პოლიტიკა
“სტალინური კონსტიტუცია“ და სამართლის უზენაესობა
სტალინი ილია ჭავჭავაძის ეპოქაში იყო გაზრდილი, დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარია და ამიტომ უმაღლეს დონეზე გაიაზრა მორალის, პასუხისმგებლობის, თავისი ქვეყნის სიყვარულისა და ჩვენი რელიგიის როლი საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში. „სტალინურმა კონსტიტუციამ“ აღაფრთოვანა, თავის დროზე, მთელი მსოფლიო და ფაქტია ისიც, რომ დღემდე ვერავინ, ვერაფერი უკეთესი სამართლებრივ სფეროში ვერ დაწერა. შეიძლება ითქვას, რომ „სტალინური კონსტიტუცია“ იურისპრუდენციის განვითარების კლასიკური ეტაპია და იგივე როლს ასრულებს იურისპრუდენციაში, რაც „კლასიკურმა ფიზიკამ“ და ნიუტონმა შეასრულა ფიზიკის განვითარების გზაზე. ყველა შესწორება, რაც სტალინის კონსტიტუციაში შეიტანეს (ბრეჟნევი იყო ეს თუ ელცინი) უვარგისი აღმოჩნდა და ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. ჩვენთანაც ხიდაშელებმა, ჟვანიებმა და მსგავსმა მათმა დაამახინჯეს კონსტიტუცია, ჩასვეს მასში მორალისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი მუხლები, უარყვეს ჩვენი ტრადიციები, რელიგია, კულტურა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირეს ამის გამო თაობები ერთმანეთს.
აღვირახსნილი თავისუფლების შედეგია, სწორედ ის, რომ ხალხში გახშირდა კონფლიქტები. მორალისა და პასუხისმგებლობის უარმყოფელმა ადამიანმა დაკარგა სახე და იქცა ცხოველად. და აი, დღეს ვხედავთ უკვე იმას, რომ ყოველ ნაბიჯზე, თავისი სურვილებისა და ინტერესების გამო, ერთი ადამიანი, სულ უბრალო მიზეზით, კლავს მეორე ადამიანს და ხდება ისიც, რომ ქონებისათვის მშობლებსაც კი აღარ ინდობენ შვილები. არ გვაქვს კანონი და დაუცველია სახელმწიფოსგან კონკრეტული ადამიანი. ამ დროს სტალინური კონსტიტუციის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ მისი ყოველი მუხლი ზედმიწევნით ზუსტად სრულდებოდა და მის საკანონმდებლო სივრცეში, ყოველი ადამიანი გრძნობდა თავს დაცულად; უფრო მეტიც, იზრდებოდა კიდეც ადამიანის უფლებები სტალინის კონსტიტუციით. ქვეყნის ინტერესები, მორალი, პასუხისმგებლობა და მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპები იყო ის შემაკავებელი ფაქტორები, რომლებიც ზღუდავდნენ პიროვნების თავისუფლების საზღვრებს და აიძულებდნენ მას გაეთვალისწინებინა თავის მოქმედებებში საზოგადოების ინტერესები და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი მიზნები.
ამრიგად, სტალინური კონსტიტუციით სახელმწიფომაც და კონკრეტულმა ადამიანმაც იცოდა თავისი თავისუფლების საზღვრები, ანუ ის, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას და რისი - არა. სახელმწიფო იმართებოდა ამ დროს, ქვეყნის ინტერესების ბაზაზე, მეცნიერულ დონეზე კარგად შესწავლილი და ღრმად გაანალიზებული აზრებით და მართვის ამ პროცესში მთავარი იყო კანონის დიქტატურა, რასაც უნდა დამორჩილებოდა თავისი ნებით (და თუ ნებით არა, მაშინ იძულებით) საზოგადოების ყოველი წევრი, როგორც თავისუფალი პიროვნება. სტალინმა, როგორც ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იცოდა კარგად, რომ თავისუფალი ადამიანი, თუ მისი მოქმედება გარკვეული აკრძალვების ფორმატში არ მოექცა, გააკეთებს ბევრ რამეს ისეთს, რაც მან, როგორც საზოგადოების წევრმა არ შეიძლება, რომ გააკეთოს. დაუპირისპირდება ის სხვა ადამიანთა ინტერესებს და წარმოშობს კონფლიქტებს საზოგადოებაში. სწორედ ამ გზით, პერიოდულად, კაცობრიობის ისტორიაში წარმოიშობა ფაშიზმი. ანუ ფაშიზმი არის ბოროტება , რომელიც ადამიანის აღვირახსნილი თავისუფლებით მოქმედების შედეგია! ფაშიზმი ღმერთის შემოქმედება არ არის! ყოველი ფაშიზმი და ყოველი ბოროტება არის მორალისა და პასუხისმგებლობის უარმყოფელი თავისუფალი ადამიანის მოქმედების შედეგი. სტალინისთვის მთავარი საკანონმდებლო ბაზა ფაშიზმთან ბრძოლაში იყო მორალი, პასუხისმგებლობა, ქვეყნის ინტერესების დაცვა და მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპები და მისმა ამ პოზიციამ უდიდესი კვალი დატოვა მისი მოღვაწეობის მთელ პერიოდზე.
