პოლიტიკა
„კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“...
შემთხვევით, იუთუბზე ვნახე რომელიღაც სკოლის კურსდამთავრებულთა უკანასკნელი ზარი. ეკრანზე ზურგით გამოჩნდა გოგონა, რომელსაც თეთრ პერანგზე, თანაკლასელებისაგან, სამახსოვროდ, დატოვებული წარწერები ჰქონდა ასახული, ხოლო შუაში კი ცენტრალურ ადგილზე, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სურათები ეხატა. ვიღაცამ ხელი დაადო მას მხარზე და კითხა: „ეს სურათები რატომ გახატიაო?“ გოგონა სწრაფად მოტრიალდა და უპასუხა: „საქართველოს გადაარჩენს მხოლოდ ეროვნული ცნობიერებაო!“ შემდეგ გამოჩნდა მეორე გოგონა (ძალიან ლამაზები იყვნენ ორივე), მასაც იგივე სურათები ეხატა პერანგზე და მანაც იგივე პასუხი გასცა ჟურნალისტს... არვიცი ვისი შრომის შედეგი იყვნენ ეს ბავშვები: სკოლის თუ მშობლების, მაგრამ გავიფიქრე: გ ა დ ა ვ რ ჩ ე ბ ი თ!! ამ ბავშვებმა იცოდნენ უკვე, რომ ეროვნულ იდეოლოგიას მიყავს ადამიანი მიზანმიმართულად , საკუთარი შესაძლებლობების სრული და ყოველმხრივი რეალიზაციისაკენ და თანაც, როგორც წესი, ყოველთვის ქვეყნისა და თავისათვისაც მაქსიმალურად სასარგებლოდ. ეროვნულმა ცნობიერებამ და სწორედ ეროვნულმა ცნობიერებამ ატარა ვაჟას, ილიას, აკაკის ქვეყანაში, მართლმადიდებლური რელიგიის მხრებით, ქართველი ხალხის გმირული ისტორია და საამაყო წარსული. ეროვნული ცნობიერება აერთიანებს, ერთ მუშტად კრავს საზოგადოებას და აკეთებინებს თითოეულს იმას, რასაც ისინი, ამ გრძნობის გარეშე, ვერასოდეს, ცალ-ცალკე ვერ გააკეთებდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ჩვენი ფეხბურთელები, რომელთაც მოახდინეს სასწაული და აჩვენეს, მოედანზე, მსოფლიოს ნამდვილი ფეხბურთი. მათ გააღვიძეს ხალხში ეროვნული ცნობიერება და გაიმეორეს ამით „ზვიადის ეფექტი“.
„ზნეობა, ეს არის იცხოვრო შენი ხალხის ზნე-ჩვეულებით“ - წერდა არისტოტელე; ილიამ კი ეს აზრი ასე გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ასეთია ქართველი ხალხის საუკუნოვანი, სულიერად ამაღლებული ცხოვრების წესი, ჩვენი იდუმალი, საოცარი და უკიდურესად ფილოსოფიური მიმართება სამყაროსთან, ძველი ქართული სიმღერების მთავარი პარადიგმა, რის გამოცაა, რომ ჟრუანტელს გვრის ყველა სხვა ხალხსაც მათი მოსმენა. გაიხსენეთ ჩვენი „ურმული“, „გაფრინდი შავო მერცხალო“ და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ... ეს ხასიათი გაიტანეს, სწორედ, ბიჭებმა მოედანზე, გუნდმა, რომლის ყოველი წევრი ჭეშმარიტი ქართველია. მათმა თამაშმა ყველა გააოცა და ბევრს ათქმევინა ისიც: ეს ვინ ყოფილან ქართველებიო. ეს იყო ეროვნული ცნობიერების გამარჯვება! ვინ გენიოსი გვარიგებს ჭკუას და გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი შვილები ევროპელები არიან, რომ ისინი იქ უნდა აღიზარდონ, იქ უნდა ისწავლონ და იქ უნდა მიიღონ განათლება?! რომელმა „ჭკვიანმა“ ჩაგვიწერა კონსტიტუციაში ის, რომ საქართველოს არსებობის მთავარი არსი და მიზანი არისო გზა ევროპისაკენ.
ერთხელ იგორ გიორგაძეს კითხეს: „ვისთან იქნება საბოლოოდ საქართველო, ამერიკასთან თუ რუსეთთან?“ იგორმა უპასუხა: „საქართველო იქნება მხოლოდ საქართველოსთანო!“ ეს იყო სწორედ ზვიად გამსახურდიას მთავარი ლოზუნგი... მაგრამ იმ პერიოდში, კარგად ჰქონდა ფრთები გაშლილი უკვე სოროსის აგენტურას; ფილოსოფიის ინსტიტუტში მყარად იყო მოკალათებული მამარდაშვილი და სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული ფილოსოფოსებთან ერთად (ე. კოდუა, გურამ თევზაძე, მ. ჭელიძე, ვ. ერქომაიშვილი) აქტიურად ეწეოდა სოროსული იდეოლოგიის პროპაგანდას; გამოიცა ახალი სახელმძღვანელოები ფილოსოფიაში ყველგან, საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით, კითხულობდა ლექციებს მ. მამარდაშვილი, ლანძღავდა ზვიადს და ამბობდა: „გამსახურდიას თუ აირჩევთ პრეზიდენტად მე წავალ საქართველოდანო“; პარალელურად, მთელი ძალით ინერგებოდა რუსოფობია და ყოველივე ამას თან ახლდა დიალექტიკის თეორიისა და მეცნიერული მსოფლმხედველობის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოსვლები. უნივერსიტეტის დერეფნებში დარბოდნენ ვიღაც ნიღბიანი პირები, გამოყავდათ სტუდენტები აუდიტორიებიდან და შლიდნენ ლექციებს. ჩემს ლექციებზე ყველა სტუდენტი დადიოდა, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა საშინელი დავა და კამათი. ერთხელაც, ვიღაც ნიღბოსანმა შემოაღო კარი და სტუდენტებს უთხრა: „გამოდით გარეთ, თქვენ რა, ფილოსოფიის ლექციას უსმენთო?“ ერთმა ჩემთან დავაში ენერგიულად ჩართულმა სტუდენტმა უხეშად უპასუხა: „დიახაც ვუსმენ! მერე შენ რა გინდაო?“ - რის შემდეგაც პირმა სასწრაფოდ დახურა კარები. წავიდა.
ახალგაზრდობას ძალიან აინტერესებდა საზოგადოებაში შექმნილი ვითარებისა და წამოჭრილი პრობლემების ანალიზი; ეს ასეა ახლაც! დაღლილი გამოვდიოდი ყოველთვის აუდიტორიიდან; მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ, როდესაც ქართული ჯგუფების შემდეგ, რუსული სექტორის სტუდენტებთან შევდიოდი, იქ კიდევ მეტი კამათი იწყებოდა; როდესაც ვკითხე თქვენ რაღა გინდათ, რამ გადაგრიათ ასე მეთქი, იცით რა მიპასუხეს?: „რატომ ერევა რუსეთი ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებშიო.“ მათ სურდათ, სადაც ცხოვრობდნენ იმ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა; სწორედ ისეთი, რაც თავის დროზე ჩაფიქრებული ჰქონდა სტალინს და რასაც ფაქტიურად აკეთებს დღეს პუტინი. მაშინ მივხვდი, თუ რა სერიოზული შედეგები გამოიღო ფიზიკის ფაკულტეტზე, ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლებამ. ეს რა თქმა უნდა, არც სოროსელებს დარჩენიათ შეუმჩნეველი და ამიტომაც იყო. რომ ე.წ. „განათლების რეფორმის“ სახელით ყველაზე მეტად დაანგრიეს და გაანადგურეს ფიზიკის ფაკულტეტი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფაკულტეტის სტუდენტებთან მერაბ მამარდაშვილმა ერთი ლექციის მეტის წაკითხვა ვერ მოახერხა; მაღალ დონეზე ჰქონდათ ფიზიკოსებს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და კამათის უნარი...
არ ვილაპარაკებ აქ მე ჩვენს შორეულ წარსულზე და ღირსეულ ისტორიაზე, მაგრამ ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს ძირითადი ფაქტები. ყველა დარგში გვყავდნენ ბრწყინვალე მეცნიერები და მოაზროვნეები, მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ის, რომ სწქორედ საქართველოში: ანდრია რაზმაძის, ლ. გოკიელის, მ. მირიანაშვილის, ვ. მამასახლისოვის, კოტე ბაქრაძის, სავლე წერეთლისა და ზურაბ კაკაბაძის შრომების ბაზაზე დაიწერა და პირველად გაჟღერდა ახალი დროის დიალექტიკური აზროვნების საოცარი პარადიგმა: „წინააღმდეგობა უარყოფა არ არის - დამატებაა!“ თვით, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ნილს ბორმა დაწერა, მაშინ თავისი „დამატებითობის პრინციპის“ ეს გენიალური ინტერპრეტაცია, ჩვენს მეცნიერებთან ერთად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის დაფაზე. შემდეგ ჩვენმა ფიზიკოსებმა ამოჭრეს და სამახსოვროდ შეინახეს ეს ნაწერი. ამ ფრაზით დასრულდა, ფაქტიურად, ბორისა და აინშტაინის 20 წლიანი კამათი და დისკუსია; დასრულდა ჩვენი მეცნიერების მონაწილეობით, ფიზიკის ფაკულტეტის „მეცნიერებისა და ფილოსოფიის“ სემინარზე, რომელსაც აკად. ვაგან მამასახლისოვი ხელმძღვანელობდა.
ამ ახალმა მსოფლმხედველობრივმა პარადიგმამ, რომლითაც დაიწყო ადამიანის ახალი დიალოგი გარემოსთან, ფუნდამენტალურად შეცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან. ეს ცვლილება შეეხო ყველა დარგს და ყველა სფეროს, რის გამოც პრინციპულად დაისვა საკითხი, ყველა ცალკეული ფაკულტეტისათვის ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვით კითხვის აუცილებლობის შესახებ. ეს იყო სრულიად ახალი ხაზი ფილოსოფიური კადრების მომზადების საქმეში და გულისხმობდა ამ კადრების მომზადებას ცალკეულ სპეციალისტთა ბაზაზე (ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, იურისპრუდენცია და სხვ.), რაც თავის მხრივ ძალზე სერიოზულ მუშაობასთან იყო დაკავშირებული. ეს ნიშნავდა იმას, რომ ფილოსოფიის კურსი ყოველი ცალკეული დარგის სპეციალისტისთვის უნდა წაკითხულიყო დიალექტიკის პრობლემატიკის ღრმა თეორიული ანალიზის ბაზაზე, ამ კონკრეტული დარგის ფუნდამენტალური პრობლემების სერიოზული გააზრებისა და კვლევის საფუძველზე და არა როგორც რაღაც პრიმიტიული კურსი: Философия для колхозников и для партийных школ”
სწორედ ამ პერიოდში დავამთავრე მე ფიზიკის ფაკულტეტი „თეორიული ფიზიკის განხრით და წილად მხვდა ბედნიერება, ბრწყინვალე პედაგოგების ხელმძღვანელობით (აკად. მათე მირიანაშვილი და აკად. კ. ბაქრაძე) გამეგრძელებინა სწავლა ასპირანტურაში, „მეცნიერება და ფილოსოფიის“ ხაზით. დისერტაციის დაცვის შემდეგ (თემა: ფიზიკა და ფილოსოფია“), წლების მანძილზე მიმყავდა ფილოსოფიის კურსი, პროფილის მიხედვით, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ახალგაზრდობა ძლიერ დაინტერესდა დიალექტიკის პრობლემებით; ჩავატარეთ ხუთი საკავშირო კონფერენცია თემაზე: „მეცნიერება და ფილოსოფია.“ ამასთან დაკავშირებით მაშინ აკად. ვ. მამასახლისოვი, უნივერსიტეტის გაზეთში წერდა (30 აპრილი, 1989 წ.): „მოხსენებათა უმრავლესობაში გამოვლინდა სტუდენტთა მიერ თანამედროვე ფიზიკისა და დიალექტიკის თეორიის ღრმა ცოდნა, რაც მიუთითეთს იმაზე, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე ფილოსოფიის სწავლება მაღალ დონეზეა დაყენებული.“
ამ პერიოდში ამერიკელებს ძალიან ხშირად მიყავდათ ფიზიკის ფაკულტეტიდან ჩვენი სტუდენტები. ვერ ვიტყვი, რომ მათ რაიმე ესმოდათ დიალექტიკის საკითხებში, მაგრამ იმას კი ხვდებოდნენ, რომ ამ მეთოდით მომზადებული ახალგაზრდები ყველაზე ძლიერები იყვნენ და სხვებს ბევრად ჯობდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკელები ეძებდნენ იმ სტუდენტებს, ვისაც ჰქონდათ „ფრიადი“ ჩემს საგანში.
