headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

პოლიტიკაშიც და იურისპრუდენციაშიც მორალი არის სიმართლე, ის უნდა დაადგინოს მართლმსაჯულებამ და დაიცვას კანონმა

2024-02-27

          ამიტომაც არის, რომ, სწორედ მორალს, კანონს და სამართალს, როგორც
საზოგადოებრივი ცხოვრების წესრიგის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორებს, გამოუცხადა
სასტიკი ბრძოლა, მსოფლიო მასშტაბით, სოროსის იდეოლოგიამ. ამუშავდა, ამ ხაზით,
ჩვენთანაც დასავლეთის მიერ კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული
აგენტურა და მათ, „ამერიკული დემოკრატიით“ და სეპარატისტულ ასპექტში
„მოხერხებულად“ ინტერპრეტირებული ლიბერალიზმით, მთელი ძალით შეუტიეს ჩვენს
რელიგიას, კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას. ადამიანის ქცევისგანმსაზღვრელი
ისეთი ფუნდამენტური კატეგორიები კი, როგორიცაა „კანონი“ და „ზნეობა“ ამოვარდა,
საერთოდ ხმარებიდან. აღვირახსნილი თავისუფლების ამგვარმა პროპაგანდამ და
მუდმივმა მოწოდებებმა საკუთარი ნების გამოვლენის სრული თავისუფლების შესახებ,

განსაკუთრებული ეფექტურობით იმუშავა ჩვენს ქვეყანაში, სადაც, წინასწარ, სოროსის
პროგრამებით ჩატარებული „ბრწყინვალე“ რეფორმების შედეგად, მიზანმიმართულად
იქნა განადგურებული და გასწორებული მიწასთან, მეცნიერებაც და კულტურაც.
          ამ ფორმატში წარმოებული „აღმზრდელობითი“ მუშაობის კვალდაკვალ
საზოგადოებაში, ყველგან, წინა პლანზე წამოვიდა ეგოიზმი. დაიკარგა ადამიანებში
პასუხისმეგბლობის და ვალდებულების გრძნობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე და გაქრა
მასთან ერთად, ქართველი კაცის ღირსების დამახასიათებელი მთავარი უნარი, უნარი
ქვეყნის სიყვარულისა და ქვეყნისათვის თავდადების. პატრიოტიზმთან ერთად კი, რაც
მთავარია, ბევრმა დაივიწყა, ის, უკიდურესად მნიშვნელოვანი და ძალზედ
საყურადღებო ფაქტი, რომ ყოველი ადამიანი, მართალია არის თავისუფალი, მაგრამ ის
არის აგრეთვე ობიექტურად არსებული, რთული კანონზომიერების მქონე სოციალური
მთელის (როგორც სისტემის), ორგანული და განუყოფელი ნაწილი; ეს კი ავალდებულებს
მას, როგორც სისტემის ნაწილს, დაემორჩილოს ყოველთვის ამ მთელის სპეციფიკიდან
გამომდინარე, შეზღუდვებსა და აკრძალვებს. ეს შეზღუდვები და აკრძალვები, როგორც
წესი, იღებენ კონკრეტული კანონებისა და წესების სახეს, რითაც, უწესებენ ნებისმიერ
ინდივიდს, მისი, როგორც საზოგადოების წევრის, თავისუფლების საზღვრებს და
სამოქმედო უფლებებს; ანუ უჩვენებენ იმას, თუ რისი გაკეთების უფლება აქვს
ინდივიდს და რისი არა ამ საზოგადოებაში. ამ კანონების და წესების დარღვევის უფლება
არ აქვს არავის! ყოველი ასეთი დარღვევა კონტროლებადია და დასჯადი. ეს არის,
სწორედ, ის მთავარი, ობიექტური საკანონმდებლო ბაზა, რაც განსაზღვრავს ჩვენი
ქვეყნის კონსტიტუციის შინაარსს და არის, ამდენად, ჩვენი სახელმწიფოებრივი
არსებობის მთავარი საფუძველი და გარანტი. საზღვარგარეთის სპეცსამსახურების
ყოველგვარი ხელისფათური ამ სფეროში აკრძალულია და სრულიად დაუშვებელი; მას
როგორც წესი, უნდა იცავდეს სახელმფიწო უშიშროების კომიტეტი, ჩვენი მთავრობა და
პარლამენტი, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც მოხდა ზურაბ ჟვანიას პარლამენტის
თავმჯდომარეობის პერიოდში (რამდენადაც ვიცი სწორედ ის იყო მაშინ ამ პოსტზე),
როდესაც ვინც როგორ ჩათვალა საჭიროდ და ვინც როგორ მოისურვა ისე შეცვალა
კანონები ჩვენს ქვეყანაში, რითაც პრინციპული ზიანი მიადგა უკვე საქართველოს
კონსტიტუციას!! ნუთუ ეს ფაქტი არასოდეს არ უნდა გამხდარიყო გონივრული
მსჯელობის საგანი? ფაქტი, რომელმაც გამოიწვია სრული გადატრიალება ჩვენს
იურისპრუდენციაში, დაგვინგრია სასამართლო სისტემა და შეუქმნა ნაყოფიერი ნიადაგი
მოსამართლეებსა და ადვოკატებს არაკეთილსინდისიერი მუშაობისთვის; შედეგად კი
ისჯება პატიოსანი ადამიანი, რომელიც ვერსად, ვერაფერში და ვერასდროს ვერ
პოულობს სამართალს.
          ცხადია, თუ დროთა განმავლობაში რეალობა შეიცვალა, მაშინ, რა თქმა უნდა,
ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაშიც, მაგრამ უნდა მოხდეს ეს, მხოლოდ ახალი
მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ღრმა, მეცნიერული ანალიზის საფუძველზე და რაც
მთავარია, ყოველთვის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების სრული
გათვალისწინებით, რათა არ დავუშვათ შეცდომა და მომავალშიც არ დავანგრიოთ,

