headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

‘’ქართველი გლეხი, რომ მოკვდება, მაშინ მოკვდება საქართველო’’

2025-03-16

    რა საოცრად ღრმაა ილიას ეს სიტყვები; რა შესანიშნავადაა გადმოცემული მათში ქართული სოციალური რელობის იდუმალი დინამიკა და მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობრივი არსი, რომლის პარადიგმაცაა ქართული ხალხური სიმღერები: ‘’ურმული’’, ‘’გაფრინდი შავო მერცხალო’’... სიმღერები კახური, სიმღერები მეგრული, სიმღერები გურული’’... კარგად თქვა ელისო ვირსალაძემ : ‘’რა მოკლავს იმ ხალხს, ვისაც ასეთი ხალხური სიმღერები აქვს“-ო. ჭეშმარიტად! მალამოსავით ედება ყველაფერ ამას გოგი დოლიძის გულში ჩამწვდომი,ჟრუანტელის მომგვრელი ხმა: „ქართველების, ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“. არ შეიძლება აქვე არ გავიხსენოთ აფხაზეთის საკითხზე(სოხუმში), ჩატარებულ მიტინგზე, გროზნოდან ჩამოსული ზვიად გამსახურდიას ენერგიული გამოსვლა: „გაიგეთ ხალხო! აფხაზი ეროვნება არ არის, აფხაზი ქართველია!“-ო. იგივეს ამბობდა ყოველთვის კონსტანტინე გამსახურდია. ილიამ კი ასე განსაზღვრა ჩვენი ეროვნული იდენტობის არსი და საფუძველი: „მამული, ენა, სარწმუნოება“, მაგრამ წლებია მუშაობს ჩვენში დასავლებთის მზაკვრული აგენტურა და მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ისტორიული ფასეულობების წინააღმდეგ. პარალელურად ებრძვიან პროფესიონალიზმს და პროფესიონალებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ფონზე ილიას „გლეხი“ არის ღირსეული შრომის, ეროვნული ტრადიციების და კულტურის უკვდავი სიმბოლო.

თავის დროზე, სოროსი გაძევებული ჰყავდა სტალინს ქვეყნიდან. ამიტომაც იყო, რომ პირველი დარტყმა, დასავლეთმა ხრუშჩოვის ხელით სტალინზე გააკეთა. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს, რომ არ დაუტოვა სტალინი ისტორიას ხრუშჩოვის ინტერპრეტაციაში. ჩვეთან კი, დღესაც ისევ, სოროსის ზეგავლენით, ვიღაც ხიდაშელებს და ბერძენიშვილებს ვალანძღინებთ სტალინს. მათ გადაუარეს ილიას, ვაჟას, მეფე ერეკლეს, დავით აღმაშენებელს... ჩვენს გმირულ ისტორიას და საამაყო წარსულს. ამიტომაც არის, რომ ასე გამწარებით იცავს დღეს, ქართველი ხალხი, თავის იდენტობას. სოროსმა დაგვინგრია ყველა სფერო, გაგვინადგურა ყველა დარგი, შეგვიცვალა და დაგვიმახინჯა კონსტიტუცია, მიწასთან გაასწორა მთელი იურისპრუდენცია და სასამართლო სისტემები. ამიტომაც, ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა დღეს სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და იურიდიული სივრცის განთავისუფლება საეჭვო ელემენტებისგან. ადვოკატი, რომელიც საქმის გაცნობამდე გვკითხავს: -რომელი პარტიიდან ხარ-ო?, ის ნამდვილად არ არის იურისტი! ასეთები კი, სამწუხაროდ, ბევრია ჩვენში.

მე პირადად, შევხვდი ასეთ ადვოკატს და გაოცებული დავრჩი ამ კითხვით! იურისტი, რომელიც ამგვარ კითხვას დასვამს, ვერავითარ სარგებელს ვერ შეიტანს სიმართლის ძიების პროცესში. მე, როგორც კონკრეტულ ადამიანს, მაქვს უფლება, დავინახო დადებითი მონაცემები „ქოცებშიც“ და „ნაცებშიც“ მაგრამ ეს გარემოება არ უნდა უშლიდეს ჭეშმარიტ იურისტს ხელს, იურიდიულად სრულფასოვნად შეაფასოს ჩემი ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ სამართალდამცავ სისტემაში, დღეს ჩვენთან, კლანური ინტერესები ზეიმობს.

როდემდე უნდა ვირბინოთ სტრასბურგში და ვეჯღანოთ, ყოველმხრივ გაუბედურებულ ევროპას, რომ გაგვირჩიოს მტყუანი და მართალი ჩვენს ქვეყანაში, თანაც ეს მაშინ, როდესაც მარტო ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად დაგროვილი ფაქტები და მასალა საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით მივხედოთ პრობლემას. მივხედოთ ბოლოს და ბოლოს იმას, რომ თუ ვართ ქვეყანა, ან გვსურს, ქვეყანა ვიყოთ საერთოდ, ოდესმე, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ მთელი ძალით და ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების სრული გამოყენებით. ძლიერად მუშაობდა ჩვენში დასავლეთის აგენტურა და ეს მუშაობა ისევ გრძელდება. ამიტომ საჭიროა და აუცილებელი საზოგადოებრივი მიმდინარე პროცესების მუდმივი კონტროლი უშიშროების სისტემის მხრიდან. უნდა შეწყდეს და დამთავრდეს სპეკულაციები „ლიბერალიზმის“, „დემოკრატიის“ და „თავისუფლების“ ცნებათა გამოყენებით, რამაც დაანგრია ჩვენში სახელმწიფოებრივი წესრიგი და უმძიმეს დღეში ჩააგდო ამით მთელი მოსახლეობა.

კარგია, რომ ტრამპმა შეუწყვიტა დაფინანსება ენჯეოებს და USAID აღარ დააფინანსებს ამ აგენტურას, მაგრამ გლობალიზაციისა და ფაშისტური ლიბერალიზმის ასპექტში, წლობით მომუშავე ეს ორგანიზაციები ასე უეცრად ვერ შეწყვეტენ თავიანთ მავნებლურ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერთან ერთად, ბევრი ადამიანი ვერ ერკვევა ან პრინციპულად არ სურს გაერკვეს გაუკუღმართებულად მიმდინარე პროცესებში, რის გამოც იცავს კიდეც, ხშირად, სოროსელების ინტერესებს. ასე მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი ტაბლიაშვილი გახარებული ამბობდა თავისი ეთერიდან: „ხომ მიაჭყლიტეს ჟიჟილაშვილმა და და მიშველაძემ კობახიძე კედელზე“-ო?! და ეს მაშინ, როდესაც ყველაფერი მოხდა - პირიქით. მე კობახიძის დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ რა ვქნათ, თუ იმ საკითხში, რაშიც მას ბ-ნი ტაბლიაშვილი აკრიტიკებს, იქნება ე.წ „რუსული კანონი“, თუ ეროვნული იდეოლოგიის ბაზაზე შემუშავებული, ჩვენი ტრადიციული კულტურისა და ფასეულობების დამცველი პოზიციები, საგარეო პოლიტიკაში - კობახიძე მართალია!!!