სამაგიეროდ, როდესაც სოროსელების აქტიური შემოტევები დაიწყო და ლომაიას დაანგრევინეს ჩვენი მეცნიერებაც და განათლებაც, მაშინ, ყველაზე მეტად გაანადგურეს სწორედ ფიზიკის ფაკულტეტი. ეს იყო ხმალამოღებული ბრძოლა დიალექტიკის თეორიისა და პროგრესული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წინააღმდეგ, ბრძოლა ჩვენი მეცნიერებისა და განათლების გასანადგურებლად; ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ბევრ სხვა ლიტერატურასთან ერთად გაანადგურეს ჩემი მონოგრაფიებიც: 1. ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები“ (თსუ. 1985წ.), 2. „მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“ (თსუ 1983წ.), 3. „Философия, мировозрение, человек” (თსუ. 2005წ.), 4. „Человек, умей любить и жертвовать“ (Из-во “Мерани“ 2018г.), 5. „მოვლენების პირისპირ“ (სტატიების კრებული, თსუ 2013წ.) და სხვ.
ეს შრომები ასახავდნენ სწორედ დიალექტიკური პრობლემატიკის განვითარების იმ ძალზედ საინტერესო ხაზს. რომელიც, თავის დროზე ანდრია რამზაძის შრომებში დაიწყო, ხოლო შემდეგ ეს კვლევები გააგრძელეს ჩვენმა სხვა ცნობილმა მათემატიკოსებმა, ფიზიკოსებმა და ფილოსოფოსებმა. ვიდრე ჩემი შრომები ფიზიკის და მათემატიკის პრობლემებს ეხებოდა და თანაც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ჩემი ხელმძღვანელები, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა; მაგრამ შემდგომ, გორბაჩოვის პერიოდიდან, როდესაც გაძლიერდა სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული ე.წ. „ინტელიგენცია“, დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა მეცნიერული ფილოსოფიისა და დიალექტიკის წინააღმდეგ; ფიზიკის ფაკულტეტზე შეწყდა დიდი შრომით ჩამოყალიბებული კურსის „ფიზიკა და ფილოსოფიის“ სწავლება (რასაც პირადად მე ვკითხულობდი) და საბოლოოდ თავდაყირა დადგა მთელი უნივერსიტეტი. ამის შესახებ ბევრი დაიწერა იმ პერიოდში. ეს მოვლენები ასახული იყო ჩემს სტატიებშიც, რომელიც გამოვეცი შემდეგ კრებულის სახით: „მოვლენების პირისპირ“. დღეს უკვე რაც ხდება ჩვენი ქვეყნის მეცნიერებაში და განათლებაშიც ყველამ კარგად იცის და ახსნას აღარ საჭიროებს.
ჩემი ნაწერები ყოველთვის დიდ გაღიზიანებას იწვევდა იმ წრეში, ვისაც ზვიად გამსახურდია „წითელ ინტელიგენციას“ უწოდებდა. ვიდრე მე ფიზიკაზე და მათემატიკაზე ვწერდი, ისინი ვერაფერს ვერ გებულობდნენ, მაგრამ როდესაც დიალექტიკის პრობლემათა ანალიზით სოციალურ მოვლენებზე გადავედი და პოლიტიკას შევეხე, გაღიზიანებამ იმატა, ხელს მიშლიდნენ მონოგრაფიების გამოქვეყნებაში. თავის დროზე საქმეში ბ.-ნი ედუარდიც ჩაერია; მაშინ საკითხი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა; მან თანამდებობიდან გაათავისუფლა გურამ თევზაძე, ე. კოდუა, მ. ჭელიძე და სხვ., მაგრამ მითხრა თანაც, ეს საკითხი ძალიან რთულია და არ იფიქრო ასე ადვილად დამთავრდებაო. ასეც მოხდა, როგორც კი ბ.-ნი ედუარდი მოსკოვში გადაიყვანეს იგივე ხალხმა, სოროსის დახმარებით ყველაფერი ისევ ხელში ჩაიგდო; მართალია, როდესაც ბ.-ნი ედუარდი საქართველოში დაბრუნდა, მისი ძალისხმევით საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სესის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) უკიდურესი დარღვევებით, მუშაობის საკითხი; მაგალითად ჩემი სადოქტორო დისერტაცია ჩააგდეს ისე, რომ ოთხივე ოპონენტის შეფასება იყო დადებითი, გარე ორგანიზაციის დასკვნა იყო დადებითი, დადებითი იყო კამათში გამოსული საბჭოს წევრთა შეფასებაც და რაც მთავარია დისერტაცია გავიდა ერთხმად ღია კენჭის ყრით; მაგრამ ფარული კენჭის ყრის დროს, საბჭოს ხუთმა წევრმა, რომელნიც გამართულად ვერც იტყოდნენ ჩემი დისერტაციის სახელწოდებას (შეფასებაზე ლაპარაკი ზედმეტია) ჩააგდო შავი და დისერტაცია არ გავიდა. მოვითხოვე, როგორც სეს-ის წესდება ითვალისწინებდა, კამათი, მაგრამ კამათში არავინ არ გამოვიდა. ანუ სეს-ი მუშაობდა ზუსტად ისე როგორც დღეს ჩვენი მართლმსაჯულება და სასამართლო ორგანოები მუშაობენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ თითქოს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა დასკვნა, მაგრამ იმ დროისათვის უკვე აღარავითარი აზრი აღარ ქონდა, რადგანაც უკვე აღარც აკადემია არსებობდა და აღარც უნივერსიტეტი. ჩემს გარდა ბევრი სხვაც წერდა მაშინ ამის შესახებ პრესაში. მე, პირადად, არასოდეს არ მისარგებლია დოქტორის ამ გზით მონიჭებული წოდებით. ჩემი ხელმძღვანელები უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ, ბ-ნ ედუარდს კი იმაზე მეტის გაკეთება რაც გააკეთა არ შეეძლო. იარაღით ხელში დამხობილი იყო კანონიერი ხელისუფლება და ქვეყანაში, ყველგან აღვირახსნილად თარეშობდა სოროსი; ისინი განაგებდნენ ჩვენთან ორივე იდეოლოგიურ ცენტრს (ფილოსოფიის ინსტიტუტი და ფილოსოფიის ფაკულტეტი), როინ მეტრეველი ამ დროს გამოჭერილი ყავდა „კმარას“ და მიუხედავად იმისა, რომ ბ.-ნმა ედუარდმა რამოდენიმეჯერ დაურეკა „არ გადადგე, იქნებ ჯავახიშვილი მაინც გადავარჩინოთო“ ის მაინც გადადგა. ალეკო თავხელიძეს კი თავად ზურაბ ჟვანიამ დაურეკა, თუ ხვალ დილითვე პირველივე რეისით არ გაფრინდებით თქვენს სიცოცხლეზე პასუხს არ ვაგებო და აკადემიის პრეზიდენტიც, ამ ზარის შემდეგ, მეორე დილითვე გაფრინდა.
ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ნილს ბორის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთან ვიზიტის შემდეგ ბორი მალე გარდაიცვალა, რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული ქართველებს. ჩვენთან ყოფნის დროს ბორი კახეთში წაიყვანეს, რაღაც სახალხო დღესასწაულიც იყო იმ დღეს კახეთში. ჩვენებმა ბორს სუფრა ტყეში გაუშალეს; იქვე შორი - ახლოს მაშინ სხვა სუფრებიც იყო გაშლილი. როდესაც ბორი სუფრასთან ჯდომით დაიღალა, წამოდგა ფეხზე, ტყეში გაისეირნა და შემთხვევით იქვე გაშლილ პატარა სუფრას წაადგა თავს. უეცრად იმ სუფრიდან ერთი მაღალი, ახოვანი, ხანში შესული კახელი ვაჟკაცი წამოდგა, გრძელი თეთრი წვერით და თეთრ პერანგში გამოწყობილი, ყანწით ხელში გამოემართა ბორისაკენ, მუხლი მოიყარა და ისე დალია მისი სადღეგრძელო; ამ დროს კი მისმა სუფრამ „მრავალჟამიერი“ დასჭექა. ეს უკვე ბ.-ნი ელეფთერ ანდრონიკაშვილის ეფექტურად მოწყობილი ოინი იყო და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მრავალჟამიერიც შესრულდებოდა იქ მაშინ. ბორი ამ ფაქტმა ძალიან ააღელვა, გააოცა და საერთოდაც უკიდურესად ნასიამოვნები და კმაყოფილი წავიდა საქართველოდან. ჩვენებმა უსაზღვრო სიყვარულით და პატივისცემით გააცილეს ძვირფასი სტუმარი. ქართველებმა ვიცით პატივისცემა იმათი, ვინც ამის ღირსია!!!
არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ის ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ბორმაც და აინშტაინმაც, რომელთაც სიკვდილის ბოლომდე პრინციპულად განსხვავებული მსოფლმხედველობრივი პოზიციები ჰქონდათ, ორივემ დასავლეთის ფილოსოფიას „სულელური ფილოსოფია“ უწოდეს... და მართლაც, სწორედ ამ „სულელურ ფილოსოფიაზე“ დამყარებულმა აზროვნებამ, რომელიც უარყოფს დიალექტიკის თეორიას, მეცნიერულ მსოფლმხედველობას, კანონს, მორალს და სამართალს, მიიყვანა დასავლეთი იმ კატასტროფულ მდგომარეობამდე, რაშიც ამჟამად იმყოფება; მსოფლიო დგას დღეს ატომური ომის საშიშროების წინაშე და რომ არა პუტინის უკიდურესად ზნეობრივი, სამართლიანი და ღრმად გააზრებული „ зеркальная политика”, განადგურდებოდა ალბათ კაცობრიობა და ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა ცხოვრება დედამიწაზე. ჩვენ კი, ვდგავართ ამ დროს და როგორც ბოლომდე დასრულებული იდიოტები ვწყევლით, ვლანძღავთ და მიწასთან ვასწორებთ პუტინს. რეფორმები კი განათლების სისტემაში ჩავატარეთ არა თეორიული აზროვნების იმ მაღალი კულტურის ბაზაზე. რაც გააჩნდა საქართველოს და რითაც უნდა დაეწყო სწორედ დღევანდელ ადამიანს ახალი დიალოგი სამყაროსთან, არამედ სოროსის მიერ კარგად მომზადებული სანტექნიკოსი ლომაიას დიქტატით, რომელმაც ერთნაირად მოსპო ჩვენში მეცნიერებაც, განათლებაც და კულტურაც - იდეოლოგიური ხაზით კი ყველგან ამ დროს, აქტიურად კითხულობდა ლექციებს მერაბ მამარდაშვილი. მიმდინარეობდა სოროსის იდეოლოგიის აღვირახსნილი პროპაგანდა, უტევდნენ ჩვენს რელიგიას და ტრადიციებს.
ამ რამოდენიმე ხნის წინ ვნახე იუთუბზე ერმილე ნემსაძის მიერ განთავსებული ჩანახატი: ქართული მუსიკის ფონზე საოცრად თრთოდა, თითქოს კანკალებდა და თანაც სასწაულებრივად ბრწყინავდა ანექსირებული ტაო... და ოშკი... ტკივილი ვიგრძენი და ცრემლი მომადგა... ღმერთო, დალოცე დედები ვინც ასეთ შვილებს ზრდიან. ბევრი ასეთი ახალგაზრდა მოწყვეტილია დღეს საქართველოს, ოჯახს, დედას, თავის მიწა-წყალს და ხიდაშელის მსგავსი კადრები არ აძლევენ მათ საშუალებას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ხალხს და ქვეყანას. არადა, როგორ ჰაერივით ჭირდება დღეს საქართველოს უშიშროების სფეროს პროფესიონალი კადრები. მათ და მხოლოდ მათ შეუძლიათ შეაჩერონ ის საშინელი იდეოლოგიური ომი, რაც ასე აქტიურად აქვს გაჩაღებული სოროსის აგენტურას საქართველოში და თანაც განსაკუთრებით ყავთ მიზანში ამოღებული ახალგაზრდობა.