როგორც ერთხელ უკვე დავანგრიეთ, ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა და ტრადიციები.
ყველაფერი კი დაიწყო გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პერიოდიდან; ამუშავდა ძლიერად
დასავლეთის აგენტურა და ვერცერთმა რესპუბლიკამ, ბელორუსიის გარდა, ვერ გაუძლო
მათ შემოტევებს. ვერ მოვახერხებთ ჩვენც, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და
დამოუკიდებლობის დაცვა და დაგვენგრა კიდეც თავზე ქვეყანა: ჩავეფალით ჭაობში,
დავკარგეთ ეროვნული, რაციონალური პოლიტიკა. საოცარია, რომ ამ დროს ჩვენი ახალი
პრემიერ-მინისტრი გვიცხადებს: „მე არ ვიცი რა არის ეროვნული ცნობიერება, ვფიქრობ
ზიანის მომტანიაო ის ქვეყნისათვის.“ ეტყობა დიდი გავლენა მოუხდენია მასზე, თავის
დროზე, სოროსის იდეოლოგიას.
          არადა სწორედ ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებულობამ ჩააგდო
მსოფლიოში ბევრი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში და დატოვა მოტყუებული
ამერიკისაგან. ისე, თავად ამერიკასაც არ დაადგა კარგი დღე თავისივე მცდარი
პოლიტიკით; დიალექტიკის თეორიის უგულებელყოფამ, მოვლენათა მეცნიერული
კვლევის იგნორირებამ და სრულიად უპასუხისმგებლო პოზიციამ: „რეალობა იქნება,
ყოველთვის ისეთი როგორიც მე მინდა“, აჩვენა ყველას, ამერიკის მიერ, დიდი გონორით,
გამოცხადებული, სანქციების უაზრობა და ისიც, თუ როგორ შემოუბრუნდათ მათვე,
ბუმერანგად, თავიანთი, წინდაუხედავად დაწესებული, სანქციები. კარგად დაინახა
მსოფლიომ, ის, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველი უპასუხისმგებლო,
აღვირახსნილი, არარაციონალური პოლიტიკა და რა შედეგები მოყვება ყოველთვის
დიალექტიკის თეორიის უცოდინარობას და უარის თქმას მოვლენათა მეცნიერულ
კვლევასა და ანალიზზე.
          პუტინმა კი ამ დროს, თავისი ქვეყნისათის აირჩია სულ სხვა კურსი; ის
ეროვნული ინტერესების სრული გათვალისწინებით და რეალურ მოვლენათა ღრმა,
მეცნიერული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, აგებს თავისი ქვეყნის საშინაო და
საგარეო პოლიტიკას და ინტენსიურად ახდენს, ამავე დროს, სახელმწიფოებრივი
მართვის პროცესში ადრე სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
შედეგებიც სახეზეა! დღეს აშკარაა უკვე, რომ, თუ არა პუტინის მიერ მსოფლიო
პოლიტიკური სივრცის მკაცრ, რაციონალურ ასპექტში ხედვის დიდი უნარი, ცუდ დღეში
აღმოჩნდებოდა, ნამდვილად, რუსეთი და ასევე კარგ მდგომარეობაში არ დარჩებოდა
მსოფლიოში ბევრი ქვეყანა.
          ჩვენთან კი მდგომარეობა ისევ უცვლელია! თავის დროზე, სოროსის იდეოლოგიის
ბაზაზე მომზადებულმა აგენტურამ, მ. მამარდაშვილის ხელმძღვანელობით და ჩვენი
(სოროსის გრანტებით დაფინანსებული) ფილოსოფოსების ძლიერი ხელშეწყობით (რაც
დღემდე გრძელდება და არც უშიშროება და არც განათლების სამინისტრო არ აქცევს ამას
არავითარ ყურადღებას) ჩაიგდო ხელში საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზეგავლენის
მოხდენის ეფექტური ფორმები; იკითხებოდა, მაგალითად, ოფიციალური ლექციები
საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით და ამ ლექციებს, არც მეტი არც ნაკლები კითხულობდა
თვითონ მ. მამარდაშვილი, რაისა გორბაჩოვას თანაკურსელი და მისი მეუღლის, მიხეილ
გორბაჩოვის მიერ, სოროსის დაკვეთით, წარმართული პოლიტიკური ხაზის ერთ-ერთი

ძლიერი პროპაგანდისტი; სწორედ ამ საქმისათვის და ამ მიზნით ჩამოვიდა ის ჩვენთან,
საქართველოში, ჩაინერგა ფილოსოფიის ინსტიტუტში და დაინიშნა იქ „მეცნიერული
ფილოსოფიის განყოფილების“ გამგედ; კაცი, რომელსაც არასოდეს, არავითარი კავშირი
მეცნიერებასთან აქ ჰქონია. აი ამ სფეროდან, ძალზედ მოხერხებულად, თავის ჯგუფთან
ერთად, დაიწყო მან ინტენსიური ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მთელ სოციალურ
არეზე და განსაკუთრებით კი განათლების სისტემაში. იკითხებოდა ამ ხაზით უამრავი
ლექცია და სისტემატურად ტარდებოდა ახალგაზრდობასთან შესაბამისი შინარსის
საუბრები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი „იდეოლოგიური ელიტის“ საკმაოდ დიდი
ნაწილი ერთგულად იდგა სოროსის სამსახურში და კარგად ფინანსირდებოდა კიდეც,
ამისათვის, მათი ფონდებიდან. ამ ხალხმა მოახერხა ისიც კი, რომ თავიანთი მთავარი
ლოზუნგი: „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“, შეიტანეს სტუდენტთა
აუდიტორიებში ოფიციალური სასწავლო პროგრამის სახით, „ფილოსოფიაში“
სახელდახელოდ მომზადებული და გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების ფორმატში;
სადაც ეს აზრი, სახელმწიფოს შესახებ, წარმოდგენილია, როგორც ახალი, პროგრესული
იდეოლოგიის მთავარი პირი და ღირებულება. დევიზი კი: „მე მინდა სრული
თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“, რასაც სისტემატურად აფიშირებენ
ავტორები თავიანთ ტექსტებში, ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი სოციალური
პასუხისმგებლობისაგან და არამარტო აძლევს მას სახელმწიფოებრივი წესრიგის,
კანონის და დისციპლინის დარღვევის უფლებას, არამედ მოუწოდებს კიდეც ყველას
ამისაკენ.
          აი ასეთ კატასტროფულ ვითარებაში, როდესაც ვდგავართ უფსკრულის პირას და
წესით უნდა ვფიქრობდეთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, რელიგიისა და კულტურის
გადარჩენაზე, ხოლო ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის
სახელმწიფოებრივი იდენტურობის შენარჩუნება, ნაცვლად ამისა მიგვაჩნია, რომ
რუსეთის სიძულვილი არის ჩვენი პატრიოტული გრძნობის უმაღლესი გამოვლინება და
მთელი ძალით ვლანძღავთ პუტინს, რომელმაც ასეთ მძიმე ვითარებაში, იპოვნა თავისი
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რაციონალურ ასპექტში აგებს გზა და რაც
მთავარია, ყველაფერი ეს გააკეთა მან თავისი ქვეყნის ინტერესების მკაცრი
გათვალისწინებით. ჩვენთან კი, დღესაც, მთელი ძალით მუშაობს ისევ სოროსის
აგენტურა და ისევ არ გვაქვს და არ ფუნქციონირებს სახელმწიფო უშიშროების
სამსახური. ამ სფეროს პროფესიონალი ახალგაზრდები კი, რომლებიც უნდა იცავდნენ და
პატრონობდნენ ჩვენს ქვეყანას, გადახვეწილნი არიან სამშობლოდან, პოლიტიკური
დევნილის სტატუსით. ჩვენთან კი, ამ დროს, განაგრძობენ თავიანთ სერიოზულ
ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას თინა ხიდაშელის მსგავსი კადრები. სხვათა შორის ამბობენ იმასაც, რომ იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რამაც თავდაყირა დააყენა ჩვენი კონსტიტუცია,
ხიდაშელის პარტიის ხელი ტრიალოებდაო და თანაც ძალიან ძლიერად! საინტერესოა,
არავინ არ გამოიძიებს ამ საკითხს? ან საერთოდ, აგებს ვინმე რაიმეზე პასუხს ოდესმე
ჩვენს ქვეყანაში? გვეღირსება კი ბოლოს და ბოლოს სასამართლო რეფორმა და

