პოლიტიკა
ჭეშმარიტად სამართლებრივ სახელმწიფოს სჭირდება სრულყოფილად გამართული სასამართლო სისტემა და მაღალკვალიფიცირებული კადრები ადვოკატურაში
„კადრები წყვეტენ ყველაფერს“ - წერდა სტალინი და შემთხვევითი არ იყო, რომ სოროსმა, პირველი დარტყმა, ჩვენს ქვეყანას სწორედ საკადრო პოლიტიკაში მიაყენა. მათ მიზანმიმართულად მოსპეს განათლების სისტემა, კულტურა, მორალი და პრინციპული ბრძოლა გამოუცხადეს დიალექტივის თეორიას, ანუ იმას, რასაც უნდა შემოეტანა ახალი მსოფლმხედველობრივი ხედვები საზოგადოების ცნობიერებაში და სწორი გზით წარემართა ადამიანის დიალოგი სამყაროსთან. დასავლეთის გლობალისტურმა იდეოლოგიამ და ჩვენი მოსახლეობისთვის ძალად თავს მოხვეულმა ლიბერალურმა დღის წესრიგმა, დააკარგვინა ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და მწვავედ დაუპირისპირა ერთმანეთს ინდივიდის სურვილი და საზოგადოებრივი ინტერესები. აქედან დაიწყო სწორედ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოშლა, ნგრევა და განადგურება. ქვეყანაში გამეფდა ანარქია და ქაოსი.
დასავლეთის აგენტურის მზაკვრული და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ჩვენი კონსტიტუცია იქცა მაკულატურად და „თავისუფალი არჩევანი“ გაგებული იქნა, როგორც „აღვირახსნილობა“. ადამიანმა დაიწყო მოქმედებები მორალისა და პასუხისმგებლობის გარეშე და იქცა ცხოველად. ამის შედეგია სწორედ ის, რომ გახშირდა მკვლელობები და ხდება ის, რაც არასდროს ხდებოდა საქართველოში. გავრცელდა პედოფილია და ლგბტ მოძრაობებმა დაგვაკარგინეს ღირსება და ტრადიციები. დასავლეთმა ბრძოლა გამოუცხადა ჩვენს ადათ წესებს, რელიგიას და ინდივიდთა „თავისუფალმა“ მოქმედებებმა, მოქმედებებმა მოვალეობისა და პასუხის გარეშე, შეცვალა მთლიანად სოციალური რეალობა ჩვენს ქვეყანაში. კატასტროფულად დაუპირისპირდა ერთმანეთს ძველი და ახალი თაობა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უფროსი თაობა, ანუ ის ადამიანები, ვინც მიჩვეული იყო კანონის და მორალის მიხედვით ცხოვრებას და ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის განმსაზღვრელი ძირითადი ფასეულობების უარყოფა და გათელვა ქვეყნის დანგრევას ნიშნავდა. ასე რომ, როდესაც კანონმა, მორალმა და სამართალმა დაკარგა აზრი, ბევრი ადამიანი კატასტროფული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა, გახშირდა მკვლელობები და სუიციდის შემთხვევები.
ჩვენი სოციუმის გადაგვარება სოროსმა დაიწყო ე.წ „განათლების სისტემის რეფორმით“. ამ პროცესებს სათავეში ჩაუდგა სოროსისაგან კარგად დაფინანსებული ფილოსოფოსთა ჯგუფი: ე. კოდუა, გ. თევზაძე, ვ. ერქომაიშვილი, მ. ჭელიძე და სხვა. მათ ხელმძღვანელობდა გორბაჩოვის მეუღლის, რაისა გორბაჩოვას თანაკურსელი და სოროსული პროგრამის პროპაგანდისთვის სპეციალურად მომზადებული პირი - მერაბ მამარდაშვილი. ამ ჯგუფმა გამოუცხადა ბრძოლა პროფესიონალიზმს და პროფესიონალებს ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც ჩაატარეს მათ სრულად გაუმართლებელი და უკანონო კონკურსები განათლების სისტემაში, რის შედეგადაც ყველა წამყვანი სპეციალისტი აღმოჩნდა გათავისუფლებული თავისი სამუშაო ადგილიდან, შეუწყდათ წლობით წარმოებული საინტერესო კვლევები და წაერთვათ მათ უკიდურესად საჭირო და აუცილებელი კონტაქტები სტუდენტობასთან. უნივერსიტეტში დაიხურა და აღარ ეკითხებოდათ სტუდენტებს ძალზედ აქტუალური სალექციო კურსები. ყოველივე ამის შედეგად კი დაისაჯა და დაზარალდა ჩვენი ახალგაზრდობა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი უნიკალური, ეროვნული ინტელექტუალური პოტენციალი. საჭიროა და აუცილებელი, სახელმწიფო უშიშროების ხაზით ძლიერი და სერიოზული მუშაობა, რათა გამოძიებული იქნას ყველაფერი და დაინახოს ყველამ ის, თუ რა გაგვიკეთა დასავლეთის აგენტურამ ამ სფეროში. ეს აგენტურა კი სამწუხაროდ სოროსისგან დაფინანსებული ჩვენი მოქალაქეებია, რომლებიც „კმარასა“ და „თავისუფლების ინსტიტუტის“ სფეროებიდან აღმოცენდნენ და დღესაც განაგრძობენ იგივე მუშაობას, რადგანაც მათ სხვა არაფერი იციან და არაფერი შეუძლიათ.
კონკურსები განათლების სისტემაში უკიდურესი დარღვევებით ჩატარდა. ასე მაგალითად: დალუქული კონვერტი, სადაც მოთავსებული იყო ჩემი საკონკურსო მასალები, კონკურსის ჩატარების შემდეგ, დამიბრუნდა იგივე მდგომარეობაში, ანუ არც იყო გახსნილი. საიდანაც კარგად ჩანს, რომ მეცნიერებაში ხელმოცარული პირებისა და სოროსის პოლიტიკის თავხედობას არ გააჩნია არავითარი საზღვარი. ისინი მოქმედებენ თავიანთი იდეოლოგიის ძირითადი პრინციპით: „მინდა და ვაკეთებ!“. ეს არის „თავისუფლება“ მორალისა და პასუხისმგებლობის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრს, კონკურსში მონაწილეებიდან, ისევე, როგორც მე, ახალი გავლილი გვქონდა კონკურსი და ეს კონკურსი კანონით აღარ გვეკუთვნოდა. ამგვარი უკანონობის გამო ფიზიკოსების ერთმა ნაწილმა გამოაცხადა პროტესტი და არ მიიღო საერთოდ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ პროტესტანტი ფიზიკოსები გამოაცხადეს „ხულიგნებად“ და პოლიციის ძალით დაატოვებინეს უნივერსიტეტის შენობა. ლაპარაკია ისეთ ჭეშმარიტ მეცნიერებზე, როგორებიც იყვნენ: თენგიზ სანაძე, ჯემალ მებონია, ლერი ქურდაძე და სხვა, რომელთა მსგავსს ინატრებდა ალბათ მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტი. ლერი ქურდაძეს, მაგალითად, ბოლომდე არ ივიწყებდა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი. დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან, სამაგიეროდ, ჟურნალისტი ტაბლიაშვილი წარმოგვიდგენს და გვიქებს თავისი ეთერიდან ისეთ „დიდ მოაზროვნეს“, როგორიც არის ჟიჟილაშვილი. სამწუხაროდ ეს ხდება დღეს ყველგან და ყველა ხაზით გაბატონდნენ და ყველაფერს განაგებენ სოროსელები. არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე? სოროსის შესახებ მე ხშირად ვწერდი წერილებს პრესაში, იყო ასეთიც: „ ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს: დეიდეოლოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები“ („კომუნისტი“ 1997 წ. 7 აგვისტო). ბ-ნი ედუარდი ყოველთვის მედგა მხარში და მეხმარებოდა, როგორც შეეძლო. - „ეს პრობლემა ძალიან რთულია და ასე მარტივად არ დამთავრდება“-ო, მითხრა ერთხელ. ასეც მოხდა! დავინგერით! ქვეყანა წავიდა ხელიდან!
კონკურსის ჩატარების პერიოდში მე მიმყავდა ძალზედ საინტერესო კურსი, დიალექტიკის პრობლემებზე და გამოქვეყნებული მქონდა ამავე დროს ახალი, 600 გვერდიანი მონოგრაფია: „ФИЛОСОФИЯ, МИРОВОЗЗРЕНИЕ, ЧЕЛОВЕК“, ИЗ-ВО ТГУ 2005), რომელიც ეხებოდა უკიდურესად აქტუალურ პრობლემებს მეცნიერულ ფილოსოფიაში. ეს მონოგრაფია წარმოადგენდა ჩემი ადრე გამოქვეყნებული მონოგრაფიების („ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები“ - თსუ 1985 წ. და „მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“ - თსუ 1983 წ.) გაგრძელებას. ამ სფეროში მუშაობისთვის, ფიზიკის ფაკულტეტის, თეორიული ფიზიკის განხრით კურსის დამთავრების შემდეგ , სპეციალურად მომამზადეს მე ჩემმა ხელმძღვანელებმა, აკად. მათე მიჩიანაშვილმა და აკად. კოტე ბაქრაძემ. იმის გამო, რომ ფიზიკის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და არ მქონდა მოსმენილი სრული კურსი ფილოსოფიის ისტორიაში. ბ-ნმა კოტემ ცალკე, ინდივიდუალურად წამიკითხა ფილოსოფიის ისტორიის გაძლიერებული კურსი, პირადად მე, თავის ბინაზე. ჩემს აღზრდაში ბ-ნ მათეს ჩართული ჰყავდა ისეთი ძლიერი მეცნიერები, როგორიც იყვნენ აკად. ვაგან მამასახლისოვი, თავისი უნიკალური ინტელექტით თეორიულ აზროვნებაში და აკად. ლევან გოკიელი, რომელმაც გამაცნო ანდრია რაზმაძის დიალექტიკური აზროვნების ხაზი მათემატიკაში. მუდმივი კონტაქტები მქონდა ისეთ ღრმა მოაზროვნესთან , როგორიც იყო ზურაბ კაკაბაძე და სხვ. საკითხი, რომელზედაც მე მამუშავებდნენ ითვალისწინებდა დიალექტიკის თეორიის კვლევას სხვადასხვა მეცნიერებებში და ამ ნიადაგზე ახალი მეცნიერული მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სიღრმისეულ ანალიზს. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყო კვანტური მექანიკა, ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი, ბორის დამატებითობის მეთოდი და ის საოცრად საინტერესო ოც წლიანი დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა ბორსა და აინშტაინს შორის.
ამ პერიოდში ჩავატარეთ სტუდენტთა ხუთი საკავშირო კონფერენცია, საკითხზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა კავშირის მასშტაბითაც და ჩვენთანაც, პრესაში. ამავე პერიოდში დავუკავშირდი მე მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტებს, რამაც განაპირობა ის, რომ ჩემი ბოლო ნაშრომები: „ФИЛОСОФИЯ, МИРОВОЗЗРЕНИЕ, ЧЕЛОВЕК“ და „ЧЕЛОВЕК УМЕЙ ЛЮбИТЫ И ЖЕРТВОВАТЬ“ გამოცემულია რუსულ ენაზე. უკანასკნელი მონოგრაფიაში, რომლითაც მთავრდება ფაქტიურად ჩემი მონოგრაფიების ციკლი და რომელიც მიეძღვნა ჩემი აწ გარდაცვლილი, ერთადერთი ქალიშვილის ხსოვნას, განხილულია უკვე ფიზიკაში მიღებული ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის (წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა - დამატებაა) ჭრილში რელიგიის, ფერწერის (დალი), მუსიკის (ვაგნერი) და საზოგადოებისა და ინდივიდის დღეისათვის დამახასიათებელი ურთიერთობათა ასპექტები.
ასპირანტურის დამთავრების და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, წლების მანძილზე მიმყავდა ფილოსოფიის კურსი, პროფილის მიხედვით ფიზიკის ფაკულტეტზე და ამ საქმემ კარგი შედეგი გამოიღო და გადაწყვეტილი იყო, რომ ეს ხაზი უნდა გაგრძელებულიყო სხვა ფაკულტეტებისთვისაც, ანუ ყველა ფაკულტეტზე ფილოსოფია, როგორც დიალექტიკის თეორია, უნდა წეკითხა ამ დარგის თეორიულ საკითხებზე მომუშავე და შემდეგ ფილოსოფიაში ანალოგიურად მომზადებულ სპეციალისტს. გვინდოდა ასე დაწყებულიყო რეფორმა განათლების სისტემაში და ეს ხაზი გაანადგურა სწორედ სოროსმა, რაშიც ძალიან მოეხმარნენ მათ ის ფილოსოფოსები, რომელთათვისაც ფილოსოფია იყო არა სერიოზული, თეორიული, ინტეგრირებული კვლევა და აზროვნება, რასაც დიალექტიკის თეორია ეწოდება და რაც შუა საუკუნეებიდან დაწყებული კანტის, შელინგის, ჰეგელისა და მარქსის წყალობით ჩვენამდე მოვიდა, არამედ ცარიელი, არაფრის მომცემი ფრაზეოლოგია: „ФИЛОСОФИЯ ДЛЯ КОЛХОЗНИКОВ И ДЛЯ ПАРТИЙНЫХ ШКОЛ“.
