პოლიტიკა
კომენტარი წერილზე: „ტყუილზე აგებული ჭეშმარიტება“
მადლობა მას, ვინც ეს წერილი მომაწოდა. სწორედ სეს-ის წესდების ამ ავანტიურისტული ცვლილებებით დაიწყო სოროსის ფონდებიდან დაფინანსებულმა აგენტურამ ე.წ. „ამერიკული დემოკრატიის“ შემოტანა ჩვენს ქვეყანაში; „დემოკრატიისა“, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ყველა კანონი, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ეროვნული იდეოლოგია, მორალი და ტრადიცია გამოაცხადა ადამიანის უფლებათა შემზღუდავ ცნებებად და გააჩაღა სასტიკი ბრძოლა მათ წინააღმდეგ. „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“, „ეროვნული იდეოლოგია არის დაავადება, სენი, რომელსაც მკურნალობა ჭირდება.“ ასეთი იყო ის ლოზუნგები, რაც ჩვენმა „დიდმა“ ფილოსოფოსებმა „გურამ თევზაძე, ე.კოდუა, ვ. ერქომაიშვილი, მ.ჭელიძე და სხვ.) შეიტანეს ფილოსოფიის, სტუდენტებისათვის, სპეციალურად დაწერილ, ოფიციალურ სახელმძღვანელოში და ამით მოძღვრავდნენ წლების მანძილზე ახალგაზრდობას. ეტყობა ამ სახელმძღვანელოზეა სწორედ აღზრდილი ჩვენი პრემიერ მინისტრი (ირაკლი კობახიძე), რომელმაც, როგორც წესიერმა სტუდენტმა ჩააბარა „ფრიადზე“ ეს საგანი და ამან განაპირობა კიდეც მისი პირვანდელი გამაოგნებელი პოზიცია ეროვნულ ცნობიერებაზე; შემდეგ კი ევროპამ ეს აზრები მას კიდევ უფრო გაუმყარა. სამაგიეროდ დღეს ირაკლის აღებული აქვს სწორი კურსი საგარეო პოლიტიკაში და იბრძვის ისე, როგორც შეუძლია; მაგრამ შეეჯახა ამ პროცესში უდიდეს წინააღმდეგობებს; მარტო ის ვერაფერს გახდება და ეს მან ძალიან კარგად იცის; ამით არის სწორედ განპირობებული მისი მორიდებული ტონი ბრძოლის ველზე. მ ი ვ ე ხ მ ა რ ო თ!! უდაოდ უნდა მივეხმაროთ!
სეს-ის საკანონმდებლო ბაზაში მიზანმიმართულად ჩატარებული ცვლილებებით, სოროსმა გამოუთხარა ძირი პროფესიონალიზმს და შექმნა ამით „შესანიშნავი“ ფონი მეცნიერებისა და განათლების გასანადგურებლად, რაც გააკეთა კიდეც! მთავარი იდეოლოგი და სულის ჩამდგმელი ამ პროცესების იყო „ქართველ სოკრატედ“ გამოცხადებული და ფილოსოფიის ინსტიტუტში მყარად ჩანერგილი: მერაბ მამარდაშვილი - გორბაჩოვის ცოლის თანაკურსელი და სოროსის იდეოლოგიის პროპაგანდისათვის კარგად მომზადებული პირი, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ბევრს დიდი ფილოსოფოსი გონია; თუმც ვერავინ ახსნის იმას, თუ რის საფუძველზეა შექმნილი ასეთი აზრი მის შესახებ და ვერ დაასახელებს ვერაფერს ღირებულს მისი შემოქმედებიდან, იმ უბრალო მიზეზით, რომ ასეთი რამ არ არსებობს საერთოდ.
