პოლიტიკა
ლიბერალიზმმა გაანადგურა ჩვენი იურისპრუდენცია, მოსპო და გააქრო სამართალი, ზენიტში აიყვანა კორუფცია და წარმოშვა მურუსიძის კლანი
გადაგვარჩენს მხოლოდ მეცნიერული, ეროვნული იდეოლოგია, ტრადიციული ზნე-ჩვეულებები, მორალი და მათ დასაცავად კარგად დადგენილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ზუსტად მორგებული კანონი და სამართალი. „კაცსა ვერა შველის, თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, თუ კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა“ - წერდა ილია და გვასწავლიდა იმასაც, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა წესი და ყველა კანონი უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების, რელიგიისა და ისტორიის გათვალისწინებით, მათ დასაცავად და გადასარჩენად. „ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო“ - გვმოძღვრავდა დიდი მგოსანი და ხატად ესვენა გულზე თავადაც: „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ამიტომ მოკლეს ქვეყნის მტრებმა ჩვენი ილია და ამიტომ ხდება დღესაც მისი უღმერთო ლანძღვა-გინება. არ ინდობს მტერი ჩვენს ისტორიას, რელიგიას, ტრადიციებს და ზნე-ჩვეულებებს, შეურაცხყოფს და აკნინებს საქართველოსთვის თავგანწირულად მებრძოლ მეფეებს. ეს ყველაფერი დასავლეთის სპეცსამსახურების კარგად ნაცადი და დამუშავებული მეთოდია: გაასწორონ მიწასთან მიზანში ამოდებული ქვეყანა, გამოიწვიონ ხალხში მუდმივი კონფლიქტები, დაგლიჯონ საზოგადოება ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილებად და წარმოშვან ანარქია.
გადაბრუნდებოდა ალბათ საფლავში ილია, რომ გაეგონა, რა საოცარი თვითდაჯერებულობით და კმაყოფილებით ამბობდა პარლამენტის ტრიბუნიდან, ერთი, გაუკუღმართებული არჩევნების წყალობით, შემთხვევით იქ მოხვედრილი პარლამენტარი (თუ არ ვცდები, რომელიღაცა ორ კაციანი პარტიის, მგონი „გირჩის“ ხელმძღვანელი) შემდეგ სიტყვებს: „არ მაინტერესებს მე არავითარი ეროვნული, იდეოლოგიური კონცეფცია, მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ გვერდში გვიდგას ამერიკა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ჩვენთან ვიზიტით!“ სხვა დროს კი იმავე პირმა ბრძანა: „ნუ შემაწუხეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამდენი ინფორმაციებით, არ გვაინტერესებს ჩვენ ეს, გვაცალეთ ვმართოდ ქვეყანაო. (არ დაგავიწყდეთ, ლაპარაკია ორკაციანი პარტიით ქვეყნის მართვაზე და თანაც ყოველგვარი ეროვნული იდეოლოგიის გარეშე). ჯერ ერთი უხერხულია ალბათ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე ამ ტონით ლაპარაკი (მან კიდევ უფრო უხეშად თქვა ეს, მაგრამ არ ღირს ახლა ამაზე დაკონკრეტება), მაგრამ სამწუხაროა აქ სხვა, კერძოდ ის, რომ ბევრი მასავით ვერ ხედავს, თუ რაოდენ საჭიროა და აუცილებელი სააკაშვილი დღეს ქართული პოლიტიკისთვის; მისი ამ დონეზე მომზადებისათვის დიდი შრომაა გაწეული და ყველაფერი ეს წყალში არ უნდა ჩაიყაროს! ასე, რომ მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს მიშა, უყვარს, თუ არ უყვარს ის, მიშა ს ა ჭ ი რ ო ა ! და ამ ფაქტს უნდა შეეგუოს სხვათაშორის ყველა, ვისაც ძალიან უყვარს და მოსწონს, მიშას ჯინაზე თამაშები. პრეზიდენტი, რაციონალური, ეროვნული პოლიტიკით, რომელიც ბრწყინვალედ ორიენტირებს აგრეთვე მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში, იდეალური საყრდენი იქნება ქვეყნის საშინაო პოლიტიკისთვის და კარგ ორიენტაციას გაუწევს მინისტრთა კაბინეტს ურთულეს მუშაობაში. ზუსტად ასევე, როგორადაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, ანუ როგორიც არ უნდა იყოს იქ საბოლოო შედეგი, ზელენსკიც ასევე საჭირო და აუცილებელია უკრაინისათვის. სანთლით რომ ეძებოს უკრაინამ ვერ იპოვის დღეს ზელენსკიზე უკეთეს პრეზიდენტს.
რაც შეეხება იმ პარლამენტარს, ვისზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ვისაც ორკაციანი პარტიით სურს თურმე ქვეყნის მართვა და თანაც ყოველგვარი ეროვნული კონცეფციის გარეშე, სამწუხაროდ ასეთი კიდევ ბევრია ჩვენს პარლამენტში და მთავრობაშიც! ხალხი დაიღალა ამგვარ პირთა ყოვლად უაზრო და უშინაარსო კამათით: ევროპა თუ რუსეთი? რუსეთი თუ ევროპა? ნაცი თუ ქოცი? ქოცი თუ ნაცი? არც ერთი ბატონებო და არც მეორე! მხოლოდ საქართველო! ხოლო სხვა ნებისმიერი ქვეყანა (ან პიროვნება) მხოლოდ იმდენად, რამდენადაც სიკეთის მომტანი იქნება ის ქვეყნისათვის. კარგად თქვა ერთხელ გახარიამ: „ეშმაკსაც კი ჩამოვართმევ ხელს, თუ ეს ჩემს ქვეყანას გამოადგებაო!“ და აკეთებს კიდეც ამას. თუმც ამ ბოლო დროს, ხშირად, იმდენად ბუნდოვანია და გაუგებარი მისი სვლები, რომ ვერ ვხვდებით კარგად რას ფიქრობს იგი, რატომ ამბობს იმას რასაც ამბობს, ან რის გაკეთებას აპირებს საერთოდ? დარწმუნებულია კი, რომ ყველა „ეშმაკისაგან“, ვისაც ის ამ ბოლო დროს ხელს ართმევს, ნამდვილად ექნება ქვეყანას სარგებელი? მაგრამ ვფიქრობთ მაინც, რომ ასეა ალბათ საჭირო. ლგბტ-ს დროშით ნუ გამოვა ბოლოს იმ თავისი საფარიდან და დანარჩენს ყველაფერს ავიტანთ. ვიღაცამ ისიც თქვა: ძაღლების ბედით დაინტერესებულაო თურმე ამ ბოლო დროს გიორგი გახარია - ეს მართალია? ჩვენ დავავიწყდით? ძაღლებზე არ შეიძლება ვინმე სხვამ იზრუნოს? მართალია ეს პრობლემაც დიდი, პრობლემაა, მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე შეიძლება შეგვჭამონ ძაღლებმა, მაგრამ მაინც რაღაც დიფერენციაცია სჯობია ალბათ ნამდვილად... აგერ ჩვენ, გვაინტერესებს მაგალითად ის, თუ რატომ უნდა ვეძიოთ, ჩვენ ჩვენი იდენტობის, რელიგიის და მორალის გარანტიები ევროპაში, მაშინ, როდესაც თავად ევროპა აღარ არის უკვე ის, რაც ადრე იყო: დაკარგა საკუთარი სახე, იდენტობა, გაანადგურებინა მთელი თავისი კულტურა ბაიდენის ყოვლად უაზრო მიგრაციის პოლიტიკას და იქცა ნატოს ხელში ამერიკის კოლონიად. იგივე დაემართა თავის დროზე იუგოსლავიას, ავღანეთს, ერაყს, ლიბიას... აგერ უკრაინაც ნადგურდება და ხატზე გადაცემულივით ადგას ამ მზაკვრულ გზას... არ კმარა? მაინცდამაინც ჩვენც უნდა გავყოთ თავი ამ ხაფანგში? არგვეყო სამაჩაბლო და აფხაზეთი? ნუთუ დღესაც ვერ ხვდება ვინმე იმას, რომ ყველაფერი ეს ამერიკამ მოგვიწყო? რომ ზელენსკი ზუსტად იმ დღეშია ახლა რა დღეშიც იყო სააკაშვილი სამაჩაბლოში? ასეთი აზრისათვის ნუ გამოგვიცხადებს ახლა ომს ბ-ნი გიორგი, გვაპატიოს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარს.
სულ სხვაა, ახლა, თუ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ნატო, როგორც ფუნქცია დაკარგული ორგანიზაცია შეწყვეტს თავის არსებობას, ამერიკა დაიწყებს რაციონალურ აზროვნებას პოლიტიკაში, რაც დიალექტიკის თეორიასთან მწყრალი დამოკიდებულების გამო არ გამოუდისთ, დაიცავს საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებს, აღარ ექნება პრეტენზია მსოფლიო ჟანდარმის როლზე და აღარ განალაგებს რუსეთის საზღვრებთან მძივებივით თავის სამხედრო ბაზებს, მაშინ ევროპაც გათავისუფლდება ალბათ კოლონიალური ზეწოლისაგან, შეძლებს დაიბრუნოს თავისი იდენტობა, კულტურა და აღადგინოს მისი ეკონომიკისათვის ესოდენ საჭირო და საცოცხლოდ აუცილებელი კავშირები რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა ურთიერთობა ევროპასთან ჩვენთვისაც კარგი იქნება და სასარგებლო! საქართველომ ყველგან, ყველასთან და ყველაფერში უნდა აკეთოს ის, რაც მისთვცის კარგია და შედეგის მომტანი; ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას! ყველას კი ვინც ქვეყნის ინტერესებზე იზრუნებს აუცილებლად დაინახავს და დააფასებს ხალხი. აგერ, რა კარგები და ლამაზები გამოჩნდნენ ჩვენი პარლამენტარები, როდესაც დაიწყეს ადექვატური გამოსვლები ქვეყნის იდენტობის, მორალის, ღირსებისა და ზნე-ჩვეულებების დასაცავად! დიდი ძალა აქვს ეროვნულ, რაციონალურ იდეოლოგიას, ქვეყნის ინტერესების დაცვას და სიმართლეს! ასე არ ჯობია?!
