიწყეთ კონფლიქტი რუსეთთან, დიდი
ბოდიში ამისთვის ზელენსკის (რომელიც ნამდვილად ძალიან გვიყვარს და ძალიან
ვაფასებთ) და ასევე არახამიას (ღმერთმა გვიმრავლოს და არ მოგვაკლოს შენნაირი
ქართველები), მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში არ უნდა იყვნენ, ვფიქრობ, ისინი
მთლად სწორი და მართალი, თუმც მათ პატრიოტიზმში და თავდადებულობაში ეჭვი
ოდნავადაც არ გვეპარება; მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ნატომ ამჯერადაც, როგორც
ყოველთვის დაარღვია სამართლებრივი ნორმები (ვარშავის ხელშეკრულება) და
დევიზით: „მინდა და ვაკეთებ!“ გაფართოვდა აღმოსავლეთით რუსეთის
საზღვრებისაკენ. საინტერესოა, თავად ამერიკას მოეწონებოდა იგივე თავის
საზღვრებთან? რა თქმა უნდა, არა! მაშინ, რისთვის იხოცება უკრაინაში ამდენი
უკრაინელი და ქართველიც? ან ყარაბახში რატომ განახლდა ისევ კონფლიქტები? რა
ხდება იზრაილში? ტაივანზე? ტაჯიკეთში და ყველგან, ყველგან, სადაც კი მუშაობას
იწყებს სოროსის ექსტრემიზმი? ზელენსკიმ კარგად დასვა საკითხი: უკრაინაში
მიმდინარე პროცესების სერიოზული გამოძიების შესახებ, რაც სავსებით სწორი და
გონივრული მოთხოვნაა! იქნებ ამ მოთხოვნას შევუერთდეთ ჩვენც და მოვითხოვოთ
გამოძიებულ იქნას მოვლენები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე: რატომ იხოცებიან
იქ, საშინელი წამებით ჩვენი მოქალაქეები საკუთარ მიწაზე ფეხის დადგმისა და
წინაპართა საფლავების სანახავად საზღვარზე გადასვლისათვის? ასევე
გამოძიებული უნდა იქნეს აუცილებლად ისიც, თუ რა მოხდა აფხაზეთში და
სამაჩაბლოში? იქ ხომ ფაქტიურად იგივე ხდებოდა, რასაც ვხედავთ ახლა უკრაინაში
და რასაც აკეთებენ აზოვსტალიდან ამოყვანილი მხეცადქცეული ბოევიკები?
საინტერესოა, რა ძალებია ეს ძალები და ვინ აფინანსებთ მათ სხვადასხვა ქვეყნებში
საშინელებების მოსაწყობად? ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა ხალხი ვერც
უკრაინაში და ვერც საქართველოში ვერ დაწყნარდება. ჩვენი ლტოლვილები ხომ
დღესაც გამოყრილები არიან თავიანთი მიწა – წყლიდან და როდის დაბრუნდებიან
უკან; ან დაბრუნდებიან თუ არა საერთოდ, არავინ იცის, მათ სახლებში კი სხვები
ცხოვრობენ. რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო, გვეუბნება: ფრთხილად იყავით
ქართველებო, აფხაზეთში შესაძლოა მეორე ყარაბახი გაგეხსნათო. არ უნდა გაირკვეს
ვინ შექმნა ბოლოს და ბოლოს, ეს ვითარება საქართველოში? ვინ დააფინანსა ჩვენთან
ეს რეალობა და რატომ ხოცავდა ასე სასტიკად ქართველებს, თავის მიწაზე,
ბაგრამიანის ბატალიონი, ან რა ბედი ელით ჩვენს ლტოლვილებს? დღეს ხომ ყველა
კარგად ხედავს უკვე იმას, რომ ის, რაც მოხდა ჩვენთან არც ქართულ-აფხაზური და
არც ქართულ-ოსური კონფლიქტი არ ყოფილა, ვიღაცამ ძალად მოგვახვია თავს ეს
ომები! იქნებ დროა უკვე საქართველო და უკრაინაც დასხდნენ დიალოგზე
რუსეთთან და თანაც რაც შეიძლება მალე, თორემ ის ფაშისტურად გაწვრთნილი
ბოევიკები არც ატომურ სადგურებს არ დაინდობენ უკრაინის ტერიტორიაზე და
დამთავრდება კიდეც ამით ყველაფერი ჩვენთვისაც და დასავლეთისთვისაც.