ყველა ვხედავთ, რომ მდგომარეობა ქვეყანაში დღეს რთულზე რთულია და იმისთვის, რომ ხალხმა როგორმე გაარჩიოს ერთმანეთისგან მკვდარი და ცოცხალი, საჭიროა და აუცილებელი, საქმეში ჩაერთოს უშიშროების სისტემა (ცხადია, არა ლილუაშვილის). ისინი უნდა დაეხმარონ მოსახლეობას პოლიტიკური აზროვნების დონის ამაღლებაში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესთა სიღრმისეულ ანალიზში. თავის დროზე, ამ მიზნით, სტალინმა დააარსა საზოგადოება „ცოდნა“, რომლის ხაზითაც მოსახლეობას ორგანიზებულად ეკითხებოდა სპეციალურად მომზადებული, მაღალი დონის ლექციები. ამ ლექციებს, როგორც წესი, კითხულობდნენ უნივერსიტეტის და აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. მაგრამ დღეს, როდესაც სოროსის აგენტურის „მოღვაწეობის“ შედეგად, აღარც უნივერსიტეტი გვაქვს ქვეყანაში და აღარც აკადემია, ხოლო მათ ნაცვლად აქტიურად საქმიანობენ ჟიჟილაშვილის, მიშველაძის, სანაიას, გრიგოლიას მსგავსი პირები და კიდევ „კმარას“ ბუდიდან დაფრთიანებული ძლიერი აგენტურა, „უმაღლესი ტიტულებით“, „სამეცნიერო ხარისხებით“ და „წოდებებით“ , ასეთ ვითარებაში უკვე საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი მთლიანად უნდა აიღოს ხელში უშიშროების კომიტეტმა.

იდეოლოგიური წონასწორობა ჩვენში დაირღვა ხრუშჩოვის, გორბაჩოვის და ელცინის

პერიოდიდან. იქედან გადაგვარდა, ჩამოიშალა პოლიტიკური ელიტა და ყველგან და ყველა სფეროში, დასავლეთის დიდი „დახმარებით“ დაიწყო ნგრევითი პროცესები. ამ პერიოდიდან შეიცვალა საზოგადოება „ცოდნის“ ფუნქციონირების ასპექტიც. ჩვენმა სოროსულმა ფილოსოფოსებმა (ე. კოდუა, გ. თევზაძე, ერქომაიშვილი და სხვა), ორგანიზაცია „ცოდნა“, რომელსაც ფილოსოფიის ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა, გამოიყენეს სოროსის იდეოლოგიის პროპაგანდისათვის და მთლიანად დაუთმეს ეს არხი ლექციების წასაკითხად მერაბ მამარდაშვილს. მას კი, როგორც თვითონ წერდა: „დედა ეშლებოდა ხშირად ცოლში და ექცეოდა, როგორც ცოლს“. ამას მოყვა შემდეგ ჩვენში ის, რომ მამას შვილი „შეეშალა“ ცოლში, ბაბუას კიდევ - შვილისშვილი... და დაიწყო კიდეც ჩვენი მოსახლეობის „გაუკუღმართებული განათლების“ და „დიდი ევროპიზაციის“ ამაზრზენი პროცესი, თავისი ლგბტ_ს მარშებით და „კესარიას“ ტრაგედიის მსგავსი პრობლემებით. ვინ შეცვლის ახლა, ერთი ხელის მოსმით, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში მამარდაშვილის „გენიალური ლექციებით“ დატოვებულ შედეგებს? მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ე.წ „განვითარების“ პროცესი და მერე როგორ! გირჩებმა შემოიტანეს დიპლომატიაში მეტისმეტად „პროგრესული“ სიახლე: დიპლომატია „შარვლის სწრაფი ჩახდის ფორმატში“. ამას მოყვა პროპაგანდა მარიხუანის „დიდი სარგებლიანობის“ შესახებ ახალგაზრდებისათვის. „ჩამოყალიბდა და დადგინდა“ ვაჟებისთვის ჯარისგან თავის არიდების „ორიგინალური გზები და მეთოდები“. და ბოლოს, რაც მთავარზე მთავარია, ყველას, ვისაც „პრინციპულად“ ეზარება სოფლად მუშაობა და საერთოდ არც არავითარი ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს შესრულება არ სურს, მათ ყველას, ზურა ჯაფარიძემ, ისე , რომ წარბიც არ შეტოკებია, შესთავაზა „დასაქმების ახალი და ეფექტური პროექტი“. მე პირადად, ორჯერ მოვისმინე ამ კაცის მიმართვა ხალხისადმი და მართალი გითხრათ, პირი დამრჩა ღია. არ მეგონა, რომ მთლად ამ დონეზე ვიყავით „შეჭრილი პროგრესში“. ამ კაცმა მამარდაშვილსაც გაუსწრო აშკარად! დიდი პოლიტიკოსი ასე მიმართავდა ხალხს: „ იპოვეთ მ------ს მსურველები, ჩაუტარეთ მათ ეს პროცედურა და მიიღეთ შემდეგ მათგან მომსახურეობისთვის შესაბამისი გასამრჯელოო“. როგორ მოგწონთ? ხომ ძალიან სწრაფად წავა ამ გზით წინ ქვეყნის ეკონომიკა, განათლება და კულტურა? მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჯაფარიძის პარტია ერთადერთია, რომელმაც ასე ზუსტად და ნათლად ჩამოაყალიბა თავის პარტიის პროგრამა, „პრინციპები“ და იდეოლოგია.

ამბობენ, ჯაფარიძის პარტიამ საკმაო ხმები მიიღო არჩევნებში.... ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღუპებით? ხედავთ რა დღეში ჩააგდო ჩვენი უძველესი ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყანა სოროსმა, მამარდაშვილის ლექციებმა, ბაბუცა პატარაიას მიერ ლგბტ-ს თემის გაუთავებელმა პროპაგანდამ და ყველა მან, ვისაც ერმილე ნემსაძე „შიგ ევროპელებს“ ეძახის?!! გიორგი გახარიას კი, ამ დროს, გულში ჰყავს ჩახუტებული ეს ხალხი (გიგაური, ლომჯარია, პატარაია და სხვა) და გაოგნებული გვეკითხება: „ -რა გინდათ ამ ხალხისგან, რას ერჩით? პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არაფერი დაუშავებიათო!„ ხალხი? ხალხი კი თავისი გაუთავებელი პრობლმებით და თავზე დამხობილი სამართლით, ჭირს წაუღია! არავის, ჩვენს ქვეყანაში არ ადარდებს კონკრეტული ადამიანი, ის სახელმწიფოსგან აბსოლუტურად დაუცველია!

ვინ გამოიძია, მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის მავნებლური მოღვაწეობის შედეგები და ვინ აღძრა საქმე მკვლელი ექიმების წინააღმდეგ, რომელთაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს საქართველოში. მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც, რომელიც მიზანმიმართულად მოკლეს ინგოროყვას კლინიკაში, ჩამოართვეს ტელეფონი, გაუწყვიტეს კონტაქტი ოჯახთან და არც თავის პირად ექიმთან, რომელიც მას წლობის მანძილზე მკურნალობდა (ლევან მახალდიანი), არ მისცეს დაკავშირების შესაძლებლობა. გამყრელიძე კი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესებს, საქართველოში დაგვიჯილდოვეს!!! ამ დროს, პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, ისევე როგორც ყოველთვის, კოვიდის პერიოდშიდაც გვამშვიდებდა: „არ მესმის რაზე ნერვიულობთ, მე და ჩემი ოჯახი ძალიან კარგად ვართ“. არც ერთი სახელმწიფო მოხელე ხალხზე არ ფიქრობს, არც კანონი, არც სამართალი არ არსებობს ხალხისთვის.