უნდა ვაღიაროთ, რომ ღარიბაშვილი ნამდვილად კარგი პოზიციით წარსდგა, ყველგან, ქვეყნის გარეთ, თავის გამოსვლებში. ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი ხანია მუშაობს დასავლეთის აგენტურა და მთელი ის დაფინანსება, რაც დასავლეთიდან ჩვენთან შემოდის, ხმარდება მხოლოდ მათ სეპარატისტული ხასიათის გამოსვლებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სოროსის მზაკვრილ იდეოლოგიას შეეწირა ჩვენი განათლების სისტემა, მეცნიერება, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობის სფერო და ყველაფერი... გაჩნდნენ ქვეყანაში მკვლელი ექიმები, გამწარდა და გაუბედურდა უამრავი ოჯახი! ხალხს კანონი, სამართალი და ძლიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები მოენატრა.
ლგბტ-ს თემების მიზანმიმართულმა პროპაგანდამ და ამ ხაზით სპეციალურად მომზადებული დასავლეთის ცენტრების აღვირახსნილმა ფუნქციონირებამ ხომ მთლიანად მოსპო და გაანადგურა ჩვენში მორალი. ცნებები „ლიბერალიზმი“ და „თავისუფლება“, რომელთაც თავიანთი პოზიტიური შინაარსი უდავოდ გააჩნიათ (რის გააზრებასაც, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დიალექტიკის თეორიის ღრმა და სერიოზული კვლევა სჭირდება, რასაც მიეძღვნა სწორედ ბორისა და აინშტაინის ოცწლიანი დისკუსია) იქცნენ სოროსის აგენტურის ხელში საზოგადოებრივი წესრიგის ნგრევისა და განადგურების იარაღებად. აი ასეთ ვითარებაში მოხდა სასწაული და ჩვენმა მთავრობამ ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ქვეყნის სასიკეთოდ ამოიღო ხმა, თანაც სრულიად აშკარად და გაბედულად! არ უნდა დავაფასოთ? ღარიბაშვილმა დაიცვა ქვეყნის ინტერესები და ჩვენი იდენტობა თავის გამოსვლებში - დასაცავია, ნამდვილად, ჩვენი მორალი, ღირსება და ზნე-ჩვეულება. დაუშვებელია ლგბტ-ს თემების პროპაგანდა და მით უმეტეს მოთხოვნა იმისა, რომ შეტანილი იქნას ეს თემები სასკოლო განათლების პროგრამაში; დაუშვებელია საქართველოსთვის მთელი ის სიბინძურე, რაც, როგორც წესი მოსდევს თან ამგვარ პროპაგანდას და ამ ხაზით ჩატარებული პროვოკაციული ხასიათის პრაიდებს; დაუშვებელია ჩვენს ტერიტორიებზე დასავლეთის მიერ მიზანმიმართულად მომზადებული და მათგან დაფინანსებული ექსტრემისტული ცენტრების მუშაობა, რომელნიც აწარმოებენ ქვეყანაში ბრძოლას ყოველგვარი ეროვნული; რაციონალური სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ, ხოლო თავიანთ ლაყბობას „ანტი-იდეოლოგიაზე“ უწოდებენ „ახალ იდეოლოგიას“. ამ ხაზით აქტიურად მუშაობდა ჩვენთან მ. მამარდაშვილი და მასთან დაკავშირებული ქართველ ფილოსოფოსთა ჯგუფი (გურამ თევზაძე, ე. კოდუა, ვ. ერქომაიშვილი და სხვ.), რომლებმაც გამოსცეს სტუდენტობისათვის ახალი სახელმძღვანელო ფილოსოფიაში, დევიზით: „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი!“ სწორედ ისინი წაუძღვნენ წინ სოროსის იდეოლოგიის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში და თავიდან ბოლომდე გადაუარეს მეცნიერულ ფილოსოფიას და დიალექტიკის თეორიას, მიზანმიმართულად მოსპეს და გაანადგურეს ფიზიკის ფაკულტეტი.
მორალური ასპექტი კი ჩვენს მოსახლეობაში ინტენსიურად წარმართა მერაბ მამარდაშვილის ცნობილმა (როგორც თვითონ უწოდა) „ფილოსოფიურმა გაბრწყინებამ“ : „ზოგჯერ დედაჩემი ჩემი ცოლი მგონია და ვექცევი როგორც ჩემს ცოლს!“ ამ „გენიალური ფილოსოფიური გაბრწყინების“ შემდეგ გავრცელდა და მოედო საქართველოს ყველა კუთხეს, ჩვენი რელიგიისათვს, ტრადიციებისა და კულტურისათვის სრულიად მიუღებელი ცხოვრების წესები; რაც მთავარია გავრცელდა ყველაზე ამაზრზენი ფაქტები, ფაქტები პედოფილიის, რაზეც ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ დახვრეტის მუხლი უნდა შემოიღოს. შეიძლება ითქვას, რომ დაგვენგრა თავზე ქვეყანა: მამა ხუთი წლის შვილს აუპატიურებს და თანაც მეზობელ მამაკაცთან ერთად, შვილიშვილი ასეთივე კავშირს ამყარებს ბებიასთან; ძმა დას ვეღარ ცნობს, ნათესავი ნათესავს და ამ დროს გრძელდება ისევ ენჯეოების მიერ ლგბტ-ს თემების გაუთავებელი პროპაგანდა და მოწოდებები უმცირესობის უფლებების დაცვის შესახებ. საკითხავია ვინ, ვის და ვისგან იცავს დღეს ჩვენს ქვეყანაში? საქართველოში არავინ, არავის და არასოდეს არ ჩაგრავდა არატრადიციონალური ორიენტაციისათვის, მაგრამ დღეს ხდება პირიქით: ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან უკვე დასაცავი აქტიური შემოტევებისგან. ისინი ყოვლად უღირსი, სამარცხვინო ტრანსპარანტებით გამოჰყავთ ენჯეოებს მთავარ მოედანზე.
გესმით რა ვითარებაა დღეს საქართველოში? ძმა ძმას კლავს დედის თვალწინ, შვილი დედას, ქმარი ცოლს, მამა შვილს და შვილი მამას! ვ ი ღ უ პ ე ბ ი თ ! ! ! ასეთ პირობებში პრობლემა გახდა ბავშვის აღზრდა და დაბნეულები არიან მშობლები; აღარ იციან მათ როგორ ააცილონ შვილებს ათასგვარი უბედურება და ხიფათი. განათლების სამინისტრომ კი ჩაუდო ბავშვებს ტვინში, რომ ის თავისუფალია თავის არჩევანში და რომ არც მშობელს და არც პედაგოგს არა აქვს უფლება მისცეს მას შენიშვნა, აუკრძალოს რაიმე და შეზღუდოს ამით მისი თავისუფლება.“მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“ - გაისმის აგერ უკვე 30 წელია მამარდაშვილის გენიალური სიტყვები და სრული აღვირახსნილობის პრინციპით: „მინდა და ვაკეთებ!“ იზრდება ჩვენი ახალგაზრდობა. შედეგიც სახეზეა!
შევარდნაძემ ერთ თავის გამოსვლაში თქვა: „ვაი მას, ვინც დღესაც ვერ მიხვდა ვინ იყო მამარდაშვილიო!“ და აი, დღეს, სწორედ ამ კაცზე, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ქართულ, ეროვნულ იდეოლოგიას, რომელმაც გაბედა და თქვა: „თუ გამსახურდიას აირჩევთ პრეზიდენტად მე წავალ საქართველოდანო“, კაცზე რომელსაც ეკუთვნის ყოვლად სულელური ფრაზა: „ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას სამშობლოზე“, ერთმა ე.წ. პოლიტიკოსმა ეთერში ამაყად განაცხადა: „მე საქართველოში ვიცი მხოლოდ ერთი ფილოსოფოსი: მერაბ მამარდაშვილიო.“ ანუ აღიარა, რომ არ იცის თურმე, მან, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, ზურაბ კაკაბაძე, ზურაბ მიქელაძე... ლაპარაკი აღარ არის უკვე დიალექტიკის პრობლემათა იმ უდიდეს კვლევებზე, რასაც ანდრია რაზმაძემ სიმრავლეთა თეორიაში ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ( და აწარმოებდა სხვათაშორის უფრო ღრმად და უფრო შედეგიანად, ვიდრე რასელი და ვიტგენშტეინი), ეს კვლევა გააგრძელა შემდეგ ლევან გოკიელმა და ფიზიკის ფაკულტეტის თეორეტიკოსთა ბრწყინვალე ჯგუფმა ვ. მამასახლისოვისა და მ. მირიანაშვილის ხელმძღვანელობით; მათ ახალ მსოფლმხედველობრივ პოზიციას უდიდესი შეფასება მისცა ნილს ბორმა, რომელმაც დასავლეთის ფილოსოფიას „სულელური ფილოსოფიას“ უწოდა - ეს იყო ქართული ფილოსოფიური აზრის ბრწყინვალე გამარჯვება და აუცილებელია ვიცოდეთ!