ყოველი ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა ეს არის ადამიანის თვისებრივად ახალი დიალოგი სამყაროსთან და პერიოდულად, თავისი განვითარების გზაზე, ამ მომენტს ყველა დარგი აწყდება. ასე, რომ ფილოსოფია ცხოვრებისგან მოწყვეტილი ცოდნა არ არის. ფილოსოფია ცხოვრების მეთოდოლოგიაა და ამ მეთოდოლოგიას, საოცარი გენიალობით ფლობდა „ილიას გლეხი“. ფლობდა ის მას თავისი უნიკალური შრომითი კულტურით, საკუთარი მიწის და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულით და ამ უდიდეს სიყვარულს და შრომის საოცარ კულტურას გაჰყავდა ის ღმერთთან. ამან წარმოშვა მისი გულშიჩამწვდომი და ჟრუანტელის მომგვრელი „ურმული“, „გაფრინდი შავო მერცხალო“.... ეს არის ქართული, ეროვნული იდენტობა, ეს არის გულწრფელი ლოცვა სამყაროს ღრმა, იდუმალი ჰარმონიის წინაშე, რაც წარმოადგენს მართლმადიდებლური რელიგიის მყარ და მთავარ საფუძველს. ამ ნიადაგზე დაიბადა სტალინი. სამყაროს დიალექტიკის იმ უდიდესი შეგრძნებით, რამაც გააოცა ყველა ქვეყანა და შორს გაიტანა ქართული კულტურა და ტრადიციები, თუმც ბერძენიშვილებისა და ხიდაშელების ტვინებამდე ვერ იქნა და ვერ მიაღწია.
ქართულმა ეროვნულმა იდენტობამ წარმოშვა ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ანდრია რაზმაძე, ლ. გოკიელი, გ. მირიანაშვილი, ვ. მამასახლისოვი, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ზ. კაკაბაძე და მრავალი სხვა. ასე, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ ბორისა და აინშტაინის ოც წლიანი დისკუსია დამთავრდა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩვენს ფიზიკოსებთან (ვ. მამასახლისოვი, გ. მირიანაშვილი და სხვ.) ერთად თვით ნილს ბორმა დაწერა ფიზიკის დიდი აუდიტორიის დაფაზე საუკუნის ფრაზა: “წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის - დამატებაა”! ამიტომაც იყო, რომ სოროსმა, რომელიც გააფთრებული ებრძოდა დიალექტიკას, მიზანმიმართულად გადაუარა ფიზიკის ფაკულტეტს, მოსპო და გაანადგურა ამ მეცნიერთა ნაშრომები.
განსაკუთრებული ძალით იმუშავა ამ პერიოდში აკადემიის ბაზაზე არსებულმა ფილოსოფოსების ჯგუფმა (ე. კოდუა, გ. თევზაძე და სხვ.), მოსპეს და დაამახინჯეს მათ საკანონმდებლო ბაზა, როგორც სამეცნიერო კადრების რაციონალური ფორმირების იურიდიული საფუძველი. შემდეგ კი ზუსტად იგივე (სოროსული) მეთოდებით გაანადგურეს ჟვანიებმა და ხიდაშელებმა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და გამოგვაცალეს ამით ბაზა სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მშენებლობისთვის. ამიტომაც იყო, რომ უფრო “დიდი იურისტი”, ვიდრე ვახტანგ ხმალაძეა, ვერ “შეარჩიეს” კონსტიტუციის დასაწერად. ვდგავართ ახლა და ვურტყამთ თავს ამ კონსტიტუციას გაუბედურებული მოსახლეობა და როინ მეტრეველის მიერ “გაზრდილი” იურისტები.
იგივე დღეშია ევროპაც. ემიგრანტები, რომლებიც დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკით შეუყარა დასავლეთმა მათ თავიანთ ტერიტორიაზე, გამობრძანდნენ გერმანიაში მიტინგებით და მოითხოვეს, თავიანთი ინტერესების მიხედვით, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანა. ეს საკითხი ჩვენთან, სოროსის დიდი დაფინანსებით ჩუმად, წყნარად და დიდი “წარმატებით” განახორციელეს ჟვანიებმა და ხიდაშელებმა. სწორედ მათ შემოარტყეს სალტეებივით ჩვენს სამართალს ახალი, სოროსული იდეოლოგიით ნაკარნახევი, ჩვენი ტრადიციისა და მორალის უარმყოფელი კანონები, რის გამოც ვეღარ ფუნქციონირებენ და ვერ ართმევენ პრობლემებს თავს, ჩვენი, ისედაც გზა-კვალ არეული იურისტები. ამ ფონზე, თუ სურს იგორ გიორგაძეს ჩვენი დახმარება, მაშინ დაგვეხმაროს იმაში, რომ გასწორდეს ჩვენი სოროსისგან დამახინჯებული კონსტიტუცია, რათა ჩვენმა, ძლივს შემორჩენილმა იურისტებმა შეძლონ შემდგომ მისი გამოყენება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის. გიორგაძემ ხომ მშვენივრად იცის, რომ ის, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია სიმართლის, ჩვენი მთავრობაა და არც ოპოზიცია არის უკეთეს მდგომარეობაში. ხოლო მიშა სააკაშვილი კი ზის აგერ რამდენი წელია ამ სასამართლო სისტემის წყალობით და ხეხავს იატაკს ერთი ადგილით. გავიგოთ ბოლოს და ბოლოს ის, თუ რაშია ეს კაცი დამნაშავე და რამდენი ტრუსიკი აქვს საერთოდ ნაყიდი, რომ ამ თანხამ მთლიანობაში დაანგრია სახელმწიფო ბიუჯეტი. როდემდე უნდა ვუყუროთ წულუკიანის ამ კლოუნადას. ვიმყოფებით პოლიტიკურ ჩიხში და წინ არის უფსკრული. გახარიას კი ეხსნება თითქოს ტვინი, მაგრამ ძალიან ნელ-ნელა! მისი დიალოგები კი გრიგოლიასთან - მომაბეზრებელია და არაფრის მომცემი. და ისევ, პირველ რიგში აუცილებელია გაიწმინდოს ჩვენი კონსტიტუცია, შეიცვალოს ის, დაუბრუნდეს ისევ ეროვნულ რაციონალურ ინტერესებს! ამოქმედდეს გამართული (ანუ, არა მურუსიძის) სამართლებრივი სისტემა და დაინახოს ხალხმა მტყუანი და მართალი. ყველა სფეროში აუცილებელია იმუშავონ ეროვნული, რაციონალური კონსტიტუციის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა კანონებმა და არა რომელიმე მევახშის ან ვიღაც საეჭვო “ლიბერალური თავისუფლების” მოყვარული პირის სურვილებმა და ინტერესებმა, რომლებიც სპეკულირებენ “თავისუფლების” და “ლიბერალიზმის” სოროსული ინტერპრეტაციებით და აპიარებენ ამით სოროსის იდეოლოგიას. რუსეთი კი ამ დროს ებრძვის კორუფციას და ყოველგვარ კანონდარღვევას ყველა სფეროში, ებრძვის საოცრად გაერთიანებულ, უკიდურესად მობილიზებულ და ღრმა პროფესიონალურ ფორმატში. ეს ძალიან რთული და სახიფათო საქმეა და ამიტომაც არის, რომ ანხორციელებენ მათ ლიდერებზე (პუტინი, ბელორუსოვი, პრიგოჟინი, ….) უამრავ თავდასხმებს. სწორედ კორუფციასთან ბრძოლის შიშმა ყველგან და ყველა დონეზე წარმოშვა რუსოფობია! რუსოფობია არის როგორც ქვეყნის შიგნით (კორუფციასთან ბრძოლის მიზეზით), ასევე საერთაშორისო ურთიერობების სფეროშიც. რახან ამერიკა ვერ იქნა და ვერ ეგუება მსოფლიო ჟანდარმის როლის დაკარგვას, სწორედ ამიტომ შეიძულეს ჩვენთანაც სააკაშვილი. მან ხომ პირველმა შეუტია კორუფციას და შიშველი ხელებით აკეთებდა იმას, რასაც ესოდენ გაერთიანებული ძალით აკეთებს დღეს რუსეთი. მიკვირს, როგორ დარჩა საერთოდ ის აქამდე ცოცხალი? ზვიადიც ხომ იგივე ძალებისაგან განიცდიდა შემოტევებს!!! ზვიადიც ხომ იგივე ძალებმა არ დაინდო!!!
ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლება, რაც მსოფლმხედველობრივი განვითარების ძალზედ რთული და საინტერესო პროცესია და რასაც საფუძველი ჩაუყარეს ჩემმა პედაგოგებმა, გაანადგურა სოროსმა და თანაც, როგორც ვთქვი, ჩვენი ე.წ ფილოსოფოსების დახმარებით. პირადად მე შემიჩერდა ამ პერიოდში, წლების მანძილზე აწყობილი მუშაობა და სპეციალურად, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისათვის მომზადებული კურსი: “მეცნიერება და ფილოსოფია”. უხერხულად ვგრძნობ ამიტომ თავს, ჩემი აწ გარდაცვლილი პედაგოგების წინაშე, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა და ენერგია ჩემი ამ ხაზით მომზადებისთვის. სოროსმა გადაუარა თავს განათლების სისტემას, გაყარა აქედან ღირსეული სპეციალისტები და მათი ადგილები სამეცნიერო წრეებში დაიკავეს “კმარას” და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა, დაახლოებით ისეთებმა, როგორიც არის ჟურნალისტი ჟიჟილაშვილი. შემდეგ კი მოხდა ის, რომ უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტმა დაიწყო საშინელი ნგრევა და მოიშალა სტუდენტთა სასწავლო პროცესები. ამ პერიოდში ხშირად იცვლებოდნენ რექტორები და ერთ-ერთ ეტაპზე რექტორად დაინიშნა ლადო პაპავა, რომელიც ძალიან გახარებული და კმაყოფილი იყო თავისი ახალი თანამდებობით. მან აღიარა და გულში ჩაიკრა სოროსის მიერ დანიშნული ახალი კარდები და თანაც ისე, რომ არავითარი ეჭვი მათ ვარგისიანობაში არ შუტანია. ამ დროს უნივერსიტეტის გარეთ იყვნენ დარჩენილი საუკეთესო მეცნიერები და პაპავას მათთან შეხვედრის და დიალოგის არავითარი სურვილი არ გამოუხატავს. პირიქით, როდესაც მე პირადად რამოდენიმეჯერ მივმართე მას განცხადებით, შეეკრიბა წამყვანი მეცნიერები, რათა გვემსჯელა ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლების აუცილებლობასა და დიალექტიკის თეორიის მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის შესახებ. მან საერთოდ ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი და ვიღაც სოროსელთან გამგზავნა კონსულტაციისთვის და ეს მაშინ, როდესაც მ. მამარდაშვილისგან გადამზადებული, მეცნიერებაში სრულიად ხელმოცარული ე. კოდუას და გ. თევზაძის ფილოსოფიური კადრები, სწორედ დიალექტიკის თეორიას სპობდნენ და ანადგურებდნენ სოროსის დიქტატით. აი, ასეთ ვითარებაში, ბ-მა ლადომ ახლად მოყვანილ სოროსელებთან ერთად გააჩაღა უნივერსიტეტში სრულიად უპასუხისმგებლო და არასერიოზული მუშაობა, რამაც სტუდენტ ახალგაზრდობაში გამოიწვია ძლიერი ურთიერთდაპირისპირება და კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნდა წერილი სურათით, სადაც სტუდენტები უნივერსიტეტის კიბეებზე გააფთრებით ჩხუბობენ და თავდაყირა გადადიოდნენ ერთმანეთზე. სურათის ქვემოთ კი იყო წარწერა: “ რექტორმა სხვა გზა არ დაგვიტოვა “. კონფლიქტში იყო ახალგაზრდობა, “ახალგაზრდობა, რომ სჯერა ხელით თვით დედამიწას შეაბარბაცებს”. პაპავამ კი (რექტორმა), შეატოვა ერთმანეთს ეს მწვავედ დაპირისპირებული სტუდენტობა და ნაცვლად მათთან დამამშვიდებელი საუბრისა და დიალოგისა, ჩუმად, სამარცხვინოდ გაიპარა უნივერსიტეტის სარდაფებიდან. იმ დღეს ახალგაზრდებმა რომ ერთმანეთი არ დახოცეს და არ დაასახიჩრეს, ეს მხოლოდ მათი პირადი დამსახურებაა. რექტორს პირველს უნდა შეეფასებინა უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობა, ყოფილიყო ადეკვატური და თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებებით ბიძგი არ უნდა მიეცა ნეგატიური მოვლენებისთვის. ამიტომ არის საჭირო ძლიერი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომ ამგვარ საპასუხისმგებლო ადგილებზე ყოველი დანიშვნა მხოლოდ მკაცრი შემოწმებისა და კონტროლით ხდებოდეს. ბ-ნი ლადო, ეტყობა დღესაც ვერ ხვდება რა მოხდა, თუმც მაშინ ის რექტორის თანამდებობიდან სწრაფად გაათავისუფლეს.