გავთავისუფლდებით ოდესმე მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანისაგან? დღეს კი
სამწუხაროდ მდგომარეობა ასეთია: ბრწყინვალე ახალგაზრდებს, ვინც კი დარჩა
ქვეყანაში, კლავენ და ხოცავენ ავაზაკები და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული
ბოლომდე; მუშაობენ მხოლოდ ჟურნალისტები და კაცმა არ იცის მათაც როდის რა
მოუვათ?!
          ჩვენ კი ვაგრძელებთ ისევ სოროსთან ერთად ცხოვრებას! ამ ცოტა ხნის წინ,
რომელიღაც არხზე აჩვენეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება მეუღლისა და
მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა, რაც ძალზედ საეჭვოა, რადგანაც ჩვენი
მართლმსაჯულებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქალმა წყნარად თქვა, რომ
მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რაშიც იმყოფება, მაინც ცდილობს ის
შეინარჩუნოს პიროვნული ღირსება, შრომობს, კითხულობს წიგნებს და ამ მიზნით
ხშირად იყენებს ციხის ბიბლიოთეკას. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა წიგნი წაიკითხა
მან უკანასკნელად, ქალმა უპასუხა: მ. მამარდაშვილის „ფილოსოფია“-ო; ხედავთ, რა
დონეზე მუშაობს ჩვენში სოროსის აგენტურა? ციხეშიც კი მიდის პროპაგანდა და ასეთ
დროს როგორ უნდა დავიცვათ და როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდები?
განათლების სისტემაში ხომ რას უკითხავენ და რა იდეოლოგიური პრინციპებით
„ანათლებენ“ ჩვენს მომავალ თაობას, არავინ არ კითხულობს და ძალიან დიდხანს კიდევ
ამით არავინ დაინტერესდება!
          მახსოვს, როდესაც ყველაფერი ეს პირველად დაიწყო და ინტენსიურად ამუშავდა
ჩვენში სოროსი, თავიდან ქუჩებში გამოვიდნენ მოსწავლეები ტრანსპარანტებით:
„მოხსენით მისაღები გამოცდები!“ მალე მათ გვერდი „დაუმშვენა“ სტუდენტობამ,
პროტესტით: „ არ ჩავაბარებთ სახელმწიფო გამოცდებს! მოგვიხსენით გამოცდები!“ ვნახე
სტუდენტობა რომ მოდიოდა ჭავჭავაძის გამზირზე დიდი ნაკადით, მაღლივი
კორპუსიდან; მე, ამ დროს გამოვდიოდი უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან და ვერ
მივხვდი რა ხდებოდა. ამ დროს იმავე კორპუსიდან გამოვიდა ჩვენი პროპექტორი,
(ანზორ ხელაშვილი) და მას ვკითხე: „ანზორ, ამიხსენი ერთი რა წერია ამ
ტრანსპარანტებზე მეთქი?“, „რასაც კითხულობ ის წერიაო“ მითხრა, ჩაიქნია ხელი და
წავიდა, და მეც მივხვდი უკვე, რომ კარგი არაფერი ტრიალებდა ჩვენს თავს! ვიღაცამ
მითხრა ეკა ბესელიაც იჯდა მაშინ, უნივერსიტეტის კიბეებზე, ანალოგიური
მოთხოვნებითო... არაფერია გასაკვირი... შედეგები სახეზეა!!!
          შემდგომში სახელმწიფოებრივ წესრიგთან ბრძოლამ, თანდათან, უფრო და უფრო
აქტიური ხასიათი მიიღო და დღეს, უკვე, „პიროვნული ღირსების უდიდეს გამოვლენად“
ითვლება კანონის, მორალის და ჩვენი საუკოვანი ტრადიციების ნებისმიერი დარღვევა
და ადამიანთა ყოველგვარი დაუმორჩილებლობა საზოგადოებაში დამკვიდრებული
ჩვევების მიმართ. ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები, გაწყდა კავშირი თაობებს
შორის და უდიდეს პრობლემად იქცა დამოკიდებულება აღმზრდელებისა
აღსაზრდელებთან. აირია ყველაფერი, დაინგრა სოციალური მთელი და კაცმა აღარ იცის
უკვე, დღეს ვინ რას აკეთებს, ვინ ვის კლავს და ვინ რა დანაშაულს ჩადის საერთოდ. არ
არსებობს სასამართლო სისტემა, არც კანონი, არც მორალი და არც მართლმსაჯულება;

რაც მთავარია, როგორც ავღნიშნეთ, დასავლეთის მიერ მომზადებულობა აგენტურამ
შეაღწია პარლამენტში და შეიტანა კონსტიტუციაში, ჩვენი ფუნდამენტური კანონების
საწინააღმდეგო ცვლილებები, რამაც შეცვალა, მთლიანად, ჩვენი საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, წესები და კანონები. ყველაფერი
დადგა თავდაყირა და მოხდა, ფაქტიურად, სახელმწიფო გადატრიალება იარაღის
გამოყენების გარეშე. ამ ცვლილებებს კანონმდებლობაში ერთხმად დაუჭირეს მხარი
კოლექტიურმა „ელისო ბოლქვაძეებმა“ და ჩვენი კონსტიტუცია ყოველივე ამის შემდეგ
იქცა მაკულატურად! დადგა დრო გამოვიძიოთ ვინ გააკეთა ყველაფერი ეს და რის
საფასურად?
          ფაქტია, რომ არსად, არასდროს და არავის მიერ არ გახდა გონივრული მსჯელობის
საგანი ის გარემოება, თუ რაოდენ დასაშვები იყო цру-ს (და ეს არის სწორედ სოროსი)
პოლიტიკური დაკვეთით ქვეყნის კონსტიტუციაში ესოდენ ძირეული ცვლილებების
შეტანა, რასაც დღეს, როგორც ვხედავთ ძალზედ მოხერხებულად იყენებს დასავლეთის
აგენტურა საზოგადოებაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად; ხდება ამ
გზით, ჩვენი უძველესი რელიგიის, მორალის, ისტორიისა და საუკუნოვანი ტრადიციების
განადგურება. ყველაფერ ამას კი „ძლიერ ჰიმნად“ გასდევს ლ. ბერძენიშვილის „უკვდავი
ლექციები“, იმის შესახებ, თუ როგორი „კაციჭამია“ ყოფილა თურმე ვაჟა-ფშაველა,
როგორი გაუნათლებელი იყო ილია ჭავჭავაძე, ხოლო ყველა ჩვენი მეფე დავით
აღმაშენებლისა და ერეკლე მეორის ჩათვლით, „გონებაჩლუნგები“ და
„გონებანაკლულები“. ძალიან მაინტერესებს, იგორ გიორგაძეს თუ ესმის ყველაფერი ეს
და რას ფიქრობს?
ლგბტ-ს დროშით, ე.წ. „ღირსების“ დასაცავად გააერთიანეს ჩვენი ახალგაზრდობა
„გენიალური“ ფრაზით: „ჩემი სხეული მეკუთვნის მე და გავაკეთებ იმას, რაც მომინდება!“
ასე დაიწყო ნარკომანიისა და გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში
და ჩვენი შვილები სამარცხვინო ტრანსპარანტებით დააყენეს თავისუფლების მოედანზე.
შეიქმნა, როგორცც ერმილე ნემსაძე ამბობს: „მეტისმეტად სერიოზული პარტიები“,
რომლის სახელებსაც მე ახლა აქ ვერ დავასახელებ, თუმცა, თუ დაგაინტერესებთ
მოუსმინეთ თავად ერმილეს საკუთარ არხზე, სადაც ის ხშირად ასახელებს ამ პარტიებს
და აღწერს კიდეც იმ ვითარებას, რაშიც იმყოფება დღეს საქართველო. ქვეყანა, რომელიც
კარგავს ახალგაზრდობას განწირულია დასაღუპად!
          ამერიკამ თავის თავზე აიღო, რატომღაც, მთლიანად, ყველა ქვეყანაში დაცვისა და
მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების უფლება. გამოაცხადეს თანაც,
რომ აუცილებელია „ადამიანის უფლებების დაცვა“, მაგრამ არა იმ უფლებების, რასაც
აძლევს თითოეულ ადამიანს მის ქვეყანაში არსებული კულტურა, რელიგია, მორალი და
ისტორიული ტრადიციები, არამედ უფლებების, რასაც გვკარნახობს „ამერიკული
დემოკრატია“ და სოროსის იდეოლოგიის ბაზაზე, სეპარატისტულ ასპექტში,
ინტერპრეტირებული ლიბერალიზმი; ამ უფლებებს და სწორედ ამ უფლებებს იცავს
დასავლეთი თავის მიერ შემოტანილი კანონებითა და წესებით.