სამწუხაროდ, მამარდაშვილმა დატოვა ბევრი თავისი მიმდევარი, რომლებიც დღესაც აქტიურად აგრძელებენ მის საქმიანობას და ფინანსირდებიან ისევ სოროსის ფონდებიდან. ასე, რომ უშიშროების კომიტეტმა დროულად თუ არ გამოააშკარავა ამ აგენტურის მუშაობის მიზნები და მეთოდები, მაშინ ბევრი ახალგაზრდა კიდევ აცდება გზას, დაუმახინჯდება ცნობიერება და ცხოვრება მთლიანად. „კმარა“, „ენჯეოები“, ლომჯარია, ბაბუცა პატარაია და მსგავსი მათი, სხვა არაფერია თუ არა ანტისახელმწიფოებრივი და ხალხში დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები. საოცარია, რომ ასეთ დროს ბ-ნი გიორგი გახარია, თითქოს სპეციალურად გვხეთქავს გულზე და ყოველ გამოსვლაში პოზიტიურად განიხილავს ამ ხალხის საქმიანობას. ის ვერ ხედავს, თუ პრინციპულად არ სურს დაინახოს, რომ „კესარიას ფაქტორი“ სოროსის მზაკვრული მუშაობის შედეგია და არის ის, უკიდურესად მტკივნეული პრობლემა, რაზეც უნდა ფიქრობდეს ქართული კულტურის, ტრადიციისა და რელიგიის დამცველი ყოველი ადამიანი, იმისათვის, რომ არ გადავგვარდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი გენი და იდენტურობა. ის, რომ პირადად, თქვენ არ წააწყდით, ბ-ნო გიორგი, ცხოვრებაში ამ პრობლემას, ეს თქვენი კი არა, თქვენი მშობლების დამსახურებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენი პრემიერ მინისტრობის დროს ბევრი ბავშვი დაადგა „კესარიას გზას“ ეს უკვე თქვენი უგულო და უნიათო მუშაობის შედეგია.ხომ აქებდით წულუკიანს, რომელმაც მოსპო სპორტიც და კულტურაც ჩვენს ქვეყანაში?! ახლა, რომ წამოსწია მთავრობამ წინა პლანზე სპორტი და ბავშვთა ფიზიკური აღზრდის პრობლემა, რაც ჰაერივით საჭიროა და აუცილებელი, დღევანდელ პირობებში, ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რატომ არაფერს ამბობთ, პოზიტიურს, ამის შესახებ? „ქოცები“ არიან და იმიტომ? „ქოცებს“ რაც ჭირთ მშვენივრად და არგუმენტირებულად ლაპარაკობს ამაზე ნოდარ მელაძე, მაგრამ არა „ქოცისა“ და „ნაცის“ ტერმინოლოგიაში, არამედ მართლმსაჯულებისა და კანონის საყოველთაობის ბაზაზე, რაც ერთადერთია რამაც უნდა დაამყაროს წესრიგი საზოგადოებაში; მაგრამ სამწუხაროდ თქვენ, როგორც ბრძანეთ, არ გიზიდავთ, თურმე, ეს სფერო და ამიტომაც გაურბიხართ იურისპრუდენციას. თქვენთვის „ქოციც“ და „ნაციც“ აპრიორი დამნაშავეა, ყოველგვარი სამართლებრივი განსჯისა და განხილვის გარეშე, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ქოცია“ და ის „ნაცი“. აქედან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, არ გაღიზიანებთ თქვენ არც სააკაშვილის მიმართ წარმართული კურიოზული სასამართლო პროცესები. „მიშა დამნაშავეა და ის უნდა იჯდეს ციხეში“! აცხადებთ, თქვენ, კატეგორიუად, 21-ე საუკუნის სიმაღლიდან და აგერ მერამდენე წელია, მიმდინარეობს მიშას მიმართ ტრუსიკების უკანონო ყიდვის ბრალდებით, სამარცხვინო პროცესები. სირცხვილია ბ-ნო გიორგი, არ გეკადრებათ ნამდვილად ამ რანგის პოლიტიკოსს ამგვარი მსჯელობა... ან კიდევ: ასე ბევრს რომ გველაპარაკებით ევროპაზე, თქვენც, ლევან ბერძენიშვილის მსგავსად, „გონება ჩლუნგი“ ხომ არ გგონიათ მეფე ერეკლე? და ერთიც: რომ გვეუბნებით „კბილებით დავიცავ ჩემი პარტიის ყოველ წევრსო“ და გვამშვიდებთ თანაც „ნუ გეშინიათ ჩემზე უკეთეს პრემიერ მინისტრს მოგიყვანთო“, შემთხვევით ზვიად ძიძიგურის მოყვანას ხომ არ გვპირდებით პრემიერ მინისტრად? არ არის გასაკვირი! ისიც ხომ „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ ცხოვრებასაა მიჩვეული და თანაც ძალიან!!! ისე, როგორ მოგწონთ ის ფაქტი, რომ თქვენგან მოწონებული და თქვენი საყვარელი მინისტრები (წულუკიანი, გომელაური, ლილუაშვილი) ორივე ბეჭებზე რომ დააგორა შაქარაშვილის და ბაჩალეიშვილის საქმეთა გამოძიებამ? ბევრი, ძალიან ბევრი გამოაშკარავდა და ბევრიც აწი გამოაშკარავდება ალბათ. დ ა ვ ე ლ ო დ ო თ! მე კი, როგორც თქვენი კეთილისმსურველი, გირჩევდით ამოიღეთ ხმარებიდან სიტყვები: „ქოცი“ და „ნაცი“, დაუახლოვდით მართლმსაჯულების ძირითად ტერმინოლოგიას და მხოლოდ მათი საშუალებებით შეაფასეთ ფაქტები და პიროვნებები. სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე უნდა იყოს ქართული, ეროვნული პოლიტიკის მთავარი საყრდენი და საფუძველი. თქვენგან მოწონებული და თქვენი საყვარელი ბევრი კადრი კი ვერ მუშაობს, სამწუხაროდ, ამ ფორმატში! რა არის ეს? გეშლებათ? თქვენი შეცდომებით კი ჩვენ ვისჯებით შემდეგ! „Ошибаться можно, лгать нельзя!” ბრწყინვალე სიტყვებია ნამდვილად!