ის, თუ რა მეთოდებით ხდება და რაზეა დამოკიდებული, დღესაც, გარკვეული პირების მეცნიერული რეგალიებით “დაჯილდოვება” შესანიშნავად აჩვენა ყორშიამ თავის სიუჟეტში, რომელიც მან ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭების თხოვნას მიუძღვნა და რომელიც ნამდვილად ნობელის პრემიას იმსახურებს ჟურნალისტურ საქმიანობაში. გიკვირთ ახლა, ამ სიტუაციის შემდეგ ვინმეს, თუ რატომ არის სანთლით საძებნი დღეს საქართველოში ნორმალური კადრები და განსაკუთრებით კი იურისტი? ან რატომ არის პირწმინდად განადგურებული უნივერსიტეტიც და აკადემიაც? ამ ერთი-ორი წლის წინ მივედი ბ-ნ როინ მეტრეველთან, როდესაც ის უკვე აკადემიაში იყო (მაგრამ არა პრეზიდენტად) და ვთხოვე მას, ჩამოეყალიბებინა თავისი განყოფილების ბაზაზე მუდმივმოქმედი თეორიული სემინარი, სადაც სოროსის პოლიტიკისაგან დაზარალებულ მეცნიერებს მოგვეცემოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისა და აზრის გამოთქმის საშუალება, ჩვენ ჩვენი დარგისა და სპეციალობების ასპექტში. ბ-ნი როინი კი მიხვდა (პაპავასგან განსხვავებით), თუ რაზე იყო საუბარი, მაგრამ უარი განაცხადა. ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება კი ძალიან მარტივად შეიძლება თურმე!!! ამიტომაც არის, რომ დღეს ქვეყნის ბედზე ისტერიულად წივიან და კივიან მიშველაძეები, ჟიჟილაშვილები, გრიგოლიები და სხვ. ისეთი მეცნიერები კი, როგორიცაა ნოდარ ჭითანავა - სდუმს. არა და ზვიად გამსახურდიას, ვისაც უწუნებენ პოლიტიკოსობას, სწორედ ბ-ნი ნოდარი ედგა მხარში, ქვეყნის მშენებლობაში. ისე ბ-ნ როინს არ ეშლება, კარგია ნამდვილად კაკაჩასთან ქეიფი, დროსტარება და თამადობა მის სუფრაზე…. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?
ეს ის პერიოდი იყო, გიორგი გახარია რომ მოღვაწეობდა მთავრობაში და მე მეგონა რატომღაც, რომ ის ააშენებდა ქვეყანას ამიტომ საოცრად მსურდა არ მოკლებოდა მეცნიერული საფუძვლები მის პოლიტიკას და ამ მიზნით, როინის შემდეგ, მივედი აკადემიის პრეზიდენტთან (გვარი არ მახსოვს. აი, მეტრეველის წინ რომ იყო, მასთან), გავუმეორე იგივე თხოვნა თეორიული სემინარის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რაზეც მან მიპასუხა: -რა საჭირო ასეთი სემინარი, ჩვენ ჩვენს წლიურ თემებს სისტემატიურად ვუგზავნით მთავრობას-ო. რაზეც მე ჩავეკითხე: - რას, ამ მაკულატურას მეთქი?. შეხვედრაზე თან მახლდა ჩემი და ჩემი მეუღლის თანაკურსელი აკად. ანზორ ხელაშვილი და მან ისე შემომხედა მეგონა გამბრდღვნიდა. სახლში კი ჩემმა მეუღლემ (მერაბ ფანჩვიძე, რომელსაც სხვა კულტურით იცნობდნენ სამეცნიერო წრეებში) მკითხა: - ხომ არ უთხარი, რომ ჩემი ცოლი ხარ-ო?, მე დავაწყნარე: -დამშვიდდი, არ მითქვამს მეთქი, რაზეც ჩემმა მეუღლემ ჩაიბუზღუნა: ‘’ანზორს რას ერჩოდიო?’’ . თვითონ ანზორმა კი შეიკავა მაშინ თავი და ჩემთვის არაფერი უთქვამს. ე.წ პრეზიდენტს კი გაუფართოვდა თვალები ჩემს სიტყვებზე, შემომხედა კარგად, მაგრამ ვერაფერი ვერ მიპასუხა. ყორშიას სუჟეტის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ უნივერსიტეტსაც და აკადემიასაც ნამდვილად აკლია კაკაჩა, თავისი აზროვნების სტილით და კულტურით! და ეს ფაქტი ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის უდიდესი ტრაგედიაა.
ამრიგად, პირველი ძლიერი დარტყმა სოროსისაგან მივიღე განათლების სისტემის რეფორმის შედეგად: განადგურდა ჩემი მონოგრაფიები, მოვწყდი საყვარელ საქმიანობას, კონტაქტს ახალგაზრდობასთან და ერთბაშად დაეკარგა ჩემთვის ცხოვრებაში აზრი ყველაფერს. ბევრმა ვერ გაუძლო ამგვარ მდგომარეობას და გარდაიცვალა. მე დღესაც მენატრებიან ჩემი გონიერი სტუდენტები. მეც ბევრს ვსწავლობდი მათგან. არაფერია პედაგოგისთვის ისე საინტერესო, როგორც სტუდენტის კითხვა, რომელსაც უეცრად ვერ უპასუხებ. ასეთი კითხვები კი ფიზიკოსებს უამრავი ჰქონდათ! ბედნიერება იყო მათთან მუშაობა. სამწუხაროდ, ბევრმა მეცნიერმა ვერ აიტანა სოროსის მზაკვრული დარტყმები, ვერ გაუძლო შეურაცხყოფას, დაავადდა და გარდაიცვალა. ბევრი საუკეთესო კადრი დაკარგა ამ პერიოდში საქართველომ. მე გავუძელი! მაგრამ გავუძელი იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს დაატყდა თავს უფრო დიდი უბედურება, გარდაიცვალა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი და ამ ტრაგედიამ ჩემს ოჯახში გადაფარა ყველაფერი.
ჩემი ქალიშვილი (ქეთინო ფანჩვიძე) მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის პრობლემებზე და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი საკანდიდატო დისერტაციის და შემდგომ სადოქტოროსიც იყო ბ-ნი ივერი ფრანგიშვილი (აკადემიის ვიცე პრეზიდენტი). ქეთინოს უკვე მზად ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია და ინსტიტუტებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მუშაობა დისერტაციის დაცვის შემდეგ ბ-ნი ივერის ინსტიტუტში (მოსკოვში) უნდა გაეგრძელებინა. მის სამუშაოს ბევრი გამოხმაურება ჰქონდა საზღვარგარეთიდან და ხშირად იღებდა მოსაწვევებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. იმჯერად ზედიზედ ორჯერ მიიღო მოსაწვევი ინგლისიდან და ბოლოს ვიზიტიდან დაბრუნებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩემს ოჯახში, რომელიც ისევ სოროსის მზაკვრულ მუშაობას უკავშირდება. დიდი, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობას, ქვეყნის უშიშროების სამსახურების მხრიდან. სხვა ქვეყნებში მუშაობის პერიოდში ბ-ნი ივერი ბევრი საფრთხისგან იცავდა ქეთინოს, მაგრამ ვიზიტები ინგლისში ისე სწრაფად და მოულოდნელად ჩატარდა, რომ ვერ მოხერხდა ბევრი რამის გათვალისწინება. თანაც ბ-ნი ივერიც იმ პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა. შემდეგ მინდია უგრეხელიძე ( ქეთინოს ინსტიტუტის დირექტორი) იკლავდა თავს, ნეტავ სულ არ გამეშვა ქეთინო ინგლისშიო. პანაშვიდზე კი მითხრა: -თქვენ ხომ დაინგერით და დაინგერით, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტიც დამთავრდა და განადგურდაო. ლაპარაკი იყო მოსკოვში ფრანგიშვილის ინსტიტუტთან ხელშეკრულების ჩაშლაზე, რაც ქეთინოს თემატიკის ხაზით უნდა განხორციელებულიყო.
ამ უბედურების შემდეგ არსებობა შემინარჩუნა მხოლოდ ჩემი მეუღლის მხარში დგომამ და იმ აზრმა, რომ ქეთინოს შვილი, გიორგი ვარამაშვილი გვყავდა აღსაზრდელი. სხვ აგზა არ გვქონდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა შრომა, სიყვარული და თავდადება იყო ჩემი და ჩემი მეუღლის მხრიდან ამ ბავშვის აღზრდაში ჩადებული? საკუთარ მამას ის არც უკითხავს, ცოლების ცვლილებებით იყო დაკავებული. საერთოდ, ქეთინოს ქორწინება ძალიან დიდი შეცდომა იყო და ამ შეცდომამ გაანადგურა კიდეც საბოლოოდ ჩვენი ოჯახი. გენეტიკას ვერ მოვერიეთ, უმადურობა ყველაზე დიდი ნაკლია ადამიანში!
ქეთინოს შვილი, გიორგი ვარამაშვილი გაიზარდა. იყო ნიჭიერი და მივეცით სრულყოფილი განათლება ყველა სფეროში: მეცნიერება, მუსიკა, ხელოვნება, სპორტი და თქვენ წარმოიდგინეთ თოფითაც კი დარბოდა ტყე-ტყე სამხედრო საქმის შესასწავლად. დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი (თეორიული ფიზიკის განხრით) და პარალელურად მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალობაც, ფლობს უცხო ენებს და დღეს არის მაღალი რანგის სპეციალისტი - პროგრამისტი.
მისი ცოლის მოყვანის დროც მოვიდა და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომ ახალგაზრდებს ცალკე ეცხოვრათ, პრინციპულად არ გვსურდა ერთ ოჯახად ცხოვრება. გვქონდა ბინები და იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი ბინები ტერიტორიულად ერთმანეთისგან დაშორებით იყო და რადგანაც ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი შვილიშვილი, როგორც ერთადერთი პატრონი, სიბერეში გვერდით გვყოლოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბინების ერთ სახლში (ჩვენს სახლში) და ერთ სადარბაზოში (ჩვენს სადარბაზოში) განთავსება. ამ მიზნით, მოვიაზრეთ, ჩვენი ბინის თავზე, ჩვენს მიერ პრივატიზირებულ სხვენში გიორგისთვის ბინის გაკეთება. დღეს იქ მშვენიერი ფართი გაიკეთა, რაღაც გაურკვეველმა ორგანიზაცია “რიკომ”, რომელიც საქართველოში უამრავი ბინების შესყიდვითაა დაკავებული და რომელსაც, როდესაც გაგვიჭირდა, იძულებული გავხდით და ჩვენი სხვენი მივყიდეთ.
მაგრამ მანამდე, ვიდრე ეს მოხდებოდა, როგორც აღვნიშნე ჩვენ (მე და ჩემს მეუღლეს) გვსურდა ამ სხვენში გიორგისთვის ბინის აშენება, ყველაფერ ამას კი თანხები სჭირდებოდა და გადავწყვიტეთ გიორგის ბინა, რომელიც ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ იყო აშენებული და სადაც გიორგი იყო ჩაწერილი - გაგვეყიდა და იმ თანხით დაგვეწყო მისთვის ბინის მშენებლობა, მაგრამ ბინის გაყიდვის შემდეგ გიორგი ქალაქში ჩაუწერელი რჩებოდა და ამის გამო შევთავაზე ჩემს მეუღლეს გვეჩუქებინა გიორგისთვის ჩვენი ბინა, მაინც ერთადერთი მემკვიდრე იყო და თანაც სხვენზე დაშენების საკითხიც მისი სახელით გაკეთდებოდა. ჩემს მეუღლეს დიდად არ მოეწონა ეს აზრი, მაგრამ დამთანხმდა, თუმც სხვენი დაიტოვა მაინც თავის სახელზე, თქვა: ახლა არ მცალია და შემდეგ მივხედავ ამ საქმესო. ასე გაკეთდა გიორგიზე ჩვენი ბინის “ჩუქება”. მეგობრები მეუბნებოდნენ -რა გეჩქარება, ჯერ გიორგიმ ცოლი მოიყვანოს და ნახე ვინ იქნება-ო. მე სასაცილოდ არ მყოფნიდა ეს ამბავი. გიორგის რომ ვუთხარი ასე მეუბნებიან და შენგან რაიმე ხიფათი ხომ არ გველოდება მეთქი, გულიანად გაიცინა და მითხრა - “წაბრძანდება კიდეც ამის გამფიქრებელი ქალი ჩემი ოჯახიდან”-ო. მეც დავიჯერე ეს, მაგრამ მაინც დავუმატე -“მე პირადად, თუ არ დამპატიჟებთ, ისე თქვენთან არ ამოვალ და თქვენც ასევე, გამაფრთხილეთ და ჩვენთან ისე მოდით სტუმრად მეთქი”. მიუხედავად გიორგისთან ამგვარი სიტყვიერი შეთანხმებისა, ბინის ჩუქების ფაქტი მშვენივრად გამოიყენა შემდეგ გიორგი გახარიას მეგობრის, “ქართულ-ჯიგრულ პონტში” მცხოვრებმა, ვახტანგ გომელაურის კლანის, პოლიციელის (თემურ სხირტლაძის) ოჯახმა, რომელმაც შემოიყვანა თუ არა თავისი ქალი ჩემს ოჯახში, ორი კვირის თავზე დაიწყო ბრძოლა ჩვენი ბინებისათვის და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ გესტაპოს არ უწამებია ხალხი ისე, როგორც ჩვენ ამ ოჯახმა გვაწამა.