          ამ ხაზით, ინტენსიურად და მიზანმიმართულად, იმუშავა დასავლეთის მიერ
მომზადებულმა და კარგად დაფინანსებულმა აგენტურამ; რის შედეგადაც მთლიანად
დამახინჯდა და სრულიად შეიცვალა ჩვენი ახალგაზრდობის ცნობიერება; რაც მთავარია
დაიკარგა ადამიანებში საზოგადოების წევრად თავის გაცნობიერებისა და შეგრძნების
უნარი. დევიზმა: „ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება!“ მოსპო და დაანგრია
სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და დისციპლინა, რამაც შექმნა უკვე ქვეყანაში
ანარქიისა და ქაოსის ატმოსფერო. საქმე კიდევ იმაშია, რომ სამართლებრივი ნორმები,
რაც სოროსის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთით შემოვიდა ჩვენს კონსტიტუციაში,
რისი არავითარი უფლებაც მათ არ ჰქონდათ, აქცენტს აკეთებენ მხოლოდ ევროპულ
ღირებულებებზე და გამორჩეულად იცავენ მხოლოდ ლგბტ-ს წევრთა უფლებებს;
ჩვეულებრივი ადამიანი კი რჩება ამ დროს, სრულიად დაუცველი, შინაარსობრივად
ურთიერთგამომრიცხავი კანონებით გადატვირთული კონსტიტუციისა და იმ მთლიანად
მოშლილი, მთავრობასთან კორუფციის გზით შეკრული სასამართლო სისტემის ამარა,
რომელსაც როგოც სურთ და როგორც გაეხარდებათ ისე იყენებენ ჩვენი ყველაფრისაგან
„თავისუფალი“ მოსამართლეები და ადვოკატები. მიდის პატიოსან და ზნეობრივ
ადამიანთა სასტიკი გენოციდი და გამოცხადებულია ბრძოლა პროფესიონალიზმთან. რაც
მთავარია, ის ნორმალური ადვოკატები და მოსამართლეებიც კი, ვინც საბედნიეროდ
კიდევ შემოგვრჩა, ვერ ართმევენ თავს იურიდულ სივრცეში სოროსელების მიერ
სპეციალურად შექმნილ ამ ლაბირინთებს და თქვენ წარმოიდგინეთ, არანაკლებ
იტანჯებიან, შექმნილი მდგომარეობით. აშკარაა, რომ საჭიროა და აუცილებელია
სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება: ცვლილებების მიღება კონსტიტუციაში,
რასაც თავს ალბათ ყველაზე კარგად მიშა სააკაშვილი გაართმევს, მით უმეტეს, რომ
მასთან არის ადეიშვილი, კუკავაც დაბრუნდა და გვარამიამაც კარგად იპოვნა თავისი
ადგილი.
          დაწყებული იუგოსლავიიდან, ამერიკის მხრიდან, სხვადასხგვარი ფაშისტური
მეთოდით, ბევრი ქვეყნის „დაცვის“ მაგალითებია ჩვენთვის ცნობილი; დღეისათვის ეს
არის ეკონომიკური მდგომარეობის ასპექტში ყოველმხრივ გზაარეული ევროპა,
მთლიანად მიწასთან გასწორებული უკრაინა და ასევე განადგურებული ისრაელი...
მიდის მუდმივი მცდელობები არიონ მდგომარეობა ტაივანზე, შეიყვანონ შეცდომაში
სომხეთი ან ყაზახეთი, მოუწყონ ავანტიურისტული პროვოკაციები ირანს, რათა შექმნან
აღმოსავლეთში არეულობა და ომის გამომწვევი მიზეზები. მოკლედ „დემოკრატიული“
ამერიკა არ ისვენებს, ცდილობს დედამიწის ყოველ წერტილში შეიტანოს
დესტაბილიზაცია და ქაოსი. აი, ჩვენთანაც, სახეზეა ტოტალური უკანონობა, ტოტალური
კორუფცია და „კმარასა“ და „სოროსის“ ფონდების გამოზრდილები აქტიურად მუშაობენ
ოჯახის ინსტიტუტის დანგრევაზე, რაც თავისთავად ნიშნავს უკვე ჩვენი
სახელმწიფოებრიობის დანგრევასაც. განადგურებულია მორალი და მასთან ერთად
ადამიანის მთელი არსი და ღირებულება. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკულმა
„დემოკრატიამ“ და მის ბაზაზე გაგებულმა „ლიბერალიზმმა“ დაამკვიდრა, მსოფლიოში,
კოლონიალური აზროვნების სტილი; შემოიტანა ამ მიზნით, მთელი რიგი ახალი
კანონები, რითაც დაამახინჯა ჩვენი მართლმსაჯულება, დააზიანა ქვეყნის ტრადიციები,