სოროსელებმა თავდაყირა დააყენეს ჯერ საერთაშორისო ურთიერთობათა სფერო, შემდეგ კი დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში საკანონმდებლო სივრცის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების განადგურება. მათ დაწერეს და შეიტანეს ჩვენს კონსტიტუციაში ბევრი ახალი კანონი, მაგრამ არა ხალხის ინტერესების დასაცავად და მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არამედ პირიქით, ქვეყანაში ქაოსის მოსაწყობად და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ეს ახალი კანონები საშუალებას აძლევენ არაკეთილსინდისიერად მომუშავე ადვოკატებს გააყალბონ, დაამახინჯონ და მიზანმიმართულად მცდარი ფორმით მიაწოდონ სასამართლოს ინფორმაციები., პრინციპულად არ ხდება ფაქტების გამოძიება და გადამოწმება, რის გამოც მოსამართლეს ეძლევა დიდი ასპარეზი თავისი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით გამოიტანოს ყოველი განაჩენი. ამიტომაც არის ასე კმაყოფილი, გახარებული და მუდმივად ხოხბებთან თამაშის ხასიათზე ჩვენი მურუსიძე. საქმე მათ მიერ იგება ყოველთვის ისე, რომ მიზანმიმართულად იკარგება ამ საქმის ძირითადი არსი და მთავარი შინაარსი. პარალელურად გავრცელებულია საშინელი ლიბერალიზმი კანონთა შესრულებაში და ყოველივე ამის შედეგად უაზრო ხდება მთლიანად სამართლის ძიების პროცესი. ამის შესანიშნავი მაგალითებია: შაქარაშვილის, ბაჩალეიშვილის, დოლიძის ქუჩის ტრაგედიის, კვარაცხელიას საქმეები, რომელთაც გარკვეული შუქი მოფინა გვარამიას ჯგუფის ჟურნალისტურმა გამოძიებებმა. კარგი იქნება, თუ ფაქტების გამოძიებისა და ანალიზის ამ კულტურას, მიეცემა უფრო ფართო, სახელმწიფოებრივი ფორმატის სახე და გამოყენებული იქნება მთელი სახოგადოების მაშტაბით. გამართული და პროფესიონალური მართლმსაჯულება ყველაზე მეტად ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. უამრავი საქმეა თაროზე შემოდებული და თუ ეს საქმეები არ გაიხსნა ვერ დამყარდება საზოგადოებაში ვერავითარი სახელმწიფო წესრიგი და არც არჩევნებს ასეთ შემთხვევაში არავითარი აზრი არ ექნება. შეხედეთ როგორ მუშაობს რუსეთში პუტინი და რა ხალხი დაიყენა მან გვერდით ამ მუშაობის პროცესში. ჩვენი ხალხიც ღირსია იცოდეს ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის რომ ჩაატაროს შემდეგ სწორი და უშეცდომო არჩევანი. ამგვარ მუშაობას კი ჭირდება ძლიერი სამართალდამცავი ორგანოები და კიდევ უფრო ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები. აქედან გამომდინარე დიდი სიამოვნებით შევხვდი გიორგი გამსახურდიას გადაწყვეტილებას მიეხმაროს თავის ქვეყანას ამ დიდი გაჭირვების ჟამს, თავისი ცოდნით და გამოცდილებით.
საქართველოს კონსტიტუცია, რაც სოროსელების მიერ მრავალჯერ არის გადაკეთებულ-გადმოკეთებული, ბევრ ისეთ რამეს კრძალავს და ბევრი ისეთი რამის ნებას იძლევა, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს თმები თავზე ყალყზე უდგება - სოროსელებისაგან ნებადართულია, მაგალითად, გეი-პარადები, ლგბტ-ს პროპაგანდა და ისიც, რომ ქალბატონმა ბაბუცა პატარაიამ უხამსი ტრანსპარანტებით გამოყვანოს ჩვენი გოგოები თავისუფლების მოედანზე! ჩვენი სათაყვანებელი გიორგი გახარია კი გვეუბნება ამ დროს: რად გადაეკიდეთ ხალხო ამ სოროსელებს, მე ვერავითარ სახიფათოს მათ საქმიანობაში ვერ ვხედავო; ან კიდევ: რა გინდათ ამ ლომჯარიასა და პატარაიასაგან, თუ არ გსურთ ნუ შეიცვლით ორიენტაციას, მე მაგალითად ორიენტაციის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებო. როგორც იქნა დავმშვიდდით!!! მაგრამ დანარჩენები ბ-ნო გიორგი? დანარჩენები წყალს წაუღია? მაგით გადაიჭრება თქვენი აზრიტ ეს პრობლემა საქართველოში?
ნუთუ თქვენ, მართლა, სერიოზულად ფიქრობთ, რომ ჩვენში მრავალრიცხოვანი მიტინგები თქვენი ორიენტაციის შეცვლის შიშის გამო ტარდებოდა? არა, ბ-ნო გიორგი! პირადად თქვენ გააკეთეთ ის, რაც გნებავთ, ასევე ნებისმიერ სხვაც თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია და უნდა სასტიკად აიკრძალოს, ყველა სახის პროპაგანდა ამ საკითხთან დაკავშირებით! თქვენი გამონათქვამები კი პროპაგანდას ჩამოგავს სამწუხაროდ; მე კი მეგონა, რომ თქვენ ისეთივე ტიპის პოლიტიკოსი იქნებოდით როგორიც ანდრია ბელოუსოვია! შევცდი? ეტყობა ძალიან! ხალხი ითხოვს სახელმწიფოსაგან იმას, რომ გადაარჩინონ ახალგაზრდობა და იხსნან საქართველო გარყვნილებისაგან, დაიცვან ჩვენი ტრადიციები, რელიგია და კულტურა! თქვენთვის გაუგებარია ეს? თეთრი შურით, თეთრი შურით ვუყურებთ ყველა იმას, რასაც პუტინი რუსეთისათვის აკეთებს!
ცოტა ხნის წინ (და ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება) ხალხი გაგიჟებული იყო ისევ: ბიძამ 3 წლის ბავშვი გააუპატიურაო; გახშირდა საქართველოში პედოფილიის შემთხვევები, თქვენ არაფერი არ გსმენიათ და არ გაგიგიათ ამის შესახებ? რომ გვითხრათ ახლა ცინიკურად: დამშვიდდით, მე ასეთ რამეს არასოდეს ჩავიდენო, პრობლემის გადაწყვეტა იქნება, თქვენი აზრით, ეს სახელმწიფო სტრუქტურებში მოსასვლელად გამზადებული კაცისაგან? ან კიდევ: თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდეთ, ისე, მთვარიდან ჩამოსულივით, რომ გვეუბნებით „თურმე მშობლებსა და შვილებს შორის პატარა პოლიტიკური ელემენტი გაჩენილაო...“ რა „ელემენტზეა“ ბ-ნო გიორგი ლაპარაკი, როდესაც სოროსმა ძველსა და ახალ თაობას შორის ატომური ბომბი ჩამოაგდო! იღუპება საქართველო! თქვენ დააყენებდით, მაგალითად, თქვენს ქალიშვილს, ბაბუცას გვერდით იმგვარი ტრანსპარანტებით? რა თქმა უნდა არა! სხვისი შვილები? სხვისი შვილები არ გენანებათ? იცით კი მაინც რა ეწერა იმ ტრანსპარანტებზე? წარმოდგენაც კი არ გაქვთ ალბათ, თორემ დარწმუნებული ვარ არ ილაპარაკებდით მაშინ ასე ამაყად პატარაიას და ლომჯარიას „პროგრესული იდეების“ დასაცავად. გაიკითხეთ ერთი და გაიგეთ! არ უნდა იცოდეთ მაინც რით გვმოძღვრავთ? ერმილეს კითხეთ, ერმილეს ბ-ნო გიორგი და აიმაღლეთ კვალიფიკაცია! იქნება და სხვა თვალით შეხედოთ ქვეყანას.
სახეზეა საზარელი მკვლელობები: კლავენ დედებს, მამებს, შვილებს. ბებიებს, ვიღაცამ ჯერ მოკლა და შემდეგ შეჭამა თავისი გამზრდელი და ზის ახლა ციხეში... მეგობარი მეგობარს აღარ ინდობს, მეზობელი მეზობელს, ძმა დას და პირიქით... კიდევ რა უნდა მოხდეს ბ-ნო გიორგი ისეთი, რომ ამ „პატარა პოლიტიკურმა ელემენტმა“ თქვენთვის მნიშვნელოვანი სტატუსი შეიძინოს?
ასევე: ერთხელ მაინც რატომ არ გაანალიზეთ, მაგალითად, თავის დროზე, კოვიდის პერიოდი, რომლის დროსაც უამრავი ადამიანი შეეწირა არაპროფესიონალი და ფულზე დახარბებული ექიმების აღვირახსნილობას?! მათ შორის იყო, სხვათაშორის ჩემი მეუღლეც, რომელსაც საკმაოდ დიდი დამსახურება ჰქონდა ქვეყნის წინაშე, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, მთავრობისათვის ასეთ ადამიანებს არავითარი ფასი არა აქვთ. ყველა თავისი ოჯახის ინტერესების მიხედვით ზომავს პრობლემას და ხალხისათვის არ ცალია. თქვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შეეგია სწორედ ის, რომ ქ-ნმა პრეზიდენტმა, ქალმა, რომელიც აზრზე არ არის რა ხდება ქვეყანაში და ბესელიას თვალებით აფასებს ჩვენში მიმდინარე პროცესებს, ღირსების ორდენით დაგვიჯილდოვა ამირან გამყრელიძე, კაცი, რომლის ქმედებებმა უამრავი ოჯახი გაამწარა საქართველოში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ლუგარის იმ ლაბორატორიას, რომლის შემოწმებასაც თავის დროზე იგორ გიორგაძეს სურდა და არ შეუშვეს. დღეს კი უკვე ამგვარი ლაბორატორიების ბაზაზე მიმდინარე საშიში ექსპერიმენტებზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ალაპარაკდა. იმათ რა ეშველებათ ვინც უკვე აღარ არის, თორემ ამ ყველაფერს გამოიძიებენ ალბათ და პასუხს აგებენ დამნაშავეები. ადრეც, კობა დავითაშვილის შემთხვევაშიც, იმ ექიმისათვისაც, ვინც მას მომკვდინებელი ოპერაცია ჩაუტარა პასუხი რომ ეგებინებინათ და საკმარისად დაესაჯათ, შეიძლება ასე აღვირახსნილად ვეღარ ემოქმედა იგივე ხალხს კოვიდის პერიოდში. სწორედ მათ ქონდათ მიცემული სრული თავისუფლება მოქმედებაში და გაანადგურეს კიდეც მოსახლეობის დიდი ნაწილი; დავითაშვილის მკვლელობა კი, ისევე როგორც ბევრი სხვა უსინდისოდ გადააბრალეს სააკაშვილს. ეს ფაქტი, ისევე როგორც სხვა, ე.წ. „ფაქტები“, მიშასთან დაკავშირებით, გამოსაძიებელია და გადასამოწმებელი. ერთხელაც იქნება გვეშველება ალბათ რაიმე და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავიგებთ, დავინახავთ იმასაც, რომ მიშამ ძალიან ბევრჯერ სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე იარა, რომ საჭიროა ის საქართველოსთვის და ამ ფაქტს ვერაფრით ვერ გავექცევით!!! სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ჭირდება საზოგადოებას!!! აგერ უკვე მერამდენე წელია ასამართლებენ სააკაშვილს ხან პიჯაკებისათვის, ხან კიდევ იუშჩენკოსათვის ნაყიდი საპნისა და ქისის გულისათვის, ხანაც იმიტომ, რომ სადღაც საპარიკმახეროში შეუჭრია თმები თურმე... ვერც ერთი სერიოზული ბრალი ვერ წარუდგინეს! დაველოდოთ გამოძიებებს! მანამდე კი ვთხოვდი, ძალიან, ერმილეს, რომ შეეკავებინა როგორმე თავი მიშას ლანძღისაგან, ამ შეჩვენებულის ქალებზე რაც უნდა ის ილაპარაკოს, ამ ასპექტში ის ყველაფრის ღირსია, ოღონდ სანდრას ნუ გარევს მათში. სანდრამ ხომ ქვეყანას ორი მშვენიერი ვაჟი აღუზარდა და თანაც ბევრი ტკივილი გადაიტანა ცხოვრებაში; ვფიქრობ, მიშაც ხედავს ამას და აფასებს! ერთიც მინდა აქვე აუცილებლად აღვნიშნო: ედუარდ შევარდნაძეს ძალიან კარგად ესმოდა ეროვნული მთავრობის ფასი, არაერთხელ აღუნიშნავს ისიც, რომ კანონიერი მთავრობა იარაღით ხელში იყო დამხობილი საქართველოში! წარმოუდგენელია მას არ ეფიქრა იმაზეც, რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კანონიერების აღდგენას ჩვენი ქვეყნისათვის მომავალში. ამიტომ ძალიან გაუგებარია რატომ არ გამოიძია მან საფუძვლიანად ზვიადის მკვლელობის საკითხი, რატომ პრინციპულად თქვა უარი მიცვალებულის ექსპერტიზაზე და სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველი მიზეზით დაიტოვა, ისტორიაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელის სახელი; თანაც ისე, რომ თავად ზვიად გამსახურდიას გარდა ვერავინ მოუხსნის მას ამ ბრალდებას!!! არ გიკვირთ? მე ძალიან!!! ერმილე, მოდი ბ-ნ ედუარდსაც ნუ გადაუვლით ხოლმე ასე ხშირად შენს გამოსვლებში... დაველოდოთ გამოძიებებს... დაველოდოთ და გავიგოთ ს ი მ ა რ თ ლ ე! ან კიდევ, მაგალითად ხოფერიას ქალბატონი რომ ამტკიცებს მე ვიცი, ნამდვილად, როგორ მოკლა ჟვანია სააკაშვილმა საფერფლის თავში ჩარტყმითო, არ გაინტერესებთ ამ ფაქტის გამოძიება? თუ დამნაშავეა დაისაჯოს სააკაშვილი, მაგრამ თუ არა, პასუხი აგოს მაშინ ცილისმწამებელმა! დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!!!