„ლიბერალური დემოკრატიის“ პრინციპებმა ძირეულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება:
ვიხილეთ ის, თუ რა არის „ნების გამოხატვის თავისუფლება“ პასუხისმგებლობის
გარეშე, „სხვისი აზრის პატივისცემა“ დამოუკიდებლად იმისა ადეკვატურია ეს აზრი
თუ არა; ისიც, თუ როგორია „შეუზღუდავი თავისუფლებით“ მოქმედების შედეგები,
მაშინ, როდესაც ადამიანს გააჩნია კულტურისა და განათლების სერიოზული
დეფიციტი. დაეკარგა აზრი მორალს, ტრადიციას, გაქრა უფროსისადმი პატივისცემა
და გაუფასურდა სიტყვა „აღმზრდელი“. აი ამ ფონზე და სოროსის იდეოლოგიაზე
გაზრდილმა „თავისუფალმა ადამიანმა“, აზრშიც და მოქმედებაშიც აიხსნა აღვირი და
დავინახეთ უკვე, რომ „ლიბერალიზმი“ და „დემოკრატია“ კანონისა და მორალის
გარეშე არის ანარქია. ფრაზები „მე ასე ვფიქრობ და არ მაინტერესებს სხვა რას
ამბობს“, „ასეთია ჩემი აზრი და ვალდებული არა ვარ შენი აზრი გავიზიარო“, „ნუ
ერევი ჩემს საქმეში, შენს საქმეს მიხედე“ და სხვ. სპობს ადამიანებს შორის
კომპრომისის ყოველგვარ შესაძლებლობას და მიზანმიმართულად მიჰყავს
საზოგადოება გახლეჩისაკენ. დღეს კი საჭიროა და აუცილებელი ყველას გაერთიანება,
რაციონალური მოქმედება და ჩვენი იდენტურობის დაცვა ერთიანი ძალით. გაიგონეთ
რა კარგი სიტყვები თქვა გიორგი გახარიამ? „ეშმაკსაც კი ჩამოვართმევ ხელს, თუ
დავინახავ, რომ ეს საქართველოს კეთილდღეობისათვის არის საჭიროო“. აი ასეთი
უნდა იყოს სწორედ ჭეშმარიტი პოლიტიკოსის პოზიცია. ჩვენც დავუდგეთ მას
გვერდში და გავაკეთოთ იგივე! ოღონდ, ბ-ნო გიორგი, ერთი აგვიხსენით მხოლოდ:
გვითხარით იმ ეშმაკში სააკაშვილიც თუ იგულისხმება? ანუ მისთვისაც შეიძლება
ხელის ჩამორთმევა თუ არა? გვითხარით, რომ არაფერი შეგვეშალოს! და კიდევ: რომ
ამბობთ, მიშა აუცილებლად უნდა იჯდეს ციხეშიო, ეს ისევ იმ საპნისთვის იუშჩენკოს
რომ უყიდა, კაშჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინისათვის, თუ იმ ოთხი
პიჯაკისთვის, რომელიც ადრე პატარა ჰქონდა და ვერ ჩაიცვა, ახლა კი დიდი ექნება
ალბათ და მაინც ვერ გამოიყენებს. სხვა ფაქტებიც თუ არსებობს და არ ვიცით, ისინიც
უნდა წარვუდგინოთ ალბათ ჩვენს „თავისუფალ და დამოუკიდებელ“ სასამართლოს
და ბედუკაძეც თუ გვეყოლება კიდევ მოწმედ, მაშინ სააკაშვილი ციხეს ნამდვილად
ვეღარ გადაურჩება. სხვებმა კი შეწყვიტონ იქნებ ილია ჭავჭავაძის, აკაკის, ერეკლე
მეფისა და სხვათა კრიტიკა და დააყენონ ეს პატიოსანი ხალხი საფლავში. ასევე ჩვენი
ტანჯული ქვეყნის გაუკუღმართებული ბედით მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით
მოხვედრილი პირები, ნუღარ გალანძღავენ და აგინებენ სტალინს, ნუ დაუწუნებენ
და ნუ გააუბრალოებენ მის პოლიტიკას, რომელმაც ძლიერი კვალი დატოვა მსოფლიო
პოლიტიკის ისტორიაში.
არეულობები და უაზრო კონფლიქტები დაღუპავენ ქვეყანას. „აზროვნება არის
ადამიანის მთავარი თვისება, მოდით ვიაზროვნოთ ღირსეულად!“ – წერდა პასკალი,
ღირსეული აზროვნება კი არ გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას, უფრო მეტიც:
ითვლება, რომ ჭეშმარიტების დადგენის ყველაზე კარგი გზა არის დისკუსია, მაგრამ,
დისკუსია მხოლოდ მეცნიერულ და პროფესიონალურ დონეზე. ბორი და აინშტაინი
ოცი წელი ეკამათებოდნენ ერთმანეთს. მათ კამათს მოჰყვა შემდეგ დიალექტიკის
თეორიის განვითარება, ანუ გადავედით ერთი ეპოქიდან მეორეში. „ვერ იქნები
მშენებელი თუ არა ხარ მნგრეველი!!! – თქვა ნიცშემ, რაც სრული ჭეშმარიტებაა,
მაგრამ უნდა იცოდე კარგად რისი დანგრევა შეიძლება და რისი არა. ასეთი ნგრევები
კი შეუძლიათ მხოლოდ გენიოსებს, რომელთა ძალისხმევითაც ხორციელდება
პროგრესი.