კულტურა და მიზანმიმართულად დაგვაყენა ეკონომიკური და ინტელექტუალური
განადგურების გზაზე.
          სოროსული იდეოლოგია ებრძვის სიმართლეს, აგებულია დეზინფორმაციებზე,
ტყუილებზე და მათ მიერ, ჩვენ ქვეყანაში შემოტანილი ყოველი კანონი არის მორიგი
პოლიტიკური დაკვეთა. მიმდინარეობს საზოგადოებრივიი ურთიერთობის ნგრევის
საშინელი პროცესი, უშიშროების სამსახური კი არავითარი ფორმით არ რეაგირებს ამაზე,
არ იცავს ჩვენს სახელმწიფოებრიობას; თავაშვებულია და აქტიურად მუშაობს უცხო
ქვეყნების აგენტურა. OON-მა დიდი ხანია დაკარგა თავისი ფუნქცია, ნატო კი სხვა
არაფერია, თუ არა ამერიკის საგარეო პოლიტიკა, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა ბევრი
ქვეყანა და ჩააგდო ის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში; მაგალითისთვის კმარა
გერმანია! ყველა ვხედავთ იმას, თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი დღეს, ამერიკის
წყალობით, ეს თავის დროზე, ძლიერ განვითარებული და ინტელექტუალური ქვეყანა...
ასეთივე დღეში არიან ევროპის სხვა ქვეყნებიც.
          ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ საქართველომაც ვერ ააწყო ახალი დროის
შესაფერისი სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა: არ გვაქვს ეროვნული და
რაციონალური, არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა - ჩვენი „მთავარი“ პოზიცია
პოლიტიკაში არის: ვლანძღოთ რუსეთი და შევკეროთ, კიდევ ევროკავშირის, რაც
შეიძლება დიდი დროშა, იმ ზომის რა ზომის ნაჭერსაც ვიშოვნით! ხოლო დიპლომატიური
მოღვაწეობის კულმინაციას კი, ჩვენთვის წარმოადგენს: ჩავიხადოთ შარვლები და ამ
ფორმაში მივბრუნდეთ რუსეთის საზღვრებისაკენ. ვერ ვხედავთ და პრინციპულად არ
გვინდა დავინახოთ ის, თუ რა ღრმად, სერიოზულად და თანამედროვე პოლიტიკური
რეალობის ბრწყინვალე ცოდნით აანალიზებს პუტინი მსოფლიოში შექმნილ
მდგომარეობას, როგორ შესანიშნავად იცავს ის თავისი ქვეყნის ინტერესებს, რა
ღირსეულად პასუხობს, თავისი მოქმედებებით, დასავლეთის მიერ ყოვლად უტვინოდ
დაწესებულ სანქციებს და რა ზუსტი დასკვნები გამოაქვს მას, 90-იანი წლებიდან
დაწყებული, სხვების მიერ, დაშვებული შეცდომების ანალიზიდან... კარგად თქვა
ორბანმა: „პრორუსულობა ეს არის საკუთარ ქვეყანაზე სერიოზული ზრუნვაო“ და აქვს
კიდეც სახეზე უნგრეთს თავიანთი პრეზიდენტის პოლიტიკური აზროვნების შედეგები;
რაც განასხვავებს ამ ქვეყანას ევროპის სხვა ქვეყნებისაგან... ჩვენ კი ვიდგეთ, ამდ დროს,
შარვალჩახდილები რუსეთის საზღვართან და ვანცვიფრებთ მსოფლიოს ჩვენი
„დიპლომატიის“ გენიალური ორიგინალურობით.
          აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი დაავადებაა სრული სახელწიფოებრივი
უპასუხისმგებლობა, დილეტანტიზმი და ეროვნული ინტერესების
გაუთვალისწინებლობა ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში - ჩვენი ახალი პრემიერიც
ბრძანებს აგერ, რომ ეროვნული იდეოლოგია არის, თურმე, სისულელე, რომ ის ზიანს
მოუტანს ქვეყანას და დაღუპავს საქართველოსო... ვაი ჩვენს თავს უბედურს! რამდენ
ასეთ „ბრძენს“ უნდა მოუსმინოს ქართველმა ხალხმა?! რამდენი ასეთი „გენიოსი“ უნდა
აიტანოს კიდევ ქართულმა პოლიტიკამ? ის „სულელი“ ზვიად გამსახურდია კი იცავდა, ამ
დროს, სწორედ ეროვნულ ინტერესებს, იცავდა ქვეყნის ტრადიციებს, ისტორიას,

კულტურას და აუცილებლად მიაჩნდა კიდევ სერიოზული წმენდის ჩატარება
ეკლესიაში!!! ამიტომაც იყო, რომ ბევრს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ძალიან
სურდა მისი სიკვდილი. დიდი დანაშაულია, ნამდვილად, რომ დღემდე არ არის
გამოძიებული ბოლომდე მისი მკვლელობის საკითხი; საინტერსოა და თანაც ძალიან
საინტერესო ისიც, თუ რატომ ასე პრინციპულად არ ჩაატარა შევარდნაძემ გვამის
ექსპერტიზა და რატომ დაიტოვა მან, ისტორიაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის
„მკვლელის“ სახელი? შევარდნაძე რომ არ მოკლავდა გამსახურდიას ეს ცხადზე ცხადია,
მაგრამ რატომ არ გამოიძია მაშინ მან ეს მკვლელობა? იგორ გიორგაძეც რაღაც
ბუნდოვნად საუბრობს ხოლმე ამ საკითხზე, რის გამოც რჩება შთაბეჭდილება, რომ ისიც
შევარდნაძესავით რაღაცას მაქლავს და რომ მანაც იცის მეტი ვიდრე ამას საჯაროდ
გვეუბნება... აუცილებელია ამ საკითხის ბოლომდე გამოძიება და ერთხელ და
სამუდამოდ მისი საბოლოო დასკვნამდე მიყვანა, რათა შეძლოს, ბოლოს და ბოლოს,
ხალხმა შავისა და თეთრის განსხვავება! ისე, სიმართლე, რომ თქვას კაცმა, გამსახურდია
დღეს კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ქვეყნისათვის, ვიდრე ეს მაშინ იყო და
შევარდნაძის, როგორ პოლიტიკოსის, ყველაზე გენიალური სვლა იქნებოდა, თუ მან
ყველაფერი ეს განჭვრიტა და გაითვალისწინა... ტყუილად ხომ არ ეძახდნენ ბ-ნ
ედუარდს „თეთრ მელას“!!! სხვაგვარად გაუგებარია, ნამდვილად რატომ არ ჩაატარა
შევარდნაძემ ცხედრის ექსპერტიზა?
          ხალხს ყველაფერში სჭირდება სიმართლე და სწორედ ამიტომ თაროზე
შემოდებული ყველა საქმე უნდა გაიხსნას. ამასთან დაკავშირებით მინდა დიდი
მადლობა გადავუხადო ბ-ნ იგორ გიორგაძეს, რომელმაც თვითმფრინავის ბიჭების
საკითხზე დაწერა ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ისე, როგორც იყო და როგორც მოხდა.
ვწუხვარ მხოლოდ იმას, რომ თეიმურაზ გერსამია (მოსამართლე ამ საქმეზე) ვერ
მოესწრო ამას და საფლავში გაჰყვა ამის გამო დიდი ტკივილი; მისთვის ძალიან მძიმე
იყო იმ განაჩენის გამოტანა, მაგრამ პროფესიონალიზმი არ აძლევდა სხვაგვარი
მოქმედების უფლებას. ერთხელ მე მას ვკითხე: მღვდელს რა როლი ჰქონდა მთელ ამ
საქმეში მეთქი? მან მიპასუხა: „მღვდელი იყო ამ გეგმის ავტორი და ყველაფრის
ორგანიზატორი, მაგრამ შემდეგ, ბოლო წუთში, აღარ გაყვა მათ და მიატოვა ბიჭებიო“.
ახალგაზრდებს უთქვამთ ბ-ნი თეიმურაზისათვის, თუ არა ეგ ჩვენ ამ საქმეზე არ
წავიდოდითო; ამიტომაც გამოუტანა მოსამართლემ მღვდელს ის განაჩენი! თეიმურაზ
გერსამია იყო ნამდვილი ქართველ ვაჟკაცი, მაღალი რანგის სპეციალისტი თავის დარგში,
რომელმაც მთელი ცხოვრება ორ ოთახიან ბინაში გაატარა და ძალას აძლევდა მხოლოდ
ის, რომ უანგაროდ ემსახურებოდა თავის ქვეყანას, განსხვავებით მურუსიძისა და
ჩინჩალაძის მსგავსი პირებისაგან. კარგი იქნება, თუ იმ ჩვენ „დიდ მწერალს“, დ.
ტურაშვილსაც (რომელიც ახლა დიდ ზვიადისტად აცხადებს თავს), მიეთითება იმაზე,
რომ შეწყვიტოს ცრუ ინფორმაციის გავრცელება ამ საკითხთან დაკავშირებით (ახლა უკვე
ევროპაში). ის ბიჭები ყველა ჩვენთაგანის დიდი ტკივილია და ამაზრზენია, როდესაც
მსგავსი პროვოკატორები დღეს, კვლავ, სპეკულირებენ ამ დიდი ტრაგედიით. ასეთ
ხალხს აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი, რადგანაც ისინი რეალობას შეგნებულად
ამახინჯებენ! მუდმივმა ტყუილმა და მუდმივმა დეზინფორმაციამ დააბნია