მოვლენები კი ასე წარიმართა. ჩვენ, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, დავიწყეთ გიორგის ბინის მშენებლობისთვის მზადება და ჩვენს ბინაშიც სარემონტო სამუშაოების შესრულება, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს პროცესი ვეღარ გავაგრძელეთ. მე ზედიზედ დამჭირდა სამი ძალზედ რთული ოპერაცია და ჩემს მეუღლესაც აღმოაჩნდა სისხლის მძიმე დაავადება, რაც ასევე სერიოზულ მკურნალობას საჭიროებდა. (დოკუმენტები სახეზეა) ყოველივე ამის გამო გეგმები ბინებთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ის, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან სწრაფად დაუახლოვდა თამარ სხირტლაძე. გიორგისთან ბევრი გოგო მეგობრობდა და ამიტომ ამ ფაქტისთვის მე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ქალი ძალიან აქტიურობდა (თურმე ჰქონდა ამ აქტიურობის მიზეზი) და მოვლენები ისე სწრაფად წარიმართა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარით. მე ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიწექი, როდესაც გიორგიმ სრულიად მოულოდნელად დასვა საკითხი ცოლის მოყვანის შესახებ. თანაც თემურ სხირტლაძესაც დაუბარებია თურმე და მოუთხოვია დაეჩქარებინა ქორწინება. მოგვიანებით გავიგე ის, თუ რით იყო გამოწვეული მამის და შვილის ეს სიჩქარე. მაშინ, კი მართალია, ეს ყველაფერი არ მესიამოვნა, მაგრამ შევიკავე მაინც თავი და ვკითხე გიორგის, თუ თავად ის რა აზრის იყო ყველაფერ ამაზე? მან თქვა, რომ სურდა ამ ქალის მოყვანა, რომ ისიც პროგრამისტია და ვუგებთ ერთმანეთსო. სამწუხაროდ მე ვენდობოდი ჩემს შვილიშვილს იმიტომ, რომ თავისი ცხოვრების მანძილზე მან ეს ნდობა დაიმსახურა. ამიტომ აღარაფერი ვუთხარი, ოღონდ ერთი კი ვთქვი მაინც: -“კარგი იყო დაგეცადათ, რომ მინები მოგვეყვანა წესრიგში, მაგრამ რადგანაც ასეა, შენ გაქვს შენი ბინა (ჩემი და ჩემი ქმრის აშენებული), შედით იქ იცხოვრეთ და შემდეგ დრო გვიჩვენებს ყველაფერს მეთქი.” თუმც კატეგორიულად გავაფრთხილე: “იცოდე, თუ შენი ეს ნაჩქარევი ქორწინება ჩვენთვის მიუღებელი დარჩა, მაგრამ შენ კმაყოფილი იქნები შენი არჩევანით, მაშინ გააგრძელე შენი გზა და ჩვენ პრობლემები არ შეგვიქმნა” ანუ, მაშინ ჩვენი ბინა უნდა გადმოფორმებულიყო ისევ ბაბუამისის სახელზე. გული მიგრძნობდა, რომ სხირტლაძეების ამგვარი სიჩქარით შემოჭრას ჩვენს ოჯახში, კარგი არაფერი მოყვებოდა. მართლაც, ძალიან მალე გაირკვა, რომ სხირტლაძეებს ჰქონდათ თავის გეგმები. მათ სურდათ ჩვენი ყველა ბინა, მაგრამ ჩვენს გარეშე. გომელაურის კლანის წარმომადგენლისათვის ასეთი “მადა” უცხო არ არის. გიორგიც თვალსა და ხელს შორის შეიცვალა!
ზუსტად ამ პერიოდში დამირეკა ვირაც უცნობმა ქალმა, რომელმაც თავის გამჟღავნება არ ისურვა და მითხრა, რომ თამარ სხირტლაძე იყო უკვე ერთხელ გათხოვილი ვინმე გაგა სიგუაზე, მაგრამ დედამთილთან (ქეთი ჯმუხაძე) დიდი კონფლიქტის გამო იმ ოჯახიდან გამოუშვესო. მაშინ კი მივხვდი, თუ რატომ ჩქარობდა ასე მამაც და შვილიც ქორწინებას. გიორგი 32 წლის იყო და ჩავთვალე, რომ თავისი ბედი მას თავად უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი იმას, თუ ის ესოდენ ამორალურ ქმედებებს დაიწყებდა ჩვენს წინააღმდეგ. ორი კვირაც არ იყო გასული მათი ქორწინებიდან, რომ შვილიშვილი მოვიდა ჩვენთან და გამოგვიცხადა: -“თქვენ მე ბავშვობა წამართვით!-ო”. ანუ, ბავშვობა წავართვით მე და ბაბუამისმა, რომლებიც გადავყევით მის აღზრდას, მივეცით სრულფასოვანი განათლება და ვერ ირბინა ნარკომანებთან ერთად, ქუჩა-ქუჩა, თავისუფლად? გავიდა კიდევ ორი დღე და ის მოვიდა ჩვენთან კიდევ უფრო გამაოგნებელი ფრაზით: -“ თვენ აწი დიდხანს მაინც ვეღარ იცოცხლებთ და მანამდე მოვალ კვირაში ერთხელ და საჭმელს მოგიტანთ”-ო. თან დაამატა: “ ყველა ბინა ჩემია და არაფრის დათმობას არ ვაპირებ!”-ო. მისი ეს სიტყვები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. თითქოს ცა ჩამომენგრა მაშინ მე თავზე და უეცრად დავაპირე მე-7 სართულიდან გადავარდნა, მაგრამ მეუღლემ დამიჭირა. გიორგის კი მიუბრუნდა და უთხრა: -“მე ვიცოდი, რომ შენ მაგის გამკეთებელი იყავი, მაგრამ ბებიაშენის ტვინამდე ვერ მივიტანე ეგ ამბავი”-ო. ასე შემოვიდა ჩემს ოჯახში გომელაურის უწყების კულტურა, განათლება და სამართალი. მაშინ პირველად ვნახე ის, თუ როგორ ახდენენ თურმე ახალგაზრდების გადაგვარებას ძალობრივი სტრუქტურები, როგორ პოულობენ ისინი მათში სუსტ წერტილებს და მოქმედებენ რა შემდეგ მათზე ათასგვარი ნაცადი ხერხებით და მეთოდებით, იყენებენ მათ სისუსტეს თავიანთი მიზნებისა და ინტერესების განსახორციელებლად. გიორგიზე ამ ასპექტში მუშაობა ძნელი არ იყო და ის ძალიან ეფექტურად ჩაატარა პოლიციის მაღალჩინოსანმა თემურ სხირტლაძემ, რომელთან კონტაქტშიც გიორგი სწრაფად და საშინლად შეიცვალა.
ის, თუ რას წარმოადგენს ეს კაცი, კარგად ჩანს სესიაშვილის 2024 წლის პირველი მაისის “შაბათის მთავარის” სიუჟეტიდან, სადაც თემურ სხირტლაძე საკმაოდ საეჭვო ვითარებაში აწარმოებს რაღაც უკანონო ფოტოგადაღებებს. აი, ცხოვრების ეს ამორალური სტილი შემოვიდა ჩვენს ოჯახშიც! ფოტოგადაღებების ეს პრაქტიკა აათვისებინა სიმამრმა ჩემს შვილიშვილს და ბიჭი, რომლის აღზრდასაც გადავყევით მე და ჩემი მეუღლე, თავისი სიმამრის მსგავსად, ფარულად გვიღებდა სურათებს, თანაც ვერ ხვდებოდა იმას, თუ რა სიბინძურეში ეფლობოდა თანდათან. დაგაინტერესებთ ალბათ ის, თუ რა სურათები იყო ეს? ეს იყო, მაგალითად ფოტო, თუ როგორ მომიტანეს მათ (გიორგიმ და მისმა მეუღლემ) კოვიდის პერიოდში ზეთი და მაკარონი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე არ მივიღე გახარიას დროს, უპატრონო მოხუცებისთვის გამოყოფილი ეს მოწყალება, რომელიც ტიპიურ ჩანთებში იყო განთავსებული, ეს რა თქმა უნდა არ გადაუღიათ! ასევე, ერთხელ გიორგი მიღებდა სურათებს, თუ როგორ დამხვდა თავისი მანქანით მე-9 საავადმყოფოდან გამოსულს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანით მიმიყვანა ახლობელმა, რადგან შვილიშვილი, მიუხედავად მრავალჯერადი ზარისა, ჩემს დასახმარებლად არ მოვიდა. სამაგიეროდ მობრძანდა ფოტოსესიის ჩასატარებლად, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე არ ჩავჯექი მის მანქანაში და სახლში ისევ ჩემმა ახლობელმა წამომიყვანა, რა თქმა უნდა არ გადაუღია… და ასეთი რამ, კიდევ მრავალი.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმას, თუ რა უცხო, გულისამრევი და ამაზრზენი იყო ყოველივე ეს ჩვენი ოჯახისა და ჩვენი წრისათვის. “გამოცდილი” პოლიციელი (თ.ს) ცდილობდა ამ გზით შეეგროვებინა სასამართლოსთვის შვილიშვილის მხრიდან ჩვენზე “დიდი ზრუნვის” ფაქტები და ამით აეცილებინა მისთვის “უღირსი მემკვიდრის” სტატუსი. საოცარი ცინიზმით და სადიზმით მიიჩქმალა ჩვენი ოჯახური, სიტყვიერი შეთანხმებები და დავრჩით ყოველგვარი მატერიალური სახსრების გარეშე. იმისათვის კი, რომ გიორგის არ გაჭირვებოდა თავისი, ამ “ახლად გამომცხვარი” პოზიციების ჩვენთან, პირისპირი შეხვედრის დროს ჩვენება (ეს გიორგის ყოველთვის უჭირდა და დღესაც ძალიან უჭირს). ამიტომ, პრინციპულად აეკრძალა მას სხირტლაძეების მხრიდან, ჩვენთან ყოველგვარი კონტაქტი. გიორგის დაზეპირებული პასუხები: -“დაელაპარაკეთ ჩემს ცოლს!”, “თქვენს საქმეს მიხედეთ, ჩემსას მე თვითონ მივხედავ” და სხვა. ღიმილს იწვევს უკვე ყველაში და მას, თვითონაც ძალიან მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. რამდენ ხანს უნდა ნეტავ მას, რომ იყოს სირაქლემას პოზაში?! მარტო მაუსის ხელში დაჭერა და მათემატიკური ფორმულების ცოდნა არ ნიშნავს კაცობას! ეს სულ სხვა რამაა, გაცილებით უფრო რთული და უფრო სერიოზული. ისე, ძალიან მაინტერესებს ის, თუ რატომ წავართვით მაინც მას ბავშვობა? სპორტი მას არ აკლდა და მუსიკა, დარბოდა თოფით ტყე-ტყე და მოტოროლერითაც აქვს რამოდენიმეჯერ კისერი მოტეხილი. თავში კი თუ რამე უყრია, ეს ყველაფერი ჩემი სისხლის ფასად მაქვს იქ შეტენილი და ამიტომ არ მიკვირს ნამდვილად ის, თუ დღეს მან “წერა-კითხვა” იცის! საქებარი კი იმაში, რაც მან ჩვენ, მის აღმზრდელებს გაგვიკეთა, არაფერია!! სად დავუშვი შეცდომა მის აღზრდაში? თუ ეს გენეტიკაა, რომელსაც ვერაფერს ვერ მოუხერხებ?! მე სულ ვამბობდი, ქეთინოს ქორწინება დიდი შეცდომა იყო მის ცხოვრებაში, რამაც მის საბედისწერო გადაწყვეტილებაში აგრეთვე გარკვეული როლი ითამაშა. დღეს ფაქტია, ჩემი შვილიშვილისგან კაცი არ გამოვიდა!