დღეს კი აღებულია კურსი ამ ხაზის განადგურებისაკენ, იკარგება და ნადგურდება ანდრია რაზმაძის, ლევან გოკიელის, მ. მირიანაშვილის, ვ. მამასახლისოვის უნიკალური ნაშრომები, ყურადღება არ ექცევა ზურაბ კაკაბაძეს, რომელიც საოცრად საჭიროა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის... ნაცვლად ამისა იბეჭდება და ვრცელდება დიალექტიკის თეორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის ხელისშემშლელი წიგნები და მასალები, რომელთა მიზანიცაა წაშალონ დიალექტიკური აზროვნების კულტურა საქართველოში; - მიდის მიზანმიმართული ბრძოლა ჩვენი ახალგაზრდობის ცნობიერების განადგურებისაკენ. ასეთია სოროსის პროგრამის მიზანი. მათი აგენტურა ძალიან ღრმად და შენიღბულად მუშაობს ჩვენში, მუშაობს აქტიურად და თანაც ყველა სფეროში.
განათლებაზე ზრუნვა საბავშვო ბაღებიდან უნდა იწყებოდეს, სადაც სამწუხაროდ ყველაფერი თავდაყირა დგას და არავისგან, არავითარი ყურადღება არ ექცევა ამ საკითხს - იაპონიამ კი სხვათაშორის ეს პრობლემა ბავშვების კლასიკურ ხელოვნებასთან გაცნობის ფორმატში გადაწტყვიტა; მაგრამ ამ ასპექტში მუშაობა პედაგოგთა გარკვეულ გადამზადებას მოითხოვს და ვინა გვყავს ჩვენ პატრონი? არადა ამ დროს არიან ჩვენთან ხელოვნებათმცოდნეები, რომელნიც ბრწყინვალედ გაართმევენ თავს ამ პრობლემას, მაგრამ პროფესიონალებს ჩვენთან, დღეს, არცერთ სფეროში ფასი არა აქვთ!
ნუთუ დაიკარგება თეორიული აზრის კვლევის ეს დიდი კულტურა საქართველოში და მართლაც კაციჭამიებად გამოგვაცხადებენ მავანნი და მავანნი. ჩვენი „შავო მერცხალო“ ან „ურმული“ მაინც მოვასმენინოთ ყველს, ჩვენი გენიალური ხალხური სიმღერები, რომ დაინახონ კარგად რა საოცრად ღრმა ფილოსოფიური აღქმები ახლავს თან მთელი ჩვენი კულტურის არსებობას; რომ ძლიერი სკოლები ჩვენში: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბერიტაშვილისა და უზნაძის სკოლები ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულან, მათ წინ კანიბალიზმში კი არა, ჩვენი ხალხის არსებობის ღრმა და სერიოზული კულტურა უძღვოდა. არ ვამბობ იმას, რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და კაციჭამიებად მაინც ნუ გამოგვიყვანენ საზღვარგარეთის მიერ დაქირავებული აგენტები... ისიც საკითხავია კიდევ ვის, ვისგან და რა აქვს წასაღები; ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტალინი, რომელიც თავის პირველ ლექსებს ილია ჭავჭავაძეს უკითხავდა, „კაციჭამია ვაჟა-ფშაველას ეპოქაში“, ქართული ფენომენია და თუ ამუშავდა მისი გენი ჩვენს ახალგაზრდებში, მაშინ ნახავს ყველა რა შეუძლია საქართველოს! ნუ მივცემთ ნურავის ჩვენი გმირული ისტორიის და ქვეყნისათვის თავდადებული მეფეების აუგად ხსენების უფლებას.
ასეთ ვითარებაში კარგია ნამდვილად, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ საკითხში მაინც დაიკავა სწორი პოზიცია და გააგებინა ყველას, ქვეყნის გარეთ, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და ამიტომ ვერ შეიტანს ის ფუნდამენტურ ცვლილებებს თავის ტრადიციებში, მორალში და ცხოვრების წესებში. ტყუილია? რა თქმა უნდა არა! გულსატკენია ამ დროს, რომ TV პირველი არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ქალბატონმა (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, გადაცემა „პოლიტიკა“ მიჰყავს) განაცხადა: „ რა თქვა მაინც ასეთი ახალი ღარიბაშვილმა, დედა დედა არისო და მამა - მამა?“ და გულიანად გადაიკისკისა... არა ძვირფასო ქალბატონო, ლგბტ-ს თემა ასე სახუმარო თემა არ არის, ის ძალზედ მძიმე თემაა და საზოგადოებას გადაგვარებით ემუქრება! ხომ ხედავთ მამარდაშილმა ვერ გაარჩია ვინ იყო დედა და ვინ ცოლი და მათი გაიგივება „დიდ ფილოსოფიურ გაბრწყინებად“ გამოგვიცხადა! სწორედ ასეთი „ფილოსოფიური გაბრწყინებების“ შედეგია, ის რომ მამა შვილს ვერ არჩევს ცოლისაგან, შვილიშვილი ბებიას! ასე, რომ ნუ ჩავუყრით წყალში ოცნებას იმას, რაც გააკეთეს! არ არის ეს კარგი! თუ ოცნების კრიტიკა გნებავთ, გაკლიათ მასალები? აიღეთ აგერ ნოდარ მელაძის ჟურნალისტური გამოძიებები, სიცოცხლის ფასად რომ უჯდებათ მათი შეგროვება მის ჟურნალისტებს და გააშუქეთ თქვენს ეთერში ამ ხალხის გმირული მუშაობის მძიმე პირობები; აჩვენებთ და გაანალიზეთ ჟურნალისტების მიმართ უღირსი და არაადექვატური დამოკიდებულებების უმსგავსი ფაქტები და მადლობას გეტყვით მაშინ თქვენც, ისევე როგორც მადლობას ვუხდით ნოდარ მელაძეს და საერთოდ ჟურნალისტებს მათი თავდადებული და პროფესიული მუშაობისთვის. დღეს ეს ძალიან საჭიროა! კარგი იქნება ისიც, თუ მთავრობა არ უღალატებს საგარეო პოლიტიკაში აღებულ ბრწყინვალე კურსს და საშინაო პოლიტიკის პრობლემათა განხილვის დროსაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამოვა! ანუ არ მოგვთხოვენ, მაგალითად იმას, რომ დავხუჭოთ თვალები ქვეყანაში არსებული კორუფციის საშინელ ფაქტებზე, კანონთა სისტემატურ დარღვევაზე და იმ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც სასოწარკვეთამდე მიჰყავს პატიოსანი ადამიანი.
