პოლიტიკა
სახეზეა უვიცობის დიქტატურა, აღვირახსნილი კორუფცია და საშინელი უსამართლობა, რაც დიდი ხანია გადავიდა უკვე ფაშიზმში.
ფაშიზმია აბა რა არის ლუკა სირაძის მიყვანა თვითმკვლელობამდე, როდესაც 15 წლის ბიჭი, სიტყვებით: „ამ ცხოვრების...“ ტოვებს გამწარებულ დედას, ქვეყანას ახლობლებს, იკლავს თავს და ამტკიცებს ამით, რომ ჩამოშლილია ქვეყანაში ყველა სტრუქტურა, აღარ გვაქვს სახელმწიფო, არ სრულდება არც ერთი კანონი და ვერავინ, ვერასოდეს ვერ მიაღწევს სამართალს. ფაშიზმია აბა რა არის შაქარაშვილის უსასტიკესი მკვლელობა და პროკურატურის ყოვლად ამაზრზენი მცდელობა დაამახინჯოს სინამდვილე, გააყალბოს ფაქტები, ჩაფარცხოს საქმე და დაიცვას ამ გზით დამნაშავე. ფაშიზმია ბაჩალეიშვილის გოგონას საშინელი მკვლელობა, უნიჭიერესი ახალგაზრდის კვარაცხელიას ჩაცხრილვა თავისივე სახლის წინ, ხორავას ქუჩის ისტორიები, მაჩალიკაშილის დახვრეტა მშობლების თვალწინ და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ასეთი მწარე ფაქტის მოწმე გახდა ჩვენი თაობა. მიმდინარეობს საზოგადოების სრული დეგუმანიზაცია, დღითიდღე ძლიერდება გაუნათლებელი ჩინოვნიკების დიქტატურა. შემზარავ ფორმებს იღებს ადამიანობის, მორალის, რწმენისა და ტრადიციების კარგვის პროცესი და თუ არ მოხდა დროზე საზოგადოების სრული რაციონალური, იდეოლოგიური მობილიზაცია, განადგურდება და მოისპობა მთელი ქვეყანა.
სწორედ საზოგადოების დეიდეოლოგიზაციის მიზნით და ძალზედ ორგანიზებულად შემოვიდა ჩვენში სოროსი; სწორედ მათი ფონდების და ენჯეოების აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობით დაიწყო ქვეყანაში ყველა საშინელება. მათი გრანტებით დაფინანსებულმა აგენტურამ, მოწოდებით: „გათიშე და იბატონე“, მოსპო და გაანადგურა ჩვენი ეროვნული ფასეულობები, განათლება, მეცნიერება, კულტურა და ძირი გამოუთხარა მთლიანად იურისპრუდენციას, რის შედეგადაც მოიშალა საზოგადოებრივი წესრიგი და თავზე დაგვემხო მთლიანად სახელმწიფო. ბევრი, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ხვდება იმას, თუ რა მოხერხებულად მოირგო თავს ამერიკამ მსოფლიო ჟანდარმის როლი, როგორ მოსპო და გაასწორა მიწასთან, თავისი ინტერესებისათვის - იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, უკრაინა... რა მზაკვრულად მოგვახვია ჩვენც თავზე საკუთარი ბინძური ზრახვების მიზნით შემუშავებული, მკაცრად კონტროლირებადი რეჟიმი. მათ მიერ შემოტანილი, ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისათვის სრულიად უცხო, მიუღებელი კანონები და ცხოვრების წესები, როგორც „ახალი სახელმწიფო იდეოლოგია“, ისე ჩაინერგა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: იურისპრუდენციაში, ძალოვან სტრუქტურებში, განათლების სისტემაში. მოხდა საზოგადოებრივი ცხნობიერების სრული რღვევა, დეგრადაცია და შედეგიც სახეზეა: ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები, მოისპო განათლება და მეცნიერება, განადგურდა სასამართლო სისტემა, არ ფუნქციონირებს პროკურატურა, არ ხდება ფაქტების გამოძიება, პირიქით პროკურატურა და სასამართლო იცავს დამნაშავეს; გამომძიებლები და ადვოკატები ცვლიან და ამახინჯებენ რეალობას... არნახული კორუფციით, კრიმინალით, პროფესიონალიზმის გამანადგურებელი ნეპოტიზმით, უსამართლობით და ზღვარგადასული გარყვნილებით გაგიჟებული ხალხი იმედის თვალით შეჰყურებს მხოლოდ ჟურნალისტებს, რომელთაგანაც საკითხავია კიდევ ვინ დარჩება ცოცხალი და ვინ არა თავიანთი მუშაობის უკიდურესად სახიფათო პროცესში.
სოროსის ავანტიურისტულ მოქმედებებს განსაკუთრებით შეუწყო ხელი ჩვენმა „ელიტარულმა“ იდეოლოგიურმა კადრებმა, რომელნიც შორს იდგნენ ყოველგვარი მეცნიერულობისაგან და ხმალამოღებულნი ებრძოდნენ მეცნიერულ ხაზს ფილოსოფიაში. ასეთები, სამწუხაროდ, ბევრი იყო ფილოსოფიის ფაკულტეტზე და ფილოსოფიის ინსტიტუტშიც. მათ და სწორედ მათ დაასამარეს ქართული ფილოსოფიური სკოლის საუკეთესო ტრადიციები, დახურეს დიალექტიკის პრობლემათა კვლევის ძალზედ საინტერესო კერები, ბრძოლა გამოუცხადეს მეცნიერულ მსოფლმხედველობას და მოწოდებებით: „ნებადართულია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით“, „მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“, „სახელმწიფო იდეოლოგია არის ფაშიზმი“ და სხვ. დაიწყეს ანარქიისა და აბსურდიზმის პროპაგანდა ახალგაზრდობაში. ეს იყო ხალხი, რომელიც შემთხვევით იყო მოხვედრილი ხელმძღვანელ პოსტებზე: ე. კოდუა, გ. თევზაძე, ვ. ერქომაიშვილი, მ. ჭელიძე, ჯ. კორძაია და სხვ. მათ არ იცოდნენ დიალექტიკის თეორია, ებრძოდნენ მეცნიერულ აზრს ფილოსოფიაში და ამიტომაც იყო, რომ სიამოვნებით წაუძღვნენ წინ სოროსის გრანტებით დაფინანსებულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიმეცნიერულ მუშაობას საზოგადოებაში. სწორედ ამ მიზნით გამოაქვეყნეს მათ, სტუდენტებისთვის, ახალი სახელმძღვანელო ფილოსოფიაში („ფილოსოფია“, თბილისი, 1994წ.), რა გზითაც მოძღვრავდნენ ახალგაზრდობას „გენიალური“ აზრებით: „მეცნიერება და იდეოლოგია თავიანთი არსით შეუთავსებელია ერთმანეთთან“ (გვ. 50), „ეროვნული იდეოლოგია არის ცნობიერების ჰორიზონტის დავიწროვება, გონივრული შეზღუდულობა... სიბეცეა, დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება“ (გვ. 41), „უარი უნდა ვთქვათ არა მარტო მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიური სისტემის, არამედ ნებისმიერი იდეოლოგიური სისტემის სწავლებაზე“ (გვ. 4)... თანაც ნუ დაგავიწყდებათ , რომ ეს იყო ხალხი, ვინც მაღალ ხელფასებს სწორედ მარქსიზმის სწავლებისთვის იღებდა და თავიანთი მერკანტილური ინტერესებით ყოველთვის მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამთავრობო სტრუქტურებთან. გიკვირთ ახლა რატომ დავინგერით?
სწორედ ამ ხალხმა შემოიტანა ჩვენში ამერიკული დემოკრატია და ლიბერალიზმი, როგორც ტირანული იდეოლოგიის მზაკვრული ფორმა და შემდეგ მის საფუძველზე შეიტანა ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციაში, რითაც თვდაყირა დააყენეს ჩვენი ტრადიციები, კულტურა, რწმენა და ცხოვრების წესები. მათ ჩაუნერგეს ახალგაზრდობას, რომ სახელმწიფო, დისციპლინა, სოციალური აკრძალვები და წესრიგი თავისუფლების შემზღუდავი კატეგორიებია, რომ დიალექტიკის თეორიისა და დიალექტიკური აზროვნების ცოდნას არავითარი ღირებულება და მნიშვნელობა არ გააჩნია პოლიტიკურ აზროვნებაში. ამგვარი აზრებისათვის უწოდეს ნ. ბორმა და ა. აინშტაინმა დასავლეთის ფილოსოფიას „სულელური“. კარგად არის ნათქვამი, რომ ადამიანის სისულელეს არ გააჩნია თურმე არავითარი საზღვარი... და მართლაც, მსოფლიომ ნახა დასავლეთის დიპლომატიური აზროვნების „მაღალი“ კულტურა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების „შესანიშნავი“ უნარი. მათმა, ყოვლად გაუაზრებლად დაწესებულმა სანქციებმა დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა, ხოლო ბაიდენის იმპერატორული ტონი: „ჩვენი ნებართვის გარეშე არ გაქვთ უფლება განალაგოთ რაკეტები სერბიაში“, „არ გაბედოთ და ამერიკის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე არ შეხვიდეთ კუბაში“, „არ გაეკაროთ ნიკარაგუას“ და სხვ. სასაცილოდ არ ყოფნის რუსეთის მთავრობას; ზახაროვამ კი რუსეთის საგარეო სამინისტროდან, უპასუხა: „ჯერ თქვენ ის გაარკვიეთ კარგად, კაცები ხართ თუ ქალები და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო“. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი.