ერთი კი ხდება ნამდვილად, კერძოდ ის, რომ ცილისმწამებლური ფაქტებით, სიცრუით, მოვლენათა უღმერთო, მიზანმიმართული დამახინჯებებით და რაც მთავარია იმით, რომ ჩვენი კონსტიტუცია ვერაგულად შეცვალა დასავლეთმა, ბიძგი მიეცა ჩვენში, ადამიანთა მხრიდან უსასტიკეს მოქმედებათა გამოვლინებებს. ეს არის მოქმედებები მორალისა და პასუხისმგებლობის გარეშე. ამან კი, თავის მხრივ, გზა გაუხსნა ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმს და შემოვიდა ჩვენში ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, რომელიც სწრაფად აიტაცა და ინტენსიურად აამოქმედა თავისი მხრივ საზოგადოების, სოროსის იდეოლოგიით, კარგად დაბოლილმა ნაწილმა. მათ სპეციალურად დაიწყეს თავის სფეროში ისეთი სუსტი პიროვნებების ჩათრევა, როგორიც აღმოჩნდა სამწუხაროდ ჩემი შვილიშვილიც, სხირტლაძეების ოჯახში ის აშკარა მორალური დეგრადაციის გზას ადგას. მე ზოგჯერ მეშინია იმისიც, რომ მას იქ არაფერი მოუვიდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაეხსნა უეცრად ტვინი და მიხვდა რაც ხდება. ეს საქმე აშკარად სისხლის სამართლის ელემენტებს მოიცავს და აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას.
მისი საქციელი, ჩემს ირგვლივ ყველასთვის აუხსნელია, მას გაწყვეტილი აქვს ყველასთან კონტაქტი, ნათესავებთან, დედის მეგობრებთან, თავის მეგობრებთანაც კი. ვერავინ ვერაფრით ვერ ხსნის მის ამ საქციელს. ამჟამად, როდესაც ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილია, მე ჯანმრთელობის მხრივ შემექმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა, დამეხმარნენ ახლობლები და შეატყობინეს გიორგისაც, მაგრამ გიორგი არც ერთჯერ არ მოვიდა. უფრო უარესი, როდესაც ბაბუამისი, რომელიც მას სიგიჟემდე უყვარდა, კვდებოდა, ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ და შევატყობინეთ მას ეს ამბავი, მაგრამ გიორგი არ მოვიდა მომაკვდავი აღმზრდელის სანახავად. აი კიდევ, ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, მე ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, ორივეჯერ დამჭირდა სერიოზული მკურნალობა სხვადასხვა კლინიკებში და იმ დონეზე, რომ მე ჩემი მეუღლის ვერც დაკრძალვას და ვერც ორმოცს, ვერ დავესწარი…. მაშინ კი, სახლი რომ იყო სავსე უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით, როდესაც სასწრაფოს ექიმები მთელი ძალით ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას, მიკეთებდნენ გადასხმებს და პარალელურად მამზადებდნენ კლინიკაში საკაცით გადასაყვანად, აი სწორედ მაშინ ჩემმა ნათესავმა დაურეკა ჩემს შვილიშვილს, შეატყობინა ეს ამბავი და იცით გიორგიმ რა უპასუხა? –“დაურეკეთ ჩემს ცოლს, მე არ მცალია”-ო! ცოლმა კი ჩემს ნათესავს უთხრა: -“ არც მე მცალია! სახლი კარგად დაკეტე და გასაღები მეზობლებს არ დაუტოვო, არაფერი დაიკარგოს”-ო. ეს ქალი ჩვენს ოჯახში შემოსვლის პირველივე დღიდან რატომღაც მთელ ჩვენს ქონებას თავისად თვლიდა და ვერ მალავდა იმას, რომ ეჩქარებოდა ჩვენი სიკვდილი. ამ ქონებრივი სიხარბით იყო გამოწვეული ალბათ ისიც, რომ როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სხირტლაძეებმა გაიტაცეს კლინიკიდან მისი ცხედარი (სურათებიც ექნებათ ალბათ გადაღებული თავიანთ სტილში) და გარკვეული ობიექტური გარემოებები რომ არა, დილის ცხრა საათზე აპირებდნენ თურმე მიცვალებულის დაკრძალვას. შემდეგ, როდესაც ფეხზე დავდექი ჩვენი საფლავის მომვლელმა ქალბატონმა მითხრა: -ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არც მინახავს და არც გამიგია-ო. დაკრძალვის დღეს კი სამარცხვინოდ იმალებოდა ჩემი შვილიშვილი, რადგან არავინ იქ მისული მასთან სამძიმარზე არ მიდიოდა. ის არც ორმოცზე მოსულა და არც წლისთავზე! არ დადის დედის საფლავზე, სადაც ფაქტიურად გაიზარდა და სადაც წელიწადში სამჯერ მაინც ვიკრიბებით ყოველთვის ოჯახის ახლობლები და მეგობრები.
სხირტლაძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ გიორგი თვითონ იღებს ყველა გადაწყვეტილებასო! ასეა ვითომ ეს? რაღაც არ მჯერა! თუ ეს ასეა და ჩვენს შვილიშვილს ნამდვილად არ აინტერესებს მკვდარი ვიქნებით ჩვენ თუ ცოცხალი და საერთოდ ვიქნებით თუ არა ამ ქვეყანაზე, მაშინ რატომ დაარღვია მან ჩვენი ოჯახური, სიტყვიერი შეთანხმება ასე უსირცხვილოდ და რატომ მიითვისა მთელი ჩვენი ქონება, ან სასამართლო, თუ ასეთი არსებობს ჩვენში საერთოდ, რატომ არ ანიჭებს მას “უღირსი მემკვიდრის” სტატუსს? იმიტომ ხომ არა, რომ მურუსიძის სასამართლო სისტემის კლანი ძალიან მჭიდროდ არის შეკრული ძალოვანი სტრუქტურების კლანთან? შედეგად კი, აგერ ხუთი წელია ნადგურდება ჩვენი ოჯახი. იმისათვის, რომ დავინახოთ კარგად, თუ რა ზომის სადიზმზე შეიძლება წავიდნენ ამ ოჯახის ქალები (ოჯახში ხუთი აქტიური ქალია -“ძამაშვილების ობკომი”). აღვნიშნავ ერთ ფაქტს, როდესაც თემურ სხირტლაძე გარდაიცვალა, ამ ქალბატონებმა მისი მშობელი დედა და ღვიძლი ძმა დასატირებლად არ მიუშვა. ზუსტად იგივე უკეთდება ჩემს შვილიშვილსაც.
ფაქტი ერთია, სხირტლაძეებს ძალიან ეშინიათ გიორგის ჩემთან პირისპირ შეხვედრის, რადგანაც იმ დღეს, როდესაც გიორგი ჩვენთან თავისი დაზეპირებული სცენარით მოვიდა, ჩემი რეაქციით (ფანჯრიდან რომ მინდოდა გადავარდნა) მიხვდა იმას, რომ გადააჭარბა. ბაბუამისის სიტყვებმაც გაამწარა ის და ყველაფერი ამის გამო წავიდა ჩვენიდან საკმაოდ დათრგუნული და განადგურებული. სხირტლაძეებიც მიხვდნენ მაშინ, რომ გიორგი ჩემთან პირისპირ შეხვედრის დროს ვერ უარყოფდა ბინების შესახებ, ჩვენი მასთან წინასწარი, სიტყვიერი შეთანხმების ფაქტს, რაც სამართლებრივი პროცესის სწორი წარმართვის შემთხვევაში სულ თავდაყირა დააყენებს სხირტლაძეების ოჯახის მთელ ბრძოლას, ჩვენი ბინების ხელში ჩასაგდებად. გომელაურის სისტემაში გამოცდილ პოლიციელს უდიდესი სიზუსტით ჰქონდა გათვლილი ამ ბრძოლის ყოველი ეტაპი. პირველ რიგში, მის გეგმაში შედიოდა ის, რომ მე და ჩემი მეუღლე დავრჩენილიყავით ყოველგვარი მატერიალური სახსრების გარეშე და ჩვენივე ქონება სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზნებისთვისაც ვერ გამოგვეყენებინა, რასაც მიაღწიეს კიდეც. ისინი სასურველ ფინალს ძალიან მალე ელოდნენ და ამიტომაც იყო, რომ ჩემს გამოტვინებულ შვილიშვილს ათქმევინეს ის გამაოგნებელი ფრაზა, რამაც მე ჭკუიდან ლამის გადამიყვანა - “თქვენ დიდხანს მაინც ვეღარ იცოცხლებთ და მანამდე კვირაში ერთხელ მოვალ და მოგიტანთ საჭმელს”-ო. დღეს მე მაინტერესებს ძალიან, აცნობიერებდა კი ის მაშინ იმას, რასაც ამბობდა? ანუ ვინ გავზარდე, დასრულებული იდიოტი თუ ნაძირალა? ამას მხოლოდ პირისპირ შეხვედრა გაარკვევს, შეხვედრა მკაცრად ოფიციალურ გარემოში. ოფიციალურ გარემოში მეთქი ვამბობ იმიტომ, რომ ერთხელ ჩემმა ადვოკატმა (მაია სხირტლაძემ) მოახერხა როგორღაც, მოსამართლესთან შეთანხმებით გიორგის ჩემთან მოყვანა. მოვიდა ჩემი შვილიშვილი ცოლთან და ადვოკატთან ერთად, თანაც მისი ერთი ხელი მეუღლეს ეჭირა ხელში, მეორე კი - ადვოკატს. თვითონ ის კი ისე იყო გამოლენჩებული და ძლივს შემოვიდა ოთახში ისე, რომ პირველი რაც ვიფიქრე იყო ის, ნარკოტიკი ხომ არა აქვს გაკეთებული მეთქი. ეს იყო ბაბუამისის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა. მანამდე ის ჩემთან არ მოსულა და არ ვუნახავარ. მან ხმა ვერ ამოიღო. ცოლი კი ლაპარაკობდა იმდენს, რომ ჩემმა მეორე ადვოკატმა (ნანა ნებიერიძე), რომელიც გამოიყვანა წყობიდან მისმა გაუთავებელმა ლაპარაკმა და უაზრო მოთხოვნებმა, ვეღარ შეიკავა თავი და უთხრა: - შენ ძალიან თავხედი ხარ და შენი ეს სითავხედე მოგატეხინებს ცხოვრებაში კისერს-ო. ჩემთვის კი ცხადი გახდა უკვე ის, თუ რატომ გამოუშვეს ეს ქალი პირველი ოჯახიდან მწვავე კონფლიქტით. მე ჩემი მხრიდან განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში საუბარს აზრი არ ჰქონდა. იქ რომ ვინმე ოფიციალური პირი, სამართალდამცავი ყოფილიყო, ეს ქალი მაშინ ამდენს ვერ გაბედავდა ან თუ გაბედავდა, მაშინ ყველაფერს მიეცემოდა სათანადო ოფიციალური შეფასება! მაგრამ ასე არ მოხდა,მიუხედავად იმისა, რომ ეს მაშინაც მოვითხოვე. საუბარი ვერ შედგა. გიორგი ვერ იღებდა საერთოდ ხმას და დუმდა. ჩემმა ადვოკატმა, მაია სხირტლაძემ მითხრა: -“ნუთუ ეს არის თქვენი შვილიშვილი? ამას ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი”-ო. მე შემრცხვა, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე, გიორგი შემეცოდა! ვფიქრობ, კარგად უნდა გაირკვეს ყველაფერი ეს და გამჟღავნდეს ბოლოს და ბოლოს ის, თუ რატომ იქცევა ესოდენ არაადეკვატურად ჩვენი, ადრე ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი შვილიშვილი?
გეგმა, ჩვენი განადგურებისთვის, ძალიან კარგად იყო გათვლილი. გიორგიმ მიგვატოვა და სრულიად გაწყვიტა კონტაქტი ჩვენთან, სწორედ მაშინ, როდესაც მეც და ჩემს მეუღლესაც ჯანმრთელობის მხრივ გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა. ჩემს მეუღლეს დაუდგინდა სისხლის სერიოზული დაავადება, რადგანაც წლების მანძილზე მუშაობდა რეაქტორზე და საქმე ჰქონდა ყოველთვის რადიაციულ ნივთიერებებთან. ხოლო მე, სამი რთული ოპერაცია მქონდა გადატანილი. წამლები და საკვები ამ პერიოდში ჩვენთან მოჰქონდა ახლობლებს და მეგობრებს. გიორგის კი ვყავდით სრულ იზოლაციაში და საერთოდ არ გვაკითხავდა. გაგვიჭირდა მატერიალურადაც. ამ მდგომარეობიდან გვიხსნა იმ ფაქტმა, რომ თავის დროზე ჩვენს მიერ პრივატიზებული სხვენი ჩემმა მეუღლემ თავის სახელზე დაიტოვა და არ გადაუფორმა შვილიშვილს. გავყიდეთ ეს სხვენი და ჩემმა მეუღლემ სასწრაფოდ შეიტანა სარჩელი სასამართლოზე, გიორგი ვარამაშვილისთვის “უღირსი მემკვიდრის” სტატუსის მინიჭების საკითხზე.