აშკარაა, რომ დღეს საქართველოში, ძლიერი იდეოლოგიური ომია გაჩაღებული, მთავარი საყრდენი კი ამ საქმეში სოროსელებისათვის ყოველთვის იყო და დღესაც ასევე არის მათი ფონდებიდან უხვად დაფინანსებული ინტელიგენცია, რომელიც მუდმივად ებრძოდა ზვიადს და ზვიადიც ყოველთვის ამხელდა მათი ანტისახელწიფოებრივი მუშაობის ასპექტებს. ერთხელ, პრემიერმინისტრობის დროს, გახარიამაც უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრაზე: „სახელმწიფოს მშენებლობას საერთოდ არ ჭირდება არავითარი იდეოლოგიაო“ და დააღებინა კიდევ პირი ახალგაზრდებს. მე, მაშინ, მეგონა, რომ ის ხუმრობდა; მაგრამ დღეს, როდესაც ბ-ნი გიორგი ესოდენ გულმხურვალედ მოგვიწოდებს დასავლეთისაკენ: იქ, ევროპაშია ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანიო, ბუნებრივია მებადება კითხვა: რატომ? რა მოხდა? შოლცის იდეოლოგია მოეწონა მას, მაკრონის თუ ბაიდენის, რომელთაც დაანგრიეს მსოფლიოში ყოველგვარი წესრიგი და ფაშიზმი გამოიტანეს წინა პლანზე?!
თავისთავად არც „ლიბერალიზმი:, არც „გლობალიზაცია“ და არც „ინტეგრაცია“ სალანძღავი სიტყვები არ არის, გაუკუღმართებული მნიშვნელობა ამ სიტყვებმა დასავლეთის პოლიტიკოსების წყალობით შეიძინა; იმით, რომ უარყო დასავლეთმა კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი, მარქსი და ბრძოლა გამოუცხადეს მეცნიერულ მსოფლმხედველობას, დიალექტიკის თეორიას და აღმოჩნდნენ კიდეც ამის გამო ჭაობში. აინშტაინი წერდა „შეიძლება ითქვას არცერთ თეორეტიკოს ფიზიკოსს არ მოუცია ჩემთვის იმდენი, რამდენიც მომცა დოსტოევსკიმო.“ ანალოგიური რამ გააკეთა დალმა ფერწერაში, ვაგნერმა მუსიკაში. ასე, რომ კანტიდან დაწყებული ევროპული კულტურის სწორედ ამ ბრწყინვალე წარმომადგენლებმა აჩვენეს მე-20 საუკუნის ადამიანს ის უდიდესი პრობლემა, რასაც „თავისუფალი არჩევანი“ ეწოდება. გახსოვთ, როგორ სასოწარკვეთით ყვირის დოსტოევსკის გმირი: „Бога нет значит все дозволено?! „ არა ბატონებო ყველაფერი ნებადართული ნამდვილად არ არის! უკვე კანტმა თქვა: „აღვირახსნილი თავისუფლება ყველაზე დიდი უბედურებააო საზოგადოებისთვისო.“ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა გააკეთოს თავისი „თავისუფალი არჩევანი“, გაარკვიოს კარგად რა უნდა, რა შეუძლია და რისი გაკეთების უფლება აქვს. ამას კი დიდი განათლება და ცოდნა ჭირდება!
როგორც ვხედავთ მე-20 საუკუნემ ადამიანი დააყენა უდიდესი პრობლემის წინაშე, ეს არის „თავისუფალი არჩევანის პრობლემა“. „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო“ - თქვა სარტრმა. „ის რისიც ეშინია შიშს არის ყოფნა ამ სამყაროში“ - ასე გამოითქვა იგივე აზრი ჰაიდეგერმა. დასავლეთის პოლიტიკოსებმა კი ყველაფერი გაიგეს ისე, რომ „გიჟი თავისუფალია!“ და თავიანთ მთავარ ლოზუნგად აქციეს პრინციპი: „მინდა და ვაკეთებ!“ ამ ლოზუნგით გადაუარა დასავლეთმა თავზე ბევრ ქვეყანას, მოკლა, დახოცა ხალხი და მათი ლიდერები; უარყო მორალი, კანონი და მიგრაციის არარაციონალურ, უპასუხისმგებლო პოლიტიკას გაანადგურებინა მთელი ევროპა; დღეს კი ეს ყველაფერი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უდიდესი საჭირბოროტო პრობლემაა. მიწაში ტრიალებენ ალბათ ევროპის დიდი კულტურის წარმომადგენლები, თუ გრძნობენ იმას, რასაც აკეთებენ მათ მიწაზე შოლცი და მაკრონი.
ამ დროს გენიალურმა კანტმა უთხრა ადამიანს: „იმოქმედე ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისას ქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა!“ ეს სიტყვები, რაც სასაცილოდ არ ეყოფა დღევანდელ ევროპას, ჰეგელმა ასე შეაფასა: „ კანტმა ამ სიტყვებით ადამიანი ღმერთის სიმაღლეზე აიყვანაო.“ ჩვენი რელიგია ეხმარება ინდივიდს, შეიმუშაოს „თავისუფალი არჩევანის“ კულტურა! ამიტომაც ებრძვის ასე ხმალამოღებული დასავლეთი მართლმადიდებლობას. ჩვენი რელიგია ასწავლის და ზრდის ადამიანში ზნეობას, რის გარეშეც ინდივიდი ვერასოდეს ვერ გახდება პიროვნება. კარგად თქვა ბერდიაევმა: „მართლმადიდებლობა მათხოვრების რელიგია არ არის, მართლმადიდებლობა გმირთა რელიგიააო!“ ჭეშმარიტად!!!
„თავისუფლების პრობლემა“ დღევანდელი ადამიანის უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით კი იქ სადაც არ მუშაობენ და ჩამოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები, არ არსებობს სახელმ წიფო, კანონი, დამახინჯებულია და გაუბედურებულია კონსტიტუცია და თანაც სოროსის აგენტურა მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყანაში მორალს, ტრდიციებს, კულტურას და ებრძვის ყოველგვარ გამჭვირვალობას საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. ტყუილი, ცრუ ინფორმაცია და გაყალბებული ფაქტები ანგრევენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, უხშობენ ადამიანს კრიტიკული, რაციონალური აზროვნების უნარს და შემოაქვთ არეულობა და დესტაბილიზაცია ცხოვრებაში. „Ошибаться можноб лгать нельзя!” აი როგორი ბრწყინვალე პრინციპით დაიწყო ბელოუსოვმა, რუსეთში, თავისი სამოქმედო პოლიტიკა! ჩვენი პოლიტიკოსები (უმცირესობის გარდა) რომლებსაც არ გააჩნიათ და არც იციან რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაიკავონ ესა თუ ის სკამი სახელმწიფო სისტემაში. სამაგიეროდ ძირითადი, რაც პუტინის მიერ პოლიტიკაში შემოყვანილ პირებს ახასიათებთ (პრიგოჟინი, ბელოუსოვი, დიუმენი და სხვ.) არის პროფესიონალიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მორალი. ამიტომაც მიიღო ისინი ესოდენ დიდი ნდობით ხალხმა. მიმდინარეობს არნახული მუშაობა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გასაძლიერებლად; მარტო ნაციონალიზაციის პროექტი რაც ღირს, ან ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ბრძოლა საზღვარგარეთის აგენტურასთან და რაც მთავარია მუშაობა კონსტიტუციის გასათავისუფლებლად იმ კანონებისაგან, რომელიც სოროსელების მიერ ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიღებული.
აშკარაა, რომ (და ამას ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ) დემოკრატია კანონის დიქტატურის გარეშე არის ანარქია. დიქტატის ფუნქცია კი უნდა შეასრულოს, აუცილებლად, ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის ბაზაზე შემუშავებული კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონებმა, რომელთა მიზანია დაიცვან ქვეყნის ინტერესები, ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში; მაგრამ დაიცვან, როგორც წესი, ღრმა პროფესიონალური, მეცნიერული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე. სწორედ ამ მიზნით შექმნა თავის დროზე, სტალინმა, მეცნიერებათა აკადემია და სწორედ ამგვარ, მკაცრად რაციონალურ ხაზს მიყვება დღეს პოლიტიკაში პუტინიც. ამიტომ აღმოჩნდნენ ასე სასაცილო მდგომარეობაში, მეცნიერული მსოფლმხედველობის და დიალექტიკის თეორიის უპასუხისმგებლოდ უარმყოფელი, პრიმიტიულად მოაზროვნე დასავლეთის პოლიტიკოსები.
ჩვენთან კი, ამ დროს, ისევ აქტიურად მუშაობს სოროსის იდეოლოგია; სპობს ის და ანადგურებს ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მძიმე დღეშია განათლება, მეცნიერება, სამართალი; დანგრეულია ჯანრთელობის სისტემა, სოფლის მეურნეობა და საერთოდ ყველა დარგი. არ გვაქვს არც ეროვნული და არც საერთოდ რაიმე იდეოლოგია და აქედან გამომდინარე არ გაგვაჩნია არავითარი გონივრული ხაზი საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. აკი გახარიამაც ხომ გვითხრა: ქვეყნის მშენებლობას არ ჭირდება არავითარი იდეოლოგიაო; აი ასე, რომ ვაზროვნებთ იმიტომაც ვართ ახლა ამ დღეში: გამქრალია სახელმწიფო სტრუქტურა. გახსოვთ, როგორ ბრძანა ერთხელ ბ-ნმა გიორგიმ: იცოდეთ ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს თეა წულუკიანიო, ასევე გომელაურიცო... არადა სწორედ წულუკიანმა დაგვამხო თავზე სამართალიც და კულტურაც! გომელაურმა კი გვასწავლა კარგად, თუ როგორია სიმწრისაგან კედელზე აღმა-დაღმა სიარული. ვიღაცამ იქვე ჩაილაპარაკა მაშინ: „კორუფცია რომ არის ქვეყანაშიო?“ რაზეც გიორგიმ თავისი მომხიბლავი ღიმილით უპასუხა: „ რის კორუფცია, რა კორუფცია ხალხო. ეს ქართულ - ჯიგრულ პონტში ცხოვრებააო!“ დღესაც ასე ფიქრობთ ბ-ნო გიორგი? მოგწონთ რაც ხდება ქვეყანაში? ხალხი გადასულია ჭკუიდან და ესეც რაღაც „უმნიშვნელო პოლიტიკური ელემენტია“, რომელიც ყურადღების ღირსი არ არის თქვენი მხრიდან?
ეს ვითარება საქართველოში შექმნა სოროსმა. მათ თავხედურად შეგვიცვალეს კონსტიტუცია, შეიტანეს მასში ჩვენი ფასეულობებისა და კულტურისათვის მიუღებელი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ტრადიციებს, მორალს და არღვევენ ამ გზით ადამიანის უფლებებს. მათ მიზანმიმართულად მოსპეს ქვეყანაში პროფესიონალიზმი და მთავარ საქმიანობად, ადამიანისათვის, აქციეს ფულის კეთება, თანაც სულერთია რა გზებით და რა მეთოდებით წარიმართება ეს პროცესი. შედეგად კი მივიღეთ საზოგადოება, სადაც ყველაზე მეტად დაჩაგრულია და დასჯილია პატიოსანი ადამიანი, რამაც ბევრს გაგვახსენა ფლობერის სიტყვები: „Честность, которой я гордился всю жизнь, оказывается признак моей глупости.“
ყველაფერი ეს კი დაიწყო იმით, რომ, განათლების სისტემაში, ლომაიას და ხუბუას ჩატარებულმა რეფორმებმა, სამსახურებიდან ქუჩაში გამოყარა და „ხულიგნებად“ გამოაცხადა წამყვანი მეცნიერები და პედაგოგები. ბევრმა ვერ გაუძლო ამას და გარდაიცვალა. ძალიან დაგვწყვიტა გული თენგიზ სანაძის სიკვდილმა, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო ჩვენი ქვეყნისათვის. სულ ახლახანს დავკრძალეთ ჯემალ მებონია და ლერი ქურდაძე - მეცნიერები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტს შეშურდებოდა... ლერი ქურდაძეს დღემდე მოსტიროდა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი; ჩვენთან კი ეს ხალხი პოლიციის ძალით გამოიყვანეს უნივერსიტეტის შენობიდან, გამოიყვანეს როგორც „ხულიგნები“. ნუთუ ამაზე პასუხი არავინ, არასოდეს არ უნდა აგოს? მათი ადგილები კი უნივერსიტეტში დაიკავეს ქუჩიდან მოსულმა ყოვლად უვიცმა და გაუნათლებელმა პირებმა; ბევრი მათგანი „კმარას“ ორგანიზაციიდანაც კი იყო, ან ისეთები, როგორიც არიან ლომჯარია და ბაბუცა პატარაია, რომელთა მორვაწერობასაც დიდად აფასებს თურმე ბ-ნი გიორგი გახარია.