სოროსის გრანტებით მართულ პროცესებს საქართველოში, სამარცხვინოდ წაუძღვა წინ ჩვენი „ფილოსოფიური ელიტა“ ; სწორედ მათ გააკეთეს ის, რომ ფილოსოფია, რომელიც ანტიკური ხანიდან დაწყებული, და შემდეგაც, ყველა დიდ ფილოსოფოსთან“კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი, მარქსი...) წარმოდგენილი იყო, ყოველთვის, როგორც ღრმა, თეორიული, დიალექტიკური აზროვნების გენიალური ნიმუში და მთავარი მსოფლხედველობრივი პარადიგმა სამყაროსთან მიმართებაში, აქციეს მხოლოდ პრიმიტიულ, ზერელე, ყოველგვარ ღირებულებებს მოკლებულ უშინაარსო მსჯელობად (Философия для партийных школ и для колхозников) და დატოვეს ამით ფილოსოფია ყოველგვარი ობიექტური სტატუსისა და მეცნიერული შინაარსის გარეშე. „საზოგადოება ცოდნა“ კი, რომელიც სტალინმა ხალხში თეორიული აზროვნების დონის ასამაღლებლად შემოიღო, რაც ნამდვილად გენიალური მიგნება იყო მისი მხრიდან, მოხერხებულად გამოიყენა ამ „ფილოსოფიურმა ელიტამ“ ქვეყანაში სოროსის იდეოლოგიის გასავრცელებლად და ჩასანერგად. სწორედ ამ ჯგუფმა ჩამოიყვანა ჩვენთან, ახალგაზრდობაში ანტიმეცნიერული და ანტისახელმწიფოებრივი იდეების გასავრცელებლად, რუსეთის ფილოსოფიური წრეებიდან გამოძევებული და იქაურობისათვის საზღვარგარეთის აგენტად კარგად ცნობილი მ. მამარდაშვილი; მონათლეს ის „ქართველ სოკრატედ“, დასვეს ფილოსოფიის ინსტიტუტში და ჩააბარეს მეცნიერების განყოფილება კაცს , რომელსაც მეცნიერებასთან საქმე არასოდეს არ ჰქონია; მისცეს მას საჯარო ლექციების კითხვის შეუზღუდავი შესაძლებლობა და დაუთმეს ფართო ასპარეზი ემოქმედა ამ ფორმატში „საზოგადოება ცოდნის“ ხაზით. ასე და ამგვარად, ძალზედ ორგანიზებულად და აქტიურად, ამოქმედდა ჩვენში სოროსის აგენტურა, ვრცელდებოდა და მიზანმიმართულად ანგრევდა ახალგაზრდობის ცნობიერებას მათი „ბრძნული“ აზრები: „ეროვნული იდეოლოგია გამორიცხავს დემოკრატიას“ (გვ. 147-148), „სახელმწიფო, პოლიტიკა და სამართალი არაზნეობრივ ურთიერთობათა გამომხატველი კატეგორიებია“ (გვ. 139), „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“ და სხვ. გაითვალისწინეთ თანაც, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ეპოქა ისწრაფვის საზოგადოებრივი ცხოვრების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციისაკენ და უკიდურესად დამღუპველია, ამ დროს საზოგადოებისათვის ყოველგვარი დილეტანტიზმი პოლიტიკაში. დილეტანტები, როგორც წესი, ვერ გრძნობენ თავს სოციუმის წევრებად, აღიზიანებთ სოციალური აკრძალვები, აგდებულად ექცევიან და უპატივისცემლობას იჩენენ კანონის მიმართ, რამაც უნდა მოახდინოს სწორად ინდივიდის დისციპლინირება და ნორმირება, დაამკვიდროს საზოგადოებაში არსებობის რაციონალური ფორმატი.
მამარდაშვილმა, თავის დროზე გაილაშქრა გამსახურდიას წინააღმდეგაც; მთელი ქვეყნის მასშტაბით გაისმოდა ძლიერი მოწოდებები: „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი“, „მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი...“ ამგვარმა ატმოსფერომ განაწყო ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კანონის, აკრძალვებისა და სოციალური წესრიგის წინააღმდეგ; მიზანმიმართულად წარიმართა მათი ცნობიერება ანარქიის, ამორალურობისა და აბსურდიზმის მიმართულებით. ამ ე.წ. „ელიტამ“ ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერულ მსოფლმხედველობას, დიალექტიკის თეორიას და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობდა დიალექტიკური პრობლემების კვლევის უნიკალური ტრადიციები (ანდრია რაზმაძე, ლევან გოკიელი, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ზ. კაკაბაძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, დ. უზნაძე და სხვ.), რომლებიც ფართოდ იყვნენ აღიარებულნი როგორც საბჭოთა კავშირის შიგნით, ასევე მსოფლიო მეცნიერულ წრეებშიც.
ამ პერიოდში, პრესაში, ქვეყნდებოდა ჩემი წერილები: „დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით!“, „როდემდე გაგრძელდება ეს განუკითხაობა“, „ჩვენი იდეოლოგები, ანუ როგორ დაგვსვეს „გაგიჟებულ“ მრუდზე“, „მეცნიერული მსოფლმხედველობა და ეროვნული იდეოლგოია“, „მონოპოლიამ ინტელექტზე უნივერსიტეტში საშიში ფორმები მიიღო“, „ვაი თავისუფლებისაგან“, “დროა მოვიკითხოთ ჩვენი იდეოლოგები“ და სხვ. ეს სტატიები, ჩემს მონოგრაფიებთან და ნაშრომებთან ერთად განთავსებული მქონდა ჩემს პირად საიტზე: gildasikharulidze.com, რომელიც დამიხურეს. მოგეხსენებათ, რომ არსებობს სხვადასხვა ფორმები პოლიტიკურად არასასურველი პირების შევიწროვებისათვის და მე ჩემი პოზიციებისათვის მუდმივად განვიცდიდი რეპრესიებს. ამის შედეგია სწორედ რომ ჩემი ყველა ნაშრომი განადგურებულია, საიტი კი დახურული. ჩემი რამოდენიმე მონოგრაფია გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ, როდესაც ჩვენი „დიდი რეფორმატორები“ ფიზიკის ფაკულტეტს ბარბაროსულად ანგრევდნენ და პირდაპირ ღია ფანჯრებიდან ყრიდნენ წიგნებს და უნიკალური ლაბორატორიების ნაწილებს, თეორიული ფიზიკის კათედრის გამგემ (ა. ხელაშვილი) დამირეკა და მითხრა: ასეთი მდგომარეობაა, მე ჩემი წიგნები წამოვიღე, მოდი და შენც შენი წიგნები წაიღეო.“ მეც მივედი და წამოვიღე. თეორიულ კათედრას ბრწყინვალე ბიბლიოთეკა ჰქონდა და ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს ყველაფერი. გარედან კი ისმოდა ვიღაც კმარელი ქალის გამყინავი ხმა: „დეკნებო გადადექით!!“. სხვათაშორის ეს ქალი, რომელმაც წერა-კითხვა ასფალტზე ისწავლა, ამბობენ , რომ დღეს რომელიღაც დარგში დოქტორია და რაღაც „უნივერსიტეტში“ ლექციებს კითხულობს... იცით, რამდენი ასეთი „დოქტორი“ და „პროფესორი“ „ანათლებს“ დღეს ჩვენს ახალგაზრდობას? არავინ არ უნდა აგოს ამაზე პასუხი?