მიუხედავად ყოველივე ამისა, როდესაც ვნახე გიორგი გახარია, როგორ საშინლად ნაცემი ეგდო იატაკზე, ცხვირგატეხილი და სახეზე ცრემლი და სისხლი ერთდროულად ჩამოდიოდა, შემეცოდა! თუმც „ჩვენი გმირი“ მეორე დღესვე ავიდა კათედრაზე და ომახიანად მოგვცა პირობა, რომ ყველა, ვინც მე ეს გამიბედა - დაისჯება და პასუხს აგებსო! გამოძიებული იქნებაო აუცილებლად ეს საქმე! კარგი იქნებოდა ასე რომ ბობოქრობდეს ბ-ნი გიორგი არა მხოლოდ თავისი გატეხილი ცხვირის გამო, არამედ ხალხის პრობლემებთან დაკავშირებითაც... მაგრამ.... მდგომარეობა ქვეყანაში დღითი დღე რთულდება, ეთერიდან კი, ამ დროს გვესმის არაადეკვატური შეფასებები, ასე მაგალითად: ვიღაც გახარებული გვამცნობს, რომ საიას კვლავაც დააფინანსებსო დასავლეთი! ავშენებულვართ და ეგ არის! ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ მივხვდეთ, რომ არავითარი ქველმოქმედებითი სახის დაფინანსებები დასავლეთიდან არ მოდის, რომ დასავლეთი თანხებს იხდის მხოლოდ თავისი ინტერესებისა და სურვილების განსახორციელებლად! სწორედ დასავლეთზე ორიენტირებულმა საიამ და ისეთმა, სოროსისგან დაფინანსებულმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან ხიდაშელები, დოლიძეები, როგორიც იყო ჟვანია და სხვა. თავდაყირა დაგვიყენა ქვეყნის კონსტიტუცია და დაგვამხო თავზე ქვეყნის სამართალი. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ საია არ არის საჭირო საერთოდ. საჭიროა და მერე როგორ!! ახალგაზრდებმა და სწორედ ახალგაზრდებმა უნდა იმუშაონ ამ სფეროში, მაგრამ ახალგაზრდებმა, რომელთაც გააჩნიათ ეროვნული ცნობიერება, იციან ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის არსი და ისიც, რომ ყოველი მოქალაქის წინაშე წამოჭრილი იურიდიული პრობლემის გადაჭრა , მოითხოვს ჯერ ამ პრობლემის ეროვნული იდეოლოგიის ასპექტში შეფასებას და მხოლოდ შემდგომ იურიდიული ხაზით მის განხილვას, რათა დაცული იყოს ყოველთვის ქვეყნის იდენტობა, ტრადიციები და ძირითადი ფასეულობები. ამგვარი მოღვაწეობისთვის კი საიას წევრები უნდა დააფინანსოს არა დასავლეთმა, რომელსაც , როგორც წესი გააჩნია მხოლოდ თავისი სურვილები და ინტერესები, არამედ ჩვენი ქვეყნის უშიშროების კომიტეტმა, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ან თვითონ იგორ გიორგაძე, ან ვინმე, პირადად მისგან რეკომენდირებული პირი ამ თანამდებობაზე. გვყავდნენ ჩვენ კვალიფიცირებული კარდები უშიშროების სფეროში და იმედია გამოიყენებენ ბოლოს და ბოლოს მათ ქვეყნის გადასარჩენად. იმაზე მეტი, რაც დღეს გვჭირს, რაღა უნდა დაგვემართოს კიდევ?

ისე, სად არის, რატომ არსად ჩანს იური კობალაძე? დავიჯერო, რომ MГИMO-ში ლექციის წასაკითხად ურგანტის მოწვევისთვის მართლა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ასეთი, სანთლით საძებნი კაცი? რაღაც არ ჯდება ეს რეალობაში, და ძნელი დასაჯერებელია ნამდვილად! მით უმეტეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტია პუტინი. თავად ბ-ნ იურის თუ ახსოვს ის, რომ ქართველია! არ ვეცოდებით? როდემდის უნდა უყუროს მისმა ხალხმა ლილუაშვილებს, გომელაურებს, სრულიად ჩამოშლილ ძალოვან სტრუქტურებს, მიწასთან გასწორებულ სასამართლო სისტემას და განადგურებულ იურისპრუდენციას? ეს ყველაფერი ხომ ძალიან რთული პრობლემებია?! და თანაც მაშინ, როდესაც განათლების „ბრწყინვალედ“ ჩატარებული რეფორმების შედეგად კადრების საშინელი შიმშილია საქართველოში. რუსეთს ჰყავს პუტინი, პრიგოჟინი, ბელოუსოვი, შესანიშნავი პროექტი „чистые руки“, ჩვენ? ჩვენ საქმე გვაქვს ბანდიტური მონაცემების მქონე იურისტებთან, რომელთაც არავითარი პროფესიული განათლება თავის დარგში არ გააჩნიათ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ პირადი და კლანური ინტერესებით. ადვოკატი რომ საქმის დაწყებამდე მკითხავს: -შენ რომელი პარტიისკენ ხარო? ადვოკატი უნდა ერქვას მას? ასეთი ხალხი ვერ აანალიზებს ფაქტებს და უცოდინრობით თუ სპეციალურად, დამახინჯებული სახით აწვდიან ინფორმაციებს მოსამართლეებს. სასამართლოებში კი რაც ხდება ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ყველგან და ყველაფერში დაუცველია მოქალაქე.

რა ინტერესით უსმენს ხალხი, ყოველ შაბათს ნოდარ მელაძეს! იმედი ჩნდება, რომ ვიღაც მაინც მიაქცევს ამ ფაქტებს ყურადღებას, მაგრამ.... არაფერი! ასევე დიდი იმედით ადევნებდა საზოგადოება თვალს ნიკა გვარამიას მიერ შაქარაშვილის და ბაჩალეიშვილის შვილის საქმეთა გამოძიებას. ბევრი ფიქრობდა, რომ ნიკა გააგრძელებდა ამ მეტისმეტად საჭირო საქმეს და კვარაცხელიას მკვლელობის საკითხის გამოძიებაც დაიწყებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ნიკა გვარამიამ საერთოდ შეწყვიტა თავისი საქმიანობა ამ ხაზით. საზოგადოებას კი მძიმე ტვირთად აწევს კრიზისი სამართლის სფეროში და დაუცველია რიგირთი მოქალაქე. ასეთ პირობებში, კარგი იქნება ნამდვილად, თუ რომელიმე გამოცდილი იურისტი ჩამოაყალიბებს, თავისი პარტიის ბაზაზე, ფასიან საადვოკატო ბიუროს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ნორმალური კვალიფიცირებული, კეთილსინდისიერი ადვოკატებით მოემსახურება საზოგადოებას. სამართლის აღდგენა არის ის ყველაზე მთავარი, რაც ესოდენ საჭიროა და აუცილებელი დღეს ჩვენი ქვეყნისათვის. სხვა შემთხვევაში ვერ დამყარდება ვერავითარი წესრიგი, იქნება მუდმივი ქაოსი და ანარქია.