ლომაიას მიერ აქტიურად ჩატარებული ნგრევის პროცესი შეეხო ყველა დარგს და ყველა სფეროს. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფანჯრებიდან უმოწყალოდ იყრებოდა და ნადგურდებოდა საუკეთესო წიგნები და უმაღლეს დონეზე მოწყობილი ლაბორატორიების ნაწილები; ჩვენს თვალწინ ბარბაროსულად დაინგრა და გაითელა ჩვენი კულტურა. მძიმე, ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი! ნგრევის ამ პროცესებმა გადაიარეს სკოლებზეც და სხვა უმაღლეს სასწავლებლებზეც. ამ პერიოდში დამატოვებინეს მეც უნივერსიტეტი და შეწყდა, რა თქმა უნდა, ჩემი, დიდი შრომით მომზადებული „ფილოსოფია და მეცნიერების“ კურსის კითხვაც ფიზიკის ფაკულტეტზე. ჩემი გამოქვეყნებული მონოგგრაფიებიდან მხოლოდ თითო ეგზემპლარი დამრჩა ხელზე, დანარჩენები კი გაანადგურეს; არადა ახალგაზრდობისათვის დღესაც ძალიან საჭიროა ეს მასალა, ის ჩვენი დიდი მეცნიერების, უნიკალური მსოფლმხედველობრივი პოზიციების ბაზაზე იყო აგებული; ეს მეცნიერები უკვე გარდაცვლილები არიან, მათი ნაშრომები კი მოსპო და გაანადგურა სოროსმა.
იმისათვის, რომ რაღაც მაინც გადამერჩინა, გადავწყვიტე შემექმნა ელექტრონული ვერსიები და საკუთარ საიტზე განმეთავსებინა ჩემი ყველა მონოგრაფია. საიტი შეიქმნა: gildasikharulidze.com ნაშრომთა ელექტრონული ვერსიების შექმნაში და მათ რედაქტირებაში, (ეს საკმაოდ რთული საქმე იყო) დამეხმარა ჩემი მეუღლე (მერაბ ფანჩვიძე), საიტის ყველა ვებ-გვერდი მხატვრულად მომზადებული იყო და გაფორმებული ჩემს მიერ. ეს პროცესიც ძალიან რთული იყო და დაკავშირებული დიდ შრომასთან; მაგალითად, ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, რომელიც ფერწერაში ბრწყინვალედ ააფეთქა დალმა, დალაგებული მქონდა მისი სურათების მიხედვით, ვაგნერის მუსიკის ფონზე, სადაც ასევე სასწაულებრივად გადმოიცემა ახალი ეპოქის შინაარსი (მე ამას თავიდან ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გავაკეთებ!) აინშტაინმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეკამათებოდა ბორს და ჯიუტად ამბობდა: „ღმერთი არ თამაშობს კამათელს“, ვაგნერის მოსმენის შემდეგ აღიარა: „ღმერთო! როგორ მძულს მე ეს პოზიცია, მაგრამ რა საოცარი სიღრმით და ჯადოსნური გენიალურობით გადმოსცემს ეს კომპოზიტორი, თავის მუსიკაში, პიროვნების ინდივიდუალურობასო“. მართლაც ვაგნერმა თავის მუსიკაში ისევე, როგორც ბორმა და ჰაიზენბერგმა მეცნიერებაში და დალმა ფერწერაში ფართოდ გაუღო კარი ახალ ეპოქას. ჩემი მიზანი კი იყო მეჩვენებინა, რომ სამყაროს სრული აღქმა შეიძლება მხოლოდ მუსიკის, ფერწერის, მეცნიერებისა და რელიგიური პოზიციის ერთიანობით.
ტექნიკურად საიტი გამიკეთა და შემდგომ მეხმარებოდა მის მართვაში ჩემი შვილიშვილი: გიორგი ვარამაშვილი. მართალი გითხრათ მე მაშინ აზრადაც არ მომსვლია ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან, დიდი შრომის შედეგად გამზადებულ ინფორმაციას, რომ ვაბარებდი მას( და ეს გიორგიმ ძალიან კარგად იცოდა, რადგანაც თვითონ ხედავდა რა შრომასთანაც იყო ყველაფერი ეს დაკავშირებული), ხელწერილი უნდა ჩამომერთმია მისთვის, როგორც მეუბნება ამას დღეს ყველა ადვოკატი და მართლმსაჯულება. ჩემმა თაობამ ბევრი შეურცხყოფა გადაიტანა, მეც ბევრი სიმწარე შემხვდა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მეტად მატკინა გული ჩემი გაზრდილი შვილიშვილისაგან მუხანათურად ზურგში დანის ჩარტყმამ, როდესაც მან საიტი gildasikharulidze.com დამიხურა და გამინადგურა. დავინახე ისიც, თუ რა დონეზეა დაცემული ჩვენი მართლმსაჯულება, რომელიც მას ამ მასალათა ელეტქრონული ვერსიების აღდგენას არ ავალდებულებს. ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ჩემამდე არ დადის როგორ გაანადგურა მან ჩემი, მისი გარდაცვლილი დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი; წიგნის ელექტრონული ვერსია. ქვეყანაში დაიაკრგა ზნეობა, ტრადიცია, მშობელთა პატივისცემა და სიყვარული, რაც შემოიტანა და დანერგა ჩვენმა სოროსმა. „პატარა პოლიტიკური ელემენტია“ ვითომ ეს ბ-ნო გიორგი? იქნებ მითხრათ, რომ მე ვერ გავზარდე ჩემი შვილიშვილი? არა ბატონო! ეს მოყვება ყოველთვის იმას, როდესაც ტრადიციულ ჩვევებზე და კულტურაზე მცხოვრებ ადამიანებს გადაეყრებათ გზაზე „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ მცხოვრები პირები და თანაც ამ დროს მურუსიძის კლანი განაგებს სამართალს.
გიორგი ვარამაშვილი ჩემი ქალიშვილის (ქეთინო ფანჩვიძე) შვილია. ქეთინოს ხსოვნას მივუძღვენი მე ჩემი წიგნი: “Человек умей любить и жертвовать”, რომლის ელექტრონული ვერსიაც განადგურდა. ქეთინო მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის პრობლემებზე და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი საკანდიდატო დისერტაციის და შემდგომ სადოქტოროსიც იყო ბ-ნი ივერი ფრანგიშვილი (აკადემიის ვიცე პრეზიდენტი). სადოქტორო დისერტაცია ქეთინოს უკვე მზად ქონდა და ხელშეკრულების თანახმად მუშაობა, დისერტაციის დაცვის შემდეგ, ბ-ნი ივერის ინსტიტუტში (მოსკოვი) უნდა გაეგრძელებინა. მას ბევრი გამოხმაურებები ქონდა საზღვარგარეთიდან და ხშირად იღებდა მოწვევებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. იმჯერად, ზედიზედ ორი მოწვევა მიიღო ინგლისიდან და ბოლო ვიზიტიდან დაბრუნებულმა სიცოცხლე მალე თვითმკვლელობით დაამთავრა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. ისე უშიშროება (თუ ასეთი რამ ჩვენში საერთოდ არსებობს) დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ახალგაზრდობის ხელოვნური ინტელექტის პრობლემებით ესოდენ ძლიერ დაინტერესებას საქართველოში და ამ ასპექტში მათ კონტაქტებს საზღვარგარეთთან. ბ-ნი ივერი ბევრი ხიფათისაგან იცავდა ქეთინოს, მაგრამ ვიზიტები ინგლისში ისე სწრაფად და მოულოდნელად ჩატარდა, რომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა; თანაც ბ-ნი ივერიც არ იყო იმხანად თბილისში. შემდეგ მინდია სალუქვაძე (ქეთინოს ინსტიტუტის დირექტორი) თავს იკლავდა ნეტავი სულ არ გამეშვა ქეთინო ინგლისშიო. ყოველივე ამ ფონზე ხომ წარმოგიდგენიათ რას წარმოადგენდა ჩვენთვის გიორგი, ოჯახისთვის ის იყო მთავარი საზრუნავი.
გიორგის დაბადებიდან ვზრდიდით მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე. მივეცით კარგი განათლება, არის მაღალი რანგის პროგრამისტი (დედის სპეციალობა აირჩია), ფლობს კარგად ინგლისურ და რუსულ ენებს, დაკავებული იყო ყოველთვის სპორტით (შესანიშნავად თამაშობს ჩოგბურთს და ასევე ძალიან კარგად ცურავს) მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. ორჯერ ფიზიკის კონფერენციაზე პირველი ადგილის დაკავებისათვის, აკადემიის პრეზიდენტმა (თამაზ გამყრელიძემ) გადასცა მას პირველი ხარისხის სიგელი. ასევე, სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო მან მონაწილეობა ინგლისელების მიერ ჩატარებულ რაღაც კონკურსში, სადაც გამარჯვების შემდეგ შესთავაზეს: „წამოდი ჩვენთან და იქ გააგრძელე სწავლაო“, მან კი უპასუხა: „ მე ჩემს ქვეყანაში ვისწავლი და თქვენთან შემდეგ, კონფერენციებზე ჩამოვალო“. ჩვენ, რომ მოგვიყვა ეს ამბავი გაგვეცინა, რადგანაც არსად მის გაშვებას არ ვაპირებდით, ჩვენს ოჯახს თავად შეეძლო მიეცა მისთვის სრულყოფილი განათლება, რაც გაკეთდა კიდეც.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევდა და ამიტომ, გიორგის, ბავშვობაში, საკმაოდ მკაცრი განრიგით უხდებოდა ცხოვრება, რისთვისაც მან ცოლის მოყვანის შემდეგ გამომიცხადა „თქვენ მე ბავშვობა წამართვითო“. ეს იმიტომ, რომ ვაკეში, ნარკომანებით სავსე ეზოში, საკმაოდ შეზღუდული ქონდა მას ყოველგვარი უაზრო კონტაქტები გაურკვეველ წრეებთან. სამაგიეროდ, უკვე სკოლაში, გარდა თავისი სპორტისა, გადაკიდებული ქონდა მხარზე თოფი და სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად დარბოდა ტყე-ტყე სამხედრო საქმის შესასწავლად. ასე გრძელდებოდა უნივერსიტეტში სწავლის დროსაც და შემდეგაც. ვერ ვიტყვი, რომ მე დიდად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით, მაგრამ ჩავთვალე, რომ კაცისათვის ალბათ ესეც საჭიროა - მეთქი. ნეტავი გენახათ რა სიხარულით წავიდა ის ჯარში, როდესაც უნივერსიტეტიდან გაიწვიეს თავისი ვალის მოსახდელად. თანაც ნაწილის მეთაურიც კარგი შეხვდა, ნამდვილი პროფესიონალი და იმან კიდევ სულ გადარია ამ მიმართულებით!
როდესაც ცხინვალის ომი დაიწყო ისიც გამოიძახეს, როგორც რეზერვისტი. იმჟამად გიორგი ქობულეთში ისვენებდა; გაუგზავნეს იქ უწყება და ისიც გიჟივით ჩამოვიდა იქედან; მოვარდა სახლში, გადაიკიდა ზურგზე ჩანთა და მე და ბაბუამისი, რომ შევეწინააღმდეგეთ იყვირა: „თქვენ რა დეზერტირი გინდათ ვიყოო?“, გადაგვახტა თავზე და წავიდა. წარმოიდგინეთ ჩვენ რა დღეში დავრჩებოდით; მას კი თავი ნამდვილ მეომრად ქონდა წარმოდგენილი და ეგონა მიდიოდა ქვეყნის დასაცავად. მაგრამ არავითარი იარაღი რეზერვისტებს არ მისცეს, უბრალოდ დაყარეს ისინი ტყეში უპატრონოდ და შემდეგ იქედან ვინც როგორ შეძლო ისე დაბრუნდნენ სახლებში, ჩემიც ჩამოვიდა ყურებჩამოყრილი, რაღაც გაწბილებულს გავდა და ვერ იყო ხასიათზე. ჩვენ არაფერი არ გვიკითხავს, თუმცა მივხვდი უკვე, რომ ეს ომი რაღაც უცნუარად მიდიოდა. ვფიქრობ მაინც, რომ მაშინ შევარდნაძემ და მიშამ გადაგვარჩინეს და იმიტომ არ დაგვემართა იგივე, რაც უკრაინას დაემართა. სავსებით სწორია ყველა, ვინც ითხოვს დღეს ამ ომის მიზეზევის გამოძიებას; იქნება და ამან გაგვარკვიოს აფხაზეთის მოვლენებშიც.