აღნიშნულმა „ფილოსოფიურმა ელიტამ“ აღაზევა უვიცობა საქართველოში; სწორედ მათ ჩაატარეს ყოვლად გაუმართლებელი წესებით „რეფორმები“ და „კონკურსები“ განათლების სისტემაში, სწორედ მათი ხელით დაინგრა მეცნიერება, რასაც შეეწირა ბევრი ღვაწლმოსილი პედაგოგის და მეცნიერის სიცოცხლე, განათლება და მეცნიერება კი დარჩა პროფესიონალი კადრების გარეშე. ამ პროცესებს (ისევე, როგორც ბევრ სხვას) ტყუილად აბრალებენ სააკაშვილს, სააკაშვილი ამ საქმეში მეასე ხარისხის ფიგურა იყო. თვითონ შევარდნაძეც კი ვერ აღუდგა მაშინ წინ ამ მოვლენებს; მან რამოდენიმეჯერ დაურეკა როინ მეტრეველს თხოვნით არ გადამდგარიყო რექტორის თანამდებობიდან, „იქნებ ჯავახიშვილი მაინც გადავარჩინოთო“, მაგრამ როინ მეტრეველი მაინც გადადგა და მას შემდეგ უნივერსიტეტს რექტორი აღარ ჰყოლია! ეტყობა გრძნობდა ამას შევარდნაძე... სხვათაშორის მაშინ, ბ-მა ედუარდმა, უნივერსიტეტისათვის ისეთი კარგი წესდება დაწერა, რომ უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი, მაგრამ უნივერსიტეტელებმა ვერ შევძელით უნივერსიტეტის განდარჩენა; მეც კი, ვისაც მუდმივი დავა მქონდა რექტორთან და სწორედ იმ ხანებში გამოქვეყნებული იყო ჩემი წერილი „ყოველი ორკესტრი უკრავს დირიჟორის დონეზე“, სადაც სასტიკი კრიტიკა იყო რექტორის, მზად ვიყავი, მაინც დავდგომოდი რექტორს გვერდში, ოღონდ კი უნივერსიტეტი გადარჩენილიყო. ასევე ფიქრობდა მაშინ ბევრი... მაგრამ „კმარამ“ და კანალიზაციის დარგის „დიდმა“ სპეციალისტმა, ლომაიამ, რომელსაც ჩააბარა სოროსმა მთლიანად განათლებისა და მეცნიერების ბედი საქართველოში, გვაჯობა და სანაგვეში გაუშვა ყველაფერი ის, რაც წარმოადგენდა უნივერსიტეტის სახელს და ღირსებას. უნივერსიტეტის საქმე ამის შემდეგ უკუღმა წავიდა... ჩარეცხილებად და ხულიგნებად გამოაცხადს ღვაწლმოსილი მეცნიერები და დაიწყო მათი უმოწყალო შევიწროვება და დევნა. განსაკუთრებით მოსპეს და გაანადგურეს ფიზიკის ფაკულტეტი, რადგანაც ეს დარგი ყველაზე მეტად წარმატებული იყო დიალექტიკის პრობლემატიკის კვლევაში, რაც ძალიან კარგად იცოდა სოროსმა და ამიტომაც იყო სწორედ, რომ წლების მანძილზე, სისტემატიურად მიჰყავდათ ჩვენგან სრუდენტები ამერიკაში; თანაც არჩევდნენ მათ ვისაც ჰქონდა „ფრიადი“ ჩემს საგანში და „თეორიულ ფიზიკაში“. საქმე იმაშია, რომ ჩემი კურსი ფილოსოფიაში, იკითხებოდა სპეციალურად ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ეყრდნობოდა მათ დარგში მომხდარი რევოლუციური გადატრიალებების ღრმა თეორიულ ანალიზს. ამ ანალიზში, თავის დროზე, ჩვენს ფიზიკოსებთან ერთად (ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი და სხვ.) მონაწილეობა მიიღო თვით ნილს ბორმაც, რომელმაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თავისი „დამატებითობის მეთოდის“ მნიშვნელობას დიალექტიკური პრობლემების კვლევის სფეროში... და მართლაც, ფიზიკაში მომხდარმა რევოლუციურმა გადატრიალებებმა ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ეპოქის მსოფლმხედველობრივი ხედვის პარადიგმა. სხვათაშორის ეს მომენტი, თავის მხრივ, კარგად დაიჭირა ფერწერაში დალმა, მუსიკაში - ვაგნერმა, ხელოვნების თეორიის ანალიზის ბაზაზე კი ბრწყინვალედ გააშუქა ყოველივე ეს, ზურაბ კაკაბაძემ. ასე, რომ ის კურსი, რაც მე ფიზიკის ფაკულტეტზე მიმყავდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო, ეს იყო შედეგო დიდ მეცნიერთა მუშაობის და კიდევ იმ დიდი შრომისა, რაც ჩემმა ხელმძრვანელებმა (კ. ბაქრაძე, მ. მირიანაშვილი) ჩემს მომზადებაზე გაწიეს. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ვალდებულად ვთვლი თავს ვიბრძოლო მათი საქმის გადასარჩენად. ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, საჭირო და აუცილებელი.
ჩაფიქრებული იყო, სხვა ფაკულტეტებისათვისაც, ანალოგიური (პროფილის მიხედვით) კურსების მომზადება ფილოსოფიაში, მაგრამ კადრების არჩევა ამ სფეროში დიდ მუშაობას ითხოვდა. ჩემი ხელმძღვანელები ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ და მარტო მე მიწევდა ამ ხაზით მუშაობა, ეს კი ძალიან ძნელი იყო; მიუხედავად ამისა, მე მაინც გავაკეთე პროგრამები რამოდენიმე დარგის ხაზით (ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და სხვ); მაგრამ, როგორც კი საკითხი დავსვი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ე. კოდუა, გ. თევზაძე და მ. ჭელიძე წავიდნენ ამგვარი მუშაობის წინააღმდეგ და გამომიცხადეს სასტიკი ბრძოლა. ამ ბრძოლამ გადაიარა უნივერსიტეტზე, განათლების სამინისტროზე, განათლების განყოფილებაზე ცენტრალურ კომიტეტში და ყველგან უშედეგოდ დამთავრდა. ბოლოს განცხადებით მივმართე ე. შევარდნაძეს, ვწერდი: „თუ იდეოლოგიური კადრები ქვეყნისათვის საჭირო არ არის, მაშინ ამდენი თანხები მათ მომზადებაზე რატომ იხარჯება, ხოლო თუ ეს კადრები საჭიროა, რატომ არ იგრძნობა, რომ ქვეყანაში ორივე იდეოლოგიური ცენტრი (ფილოსოფიის ფაკულტეტი და ფილოსოფიის ინსტიტუტი) მოშლილია. გთხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმიღთ.“ შევარდნაძემ ძალიან მალე მიმიღო, ყურადღებით მომისმინა და მითხრა: „გამოვყოფთ კომისიას და შევისწავლით ამ საკითხსო.“ მე ვკითხე: „რომელ კომისიას მეთქი?“, მან შემომხედა და მკითხა: „მაგას რატომ მეკითხებიო?“ მე ვუპასუხე: „იმიტომ, რომ ფილოსოფიის ინსტიტუტიდან მოდის ჩვენთან კომისია და ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია, შემდეგ ჩვენიდან მიდის კომისია ფილოსოფიის ინსტიტუტში და ამბობს, რომ იქ კიდევ უკეთესადაა ყველაფერი. თქვენ რომელ კომისიას გამოგვიგზავნით მეთქი?“ მან შემომხედა და მითხრა: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერიო?“ შემდეგ კი აღარავითარი კომისია არ გამოუგზავნია, ისე, ყოველგვარი კომისიის გარეშე გაათავისუფლეს თანამდებობიდან: ე. კოდუა, გ. თევზაძე, გ. ჭელიძე. მაშინ უნივერსიტეტის რექტორი დ. ჩხიკვიშვილი იყო, მასთან ბევრჯერ ვიყავი შეხვედრილი და კარგად იცნობდა ჩემს პრობლემას; როგორც გადმომცეს, მას, ბ.-ნი ედუარდისათვის უკითხავს: „ჩვენთან დემოკრატია აღარ არსებობს, მარტო ერთის აზრი რატომ გაიზიარეთო?!“ ბ.-ნ ედუარდს კი უპასუხია: „დემოკრატია როგორ არ არის, მაგრამ პარტია იმისთვის არსებობს, რომ როდესაც მასები ცდებიან შეუსწოროსო!“ - ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძე, როგორც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; და კიდევ: როდესაც იმ დღეს მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი, ბ.-მა ედუარდმა მითხრა: „ნუ იფიქრებთ, რომ ეს საკითხი ასე ადვილად მოგვარდება, მალე დარწმუნდებით, რომ ამით არაფერი არ შეიცვლებაო!“ ისე აგიხდეთ ყველაფერი!!