სწორედ ფაშიზმთან ბრძოლის ამ სტალინურ ხაზს დაუპირისპირდა დასავლეთი. მათ გამოუცხადეს იდეოლოგიური ომი ჩვენს ქვეყანას და ისე, რომ არ გამოუყენებიათ არავითარი იარაღი და სამხედრო ძალა, მხოლოდ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე თავიანთი, სპეციალურად მომზადებული აგენტურის ზემოქმედებით, მოსპეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენი ქვეყანა . დაიწყო ბრძოლა ჩვენი კულტურის, საუკუნოვანი ტრადიციების და რელიგიის წინააღმდეგ. რელიგიისა, რაც იყო ყოველთვის მთავარი ძალა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლებში. პარალელურად კი ბერძენიშვილმა გააძლიერა ილია ჭავჭავაძის ლანძღვა და გინება. ილიასი, რომლის შემოქმედებაშიც ფოკუსირებულია ევროპული ინტელექტუალური აზრის მთელი არსი და სიძლიერე. არისტოტელე წერდა: მორალი, ეს არის იცხოვრო შენი ხალხის ზნე-ჩვეულებით“ - და ეს აზრი ლაიტმოტივად გასდევს ილიას მთელ შემოქმედებას.
კაცობრიობის ისტორიამ საუკუნეების მანძილზე დაადასტურა, რომ „მორალი“, „პასუხისმგებლობა“ და „თავისუფლება“ ის ძრითადი კატეგორიებია, რომელნიც განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრების აზრს, მისი არსებობის მიზნებს და მთელ შინაარსს. ყოველი ადამიანი, პირველ რიგში არის „მორალური გარკვეულობა“ და სწორედ ამ მორალური გარკვეულობით იღებს თავისუფალი სუბიექტი, ყველა გადაწყვეტილებას ცხოვრებაში. პირველი, ვინც „თავისუფალი არჩევანი“ დაუკავშირა „პასუხისმგებლობას“ იყო კანტი. მან თქვა: „ყველაზე დიდი უბედურება ადამიანისთვის არისო - აღვირახსნილი თავისუფლება“. და მართლაც, „თავისუფალი არჩევანი“ ყველაზე დიდი პრობლემაა ადამიანისათვის ცხოვრებაში. ღმერთი არ ეხმარება ადამიანს ამ არჩევნის გაკეთებაში. ადამიანმა თვითონ, თავისი რისკისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე უნდა მიიღოს ყოველი გადაწყვეტილება ცხოვრებაში. მან თავად უნდა აღზარდოს საკუთარ თავში საზოგადოებრივი მორალისადმი პატივისცემის გრძნობა და თანაც ისე, რომ არ დაკარგოს ამ დროს არც თავისი ინდივიდუალურობა და არც თავისუფლება. მან თვითონ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან აუცილებელი და შემთხვევითი და გააკეთოს ყოველთვის არჩევანი, ისე, რომ მისმა თავისუფლებამ არ დააღვიოს, ამ დროს, მისი მორალური ვალდებულების საზღვრები. მან უნდა აღიაროს სამართლიანობა, შეინარჩუნოს საკუთარ თავში მორალური კანონის ძალა, რაც არის კაცობრიობის არსებობის მთავარი არსი და საყრდენი. ადამიანმა თავად უნდა დაიცვას თავი ცხოვრებაში, იგრძნოს თავისი თავისუფლების საზღვრები, განეწყოს სიკეთის კეთებისთვის და რაც მთავარია არასდროს დაივიწყოს და მუდმივად ახსოვდეს ის, რომ თავის ნანატრ თავისუფლებასთან ერთად მას ყოველთვის უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. კანტი ამ აზრს ასე გადმოსცემდა: „იმოქმედე ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისა ჰქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა“. მისი აზრით, მხოლოდ მოვალეობის შეგრძნება უმუშავებს ადამიანს ღირსების გრძნობას და აქცევს მას პიროვნებად. და კიდევ, თუ ვინმე თავის ვალდებულებას ვერ გრძნობს, მაშინ სახელმწიფომ ძალის გამოყენებით უნდა აგრძნობინოს მას ეს ვალდებულება! ამ პრინციპით ააგო სტალინმა თავისი კონსტიტუცია, სადაც ადამიანის თავისუფლების საზღვრებს და მოვალეობას „მორალი“, „პასუხისმგებლობა“ ქვეყნის ინტერესების დაცვა და მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპების შესრულება წარმოადგენდა. სტალინური კონსტიტუციით აღფრთოვანებული იყო ჩერჩილიც და რუზველტიც.