ძნელია გაიგო ის, თუ როგორ იტაცებენ და ითვისებენ სახალხო ქონებას ოლიგარქები და სახელმწიფო მოხელეები, გაეცნო იმ ფაქტებს, რასაც ნოდარ მელაძის ჯგუფი ასაჯაროებს და გამოაქვს საზოგადოების წინაშე და თანაც ამ ჯგუფის წევრების სიცოცხლისა და უდიდესი შეურაცხყოფების ფასად! ჟურნალისტებს უმტვრევენ აპარატურას, უსწორდებიან ფიზიკურად და ლანძღავენ უშვერი სიტყვებით; მათ მიმართ წარმოთქმულ ყოველ ფრაზაში ისმის გინება: „ რა უფლებით ამოწმებთ თქვენ ჩემს ქონებას? ვინ მოგცათ უფლება შემომეჭრათ ჩემს ტერიტორიაზე, მომცეთ შეკითხვები და გამაკონტროლოთ? გაეთრიე აქედან თორემ თავს გაგიცეხავ!“ ... და ასე შემდეგ, ყველაფერს ვერ გავიმეორებ და ვერ დავწერ! მერე რა თუ ჟურნალისტებს, თავიანთი მოკრძალებული კითხვებით მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებული ფაქტების გადამოწმება სურთ მათთან, მერე რა თუ სახალხო ქონების უღმერთო მიტაცებებზე და მითვისებებზეა ამ ფაქტებში ლაპარაკი და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკებულია და შიმშილობს, ხოლო ყოველი დაუსაბუთებელი ქონება კი მაჩვენებელია კორუფციის. არც მთავრობა და არც ის პირები, ვისაც ეს ეხება არავითარ საფუძვლიან პასუხს ამაზე არ იძლევა. „ცრუობენ ჟურნალისტები!“ ასეთია რეაგირება ყოველთვის, ყველგან და ყველაფერზე... მაგრამ, თუ ეს ასეა აგებინონ პასუხი ჟურნალისტებს ამ ტყუილებზე! „გვიჩივლეთ ბატონებო!“ ხშირად ამბობს ამას თავის გადაცემაში ნოდარ მელაძე, მაგრამ არც ერთი მათგანი ვინც ნოდარ მელაძეს ზურგს უკან ლანძღავს და აგინებს, არ ჩივის თავისი სიმართლის დასადასტურებლად, რ ა ტ ო მ ? დავუშვათ ნოდარ მელაძე ცუდია, მე არ ვიცნობ პირადად ამ კაცს და ვერ შევაფასებ, (თუმც ისე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გადაცემებში), მაგრამ ხალხს გვაინტერესებს აქ სულ სხვა რამ: იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი შიმშილობს, ხდება, თუ არა მართლა სახალხო ქონების ამგვარი მაშტაბებით დატაცება და მითვისება? ვიღაცამ ხომ უნდა გადაამოწმოს ეს ფაქტები, ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულზე ან თუნდაც იმაზე რომ ვიღაც ტყუილად დებს ბრალს პატიოსან ადამიანებს? მაგრამ თუ ჟურნალისტები არ ცრუობენ? მაშინ? არ უნდა დაინტერესდეს ვინმე ამ ფაქტებით? ვიღაცამ გვითხრას სიმართლე! ლაშქარავა შეეწირა სულაც ამ ხაზით მუშაობას!!! ყოველი გამოაშკარავებული ფაქტის გადამოწმების მცდელობისას ჟურნალისტი იღებს შეურაცხყოფას: „არ მინდა და არ გიპასუხებ! ნუ მაწუხებ შენი უაზრო კითხვებით! არ მცალია შენთვის, საქმეს ვაკეთებ! და ა.შ. ზუსტად ასე პასუხობდა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძეც, რომელმაც, როგორც ამბობენ ( არ ვიცი ტყუილია ეს თუ მართალი), როიალის დადგმა მოისურვა თურმე პარლამენტში; რა ქნას, მოენატრა ქალს თავისი პროფესია და ამაში ნამდვილად არაფერია გასაკვირი! ამ დროს კი მელაძის „თავხედ“ ჟურნალისტებს აინტერესებდათ გაეგოთ მისგან სულ სხვა რამ: მართლა მიითვისა თუ არა მან ის მილიონები, რაც საქველმოქმედო საქმისთვის იყო პარლამენტიდან გამოყოფილი და მართლა დაინიშნა თუ არა ხელფასის სახით თავისთვის და თავისი მოადგილისთვის ეს თანხა. არ არის ეს საინტერესო? მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს! ერთი რამ ხომ ფაქტია და ფაქტია: არ არის ეს ქალბატონი კანონშემოქმედებითი მუშაობისთვის დაბადებული და რა ქნას? ვინ დაიდო მისი ან ჩვენი ცოდვა? ხალხს აინტერესებს მხოლოდ ს ი მ ა რ თ ლ ე ! სურს აუხსნას ვინმემ რატომ უხდებათ ცხოვრება ესოდენ მძიმე პირობებში? სურს გაერკვეს ვინ არის ამაში დამნაშავე? ვინ ცრუობს და ვინ არის მართალი? ვინმემ ხომ უნდა ახსნას რა ხდება, ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი რამეზე? იურიდიულ სივრცეში ყველაფერი შეფუთულიუა ერთი, გარედან შემოგდებული, ქართული მენტალიტეტისათვის სრულიად უცხო, მიუღებელი და ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებული ფრაზით: „საკუთარი ნების გამოვლლენის თავისუფლება“, რის საფუძველზეც ყოველი ინდივიდის მოქმედება მოტივირდება უკვე კანონის რანგში აყვანილი ფრაზით: „მიბდა და ვაკეთებ!“ ახლა დაფიქრდით ერთი წამით და წარმოიდგინეთ:
ვინმეს, რომ გამოევლინა „ნების ამგვარი თავისუფლება“ ხევისბერის წინაშე და ეთქვა მისთვის: „არ მინდა და არ გპასუხობ, ნუ მაწუხებ შენი კითხვებითო“, რა მოხდებოდა? ხედავთ როგორ შევიცვალეთ? ხედავთ რა დაემართა ჩვენს მორალს და სამართალს? როგორ გაქრა და დაიკარგა ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესები და მთავარი ღირებულებები? დღეს საკუთარი შვილიშვილი, რომელიც აღვზარდერთ, გადავყევით თან და ვაჩუქეთ მთელი ჩვენი ქონება წყვეტს ყოველგვარ კავშირს აღმზრდელებთან და გვეუბნება: „არ მინდა, არ შეგხვდებით, რადგანაც არ მსურს აგიხსნათ რატომ ვაკეთებ ყველაფერ ამასო“! სამართალდამცავი ორგანოები კი კანონიერად მიიჩნევენ ამგვარ პასუხს; დაიკარგა აღმზრდელის ფასი, ერთმანეთში აირია დედა, მამა, შვილი, ცოლი, ბებია, ნათესავი და მეგობარი; ვინ ვის კლავს დღეს და ვინ ვის აუპატიურებს კაცმა არ იცის. სამართლის მეტრი კი ამ დროს ქვეყანაში არის ლევან მურუსიძე. ამას სიკვდილი ჯობია ნამდვილად! უკრაინა ხომ დანგრეულია და გასწორებულია მიწასთან, ნაკლებად არ არის გათელილი, განადგურებული და გაუბედურებული საქართველო! იმათ გაუსწორდნენ იარაღით , ჩვენ იდეოლოგიური ბრძოლითა და მრალური გადაგვარებით.
მამარდაშვილის ხელმძღვანელობით ფილოსოფიურმა „ელიტამ“ შეუტია ეროვნულ ცნობიერებას და გაავსო ქვეყანა ლიბერალური ნაგავით და სიბინძურით; ქვეყანაში გავრცელდა საშინელი კორუპცია, კრიმინალი, გარყვნილება და უკიდურესი სიღარიბეა მოსახლეობაში. სამართლიანად თქვა შევარდნაძემ: „კმარა დასავლეთის გრანტებით დაფინანსებული „ენჯეოშნიკები“, სოროსის ფონდები და „კონცეფცია“ როგორ ჩავატაროთ არჩევნები.“ და მართლაც, კმარა, გარედან შემოგდებული ცხოვრების წესები! რა რაციონალური პოტენციალიც აქვს ევროპას, ამერიკას და დასავლეთს. კარგად ვნახეთ დიალექტიკის თეორიის უცოდინარობამ და თანამედროვე მეცნიერული მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სრულმა გაუაზრებლობამ ჩაააგდო ისინი გამოუვალ მდგომარეობაში; ამიტომ უწოდებდნენ სწორედ ბორი დ აინშტაინი, დიალექტიკის თეორიის უარმყოფელი დასავლეთის ფილოსოფიას სულელურ ფილოსოფიას; თავად მათ კი (ბორმა და აინშტაინმა) ურთიერთ კამათის ოცი წელი შეალიეს ამ ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სრულფასოვან და ღრმა მეცნიერულ გააზრებას. ჰაიზენბერგმა კი, რომელიც ხშირად ესწრებოდა მათ კამათს თქვა: წარმომიდგენია რა მოხდება, როდესაც ეს პრობლემა თავს იჩენს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში: საზოგადოებრივ მეცნიერებებში, პოლიტიკაში, სამართალში... დღეს ეს ვითარებაა სწორედ და რას ველოდებით? იმას, რომ დიალექტიკის ამ ურთულეს პრობლემებს პოლიტიკაში გადაგვიჭრის ელისო ბოლქვაძე ან კიდევ სხვა, ასეთივე „ადექვატური აზროვნების“ მქონე პარლამენტარი?
ეს ვითარება მთავარი დაბრკოლებაა ძლიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ფორმირების გზაზე და რაც მთავარია ხელს უშლის ქვეყანაში სოციალურადორიენტირებული, რაციონალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას, სადაც ვეღარ გაშლიან ფრთებს ოლიგარქები და ვეღარ იპარპაშებს კორუფცია; ანუ ვეღარ შეძლებს ასე თავხედურად მოიტაცონ და მიითვისონ სახალხო ქონება; საქართველოს გადაარჩენს მხოლოდ კანონის უზენაესობა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში ყველა კანონს და სამართალს განკარგავს „ხოხმებთან მოფრთხიალე“ უვადო მოსამართლე და მისი მეტისმეტად საეჭვო ავტორიტეტის მქონე კლანი, რომელსაც კორუფციაში ბრალდებით, სანქციები დაუწესა დასავლეთმა და რომლებმაც ორმაგი სტანდარტებით მუშაობით დააკანონეს საზოგადოებაში „ახალი ელიტისათვის“ დამახასიათებელი ცინიზმი და უზნეობა. ცინიზმის მწვერვალია, აბა რა არის, როდესაც ლევან მურუსიძე საჯაროდ აცხადებს: „მე ცოლი არ მყავს, არ მყავს მე ცოლი! ვისაც ეს არ გჯერათ დამიმტკიცეთ!“ ან, როდესაც ქალბატონი, რომელსაც, მათი ოჯახის ყველა ნაცნობი და მეგობარი მურუსიძეს ცოლად მიიჩნევს ( და ოფიციალურადაც ასე მოიხსენება: „მურუსიძეს არარეგისტრირებული მეუღლე“) ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, საჯაროდ აცხადებს: „მე არავისთან არა მაქვს ხელი მოწერილი და ვისთანაც მინდა ღამეს იმასთან გავათევო!“ აი, ეს არის ქართველი ქალის „საუკუნოვანი ტრადიცია“, „ღირსება“ და ისიც, თუ როგორ უნდა გაითავისო ბოლომდე „საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის“ შესახებ, ევროპულუ მოწოდებები.