ხალხმა უნდა იცოდეს ყველაფერი, ყველა კითხვას სამართლებრივ ასპექტში უნდა გაეცეს პასუხი, სხვა შემთხვევაში არავითარ არჩევნებს აზრი არა აქვს და სწორედ ამიტომ, პირადად მე, არც მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში; იმ არჩევნებში, სადაც ელისაშილმა, დოლიძემ და სამადაშვილმა მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე თქვენ! როგორ მოგწონთ? იქნება აწი მაინც შეაფასოთ ადამიანთა საქმიანობა მორალისა და კანონის მიხედვით, და გვიქოთ მხოლოდ ის, ვინც საქებია, ვისაც შეუძლია ეროვნული იდეოლოგიის ასპექტში მუშაობა, იცის რა არის ეს, გააჩნია პროფესიონალიზმი, განათლება და რაც მთავარია ზნეობრივი და სამართლებრივი მზაობა ამგვარი საქმიანობისათვის. ჩემი აზრით ასეთია, მაგალითად ნიკა გილაური, რომელსაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რაციონალური გეგმა და მისი განხორციელების სრულიად ადექვატური მიზნები. ასეთი რამ ჯერჯერობით არავის არ წარმოუდგენია. კარგი იქნება, ნამდვილად, ბ-ნო გიორგი, თუ დაინახავთ მასში პრემიერმინისტრობის რეალურ კანდიდატს, მიუხედავად მისი იმ „დიდი დანაშაულისა“, რომ იცნობს მიშას. ნუ გადაიჭრით ვენებს და დაუშვით ისიც, რომ სააკაშვილი საჭიროა დღეს ქართული პოლიტიკისთვის.
ვდგავართ უფსკრულის პირას და აშკარა დაღუპვას გვიქადის ორი ფაქტორი: დასავლეთის მიერ წარმოებული იდეოლოგიური ომი და ქვეყნის შიგნით არსებული კორუფცია. ორივეზე გამარჯვებისათვის საჭიროა და აუცილებელი ძლიერი უშიშროების კომიტეტი (საერთოდ ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები), კანონის დიქტატურა და მართლმსაჯულება, რომელიც თავზე გვაქვს დამხობილი. რა შუაშია „ქოცი“ და „ნაცი“, დამნაშავე უნდა დასაჯოს კანონმა, რომლის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში და ამიტომ თაროზე შემოდებული ყველა საქმე უნდა გაიხსნას! ნახავთ მაშინ, კარგად, აქვს თუ არა ჩვენს ხალხს არჩევანის გაკეთების უნარი! ორ ერთნაირ შავ ყუთს, რომ დაუდებთ ამომრჩევლის წინ და ეტყვით აირჩიეთო, რა აირჩიონ?! ხალხია დამნაშავე იმაში, რომ ვერ აკეთებენ ასეთ დროს ვერავითარ გონივრულ არჩევანს? ასე ადვილია დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გარკვევა, მაშინ როდესაც საკუთარი მთავრობა გიმალავს სიმართლეს და ყავს მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში?