რაც შეეხება ოპოზიციას, მე პირადად, მათ მიერ გაკეთებულ საქმეს ვერ ვხედავ! დარბიან ქუჩებში და ყვირიან: „ქოცებს რა?...“ ეს არის საქმე? არ ჯობია ყველაფერი ამის ნაცვლად მიმდინარეობდეს მოვლენათა სერიოზული, თეორიული ანალიზი, პაექრობა და დიალოგი? სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი კადრები? რომელთა შერჩევის აუცილებლობის წინაშე მთელი სიმწვავით დგას დღეს საქართველო. ჟიჟილაშვილის, მიშველაძის, ჟორჟოლიანის და ინგა გრიგოლიას წივილ-კივილში. რომ ვერავითარი პრობლემა სერიოზულად ვერ გაირჩევა და არავითარ ეროვნულ, რაციონალურ იდეოლოგიაზე არ აქვს აზრი ლაპარაკს, ეს ხომ ფაქტია! მაშინ რას ვუცდით და რას ველოდებით? რა არის საქმე? ის, რომ მელიას და გვარამიას ხან ერთი ნიღბოსნები ურტყავენ თავში, ხან კიდევ მეორეებს ჰყავთ გაგდებული ძირს და ეკითხებიან ერთმანეთს: -ნახე ერთი ხომ არ მოკვდა, ცოცხალია?-ო. ერთხელაც, ასეთ დროს მე მეგონა, რომ ნამდვილად მოკლეს გვარამია. საქმე ჰქვია ახლა ამას? მსოფლიოში ყველგან გადავიდნენ დიალოგზე, ყველამ აღიარა ურთიერთობის ფორმად - დიპლომატია. ჩვენ? ჩვენ რამდენ ხანს უნდა გვეჭიროს ქვები ხელში და ხულიგნობის ჩამდენ პირებს კიდევ რამდენ ხანს უნდა ვეძახოთ გმირები?

ამ ორი კვირის წინ ვნახე ეთერში , რუსთავიდან გამოდიოდნენ მე-8, მე-9 კლასის ბავშვები, თვალები უბრწყინავდათ, არ აცდიდნენ ერთმანეთს ლაპარაკს, ჭყვიტინებდნენ და სიმართლისკენ, სიმართლისკენ ისწრაფვოდნენ ისინი....! თქვენთან... ოპოზიციაში ეძებდნენ ეს ბავშვები სიმართლეს. ამბობდნენ: „-ჩვენ ყველაფერი ვიცით, რასაც თქვენ ამბობთ, ყველაფერში გეთანხმებით, ის სიმღერაც ვიცით ბოლომდე „ქოცებს რა?“, მაგრამ ახლა აქ ვერ ვიმღერებთ, სახლში გაგვლახავენო“ - მადლობა ღმერთს, ამ ბავშვებს მაინც ჰყოლიათ პატრონი მეთქი - გავიფიქრე.

თქვენ რა პასუხს გასცემთ ამ ახლა ბავშვებს? შეეცდებით რაციონალურად, სერიოზულად აუხსნათ მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მათთან ერთად დიალოგში, ცდით მონახოთ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი გზა, რაც სჭირდებათ და რასაც ითხოვენ სწორედ თქვენგან, მიმდინარე პროცესებისგან დაბნეული და გზაარეული ეს ბავშვები, თუ ქოცებზე, ჰიტად ქცეულ იმ თქვენს სიმღერას ამღერებთ ისევ ბოლომდე? ხოლო ჯაფარიძე კი, თავის მხრივ, აუხსნის მათ „შრომითი დასაქმების“ თავისი პარტიის მიერ შემოთავაზებულ, ახალ პროგრამას?? აი, მაშინ კი ამ ბავშვებს, გალახავენ კი არა, მოკლავენ ალბათ მშობლები!!!

ამბობენ, გვარამია და ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე არიან წასული სტრასბურგშიო... დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმებიც ცოტა უცნაური აქვს ჯაფარიძეს... არის კი მზად ყოველივე ამისთვის ნიკა? იქნებ სჯობდა თავის საქმიანობისთვის მიეხედა და იმგვარად ებრძოლა სიმართლისთვის? აი, ის კი ნამდვილად იყო საქმე! მაგრამ....

დღეს, მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესების მიხედვით ააგოს თავისი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საბედნიეროდ, ასეთივე პოზიციებზე დგას ჩვენი პრემიერიც და პრეზიდენტიც. მიშა ყაველშვილი ბევრში ისეთ გრძნობას ბადებს, რომ ის შეძლებს დაიცვას ჩვენი ქვეყნის ღირსება, ფასეულობები და იდენტობა. თანაც არა ცარიელი სიტყვებით, არამედ თავისი დარგის განვითარების ბაზაზე შემუშავებული იდეოლოგიით. მისი დარგი კი სპორტია, რაც წარმოადგენს ახალგაზრდობისთვის ფიზიკური, მორალური და ეროვნული ცნობიერების ასპექტებში ბრწყინვალე ფორმირების საშუალებას. მართლაც, პრეზიდენტად აჩევის შემდეგ, ძალიან მალე, ერთ-ერთ ეთერში, არველაძესთან მოკლე დიალოგის დროს, ყაველაშვილმა მშვენივრად წარმოაჩინა ეროვნული სპორტის დიალექტიკის არსი, მაყურებელმა დაინახა ისიც, რომ არველაძეს, რომელმაც ნამდვილად ვერ აუბა მხარი საუბარში პრეზიდენტს, არ ესმოდა ქართული სპორტის დიალექტიკა და მისი ეროვნული განვითარების ძირითადი ასპექტები. ყველაფერთან ერთად გამომჟღვანდა ისიც, რომ ეს ჩვენი საამაყო ეროვნული იდეით შეკრული ფეხბურთელები, მთლად თავისით, ციდან არ ჩამოვარდნილან თურმე. მათ კარგ პედაგოგთან და ეროვნული ცნობიერების მქონე კაცთან ჰქონიათ კონტაქტი. შთაბეჭდილება ყაველაშვილზე, უკეთესობისკენ კიდევ უფრო გადაიხარა, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე. მან შესანიშნავად წარმოადგინა თავისი დარგის განვითარების პროფესიონალური ხედვის ბაზაზე სხვა სფეროებისთვისაც განვითარების ზოგადი კონტურები, რაზეც ერთბაშად დაუკარგა ფასი და გაახუნა მარგველაშვილის და ზურაბიშვილის ე.წ დიპლომები. ყაველაშვილი „ილიას ის გლეხია“, რომელიც სანთელივით სჭირდება დღეს საქართველოს.