მალე შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს, ხოლო როდესაც ის დაბრუნდა აღნიშნული ფილოსოფოსების ჯგუფიც დაბრუნებულები იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. სწორედ ამ ხალხის უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს არეულია ერთმანეთში მეცნიერება და ფსევდო მეცნიერება და რომ ესოდენ სამარცხვინო გახდა იმ დროს მიღებული მეცნიერული ხარისხები. იმ პერიოდში პროფ. თ. კუკავა წერდა: „ფილოსოფიის სფეროში სრული განუკითხაობა დამყარდა. გურამ თევზაძე მოხერხებულად იყენებს თავის თანამდებობას და საქმეს მხოლოდ თავისი დაჯგუფების ინტერესების შესაბამისად წარმართავს. მისი „დამსახურებაა“, რომ დღეს ფილოსოფიის ფაკულტეტის დაცვის საბჭოს თავმჯდომარე მ. ჭელიძეა, რომელსაც არასოდეს არ გააჩნია საკუთარი აზრი სადისერტაციო ნაშრომზე; ვერ მონაწილეობს საჯარო მეცნიერულ პაექრობებში და დისერტაციას „უშვებს“ ან „აგდებს“ იმის მიხედვით, ეკუთვნის დისერტატნტი გ.თევზაძის დაჯგუფებას თუ არა.“ იგივე აზრის იყო დაცვის საბჭოს დავმჯდომარის მოადგილე პროფ. ა. ტყემალაძე: „სამწუხაროდ. ფაკულტეტზე ასეთი ჯგუფი არსებობს... მათთვის მეცნიერებას და ჭეშმარიტებას არავითარი ღირებულებას არ გააჩნია... რამოდენიმე წლის წინათ დოც. გ. სიხარულიძეს მწვავე კონფლიქტი ჰქონდა ამ ჯგუფის ისეთ „კოლორიტულ“ წევრთან, როგორიცაა ე. კოდუა, მაშინ სამართალმა და გ. სიხარულიძემ გაიმარჯვა. ამით უკმაყოფილო ე. კოდუა და ჯგუფის სხვა წევრები რევანშზე ოცნებობდნენ და მიეცათ კიდევ ამის საშუალება.“ (გაზეთი „კომუნისტი“, 1997წ. 29-5 ნოემბერ-დეკემბერი)
აქ საუბარია იმაზე, რომ ჩემი სადოქტორო დისერტციის დაცვა ჩატარდა არნახულო დარღვევებით; ყველა დასკვნა: კათედრის, ექსპერტის, მესამე ორგანიზაციის, ოთხივე ოპონენტის, კამათში გამოსული საბჭოს წევრის აზრი (პროფ. თ. კუკავა) იყო დადებითი, და რაც მთავარია, დადებითი იყო (მიაქციეთ ამ ფაქტს ყურადღება) დაცვის საბჭოს დაბოლოო დასკვნაც, რომელიც ღია ჯენჭისყრით ერთხმად მიიღო საბჭოს მთელმა შემადგენლობამ. დისერტაცია არ გავიდა ფარული კენჭისყრით, როდესაც უარყოფითი ხმის მიმცემი არცერთი წევრი (მ. ჭელიძე, ე. კოდუა, ჯ. კორძაია, ო. ჯიოევი) არ იყო ჩემი დარგის სპეციალისტი და არავითარი ფორმით არ შეეძლოთ ჩემთან პაექრობა. იმავე გაზეთში პროფ. თ. მშვიდობაძე წერდა: „ დოც. გ. სიხარულიძის სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია მარალპროფესიულ დონეზე, ამას მე ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დაცვის პროცედურას, ის თავიდან ბოლომდე დამახინჯებულად წარიმართა, პიროვნებებს, რომლებმაც უარყოფითი ხმა მისცეს გ. სიხარულიძის დისერტაციას, დაბეჯითებით ვაცხადებ წარმოდგენაც კი არა აქვთ ნაშრომის ღირებულებაზე.“ (იგივე გაზეთი) და კიდევ: პროფ. ვ. კალანდარიშვილი: „ეს იყო აშკარა დარღვევები. რა თქმა უნდა საბჭო უნდა დაიშალოს, გ. სიხარულიძის დაცვა თავიდან დაინიშნოს და წესდების დამრღვევთ პასუხი უნდა მოეთხოვოთ. კარგი იქნება საჯარო მეცნიერული პაექრობა გ. სიხარულიძისა კოდუასა და ჭელიძესთან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე კარგად გამოამჟღავნებს იმას, რაც მოხდა“ (გაზეთი „კომუნისტი“ 1997წ. 29-5 ნოემბერ-დეკემბერი).
მოგვიანებით (რადგანაც ოჯახში ტრაგედია მქონდა) გამოქვეყნდა ჩემი წერილებიც: „მედიტაციები ედუარდ კოდუას მედიტაციების გამო“: (1. „ახალი თამაშის“ წესები და სესი“, 2. ვიბრძოლებ ვიდრე ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1999წ. 17-18 აგვისტო). ყველა წერილი განთავსებული იყო ჩემს საიტზე: gildasikharulidze. com, რომელიც დამიხურეს... იმ პერიოდში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ სესი (სწავლულ ექსპერტთა საბჭო), რომელსაც მიჰყავს სახელმწიფო პოლიტიკა სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში შექმნილია სრულიად არადემოკრატიულ საფუძვლებზე (სხვათაშორის ანალოგიურად შეცვალეს შემდეგ კონსტიტუციაც), მუშაობს თვითნებურად შემუშავებული ანტიკონსტიტუციური ინსტრუქციით და წესდებით... იმ პერიოდში, სესის ხელმძღვანელობამ შეცდომაში შეიყვანა საქართველოს პრეზიდენტი (ე. შევარდნაძე), ხელი მოაწერინეს მას ამ დებულებაზე და მიიღეს ამით მისგან ამ დოკუმენტაციის აღიარება, რითაც სრულიად უგულებელყოფილი იქნა უკვე სესის მუშაობაში დემოკრატიის პრინციპი და ნულამდე იქნა დაყვანილი ავტონომიური დაწესებულებების, სამეცნიერო საბჭოების და სამეცნიერო კათედრების როლი, რის შესახებაც წერდნენ სწორედ გაზეთში დაცვის საბჭოს წევრები.
ამაზე ბევრი მასალა დაგროვდა პრესაში და ერთხელაც გამოქვეყნდა გაზეთი, შევარდნაძის სურათით: ის იჯდა კაბინეტში და მასთან ხელისმოსაწერად მიტანილი ჰქონდათ რაღაც დოკუმენტი; შევარდნაძე, კალმისტრით ხელში, მისთვის დამახასიათებელი იუმორით შეცქეროდა შემოსულს, ქვემოთ კი ეწერა: ამას რომ ხელი მავაწერო მე არაფერი მამივა მერე?“ როდესაც ეს ვნახე, მივხვდი, რომ ბ.-ნ ედუარდთან, რომელსაც ყოველმხრივ თავზე ცეცხლი ეკიდა, კოდუასა და გ. თევზაძის აფიორაზე ლაპარაკს უკვე აღარავითარი აზრი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძე ბევრჯერ ჩაერია პოზიტიურად მოვლენებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაინგრა განათლებაც, მეცნიერებაც და ტექნიკაც. სწორედ ამ დროს მოხდა, რომ სოროსმა მეცნიერების, განათლების და კულტურის ბედი, ჩვენს ქვეყანაში, ჩააბარა გიგი თევზაძეს, რომელსაც მამამისმა გურამ თევზაძემ ლანგარით მიართვა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში და რომელიც „ფილოსოფიური ელიტით“ წაქეზებული და სოროსის გრანტებით წახალისებული, გულმოდგინედ შეუდგა ქვეყანაში მეცნიერების ნგრევას. ის, აღზრდილი მთლიანად ანტიმეცნიერულ და ანტისახელმწიფოებრივ პოზიციაზე, მთელი შემართებით წერდა: ქართველების ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მათთვის მავნებელია მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, ამას ისინი შეზოფრენიამდე მიჰყავსო... ამას წერდა კაცი: ანდრია რაზმაძის, ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას, ლ. გოკიელის, ვ. მამასახლისოვის. მ. მირიანაშვილის და სხვათა ქვეყანაში, სოროსთან მჭიდროდ შეკრულმა ჩვენი იდეოლოგების ამ ჯგუფმა, რომელსაც მხარს უჭერდა ზ. ჟვანია, შეუტია, მაშინ, ალეკო თევხელიძესაც და იძულებული გახადეს ის დაეტოვებინა თბილისი. პირადად ჟვანიამ დაურეკა მას და უთხრა, რომ თუ სასწრაფოდ არ დატოვებდა ქალაქს, ვერავინ აგებდა პასუხს მის სიცოცხლეზე. თავხელიძე პირველივე რეისით გაფრინდა მოსკოვში. ეს მოვლენები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს კარგად რაც მოხდა და როგორც მოხდა.