იგრძნობა, რომ სერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან მიმდინარეობს ედუარდ შევარდნაძის („თეთრი მელა“) მეთოდების, დროის შესაბამისი განვითარების პროცესი. შემოდის ახალი დიალექტიკა ამ სფეროშიც. პუტინმა, მაგალითად, ეფექტურად დაუმატა შევარდნაძის მეთოდებს, „ბანდიტური პეტერბურგის“ ქუჩებში მიღებული გამოცდილება და დააღებინა პირი დასავლეთს. ძალიან საინტერესო სვლებს აკეთებენ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილი და ზელენსკი და შედეგებიც მალე გამოჩნდება ალბათ. ბელოუსოვი პროფესიონალურად აჩვენებს ყველას ინტელექტისა და კულტურის ძალას და ისე, რომ, თუ დაჭირდა არ დაიხევს უკან არაფერზე; მას აქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული კრიტიკული აზროვნება, დიდ თეორიულ ცოდნაში საოცრად ინტეგრირებული აზრი და ყოველ გადამწყვეტ მომენტში შეუძლია აჩვენოს გამთლიანებული ცნობიერების ეფექტი. პრიგოჟინი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე კარგი და ძლიერი ავანტიურით, რაშიც აშკარად პუტინის ხელიც ურევია. ორბანი კბილებით იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს და ამიტომ შემოაქვს სწორედ, თანამედროვე პოლიტიკური რეალობის დიალექტიკური ასპექტი, თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო ინტერპრეტაციით. ასე იქცევა ყველა ქვეყანა და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, თუ გვსურს შევინარჩუნოთ იდენტურობა. ყველაფერ ამას კი ემატება კიდევ ტრამპი! ოოო! ტრამპი, რომელიც ბევრჯერ გაკოტრებული და ასევე ბევრჯერ, მკვდრეთით არმდგარი ბიზნესმენია და აქვს ამიტომ არნახული გამოცდილება ეკონომიკის სფეროში, რის გამოც სურს, მას, შემოიღოს ეკონომიკის ბაზაზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობის ახალი მოდელი. ეს თავისთავად კარგი აზრია; მითუმეტეს, რომ ტრამპი ირჩევს დიალოგის ფორმატს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და ყოველი სერიოზული გადაწყვეტილების მიღების გზად მიაჩნია არა ომი, არამედ დიპლომატია. ამ პოლიტიკურ ხაზს უპირისპირდებიან ყოველგვარი ნორმალური, ლოგიკური განვითარების გზას აცდენილი ლიბერალები (ბაიდენი, მაკრონი, შოლცი და სხვ.), თავიანთი არაადექვატური თეორიული პრინციპებით და ყველა სხვა ქვეყნების ტრადიციების უარმყოფელი ცხოვრების წესებით. ჩვენ, სამწუხაროდ, აღვმოჩნდით უგზო - უკვლოდ შეყვარებული მათზე, ისე, რომ ბოლომდე არც ვიცით რისთვის და რატომ? მიდის დაძაბული ბრძოლები და საქართველოც არის ამ პოლიტიკური „კომპოტის“ რაღაც გაურკვეველი და ბუნდოვანი ნაწილი, იმდენად, რომ ვერავინ ვერც შიგნით და ვერც გარეთ ვერ გაარკვია რა გვინდა და რა გვსურს. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა ის, თუ რა მაღალი დონის და ხარისხის დიპლომატიური კადრები გვჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ დიალოგი სხვა ქვეყნებთან იმ მიზნით, რომ არ დავკარგოთ ჩვენი იდენტურობა და დავიცვათ ბოლომდე ქვეყნის ინტერესები?! რეალობა კი ქვეყანაში ასეთია: ვიმყოფებით დღემდე სოროსის აგენტურის ძლიერი გავლენის ქვეშ, დიპლომატია გვაქვს დამხეცებული „შარვლების ჩახდის ფორმატში“, ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების „პიკია“ „კაკაჩა“, რომელმაც ტრამპზე ადრე ჩამოგვიყალიბა სახელმწიფო მმართველობის, „თავის ეკონომიკაზე“ დაფუძნებული მოდელი“, სახელმწიფო წესრიგის და დისციპლინის სიმბოლოა „ხარება“, ხოლო ინტეგრირებული „თეორიული აზროვნების „ნიმუში“ - ზარქუა; და ა.შ. და ასე მრავალი...
ასეთ პირობებში ჩვენი ერთადერთი იმედია ქარტეხილს გადარჩენილი ახალგაზრდობა და პლიუს მათ ჩვენი იდენტობის, ისტორიული, გენეტიკური პოტენციალი. კარგი იქნება ალბათ თუ ახალგაზრდობა არ დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ წარსულს და გამოიყენებს უფროს თაობას ხიდებად.
ეხლა დავუბრუნდეთ ისევ იმ წერილს, რაზედაც გვქონდა საუბარი: „ტყუილებზე აგებული ჭეშმარიტება“. ცვლილებები სეს-ის წესდებაში ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ეს ამ წერილშია აღწერილი: დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების სრული დარღვევით; რამაც ერთბაშად წარმოშვა ჩვენში „ახალი პროფესურის“ ყოვლად უვიცი და გაუნათლებელლი პირებისაგან შემდგარი ძალიან დიდი ნაკადი. ეს პროცესი გრძელდება დღემდე. სწორედ ამ ახალმა „პროფესურამ“ ჩაანაცვლა შემდგომ, ყველა დარგში და ყველა სფეროში, მაღალი რანგის მეცნიერები და პედაგოგები და ამ პროცესებს, არც მეტი, არც ნაკლები, „განათლების სისტემის რეფორმა“ ეწოდა. ეს იყო სოროსელების მიერ განხორციელებული პირველი, ძლიერი და გამანადგურებელი იდეოლოგიური დარტყმა ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაზე. ამან განაპირობა და სწრაფი ტემპით წარმართა შემდგომ სხვა ნგრევითი პროცესებიც. ყველგან და ყველაფერში წარმოიშვა პროფესიონალური კადრების დიდი დეფიციტი და მეცნიერული ხარისხის წოდებამ დაკარგა, საერთოდ, ყოველგვარი ღირებულება. არავინ, არც განათ₾ების სამინისტრო და არც უშიშროების სამსახური არ ინტერესდება იმით, თუ ვინ და რა ინფორმაციით „ანათლებს“ დღეს ჩვენს ახალგაზრდობას. შედეგიც სახეზეა!! ფსიქოლოგიურად ტრავმირებული საუკეთესო მეცნიერები ჩავაწვინეთ მიწაში, მივაყენეთ მათ უდიდესი შეურაცხყოფა, ჩვენს ახალგაზრდებს კი მოძღვრავს დღეს დასავლეთის მიერ „კარგად გადამზადებული“, გია დვალის მსგავსი, ჩვენთან საეჭვო გასტროლებით ჩამოსული პირები, რომლებიც მამარდაშვილის მსგავსად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გენიოსებად არიან გამოცხადებულნი. დაინტერესდება კი ოდესმე ჩვენი ქვეყნის უშიშროება იმით, თუ რა მიზნით ტარდება ამგვარი „გასტროლები“ ჩვენს ქვეყანაში და რა შედეგები მოაქვს შემდეგ ამგვარ პირთა „ვიზიტებს“ ჩვენი ახალგაზრდობისათვის?!