ეროვნული იდეოლოგიის და სწორედ ეროვნული იდეოლოგიის გამო აუმხედრდა ზვიად გამსახურდიას დასავლეთი და არ მისცეს მას ამ პრინციპებით მუშაობის საშუალება. დღეს კი, ყველა ქვეყანამ იგრძნო უკვე ამ გზით სვლის აუცილებლობა პოლიტიკაში. მაგრამ მთელი სირთულე იმაშია, რომ ეროვნული იდეოლოგიის ბაზაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მართვა საჭიროებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს ყველგან და ყველა სფეროში, რადგანაც მოითხოვს ყველა საქმეში მიმდინარე პროცესების ღრმა და სერიოზულ გააზრებას. ქართველი გლეხისთვის ეს თანდაყოლილი უნარი იყო, მას მიწის სუნთქვა ესმოდა, ესმოდა ყოველგვარი დიპლომის გარეშე, რადგან სისხლში ჰქონდა გამჯდარი მას ეს ყველაფერი. ამიტომაც თქვა ილიამ: „ქართველი გლეხი რომ მოკვდება, მაშინ მოკვდება საქართველოო“. სტალინმა კი იგივე აზრი ასე გამოთქვა: „ კადრები წყვეტენ ყველაფერს!“. კადრების ხარისხს თავად სტალინი პირად საუბრებში არკვევდა. ეს ყველას როდი შეუძლია. სხვებისთვის კი კადრების ხარისხი იზომებოდა დიპლომით, მაგრამ დღეს, როდესაც სოროსელების მიერ განათლების სისტემაში ჩატარებული ბინძური რეფორმების შედეგად, მთლიანად განადგურდა მეცნიერებაც და კულტურაც ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მიზანმიმართულად დაგლიჯეს და ნაგავში გადაყარეს ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერების წიგნები და სამეცნიერო შრომები, ხოლო მეცნიერული ხარისხები, წოდებები და სხვადასხვა ტიტულები სრულიად დაუმსახურებლად მიიღო ქუჩიდან მოსულმა პირებმა, მდგომარეობა ქვეყანაში დიამეტრალურად შეიცვალა. ნახეთ რა ხალხი ზის დღეს მაღალი მეცნიერული ხარისხებით, რაზმაძის, ჯავახიშვილის, ილია ვეკუას, ვაგან მამასახლისოვის, მათე მირიანაშვილის, სავლე წერეთლის, ზურაბ კაკაბაძის და სხვათა ადგილზე და ვინ და როგორ გელაპარაკება დღეს, სამთავრობო სტრუქტურებიდან ჩვენ, „ილიას გლეხის“ კულტურაზე გაზრდილ ხალხს „დედალი“ და „მამალი“ ძროხის ტერმინოლოგიით. დიდი, ძალიან დიდი ბრძოლებია წინ გადასატანი!

ერთხელ იუთუბზე ერმილე ნემსაძემ ერთი პატარა, გაბუშტული ბიჭი გვაჩვენა (3-4 წლის თუ იქნებოდა ალბათ), გენახათ ერთი რა სანახავი იყო ის მაიმუნი. შავი ჩოხა ეცვა, ხელი ხმალზე დაედო და წარბებშეკრული, ვაჟკაცური შემართებით ქართულ საბრძოლო სიმღერას მღეროდა. მოგესმინათ ნეტავი, ჩაყლაპავდით პირდაპირ. თავი ერთდროულად ეგონა გიორგი სააკაძე, მეფე ერეკლეც და დავით აღმაშენებელიც. ღმერთო გვიმრავლე ასეთი ბავშვები და ხელი მოუმართე მათ...! ეს თაობა რაღაც განსაკუთრებულად კარგი მოდის და დიდი დანაშაული იქნება, რომ არ დავახვედროთ მათ შესაფერისი საქართველო.

ბევრი თვლის, რომ ქვეყნის აღდგენა უნდა დაიწყოს მიშა სააკაშვილის გასამართლებით. ძალიან კარგი! ხალხს ნამდვილად აინტერესებს რატომ „სცემა“ ასე სასტიკად მიშამ გელაშვილი? რატომ „მოკლა“ გვირგვლიანი? ვაზაგაშვილი? რობაქიძე? რატომ „ჩაარტყა თავში საფერფლე“ ჟვანიას, რასაც ასე დაბეჯითებით ამტკიცებს ხათუნა ხოფერია. ან რატომ ჰქონდა ჩვევად მიშას (ამასაც ბევრი ამბობს) პერიოდულად, სრულიად უმიზეზოდ მოეკლა და ჩაეხოცა ახალგაზრდები? რატომ „მოაკვლევინა“ მაგალითად კობა დავითაშვილი.....? განა რამდენი ნეიროქირურგი იყო იმხანად სამხედრო ჰოსპიტალში, რომ ვერ იქნა და ვერ დადგინდა ის, თუ ვინ ჩაუტარა კობა დავითაშვილს (ოთხი შვილის მამას) თავის ქალაზე ის მომაკვდინებელი ოპერაცია? სხვათა შორის, გასარკვევია ისიც, რომ ასეთმა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელმა „ექიმმა“ კოვიდის პერიოდშიც ხომ არ „ისახელა“ ნეტავი თავი? არიქა, არ დავიღუპოთ, არ დაგვრჩეს ეს კაცი დაუჯილდოვებელი! გამყრელიძე ხომ დავაჯილდოვეთ! ამ ექიმებმა გაანადგურეს სწორედ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი. პასუხი კი მათთვის დღემდე არავის მოუთხოვია. არც მათთვის, ვინც ყოველივე ეს მოგვიწყო და ჩაგვიტარა საქართველოში. თუმც იგორ გიორგაძე თავიდანვე გვაფრთხილებდა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ და ოფიციალურად დასვა კიდეც ამ ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობის შემოწმების საკითხი. ჩვენი ე.წ ექიმები კი გულმოდგინედ მალავდნენ ყველაფერ ამას და ყველანაირად აიძულებდნენ მოსახლეობას ჩაეტარებინათ ეს ძალზე საეჭვო და გაურკვეველი ხასიათის აცრები. ამის გამკეთებელი ექიმები არ უნდა დაისაჯონ? ველოდებით!!!

გასასამართლებელია, რა თქმა უნდა გასასამართლებელია სააკაშვილი, ოღონდ არა პიჯაკების და ტრუსიკების უკანონოდ შეძენისთვის, არამედ აგვისტოს ომის ფაქტზე, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩვენთვის უცნობი დეტალი იჩენს უეჭველად თავს. ხალხს სურს, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი თავის დანაშაულზე. მაგრამ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის შემდეგ და არა მურუსიძის ხელმძღვანელობით. . ამ სისტემამ გაამწარა და სიგიჟის პირამდე მიიყვანა ჩვენში სიმართლის მაძიებელი ყველა მოქალაქე. ერთხელ შევარდნაძემ თქვა: „ მიშა სააკაშვილი ძალიან ჭკვიანი კაცია, ნახეთ როგორი კარგი სასამართლო სისტემა შექმნაო“. „ ნამდვილად! უკეთესს ვერც ინატრებს კაცი...!“. სწორედ ამ სისტემამ დააყენა თავდაყირა ჩვენი იურისპრუდენცია და თავად მიშაც ვერ არის კარგ დღეში, მურუსიძის სასამართლოს წყალობით.......... ვანო მერაბიშვილის მიერ „ორი გვამის შეკვეთასთან“ დაკავშირებითაც არ მთავრდება სპეკულაციები... არ მესმის ისიც, თუ რისთვის ლანძღავენ ნოდარ მელაძეს და მის ჟურნალისტურ გამოძიებებს? ტყუილს ამბობს რამეს ეს კაცი თუ? თუ ტყუილია უჩივლონ! რატომ არ უჩივიან? თავად ნოდარიც ითხოვს ამას! საინტერესოა, ვის არ აწყობს მელაძის მიერ წარმოჩენილი ფაქტების გამოძიება და ვინ არის ამგვარი გამოძიების წინააღმდეგი? ფაქტია, რომ გამოძიება, ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის საჭირო და აუცილებელია, თუ გსურს წესრიგი და სიმშვიდე სახელმწიფოში.