სხირტლაძეები და თავად გიორგიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ბინა შვილიშვილს ბაბუამ აჩუქა და ვინ კითხავს საერთოდ რაიმეს ბებიამისსო. მე რატომღაც არაკანონიერ მეუღლედ ვყავდი სხირტლაძეებს გამოცხადებული და არსად არასდროს ჩემი აზრის გათვალისწინება არ ხდება. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ? სინამდვილეში გიასთვის ბინის ჩუქების ინიციატორი ვიყავი მე, მაგრამ შეთანხმებული ვიყავით, რომ ეს ჩუქება განხორციელდებოდა მხოლოდ ჩვენი სიკვდილის შემდეგ. ჩვენ პრინციპული წინააღმდეგი ვიყავით ერთად ცხოვრების და გიორგის ამიტომ მშვენიერი ბინა მივეცით, ისევ ჩვენი ( ჩემი და ჩემი მეუღლის) აშენებული. მაგრამ, როდესაც გიორგიმ სხირტლაძეების ზეგავლენით ჩვენი პირობა დაარღვია, პირველი სწორედ ჩემი მეუღლე იყო, ვინაც შეიტანა საქმე სასამართლოზე და მთელი სიმწვავით დასვა გიორგისთვის “უღირსი მემკვიდრის” სტატუსის მინიჭების საკითხი. მე რომ დავაპირე შეწინააღმდეგება, ის მკაცრად მომიბრუნდა და მითხრა: -“ მეყო მე რაც შენს ჭკუაზე ვიარე, ახლა მე ვიცი რასაც გავაკეთებ”-ო. ასე იყო ეს ყველაფერი ბატონებო!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ როდესაც სხვენი გავყიდეთ, ჩემმა მეუღლემ ფული ბანკში შეიტანა და იცით რა მოხდა შემდეგ? ჩემი მეუღლე მოულოდნელად კოვიდით გარდაიცვალა. ჩვენმა შვილიშვილმა, როგორც მემკვიდრემ ეს თანხა სასამართლოს წესით მოითხოვა ჩვენგან და წაიღო კიდეც და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი სამი ბინა უკვე წაღებული ჰქონდათ.
ჩვენი სარჩელი “უღირსი მემკვიდრის” სტატუსის შესახებ სასამართლოს წარუდგინა ჩვენმა ადვოკატმა, ირაკლი ალხაზიშვილმა (კორძაძის საადვოკატო ბიურო), რომელმაც სასამართლოს დაუმალა და არ გააცნო ჩვენს მიერ ოფიციალურად მიწოდებული უამრავი ფაქტი შვილიშვილის “უღირსი მოქმედებების”შესახებ. სამაგიეროდ მეორე მხარემ (ადვოკატი ნინო ათაბეგაშვილი) წარმოადგინა ყალბი, ცრუ და ცილისმწამებლური ჩვენებები, რის საფუძველზეც სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ხოლო ჩვენმა ადვოკატმა კი ის ფაქტი, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაგვიმალა სამი თვის მანძილზე, რითაც წაგვართვა საქმის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როდესაც საქმე თურმე უკვე დამთავრებული იყო, ის ყოველ ჩვენს ზარს პასუხობდა ტყუილით, - საქმე განხილვაშია და დაელოდეთ პასუხს-ო. მისი ეს სიცრუე გავარკვიეთ მხოლოდ სხვა ადვოკატის (გიორგი სამადაშვილის) დახმარებით, რომელმაც აღმოაჩინა და შეგვატყობინა ეს ყოვლად დაუშვებელი ფაქტი.
სხვათაშორის ადვოკატი ალხაზიშვილი შემოგვთავაზა ჩვენ ვახტანგ ხმალაძემ. მე მას ადრე ვიცნობდი, რადგან ფიზიკოსი იყო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მას დაუწერია თურმე კონსტიტუცია. როდესაც მას ვუთხარი, რომ შენი ადვოკატი მემალება რაღაც და არ პასუხობს ზარებს მეთქი, მითხრა: -გეჩვენება, რა აქვს დასამალი?-ო. არა და ჰქონია თურმე დასამალი და თანაც ძალიან დიდი. როდესაც ხმალაძე ფაქტის წინაშე დადგა, ბრძანა: -ასეთი არაფერი გამიგონია!-ო. შემდეგ კი საერთოდ აღარ პასუხობდა ჩემ ზარებს . აი ასეთი სამართლებრივი გარემოა ყველგან, ჩვენს იურიდიულ სივრცეში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ხდება ფაქტების ფალსიფიცირება, გამეფებულია ცილისწამება და ტყუილი. ყველაზე დიდი უბედურება კი არის ის, რომ სძულთ, ეშინიათ და ხმალამოღებული ებრძვიან სიმართლეს. ასე მაგალითად, პედოფილზე არ შეიძლება ითქვას, რომ - პედოფილია. კორუფციონერს არ შეიძლება ეწოდოს კორუფციონერი. ქალი შეიძლება რამოდენიმეჯერ გათხოვდეს, მაგრამ არც ერთი ეს ფაქტი არ აღინიშნება დოკუმენტალურად მის პირადობის მოწმობაში და ა.შ ტყუილში და სიცრუეშია გახვეული მთელი საზოგადოება. აგერ ყორშიასაც აუკრძალეს მამხილებელი სიუჟეტების კეთება, რადგანაც ეს “პიროვნების შეურაცმყოფელი” და “ღირსების შემლახავი” ქმედებებია თურმე. მაგრამ აი ასეთმა “ღირსებადაცულმა” პედოფილმა რომ მოკლა გორში 8 წლის გოგონა, გაამწარა და გააუბედურა ოჯახი, რა ეწოდება ამას ჩვენი სამართლის ენაზე? “ღირსების დაცვა?” მე ყურებიდან არ გამომდის დღემდე იმ ბავშვის ბაბუის გამწარებული ღრიალი!
ხუთი წელია არ მინახავს ჩემი შვილიშვილი. ის პრინციპულად არიდებს თავს ჩემთან პირისპირ შეხვედრად, რითაც მოხერხებულად იმალება. ბინების შესახებ ჩვენი, სიტყვიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ფაქტი, არიდებს თავს მოვალეობებს და იქცევა სრულიად უპასუხისმგებლოდ. ანალოგიურად მოქმედებს მისი ადვოკატიც (ნინო ათაბეგაშვილი), რომელიც უტიფრად ცრუობს სასამართლო პროცესებზე. ამბობს მაგალითად, რომ ჩემი მონოგრაფიები დამიბეჭდა გიორგიმ მაშინ, როდესაც ისინი გამოცემულია უნივერსიტეტის მიერ და ნაწილი კი მაშინ, როდესაც გიორგი დაბადებულიც კი არ იყო. ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ოპერაციები დამიფინანსა გიორგიმ. მაშინ, როდესაც ყველა ოპერაცია დაფინანსებულია ჩემი მეუღლის მიერ. ტყუილია ის, რომ გიორგი ზის ცოლის მანქანაზე! ჯერ ერთი მას აქვს ისეთი შემოსავალი, რომ სხირტლაძეების ოჯახის ყველა წევრის შემოსავალს უდრის და მეორეც, გიორგის ჩვენს ხელში ჰყავდა მანქანაც და მოტოროლერი. ისინი გაყიდა, იყიდა ახალი მანქანა და გააფორმა ცოლის სახელზე. ისე არ გამიკვირდება ნამდვილად, თუ ჩვენი აშენებული ბინაც, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, ცოლის სახელზე აღმოჩნდეს გადაფორმებული. გიორგი ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშიო - ამბობს მისი ადვოკატი და ამტკიცებს თანაც იმას, რომ გიორგიმ ამოისუნთქა სხირტლაძეების ოჯახში. ამ დროს, გიორგიმ ჩვენს ოჯახში მიიღო ცოდნა, განათლება, გახდა კარგი სპეციალისტი, ისწავლა ენები, არ აკლდა სპორტი, მუსიკა, დასვენება, და გართობა, მაგრამ კაცი სამწუხაროდ მაინც ვერ გამოვიდა. მისი მთავარი ნაკლია უმადურობა. ის წაიტეხავს კიდეც ამის გამო ცხვირს ცხოვრებაში და ძალიან მწარედ ინანებს საბოლოოდ.
ჩემმა შვილიშვილმა დამიხურა ჩემი ოფიციალური საიტი, რომელიც თვითონ გამიკეთა თავის დროზე (gildasikharulidze.com), სადაც ჩემი ხუთი მონოგრაფია იყო განთავსებული. უამრავი ნაშრომი და სტატიების კრებული, “მოვლენების პირისპირ”, რომელიც მე ბ-ნ ედუარდ შევარდნაძეს მივუძღვენი. სასამართლომ ჩემი შვილიშვილი დამნაშავედ არ ცნო, მე კი დიდი მატერიალური და მორალური ზარალი მივიღე ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რამდენს შეიძლება კაცმა რომ გაუძლოს? საშინელებაა, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართალი!
სოროსის არცერთი მზაკვრული პროგრამა ჩემს ოჯახს არ ასცდა. ლუგარის ლაბორატორიის პრობლემა ჩემს ოჯახზეც მძიმედ აისახა. კოვიდის პერიოდმა, ისევე როგორც უამრავი ადამიანი საქართველოში, შეიწირა ჩემი მეუღლეც. მერაბ ფანჩვიძე იყო აკადემიის სისტემის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელსაც კარგად იცნობდნენ სამეცნიერო წრეებში, ჩვენშიც, რუსეთშიც და საზღვარგარეთაც. ის წლების მანძილზე მუშაობდა რადიაციულ ნივთიერებებზე (რეაქტორზე), რის შედეგადაც მიიღო სისხლის მწვავე დაავადება, რაზედაც წარმატებით მკურნალობდა მას ექიმი - ლევან მახალდიანი. სისხლის გადასხმის ბოლო პროცედურა ბ-ნმა ლევანმა ჩემს მეუღლეს კავკასიის ცენტრის ჰემატოლოგიის განყოფილებაში ჩაუტარა, სადაც ის მოულოდნელად დაინიშნა განყოფილების გამგედ. ეს მოხდა იმის გამო, რომ წინა გამგეს, როგორც ითქვა, დიდი კონფლიქტი მოუვიდა პაციენტთან, რის გამოც კომისიამ გაათავისუფლა ის თანამდებობიდან და დაატოვებინა სამუშაო ადგილი. მოგეხსენებათ რა აღვირახსნილი და დანაშაულებრივი მეთოდებით მოქმედებდნენ კოვიდის პერიოდში მამა-შვილი ამირან და ირაკლი გამყრელიძეები და მასთან დაკავშირებული იმგვარ ექიმთა ჯგუფი, რომელთა მსგავსმაც თავის დროზე კობა დავითაშვილს ის მომაკვდინებელი ოპერაცია ჩაუტარა. კოვიდის პერიოდში გამყრელიძეების კლანის ექიმები პირდაპირ ლუგარის ლაბორატორიიდან იღებდნენ სამოქმედო პრინციპებს, იხოცებოდა უამრავი ადამიანი და იყო გაუთავებელი კონფლიქტები. ერთ-ერთი ამგვარი კონფლიქტის შემდეგ იქნა გათავისუფლებული სწორედ თანამდებობიდან ჰემატოლოგიის, აღნიშნული განყოფილებიდან, ძველი გამგე და დაინიშნა მახალდიანი. ეს ცვლილება ბევრისთვის არ იყო სასიამოვნო და ამიტომ არ მიმაჩნია შემთხვევითად, რომ სწორედ იმ დროს ეს ახალი გამგე და მასთან მორიგ სისხლის გადასხმაზე მისული ჩემი მეუღლე, ორივე ერთდროულად დაავადდა კოვიდით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდება ჰემატოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ცენტრალურ სამედიცინო ცენტრშია განთავსებული. ამ ცენტრის დირექტორი კი მაშინ იყო ამირან გამყრელიძე, რომელიც ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეს, როგორც იქნა თანამდებობიდან. ნუთუ მხოლოდ ამით დამთავრდება ყველაფერი და იგორ გიორგაძე კოვიდთან დაკავშირებულ პრობლემებს არ გამოიძიებს? აგერ ჩვენმა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომელიც ბესელიებისა და ხიდაშელების მსგავსი პირების იდეოლოგიით მართავს ქვეყანას, დაგვიჯილდოვა კიდეც ამირან გამყრელიძე ღირსების ორდენით!!! როდის, როდის ამოქმედდებიან ჩვენში სახელმწიფო უშიშროების ძალები, რომ შეწყდეს ქვეყანაში ბესელიების, ხიდაშელების, ჟიჟილაშვილების და მათი მსგავსი ადამიანების თარეში. დროა დამთავრდეს მორალის უარმყოფელი სოროსის იდეოლოგია, სამართლი და ცხოვრების წესები, რამაც გაანადგურა, მოისპო და მიწასთან გასწორდა ქართული ეროვნული ღირსება, რელიგია და ტრადიციები.