დღეისათვის აშკარაა, რომ არცერთ ქვეყანასთან არავითარ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობაზე არ შეიძლება ლაპარაკი, ვიდრე არ გვექნება ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის ბაზაზე აგებული მყარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუცია, რომელიც დაიცავს ქვეყნისა და თითოეული ადამიანის ინტერესებსა და უფლებებს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს ამ გზით დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ყველა პროცესს და სფეროს.
ასე რომ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, პროცესების მართვისათვის, საკანონმდებლო აქტებს გვიწერს სოროსი, USAID-ი, NED (დემოკრატიული ეროვნული ფონდი, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ ორგანიზაციებს აფინანსებს), „დივ სეითი“, „მეგობარი აქტი“ და სხვ. ათასი ჯურის დემოკრატიული ნიღბით შემოსილი „გლობალური ომისა“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციები, ვერავითარი ეროვნული ინტერესების გამომხატველი სახელმწიფო მმართველობა ჩვენში ვერ განხორციელდება. სწორედ დასავლეთის მზაკვრული იდეოლოგიური შემოტევებისა და ე.წ ‘’არა სამხედრო საერთაშორისო დახმარების’’ შედეგია ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მოშლილია სრულიად სახელმწიფოებრივი წესრიგი, ვერ ფუნქციონირებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ყველა სფეროში გამეფებულია ანარქია, დაუშვებელი ცვლილებებია შეტანილი კონსტიტუციაში და ამის შედეგია სწორედ ის, რომ საბოლოოდ აიხსნა აღვირი თავისუფალმა ადამიანმა თავის ქმედებებში.
პარალელურად, ქვეყანაში მძვინვარებს საშინელი კორუფცია და ამ ფონზე ხდება ის, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები და მურუსიძის კლანის მიერ დანერგილი პრაქტიკით მომუშავე მოსამართლეები, ხმალაღებული ებრძვიან სიმართლეს, ამახინჯებენ რეალობას, მალავენ დანაშაულებრივ ფაქტებს და მაქსიმალურად უშლიან ხელს საქმის გახსნას და გამოძიებას. მათ კარგად გაითავისეს და თავიანთი ინტერესების მიხედვით მოირგეს დასავლეთის სპეკულაციურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული სოროსის იდეოლოგია, მაქსიმალურად გამოიყენეს ის საკუთარი მიზნებისვის და გაანადგურეს ამით მთლიანად სამართალი ჩვენს ქვეყანაში. შესანიშნავად იყო ნაჩვენები ყოველივე ეს გვარამიას კომისიის მიერ ბაჩალეიშვილისა და შაქარაშვილის საქმეთა ძიების პროცესში. მაგრამ, სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელებულიყო სახელმწიფოებრივი გაჯანსაღებისათვის, რაციონალური მუშაობის ეს, უკიდურესად საჭირო და აუცილებელი ფორმა, გაფართოებულიყო ის და ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა სხვა სამართლის მაძიებელი ადამიანისთვისაც (რა თქმა უნდა შესაბამისი ფასიანი ანაზღაურებით), ნაცვლად იმისა, რომ ეს მუშაობა გადაქცეულიყო კვალიფიკაციის ამაღლების ერთგვარ შესაძლებლობად ახალგაზრდა იურისტებისთვის, რომელნიც მძიმე მდგომარეობაში დატოვა პროფესიონალური მომზადების ასპექტში როინ მეტრეველის უნივერსიტეტმა (ტუალეტებში გახსნილ „უნივერსიტეტებზე“ არც ღირს ლაპარაკი), ნაცვლად ყოველივე ამისა, გვარამიამ შეწყვიტა რატომღაც, ეს მეტისმერად საჭირო საქმიანობა, ჩაერთო ქუჩის აქციებში და დაიწყო უაზრო საცეკვაო ნომრების შესრულება პროტესტანტების წინაშე. რა ჰქვია ახლა ამას? ბრძოლა სამართლისათვის? - ეს დროის კარგვაა მხოლოდ და სხვა არაფერი! საქმე კი იყო, აი ის შედეგები, რაც ბაჩალეიშვილისა და შაქარაშვილის საქმეთა გამოძიებით დაიდო და რაც იმედის მიმცემი იყო სხვებისთვისაც, რომ შესაძლებელი იქნებოდა მათთვისაც სამართლის მიღწევა. ბაჩალეიშვილის და შაქარაშვილის გამწარებული მშობლების გვერდით იდგა მაშინ მთელი საზოგადოება. რატომ შეჩერდა ეს პროცესი? შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ხიდაშელებისა და ჟვანიების მიერ განადგურებულ იურიდიულ სივრცეში საკანონმდებლო ბაზის უდიდეს ინტერპრეტატორად გვევლინება დღეს ქ-ნი წულუკიანი, რომლის „დიდი“ ანალიზის შედეგია ის, რომ ღირსების ერთი და იგივე ფასეულობებით წარმოგვიდგენენ ჩვენ დღეს ჟული შარტავას და იმ ვიღაც დალალებიან ბიჭს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებით დარბოდა მიტინგებზე... ეს მორალური კატასტროფაა ქვეყნისათვის, განადგურებაა ჩვენი, ეროვნული ფასეულობების, სიკვდილია ეროვნული ღირსების! რა ენამ უნდა თქვას , მაგალითად ის, რომ ანწუხელიძეს პიარი ამოძრავებდაო თავის მოქმედებაში, რომ მას არაფრად მიაჩნდა თურმე თავისი ცოლ-შვილი და არ სურდა მათთან ერთად საკუთარ მიწაზე მშვიდობიანი ცხოვრება? იქნებ გიორგი სააკაძემაც პიარისთვის გასწირა თავისი შვილი? იქნებ ისიც განდიდების მანიით იყო შეპყრობილი? შეუძლია კი ვინმეს, წარმოიდგინოს ის ტკივილი, რასაც განიცდიდა გიორგი სააკაძე მაშინ, როდესაც ხელში საკუთარი შვილის მოკვეთილი თავი ეჭირა? იგივე გააკეთა სტალინმაც, რომელმაც უმაღლეს დონეზე იცოდა რა იყო მამული, მორალი და პასუხისმგებლობა ღმერთისა და ქვეყნის წინაშე! ამას, რა თქმა უნდა წულუკიანის ქალბატონი ვერ გაიგებს! არა და ეს, სწორედ ეს არის ჩვენი, ქართული, ნამდვილი, ჭეშმარიტი ღირსება და იდენტობა!
ჟიული შარტავა ჩემი სტუდენტი იყო და მე ძალიან კარგად ვიცნობდი მის საოცარ ვაჟკაცურ, იუმორით სავსე, სიცოცხლის მოყვარულ ბუნებას... დღესაც თვალწინ მიდგას როგორ შემოიყვანეს ის, იმ საბედისწერო დღეს, თავის ბიჭებთან ერთად მოედანზე, სახეზე სასიკვდილო განაჩენით... ჟიულიმ ძალიან კარგად იცოდა რაც ელოდა, მაგრამ იყო მაინც უდრეკი, ამაყი და საოცრად ძლიერი... წულუკიანის ქალისთვის უცხოა ამ კატეგორიებით აზროვნება! არა და ეს არის ჩვენი ნამდვილი ქართული, გმირული ხასიათი, ტრადიცია და ისტორიული ფასეულობა, რომლის განადგურებისთვისაც გვებრძვის დასავლეთი. ამ იდენტობამ მოიყვანა ქართველი ერი დღევანდელ დღემდე, ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიის მთავარი არსი, საფუძველი და გზა ღმერთისაკენ. ამისთვის ებრძვიან მართლმადიდებლობას, ამ რწმენისათვის მოკლეს ილია, ამისთვის ალანძღვინებენ ხიდაშელებს და ბერძენიშვილებს სტალინს, ერეკლე მეფეს, დავით აღმაშენებელს. ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიით ქვეყნის მართვისათვის ბრძოლა არ აპატიეს ზვიად გამსახურდიას!