საზოგადოება; ვერ იქნა და ვეღარ გაარჩია ხალხმა, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ამ
ფონზე არჩევნების ჩატარებას არავითარი აზრი არა აქვს. გვჭირდება დამოუკიდებელი,
მოუკერძოვებელი სასამართლო სისტემა და ზუსტი ცოდნა იმისა ვინ არის დამნაშავე და
ვინ მართალი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ დროს იმას, თუ ვინ ნაცია, ვინ
ქოცი ან ვინ, რომელი ეროვნების წარმომადგენელი. ხალხს სურს სიმართლე, სიმართლე
და მხოლოდ სიმართლე! და სწორედ ამ სიმართლის მიღწევა გახდა შეუძლებელი
სოროსის პოლიტიკური დაკვეთით შემოტანილი ახალი კანონებით, სადაც მთლიანად
უარყოფილია ზნეობა, ჩვენი ტრადიციები და ცხოვრების წესები.
          ტოკაევმა გაათავისუფლა მთლიანად ყაზახეთის სახელმწიფო სტრუქტურები
ამერიკის მიერ, პოლიტიკური მიზნით, ჩანერგილი იდეოლოგიური ელემენტებისაგან.
ჩვენთან როდის დაიწყება იგივე პროცესები, ან დაიწყება კი საერთოდ? საქართველოს
არცერთი ქვეყნის მიმართ არ გააჩნია მტრული განწყობილება, თუ თავად, რომელიმე,
სხვა ქვეყანა არ ჩაერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში და არ დაიწყებს ჩვენი კულტურის,
ცხოვრების წესებისა და ეკონომიკის განადგურებას. აგერ, რამდენი წელია ლაპარაკია
ლუგარის ლაბორატორიაზე და საერთოდ იმ ბიოლოგიური ბრძოლის ფორმებზე, რასაც
ამერიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს. ჩვენი პრეზიდენტი კი ადგა, ამ დროს,
და ღირსების ორდენით დაგვიჯილდოვა ამირან გამყრელიძე! ეს რატომ? ნახევარი
საქართველო რომ დახოცა კოვიდის პერიოდში? ჩემი მეუღლე, მაგალითად, გამიზნულად
მოკლეს ინგოროყვას კლინიკაში. არ უპასუხეს არც ჩვენს, არც მისი პირადი ექიმის
ზარებს (ლ. მახალდიანი), ჩამოართვეს ტელეფონი და პრინციპულად არ გაითვალისწინეს
მისი ინდივიდუალური მდგომარეობა. (ის წლების მანძილზე მუშაობდა რადიაციულ
მასალებზე, ჰქონდა სისხლის დაავადება და იმყოფებოდა ექიმი სპეციალისტის მუდმივი
მეთვალყურეობის ქვეშ, რის გამოც მისი მკურნალობა აუცილებლად ექიმთან
შეთანხმებით უნდა წარმართულიყო).
          ანალოგიური შემთხვევები ძალიან ბევრია და არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე?
აჯილდოვებთ კიდევ ამ ხალხს??? გინდათ გადაიყვანოთ მთლად ადამიანები ჭკუიდან?
ვიცით ის, რომ უვიცები არიან ჩვენი ექიმების დიდი ნაწილი, მაგრამ იმას მაინც მიხედოს
უშიშროების სამსახურმა, რომ ექსპერიმენტები არ ატარონ ასეთმა ექიმებმა,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დაკვეთით, ჩვენს მოსახლეობაზე და
ამ გზებით არ აკეთონ თავიანთი კაპიტალი! რამდენმა ექიმმა გაწირა თავისი
ახლობლებიც კი ამის გულისათვის. გადავგვარდით! რუსეთი, ამ დროს, პროტესტის
ნიშნად გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან, ხოლო გერმანელი ხალხი კი დღემდე თხოვს
პასუხს თავის მთავრობას ექსპერიმენტალური ფორმით გამოშვებული ვაქცინის
მოსახლეობაში გამოყენების აუცილებლობის გამოცხადებისათვის. ჩვენ კი რას ვაკეთებთ
ამ დროს, ვაჯილდოებთ?! ვის ინტერესებშია ეს?
          თავი და თავი ჩვენი ყველა უბედურების არის სასამართლო სისტემა! ის, რომ
ყველა დამნაშავეს აქვს დაუსჯელობის იმედი! რა წესრიგზე შეიძლება ლაპარაკი იმ
ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს, ორმაგი სტრანდარტებია დამკვიდრებული
ყველგან და მართლმსაჯულების მეტრი არის მურუსიძე, ჩინჩალაძე, შოთაძე...