ამ პერიოდში უნივერსიტეტმა ბევრი რექტორი გამოიცვალა, არცერთი მათგანი თავის თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ეს ეხება ლადო პაპავასაც, რომელსაც ყოველთვის აქვს პრეტენზია უფრო მეტზე, ვიდრე შეუძლია; მან აშკარად ვერ გაართვა თავი ვითარებას უნივერსიტეტში, ვერ შეძლო ვერც პედაგოგებთან და ვერც ახალგაზრდობასთან დიალოგი, დააჯახა ახალგაზრდები ერთმანეთს, რის გამოც კინაღამ სისხლი დაიღვარა, თვითონ კი ამ დროს ამაზრზენად გაიპარა უნივერსიტეტის სარდაფებიდან და ფაქტიურად გაწირა სტუდენტები. შეიძლება ითქვას, რომ თუ არა ისევ იმ ახალგაზრდების ჭკუა და გონება, იქ აუცილებლად რაღაც უბედურება დატრიალდებოდა. დღეს ამგვარი ექსპერიმენტების ჩატარების დრო აღარ არის! ახალგაზრდები და მხოლოდ ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ აუცილებლად, ყველგან, სათავეში, ხოლო ძველი თაობიდან კი თუ ვინმეს რამის გაკეთება შეგვიძლია მათ უნდა მივეხმაროთ; ისევე, როგორც აკეთებს ამას ბ-ნი ნოდარ ჭითანავა, რომლის უდიდესი ცოდნა, ისევე როგორც გამოცდილება ქვეყნის მშენებლობაში და დიალექტიკის პრობლემატიკის ღრმა და საფუძვლიანი ხედვისა და ანალიზის დიდი უნარი, ძალიან ჭირდება ახალგაზრდობას დღევანდელ, ახალ ეკონომიკურ ბაზაზე დაფუძნებული პოლიტიკური ვითარების გასააზრებლად. მჯერა, რომ ახალგაზრდები შეუძლებელს შეძლებენ!!! „ახალგაზრდობა, რომ სჯერა ხელით თვით დედამიწას შეაბარბაცებს“
ამ ახალგაზრდებს გვერდში დგომა სჭირდებათ; მაგრამ სამწუხაროდ მეცნიერებისა და კულტურის ბევრი წარმომადგენელი, თბილად არის მოკალათებული ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე და თანაც სოროსის გრანტებით წახალისებული გულმოდგინედ უთხრის ძირს ქვეყანას; დროა მოვიკითხოთ ჩვენი „ღვაწლმოსილი“ იდეოლოგები, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ახალგაზრდობამ დაინახოს ვინ - ვინ არის - პრიგოჟინს მარტო იმიტომაც უნდა სცეს პატივი კაცმა, რომ მან სწორ გზაზე დააყენა ბევრი ბინძური პროპაგანდისაგან გზასაცდენილი ახალგაზრდა, დაუბრუნა მათ რწმენა, ზნეობა, თავისი ქვეყნის სიყვარულის უნარი და რაც მთავარია გააღვიძა მათში უსამართლობასთან ბრძოლის დიდი სურვილი. „მე ვებრძვი მთავრობაში მოკალათებულ უვიცობას და კორუფციას, რაც ძირს უთხრის და ანგრევს ქვეყანას“ - ამბობს პრიგოჟინი. ვინ თუ არა ახალგაზრდობა უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობაც იტყვის თავის სიტყვას საქართველოს გადასარჩენად. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას ცხოვრებაში, ჩვენს ახალგაზრდებს კი, სამწუხაროდ, ძალიან დაეხმარა ამ საქმეში დასავლეთის აგენტურა, მაგრამ მჯერა რომ თავს დააღწევენ ისინი სიძნელეებს და დაუდგებიან გვერდში ქვეყანას. ჩვენ ბევრი არ ვართ და ყველა ახალგაზრდას განკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
უდავოა, რომ ადამიანი თავისი პოტენციალის რეალიზაციას ყველაზე კარგად დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ახდენს, მაგრამ ამასთან ერთად დემოკრატია ხშირად ბადებს ტირანიასაც, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ამისთვის არ არის სათანადოდ მომზადებული, თავისუფლების ყველა ფორმიდან, როგორც კარგად არის ნათქვამი: წინა პლანზე გამოდის უსინდისობის თავისუფლება; ამიტომ წერდა კანტი, რომ ყველაზე დიდი უბედურება საზოგადოებისთვის არის „აღვირახსნილი თავისუფლებაო“. ასე, რომ არცერთმა საზოგადოებამ, როგორი დემოკრატიულიც არ უნდა იყოს ის, არ უნდა მისცეს არავის უფლება გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. „რაც სხვისაა, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია ჩემი უფლებაა; უფლება და მოვალეობა, რომელიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთობათა განწყობილებისა დგინდება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონმდებლობის ძალითა და ნებითა“ - წერდა ჩვენი „უწიგნური“ და „უცოდინარი“ ილია. სწორედ ცხოვრების ეს წესი დაგვიყენა თავდაყირა სოროსმა, რომელიც სრულიად დაუპატიჟებლად შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მოგვახვია თავს თავისი კანონები და ცხოვრების წესები და პრინციპით:“გათიშე და იბატონე“ გადაუარა ზედ ჩვენს ტრადიციებს, რწმენას და კულტურას. „მითმა“ „ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს ამერიკა“ და უარის თქმამ ყოველგვარ სახელმწიფო იდოლოგიაზე დაგვაყენა ჩვენ უდიდესი ტყულისა და ჩვენი ხალხის უღმერთო ღალატის წინაშე. დ ა ვ ი ნ გ ე რ ი თ!!!
დემოკრატების ლოზუნგი: „ნებადართულია ყველაფერი... და მოწოდებები „საკუთარი ნების გამოვლენის თავისუფლების შესახებ“ უკიდურესად საშიშია საზოგადოებისათვის და შეიძლება ითქვას, რომ დამღუპველიც, რადგანაც გზას უხსნის უზნეო აღვირახსნილობის თარეშს და აკარგვინებს ადამიანს ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
მ. მამარდაშვილის სიტყვებით: „იცხოვრე სავსედ, მძაფრად... თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თავისუფლება უნდა იცხოვრო“, შემოვიდა ჩვენში „ელიტარული კულტურა“. რამაც არნახული ცინიზმით წაიყვანა ადამიანი ნორმიდან ყოველგვარი გადახრებისაკენ; დავკარგეთ ცხოვრების აზრი, საკუთარი თავი და არსებობის სურვილიც; დავაფურთხეთ რჯულს, ტრადიციებს, მორალს და ფაშიზმად გამოვაცხადეთ ეროვნული ინტერესების ყოველგვარი დაცვა.
ასეთ პირობებში მწვავედ დადგა სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი და მხოლოდ კანონი უნდა იყოს მთავარი ორიენტირი ადამიანისთვის მოქმედებაში; კანონმა უნდა დაიცვას ყველა უსამართლობისაგან და აგრძნობინოს აგრეთვე მათ, რომ თავისუფლება მხოლოდ უფლება კი არ არის, პასუხისმგებლობაცაა. „სრულყოფისაკენ წაგვიყვანს მხოლოდ წესრიგი“ - წერდა გოეთე. ნაცვლად ამისა, ჩვენმა „ინტელიგენციამ“, სოროსის დიქტაციით, ბრძოლა გამოუცხადა, კანონის დაცვისათვის, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას; ხალხს დაუხატა სახელმწიფო, როგორც მტერი და დესპოტი, რომელიც ზღუდავს თურმე პიროვნების თავისუფლებას და აიძულებს ადამიანს კანონის მორჩილებას; მაგრამ კანონის შესრულების გარეშე პიროვნება ვერ იგრძნობს თავს საზოგადოების წევრად, ვერ აღიარებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დევიზით: „მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“ მიჰყავს ამერიკული დემოკრატიის ფაშისტურ იდეოლოგიას საზოგადოება კატასტროფისკენ. ყველაფერ ამას თან ახლავს ჩვენი ისტორიის, რწმენის და ღირსების გინება: გვილანძღავენ მერე ერეკლეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს; უწიგნურებად გამოგიცხადეს ვაჟა და ილია და შარლ-პეროს ზღაპრების ბაზაზე უტარებენ ჩვენს ახალგაზრდობას პროპაგანდას ლგბტ-ს თემაზე... გახარებული იყო ჩვენი „დიდი განმანათლებელი“, გიორგი გახარია დამიდგა გვერდით და აღნიშნა, რომ ჟან-მარე თამაშობდა მთავარ როლს მაგ ზღაპარშიო. დიდი მადლობა ბ-ნო გიორგი, დროულად შეეშველეთ!! მართალი გითხრათ, მე უფრო მეგონა ვაჟას, ილიას ან ვინმე სხვას დაიცავდით, მაგრამ... ისე ცოტაც რომ გაგეგრძელებინათ საუბარი ჟან-მარეს ორიენტაციაზე, ნამდვილად არ აგცდებოდათ სოროსის გრანტი, მეტს კი არაფერის აკეთებს ის ხალხი რომ აფრიალებს ხელში დოლარებს; თქვენც გადმოგეცემოდათ ჯილდო და გექნებოდათ კიდევ დილის ყავის თანხა რომელიმე ბარათზე; ისე, სხვათაშორის, იცოდით, რომ ბევრი დიდი გულისფანცქალით ელოდება თქვენს ყოველ „გამოცხადებას“: „ნეტავი რას ფიქრობს?“ „ნეტავი როგორია მისი გეგმები?..“ და ეს ხალხი შესაძლოა ინფარქტამდე მიიყვანოს თქვენმა ამგვარმა „სიურპრიზებმა“; ბევრი შეიძლება ვერ მიხვდეს უცებ, რომ ეს კონსპირაციის მიზნით ხდება, მე პირადად, მაგალითად, ამით ვიმშვბიდებ თავს, თორემ ის, რომ ვიფიქრო, რომ ყველაფერი, რასაც პერიოდულად, თქვენ, „ძალზედ ავტორიტეტულად“ გვიცხადებთ მართალია... მტრისას!