როგორც ვხედავთ, ყოველ წამს ჩნდებიან ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ სერიოზულ გამოძიებას და სამართლებრივ ასპექტში შეფასებას. აი, სულ ცოტა ხნის წინ, იუთუბის არხზე გამოვიდა იგორ გიორგაძე და განაცხადა: სანდრა რულოვსი დადიოდა საპატიმროებში, პატიმრებს ორგანოებს აჭრიდა და ჰქონდა ასეთი ბიზნესიო! დავიჯეროთ ახლა ეს ჩვენ? არა და ბევრი ამბობს, რომ ამგვარ ბიზნესს, ისევე როგორც სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვებით ვაჭრობას, მართლა ჰქონდა ადგილი უკრაინაშიც და საქართველოშიც და რამდენადაც ითქვა, ამ საკითხზე ბაიდენის ვაჟის მიმართ საქმეც კი იყო აღძრული თურმე უკრაინაში. საიდანღაც გამოჟონა იმანაც, რომ როდესაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, მან მოითხოვა, რომ უკრაინას მისთვის გადაეცა მისი ვაჟის საქმესთან დაკავშირებული მასალები. მაგრამ უკრაინამ ეს მასალები ბაიდენს ვერ გადასცა იმ მიზეზით, რომ უკრაინის მთავარი პროკურორი გადადგა და ყველა მასალა თან წაიღოო. ჩვენთვის ახლა საინტერესოა ვინ დაიცავს სანდრას გიორგაძის მიერ წამოყენებული ბრალდებებისგან? ანუ, როგორ უნდა დაამტკიცოს სანდრამ, რომ ის არ არის აქლემი? თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არსებობს უმაღლეს დონეზე კორუმპირებული სასამართლო სისტემა, კორუმპირებული ადვოკატები და ასეთივე მოსამართლეები? ჩვენი მოსახლეობა გაანადგურა ქვეყანაში გამეფებულმა უსამართლობამ, ცილისწამებებმა და იმ დანაშაულებრივმა ფაქტებმა, რასაც ძალიან ხშირად აქვს ადგილი სამართალდამცავ ორგანოთა სფეროში. სახეზეა ტყუილი, ფაქტების ფალსიფიკაცია, ცრუ მოწმეები და ცრუ ჩვენებები, რასაც პატიოსანი ადამიანი მიჰყავს სასოწარკვეთამდე. სრულფასოვანი მართლმსაჯულება არის სახელმწიფოსთვის ის მთავარი იარაღი, რასაც შეუძლია წესრიგის დამყარება საზოგადოებაში და ის, რომ ასწავლოს ყოველ, კონკრეტულ ადამიანს სახელმწიფოებრივი აზროვნება და კულტურა.

ინფორმაცია, რომელიც იგორ გიორგაძემ იუთუბზე გააჟღერა, ძალზე სერიოზული და მტკივნეულია, მაგრამ არსებობს კი რაიმე დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ამას ყველაფერს სანდრა რულოვსი სჩადიოდა? და თუ არა, მაშინ ეს ხომ ცილისწამებაა? არსებული სასამართლო სისტემის პირობებში კი სადაც გაბატონებულია მურუსიძის კლანი, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამართლის ძიების პროცესი უაზრო და უშედეგოა. ასე რომ, თუ ბ-ნ იგორს ნამდვილად სურს ჩვენი დახმარება და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ პირველ რიგში დაგვეხმაროს იმაში, რომ შეიცვალოს ჩვენთან ძალოვანი სტრუქტურები. თანაც, პირადად მას რომ მოეწონება ისეთი პროფესიონალი კადრებით. შემდეგ კი გაკეთდეს ის, რაც რუსეთში გაკეთდა, პროექტი чистые руки“, ანუ ჩაერთოს ყოველი გამოძიების პროცესში უშიშროების პროფილი, რათა დაცული იყოს ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციები და კულტურა. ამგვარმა გამოძიებებმა ყოველი ადამიანი უნდა დაგვარწმუნოს იმაში, თუ ვინ არის დამნაშავე, ვინ ცილისმწამებელი და ვინ მართალი. თუ ასეთი გამოძიებების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სანდრა არის დამნაშავე -დაისაჯოს!!! ასევე მიშამ აგოს პასუხი , თუ ის იმის გამკეთებელია, რასაც წლებია უკვე მას აბრალებენ... მაგრამ თუ არა, მაშინ შემოვიდეს კანონი ცილისწამების შესახებ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის დაინტერესებული სამართლიანობის აღდგენით, არავის არ სურს თაროებზე წლობით შემოდებული საქმეების გარჩევა. ადამიანი დაუცველია დღეს ცილისწამებისა და ცრუ ბრალდებებისგან. დარღვეულია კონსტიტუცია და არ არსებობს კანონი, რომლის წინაშეც ერთიანად აგებს პასუხს ყოველი მოქალაქე და თანაც, რაც მთავარია, თითოეული მათგანი მხოლოდ თავისი დანაშაულის, კონკრეტულ, ინდივიდუალურ ასპექტში სამართლებრივი შეფასების შემდეგ. ერთხელ რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხეს: -რა სასჯელს მიიღებს ომის დეზერტირი?-ო. პუტინმა უპასუხა: - თითოეული მიიღებს სასჯელს, მხოლოდ მასთან დაკავშირებული ფაქტების ინდივიდუალურ ასპექტში შეფასების შემდეგო. სწორედ კანონის ინდივიდუალურ ასპექტში ინტერპრეტაციის ეს აუცილებელი ფორმა არის ის ახალი, ძალზედ სერიოზული მომენტი, რაც თანამედროვე მეცნიერულმა მსოფლმხედველობამ თეორიულ აზროვნებაში შემოიტანა. დიალექტიკური აზროვნების ეს უდიდესი სიახლე (რაზეც 20 წელი კამათობდა ბორი და აინშტაინი) პირველად ჩვენთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის დიდი აუდიტორიის დიდ დაფაზე იყო დაწერილი. დაწერა და დააფიქსირა ეს თავის ხელით თვით ნილს ბორმა ქართველ ფიზიკოსებთან (ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი და სხვ.) სერიოზული დისკუსიის შემდეგ, როგორც კამათის პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი დასკვნა და შედეგი: „წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა!“ - ეს არის ის უდიდესი სიახლე, რაც მე-20 საუკუნის ფიზიკამ შემოიტანა დიალექტიკურ აზროვნებაში.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, სოროსის ხელით განათლების სისტემის სრული განადგურების შემდეგ, დიალექტიკური აზროვნების ეს კულტურაც დაიკარგა. განსაკუთრებით აღარ არსებობს ის იურისპრუდენციაში! „მორალს არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან!“ - ასეთია ფაშიზმის მქადაგებელი დასავლეთის „გენიალური აზრი“, რასაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს დღეს ჩვენი, მეცნიერულ სიახლეებში არაკომპეტენტური, ბევრი იურისტი... საცოდავი კანტი და ჰეგელი, გადაბრუნდებიან ალბათ საფლავში.