ზუსტად იგივე „დემოკრატიული“ მეთოდებით, რითაც დაანგრია სოროსმა სეს-ი, მოსპეს და დაანგრიეს შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია: შეიტანეს იქ, თვითნებურად , საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო კანონები და გამოიწვიეს ამით ხალხში სრული არეულობა და ქაოსი, მოსპეს სამართალი და მართლმსაჯულება; ხალხში დაიკარგა მორალი, რელიგიური ცხოვრების კულტურა, ჩვენი ტრადიციები და საერთოდ ყველაფერი ის, რაც განსაზღვრავდა ქართველი კაცის სახეს და ღირსებას. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ფაქტების თვითნებური ინტერპრეტაცია და აღვირახსნილობა არის მურუსიძის კლანის მთავარი სამოქმედო პრინციპი, რაშიც ჩაფლულია და იხრჩობა დღეს ჩვენი იურისპრუდენცია; არ ხდება ფაქტების გამოძიება, შეფასება და აშკარა ბრძოლა აქვს გამოცხადებული სიმართლეს. აი ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, საზღვარგარეთის სპეცსამსახურების, უხეში ჩარევის ის დაუშვებელი, ფორმა, რაც აუცილებლად უნდა აიკრძალოს კანონით და იყოს აუცილებლად დასჯადი. ასეთ კანონს იღებს დღეს ყველა ნორმალური ქვეყანა და არა მხოლოდ რუსეთი. ასე, რომ გამოთქმა „რუსული კანონი“, რასაც ძალიან ხშირად იმეორებს სოროსის აგენტურა, დასავლეთის იმ მოჩლუნგებული „თეორიული აზროვნების“ შედეგია, რასაც ბორმა და აინშტაინმა „სულელური ფილოსოფია“ უწოდეს და რასაც მოურიდებლად ახვევენ თავს ჩვენს ახალგაზრდობას, ნაცვლად მეცნიერული, ეროვნული, დიალექტიკური მსოფლმხედველობისა. „ეროვნული იდეოლოგია არის დაავადება, სენია, რომელსაც განკურნევა ჭირდება...“ აი, ეს ჩაუწერეს ჩვენმა „დიდმა ფილოსოფოსებმა“, ოფიციალურ სახელმძღვანელოში, ჩვენს სტუდენტებს და კიდევ კარგია ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდობა! არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე? არავინ არ უნდა მოიკითხოს ჩვენი „მუხლჩაუყრელად მომუშავე იდოლოგები?“
სოროსული აგენტურის მიერ დღესაც, ყველგან, ჩვენში გაშლილია ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა და ამ იდეოლოგიურ ომში ინგრევა და იკარგება ქვეყნის ინტერესები, კულტურა, მეცნიერება და რელიგია; ყოველივე ამას კი უწოდებენ „გზას ევროპისაკენ“. იმედია ტრამპი შეაჩერებს ამ პროცესებს და დაუბრუნებს ამერიკას ჯანსაღი პოლიტიკის გზას, აღკვეთავს უაზრო ომებს და სხვა ქვეყნების შინაგან საქმეებში ყოვლად დაუშვებელ ჩარევებს. რა ამაზრზენი იყო, მაგალითად, ფორმულას არხზე, ჟურნალისტ ჟიჟილაშვილის „კამათი“ ე.წ. „რუსულ კანონზე“ კობახიძესთან, რომელიც მეტისმეტად მორიდებულად პასუხობდა ამ ქალბატონს, არ ხდიდა, ბოლომდე, ფარდას ყველაფერს და არ ამხელდა იმას, თუ რა უბედურებები დამართა ჩვენს ქვეყანას სოროსმა. ჟიჟილაშვილი კი ამ დროს ძალზედ თვითდაჯერებულად აკეთებდა თავის საქმეს და სრულიად მოურიდებლად ამკვიდრებდა ეთერიდან, ჩვენი ქვეყნის იდენტურობის დამანგრეველ იდეოლოგიურ პოზიციას. ასევე იყო, ზუსტად, იმავე საკითხზე იაგო ხვიჩასთან კამათის შემთხვევაშიც; იქ უკვე ჟიჟილაშვილს ზურგს უმაგრებდა სანაიაც და ორივენი ერთად იძლეოდნენ ძირითადი, ფუნდამენტალური ცნებების: „თავისუფლება“, „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“ ისეთ აშკარა სეპარატისტულ ინტერპრეტაციებს, რაც ანგრევს საზოგადოებას და პრინციპულად გამორიცხავს იმ აუცილებელი სოციალური იმპერატივების დაკანონებას, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს ვერავითარ საზოგადოებაში ვერავითარი დისციპლინა.