ლუგარის ლაბორატორიის მხრიდან ჩემს ოჯახზე დარტყმა გაგრძელდა იმით, რომ კოვიდის დიაგნოზის დასმის შემდეგ (გამოძახებული გვყავდა ლაბორატორია) ჩემი მეუღლე სასწრაფოდ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც როგორც შემდგომ გავიგე ლუგარის ლაბორატორიის მთავარი საექსპერიმენტო ცენტრი ყოფილა და იქედან ფაქტიურად არავინ გამოდიოდა ცოცხალი. მაშინ მეც კოვიდი დამიდგინდა და უნდოდათ ჩემი იგივე კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ მე არ დავთანხმდი, რადგან გადავწყვიტე, რომ ჩემს მეუღლეს გარედან დავხმარებოდი, ჩემს გარდა მას პატრონი არ ჰყავდა, შვილიშვილი არ გამოჩენილა. პირველი, რაც გავაკეთე იყო ის, რომ დავრეკე ლევან მახალდიანთან (ის თვითონ იყო კოვიდით ავად) და ვთხოვე, სასწრაფოდ დაერეკა ინგოროყვას კლინიკაში და ეთქვა მათთვის, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონდა განსაკუთრებული მდგომარეობა და ამიტომ მასთან შეუთანხმებლად ამ ავადმყოფისთვის არავითარი მკურნალობა არ უნდა ჩაეტარებინათ. მახალდიანის ზარებს კლინიკამ არ უპასუხა. როდესაც ეს გავიგე, სასწრაფოდ გადავურეკე ყველა ნაცნობს და მეგობარს და ვთხოვე მათაც, რომ დაერეკათ თავისი მხრიდან კლინიკაში და გადაეცათ მათთვის ეს ინფორმაცია, ანუ ეთქვათ მათთვის, რომ ლევან მახალდიანის გარეშე ჩემი მეუღლისთვის არავითარი მკურნალობა არ დაეწყოთ. არავის ზარებზე კლინიკამ პასუხი არ გასცა. მაშინ დავურეკე ირაკლი გამყრელიძის მარჯვენა ხელს - ნიკოლოზ საინიშვილი (რომელსაც ვიცნობდი) და კატეგორიულად მოვთხოვე მას, გაეფრთხილებინა კლინიკა. მან ბრძანა, რომ ამ თხოვნის შესრულება არ შეეძლო. რატომ? აუცილებლად უნდა მომკვდარიყო ჩემი ავადმყოფი? ამასობაში ჩემმა ახლო ნათესავმა მოახერხა და როგორღაც ტელეფონი შეუგზავნა ჩემს მეუღლეს (ტელეფონებს ხომ ავადმყოფებს ჩვეულებრივ ართმევდნენ), რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა უკვე მასთან გასაუბრება. მან მითხრა: -სიცხე აღარ მაქვს, საკვებიც მივიღე და ახლა ნემსი უნდა გამიკეთონ, ალბათ უკეთესად გავხდები-ო. ვთხოვე დალაპარაკებოდა მახალდიანს, მაგრამ ამაზე მან უარი მითხრა. -დაანებე იმ კაცს თავი, თვითონაც ავად არისო. არ დაურეკა! ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი. შემდეგ ტელეფონი წაართვეს, ის რაღაც ნევსი გაუკეთეს და ჩემი მეუღლე რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები ბევრი იყო. ნუთუ ამ ხალხის ცოდვა უნდა შერჩეს ამ მკვლელ ექიმებს? ნუთუ არავინ არ მოითხოვს პასუხს ამათგან?
მე ჩემი მეუღლის, ვერც დაკრძალვას და ვერც ორმოცს ვერ დავესწარი, ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, მაგრამ გადამარჩინეს... მივედი მხოლოდ წლისთავზე და მას შემდეგ ყოველ წელს, გარკვეულ დღეებში ვიკრიბებით საფლავთან ახლობლები და მეგობრები, გიორგი კი დედის და გამზრდელი ბაბუის საფლავზე არ მოდის, ასეთია მისი ახალი მორალი. ასეთი გახდა სამწუხაროდ დღევანდელი საქართველო. შვილები ბებიებს, ბაბუებს, მამებს და დედებს ხოცავენ ქონების გამო, ათასგვარ სისასტიკეს სჩადიან და სამართალი მათგან არავითარ პასუხს არ ითხოვს. დაუცველია სახელმწიფოსგან მთლიანად ადამიანი, ითრგუნება პატიოსნება, იკარგება ჩვენში პასუხისმგებლობა და მორალი!
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გართულდა. აღვირახსნილობა, სითავხედე და ფაქტები იმისა, რომ არავინ არაფერზე არ დაისჯება, გამეფებულია ყველა სფეროში. აი მაგალითად, მე ვცხოვრობ სადარბაზოში, მეზობლების გარეშე, რადგანაც ყველა ბინა ჩვენს სახლში შესყიდული აქვს რაღაც გაუგებარ ორგანიზაცია „რიკოს“, რომელიც აწარმოებს ბინების შესყიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. არის „ოცნების“ დიდი დამფინანსებელი და ამტკიცებს იმას, რომ ამ გზით ავითარებს ის თურმე საქართველოს ეკონომიკას. ადრე ეს სახლი განათლების მუშაკთა სახლი იყო, დღეს კი ის მთლიანად ამ მევახშის ხელშია გადასული. დარჩენილი ვართ რამდენიმე მაცხოვრებელი და ისინიც სისტემატიურად ვიღებთ მისგან წინადადებებს, რომ მივყიდოთ მას ჩვენი ბინები. ჩემი ბინა მე-7 სართულზეა, ლიფტის გარეშე, რადგანაც სახლის, ლიფტისთვის განკუთვნილ შახტებში ლიფტი „რიკომ“ მხოლოდ თავისთვის გააკეთებინა. სადარბაზოსკენ კარებები არ გაჭრა და უნდა იარო ამიტომ „რიკოს“ გაუთავებელი მშენებლობებითა და სარემონტო სამუშაოებით დაზიანებულ სადარბაზოში ფეხით, სადაც დიდი ალბათობით ყოველ წამს ფეხის მოტეხვა გელოდება. ამ რამოდენიმე დღის წინ დავვარდი მართლაც და დავიმტვერი. დამჭირდა ღამის ორ საათზე რენტგენის ლაბორატორიის გამოძახება იმისთვის, რომ საკონტროლო გადაღებები გამეკეთებინა. „რიკოს“ შეუძლია თავისუფლად ჩამოგინგრიოს ჭერი, გაგივსოთ წყლით მთელი ბინა და სადარბაზოც ისე, რომ ჩანჩქერივით ჩამოდიოდეს კიბეებზე წყალი და იცის, რომ ამაზე მას პასუხს არავინ არ აგებინებს. მთავრობა „კეთილგანწყობილია’’ მის მიმართ და ეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავარი ფიგურაა „მევახშე“. ამ მევახშეს შეუძლია ჩაკეტოს მაგალითად სადარბაზოს კარი და არ შემოუშვას შენთან მოსული არც სტუმარი და არც კურიერი. მისი თანამშრომელი კი ამ დროს გვპასუხობს: -ერთი კვირის შემდეგ მოვა ხელოსანი და კარს გააკეთებს-ო. ასევე, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შენს კარზე ზარი ჩამომტვრეული და ძირს დაგდებული დაგხვდება. ჩემთან მაგალითად, ორჯერ ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი. დავრეკე 112-ში, მითხრეს მოვალთო, მაგრამ დღემდე არავინ არ მოსულა. ერთმა იურისტმა მითხრა, „რიკო“ თქვენი სახლის მესაკუთრეა და არსებული კანონმდებლობით მას შეუძლია საერთოდ არ შეგიშვას შენს ბინაშიო. თავისუფლადაა ეს შესაძლებელი! დღეს ხომ, ვისაც როგორ მოეხერხება და როგორც აწყობს, ისე წერენ კანონებს. განა ძნელია აჩვენო, რომ ეს აღვირახსნილი თავისუფლებაა და დასჯას მოითხოვს?
კიდევ უკეთესი, ამ რამოდენიმე კვირის წინ ჩემს ბინაში გაზი გაუშვეს. მოხსნეს უბრალოდ ჩემს ინდივიდუალურ მრიცხველზე პლომბი და გახსნეს ჩემი მრიცხველი. გადამარჩინა მხოლოდ იმან, რომ სახლში ვიყავი. ვარ ძალიან ყურადღებიანი გაზთან მიმართებაში და დროულად მივიღე ზომები. გაზის სამმართველოდან კი გვიპასუხეს: -ვიღაცას, ვიღაცის ბინაში ჰქონდა რაღაც სამუშაო და შეეშალაო. გაგიგიათ ასეთი რაიმე საერთოდ? როდესაც ჩემი ოჯახის ადვოკატი (მაია სხირტლაძე) ამგვარმა პასუხმა არ დააკმაყოფილა და დაიწყო უფრო დეტალური გამოკითხვები, თანამშრომლები მიხვდნენ (შ.პ.ს თბილისი ენერჯი. დირექტორი - მამუკა კობახიძე), რომ მთალდ დალაგებულად ვერ იძლეოდნენ პასუხებს კითხვებზე და მაშინ უკვე გიორგი გოგინაშვილმა (დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში) ისე, რომ წარბიც არ შეუხრია, ჩემს ადვოკატს ასეთი პასუხი გასცა: - ჩვენ საერთოდ არ ვართ ვალდებული რაიმე გიპასუხოთ, მოვიდეს ჩვენთან ის პირი, ვისზეც ბინაა გაფორმებული და იმას გავცემთ პასუხს-ო. ჩემი ადვოკატის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და იკითხა: -ვინ დაადგინა ეს კანონი-ო? მათ უპასუხეს: -ჩვენ, ჩვენ დავადგინეთ, ეს ჩვენი შინაგანი წესიაო! ხედავთ როგორი შინაგანი წესებით ცხოვრობს დღეს ჩვენი ყოველმხრივ გაუბედურებული ქვეყანა? როგორი ფართო გავრცელება ჰპოვა ჟვანიასა და ხიდაშელის, სოროსის იდეოლოგიის ფორმატში „შემოგდებულმა კანონ შემოქმედებითმა მუშაობამ?“ თანაც ყველგან და ყველა სფეროში. შემდეგ დამირეკა ლაშა ნიკოლაიშვილმა („რიკოს“ მთავარი მევახშე) და მითხრა: -რა იყო, რას ატეხეთ ერთი ამბავი, უბრალოდ მრიცხველი შეეშალათ! რაც შეეხება სადარბაზოს კარებს, მოგცემ გასაღებს და ვისაც გინდა და რამდენჯერაც გინდა, იმას გაუღე კარები-ო! თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ მე ვცხოვრობ მე-7 სართულზე, ულიფტოდ, მაშინ კარგად გაიაზრებთ ალბათ, რას ნიშნავს მისი ეს წინადადება. ხომ ფაქტია, რომ ამ მევახშეს დაკარგული აქვს საზღვარი აღვირახსნილობასა და თავისუფლებას შორის და აუცილებელია მისი იურიდიულ ასპექტში გონზე მოყვანა, რათა საზოგადოებას მისი მოქმედებებისაგან კიდევ მეტი ზიანი არ მიადგეს. ეს საკითხი ხომ ძალიან ადვილად მოგვარებადია, მთავრობაში რომ ბევრი თავის ადგილზე იჯდეს, ან მთავრობას აღელვებდეს საერთოდ ხალხის ბედი და ინტერესები. ისე, ისიც უნდა აეხსნას ამ „უსაზღვრო თავისუფლების“ მოყვარულ კაცს, რომ სიანტერესო იქნება ძალიან ალბათ, საკითხის დასმა მისი დიდძალი ქონების წარმომავლობის კანონიერების ასპექტშიც და იმის შესახებაც, თუ რამდენად უწყობს ხელს მისი ქონებრივი მდგომარეობის ზრდა ქართული ეკონომიკის აყვავებას. ასეთი მიდგომებით ჩვენს საქმესაც გავაკეთებთ, მივეხმარებით კიდეც ამ გზაარეულ კაცს თავისი თავისუფლების საზღვრების დადგენაში და რაც მთავარია, თანდათან და ნელ-ნელა განგვივითარდება რაციონალური, კრიტიკული, თეორიული აზროვნების უნარი, რაც ძალიან პოზიტიური მომენტი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ასე არ ჯობია? მთავარია მოიფხანოს თავი მიშამ და და გვაპოვნინოს შესაფერისი იურისტები. კი აქებდა ბ-ნი ედუარდი მიშას ძალიან, მაგრამ მაინც გულახდილად რომ ვთქვათ, იმაში, რომ იურისპრუდენცია ამ დღეშია, მიშას დამსახურებაც ხომ არის? ხო და მანდ ერთი ადგილით იატაკის ხეხვას, ჯობია მოგვეხმარე, ხომ ხედავ, უშენოდ არაფერი არ გამოდის! ყველამ და მთელმა შეგნებულმა ნაწილმა საზოგადოებისა, უნდა იბრძოლოს ერთად, ქვეყანასი სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენი ეპოქა ყოველმხრივ რთული ეპოქაა, ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმით მიჰყავს დღეს ადამიანს სამყაროსთან დიალოგი. ბორმა და აინშტაინმა 20 წელი იკამათეს ამ პარადიგმის ინტერპრეტაციაზე და მაშინ იცით რა თქვა ჰაიზენბერგმა? –„ღმერთო რა მოხდება ყველაფერი ეს იურისპრუდენციაში რომ იჩენს თავს“-ო.