და აი, დღესაც მიმდინარეობს ისევ ძლიერი იდეოლოგიური ომი ჩვენს ქვეყანაში. ყველგან და ყველა სფეროში გაანადგურეს პროფესიონალიზმი, დაანგრიეს მეცნიერება, განათლება, სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და საშინელი დეფორმირება განიცადა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულმა ქართულმა ცნობიერებამ. საზღვარგარეთის მიერ კარგად დაფინანსებული და სპეციალურად მომზადებული აგენტურა გვინადგურებს ახალგაზრდობას, კატასტროფულ მდგომარეობაშია ჯანმრთელობის სისტემა, მომსპარია და მიწასთანაა გასწორებული სამართლებრივი სტრუქტურები და რაც მთავარია აღარ გვაქვს კონსტიტუცია... აღარ არსებობს კანონი და დაუცველია სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ადამიანი. უღმერთოდ ნადგურდება და ისპობა ჩვენი ეროვნული, ინტელექტუალური პოტენციალი. ამ დროს ქვეყანამ სტალინის ხელმძღვანელობით შეძლო და შეიმუშავა მყარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რისი ბრწყინვალე დადასტურებაცაა იმ პერიოდში განხორციელებული ინდუსტრიალიზაციის საოცრად მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც აღნიშნავდა კიდეც მსოფლიო მთლიანად.
დღეს ჩვენი მთავარი უბედურებაა ის, რომ ქვეყანა აღარ იმართება იმ ძირითადი პრინციპებით, რითაც ხელმძღვანელობდა სტალინი თავის პოლიტიკაში. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ საქართველოს არ გააჩნია დღეისთვის რაციონალური, ეროვნული ინტერესების დამცავი პოლიტიკა, რადგანაც ეს სფერო მოითხოვს, როგორც მეცნიერულ ანალიზს, ასევე ეროვნული ინტერესების ასპექტში ყოველი ნაბიჯის ძალზედ სერიოზულ შეფასებას, რაც შესაბამისი პროფესიონალური კადრების დეფიციტის გამო ვერ ხერხდება. განსაკუთრებით მოშლილია და დარღვეული სამართლებრივი სისტემა, მისი ყველა იურიდიული და პროცედურული ასპექტი. თუ გახსოვთ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა მეტისმეტად სახიფათო მოწოდებით: „დასაშვებია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით“, რითაც შეასუსტეს მათ უმაღლესი სამართლებრივი პრინციპებისადმი (სახელმწიფო სამართალი) დამორჩილების აუცილებლობა, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების შესუსტებამდე და ჩამოშლამდე. დავიწყებული იქნა მთლიანად ის მოთხოვნა, რომ საზოგადოების ყოველი წევრი ვალდებულია შეზღუდოს თავისი პიროვნული თავისუფლება სახელმწიფოებრივი სამართლის და მორალის შესაბამისად და არ დაუპირისპირდეს თავისი ხალხის ინტერესებსა და ტრადიციებს. „იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში“ _ ასე გამოთქვა ეს აზრი გოეთემ. საკუთარი თავისუფლების საზღვრების დადგენა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ინდივიდის მხრიდან. მოითხოვს მისგან დიდ შრომას შინაგანი მორალური გარკვეულობის ჩამოყალიბებისათვის და წარმოადგენს, საბოლოო ჯამში მისი, როგორც პიროვნების კულტურას. სამწუხაროდ ამგვარი პროცესები დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ მიმდინარეობს. ბევრმა „თავისუფლება“ გაიგო, როგორც მოქმედება სურვილის მიხედვით: „მინდა და ვაკეთებ!“. ხოლო ისეთი საზოგადოებრივი წესრიგის განმსაზღვრელი ცნებები, როგორიცაა „მორალი“ და „პასუხისმგებლობა“ განდევნილია საერთოდ მთლიანად ადამიანთა მოქმედების შეფასების სფეროდან.