„საზოგადოებისათვის ყველაზე საშიშია აღვირახსნილი თავისუფლება“ - წერდა კანტი. სოროსელები კი ყოველგვარ სოციალურ იმპერატივს და აკრძალვებს კანონის ფორმატში, რომელიც საჭიროა და აუცილებელი ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისათვის, უწოდებენ ავტორიტარიზმს, დიქტატურას და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას. ისინი ავრცელებენ და ამკვიდრებენ ახალგაზრდობაში იმ აზრს, რომ „ყველაფერი ნებადართულია“. ამას, კი, როგორც წესი მოსდევს თან სახელმწიფო სტრუქტურების ნგრევა, ანარქია და ქაოსი, რაც არის სწორედ სოროსული პროპაგანდის მთავარი არსი და მიზანი. რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, ის, სამწუხაროდ, ვერ იყო იმ დღეს კამათისათვის სერიოზულად მომზადებული. ეს თემა საკმაოდ რთული თემაა და მას სერიოზული განსჯა და ანალიზი ჭირდება. „თავისუფლების“ და „აუცილებლობის“ თემაზე წერდა ბევრი დიდი ფილოსოფისი, ბოლოს კი ამ თემას ბორისა და აინშტაინის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ოცწლიანი დისკუსია მიეძღვნა. იმისათვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები ამ სფეროში და უკეთესად გავიაზროთ ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობრივი ასპექტები, საჭიროა და აუცილებელი, ყურადღება მიექცეს განათლების სისტემაში დიალექტიკის პრობლემატიკის შესწავლას, მის არსს და ანალიზს, რასაც მთელი ძალით ებრძოდა სოროსი. დიალექტიკის თეორია არის ის მთავარი ფილოსოფიური ღერძი, რომელიც წარმართავს ადამიანის ყველა დიალოგს სამყაროსთან: მეცნიერება, მუსიკა, ფერწერა, პოლიტიკა, რელიგია... ეროვნული, რაციონალური იდეოლოგია კი, არის თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ყოველი წევრის სამოქმედო პოზიციას, როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკის ხაზი და რაც მთავარია მხოლოდ ქვეყნის ინტერესების მიხედვით და აუცილებლად ქვეყნისათვის სასარგებლოდ. ეროვნული იდეოლოგია უვითარებს ადამიანს კრიტიკული აზროვნების და დისკუსიის უნარს და იცავს მას, როგორც წესი, ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივი და სეპარატისტული რიტორიკის ზეგავლენისაგან. ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები და ის, სასარგებლო იქნება თუ არა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისათვის.
ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერი ინფორმაციური ველის პირობებში, სადაც მიმდინარეობს ყოვლად დაუნდობელი იდეოლოგიური ომი და ამის გამო საჭიროა და აუცილებელი, ჩვენს მიერ მიღებული ყოველი ინფორმაციის გადამოწმება და გაფილტვრა ასევე. როგორც წესი, შეცდომებისაგან საზოგადოებას უნდა იცავდეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელიც, სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს და ამისათვის არ აკეთებს არაფერს. არავინ სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ ინტერესდება იმით, თუ ვინ და რა იდეებით მოძღვრავს დღეს ჩვენს ახალგაზრდობას. რა აზრები შეაქვთ სტუდენტთა აუდიტორიებში? აქცევს, მაგალითად, ყურადღებას ვინმე იმას, თუ რას უკითხავს ჟიჟლაშვილი თავის სტუდენტებს? ან კიდევ: რამდენი „კმარელი“ მუშაობს დღეს პროფესორის სტატუსით (სეს-ის წყალობით) სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში? რა გზაზე აყენებს ქ-ნი ბაბუცა პატარაია, ლომჯარია, გიგაური და ენჯეოები ჩვენს ახალგაზრდობას? არავინ!!! ამიტომ გვჭირდება სწორედ ძლიერი უშიშროების კომიტეტი, ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კონსტიტუცია, კანონის დიქტატურა და მართლმსაჯულება, გათავისუფლებული მურუსიძის კლანისაგან.