რა არის ეს? რა დაგვემართა ხალხო ასეთი? სადამდე მიგვიყვანა სიხარბემ და ქონების დაგროვების ველურმა სურვილმა? ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაიკარგა ტრადიცია და მორალი, გამეფებულია ორმაგი სტანდარტები და კორუფცია; ყველაფერთან ერთად კი შეურცხყოფილია და ბრძოლა აქვს გამოცხადებული კრიტიკულ მედიას. პარლამენტარი იქცევა ცინიკურად, არ იძლევა პასუხს მოსახლეობაში წამოჭრილ კითხვებზე, არ გრძნობს არავითარ ვალდებულებას ხალხის წინაშე; უფრო მეტიც: მოითხოვენ ჟურნალისტების დასჯას და ისჯებიან კიდეც ჟურნალისტები!!! ვიცით ყველამ, რომ დაუსაბუთებეული ქონება კორუფციის არსებობის ერთ-ერთი მთავარი სამხილია და ამიტომაც არის, რომ სახალხო ქონების ყველა დამტაცებელი და მიმთვისებელი იმეორებს ერთი და იგივეს: „რა თქვენი საქმეა საიდან მაქვს მე ეს ქონება, ვინ მაჩუქა ან ვინ დამიტოვა მემკვიდრეობით? თქვენ ამას არავინ გეკითხებათ! ჩემს ქონებას რასაც მინდა იმას ვუზამ: მინდა გავყიდი, მინდა გავაჩუქებ ვისზედაც მსურს, ეს ჩემი ნებაა; მე უფლება მაქვს გავაკეთო ის, რაც მომესურვება.“ მთელი ამ ფრაზეოლოგიის პოლიტიკური საყრდენი კი არის ქვეყანაში არსებული სამართლის მანკიერი ფორმა და სოროსელების მიერ შემოგდებული ახალი წესები და რეგულაციები, რომელნიც ჩვენი უვადო მოსამართლეების ხელში, რომლებიც, როგორც წესი, თავიანთი ინტერესების მიხედვით ირგებენ და იყენებენ ყოველ კანონს, იქცნენ ეფექტურ იარაღებად ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ. ამ ეფექტურობის ყველაზე მთავარი საყრდენი და გარანტი კი არის მუდმივ მოსამართლეთა კლანის მჭიდრო კავშირი მთავრობასთან. ასეთ ვითარებაში გვიშველის მხოლოდ სერიოზული ცვლილებები კონსტიტუციაში და სტალინური სამართალი, რის დროსაც მთელი ძალით ამოქმედდება და შესრულდება ყველა კანონი; ხოლო ყოველი დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიება კი წარიმართება ისეთივე ჯანსაღი სოციალური პოზიციით, როგორადაც მუშაობდა ჟუსრნალისტური გამოძიების ყველა წევრი შაქარაშვილისა და ბაჩალეიშილის საქმეებთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ კვარაცხელიას საქმის განხილვაც ამავე ფორმატში წარიმართება, მას მთელი საქართველო ელოდება და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვერ ვიხილოთ ბოლოს დამკვეთი.
დღეს ძალიან ხშირად ისმება კითხვა: კანონი თუ სამართალი? თუ კანონი დაწერილია ისე, რომ არსებული რეალობის ადექვატურია და სწორად ასახავს რეალობას, მაშინ კანონის დაცვით დაცული იქნება სამართალიც, მაგრამ თუ რეალობა შეიცვალა მთლიანად და თანაც სოროსის ფონდებიდან, სპეციალურად, არეულობის გამოწვევის მიზნით, შემოგდებულია ახალი, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი ცხოვრების წესები და რეგულაციები, მაშინ შეუძლებელი ხდება სამართლის განხორციელება. ეს არის კიდეც საზღვარგარეთის აგენტურის მთავარი მიზანი: წარმოქმნას ქვეყანაში ანარქია, რაც გვაქვს კიდეც! ამ ცოტა ხნის წინ „პირსისხლიან დიქტატორს“, პუტინს კითხა ჟურნალისტმა (სხვათაშორის ის, არასოდეს არც ერთ კითხვას არ გაურბის, არავის არ ლანძღავს და ამომწურავად პასუხობს ყველას ღიმილით; კარგია, თუ ჩვენთანაც დაინერგება ეს კულტურა): როგორი სასჯელი დაედება იმათ, ვინაც ომს თავი აარიდაო, ანუ როგორ დაისჯებიანო დეზერტირები? იცით რა უპასუხა პუტინმა? მან თქვა: ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად იქნება გამოყენებული კანონი, ანუ თითოეული დაისჯება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხის მიხედვით! აი რა არის სამართალი და რას ნიშნავს კანონის სწორი გამოყენება! მაგრამ გესმით თქვენ რა დონის პროფესიონალურ მომზადებას ითხოვს ამ ფორმატში მუშაობა იურისტებისაგან და რამდენია ჩვენს ქვეყანაში ასეთი იურისტი?
ჩვენთან რა ხდება ამ დროს? სრულიად გადატრიალდა და შეიცვალა სოციალური რეალობა, შეიცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო: მორალი, ცხოვრების წესები, განათლების დონე, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება; დაიკარგა და ხმარებიდან ამოვარდა საერთოდ სიტყვა: „პატრიოტიზმი“; წარმოუდგენლად სადისტური ფორმები მიიღო დამოკიდებულებამ უფროსი თაობის მიმართ და მთელ ამ ფონზე „იდიოტებად“ გამოვჩნდით, ჩვენ, ძველი თაობის წარმომადგენლები: ჩვენი მორალით, ტრადიციებით, განათლებითა და ცხოვრების წესებით; მთავრობამ კი აიღო და ერთი ხელისმოსმით, გამოგვაცხადა ყველანი „ჩარეცხილებად“. მათ მიბაძა ახალგაზრდობამ და შვილები და შვილიშვილები გადავიდნენ აქტიურ მოქმედებაზე... ძველი იურიდიული კანონები გახდნენ ამ ფონზე არაადექვატურნნი, ხოლო, თუ რაიმე შეიცვალა ამ სფეროში, შეიცვალა მხოლოდ უარესობისაკენ. ფაქტია, მაგალითად, რომ სოროსელების მიერ შემოტანილი კანონები და ცხოვრების წესები ათავისუფლებენ ადამიანს ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, ხელს უშლიან გამოძიების პროცესს, ჭეშმარიტების დადგენას და რაც მთავარია, ყოველივე ამით საშუალებას აძლევენ არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს როგორც სურთ და როგორც გაეხარდებათ ისე განახორციელონ სამართალი. ყველაფერი ეს კი კეთდება მიზანმიმამრთულად, ყველა სფეროში კარგად ჩანერგილი აგენტურის მიერ. ლიბერალური იდეოლოგიის ბაზაზე შემოსული და შემდეგ ენჯეოშნიკების მიერ ფართოდ გავრცელებულმა პრინციპმმა „საკუთარი ნების გამოვლენის თავისუფლება“ ( თანაც სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი) გზა გაუხსნა ინდივიდს აღვირახსნილი მოქმედებისაკენ ყველგან ყველაფერში და ყველას წინაშე; სულერთია იქნება ეს დედა, მამა, ბებია, ბაბუა, პედაგოგი, მეგობრები, ნათესავები თუ საზოგადოება მთლიანად. სწორედ პრინციპმა: „მინდა და ვაკეთებ“ განადგურებული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ფონზე, შექმნა ის მწარე რეალობა, რაშიც ყველანი დღეს ვიმყოფებით. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი აღმოვჩნდით ჩვენ, უფროსი თაობა, ანუ ის ხალხი, ვინც აღვიზარდეთ სულ სხვა მორალით, ტრადიციებით, და ჩვენი ამ „მოძველებული“, „სულელური“ აღზრდის გამო შეგვეძლო, ყოველგვარი ფიქრისა და ანალიზის გარეშე, გადაგვეცა მთელი ჩვენი ქონება, „ჩუქების ფორმით“ შვილისათვის ან შვილიშვილისთვის, თანაც ისე, რომ ერთი წამითაც არ დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ რა გველოდა ამის შემდეგ ჩვენ, იმ რეალობაში, სადაც ყოველ წამს და ყოველ ნაბიჯზე კლავენ, ქონების გულისათვის, ახალგაზრდები აღმზრდელებს. შეიცვალა მთლიანად რეალობა და ამ დროს სახელმწიფოს უნდა დაეცვა და გადაერჩინა ჩვენი თაობა: შეეცვალა კანონები! მაგრამ ეს არ გაკეთდა და შეცვლილ რეალობაზე კანონები დარჩა უცვლელი. ამიტომაც მოხდა ის, რომ ჩვენს თაობას მეხივით დაეცა თავს კანონი „საკუთარი ქონების ჩუქების ფორმით გადაცემის შესახებ.“ რამდენი ხანდაზმული დარჩა ამის გამო საცხოვრებლელი ფართის გარეშე, პირდაპირ ქუჩაში, სრულიად უპატრონოდ და მურუსიძის სამართლის იმედით. აი ეს გააკეთა ლიბერალიზმმა ჩვენს იურისპრუდენციაში! სწორედ მათმა იდეოლოგიამ აიყვანა ზენიტში კორუფცია, წარმოშვა მურუსიძის კლანი, რამაც თავის მხრივ მოსპო და გაანადგურა ქვეყანაში სამართალი. ზუსტად ასეთივე გზებით გაასწორა მიწასთან და დაასამარა „ლიბერალიზმმა“ და ე.წ. „დასავლურმა დემოკრასტიამ“ განათლების სისტემა, მეცნიერება და საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო; ამიტომ ამბობდა შევარდნაძე, რომ უნდა დამთავრდესო სოროსის იდეოლოგიის პარპაში ჩვენს ტერიტორიაზე და მათი პრინციპებით და დიქტატით ჩვენი საზოგადოების მართვა. საჭიროა და აუცილებელი ცვლილებები კონსტიტუციაში!!! ის, რასაც მიხვდა უკვე რუსეთი და რის ჩატარებასაც აუცილებლად გეგმავს პუტინი. ბოდიშს კი ვიხდი ყველა იმის წინაშე ვისაც აღიზიანებს პუტინის სახელის ხსენება, მაგრამ მე აღვიზარდე იმ თაობაში, სადაც ადამიანს აფასებდნენ პირველ რიგში, ტვინით! სააკაშვილს კი მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ არ მიიყვანა ბოლომდე სასამართლოში, მის მიერ დაწყებული რეფორმა, რასაც, როგორც ჩანს, მასზე უკეთესაც მაინც ვერავინ გააკეთებს, და განსაკუთრებით დღეს, როდესაც თავის თავზე გამოსცადა მიშამ როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში არსებული სამართალი.