ქვეყანაში სახეზეა ანარქია და ქაოსი. დასავლეთი კი ამ დროს, როგორც სურს და როგორც გაეხარდება, ისე ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში და თავის ინტერესების მიხედვით მართავს მოვლენებს. ხალხი დაბნეულია, შექმნილია საოცარი პოლიტიკური კრიზისი და აუცილებლად გვჭირდება ძლიერი ლეგიტიმური იდეოლოგიური ორიენტირი არსებული მდგომარეობის დასაძლევად. ასეთ ვითარებაში აშკარაა, რომ გადაგვარჩენს მხოლოდ რაციონალური, ეროვნული იდეოლოგია, სტალინური კონსტიტუცია, თავისი ძირითადი პრინციპებით და კანონის დიქტატურა, რისთვისაც აუცილებელია ღრმა პროფესიონალურ დონეზე მომზადებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.
ახლა უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენთან: ქვეყანაში გვაქვს ორი დიდი უბედურება. ერთი ის, რომ სასტიკი იდეოლოგიური ბრძოლა აქვს გამოცხადებული ჩვენთან დასავლეთს და „დემოკრატიის“ დროშით ხელში, ყოველგვარი თოფისა და იარაღის გარეშე გვასწორებს მიწასთან. ძირს უთხრის ჩვენს კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს. ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნის შიგნით გამეფებულია ძლიერი კორუფცია და დამხობილი გვაქვს თავზე მთლიანი საშინაო პოლიტიკა. ორივე ეს ფაქტორი ძალზედ სერიოზულია და ანგრევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტში და აკადემიის ბაზაზე მომუშავე აგენტურამ გაანადგურა ქვეყანაში მეცნიერებაც და განათლებაც და ყველა სფეროში შექმნილია პროფესიონალური კადრების დეფიციტი. ვინ და როგორ უნდა იბრძოლოს ასეთ პირობებში ქვეყნის გადასარჩენად? მდგომარეობა რთულია და ძალზედ რთული.
ამ რამდენიმე ხნის წინ ლევან ხაბეიშვილს თავის გადაცემაში მოწვეული ჰყავდა მურთაზ ზოდელავა და გამოჩნდა ის, თუ რაოდენ ზედმიწევნით ზუსტად და თანაც პროფესიონალური იურისტის თვალით ხედავდა ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის შიგნით არდებულ მოვლენებს. მაღალი დონის და დღეისთვის აუცილებლად საჭირო პროფესიონალიზმი იგრძნობა გილაურის გამოსვლებში. ნამდვილად კარგი და მაღალი რანგის წარმომადგენელია თავის დარგში გიორგი გამსახურდია, რომლის მეტისმეტად დაღლილ სახეს ეტყობა, რომ მან ზედმიწევნით მაღალ დონეზე იმუშავა პოლონეთშიც და პრიბალტიკაშიც... შედეგებიც სახეზეა!!! მაგრამ სამწუხაროდ არცერთი მათგანი არ არის გამოყენებული მთელი ძალით პოლიტიკაში, რატომ? იურისპრუდენციაში გვაქვს ძალიან კარგი ვითარება? ეკონომიკაში? ბიზნესში? ფინანსები და კორუფცია არ საჭიროებს ყურადღებას? თუ სახელმწიფო უშიშროების სფერო გვაქვს დალაგებული მეტისმეტად? ცვლილებები მიდის, მაგრამ კიდევ მეტი ცვლილებებია ჩასატარებელი მთავრობაში. საჭიროა და აუცილებელი მაღალი დონის პროფესიონალური დისკუსიები და არა ქვებით და კეტებით ქუჩებში სირბილი და ერთმანეთისთვის თავ-პირის მტვრევა.