იმას კი, თუ როგორი უნდა იყოს თავისუფალი, გაბედული, ქვეყნის მომავლისათვის
თავგანწირული, გმირული და სიკვდილ-სიცოცხლის ფასად სამშობლოს
კეთილდღეობისათვის ყოველგვარ რისკზე წამსვლელი რაინდის სულისკვეთება,
„მერანის“ ავტორის ქვეყანას ნამდვილად ვერავინ ვერ ასწავლის! საქართველოს
თავისი კულტურითა და ისტორიით, შეუძლია ღირსეულად დადგეს და
ითანამშრომლოს ნებისმიერი ქვეყნის გვერდით და ამისათვის მას არავისთან,
არავითარი ხვეწნა და მუდარა არ სჭირდება; თუ ვინმეს არ სურს ეს, კარგად იყოს და
ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ კი მივხედოთ ჩვენს თავს, გვიყვარდეს
თავისუფლება, მაგრამ არ დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და რაც მთავარია
არასოდეს არ დავივიწყოთ ის, თუ „ვისი გორისა“ ვართ, მოდიან ღირსეული
ახალგაზრდები და ყველამ ერთად „ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, მაგრამ არავის
წინააღმდეგ“.
და ბოლოს: გამოძიებები კოვიდთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სწორი ხაზით
მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ოჯახი გაამწარა საქართველოში პანდემიის დაძლევის
ხაზით წარმართულმა ე.წ. „სამკურნალო პოლიტიკამ“; ის, რაც მოხდა ამასთან
დაკავშირებით, არავის არ უნდა შერჩეს და ეპატიოს. ხალხმა უნდა გაიგოს, ბოლოს
და ბოლოს, რასთან გვქონდა საქმე: მიზანმიმართულ ცივსისხლიან მკვლელებთან,
საეჭვო სახის ექსპერიმენტებთან, რომლებსაც ატარებდნენ ჩვენს მოსახლეობაზე,
ექიმთა ტოტალურ უცოდინრობასთან, კორუფციასთან თუ ყველაფერი ეს იყო
ერთად, აგვიხსნან ორგანიზატორებმა, თუ როგორ მოხდა, რომ მაშინ, როდესაც
გამოცდილი ექიმები ჩვენიც და საზღვარგარეთიდანაც კატეგორიულად
გვაფრთხილებდნენ, რომ აცრებიც და მკურნალობაც, ყოველი ცალკეული
ადამიანისათვის, უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ მათი ჯანმრთელობის
ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მხოლოდ ექიმთა
სერიოზული ზედამხედველობის ქვეშ, ნაცვლად ამისა, რატომ დაიწყეს მათ აცრები
ავტობუსებში, ყოველგვარი შემოწმებების გარეშე და კლინიკებშიც პრინციპულად არ
ისმენდნენ პალატის ექიმები, ახლობლებისგან, ავადმყოფობის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ აუცილებლად გასათვალისწინებელ ინფორმაციას. უფრო
მეტიც: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად კი გამოუცხადეს, გარკვეული კატეგორიის
ექიმებმა, ყველას, ვინც კი აღნიშნული სიფრთხილის დაცვას მოითხოვდა მათგან;
ჩაკეტეს კლინიკები, პრინციპულად არ გამოდიოდნენ კონტაქტზე და იმალებოდნენ
პალატის ექიმები. მათ ჩამოართვეს ტელეფონები ავადმყოფებს და გამწარებული
ახლობლები ვერ ახერხებდნენ ავადმყოფისათვის ვერავითარი ინფორმაციის
მიწოდებას. ასეთ ბარბაროსულ პირობებში, ენითაღუწერელი სადიზმით
იხოცებოდნენ ადამიანები: მოხუცები, ახალგაზრდები და ბავშვებიც! რა არის ეს? ვინ
დანერგა ეს მეთოდი, ვინ მართავდა ყველაფერ ამას და ვის აწყობდა ასეთი
შედეგები? საინტერესოა ისიც, რატომ ყვიროდა ბ-ი იმნაძე: მე ჯანმოს მიერ ვარ
დანიშნული, მის დავალებას ვასრულებ და არ გამაღებინოთ პირი, არ მათქმევინოთ
ყველაფერიო! გვითხრას ვის და რა დავალებებს ასრულებდა ის და ვის ემუქრებოდა
ასე სასტიკად თავის გამოსვლაში?! იმედია გამოძიება, თუ ის სერიოზულად ჩატარდა,
დაადგენს იმას, თუ რა ექსპერიმენტები ჩატარდა მოსახლეობაზე კოვიდის
„მკურნალობის“ სახელით.