აი, ასეთ ვითარებაში მეც მომიხდა ურთიერთობა სასამართლოსთან, იმ მიზეზით, რომ შვილიშვილს, რომელიც ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ აღვზარდეთ მე და ჩემმა მეუღლემ, „ჩუქების ფორმით“ გადავეცით მთელი ჩვენი ქონება: სამი ბინა (ორი ჩვენი მშობლების და ერთი ჩვენი აშენებული). შვილიშვილი აღვზარდეთ მაღალი რანგის სპეციალისტად (არის ძლიერი პროგრამისტი, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, მიღებული აქვს მუსიკალური განათლება და ჩართული იყო ყოველთვის სპორტში). იყო ამავე დროს საოცრად მოყვარული და უკიდურესად ყურადღებიანი ჩვენს მიმართ. აქედან გამომდინარე პრობლემას ვერაფერში ვხედავდი და გადავწყვიტეთ ისე გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი ორივე ბინა ყოფილიყო განთავსებული ერთ სადარბაზოში, მაგრამ აუცილებლად ცალ-ცალკე და იზოლირებულად, რათა მისი დაოჯახების შემდეგ არავითარი პრობლემა ურთიერთობაში არ წარმოქმნილიყო და პატრონიც ახლოს გვყოლოდა. (ამის საშუალება გვქონდა და ვარიანტის შერჩეული იყო). ამ გეგმის სისრულების მოყვანას ხელი შეუშალა, დროებით, ჩემი და ჩემი მეუღლის სერიოზულმა ავადმყოფობამ: მე დამჭირდა რამოდენიმე რთული და სასწრაფო ოპერაცია, ხოლო ჩემს მეუღლეს გაურთულდა სისხლის დაავადების პროცესი (ის წლების მანძილზე მუშაობდა რეაქტორზე, თავის სამეცნიერო პრობლემასთან დაკავშირებით და ეს კვლევა საჭიროებდა რადიაციულ წყაროებთან მუდმივ კონტაქტს), რის გამოც მსიმა მკურნალმა ექიმმა (ლევან მახალდიანი) დაუნიშნა სერიოზული მკურნალობა, რათა გადეყვანა მისი დაავადება ქრონიკულ მდგომარეობაში, რაც შესძლო კიდეც.
სწორედ ამ პერიოდში შვილიშვილმა განაცხადა, რომ სურდა დაქორწინება, ჩვენ ვთხოვეთ, ცოტა მოეცადა, რომ ფეხზე დავმდგარიყავით და შემდეგ მოეყვანა ქალი; მაგრამ არ დაიჯერ და ხელი მოაწერა. ამ ოჯახს ჩვენ არ ვიცნობდით და არ ვიცნობ დღემდე, მაგრამ ვენდიბოდი ჩემს შვილიშვილს და ჩავთვალე, რომ არაფერი სერიოული არ მოხდებოდა; თუმც იმ პერიოდშივე გაკეთდა ჩვენთან უცნობი სატელეფონო ზარი და ვიღაც ქალის ხმამ გამაფრთხილა: „ იცოდეთ ეგ ქალი გათხოვილი იყო ადრე და ძალიან მალე იმ ოჯახიდან დიდი კონფლიქტით გამოუშვეს“ - ო. რა თქმა უნდა არ მესიამოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც ამ ზარს არ მივაქციე, რადგანაც ჯერ ერთი, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო და მეორეც: შვილიშვილისაც ძალიან მჯეროდა... მაგრამ ერთი თვეც კი არ იყო გასული, რომ შვილიშვილმა გამოგვიცხადა: „ ჩვენ თქვენთან ერთად ერთ სადარბაზოში ცხოვრება არ გვინდა და ამიტომ ეს ბინები ისე დარჩეს როგორც არისო“. მე მაშინვე მივხვდი რა დიდი შეცდომაც დავუშვი, ძალიან მეწყინა, მაგრამ მაინც ვთხოვე: „ კარგი, რადგანაც ასე გინდა ასე იყოს, მაგრამ მაშინ ბაბუაშენის ბინა, სადაც ვცხოვრიბთ, ისევ უკან გადმოგვიფორმე და ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს თავს მეთქი“, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. აი ამ მომენტიდან ჩემი შვილიშვილის ლექსიკა მთლიანად შეიცვალა და ჩემს წინ დადგა უკვე სულ სხვა პირი გაზეპირებული ფრაზებით: „კანონით ყველაფერი ჩემია და არაფრის უკან დაბრუნებას არ ვაპირებო!“ აშკარა იყო, რომ ჩემს შვილიშვილს „აუმაღლეს კვალიფიკაცია“ პოლიციელის ოჯახში; დაიწყო „მისი ნების თავისუფალი გამოვლენა“ და მთელი ძალით ამოქმედდა პრინციპი: „ მინდა და ვაკეთებ!“... დაინგრა ჩვენი ოჯახის ყველა გეგმა, შვილიშვიმა დაარღვია პირობა და მე და ჩემი მეუღლე დავრჩით ყოველგვარი ქონების გარეშე, თანაც მძიმედ ავადმყოფები. დავრჩით გაურემონტებელ ბინაში (იმიტომ, რომ გადასვლას ვაპირებდით), მე-7 სართულზე, ლიფტისა და მეზობლების გარეშე, რადგანაც ყველა ბინა ჩვენს სადარბაზოში შესყიდული აქვს „რიკო“ ბანკს და მოლაპარაკებულები ვიყავით უკვე, რომ ჩვენი ბინაც ამავე ბანკს უნდა შეესყიდა; ჩვენ კი უნდა გვეყიდა ბინა შვილიშვილის სადარბაზოში, მე-7 სართულზე, ეს მოლაპარაკებაც უკვე შემდგარი იყო. ყველაფერი ჩაიშალა!
შვილიშვილი გადავიდა ჩვენს აშენებულ ბინაში თავის მეუღლესთან ერთად და ერთბაშად გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ჩვენთან; დაბლოკა ყველა ჩვენი ნათესავის და მეგობრის ტელეფონი, არ პასუხობდა დედის მეგობრებს, ვის ხელშიც გაიზარდა და თავის ძმაკაცებსაც კი ვისთანაც მუდმივად ერთად იყო; თუ ვინმე შემთხვევით დაუკავშირდებოდა ეუბნებოდა ერთი და იგივე ფრაზას: „ნუ ერევით ჩემს საქმეში თქვენს საქმეს მიხედეთ!“ ან კიდევ, უკეთესი: „მე არ მცალია, ყველა საკითხზე დაელაპარაკეთ ჩემს ცოლს“. გაგიგიათ ასეთი რაიმე საერთოდ? იძულებულნი გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის და აი მე-4 წელია უკვე მიდის ჩვენს შორის დავა; სამართალი კი როგორიცაა ჩვენს ქვეყანაში კარგად მოგეხსენებათ, წავაწყდით უამრავ უკანონობას და დარღვევას. ასე მაგალითად, ჩემმა ადვოკატმა (ირაკლი ალხაზიშვილი, კორძაძის საადვაკოტო ბიური) არ გაითვალისწინა ჩვენს საქმესთან არსებული რეალური გარემოებები, თანაც ეს მაშინ, როდესაც პირადად ჩემგან წერილობით იყო მრავალგზის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაში ვიმყოფებოდით მე და ჩემი მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მატერიალური ფაქტორის გამო (ჩვენ ქონებას ვეღარ ვიყენებდით). სარჩელი ჩემმა ადვოკატმა შეადგინა საოცრად ზერელედ, ხოლო შემდეგ როდესაც გამოვიდა უკვე ჩემს საქმეზე უარყოფითი განაჩენი, 3 თვის განმავლობაში მიმალავდა ამ ფაქტს და სისტემატიურად მპასუხობდა: „საქმე განხილვაშიაო“. დამჭირდა სხვა ადვოკატის ჩართვა, იმისათვის რომ გამეგო რაში იყო საქმე და ამ გზით გამჟღავნდა ყველაფერი. აი, ასეთი უკანონო გზით დამაკარგვინა ჩემივე ადვოკატმა გასაჩივრების უფლება!!! ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ იქ, სადაც მურუსიძის კლანია გაბატონებული, რასაც ძალიან შეუწყო ხელი ლიბერალიზმის ძლიერმა გავლენებმა იუსრისპრუდენციაში.