თავისუფლება, პირველ რიგში მორალური და ინტელექტუალური პასუხისმგებლობაა და არა შეუზღუდავი აღვირახსნილობა ქმედებებში. - ასეთი იყო კანტის აზრი. ჰეგელმა კი შემდეგ დაწერა: თავისუფალი მორალური არჩევნის აღიარებით, კანტმა ადამიანი ღმერთის სიმაღლემდე აიყვანაო. თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე ადამიანს აქცევს ცხოველად. სწორედ ასეთი „თავისუფლება“, თავისუფლება მორალის გარეშე, „აღვირახსნილი თავისუფლება“ შემოიტანა სოროსმა ჩვენს ქვეყანაში და დევიზით: „მინდა და ვაკეთებ!“ გამოუშვა არენაზე გაუნათლებელი ახალგაზრდობა, რომლებმაც გადაუარეს მორალს, კულტურას, ტრადიციებს, თავიანთ მშობლებს, უფროს თაობას და საერთოდ ჩვენს ყველა ისტორიულ ფასეულობას.

თუ სამართალი არ აღდგა, ვერავითარი წესრიგი ვერ აღდგება ჩვენს ქვეყანაში. საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა, ნამდვილი ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიით, რომელიც ყველა თავის გადაწყვეტილების მიღების დროს დაემყარება პროფესიონალებს, ხოლო სამართლიანობის აღდგენის მიზნით შექმნის თავის ბაზაზე ახალ საადვოკატო ბიუროს (ფასიანს), რომელიც უშიშროების კომიტეტის გამოცდილ კადრებთან ერთად დაეხმარება მოსახლეობის იურიდიული პრობლემების გადაჭრაში. როდემდე უნდა ირბინოს ჩვენმა ხალხმა სტრასბურგში სიმართლის დასადგენად? და ვაი კიდევ იმ სიმართლეს დასავლეთი რომ დაგვიდგენს. თავისთვის ვერ გაურკვევია დასავლეთს ვერაფერი. კითხვაზე: -სად იქნება საქართველო საბოლოოდ, რუსეთთან თუ დასავლეთთან? - იგორ გიორგაძე ყოველთვის პასუხობს: -„საქართველო იქნება საქართველოსთან!“ - ღირსეული პასუხია ნამდვილად! იგივეს ამბობდა ზვიად გამსახურდიაც. საინტერესოა, ნუთუ შევარდნაძე, ეს უტყუარი ინტუიციის მქონე „თეთრი მელა“, რომელმაც ყოველთვის იცოდა რა იყო მიწაში, ვერ მიხვდა იმას, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც კიდევ მეტად გახდებოდა საჭირო ზვიად გამსახურდია? რომ ეროვნული, რაციონალური იდეოლოგია წამოვიდოდა წინა პლანზე მთელ მსოფლიოში? რომ დადგებოდა სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირების აუცილებლობის საკითხი და ბევრი ქვეყანა შეცვლიდა თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკას საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიხედვით? დღეს ეს დრო მოვიდა! აქტუალური გახდა გამსახურდიას ფაქტორი! ნუთუ შევარდნაძემ ვერ გაითვალისწინა ყოველივე ეს და მაშინ როდესაც გვერდით ჰყავდა ისეთი კაცი, როგორიც იგორ გიორგაძეა, რომელმაც (როგორც თვითონ ამბობს) იცოდა თურმე ზვიად გამსახურდიას ადგილსამყოფელი, ვერ მოახერხა და ვერ გადამალა ზვიად გამსახურდია? უფრო მეტიც: პრინციპულად არ ჩაატარა მან მიცვალებულის ექსპერტიზა და თანაც მაშინ, როდესაც ქალაქის მთავარი პროკურორი (რაზმაძე) გააფთრებული უმტკიცებდა მას ამ ექსპერტიზის აუცილებლობას (ეთერშიც იყო ეს კადრები). მთელი ძალისხმევით უხსნიდა ის ბატონ ედუარდს, რომ მისი გადაწყვეტილება ექსპერტიზის არ ჩატარების შესახებ იყო საშინელი შეცდომა და დიდი დანაშაული, რის შედეგადაც მას ხალხი აუცილებლად ზვიად გამსახურდიას მკვლელად გამოაცხადებდა. რაც მოხდა კიდეც! ვერავინ, ვერავის ვერ დაუმტკიცებს დღეს იმას, რომ გამსახურდია შევარდნაძეს არ მოუკლავს! შევარდნაძემ კი გაიტანა მაინც ჯიუტად თავისი, არ ჩაატარა ექსპერტიზა და წარბშეუხრელად წავიდა იმ ქვეყნად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელის სახელით. რატომ? გაუგებარია! გაუგებარია ნამდვილად! ნუთუ იგორ გიორგაძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს? მე ვიცნობდი იგორის მამას, ბ-ნი პანტელეიმონი იყო შესანიშნავი გულღია და უაღრესად კეთილი პიროვნება, საოცრად სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე. ამბობენ- დედა კიდევ უფრო უკეთესი, თავად იგორი კი ძალიან მაგონებს მე ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც როგორც წესი ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა და მესამეს აკეთებდა ყოველთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ბ-ნი ედუარდის შემთხვევაში, იგორი საქართველოსთვის ცუდს არაფერს გააკეთებს.

საქართველოს ადგენა უნდა დაიწყოს „ილიას გლეხის“ სტატუსის აღდგენით. „ილიას გლეხი“ არის ჩვენი შრომის კულტურა, ეროვნული ცნობიერება, ჩვენი ტრადიციები და რელიგია. მასზე უნდა აიგოს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა თქვა: ჩვენ გვეგონა USAID იყო ჭიანი ვაშლი, მაგრამ მას, თურმე ვაშლთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ის მთლიანად მატლებით სავსე ჯამი აღმოჩნდაო. სწორედ „მატლებით სავსე“ ამ ორგანომ გადაატრიალა ჩვენთან იდეოლოგია, სამართალი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. მიწასთან გასწორდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და ადამიანებმა დაკარგეს სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა, ჩვევა და უნარი.

ამ ვითარებას ვერაფერს უშველის ვერც ქუჩაში უაზროდ მორბენალი ოპოზიცია, თავისი ამაზრზენი სიმღერით „ქოცებს რა?“... ვერც ლაზარეს მსგავსი პირების სახალხო გმირებად გამოცხადება და ვერც მელიას და ნიკა გვარამიას უაზრო ცეკვები მიტინგებზე. ამ ყველაფერს აუცილებად სჭირდება პროფესიონალების მხრიდან, მიმდინარე მოვლენების ღრმა, თეორიული ანალიზი და შემდეგ მის ბაზაზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან, გამოსავალი გზების ძიება. მხოლოდ ასე შეიქმნება ის ნამდვილი და ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ექნება ბრძოლის მკვეთრად გამოხატული მიზეზიც და მიზანიც და მას აუცილებლად შეუერთდება შემდეგ ავტობუსი წალენჯიხიდან! ამ ფონზე საჭიროა ნამდვილად, მიშა სააკაშვილი, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება აქვს ჩვენშიც და უკრაინაშიც, სწორედ მიშამ დაიწყო პირველად, მკვეთრად გამოხატული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და სწორედ ამ ბრძოლისთვის იყო, რომ კინაღამ შეჭამეს ის ჩვენთანაც და უკრაინაშიც. ეს ბრძოლა მიშას წინააღმდეგ დღესაც გრძელდება.