ეხლა იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთა სოროსმა იურუსპრუდენციაში, როგორ მოხერხებულად შეცვალეს მათ ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი კანონები, თავისი მიზნების განმახორციელებელი კანონებით და წესებით და როგორ გადააქციეს ამით ჩვენი კონსტიტუცია მაკულატურად, რასაც შესანიშნავად იყენებენ დღეს, მურუსიძისა და შოთაძის ხელმღძვანელობით ჩვენი მოსამართლეები და ადვოკატურა. პირველად ამგვარ საკანონმდებლო ფორმატს გავეცანი მე სესის ინსტრუქციისა და წესდების სხით, სადაც, როგორც მოესურვებოდათ და როგორც დასჭირდებოდათ ისე წერდნენ და ცვლიდნენ კანონებს ე. კოდუა და გ. თევზაძე, რომლებიც უხვად ფინანსდებოდნენ თავიანთი საქმიანობისათვის სოროსის გრანტებით. ეს იყო პირველი შეჯახება ამერიკულ დემოკრატიასთან და ლიბერალიზმთან. ამ გზით წაერთვა დისერტანტს თავისი პოზიციების დაცვის ყოველგვარი უფლება და დისერტაციის დაცვის პროცესი ხელში ჩაუგდო მთლიანად სესის ხელმძღვანელობას. პრინციპით“ „ვაკეთებ იმას, რაც მომეხურვება“ დააკომპლექტა სეს-მა დღევანდელი სამეცნიერო კადრები და რა ხარისხიც გვაქვს დღეს ამ სფეროში ყველანი კარგად ვხედავთ.
ამრიგად პირველი ექსპერიმენტები, საკანონმდებლო ბაზაზე, ჩვენმა ე.წ. „ელიტამ“. სეს-ის ინსტრუქციაზე და წესდებაზე ჩაატარეს და იქ მიღებული „წარმატებების“ შემდეგ დაიწყეს მუშაობა კონსტიტუციაზე. სოროსის იდეოლოგიის პრინციპებით აამოქმედეს მათ სასამართლო სისტემები და პროკურატურა. ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ბანდიტიზმი გამეფდა ადვოკატურაში. დაიწყო ამ სფეროში აღვირახსნილი ვაჭრობა: 50000 ლარზე მეტს ითხოვენ ზოგჯერ გათავხედებული ადვოკატები. სოროსელების მიერ შემოტანილი საკანონმდებლო ფორმა დამკვიდრდა ძალოვან სტრუქტურებშიც და არ იფიქროთ, რომ მოიგოთ რაიმე პროცესი, თუ თქვენ, რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა დაგიპირისპირდათ. ყველა ხედავს უკვე იმას, რომ სოროსის კანონებით სამართლის ძიების პროცესი არის აშკარა ტერორი: სახეზეა და ძალიან გახშირდა მკვლელობები და თვითმკვლელობები.
მორალის სრულიად გამომრიცხავი კანონებით და წესებით (საკუთარი ნების გამოხატვის უფლება“, ანუ „ვაკეთებ იმას, რაც მომესურვება“ და სხვ.) მთლიანად შეიზღუდა დანაშაულებრივი ფაქტების ობიექტური გამოძიების შესაძლებლობა და ბუნდოვან, გაურკვეველ სიტუაციებს კი, როგორც მოესურვებათ და როგორც აწყობთ ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები. დაირღვა კანონის უზენაესობა, წინა პლანზე წამოვიდა შერჩევითი სამართალი, გზა გაეხსნა სიძულვილის ენას, პიროვნებაზე ძალადობას და კორუფციას; გაიშალა და გაბატონდა მურუსიძისა და შითაძის კლანი, რომელიც შეკრულია მთავრობასთან და მთავარ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს ქვეყანაში. პირადად მე ასე შევეჯაზე ამ მოვლენებს: ჩუქების ფორმით და ოჯახური შეთანხმებით, მე და ჩემმა მეუღლემ (მერაბ ფანჩვიძე) გადავეცით მთელი ჩვენი ქონება ერთადერთ შვილიშვილს (გიორგი ვარამაშვილი), რომელსაც დაბადებიდან ჩვენ ვზრდიდით და რომელთანაც არავითარი პრობლემა არ გვქონდა და არც არასდროს შეგვექმნებოდა, რომ არ მოეყვანა ცოლად ქალი, ჩვენთვუს სრულიად უცნობი პოლიციელის (თემურ სხირტლაძე) ოჯახიდან: თამარ სხირტლაძე, რომელიც ერთხელ გათხოვილი და ძლიერი კონფლიქტით გამოშვებული ყოფილა თურმე პირველი ოჯახიდან. დამეთახმებით ალბათ, რომ ჩემი ცხოვრების ოცნებას ასეთი ვარიანტი ნამდვილად არ წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან ვენდობოდი შვილიშვილს (რომელიც უმაღლეს დონეზე გვყავდა აღზრდილი) და ამიტომ არ შევუშალეთ ხელი მას სურვილში, რაც შემდეგ სანანებელი გაგვიხდა. ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ხირტლაძეების ოჯახს, რომელსაც ფაქტიურად თურმე 5 ქალისაგან შემდგარი „ობკომი“ განაგებს, ქონიათ თავიანთი „მყარი ტრადიცია“: კერძოდ თავათ თემურ სხირტლაძე აბვსოლუტურად მოწყვეტილი ჰყავდათ თავისი ნათესავებისაგან და თქვენ წარმოიდგინეთ იმ დონემდე, რომ, შემდეგ როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა, უბედური დედა და ძმა არც მიუშვეს დაკრძალვაზე... ყველაფერი ეს მოგვიანებით გაირკვა; მანამდე კი პოლიციაში კარგად დამკვიდრებული მეთოდით (ამასთან დაკავშირებით იხ. 2021 წლის 1 მაისი შაბათის სესიაშვილის გადაცემა თემურ სხირტლაძეზე), ახალმა რძალმა შემოუტია ჩვენს ოჯახს და ზუსტად ორი კვირის თავზე გამოგვიცხადა: მე თქვენთან ერთად ცხოვრება არ მინდა, ჩვენ ცალკე უნდა ვიცხოვროთო. ჩვენ ერთად ცხოვრებას არც ვაპირებდით, თუმცა შეთანხმებულები ვიყავით გვეცხოვრა ერთ სადარბაზოში, მაგრამ სხვადასხვა სართულებზე განთავსებულ, იზოლირებულ ბინებში (რისი შესაძლებლობაც ჩვენ გვქონდა) რათა საჭიროების შემთხვევაში შვილიშვილი ახლოს გვყოლოდა. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც შვილიშილმა მხარი დაუჭირა თავის მეუღლეს და გადავიდა საცხოვრებლად ჩვენს მიერ აშენებულ ბინაში, მაგრამ ჩვენგან ტერიტორიულად ძალიან მოშორებით. ჩვენ დავრჩით ჩვენივე სახლში, მე-7 სართულზე, ულიფტო ბინაში, მეზობლების გარეშე, რადგანაც ყველა ბინა ჩვენს სადარბაზოში შესყიდული აქვს „რიკო“ ბანკს, ჩვენი ბინაც გამზადებული იყო გასაყიდად და ოჯახს გარკვეული გეგმები გვქონდა ამასთან დაკავშირებით; გვსურდა გვეყიდა ახალი ბინა შვილიშვილთან ახლოს, ერთ სახლში და ერთ სადარბაზოში, რაზეც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან გვეწყინა, იმიტომაც, რომ მეც და ჩემი მეუღლეც იმ პერიოდში მძიმედ ავადმყოფები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა ვუთხარით, რომ გადმოეფორმებინა მაშინ მას ისევ უკან ჩვენთვის ის ბინა, სადაც ვცხოვრობდით. და ჩვენ, ჩვენი ქონებით მივხედავდით ჩვენს თავს ისე, რომ მას არაფრით არ შევაწუხებდით.