აი ასე გავზარდე ჩემი შვილიშვილი და როგორ მომივიდოდა თავში აზრად ჩამომერთმია მისთვის ხელწერილი იმაზე, რომ არ გაენადგურებინა მას მასზე მინდობილი ჩემი ძალზედ სერიოზული ინფორმაცია?! ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კაცი გავზარდე და ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ეს მართლაც ასე იყო: გიორგი მუშაობდა, იყო მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი, დაკავებული იყო სპორტით, ყავდა ძალიან კარგი მეგობრები, სისტემატურად მიირთმევდა ჩემს გაწურულ წვენებს და არავითარ განსაკუთრებულ პრობლემებს ოჯახში არ გვიქმნიდა; თუ არ ჩავთვლით ხან თავისი მოტოროლერით და ხან კიდევ თავისი მანქანით ჩატარებულ სახიფათო ოინებს, რომელთაც თავისი ისტორიები ქონდათ პოლიციაში.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ძალზედ ყურადღებიანი იყო ჩვენს მიმართ და უკიდურესად მოყვარული, მაინც, მე და ჩემს მეუღლეს პრინციპულად გვქონდა გადაწყვეტილი, რომ როდესაც ის ცოლს მოიყვანდა ახალგაზრდებს უნდა ეცხოვრათ აუცილებლად ცალკე. ამიტომ წინდაწინვე, როგორც კი გიორგი სრულწლოვანი გახდა გადავუფორმეთ მას მე და ჩემი მეუღლის აშენებული ბინა, შატბერაშვილის ქუჩაზე, რომელიც ადრე ქალიშვილისათვის გვქონდა მიცემული. ეს იყო კუთხის ბრწყინვალე ოროთახიანი ბინა, ჩეხური პროექტით, მე-4 სართულზე. მაგრამ რადგანაც ეს ბინები სხვადასხვა ქუჩებზე იყო და სიბერეში კი გიორგი ჩვენს გვერდით გვინდოდა გვყოლოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ორივე ბინა ერთ სახლში და ერთ სადარბაზოში განგვეთავსებინა, მაგრამ ცალ-ცალკე. ამ მიზნით ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ჩვენი ბინის თავზე არსებულ და ჩვენს მიერ პრივატიზირებულ სხვენში გიორგისათვის ბინის გაკეთება. რაც თავისუფლად გამოვიდოდა თუ შატბერაშვილზე ბინას გავყიდდით. ეს აზრი გიორგის ძალიან მოეწონა, რადგან უჭირდა ჩვენთან დაშორება. მაგრამ იმის გამო, რომ თავისი ბინის გაყიდვის შემდეგ გიორგის სახელზე ბინა აღარ დარჩებოდა, ამიტომ ვთხოვე ჩემს მეუღლეს: მოდი ჩვენი ბინაც, რომელიც მაინც გიროგისი უნდა უყოს, ვაჩუქოთ ბარემ გიორგის და ის უკვე თავის ბინაზე გააკეთებს სხვენის დაშენებას მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მეუღლეს ეს აზრი დიდად მოეწონა, მაგრამ დამთანხმდა; თუმც შემთხვევით, თუ გარკვეული აზრით სხვენი ისევ თავის სახელზე დატოვა გაფორმებული, თქვა, ახლა არ მცალია და ამას შემდეგ გადავუფორმებო. ასე აღმოჩნდა ორივე ბინა გიორგის სახელზე, სხვათაშორის მესამე ბინაც (დედაჩემის) ქალიშვილს ვაჩუქე, რითაც მოაწყო მან აგარაკი ანაგაში. ვიღაცამ მითხრა! რა გეჩქარებოდა ჯერ გიორგის მოეყვანა ცოლიო, მე მაშინ სასაცილოდაც არ მეყო ეს, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი ჩემს შვილიშვილში; მაჰრამ ეს ფაქტი შემდგომში კარგად გამოიყენა „ქართულ - ჯიგრულ პონტში“ მცხოვრებმა პოლიციელის ოჯახმა, ანუ მათ, ვის ხელშიც ძალას კარგავს საერთოდ კანონი, მორალი და სამართალი; და ვისაც კიდევ ამ საქმეში ძალიან უწყობს ხელს ჩვენი „ამერიკული დემოკრატიისა“ და ავანტიურისტული ლიბერალიზმის იდეებით გაუბედურებული კონსტიტუცია.
ბინებთან დაკავშირებული გეგმების რეალიზებაში და მშენებლობის დაწყებაში ხელი შეგვიშალა მაშინ, მე და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ: ჩემს მეუღლეს გაურთულდა ლეიკემია (ის წლები მუშაობდა რეაქტორის ტერიტორიაზე და თავისი სამეცნიერო კვლევებით მუდმივად საქმე ქონდა რადიაციასთან), მე კი ზედიზედ დამჭირდა რამოდენიმე სერიოზული ოპერაცია. ყველა ეს დოკუმენტი შემდგომში, როდესაც საჭირო გახდა, მართლმსაჯულებას ქონდა გადაცემული.
გიორგი, როგორც სასურველი ახალგაზრდა ყველას მოწონდა, ბევრ გოგონასთან ამხანაგობდა და მეგობრობდა კიდევ, მაგამ რაიმე სერიოზული არავისთან არაფერი არ ყოფილა. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ერთ-ერთი გოგონას მამამ, ჩემი საავადმყოფოში ყოფნის და ჩემი მეუღლის ავადმყოფობის პერიოდში, დაიბარა გიორგი შეხვედრაზე და მოთხოვა დაესახელებინა მას მის ქალიშვილთან ქორწინების კონკრეტული ვადები. ეს გოგონა, რომელსაც ახალი დაწყებული ქონდა მუშაობა გიორგისთან, იყო თამარ სხირტლაძე, თემურ სხირტლაძის (გომელაურის უწყების ერთ-ერთი თანამდებობის პირი) ქალიშვილი. როდესაც ამის შესახე გიორგიმ საავადმყოფოში მაცნობა, ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ ჩქარობდნენ ასე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაშინ ამას მაინც არ მივაქციე; გიორგის კი ვკითხე: რას ფიქრობდა თვითონ? მან მიპასუხა: კარგი გოგოა, ისიც პროგრამისტია და კარგად ვუგებთ ერთმანეთსო. ჩვენც აღარ წავედით წინააღმდეგ და ვუთხარით: ბინა გაქვს, ჯერ-ჯერობით იქ შედით და მე და ბაბუაშენი რომ გამოვკეთდებით შემდეგ მივხედოთ ჩვენს გეგმებს მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გოგონა პირველი ქორწინებიდან დიდი კონფლიქტით ყოფილა თურმე გამოშვებული და ეტყობა ამიტომაც ჩქარობდა მამამისი, რომ ჩვენს ოჯახს ეს ამბავი არ გაეგო; თუმცა მე ეს მაინც გამაგებინეს, ვიღაც ქალმა დამირეკა. კიდევ უფრო გვიან ეთერში გავიდა საკმაოდ არასასიამოვნო სიუჟეტი (სესიაშვილის შაბათის მთავარი 2021წ. 1 მაისი): თემურ სხირტლაძე ფოტო აპარატით ხელში ატარებდა რაღაც საეჭვო გადაღებებს, რაშიც თვითონ ჟურნალისტიც ვერ გაერკვა კარგად, მაგრამ აღნიშნა მაინც, რომ იქ რაღაც არაკანონიერი ხდებოდა. ძალიან მალე კი ჩემმა რძალმაც შემოიტანა ამგავრი სიახლეები ჩვენს ცხოვრებაში და მივხვდი უკვე, რომ მთლად კარგად ვერ იყო ჩვენი ოჯახის საქმე.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ზუსტად ორი კვირის თავზე რძალმა განაცხადა, რომ მას კატეგორიულად არ სურდა ჩვენთან ერთად, ერთ სადარბაზოში ცხოვრება; მაგრამ რადგანაც ჩვენი (მე და ჩემი მეუღლის) ბინა და სხვენზე დაშენების ვარიანტი ძალიან მოეწონა, ამიტომ შემოგვთავაზა, რომ ჩვენ სადმე სხვაგან გვიყიდდა ბინას და იმ ბინაში მოგვაკითხავდნენ ხოლმე ხანდახან. ამას მეუბნებოდა ოჯახში ორი კვირის შემოსული ქალი, რომელიც კომპასით ჩამოვიდა ვაკეში, ვარკეთილიდან და რომელსაც ვაკის ერთი ბინა არ ეყო, ყველა ბინა მოუნდა. ასეთ თავხედობას უკვე საზღვარი ნამდვილად აღარ ქონდა. მივხვდი უკვე ვისთანაც მქონდა საქმე და ვუპასუხე: მე კარგად ვიცი ვაკის გეოგრაფია და მე და ჩემი მეუღლე თავად გადავწყვეტთ იმას, თუ სად ვიცხოვრებთ მეთქი, გიორგის კი, რომელიც იდგა იქვე და თვალებში ცრემლი ქონდა მომდგარი, ვუთხარი: ამის თქმას თოფი გესროლა ჩემთვის და გეთქვა უცებ გამივარდაო ის ჯობდა, მაგრამ რადგანაც ასეა, რა გაეწყობა, იცხოვრე შენს ბინაში, ჩვენი ბინა კი ისევ ჩვენზე გადმოაფორმე და ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს თავს - მეთქი. ამაზე „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ ცხოვრებას მიჩვეული პოლიციელის ოჯახმა მკაცრი უარი განცხადა, დაიწყეს მოქმედებები გიორგის სახელით, ხოლო თავად გიროგის კატეგორიულად აეკრძალა უკვე ჩვენთან ყოველგვარი კონტაქტი, ერთი მიზეზით: ვერ გიტანთ, ძულხართ და არ სურს თქვენთან შეხვედაო. გიორგიმ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ჩვენთან, მთელ ჩვენს წრესთან და თავის მეგობრებთანაც კი; დაბლოკა ყველას ტელეფონები და არ პასუხობს არავის ზარებს: დაიწყო ტყუილი, ტყუილი და ფაქტების აშკარა დამახინჯება, რომელთა გადამოწმების არავითარი საშუალება არ მეძლევა; ელაპარაკეთ მის ცოლს- ამბობს მისი ადვოკატი (ნინო ათაბეგაშვილი). მე არ ვიცი რა ხდება გიორგის თავს: შეაშინეს? აშანტაჟებენ? არ არის არაფერი გამორიცხული! რადგანაც საყურადღებოა, რომ ეს არის თემურ სხირტლაძის (გომელაურის უწყება) ოჯახი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მე ყოველ წერილში ვაკრიტიკებ ამ სისტემას და საერთოდ ძალოვან სტრუქტურებს და სისტემატურად ვთხოვდი იგორ გიორგაძეს დახმარებოდა საქართველოს ამ სტრუქტურების მოწესრიგებაში.
ძალადობრივი მეთოდებით მოქმედება ამ ოჯახისათვის ჩვეულებრივ დამახასიათებელი იყო; მათალითად, მოგვიანებით, როდესაც თემურ სხირტლაძე გარდაიცვალა ქალებმა (ოჯახში 5 ძალიან „პრინციპული“ ქალია) თემურის დედა და ძმა არ მიუშვეს სამძიმარზე. ზუსტად ასევე აუკრძალა ამ ხალხმა ჩვენს შვილიშვილსაც ჩვენთან კონტაქტი და ეს ყველაფერი მე-5 წელია გრძელდება; ვერავითარ გარკვეულობას, ვერავითარი ადვოკატებით და სასამართლოებით ვერ მივაღწიეთ.
გიორგიმ დაგვტოვა მაშინ, როდესაც ოპერაციის შემდეგ მე ჯერ კიდევ ყავარჯნებით დავდიოდი, მძიმე მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის მხრივ ჩემი მეუღლეც, ბინა იყო სრულიად მოუწყობელი, იმიტომ რომ ვაპირებდით მშენებლობას და არ გვყავს გვერდითი მეზობლები იმის გამო, რომ ბინები ჩვენს სადარბაზოში შეისყიდა მთლიანად „რიკო ბანკმა“. თავი რომ როგორმე გადაგვერჩინა ჩვენც სასწრაფოდ მივყიდეთ სხვენი რიკო ბანკს, სხვენი, რომელიც ჩემი მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული; პარალელურად კი შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში გიროგიზე ჩვენი ბინის ჩუქების გაუქმების მოთხოვნით.