ჩავვარდით რა უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩვენი სახლის სხვენი, რაც შემთხვევით ისევ ჩემი მეუღლის სახელზე დარჩა გაფორმებული (უბრალოდ ვერ მოვასწარით მისი გაჩუქება) გავასხვისეთ, რათა შეგვძლებოდა არსებობა და მკურნალობა, რასაც ორივე აუცილებლად ვსაჭიროებდით. შვილიშვილს ერთხელაც არ უკითხავს ჩვენი ამბავი და კატეგორიულ უარს აცხადებდა ყველასთან ჩვენთან შეხვედრაზე. უბნის ისნპექტორიც კი დაელაპარაკა მას რამოდენიმეჯერ ამ საკითხზე, მაგრამ უშედეგოდ. ყველასთვის მომზადებული ქონდა ( და დღესაც ასეა) ერთი და იგივე ფრაზა: „დაელაპარაკეთ ჩემს მეუღლეს“. ყველა, ვინც მას ადრე იცნობდა გაოცებულია მისი ამგვარი ქცევით. ვერავინ, ვერაფრით ვერ ვხსნით რა ხდება? გაგიჟდა? ამ ბოლო დროს გავიგე, რომ თურმე ეს წესი მისი მეუღლის ოჯახის კარგად ნაცადი ხერხი ყოფილა: მამამისსაც, (შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი: თემურ სხირტლაძე) აკრძალული ქონია თურმე ასევე თავის დედასთან და ძმასთან კონტაქტი და იმდენად, რომ როდესაც ეს საწყალი კაცი გარდაიცვალა დედა და ძმა არ შეუშვა ამ ოჯახმა გამოსათხოვებლად. გაგიგიათ ასეთი რამე? რა დღეში უნდა ჩავარდნილიყო დედა, რომელსაც არ მისცეს შვილთან გამომშვიდობების უფლება? (შემდეგ თქვეს, რომ ამ საწყალმა ქალმა მოახერხა მაინც როგორღაც ეკლესიაში შვილთან გამოთხოვება). ამის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ როდესაც მე და ჩემს მეუღლეს კოვიდი შეგვხვდა, ვიყავით მარტო, საოცრად მძიმე პირობებში და ჩემს შვილიშვილს შეატყობინეს ეს ამბავი, მან უარი განაცხადა დახმარებაზე. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა „მკვლელი ექიმების“ ბარბაროსული მოქმედებებით, რადგანაც გაუკეთეს ის, რაც მის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებოდა. (ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამ პერიოდში გამწარდა ბევრი ოჯახი და ამ მკვლელმა ექიმებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ყველაფერზე). ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ვიცი, ეს სისუსტეა, მაგრამ აღარ მინდოდა საერთოდ სიცოცხლე; ყველა ვინც მიყვარდა და ვისაც ვაფასებდი იმ ქვეყნად იყო და აზრი დაკარგა უეცრად ჩემთვის ცხოვრებამ... ნათესავებმა და მეგობრებმა გადამარჩინეს და რამოდენიმე თვე გავატარე სხვადასხვა კლინიკებში, ისე რომ მეუღლის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი. შვილიშვილს ამ პერიოდში ერთხელაც არ უკითხავს ჩემი ამბავი. მან სწრაფი წესით დაკრძალა ჩემი მეუღლე, მეორე დღესვე, ისე, რომ ახლობლებმა ძლივს მოასწრეს დაკრძალვაზე დასწრება, ფოტოებიც გადაიღეს ალბათ სასამართლოსთვის, რადგანაც მათ ჩვევად ქონდათ საერთოდ „ფოტოსესიების“ ჩატარება. მე კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვნახე 2021 წლის 1 მაისის შაბათის მთავარში გადმოცემული კადრები (ჟურნალისტი სესიაშვილი) მივხვდი, თუ კონკრეტულად ვინ „აუმაღლა“ ფოტოგრაფიაში ასე დიდად ჩემს შვილიშვილს „კვალიფიკაცია“; მაგრამ უფრო დეტალურად არ მსურს ამაზე აქ ლაპარაკი, რადგანაც კაცი გარდაცვლილია და ღმერთმა ყველაფერი შეუნდოს; მით უმეტეს, რომ ისიც კარგად ყოფილა ნაწამები ცხოვრებაში; მასაც არ აძლევდნენ (ოჯახშია ხუთი ქალი) არავითარი კონტაქტის უფლებას საკუთარ დედასთან და ძმასთან. ამ დღეშია ჩემი შვილიშვილიც და აქედან მოდის ის ყოვლად სულელური ფრაზა: „მე არ მცალია, ელაპარაკეთ ჩემს ცოლს“. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენში დამკვიდრებული ლიბერალიზმი და სოროსული იდეოლოგია იძლევა სწორედ ამგვარი ქცევის უფლებას, ის გვეუბნება: „არ შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს პირადი თავისუფლება და გააკეთებინონ მას ის რაც არ უნდა!“ ამგვარი ლიბერალისტური იდოლოგიით შექმნილი „თავისუფალი“ და „დემოკრატიული“ სამართალი პრინციპულად არ ითვალისწინებს არავითარ კონკრეტულ გარემოებებს კანონის გამოყენების პროცესში, არ ინტერესდება და არ იძიებს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ არსებით ფაქტებს, ანუ პრინციპულად არ აძლევს არავითარ მნიშვნელობას იმას, რაზედაც ესოდენ ხაზგასმით ლაპარაკობს „პირსისხლიანი დიქტატორი“ პუტინი.
მერაბ მაპატიე! რაშიდაც არ დაგიჯერე ყველგან ცხვირი დავარტყი... მახსოვს ერთხელ, სუფრაზე, როდესაც ამ ცხოვრების შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, შენ ერთმა შენმა ახლობელმა გითხრა: „აი, შენ, მაგალითად, ყველაფერში პირველი რომ იყავი და ყოველთვის ყველაფერში წარმატებული, რა მოგცა ამან ცხოვრებაშიო?“ შენ, მას მშვიდად უპასუხე: „ის, რომ მთელ ამ პერიოდში კაცის სახე არ დამიკარგავსო“. ჭეშმარიტად! სამწუხაროდ შენმა შვილიშვილმა ვერ მოახერხა ეს და ხანჯალივით გაგყვა გულში შენ ეს ამბავი.
სარგებლობენ რა შემდეგ, საქმეში, ხელოვნურად შექმნილი ამ ბუნდოვანებებით, არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს როგორც სურთ და როგორც გაეხარდებათ ისე გამოაქვთ განაჩენი; ანუ ფაქტიურად სასამართლო არ არსებობს! ამ იდეოლოგიამ წარმოშვა სწორედ მურუსიძის კლანი, რომელიც მჭიდროდ შეეკრა მთავრობას, დარწმუნებულია
თავისდაუსჯელობაში და რაღა თქმა უნდა არის მუდმივი ქეიფისა და სიმღერის ხასიათზე. ასეთ პირობებში აშკარაა, რომ სიმართლის დასადგენად გვჭირდება სტალინური სამართალი ან ის, რომ მიიყვანოს სააკაშვილმა თავისი დაწყებული რეფორმა ბოლომდე. ამ სფეროში სწორედ მისი შემართება და ბრძოლაა აუცილებელი, მისი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გამართული მუშობისთვის კანონის უზენაესობის როლი.
შეიძლება ითქვას, რომ გესტაპოს არ უწამებია ხალხი ისე, როგორც, აგერ უკვე ოთხი
წელია, მე მაწამებენ. არადა ვერ ვხვდები ნამდვილად რა სისხლის სამართლის დანაშაული მაქვს ჩადენილი ასეთი? ის, რომ ერთადერთ შვილიშვილს, მასთან სრულიად გარკვეული შეთანხმების შემდეგ ვაჩუქე მთელი ქონება? ცოლის მოყვანიდან ერთ თვეში კი დაარღვია ჩვენი პირობა და ყველაფერთან ერგად მივიდა იქამდე, რომ დამიხურა პირადი საიტიც კი,
რომელიც მანვე გამიკეთა, როგორც პროგრამისტმა; ამ საიტზე განთავსებულია მთელი ჩემი სამეცნიერო ინფორმაცია, ოთხი მონოგრაფია, ცალკე ნაშრომები და უამრავი სტატია, რაზეც აღარა მაქვს უკვე წვდომა აგერ ოთხი წელია და ამ საკითხსაც იხილავს სასამართლო... ესეც თავისუფალი ნების გამოვლენაა? რა გავაკეთე ისეთი რომ აღარა მაქვს სიცოცხლის უფლება?! რას ითხოვს ჩემგან ჩემი გაზრდილი? რა უნდა? ასეთი არასოდეს არ ყოფილა ჩემი შვილიშვილი და ყველა, ვინც მას მანამდე იცნობდა ამას იტყვის. ის მოქცეულია, რაღაც უცნურ ხაფანგში და აშკარად იმეორებს თავისის სიმამრის ბედს, რომელსაც ასევე აკრძალული ქონია სიცოცხლეში თავისიანებთან ურთიერთობა და გარდაცვალების შემდეგაც დედა და ძმა მიცვალებულთან გამოსამშვიდობებლად არ მიუშვეს. ჩემმა აღზრდილმაც უარი თქვა მთელ თავის წრეზე, ყველასთან გაწყვიტა კავშირი და პრინციპულად უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. დედის საფლავზე ცოლის ნებართვის გარეშე ვერ ადის, მაშინ როდესაც ყოველ კვირას დადიოდა სასაფლაოზე და ყველა მომვლელი ქალი იცნობდა. ბაბუის არც ორმოცზე და არც წლისთავზე არ ყოფილა; დაკრძალა მხოლოდ სასწრაფოდ (გარდაცვალებიდან მეორე დღეს), იმისათვის, რომ თავი აერიდებინა დაკრძალვაზე მოსული ხალხისაგან, რომელიც სამძიმარზე მასთან პრინციპულად არ მიდიოდნენ, ხოლო ზოგი ძალიან ახლობელი, ვინაც კარგად იცოდა ჩვენი მდგომარეობა ლანძღავდა კიდეც. მე კი ამ დროს მძიმედ ავადმყოფი ვიწექი და მეგობრები ტელეფონით გადმომცემდნენ დაკრძალვის მსვლელობას: „დაწყნარდი მერაბი უკვე ქეთინოს გვერდითააო“ მითხრეს ბოლოს. შვილიშვილს, რომელიც ჩემს პატრონად აცხადებს თავს, არ უნახივარ. მე კი ორი თვე გავატარე კლინიკაში... აგერ მეოთხე წელია არ დასწრებია დედის ხსოვნის დღესაც (ქეთევანობა) როდესაც ყველა ახლობლები, დედის მეგობრები და მისი მეგობრებიც ერთად ვიკრიბებით. დედამ რაღა დაუშავა? მისმა მეუღლეს ჩემს ადვოკატს უთხრა: „ჩვენ ისე ბედნიერები ვართ, ისე ბედნიერები, რომ ყველამ თავი დაგვანებოსო. ბაბუა ხომ დავკრძალეთ კარგად, სხვასაც ასევე დავკრძალავთ, ჩვენ ვართ ყველას პატრონიო.“ პატრონობა მას მარტო „სწრაფი წესით“ დაკრძალვა ჰგონია და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე ხელშეკრულებაც კი აქვს გაფორმებული დამკრძალავ ბიუროსთან და იმაზე ღიზიანდება მხოლოდ, რომ „ფაქტი“ გვიანდება - ისე ვაკეში ახლა მოდაშია ქილერების დაქირავება გაზმრდელებისათვის, ნეტავ ამაზეც ხომ არ უფიქრიათ? ჰა?