ჩვენი მდგომარეობა კატასტროფულად შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც შვილიშვილმა გამოგვიცხადა, რომ ყველა ბინა კანონით მე მეკუთვნის და ჩემი ნებართვის გარეშე თქვენ თქვენს ბინასაც ვერ გაყიდითო; ანუ დაგვიბლოკა მთელი ქონება და დაგვტოვა ყოველგვარი მატერიალური სახსრების გარეშე; (მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის ლექტორები „ჩარეცხილებად“ და „ხულიგნებად“ ვართ გამოცხადებულნი). თანაც ეს გააკეთა იმ დროს, როდესაც მე და ჩემს მეუღლეს, ორივეს, გვჭირდებოდა სერიოზული მკურნალობა და სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები. ასეთ ვითარებაში გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ჩვენთან, არ პასუხობდა ჩვენს ზარებს, არც ჩვენს შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ ვერ გამოვდიოდით სახლიდან გარეთ და გვესაჭიროებოდა აუცილებლად წამლები. გაუთიშა ტელეფონი ყველა ნათესავს, მეგობრებს და დაიწყო აქედან ჩვენი „სრული და აბსოლუტური იზოლაცია“, დევიზით: „საკუთარი ნების გამოვლენის თავისუფლება“ და აი უკვე 4 წელია „ავლენს“ და „ავლენს“ ჩემი შვილიშვილი ჩემთან ამ თავისი ნების თავისუფლებას; და კატეგორიულად არ მხვდება პირისპირ, რათა გავიგო ბოლოს და ბოლოს, თუ რასთან მაქვს საქმე, რატომ დაგვტოვა მან უპატრონოდ და უსაქსრებოთ ორი ხანდაზმული ადამიანი, ისინი, ვისგანაც აქვს მას დღეს ყველაფერი: განათლებაც და ქონებაც.
ავღნიშნავ, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახები განეკუთვნებოდნენ იმ კატეგორიას, რომელთაც სასამართლოსთან და მით უმეტეს ქონების დავის საკითხზე საქმე არასოდეს არ გვქონია, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო და მივმართეთ სასამართლოს, თხოვნით გაეუქმებინათ ჩუქება იმ ბინაზე მაინც, სადაც ვცხოვრობდით, რათა შეგვძლებოდა შვილიშვილისგან სულიად დამოუკიდებლად ჩვენი ქონებით გაგვეგრძელებინა ცხოვრება. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს მეუღლის წინაშეც, რადგანაც ჩუქება მოხდა ჩემი ინიციატივით, ჩემი მეუღლე კი ამგვარი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავდა. მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ სხვენი, იმ სახლის, სადაც ვცხოვრობთ, გადაურჩა გაჩუქებას, რადგანაც მე ისეთი „ჭკვიანი“ ვიყავი, რომ მის მიცემასაც ვაპირებდი. ეს „გადარჩენილი“ სხვენი მივყიდეთ რიკო ბანკს და შევინარჩუნეთ არსებობა; თანაც წამოვიწყეთ სასამართლო პროცესიც - ადვოკატს: ირაკლი ალხაზიშვილი (ზ. კორძაძის საადვოკატო ბიურო) ავუხსენით ყველაფერი, ჩამოვუწერე და გადავეცი ყველა ფაქტი, რომელთა სამართლებრივ ჭრილში განხილვასაც ვითხოვდით. ადვოკატმა არც ერთი ფაქტი სამართლებრივ ჭრილში არ გაანალიზა , საერთოდ არ ახსენა ეს ფაქტები და დამალა ამით ის მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მე და ჩემი მეუღლე ვიმყოფებოდით. ამან, თავის მხრივ, საშუალება მისცა მოპასუხის ადვოკატს (ნინო ათაბეგაშვილი) მთლიანად ტყუილზე და სიცრუეზე აეგო თავისი პასუხი. ამგავრი საქციელი მას სავსებით კანონიერად მიაჩნია და აცხადებს, რომ აკეთებს ამას თრმე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მან, მართლაც, „მოახდინა შთაბეჭდილება“ მოსამართლეზე და მისი ტყუილებით სავსე პასუხისა და ჩვენი ადვოკატის მიერ რეალური ვითარების სრული დამალვის ფონზე, მოსამართლემ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ადვოკატი ალხაზიშვილის „მოღვაწეობა“, ჩვენს საქმეში ამით არ დამთავრებულა; ის სამი თვის მანძლზე გვიმალავდა სასამართლოს დადგენილებას: ჯერ გვატყუებდა, რომ საქმე არ იყო დამთავრებული, ხოლო შემდეგ საერთოდ აღარ პასუხობდა ჩვენს ზარებს და გვემალებოდა. დახმარება ვთხოვე ახალ ადვოკატს (გიორგი ჟამუტაშვილი), რომლისაც დიდი მადლობელი ვარ, რადგანაც გაარკვია ყველაფერი და გვითხრა, რომ თქვენი საქმე უკვე სამი თვეა დამთავრებულია და გასაჩივრების უფლებაც აღარ გაქვთო. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იმ პერიოდში, როდესაც ალხაზიშვილი აშკარა დანაშაულს ჩადიოდა, გავტყუებდა და არ გვიმხელდა სასამართლოს დადგენილებას, მე ახლად ნაოპერაციებ ფეხზე კიდევ ერთი ტრავმა მივიღე და გავხდი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადასაყვანი; იმის გამო, რომ ჩემი მეუღლეც ავად იყო, დაურეკეს ჩემს შვილიშვილს, რათა მოსულიყო და საავადმყოფოში გადაყვანაში დამხმარებოდა, რადგანაც ვცხოვრობთ მე-7 სართულზე, ულიფტო სახლში. შვილიშვილმა ისევ „თავისი თვისუფალი ნება გამოავლინა“ და არ მოვიდა დასახმარებლად, მაგრამ მოგვიანებით მობრძანდა საავადმყოფოს შენობასთან და დააფიქსირა თავისი იქ ყოფნის ფაქტი. კვალიფიკაცია ფოტოგრაფირებაში (რასაც სხვა შემთხვევებშიც წარმატებულად იყენებს) აუმაღლა მას სიმამრმა, რომელიც როგორც „ამ საქმის დიდ ოსტატი“ შემოუნახა თაობებს სესიაშვილმა თავის გადაცემაში, რაზედაც ვწერდი. როდესაც ყოველივე ამის შესახებ დავურეკე ალხაზიშვილს, მან უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: „როგორ კიდევ ასე მოიქცაო?“ (ეტყობოდა შეეშალა და შეცდომით მიპასუხა ზარზე). მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სასამართლოს დადგენილება უკვე გამოტანილი ჰქონდა.
თავის დროზე ზ. კორძაძის საადვოკატო ბიურო მირჩია ჩემმა ერთმა ნაცნიბმა, ვახტანგ ხმალაძემ; შემდეგ კი როდესაც ვეუბნებოდი მას ის შენი ადვოკატი რაღაც მემალება და რას ნიშნავს ეს, ხომ ვერ ამიხსნი მეთქი, ის სიცილით მპასუხობდა: „გეჩვენება ალბათ, რა აქვს დასამალიო!“ მაგრამ ბოლოს, როდესაც აშკარად ფაქტის წინაშე დადგა, თვალები შუბლზე აუვიდა და თქვა: „ასეთი რამ ჯერ არ გამიგონიაო“; ხოლო, როდესაც ვკითხე რა ვქნა ახლა, მომეცი რამე რჩევა მეთქი, მიპასუხა: „უკვე აღარავის აღარ ვენდობი და აწი აღარაფერში აღარ ჩავერევიო“ - აღარც ჩარეულა.