საინტერესოა ისიც, ამის შემდეგ რძალმა (თამარ სხირტლაძემ) დაურეკა რიკო ბანკის დირექტორას (ლაშა ნიკოლაიშვილს) და ეჩხუბა: როგორ ბედავთ თქვენ ჩემი ბინის თავზე სხვენის ყიდვას, ეხლავე გამოგიგზავნით ჩემს იურისტს და საქმეს ის გაგირჩევთო. ბანკის მმართველი გაოგნებული იყო, ვისი რა საქმეა, მე ბ-ნი მერაბის სახელზე გაფორმებული სხვენი შევიძინეო. თუმც შემდეგ ადვოკატი აღარ მოსულა, ეტყობა სახლში გააფრთხილეს ქალი, რომ ეს უკვე მეტისმეტიაო. მართლაც, ჯერ ერთი რატომ იყო მისი ჩვენი სახლი, თუნდაც ჩვენს მიერ გიორგიზე გაჩუქებული, მაგრამ მათ ქორწინებამდე (რაც მნიშვნელოვანია) და მეორეც: ჩვენ უკვე სასამართლოზე გვქონდა (მერაბ ფანჩვიძის სახელით) შეტანილი სარჩელი ჩუქების გაუქმებაზე (ადვ. ირაკლი ალხაზიშვილი). გაუგებარია რატომ აძლევს ეს ქალი ამდენის უფლებას თავისთავს და საერთოდ რით ყავთ გამოჭერილი ჩემი შვილიშვილი?
სხირტლაძეები იმდენად იყვნენ დაინტერესებულები ჩვენი ბინებით, რომ თავად თემურ სხირტლაძე მესტუმრა ამ საკითხზე; მან ვეღარ გაბედა უკვე ეთქვა: გადაგიყვანთ სხვა ბინაში და ეს ბინები ახლაგაზრდებს ქონდეთო (თავისი ქალიშვილივით). მაგრამ „დამრთო ნება“ მეცხოვრა ჩემს სახლში სიცოცხლის ბოლომდე, „ბავშვები კი ხანდახან ამოვლენ და პროდუქტს ამოგიტანენო“. ეს პოლიციელი ვერ ხვდებოდა ნამდვილად იმას, თუ რაოდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებდა ის ამგავრი წინადადებით ჩემს ოჯახს. მე რაც შემეძლო თავი შევიკავე და ვუპასუხე: ეს ჩვენი ოჯახის პრობლემაა და მე და ჩემი მეუღლე თავად გადავწყვეტთ ამას ჩემს შვილიშვილთან ერთად მეთქი. თემურ სხირტლაძე გაწბილებული წავიდა ჩვენგან, მაგრამ ამის შემდეგ გიორგის კიდევ უფრო კატეგორიულად აეკრძალა ჩვენთან კონტაქტი. პარალელურად გიორგიმ დაიწყო უკვე ჩემი საიტის: gildasikharulidze.com დახურვები. ჩემი ადვოკატის (ირაკლი ალხაზიშვილის) რჩევით მივმართე პოლიციას. საქმეში ჩაერთო ჩემი უბნის ინსპექტორი (ვახტანგ ქურთაული), რომელიც, კეთილსინდისიერად დადიოდა გიორგისთან, თვეების მანძიზლე და ართვევინებდა ხოლმე საიტს. მე მოვითხოვე გადმოეცა გიორგის ჩემი მასალების ელექტრონული ვერსიები, რის შემდეგაც მე სხვა პროგრამისტთან შევქმნიდი ახალ საიტს, მე თვითონ გადავიხდიდი მომსახურეობის თანხას და გავაგრძელებდი მუშაობას. გიორგის დახმარება მჭირდებოდა ასევე მისი დედის საიტის, panchvidzeq.narod.ru, გასწორებაშიც, სადაც რაღაც გვერდები ხარვეზებით მუშაობდა. ეს საიტიც მისი გაკეთებულია. ამ საიტზე განთავსებულია ქეთინო ფანჩვაძის შრომები და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მასალა. აქვე უნდა განეთავსებინა მას, ჩემი ბოლო მონოგრაფიის: “Человек умей любить и жертвовать” ელექტრონული ვერსია. გიორგიმ ეს არ გააკეთა და დამიკარგა საერთოდ ეს მასალა. საბოლოოდ კი დამიხურა და გამინადგურა ჩემი საიტიც. მისმა ადვოკატმა (ნინო ათაბეგაშვილი) ბრძანა: „რა ვალდებული იყო გიორგი ეხადა თქვენი საიტის გადასახადიო, საიტი დაიხურა გადაუხდელობის გამოო“. ამას ეუბნება ქალი გამზრდელ ბებიას, რომელმაც მისცა შვილიშვილს ყველაფერი რაც შეეძლო! რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ადვოკატს! ამ ქალბატონს პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია! ის ცრუობს ყოველ ნაბიჯზე და მცდარ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს. ასე მაგალითად, ის ამბობს: 1. გიორგიმ გამოუქვეყნა მონოგრაფიები ბებიამის! (სიცრუეა! ყველა ჩემი მონოგრაფია დაბეჭდა უნივერსიტეტმა) 2. გორგი დაუფინანსა ბებიამის ოპერაციები. (სიცრუეა! გადახდის ყველა ქვითარი გამოწერილია ჩემი მეუღლის სახელზე. მათ კი სასამართლოს სამარცხვინოდ წარუდგინეს მხოლოდ ცინარეზინის და პანანგინის ქვითრები, რომელიც ერთხელ მართლაც მიყიდა ჩემმა შვილიშვილმა.) 3. გიორგის არსად არ დაუსვენია და გადაადგილების საშუალებად კი იყენებს მეუღლის მანქანას. (სიცრუეა! გიორგი ყოველ წელს ისვენებდა ბაბუამისთან ერთად: სურამში, კოჯორში, ქობულეთში, აბასთუმანში და სხვ... რაც შეეხება მანქანას, მან ცოლის მოყვანის შემდეგ თავისი მანქანა და მოტოროლერი გაყიდა, შემდეგ კი იყიდა ახალი მანქანა და რატომღაც ცოლის სახელზე გააფორმა. 4. გიორგი თავისი ბინიდან (ლაპარაკია ჩემი და ჩემი მეუღლის ბინაზე) ცოლთან ერთად გამოაგდეს ქუჩაში და არ იცოდა სად წასულიყო; ამ დროს გიორგის საკუთრებაშია ჩვენი აშენებული ბრწყინვალე ბინა შატბერაშვილზე. 5. თავიანთი ბინა ბებიამ და ბაბუამ გიორგის აჩუქეს მაშინ, როდესაც ისინი უკვე ასაკში იყვნენ შესულნი და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აწი ასაკი აღარ მოაკლდებოდათ. გიორგის კი ხელი არაფერზე არა აქვს მოწერილი და ვალდებული არ არის მათ მიხედოსო. (არ მჯერა, რომ ყველაფერი ეს თქვა ჩემმა შვილიშვილმა!) 6. გიორგიმ სხირტლაძეების ოჯახში ამოისუნთქა, სძლს ბებია და ბაბუა და ამის გამო პრინციპულად არ სურს მათთან შეხვედრა; (სიცრუეა! სხირტლაძეები არ აძლევენ მას ამის უფლებას). ამგვარი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც ერთი ჩემი ადვოკატი (ირაკლი ალხაზიშვილი, ვახტანგ ცხომელიძე, მაია სხვირტლაძე) არ აქცევენ მათ რატომღაც არავითარ ყურადღებას, არ განიხილავენ საქმეს მთლიანობაში, იხილავენ მას ნაწილ-ნაწილ, რის შედეგადაც მახინჯდება მთელი სინამდვილე და იკარგება სიმართლე. აი მაგალითად. ადვოკატმა (ალხაზიშვილმა) საიტის დახურვასთან დაკავშირებით გადამამისამართა საერთოდ პოლიციასთან. მივმართე ისევ პოლიციას და კერძოდ ჩვენი უბნის ინსპექტორს, ვახტანგ ქურთაულს, ვკითხე: რატომ არ მოქმედებთ უფრო ოპერატიულად- მეთქი, რაზეც მან გულუბრყვილოდ მიპასუხა: მე კი ვიცი ეგ რისი ღირსიც არის, მაგრამ მე რომ ეს გავაკეთო, მისი სიმამრი (ლაპარაკია თემურ სხირტლაძეზე) სამსახურიდან მომხსნის და დამრჩება ცოლ-შვილი მშიერიო; რაშიც ეს კაცი სავსებით მართალია!!! სამწუხაროდ, სწორედ ასეთია ჩვენში არსებული სამართალდამცავი ორგანოები, ე.წ. „მართლმსაჯულების“ განხორციელების ფორმატი და მთელი ჩვენი „სახელმწიფოებრივი აზროვნების“ სტილი, არც ადვოკატი გრძნობს პასუხისმგებლობას თავის საქმეზე და არც მოსამართლე. ტყუილი, ტყუილი, ფაქტების დამახინჯება, მათი მუდმივი გაყალბება და სამართლის ძიების მთელი პროცესის წარმართვა მურუსიძის კლანის მიერ შექმნილ ვანდალურ ატმოსფეროში, აი, მაგალითად გამინადგურეს და დამიხურეს პირადი საიტი, რის გამოც აღარ მაქვს წვდომა საკუთარ შრომებზე; ლაპარაკია ხუთ მონოგრაფიაზე, სხვადასხვა კონფერენციებზე წაკითხულ მოხსენიებათა ტექსტებზე, პრესაში გამოქვეყნებულ უამრავ სტატიაზე; სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზია მოცემული და სხვ. გიორგიმ ძალიან კარგად იცოდა რასაც წარმოადგენდა ეს საიტი ჩემთვის; რომ ყოველი შეფერხება ამ საიტის მუშაობაში ჩემი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა; ამიტომ ყოველთვის დიდი გულისყურით ეკიდებოდა საიტის გამართულად მუშაობის საკითხს და მის ხელში, წლების მანძილზე, საიტის მუშაობაში არავითარ შეფერხებას არ ჰქონია ადგილი. აი ეს საიტი: gildasikharulidze.com დღეს გაუქმებულია. მივიღე დიდი მორალური და მატერიალური ზარალი, რადგანაც საიტზე განთავსებული ელექტრონული ვერსიების აღდგენას ძალიან დიდი შრომა და ფინანსები ჭირდება - ვინ უნდა ამინაზღაუროს ეს ზარალი?
ამ დროს არცერთი სამართალდამცავი ორგანო, ვისაც მივმართე, არ იძიებს იმ გარემოებებს რა გარემოებებმაც ამ საიტის დახურვის ფაქტი წარმოშვა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ საიტის დახურვის ფაქტთან ამ გარემოებას არავითარი კავშირი არ აქვსო. ამ დროს სწორედ ამ გარემოებებმა წარმოშვა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და პიროვნული განადგურების დანაშაულებრივი სურვილი და სწორედ ამ მიზნით განხორციელდა საიტის დახურვა - არავინ ამ გარემოებებს არ იძიებს, გიორგისთან პირისპირ შეხვედრა კი პრინციპულადაა შეუძლებელი.
ჩემმა ადვოკატმა ირაკლი ალხაზიშვილმა (ზ. კორძაძის საადვოკატო ბიურო) კიდევ ერთი მეტისმეტად საინტერესო ოინი ჩამიტარა, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ მივმართეთ მისი საშუალებით სასამართლოს გიორგიზე ჩვენი ბინის ჩუქების გაუქმების შესახებ და წარვუდგინეთ თან წერილობით ყველა ინფორმაცია იმ მდგომარეობის შესხებ რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით დარჩენილი. ირაკლი ალხაზიშვილმა არცერთი ჩვენგან მიწოდებული ფაქტი სარჩელში არ შეიტანა და მოსამართლეს წარუდგინა სრულიად ზერელე, რეალობას მთლიანად აცდენილი ინფორმაცია და შემდეგ კი, როდესაც სასამართლომ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა, დაგვიმალა განაჩენი სამი თვის მანძილზე და მიზანმიმართულად წაგვართვა ამით დასკვნის გასაჩივრების უფლება. მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვურეკავდით ხან მე, ხან ჩემი მეუღლე და ვთხოვდით ირაკლი ალხაზიშვილს და ვთხოვდით გაეგებინებინა ჩვენთვის შედეგი და არ დაერღვია გასაჩივრების ვადები, რაზეც ის ყოველთვის გვპასუხობდა ერთი და იგივეს: „საქმე განხილვაშიაო!“ ძალიან მაინტერესებს რა ქვია ასეთ საქციელს? იმისათვის, რომ სიმართლე გამეგო დამჭირდა ახალი ადვოკატოს (გიორგი სამადაშვილი) დახმარება, რომელმაც შემატყობინა, რომ განაჩენი გამოტანილი იყო სამი თვის წინ და გასაჩივრების ვადა იყო გასული.
სხვათაშორის ეს ადვოკატი მირჩია ვახტანგ ხმალაძემ, ისიც ფიზიკოსი იყო ადრე და აქედან ვიცნობდი. როდესაც მას შევჩივლე, რომ ის შენი ადვოკატი ვერ იქცევა რაღაც ნორმალურად, მემალება, ხშირად ზარებზე არ მპასუხობს მეთქი, მითხრა: „გეჩვენება, რა აქვს დასამალიო?“ შემდეგ კი, როდესაც ფაქტის წინაშე დადგა, გაუფართოვდა თვალები, პირი დააღო და თქვა: „ასეთი რამ მე ჯერ არ გამიგიაო.“ შემდეგ უკვე აღარც ის პასუხობდა ზარებს. ეს მოდაშია ეტყობა ამ სფეროში: უნდათ გპასუხობენ, უნდათ არა!