სოროსმა დაანგრია ჩვენში თაობათა შორის არსებული მყარი კავშირები, საჭიროა და აუცილებელი მათი აღდგენა. ამ რამოდენიმე დღის წინ სიამოვნებით ვუსმენდი ნიკა გილაურს და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა საინტერესო იქნებოდა, ალბათ, მისი დიალოგი ნოდარ ჭითანავასთან, ბაკურ გულუასთან. აღსადგენია, ნამდვილად აღსადგენია, თაობათა შორის კავშირები, დისკუსიები პროფესიონალურ თემებზე. არ უნდა დავკარგოთ ჩვენი კარგი ტრადიციები და სემინარული მუშაობის გამოცდილება. ასევე, საჭიროა ახალგაზრდობისთვის გიორგი გამსახურდიას პროფესიონალიზმი, მისი ცოდნა და მოვლენათა ადექვატური ხედვის სპეციალურად გამომუშავებული ის უნარი, საიდანაც მშვენივრად ჩანს, რომ ძალიან კარგი პედაგოგები ყავდა!.. ბევრს აძლევს ახალგაზრდობას საუბრები ერმილე ნემსაძესთან, მისი ქართული, ვაჟკაცური სულისკვეთება ეხმარება მათ სოროსული პროპაგანდისაგან თავის დაცვაში, ხალხს კი აფხიზლებს და უჩენს გრძნობას რომ გადავრჩებით.
მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაიწყო დღეს ზრუნვა თავის იდენტობის დაცვასა და გადარჩენაზე და საქართველოშიც სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ ზვიად გამსახურდიას. დავიჯერო შევარდნაძემ, რომელმაც მიწაში რა იყო ის იცოდა, ვერ იგრძნო და ვერ გავითვალისწინა ეს მომენტი? ან იგორ გიორგაძემ, იმაზე მეტი, რასაც გვეუბნება ზვიადთან დაკავშირებით, არაფერი არ იცის ვითომ? რაღაც არ მჯერა!!! ხომ ფაქტია: ზვიად გამსახურდია დღეს უფროა საჭირო საქართველოსთვის, ვიდრე ეს მაშინ იყო. ამის არ დანახვა კი იმ დროისთვისაც დიდი, პოლიტიკური ხასიათის შეცდომა იქნებოდა და ეს გამორჩა მხედველობიდან ჩვენს „თეთრ მელას“? ისე ამ ბოლო დროს, იუთუბზე, რატომღაც ხშირად გვიჩვენებენ ედუარდ შევარდნაძეს, თავისი ეშმაკური სიცილით და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაღაც დიდი „სიურპრიზი“ აქვს დატოვებული ჩვენთვის... და კიდევ: ერთხელ, რომელიღაც ჟურნალისტმა კითხა ბ-ნ ედუარდს: „იგორ გიორგაძე რატომ გააგდეთ საქართველოდანო?“ და იცით რა უპასუხა?: „ეს რომ არ გამეკეთებინა მოკლავდნენო.“ იცის კი, რაიმე, ამის შესახებ იგორ გიორგაძემ? მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ძლიერი იდეოლოგიური ომი, გრიალებს კორუფცია და რაც მთავარია კრიზისია, დიდი კრიზისია სამართლის; ისპობა ჩვენი მორალი, კულტურა, რელიგია და ტრადიციები; მეცნიერებაში და განათლებაში კი რაც ხდება ყველანი კარგად ვხედავთ. გადაგვარჩენს მხოლოდ ეროვნული, რაციონალური იდეოლოგია, ანუ თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებზე დამყარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საზოგადოებას აკლია მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორი ინფორმაცია, მიზანმიმართულად იმალება და მახინჯდება სიმართლე, ყველაზე მძიმე დღეში კი ამ დროს არის ახალგაზრდობა, რომლის დეზინფორმირება ხდება ორგანიზებულად: უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, საბავშვო ბაღებიც კი... ამასთან დაკავშირებით დიდი მადლობა ერმილე ნემსაძეს, რომელიც ამ სფეროში არსებული დიდი ხარვეზების აღმოფხვრას ცდილობს ეროვნული იდეოლოგიის ბაზაზე გაშუქებული რაციონალური, ადექვატური ინფორმაციის მიწოდებით. ეს ძალიან ჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას!!!
„ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპია სიმართლე და სამართლიანობა“ ამბობს ძალიან ხშირად იგორ გიორგაძე და მართლაც მოვლენათა ზუსტი და სამართლიანი ხედვის გარეშე ვერ დავამყარებთ ადექვატურ კავშირს მსოფლიო ცივილიზაციასთან. ეს იყო სწორედ სტალინის ხაზი, რომელიც უმაღლეს დონეზე შეაფასა შემდეგ ჩერჩილმა და რომელსაც დღევანდელ მოვლენათა დიალექტიკური არსის ხედვის ასპექტში ზუსტად მიყვება პუტინი, პრიგოჟინი, ბელოუსოვი... და ხალხიც დგას მათ გვერდით. ამ მსოფლმხედველობრივი პარადიგმით გამოდის სცენაზე შამანი და ნახეთ რა გამოხმაურება აქვს მას ხალხის მხრიდან.
აშკარაა, რომ თეორიული აზროვნების სფეროში, დღეს ყველაზე რთულია თეორიული აზრი საზოგადოებრივი მეცნიერებათა ხაზით: ფილოსოფოსია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია... ეს ფაქტი პირველად გააჟღერა ჰაიზენბერგმა და თანაც მაშინ, როდესაც უსმენდა ბორისა და აინშტაინის კამათს და ხედავდა იმასაც, თუ როგორ უჭირდა აინშტაინს, ამ უდიდეს გენიოს კაცს, ახალი ეპოქის პარადიგმის აღიარება; სწორედ მაშინ ჰაიზენბერგმა თქვა: „ღმერთო! რა მოხდება, როდესაც ეს პრობლემა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში იჩენს თავსო“; და აი იჩინა კიდეც თავი, ჩვენს ეპოქაში. ამ სირთულის დანახვის შემდეგ ჰაიდეგერმა დაწერა: „ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში!“ რუსეთმა დაიწყო უკვე ამ ახალი პარადიგმის ჭრილში მუშაობა, დაიწყო მძიმედ, ნელა, მაგრამ ღრმად და საფუძვლიანად. ტრამპიც დროულად და ადექვატურად ჩაერთო მოქმედებებში. მან თავისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების ბაზაზე განვითარებული ინტუიციით იგრძნო დროის სპეციფიკა და მოვლენათა მიმდინარეობის სრულიად ახალი ხასიათი.
ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? სასამართლო სისტემები ისევ მურუსიძეს აბარია, უშიშროება-ლილუაშვილს; დოლიძესა და ხიდაშელს იმდენი ვალანძღინეთ და ვაგინებინეთ სტალინი, რომ გვიჩვენეს ბოლოს როგორიც უნდა „თავდაცვის სამინისტრო“ და ახლა კიდევ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე მუშაობენ „თადადებულად“; გომელაური კი... მოკლედ ცხოვრობს ეს ხალხი „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ და არ აკლიათ გახარიას არც მეგობრობა და არც სიყვარული; ქვეყანა კი, ამ დროს, დამხობილი გვაქვს თავზე. გეი-პარადებს აწყობს და ამაყად მიუძღვება წინ ახალგაზრდებს ტრანსპარანტებით ბაბუცა პატარაია, ერთი მიზნით გაუწიოს პროპაგანდა იმ „პარტიებს“, რომლებსაც ხშირად ახსენებს თავის გადაცემებში ერმილე ნემსაძე. სასტიკი კორუფცია, კრიმინალი, „ლგბტ“-ს ზეიმი სოფლად თუ ქალაქად, ჩამოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები, დასამარებული მეცნიერება და განათლება, მომსპარი სოფლის მეურნეობა, დისკვალიფიცირებული სამედიცინო სფერო, რომელიც სავაჭრო ობიექტად არის ქცეული და უაღრესად მძიმე პირობებში მომუშავე, საოცარი გამძლეობის მქონე, მცირერიცხოვანი საუკეთესო ექიმები; ყველაფერ ამასთან ერთად კი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა მიყვანილი საქართველოს ძირითადი მოსახლეობა. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. იქნებ აგვეღო მაგალითი და მიგვებაძა რუსეთისათვის?!
წამოვა, ალბათ აუცილებლად წამოვა, ავტობუსი წალენჯიხიდან, თუმცა წამოვა, სამწუხაროდ წალენჯიხის მერის გარეშე, რომელმაც კარგად იცოდა ეროვნული იდეოლოგიის ფასი, ფასი ჩვენი კულტურის, რელიგიის და ტრადიციების. პირველი, ვისაც დააკლდა გია ხარჩილავა, მისი ოჯახია და დიდ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს; მაგრამ არანაკლებ დააკლდა გია წალენჯიხას და ასევე ძალიან, ძალიან ცუდ დროს დააკლდა ის საქართველოს. სწორედ მას, როგორც ვალმოხდილ და ღირსეულ ვაჟკაცს უნდა წამოეყვანა ავტობუსი წალენჯიხიდან. ასეთი გმირების მხრებზე იდგა ისტორიულად, ყოველთვის, საქართველო. ახლაც დაგვლოცოს ღმერთმა და გვფარავდეს ღმერთი.