ავიყვანე ახალი ადვოკატი (ვინმე ვახტანგ ცხომელიძე), რომელმაც თავიდან ნაწილ-ნაწილ მოითხოვა თანხა (ეს აუცილებელიაო) და საბოლოო ჯამში წაიღო ჩვენგან 18000 ლარი, მაგრამ მანაც არაფერი არ გააკეთა. მთელ ამ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით ვიმყოფებოდით უკიდურესად მძიმე საცხოვრებელ პირობებში, მეზობლების, გათბობის და სამზარეულოში ცხელი წყლის გარეშე, ყველა ოთახში ჩამოგრეულია ჭერი და აყრილია პარკეტი. ასეთ ვითარებაში დაგვემართა ორივეს კოვიდი და ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მე ვიყავი იმდენად მძიმე მდგომარეობაში, რომ ვერც დაკრძალვას და ვერც ორმოცს ვერ დავესწარი. ჩემი მეუღლე, გარდაცვალებიდან მეორე დღესვე დაკრძალა შვილიშვილმა, მაგრამ შემდეგ საფლავისათვის აღარ მიუხედავს და არც ორმოცზე და არც წლისთავზე არ მოსულა. აგერ მეოთხე წელია დედის საფლავზეც არ მოდის, მაშინ, როდესაც მიცვალებულის ხსოვნის დღს საფლავზე ყველანი ერთად ვიკრიბებით (მისი მეგობრებიც კი). ასეთია „მისი ნების თავისუფალი გამოვლენა“. სამაგიეროდ ბაბუის დაკრძალვიდან ძალიან მალე მოითხოვა სამემკვიდრო (გასხვისებული სხვენის მთელი თანხა), ხოლო მისმა მეუღლემ გამოუცხადა ჩემს ახლობლებს, რომ მე აღარავითარ ქონებას აღარ ვფლობ და რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია უკვე ჩემი სახლის გასხვისება! ამას ამბობს ქალი, რომელსაც ჩვენი ქონებიდან არაფერი არ ეკუთვნის, რადგანაც ეს ქონება შვილიშვილს მივეცით ჩვენ მანამდე, ვიდრე ის ცოლს მოიყვანდა; ანუ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ანგელოზი იყო, ვუყვარდით, თვალებში გვიყურებდა და წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო იმის, რაც მან ცოლის მოყვანის შემდეგ გააკეთა; ამას იტყვის ყველა, ვინც კი ჩვენს ოჯახს იცნობს, ყველა გააოცა და პირი დააღებინა მისმა საქციელმა - არავის, ჩვენი მხრიდან, თავის მეგობრებსაც კი გიორგი აღარ ხვდება, მაგრამ თუ მაინც ვინმე დაუკავშირდა პასუხობს ერთსა და იმავეს: „დაელაპარაკეთ ჩემს ცოლს“. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს გადასულია ბიჭი გონებიდა, თითქოს ციხეშია გამოკეტილი და ვეღარ ვიგებ ვისთან მაქვს საქმე: ავადმყოფთან თუ ნაძირალასთან. გიორგი ქონებაზე დახარბებული არასოდეს არ ყოფილა, ისედაც მისი იყო ყველაფერი; რატომ გაგვიკეთა ასეთი რამ თავის გამზრდელებს საერთოდ გაუგებარია. ზოგი მეუბნება, როგორ ვერ ხედავ გიას შველა უნდა და რატომ არ შველიო! მე კი არ ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო, როგორ დავანგრიო ის ჯავშანი რასაც „მისი ნების თავისუფალი გამოვლინება“ უწოდეს და რასაც კბილებით იცავს სამართალდამცავი ორგანოები და პოლიცია, ორივე კი ამ დროს ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში. რატომ მოხდა ისე, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ შვილიშვილისთვის გაკეთებულმა დიდმა სიკეთემ და დიდმა სიყვარულმა გამოგვიტანა ორივეს სასიკვდილო განაჩენი. ჩემი მეუღლე ისე წავიდა ამ ქვეყნიდა, რომ ენატრებოდა შვილიშვილის ნახვა. რა „ნების გამოხატვის თავისუფლებაა“ ის, რაც ახალგაზრდას აძლევს ამგვარი მოქმედების უფლებას და როგორ უნდა აღიაროს ეს უფლება ჩემმა ტრადიციულმა და რელიგიურმა საქართველომ? ცხოველებად უნდა ვიქცეთ?
ჩემი თაობის ძალიან ბევრი წარმომადგენელია ანალოგიურ მდგომარეობაში, დღე არ გავა, რომ ვიღაცამ არ მოკლას გამზრდელი, ერთმა შეჭამა კიდევ, ასეთი შემთხვევაც იყო. ყოველწამიერად იზრდება სტატისტიკა... მე პირადად, მართალი გითხრათ შემეზიზღა ეს ყველაფერი, ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გამოვიჩინე სისუსტე და ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ ნათესავმა გადამარჩინა! ჩემს შვილიშვილს კი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც კი არ უკითხავს ჩემი ამბავი. სამი თვის შემდეგ, როდესაც კლინიკებიდან სახლში დავბრუნდი გადავწყვიტე სასამართლო პროცესში ჩართვა სამემკვიდროს მიღების საკითხთან დაკავშირებით და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ცხომელიძემ, რომელსაც 18000ლ. ჰქონდა აღებული ჩვენგან და გაკეთებული კი არაფერი, უარი მითხრა სამემკვიდროს საკითხზე დავის დაწყებაზე და ახალი თანხა მოითხოვა ამ პროცესისასთვის, თანაც შემომთავაზა თუ გნებავთ მე ვიქნები თქვენი მეურვეო... გაგიგიათ ასეთი რამ საერთოდ?
ხალხი ჭკუიდან გადაყავს ბანდიტურ, კორუმპირებულ, ყველა უსინდისობაზე თავისუფლად წამსვლელ ადვოკატურას, რომელსაც ზურგს უმაგრებს მურუსიძის და შოთაძის, მთავრობასთან კარგად შეკრული კლანი, ძალოვანი სტრუქტურები და რაც მთავარია ის ცვლილებები, რაც ჩენს კანონმდებლობაშია შეტანილი სოროსის მხრიდან და რაც ჩვენი იურისპრუდენციის მთავარი ორენტირი გახდა, ტერორისტული და ფაშისტური ხაზის გატარებაში. ერთ-ერთ წერილში მე ვწერდი: „მხოლოდ ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით“ და ეს ნამდვილად ასეა! მაგრამ ეს ეხება კანონს, რომელიც არ უარყოფს ზნეობას, იცავს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას და ისტორიას, მაგრამ კანონი, რომლიც იცავს მხოლოდ ლგბტ-ს წარმომადგენლებს და დამნაშავეებს, კანონი, რომლითაც იმართება აღვირახსნილი ინდივიდის „ნების თავისუფალი გამოვლინებით“, ინდივიდის, რომელიც არ გრძნობს არავითარ სოციალურ ვალდებულებებს და აკრძალვებს, არ თვლის თავს საზოგადოების წევრად, ხორციელდება ყოველთვის როგორც ტერორი. სწორედ ეს ტერორი და ფაშიზმი შეაქვს ამერიკას ყველა ქვეყანაში, სადაც კი შედის თავისი ყალბი დემოკრატიით და მცდარად გაგებული ლიბერალიზმით. დროა მოვიკითხოთ ჩვენი იდეოლოგები, ისინი ვინაც დაანგრია სახელმწიფო სტრუქტურები და თავდაყირა დააყენა ჩვენი ქვეყანა. ამას კი შეძლებს დღეს მხოლოდ იგორ გიორგაძე! მას და მხოლოდ მას შეუძლია შექმნას უსაფრთხო გარემო ხალხის პრეზიდენტის, პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის მუშაობისთვის. ქვეყანა დგას უფსკრულის პირას და თუ დროზე არ დაიწყო საზოგადოებაში ჯანსაღი პროცესები, თუ არ მოხდა დროულად საზოგადოების იდეოლოგიური ინტეგრაცია და ყველას გაერთიანება საერთო ინტერესების საფუძველზე დ ა ვ ი ღ უ პ ე ბ ი თ.
და ბოლოს: დიდი მადლობა სანდრას, ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანის სახელით, იმისათვის, რომ არ გაახარა მტერი, იგრძნო პასუხისმგებლობა ქვეყნისა და შვილების წინაშე და აპატია იმ შეჩვენებულს ყველაფერი. მიშა საჭიროა დღეს საქართველოსთვის და სხვა გზა ნამდვილად არ იყო. ყოჩაღ! და ისევ დიდი მადლობა!
და კიდევ: ჩემს საიტზე, რომელიც გიორგიმ დამიხურა, განთავსებული იყო მთელი ჩემი სამეცნიერო ინფორმაცია ანუ ყველაფერი, რაც უნივერსიტეტის დარბევას გადაურჩა. გიორგის არ ჰქონდა ამის დაბლოკვის არავითარი უფლება. ვეჭვობ, რომ შეიყვანეს ის შეცდომაში და ეს მას გააკეთებინეს. თვითონვე, როგორც, პროგრამისტმა მოძებნოს ინფორმაციის არდგენის გზები და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მე ეს ინფორმაცია ძალიან მჭირდება!