დღეს ეს მომენტია, კარგი იქნებოდა გარეთ იყო, მაგრამ მაქედანაც შეძლებ შენ ბევრის გაკეთებას. რამდენხანს უნდა ვუყუროთ წულუკიანის კლოუნადას? იქნებ ჯობია ასეთი გზით მშვიდობიანად, „იურისტების დახმარებით, რევოლუციებისა და სისხლის ღვრის გარეშე შევცვალოთ ქვეყანა? მიშა მოძებნე გონება გახსნილი იურისტები, ჩართე ისინი საქმეში. თითოეული მოგებული საქმე გამარჯვებაა!!! რუსეთმა კარგად იპოვა გზა, როგორც სამართლიანობის დაცვისთვის, ისე კორუფციასთან საბრძოლველად.
აი მაშინ „რიკოს“ ზარზე, სადაბაზოს გასაღებს რომ მთავაზობდა ლაშა ნიკოლაიშვილი, ძალიან ვინატრე პუტინი, ბელოუსოვი, პრიგოჟინი, რომლებზეც კვირაში სულ ცოტა სამი თავდასხმა მაინც ხორციელდება და მათი უსაფრთხო სიცოცხლისთვის დავანთე სანთლები.
აი მათ კი იციან, რაც უნდა უქნან ასეთ „ცელქ“ და მუდმივად ქილიკის ხასიათზე მყოფ მევახშეებს. გიორგაძის ყოველ გამოჩენას ეკრანზე ველით დიდი ინტერესით, მაგრამ ის ბოლო დროს გვესაუბრება მხოლოდ მემუარებზე. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ახლა, პუტინმა, ბელოუსოვმა, პრიგოჟინმა რომ იგივე დაიწყონ, რა დაემართება მაშინ რუსეთს? ჩვენ რა? უკეთეს დღეში ვართ ვითომ? როდემდის უნდა ვიყოთ ამ ჭაობში და საგიჟეთში?
ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ არსად და არასდროს არ ისჯება დამნაშავე, არ არსებობს სახელმწიფო, მომსპარია და განადგურებული ქვეყნის კონსტიტუცია და გადაწყვეტილებებს ყოველ საქმეზე იღებს, როგორც წესი, ძალოვან სტრუქტურებთან კრიმინალური გზებით გადაჯაჭვული სასამართლო სისტემა. ოდესმე, საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ბრძოლა ამ მოვლენებთან?! პასუხისმგებლობის და მორალის დამკარგავი პირები იქცნენ ცხოველებად და ვინ რას აკეთებს დღეს, ვინ ვის კლავს და ვინ ვის ძარცვავს, გამკითხავი ამისი არავინ არ არის. სასწრაფოდ გვჭირდება ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის ბაზაზე მომუშავე კონსტიტუცია და ასევე სწრაფად ყველა იმ იდიოტური ანარქიისა და მორალური გადაგვარებების მიზნით შემოტანილი კანონების გაუქმება, რაც „ლიბერალური აზროვნების“ ცნების მახინჯი და სპეკულაციური ინტერპრეტაციით, ნაძალადევად მოახვია თავს ჩვენს საზოგადოებას დასავლეთმა.
ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო. ეს პროცესი მოითხოვს ჩვენი კონსტიტუციის მთელი შინაარსის მაღალ დონეზე გადააზრებას და ანალიზს და სოროსის მიერ შემოტანილი კანონების ჩვენს ტრადიციებთან, ფასეულობებთან და კულტურასთან შეუთავსებელი ფაქტების მაქსიმალურ გამომჟღავნებას. ეს წმენდა იქნება ჩვენი კონსტიტუციისთვის ეროვნული, რაციონალური შინაარსის დაბრუნება. იმედია ამ სერიოზულ პროცესს, ამჯერად მაინც ვახტანგ ხმალაძეს არ მიანდობენ და მოიძებნებიან სხვა, ამ საქმისთვის უფრო შესაფერისი პირები.
ჩვენმა ეპოქამ დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან, შემოვიდა ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა და ყველაფერი ეს საჭიროებს სათანადო რეაგირებას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ასპექტშიც. სამყაროში მიმდინარეობს განვითარების ურთულესი პროცესები და ეს დიალექტიკა ყველაფერს მოიცავს. ასე რომ, იურისტებსაც სჭირდებათ თავიანთი ბორი და აინშტაინი, თავისი დალი და თავისი ვაგნერი.
ამისათვის კი აუცილებელია, რომ ძირითადი ჯგუფის პარალელურად მომზადდეს დამატებითი, ახალგაზრდა აქტიურ იურისტთა ჯგუფი, ახალ პრობლემებზე სამუშაოდ, რადგანაც ახალგაზრდები მაინც უფრო მძაფრად და სწრაფად გრძნობენ სიახლეს და ჩაებმებიან მნიშვნელოვან საპროცესესო განხილვებში ახალი ცოდნითა და ახალი უნარებით. კარგი იქნება, თუ ამ ახალგაზრდებს მიშა სააკაშვილი დაეხმარება და იმუშავებენ ისინი მასთან, გარკვეულ კონტაქტში. ამ ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ და გააკეთონ მთავარი - ასწავლონ საზოგადოებას, რომელსაც „თავისუფლება“ ლანგრით მიართვეს, რომ „თავისუფლება“ მძიმე ტვირთია და რომ ის თითოეული ადამიანისაგან მოითხოვს ძალზედ სერიოზულ პასუხებს კითხვებზე - „რა მინდა?“, „რა შემიძლია?“,
„რისი გაკეთების უფლება მაქვს?“ და „რა მევალება?“. -ძნელია? -ნამდვილად! „თავისუფლება ეს არ არის „თავისუფლება“ რაიმესაგან“, „თავისუფლება, ეს არის - „თავისუფლება“ რაიმესათვის“ და ეს „რაიმესათვის“ არის სწორედ ძნელი განსასაზღვრელი! სწორედ ამ სირთულის გამო თქვა სარტრმა: - „ღმერთმა დაწყევლა ადამიანი თავისუფლებით“-ო! ბერდიაევმა კი თქვა: „ადამიანი - ეს არის შემოქმედება“!
ახალგაზრდა იურისტებმა თავისუფლების საზღვრების დადგენის კულტურა უნდა შემოიტანონ საზოგადოებაში და გააგებინონ ყველას, რომ თავისუფლება - ეს არ არის „მინდა და ვაკეთებ“. აღვირახსნილი თავისუფლება ანგრევს ინდივიდს, საზოგადოებას, სახელმწიფო სტრუქტურებს, რაც გააკეთა კიდეც სოროსმა. დღეს ადამიანი დაუცველია, მწვანე შუქი აქვს ანთებული დანაშაულებრივ ქმედებებს და არავითარი სასჯელი დამნაშავისათვის არ არსებობს. ყოველ ნაბიჯზე პიროვნება განიცდის შევიწროებას, სადისტურ ზემოქმედებებს, შეურაცხყოფილია და სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევის არნახული ფაქტები. ამაზრზენია ერთის მხრივ, მოსახლეობის ამორალური, გათავხედებული ნაწილი. ხოლო მეორეს მხრივ, კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურები დ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ყოველივე ამას უყურებენ ცინიზმით. ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ არ ხდება დამნაშავისა და უდანაშაულოს არავითარი გარჩევა იმიტომ, რომ არ გვაქვს კონსტიტუცია და არ მუშაობს არავითარი კანონი. უფრო უარესი, რომელიღაც უკიდურესად დიდი დამნაშავე და სადისტი წარმოადგენს თავს ანგელოზად და ამგვარი პასუხისმგებლობა და მორალ დაკარგული პირი, ათასგვარი მიუღებელი ხერხებით, იცავს შემდეგ ყველას წინაშე თავის არარსებულ „ღირსებას“. ვიდრე არ ამუშავდება სამართალი და ვიდრე დამნაშავეს არ ერქმევა - დამნაშავე და უდანაშაულოს - უდანაშაულო, მანამდე ქვეყანას არაფერი არ ეშველება. აი მაგალითად, ხუთი წელია ჩემი შვილიშვილი, აწ გარდაცვლილი პოლიციელის (თემურ სხირტლაძის) ოჯახთან ერთად მებრძვის ათასგვარი ბინძური ხერხებით და სამართლებრივი განხილვის წესების უხეში დარღვევევით ჩემი მთელი ქონების დასაკუთრების მიზნით და არ მკლავს მხოლოდ იმიტომ, რომ ურჩევნია ერთხელ კიდევ მიმიყვანოს სუიციდამდე, რასაც ძალიან მოხერხებულად აკეთებს მთელი ოჯახი.
ვცხოვრობ ნახევრად დანგრეულ ბინაში, მარტო, მეზობლების გარეშე. განვიცდი მუდმივ შევიწროებას მევახშე „რიკოს“ მხრიდან, წართმეული მაქვს საკუთრების უფლება საკუთარ ბინაზე, რის გამოც ვერ ამყავს მეურვე, ვერ ვახერხებ მსუბუქი მანქანის პირად მომსახურეობაში აყვანას, რის გამოც მიჭირს გადაადგილება ქალაქში და პრობლემადაა ჩემთვის გადაქცეული მეუღლის და შვილის საფლავზე ასვლაც. ამ დროს მთელ ჩემს ქონებას (სამი ბინა) განკარგავს ხალხი, ვისაც ამ ქონების შექმნაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია... ჩემი შვილიშვილის ხელით დამიხურეს ჩემი ოფიციალური საიტი gildasikharulidze.com, სადაც განთავსებული იყო ჩემი ხუთი მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები და პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაცია. თავის დროზე, ვიდრე ზემოთ ხსენებული პოლიციელის ოჯახს გადავეყრებოდით, შვილიშვილთან გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა და მან თვითონ გამიკეთა ეს საიტი. დღეს მე ჩემს შვილიშვილს ვერ ვცნობ.
ყველაფერ ამასთან ერთად, ამჟამად მიღებული მაქვს ძლიერი ტრამვები, ჯერ “რიკოს” მიერ დანგრეულ სადარბაზოში და შემდეგ დამატებით ჩემს ბინაში, სადაც ყველა ოთახში დაზიანებულია პარკეტი, რადგანაც თავის დროზე დაწყებული იყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც შემდგომ შვილიშვილის მიზეზით შეჩერდა. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვპოულობ, რადგანაც საქმე მაქვს ხალხთან, რომელიც ქონებისათვის ყველაფერზე წამსვლელია. ჩემი შვილიშვილი კი მთლიანად შეცვლილია და ვერ ვცნობ. მსურს ჩემი საქმის სისხლის სამართლის ასპექტში გამოძიება და ამ ფორმატში პირისპირ შეხვედრა ჩემს შვილიშვილთან, რათა გავარკვიო ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის, საშიში ოჯახის კლანჭებში მოქცეული დასრულებული იდიოტი თუ წყალწაღებული და გამოუსწორებელი ნაძირალა? ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ჩვენ ამ ხუთი წლის მანძილზე დაგვმართეს?
საზოგადოებისთვის აუცილებელია დღეს კანონის დიქტატურა და მაღალ დონეზე მომზადებული იურიდიული კადრები. სად არის კუჭავა, ის ხომ კარგად ხედავდა პრობლემებს? რატომ არ იღებს მონაწილეობას საქართველოს იურიდიული სივრცის მოწესრიგების საქმეში ადეიშვილი? რატომ ვერ იქმნება მათ ბაზაზე ადვოკატთა ჯგუფი, რომელიც გვერდში დაუდგება მოსახლეობას და დაიცავს ადამიანებს უსამართლობასთან ბრძოლაში? რას ფიქრობს მიშა?!! პასიურობით ამ სფეროში კეთდება მხოლოდ ის, რომ “თავისუფლებას”, რომელიც უნდა იყოს უდიდესი ძალა ქვეყნის აღმავლობისა და მშენებლობაში, მიჰყავს საზოგადოება დეგრადაციისკენ, ახრჩობს ჭაობში და კრიმინალში. ჩვენი ეპოქა იურისტების ეპოქაა!!! ასე რომ, იურისტებს ჯერ კიდევ წინ აქვთ თავიანთი “დიდგორი” წესრიგის დასამყარებლად. იურისტებს დიდი ბრძოლები აქვთ ქვეყანაში ჩასატარებელი და თითო მოგებული საქმე, თითო აგურია სახელმწიფოებრივი წესრიგის გასამაგრებლად დადებული.
მჭირდება გაბედული, მებრძოლი და მტკიცე ხასიათის მქონე იურისტი!