პირადად მე ეს მომვლენები ასე შემეხო: ჩემი მეუღლე წლების მანძილზე მუშაობდა
რადიაციულ ნივთიერებებზე, რის შედეგადაც მიიღო სისხლის დაავადება. მას წლების
მანძილზე – მკურნალობდა შესანიშნავი ახალგაზრდა ექიმი, ჰემატოლოგი ლევან
მახალდიან, რომელმაც შეძლო და მისი დაავადება ქრონიკულ მდგომარეობაში
გადაიყვანა; ჩემი მეუღლე მუშაობდა სამ ადგილზე (აკადემიის სისტემაში,
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და რედაქციაში), თავისუფლად დადიოდა ყველგან,
მაგრამ მუდმივად იმყოფებოდა თავისი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მასთან
შეუთანხმებლად არავითარ მკურნალობას არ იტარებდა. ასეთ ვითარებაში შეხვდა
მას კოვიდი და სასწრაფომ წაიყვანა კლინიკაში: შ.პ.ს ამტელი ჰოსპიტალი, პირველი
კლინიკური პალატის ექიმი იყო ვინმე ეკა, რომელიც პრინციპულად არ გამოვიდა
კონტაქტზე და მის შესახებ მეტი ვერაფერი ვერ გავიგეთ. აქედან დაიწყო ჩვენი
ტრაგედია. ვიდრე ეს ქალბატონი ჩემს მეუღლეს ტელეფონს წაართმევდა, მე
მოვასწარი მეუღლესთან კავშირი, რის დროსაც მითხრა, რომ სიცხე აღარ ჰქონდა,
საკვებიც კარგად მიიღო და ხვალ მიკეთებენ რაღაც ნემსს, ანტი-ვირუსსო. ვთხოვე,
გაეფრთხილებინა თავისი ექიმი (მახალდიანი) და მასთან შეთანხმების გარეშე
არავითარი ნემსი არ გაეკეთებინა; მაგრამ პალატის ექიმმა მოატყუა ჩემი მეუღლე,
რომ თითქოს მახალდიანთან შეთანხმება შედგა, შემდეგ კი ჩამოართვა ტელეფონი და
მახალდიანს დაუკავშირდნენ მხოლლოდ მას შემდეგ, როდესაც ნემსი გაუკეთეს და
ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ჩვენ კი კლინიკამ მოგვცა
ყალბად შევსებული ფორმა-100. რატომ? ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს
მიზანმიმართული მკვლელობაა!!! ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? პალატის ექიმმა
პრინციპულად არ მიიღო ჩვენგან აუცილებლად გათვალისწინებული ინფორმაცია,
იყო ჩაკეტილი და ყველა სხვა ექიმსაც აკრძალული ჰქონდა მასთან კონტაქტი. ასეთი
შემთხვევები უამრავია და ბევრი სწორედ ანტი-ვირუსის ნემსის გაკეთების შემდეგ
გარდაიცვალა. საინტერესოა, რა არის ეს ნემსი და შეიძლებოდა თუ არა ჩემი
მეუღლისათვის ამ ნემსის გაკეთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
გათვალისწინების შემთხვევაში?! ჩვენ ექიმთა უვიცობა არ გვიკვირს, ბევრჯერ
შევხვედრილვართ! მაგრამ რატომ უნდა მიეცეთ ასეთ ექიმებს ნება დახოცონ ამდენი
ადამიანი? რატომ არ უნდა აგონ მათ პასუხი ყველაფერ ამაზე? ჩემს შემთხვევაში კი,
როგორც ხედავთ, ეს უკვე უვიცობა აღარ არის, ეს უკვე მკვლელობაა!!! გამწარდა
ძალიან ბევრი ოჯახი საქართველოში და ყველა, ვინც დამნაშავეა უნდა დაისაჯოს!
იმედია გამოძიება გაგრძელდება! საქმეში ძალიან ბევრი ბუნდოვანი მომენტებია!
P.S. ჩვენს „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ ქვეყანაში დამჭირდა ახალი ვებ-
გვერდის გახსნა იმისათვის, რომ ეს სტატია გამომექვეყნებინა!!! რატომ??? ასეთია
ამერიკული დემოკრატია!
კომენტარები: 0