ალხაზიშვილის გაფუჭებულ საქმეს არცერთმა ადვოკატმა ხელი არ მოკიდა, იმ მიზეზით, რომ კოლეგას ვერ დაუპირისპირდებოდნენ; ბოლოს წავაწყდით ვინმე ვახტანგ ცხომელიძეს. ამ ადვოკატმა ჩვენი საქმე დაყო საერთოდ რამოდენიმე ნაწილად, გადაგვახდევინა თანხები მათი წარმოებისთვის და გამოგვართვა კიდევ 18000 ლ. მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა; დაიწყო რაღაც ტყუილებზე, ავანტიურისტულად სარჩელების აგება, რამაც ძალიან დამაეჭვა და საჭიროდ ჩავთვალე მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. (შემდგომში მას გავუუქმე ხელშეკრულება). იმ პერიოდში კი მე და ჩემი მეუღლე გავხდით ავად კოვიდით, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე მაშინ ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ როდესაც კლინიკებიდან შინ დავბრუნდი ისევ შესდგა ჩემი საუბარი ცხომელიძესთან, რომელმაც შემომთავაზა, თუ თქვენს მეურვეობას გამიფორმებთ, მე დავიწყებ თქვენი ბინის საქმეს და ვფიქრობ რომ მოვიგებო; მე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი და სასწრაფოდ გავუუქმე ხელშეკრულება. ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი მართლმსაჯულება?
დამჭირდა ფინანსები და ავიყვანე ახალი ადვოკატი (მაია სხირტლაძე), იმ მიზნით, რომ დამხმარებოდა მეუღლის ანაბრებიდან თანხის გამოტანაში. როდესაც ჩემი შვილიშვილი ნოტარიუსთან მივიდა, მან განაცხადა: ეს თანხები ბებიაჩემმა აიღოსო, მაგრამ შემდეგ სხირტლაძეების ადვოკატმა მოითხვა მთელი თანხები გიორგის სახელით და მე მხოლოდ სასამართლო დავის წესით მივიღე გარკვეული წილი მეუღლის ანაბრებიდან. თავად ეს ფაქტიც საკამრისია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ დიდი ზეწოლის ქვეშა სხირტლაძეების ოჯახის მხრიდან ჩემი შვილიშვილი.
ამგვარი ზეწოლის შემთხვევები მრავალია; ასე მაგალითად როდესაც ჩემი მეუღლე ცუდად იყო და სასწრაფო მყავდა გამოძახებული, გიორგის დაურეკეს და აცნობეს ამის შესახებ მისმა მეუღლემ უპასუხა: „გამოიტანონ საჩივარი სასამართლოდან და მერე მივხედავთო.“ თუ გაგიგიათ ვინმეს რაიმე ასეთი; იმ დღეს კარებზე სასწრაფომ რომ დარეკა ჩემმა მეუღლემ იკითხა: გიორგი მოვიდაო? მე ცრემლი მახრჩობდა და ვერაფერი ვერ ვუპასუხე; ჩემს მეურლეს ენატრებოდა შვილიშვილი და ვერ წარმოეგინა, თუ ის ასეთ დროსაც არ მოვიდოდა. ორი დღის შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა ინგოროყვას კლინიკაში, სადაც საშინელი დარღვევები იყო და ვერავითარი ძალით ვერ გავარღვიეთ მკვლელად ქცეული ექიმებისაგან შექმნილი კედელი. ეს კიდევ ცალკე ამბავია და მაჩვენებელია იმის, თუ სადამდე მივედით. ჩემი მეუღლე ფაქტიურად მოკლეს! ყველაფერმა ამან ერთად მიმაღებინა სწორედ სუიციდის გადაწყვეტილება. დღეს კი ვფიქრობ უკვე, რომ საჭიროა ბრძოლა ბოლომდე!
კიდევ ერთი ფაქტი: როდესაც მე სუიციდის მცდელობა მქონდა, სახლი ორივეჯერ სავსე იყო უშიშროების სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლებით. ახლობლებმა დაურეკეს ისევ გიორგის, ზარზე ცოლმა უპასუხა: „ჩვენ არ გვცალია, კარები მაგრად დაკეტეთ სახლიდან არაფერი დაიკარგოსო“, ჩემს მკურნალობას ორივეჯერ დიდი დრო დაჭირდა, ჯერ ერთ კლინიკაში და შემდეგ მეორეში და ბოლოს თვენახევარი სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, რის გამოც მე ვერც მეუღლის დაკრძალვას და ვერც ორმოცს ვერ დავესწარი. ჩემი მეუღლე სხირტლაძეების კარნახით სასწრაფოდ გადაასვენა შვილიშვილმა (რომელსაც მომაკვდავი ბაბუა არ უნახავს) კლინიკიდან და ისე სწრაფი წესით დაკრძალს, რომ ნათესავებმა და მეგობრებმა ძლივს მოასწრეს მისვლა და გამომშვიდობება. ფოტოებიც ექნებათ ალბათ, თემურ სხირტლაძის სტილში გადაღებული, ეს ხომ დოკუმენტური მასალაა. ჩემი ამბავი ჩემს შვილიშვილს არც უკითხავს. საფლავს, ორმოცს და წლისთავს ჩემმა ახლობლებმა მიხედეს. გიორგის დედის საფლავზე არ უშვებენ (ახლა უკვე ბაბუამისის საფლავზეც) მაშინაც კი როდესაც, როგორც წესი, ახლობლები და მეგობრები წელიწადში სამჯერ საფლავზე ვიკრიბებით და გიორგიმ ძალიან კარგად იცის ეს თარიღები. ჩვენს ირგვლივ ყველა გაკვირვებულია და გადარეული, ვერავინ ვერ ხვდება რა ხდება, რა გაუკეთეს იმ ოჯახში გიორგის ამისთანა. ყველაფერს გაარკვევს მხოლოდ გიორგისთან პირისპირ, სამართალდამცავი ორგანოების თანდასწრებით შეხვედრა; მაგრამ მეხუთე წელი ამას ვერ ვახერხებ!!! ცოლი და მისი ოჯახი არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
მე იმისიც მეშინია, რომ ქონებაზე ესოდენ დახარბებულმა ოჯახმა გიორგი რაიმე ხიფათშიი არ გახვიოს და არ მოიშოროს შემდეგ საერთოდ თავიდან; მითუმეტეს რომ მის ცხოვრებაში თავი იჩინა რამოდენიმე ისეთმა ფაქტმა, რომ საჭიროდ ჩავთვალე მიმემართა პოლიციისათვის, რათა გადაემოწმებინათ ეს ფაქტები და ჩამოერთმიათ ამავე დროს სხირტლაძეების ოჯახის ყველა წევრისათვის ხელწერილი, რომ მათ ოჯახში, ყველა თავისიანისგან ასოდენ მკაცრ იზოლაციაში მყოფ ჩემს შვილიშვილს არაფერი დაემართებოდა. განცხადება პოლიციაში შეიტანა ჩემმა ადვოკატმა (მაია სხირტლაძემ), პოლიციიდან კი გვიპასუხეს: ჩვენ ასეთი შემოწმების უფლება არ გვაქვს, მაგრამ თუ მოხდება რაიმე აუცილებლად გადავამოწმებთო. ადექვატურია ასეთი პასუხი? საერთოდ ვხედავ უკვე, რომ ყველგან, სადაც რაიმე საქმეში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერევა, იქ საქმე სასამართლოში აპრიორულად არის წაგებული. ხუთი წელია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებ, ნამდვილად აღარ მინდა მიმიყვანოს ყველაფერმა ისევ სუიციდამდე.
ვხედავდი, რომ ჩემს ადვოკატს დღევანდელ პირობებში მუშაობა უჭირდა და ვურჩიე მას მიემართა კონსულტაციისთვის ნიკა გვარამიასთვის, მითუმეტეს რომ საკითხები, რომელიც მე ჩემს შვილიშვილთან დაკავშირებით მაინტერესებდა და რისი გარკვევაც თხოვა ჩემმა ადვოკატმა პოლიციას, ნიკასთვის ნაცნობი სფერო იყო და ნამდვილად შეეძლო ამ სფეროში კონსულტაციის გაწევა. მაგრამ გვარამიამ რატომღაც თავი აარიდა შეხვედრას. მე ძალიან მომწონს (ალბათ ყველას) და მადლობელი ვარ მისი, რომ ესოდენ მაღალ დონეზე მიყავს შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საქმეთა გამოძიების პროცესები; კარგი იქნება, თუ კვარაცხელიას საქმესაც ასეთნაირადვე მიუდგება, რადგანაც ხალხი ძალიან ელოდება და ძალიან აინტერესებს ეს საქმეც. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ამგვარი მუშაობა საქველმოქმედო ხასიათის უნდა იყოს, რადგანაც მართმსაჯულების საკითხი და ძალოვანი სტრუქტურების პრობლემის მძიმე სფეროებია, რომელნიც ყველაზე მეტად ანადგურებენ ჩვენს საზოგადოებას და ანგრევენ ქვეყანაში სახელმწიფოებრივ წესრიგს. ამიტომაც ვთვლი, რომ ყოველგვარი მუშაობა, ამ სფეროებში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უნდა წარიმართოს სახელმწიფოებრივი პროექტის ასპექტში, ხოლო საადვოკატო კონსულტაციებს მოსახლეობისთვის უნდა ქონდეს ფასიანი ხასიათი. ნებისმიერი მოქალაქე სიხარულით მიესალმება, ამგვარი, პროფესიონალურ დონეზე მომუშავე პროექტების არსებობას.
რადგანაც ნიკა გვარამია სულ რაღაც პარტიაზე საუბრობდა (მაპატიეთ, მე ყველა პარტიის სახელი არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ მელიასთან არიან ყოჩაღი ბიჭები და კიდევ ის, რომ საბა ბუაძე არის კარგი ახალგაზრდა) აქედან გამომდიანრე ვიფიქრე, რომ ის მართლმსაჯულებაზეც, რაღაც საერთო სახელმწიფოებრივი (პარტიული) პროექტის ფორმატში მუშაობდა და ამიტომ მივმართეთ მას კონსულტაციისათვის. თუ ეს ასე არ არის და ის პარალელურად რეგიონებში ცეკვითი ნომრების შესრულებითაცაა დაკავებული, მაშინ დიდი ბოდიში მასთან. თუმც ვფიქრობ მაინც, რომ მართლმსაჯულების სფეროში მუშაობა უფრო კარგად გამოუდის, ვიდრე ცეკვითი ნომრები და ჯობდა მხოლოდ პირველისთვის მიეხედა; რაც შეეხება ცეკვებს იქ მას მელიაც „შესანიშნავად“ ჩაანაცვლებს.
დღეს მე ისევ ადვოკატის გარეშე ვარ და ძალიან მჭირდება სერიოზული, საადვოკატო ბიურო, იმისათვის რომ მივიღო კონსულტაცია და ავიყვანო ახალი ადვოკატი. ჩემთვის სულერთოა ქოცი და ნაცი, მაინტერესებს მხოლოდ ეროვნული ტრადიციების, ჩვენი ცხოვრების წესების ამსახავი კანონი, მორალი და მართლმსჯულება.
სიმართლე! სიმართლე! და მხოლოდ სიმართლე წყურია დღეს ხალხს ყველაზე ძალიან, ყველგან ყველაფერში და ყოველთვის. ნეტავი სად არის კუჭავა? ან ეს ადეიშვილი სულ ვაჩუქეთ უკრაინას? მიშა? მიშა როდის ჩაერთვება ქართულ პოლიტიკაში? ნუთუ კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? ბევრი, ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი! მათ შორის არის მართლმსაჯულება.
რა ბრწყინვალეა ბელოუსოვის სლოგანი: “Ошибаться можно, врать нельзя!” შამანიც რა ეპოქალური მოვლენაა პუტინის პოლიტიკის ფონზე! პრიგოჟინიც! სიამაყე ვიგრძენი, როდესაც კურსვში გამოჩნდა კბილებამდე შეიარაღებული ქართული ბატალიონი და იდგა, თანაც იქ სადაც უნდა მდგარიყო სწორი პოლიტიკური პოზიციების თანახმად.
მიხარია, რომ საქმეში სერიოზულად ჩაერთო გიორგი გამსახურდია და მჯერა იმისიც, რომ არ მიატოვებს საქართველოს ამ გაჭირვების ჟამს უპატრონოდ იგორ გიორგაძე. გამოჩნდებიან, გამოჩნდებიან ჩვენშიც გმირები.

ეს არის გიორგის „უბედური ბავშვობა“ (ყველაზე მაღლა არის უბედური გიორგი)

ეს კიდე მისი განათლების გზაა