სისტემატურად ხდება ფაქტების გაყალბება და რაც მოესურვებათ იმას წარმოადგენენ
სიმართლედ! მდგომარეობას ართულებს ის ცვლილებები, რაც შეიტანა სოროსის
აგენტურამ ჩვენს კონსტიტუციაში და თავდაყირა დააყენა ამით მთელი ჩვენი
იურისპრუდენცია. დასავლეთმა წესად აქცია რეალური ვითარების სურვილის მიხედვით
შეცვლა და ფაქტების დამახინჯება ყოველთვის ერთი მიზნით: განახორციელონ და
დაამკვიდრონ ცხოვრებაში თავიანთი ინტერესები და მიზნები; ამიტომაც არის, რომ
ვერცერთი პატიოსანი ადამიანი ვერ აღწევს სიმართლეს ჩვენს ქვეყანაში, ხდება ამ
ხალხის მუდმივი შევიწროება და რეპრესიები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
საქმეში ერევიან ძალოვანი სტრუქტურები. მე, პირადად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში
და ძალიან კარგად ვიცი ეს რაც არის: ხდება ფაქტების გაყალბება და ვერასოდეს ვერ
მიაღწევ სიმართლეს. აი, მაგალითად, მე დამიხურეს პირადი საიტი
(gildasikharulidze.com), სადაც განთავსებულია მთელი ჩემი ინფორმაცია: ოთხი
მონოგრაფია, სამეცნიერო მასალები და სტატიები პოლიტიკური პრობლემების
ანალიზით და არავინ არ აგებს პასუხს ამაზე; თუმც, თავისთავად ეს ძალზედ
სერიოზული დანაშაულია. თანაც, რაც მთავარია, სრული იზოლაცია მაქვს, ამ დროს
პროგრამისტთან, არ მეძლევა მასთან პირისპირ შეხვედრის და საქმეში გარკვევის
უფლება, რადგანაც ეს მას არ სურს და ყოველგვარი ძალდატანება კი შეურაცხყოფს
თურმე მის ღირსებას. ჩვენს შორის დგას მისი ადვოკატი, რომელიც ყოველ ფრაზაში
ცრუობს და არავითარი გზა ამ სიცრუის გამომჟღავნების არ არსებობს; ამ შემთხვევაში
საჭიროა და აუცილებელი დაპირისპირება, რაც ჩვენს კანონმდებლობაში სოროსის მიერ
შეტანილი ცვლილებების გამო იკრძალება. რა არის ეს, თუ არა გამოძიებისათვის
სპეციალურად ხელის შეშლა? მასალებს (განცხადებები, მიმართვები) რაც ამ საქმესთან
დაკავშირებით პოლიციაში არსებობს, პოლიცია არ აძლევს სასამართლოს, მიუხედავად
სასამართლოს მხრიდან ამ მასალების გადაცემის შესახებ განმეორებითი მოთხოვნისა.
          მე ვიცოდი, რომ ჩემი საიტი გახსნილი იყო ევროპაში, აღმოჩნდა კალიფორნიაში
და ჩვენს თხოვნაზე (ითხოვდა ადვოკატი) აეხსნათ რისთვის, რა მიზეზით და ვისი
მოთხოვნით დაიხურა ეს საიტი, გვპასუხობენ: გვიჩივლეთ და გიპასუხებთო! რა არის ეს?
აღვნიშნავ, რომ ჩემი ნაშრომები ეხება მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის
საკითხს, დიალექტიკის ასპექტებს და განიხილავს თანამედროვე მეცნიერული
მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსს და მნიშვნელობას; თანაც ყველაფერი ეს
პრინციპულად უპირისპირდება დასავლეთის იდეოლოგიას, რომლის ღირებულება და
არამეცნიერული ხასიათი ძალიან კარგად გამოჩნდა ამერიკის მიერ რუსეთზე დადებული
სანქციების საოცარი უაზრობისა და კურიოზულობის ასპექტში. სხვათაშორის აქვე მინდა
აღვნიშნო, რომ საქართველოში მიზანმიმართულად ნადგურდება საუკეთესო
მეცნიერული ნაშრომები, ისპობა და ცარიელდება ბიბლიოთეკები, ყველაზე მეტად კი
გადაუარეს ფიზიკის ფაკულტეტს, სადაც ძალზედ საინტერესო კვლევები
მიმდინარეობდა დიალექტიკის პრობლემებზე და საიდანაც უამრავი ახალგაზრდა
მიჰყავდა, თავის დროზე, ამერიკას თავისთან სამუშაოდ. რუსეთმა ოპერატიულად
მოაგვარა ეს საკითხი და თავისი მთელი ლიტერატურა (ყველა სფეროში) ელექტრონულ
ფორმატში გადაიყვანა; არაფერი არ დაკარგულა და აწი მით უმეტეს აღარაფერი

დაეკარგებათ. ჩვენთან კი არავის არ აინტერესებს ეს საკითხი. კაცმა არ იცის,
მაგალითად, ის, თუ სად არის ა. რაზმაძის. ლ. გოკიელის, ნ. მუსხელიშვილის, მ.
მირიანაშვილის, ვ. მამასახლისოვის, კ. ბაქრაძის, ს. წერეთელის, ზ. კაკაბაძისა და სხვა
ბრწყინვალე მეცნიერთა ნაშრომები... რაც ესოდენ საჭიროა ახალგაზრდობისათვის.
          მე საკუთარი ხარჯით გაკეთებული საიტი გამინადგურეს. წლების მანძილზე,
ჩემი სტატიები, ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, იმას, თუ
როგორ მუშაობდა ჩვენში სოროსის აგენტურა, როგორ დაანგრიეს განათლების სისტემა
და მეცნიერება, როგორ გამოგვაცხადეს „ჩარეცხილებად“ და კანონმდებლობის სრული
დარღვევით როგორ გამოგვიშვეს უნივერსიტეტიდან, მოგვწყვიტეს ახალგაზრდობას და
თანაც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ვიყავით მათთვის საჭირო. ჩვენს ნაცვლად კი
ახალგაზრდობასთან, უნივერსიტეტიდან და აკამედიიდან აქტიური მუშაობა გააჩაღა მ.
მამარდაშვილმა და მიუხედავად მისი გარდაცვალებისა ეს მუშაობა ისევ გრძელდება!
ბევრმა მეცნიერმა ვერ გაუძლო რეპრესიებს და გარდაიცვალა.
          პირადად ჩემზე რეპრესიები გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც ჩემმა ერთადერთმა
შვილიშვილმა (გიორგი ვარამაშვილი), რომელიც არის სწორედ ჩემი საიტის
პროგრამისტის, ცოლად მოიყვანა ქალი (თამთა სხირტლაძე), ძალოვანი სტრუქტურის
წარმომადგენლის (თემურ სხირტლაძის) საკმაოდ პრობლემური ოჯახიდან - მე ამ ოჯახს
დღესაც არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი წერილების დიდი ნაწილი ეხება ძალოვანი
სტრუქტურების კრიტიკას და ხშირად მქვს იქ მიმართვები იგორ გიორგაძესთან, რომ
როგორმე დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხში და მოგვხედოს.
          ზუსტად ერთ თვეში ახალმა რძალმა წამოჭრა ჩვენთან ქონებრივი დავის საკითხი,
რაც ჩვენი ოჯახისათვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგანაც ბინები გვქონდა და ამ
მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობდა. ამ დღიდან შვილიშვილმა მთლიანად
გაწყვიტა კავშირი ჩვენთან, იქცა იარაღად გამოცდილი პოლიციელის ხელში და დღემდე
არავითარ დიალოგზე არ გამოდის; ეს მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და ღირსების
შელახვაა თურმე! ამ პერიოდიდან მან ჩემი საიტის ხშირი დახურვები დაიწყო, რის
გამოც მივმართავდი პოლიციას და მათგან გარკვეული რეაგირების შემდეგ საიტი
იხსნებოდა. ჩემი მრავალჯერადი თხოვნა გადმოეცა საიტი ოფიციალურად ჩემთვის, რათა
მე ის სხვა პროგრამისტის დახმარებით მემართა მან ყოველთვის უყურადღებოდ
დატოვა. დღეს საიტი საბოლოოდ არის გაუქმებული და საქმეს განიხილავს სასამართლო,
პოლიცია კი ამ დროს არ იძლევა ამ საკითხზე ჩვენი ხანგრძლივი დავის მასალებს (ვაკის
რაიონი).
          ყველაფერთან ერთად დადგა ქონებრივი საკითხიც და გამოცდილი პოლიციელის
ოჯხმა ეს პროცესიც როგორც სურდა ისე წაიყვანა (ჩვენი ყველა ბინა მათია თურმე). ჩემი
შვილიშვილის სახელით პროცესებზე ლაპარაკობს ოჯახის მიერ შერჩეული ადვოკატი და
იმისათვის, რომ მათი ყველა ტყუილი და მაქინაცია დაიმალოს ჩემს შვილიშვილს
კატეგორიულად აქვს აკრძალული ჩემთან შეხვედრა. უმაღლეს დონეზეა გამოყენებული
ფაქტების დამახინჯებისა და დაფარვის ყველა სოროსული მეთოდი. შეიძლება ითქვას,