დღეს ეს ქალი განკარგავს მთლიანად ჩემს ქონებას, თუმც მას იქ ფაქტობრივად არაფერი არ ეკუთვნის, რადგანაც ჩუქება შედგა მათ ქორწინებამდე. ქორწინებიდან ზუსტად ერთ თვეში კი შეგვექმნა პრობლემები ოჯახში და იმის გამო, რომ შვილიშვილთან არსებული შეთანხმების საფუძველზე დავაყენეთ ჩვენი საცხოვრებელი ბინების განლაგების მოწესრიგების საკითხი; მოულოდნელად რძალმა კატეგორიული უარი განაცხადა ერთ სადარბაზოში ჩვენს ერთად ცხოვრებაზე, თუმც ბინები იყო სხვადასხვა სართულებზე (მე-7 და მე-4); შვილიშვილმა კი დაარღვია ჩვენი შეთანხმება და მხარი დაუჭირა მეუღლეს. არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მე და ჩემი მეუღლე დავრჩით ყოველგვარი ქონების გარეშე. თუ ბედნიერია ასეთ ვითარებაში ჩემი შვილიშვილი, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, მე პირადად მისგან ნამდვილად აღარაფერი აღარ მინდა, მაგრამ მაინტერესებს მაინც ძალიან, თუ რატომ გახდა, მასთან სრულიად კონკრეტული შეთანხმების შემდეგ, მისთვის ჩვენი ქონების ჩუქება ჩვენი ოჯახისათვის სასიკვდილო განაჩენი? თანაც მაშინ, როდესაც ეს შეთანხმება თვითონვე დაარღვია! ვფიქრობ აქ ვიღაცის ხელი ისევ სერიოზულად ჩაერია. შვილიშვილთან კონტაქტი გვაქვს მხოლოდ ადვოკატით და ძალიან ბევრჯერ ადვოკატი არ ამბობს სიმართლეს! თვითონ ის კი კატეგორიულად არ მხვდება პირისპირ, არ ყოფნის ვაჟკაცობა! და ბოლოს, ახლა უკვე მართლა ძალიან მაინტერსებს რატომ გამოუშვეს ეს ქალი პირველი ქორწინებიდან დიდი კონფლიქტებით? (ჩემს ოჯახშიც ზუსტად ერთ თვეში შექმნა მან პრობლემები). რატომ ქონდა აკრძალული თემურ სხირტლაძეს (რძლის მამა) სიცოცხლეში ღვიძლ დედასთან და ძმასთან კონტაქტი და თანაც იმ დონეზე, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ მიუშვეს უბედური დედა და ძმა მიცვალებულთან გამოსამშვიდობებლად? რა ძალას ფლობს მათ ოჯახში მყოფი ის ენერგიული ხუთი ქალი, რომლებმაც ამგვარ მორჩილებაში აიყვანეს ესოდენ ბრგე პოლიციელი და დღეს კი ასეთივე იზოლაციაში ყავთ უკვე ჩემი შვილიშვილი, რომლის აღზრდასაც, პირდაპირი მნიშვნელობით, გადავყევით მე და ჩემი მეუღლე! არ მაქვს უფლება ვიცოდე რა ხდება? კატეგორიულად არ ხერხდება ჩვენი მხრიდან არავისთან მისი შეხვედრა. მე, აღმზრდელს ვერ მხვდება ის პირისპირ! არგუმენტი კი ასეთია: ეს არის მისი ნების თავისუფლება! მე თანახმა ვარ საჯარო სასამართლოზეც, შემხვდეს პირისპირ ჩემი შვილიშვილი და მე, მარტო გიჩვენებთ მასთან დიალოგში იმას, თუ რა დონეზე დააყენა ჩვენთან სამართალი და მორალი, თავისი მზაკვრული, სეპარატისტული და ავანტიურისტული კანონებით და წესებით ლიბერალიზმმა! ამგვარი სირაქლემის პოზიციები, რომლითაც იმალება უამრავი სიბინძურე საზოგადოებაში დაღუპავს ჩვენს იურისპრუდენციას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი! სიმართლე და მხოლოდ სიმართლე და კანონის უზენაესობა გადაარჩენს დღეს ქვეყანას.
და კიდევ: ბოლოს, როდესაც ჩემი მეუღლისათვის სასწრაფო გამოვიძახე (მეც კოვიდი მქონდა და მარტო ვიყავით სახლში) და კარებზე ზარის ხმა გაისმა, ჩემმა მეუღლემ უეცრად თვალები გაახილა და იკითხა: „გია მოვიდა-ო“?... მე ცრემლმა დამახრჩო და ვერაფერი ვუთხარი... ის სახლში აღარ დაბრუნებულა! რა დავაშავეთ ასეთი? არ კმაროდა ის ტრაგედია, რაც ჩვენ ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების გამო გადავიტანეთ? რატომ გახდა ჩვენგან ჩვენი შვილიშვილისთვის გაკეთებული სიკეთე ჩემი ოჯახისთვის სასიკვდილო განაჩენი? თუ ის, ამას ყველაფერს თავისი ნებით აკეთებს, მაშინ რის საფუძველზე ითვლება ის ისევ ჩემს პატრონად? მარტო იმიტომ ოცნებობენ სწრაფად (მეორე დღესვე) დამკრძალონ, ისე როგორც გაუკეთეს ჩემს მეუღლეს?! რა ნების თავისუფლება არის ის რაც ამგვარი ქმედებების უფლებას იძლევა? ან ის, რაც დედას უკრძალავს საკუთარ შვილთან გამომშვიდობებას? ხედავთ სანამდე მიგვიყვანა არსებულმა სამართალმა და მორალმა? ლიბერალიზმმა და იმ მოსამართლეებმა, რომელთაც კარგად მოირგეს თავის თავზე ამ იდეოლოგიის, აღვირახსნილ მოქმედებებისაკენ მოწოდებებით სავსე ყველა კანონი კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და შეიცვლება ალბათ კიდეც; მაგრამ მანამდე ხალხი უნდა დაწყდეს? რატომ არა მაქვს, მაგალითად, მე სიცოხლისა და ღირსეული არსებობის უფლება? არ დავიმსახურე? გაიხედეთ რამდენი მოხუცი დგას ქუჩაში და მათხოვრობს! მათ რა, არა ყავთ შვილები? ან რა დღეშია ჩვენი მოხუცთა თავშესაფრები? ეს ქვეყანაა?
ერთიც: ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე აღარ მინდოდა და როდესაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში სასწრაფოს საკაცით კლინიკაში გადავყავდი (შემდეგ კიდევ რამოდენიმე კლინიკაში მომიხდა წოლა) ახლობლებმა ჩემს შვილიშვილს ერთხელ კიდევ დაურეკეს და შეატყობინეს ეს ამბავი; მან კი როგორც ყოველთვის უპასუხა: „მე არ მცალია, ელაპარაკეთ ჩემს ცოლსო!“ ხოლო როდესაც ამის შემდეგ ცოლს გადაურეკეს, მან თქვა: „მეც დაკავებული ვარ და არ მცალია; სახლი კი გასაღებით კარგად დაკეტეთ ბინიდან არაფერი დაიკარგოსო!“ ყველანი სახტად დარჩა. ესენი არიან ჩემი პატრონები? აი მაშინ მივხვდი უკვე რომ სისულელე იყო თვითმკვლელობა! ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო: ვიბრძოლებ ვიდრე ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს! სიცოცხლე გრძელდება! ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გამოვადგები ჩემს ქვეყანას, თუმც მთავრობამ ძალიან ადრე გვიწოდა „ჩარეცხილები“ და ბევრი საჭირო ადამიანი შეეწირა იმ პერიოდს.
მჯერა საქართველოში კანონი იკანონებს და ქვეყანაში აღდგება ჩვენი ღირსეული ტრადიციებიც და მორალიც! ვაი მას ვინც ვერ გაუძლებს ამ პერიოდს და კაცის სახეს დაკარგავს! ძალიან არ მინდოდა რომ ჩემი შვილიშვილი აღმოჩენილიყო მათ შორის, მაგრამ... ყველა ამ ცხოვრებაში თავის გზას ირჩევს...