ყველა ზღვარს გაცდა. მაგალითად მიშა სააკაშვილის მიმართ პიჯაკების საკითხზე, მიმდინარე სასამართლო პროცესები და ეს მაშინ, როდესაც მილიონები აქვს გაფლანგული დღევანდელ მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რის გამოც ჩვენ დღეს გვჭირდება კორუფციასთან ბრძოლის ახალი მეთოდები, სწორედ ისეთი, ბელოუსოვმა რომ შემოიღო რუსეთში და რაც ხორციელდება მაღალკვალიფიცირებული იურისტებით (რომლებიც სანთლით არიან საძებარი ჩვენთან) და სახელმწიფო უშიშროების დიდი გამოცდილების მქონე კადრებით, რაშიც ალბათ იგორ გიორგაძე უნდა დაგვეხმაროს. ბელოუსოვს გვერდით უდგას პუტინი, პრიგოჟინი, სახელმწიფო აპარატის ყველა ჯანსაღი წარმომადგნელი და რაც მთავარია მთელი მოსახლეობა. ეს ბრძოლა ძალიან რთულია და სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე გადის. ნახეთ რამდენი თავდასხმებია ბელოუსოვზე, პუტინზე, პრიგოჟინზე... მიშა ახალგაზრდა იყო მაშინ, როდესაც საქართველოში ანტიკორუფციულ ბრძოლებში ჩაება. ფაქტიურად, ეს პირველი ექსპერიმენტი იყო ამ მიმართულებით. მას გვერდით არავინ სერიოზული არ ედგა და არც ბელოუსოვის გამოცდილება ჰქონდა რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ის ჩართული იყო კიდევ საგარეო პოლიტიკაშიც და იქაც საკმაოდ დიდ პრობლემებთან იყო შეჯახებული. ერთხელ შევარდნაძეს ჰკითხეს: -რა არის ეს ბ-ნო ედუარდ, სულ საგარეო პოლიტიკაზე რომ საუბრობთ, ერთხელ საშინაო პოლიტიკაზეც თქვით რამეო. - შევარდნაძემ კი ასე უპასუხა: - მე სტალინი კი არ ვარ ორივეზე ერთდროულად ვიფიქროო. მიშა იყო სტალინი? მაგრამ მან მაინც დატოვა თავისი კვალი ამ სფეროში. მახსოვს, როგორი გააფთრებული გამოდიოდა ის ერთ-ერთ მიტინგზე უკრაინაში და როგორი გაფითრებული იდგა მის გვერდით სანდრა, უმცროს ვაჟიშვილზე ხელმოხვეული. ბიჭი კი აღფრთოვანებული უსმენდა მამას. მიშა მაშინაც სიკვდილს უყურებდა თვალებში, სანდრა კი შვილთან ერთად ამ საფრთხეს გმირულად იზიარებდა.

ერთხელ რუსები ეთერში განიხილავდნენ ანტიკორუფციული მუშაობის საკითხებს და რამოდენიმეჯერ პოზიტიურად ახსენეს საქართველოში, მიშას პერიოდში მიღებული შედეგები, მაგრამ ისე, რომ თვითონ მიშა ერთხელაც არ უხსენებიათ. რატომ? ასეა საჭირო?

გამწარებული ხალხი ელოდება სამართალს და იმას, რომ დაისჯება კანონით ყველა ცილისმწამებელი. მე ძალიან მაინტერესებს, მაგალითად მოკლა თუ არა მართლა სააკაშვილმა (როგორც ამბობენ) საფერფლის თავში ჩარტყმით ჟვანია? ან „ამდენი დანაშაულის ჩამდენ“ კაცს მხოლოდ პიჯაკების გამო რატომ ასამართლებენ ყოველთვის?

და მაინც, ფაქტია, მიშა სჭირდება დღეს საქართველოს! სჭირდება - კორუფციასთან ბრძოლისთვის, საგარეო პოლიტიკაში ორიენტირებისთვის და რაც მთავარია მის მიერ შექმნილი, როგორც ბ-ნი ედუარდი ამბობდა, „ბრწყინვალე“ სასამართლო სისტემის სრული და საბოლოო რეორგანიზაციისთვის. ამ „ბრწყინვალე“ სისტემისაგან თვითონ მიშაც ძალიან ცუდ დღეშია და კიდევ უარესში იმყოფება მოსახლეობა. უსამართლობისაგან გამწარებული ადამიანები სასოწარკვეთამდე მიდიან და გახშირდა სუიციდის შემთხვევები.

ყოველივე ამან ეტყობა მიშა ბრძოლის ხასიათზე მოიყვანა და თუ ეს მართლა ასეა, მაშინ მოახერხოს მან როგორმე და კვალიფიცირებული იურისტებისგან (როგორიცაა მაგალითად კუჭავა) შექმნას საადვოკატო ბიურო (ვიმეორებ - ფასიანი) და ცხოვრებაში იურიდიულ შეჯახებულ ადამიანებს მისცეს სიმართლისათვის აქტიური ბრძოლის საშუალება. მარტო მელიას და გვარამიას ცეკვები მდგომარეობას ქვეყანაში ვერ შეცვლიან. მიშა რა, ცეკვით გამოდიოდა მიტინგებზე უკრაინაში? ეს იყო ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა ფაქტებით და ზუსტად იგივე თეორიული შემართებითაა სჭირო გამოსვლები დღეს, ჩვენთან საქართველოში. ყველა დარგში და ყველა სფეროში აუცილებელია მოვლენათა რაციონალური ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე ქვეყნის ღალატისა და კორუფციის ფაქტების მხილება. აი, ასეთი მესმის მე ოპოზიცია!!!

არავინ არ ამბობს იმას, რომ სააკაშვილი ანგელოზია, მაგრამ კაკაჩასა და ხარებას ფონზე, როდესაც დანგრეულია ყველა სოფელი, განათლების სისტემა, სამედიცინო სექტორი, ძალოვანი სტრუქტურები და თბილისი გადაქცეულია სამტრედიის ფილიალად, საჭიროა და აუცილებელი ნოდარ ჭითანავას მსგავსი სპეციალისტების მოსმენა და ერთიანი ძალებთ ქვეყნის გადარჩენის გზების ძიება. საქმის გამკეთებელმა ხალხმა, ყველა სფეროდან უნდა თქვას თავისი სიტყვა და ის, თუ რა უშლით ხელს საქმის კეთებაში. მე პირადად, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და ეს ეხება, როგორც სოროსის აგენტურის მუშაობას ჩვენს ქვეყანაში ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც, როგორც წესი ძალოვანი უწყებები ლობირებენ და ამ ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან ძნელია. ეს პროცესი ცეკვა და თამაში ნამდვილად არ არის, ეს პროცესი ძალიან რთული და სერიოზული პროცესია. თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს. ბრძოლა, როგორც აზრთა ჭიდილი.

არავის არ უნდა შერჩეს ცხოვრებაში კანონის დარღვევა, კანონის, რომელსაც კარნახობს ეროვნული რაციონალური ცნობიერება და არა დასავლეთი. გვახსოვდეს, რომ მორალი ადამიანის ქმედების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია და რომ „თავისუფალი არჩევანის უფლების მინიჭებით“ კანტმა ადამიანი, როგორც ჰეგელმა თქვა, ღმერთის სიმაღლემდე აიყვანა. თავისუფლება აღვირახსნილობა არ არის, ის მოვალეობაა და განისაზღვრება შემდეგ კითხვებზე პასუხით: რა გვინდა, რა შეგვიძლია, რა გვევალება და რისი უფლება გვაქვს? და არა ფრაზით „მინდა და ვაკეთებ“!