რომ გესტაპოს არ უწამებია ხალხი ისე, როგორც ჩვენ ამ ოჯახმა გვაწამა. გარდაიცვალა
ჩემი მეუღლე, მე კი ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა... ნამდვილად აღარ მინდა
გავიმეორო ამგვარი სისულელე, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ეს ოჯახი ყველაფერს ჩემს
შვილიშვილს დააბრალებს, თვითონ კი იგრიალებენ შემდეგ მი ქონებაზე, მისი ხოლი კი
მესამედაც გათხოვდება.
          ამ ბოლო დროს მითხრეს, რომ ჩემმა შვილიშვილმა შეიძინა საკმაოდ დიდი
საცხოვრებელი ფართები, თავის სახლთან ახლოს, ვაკეში! საინტერესოა რითი? ეს ხომ
ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული?! გიორგი არის ძალიან კარგი პროგრამისტი
(გადავყევით მის აღზრდას), ფლობს კარგად ინგლისურ და რუსულ ენებს, მაგრამ არა
აქავს არავითარი ცხოვრებისეული გამოცდილება, მიუხედავად თავისი ასაკისა, და
ვშიშობ არაფერში გაებას. თუ ყველაფერი კანონიერების ფარგლებშია (რაც დიდ ეჭვს
იწვევს), მაშინ ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ქონებრივი
დავის საკითხი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს. მე ძალიან მაინტერესებს ვინ
გავზარდე: იდიოტი თუ ნაძირალა? ერთი პირისპირ შეხვედრა, ოფიციალურ და
სერიოზულ ვითარებაში საკმარისია, რომ ყველაფერი ეს გაირკვეს. გიორგი ჩემთან
ტყუილს ვერ იტყვის და ამიტომაც აქვს მას აკრძალული ჩემთან პირისპირ შეხვედრა.
ისე, როგორც გავიგე ამ ოჯახისთვის ეს ტრადიციაა და თავად თემურ სხირტლაძესაც
აკრძალული ჰქონია თავის ოჯახთან კონტაქტი, ხოლო როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა
დედა და ძმა არ მიუშვა ჩემი რძლის ოჯახმა პანაშვიდზე. იმისათვის, რომ ჩემი
შვილიშვილის სიცოცხლე საფრთხეში არ აღმოჩნდეს (რასაც არ გამოვრიცხავ ამგვარ
პირობებში) და მეც დამშვიდებული ვიყო, რომ ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც
შემეძლო მისთვის ვთხოვ ჩემს ადვოკატს სპეციალური განცხადებით მიმართოს
პოლიციას (ვაკის რაიონი). იმედია ეს მასალაც არ დაიკარგება.
          თუ ყველაფერი წესრიგშია და ჩემს შვილიშვილს არავითარი საფრთხე არ ელის,
მაშინ კეთილი ინებოს მან და მითხრას პირისპირ, რატომ გაანადგურა მან ასე საშინლად
ჩვენი ოჯახი და რატომ არ მაძლევს დღეს უკვე პირადად მე, სიცოცხლის ბოლო წლების
ნორმალურად გატარების საშუალებას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სჭირდება
მიუკერძოებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება,
გათავისუფლებული სოროსის მიერ შემოტანილი ყოველგვარი საკანონმდებლო
ნაგავიდან, რამაც დაგვიმახინჯა და აგვირია ყველას ცხოვრება.
          დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში ხალხი ძალიან მძიმე
მდგომარეობაშია. ამიტომ ვიდრე კონსტიტუციაში აუცილებლად განსახორციელებელი
ცვლილებები შევა, კარგი იქნება, თუ მანამდე, ოპოზიციის ხაზით და აუცილებლად მიშა
სააკაშვილის პარტიის წევრთა ბაზაზე შეიქმნება საკონსულტაციო, საადვოკატო ბიურო
(იყოს ფასიანი), რომელიც დაეხმარება ყველას გაერკვეს სოროსის პოლიტიკური
დაკვეთით შემოტანილი კანონების გამო, ჩვენს იურიდიულ სივრცეში შექმნილ
დაბირინთებში. ასეთი საადვოკატო ბიურო დღეს ძალზედ საჭიროა და აუცილებელი. ის,
ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სპეციალისტებს ჩვენს გაუბედურებულ კონსტიტუციაში
რაციონალური ცვლილებების შეტანაზე მუშაობაში, ხოლო მეორეს მხრივ (რაც მთავარია!)

დაეხმარება სამართლის კეთილსინდისიერად მაძიებელ ადვოკატებსა და
მოსამართლეებს თავიანთი საქმის კეთებაში. ხალხი გადაიყვანა ჭკუიდან ბანდიტებად
ქცეულმა მოსამართლეებმა და ადვოკატებმა. მაგალითისთვის კმარა შაქარაშვილის,
ბაჩალეიშვილის და მაჩალიკაშილის საქმეები და ბოლოს კვარაცხელიას საქმე, რომლის
შედეგსაც მთელი საქართველო ელოდება.