სტალინის მმართველობამ, სადაც კონსტიტუციის ბაზაზე გამოცხადებული იყო კანონის დიქტატურა (რაც თავის მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ეყრდნობოდა მორალურობას და ჰუმანიზმს) უდიდესი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია ისიც (რაც ძალიან საყურადღებოა), რომ სტალინის კონსტიტუცია თანდათან სულ მეტი და მეტი დემოკრატიულობისაკენ მიდიოდა და ყოველ ასეთ ნაბიჯს საკანონმდებლო ჩარჩოებში ათავსებდა. ეს პროცესი უსასრულოა და დღესაც, ჩვენს მთავრობას შეუძლია გააკეთოს იგივე. თავის მიერ მიღებულ ახალ კანონებთან დაკავშირებით, რომლებსაც მე პირადად მთლიანად ვუჭერ მხარს. სტალინს, როგორც ქვეყნის მეთაურს, მტკიცედ სწამდა, რომ სიმკაცრისა და სისასტიკის გარეშე, საზოგადოების ცხოვრებაში წამოჭრილი მოთხოვნების მართვა შეუძლებელი იქნებოდა. ამ სიმკაცრის მთავრ ფორმად კი მას მორალურობისა და პასუხისმგებლობის უმაღლეს დონეზე მოთხოვნა მიაჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი, თავისი აღვირახსნილი თავისუფლებით ზიანს მოუტანს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაიცვას პიროვნება თავისივე თავისუფალი მოქმედებებისაგან და არ მისცეს მას საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ წასვლის უფლება, არის „სახელმწიფო სამართალი“. ამიტომაა ნათქვამი: „ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით!“
ამრიგად, ყველა ვინც „სახელმწიფო სამართლის“აღსრულების პროცესში პოლიციელზე ხელს აღმართავს, უნდა დაისაჯოს!!! მიუხედავდ იმისა, „გაუწითლდება და ეტკინება“ პოლიციელს ამ დროს ყბა თუ არა!!! ეს არის კანონის დიქტატურა და ყოველგვარი გამოსვლა მის წინააღმდეგ მიუღებელია და დასჯადი! ისე საინტერესოა ის, თუ რა იდეოლოგიას გვივრცელებდა მაინც, თავისი გაზეთის საშუალებით, ის ბათუმელი ჟურნალისტი, რომელიც თავისი ქცევით ძალიან ჩამოჰგავს ჟიჟილაშვილს, კმარას, ბაბუცა პატარაიას და სხვ... გამოვიდეს ეს ქ-ნი ჩვენთან, ღია დისკუსიაში და პოლიციელის ცემის ნაცვლად კამათში დაამტკიცოს თავის სიმართლე! ასე არ ჯობია? მაგრამ, დისკუსია უნდა იყოს, რა თქმა უნდა არგუმენტირებული, სერიოზული და არა შარვლების ჩახდის ფორმატში.
და ბოლოს, ყოველი ადამიანი თავის არჩევანში არის ერთის მხრივ თავისუფალი, ხოლო მეორეს მხრივ, არ არის თავისუფალი, რადგანაც მისი ყოველი არჩევანი შემოსაზღვრულია მოვალეობით: გააკეთოს არჩევანი ისე, რომ არ დაუპირისპირდეს ამ დროს თავის მორალს და მოვალეობას ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს არის მთავარი პრობლემა ყველა ადამიანისთვის ცხოვრებაში, ეს არის გზა ღმერთისკენ. „დაინახე ღმერთი შენს თავში და ღმერთი დაგინახავს შენ“ - წერდა ბერდიაევი. ჭეშმარიტად!
და კიდევ, სტალინური კონსტიტუციის მთავარი ძალა არის ‘’მორალურობისა’’ და ‘’პასუხისმგებლობის’’ ბაზაზე აგებული ‘’სახელმწიფო სამართლისა’’ და კანონის დიქტატურაში, ამიტომაც ბუნებრივია, რომ სოროსმა, პირველ რიგში სწორედ ამ ძირითადი საფუძვლის გამოთხრა დაიწყო და განდევნა ‘’სახელმწიფო სამართლის’’ მუხლებიდან ყველა ის მუხლი, რაც იურიდიულ ასპექტში საქმეთა განხილვის დროს კანონის დიქტატურის განხორციელებას უწყობდა ხელს. ყველაფერი გაკეთდა გარედან, სოროსელების უხეში ჩარევით. სწორედ ასევე, ამა თუ იმ ქვეყანში ‘’ დემოკრატიის დროშის’’ შეტანით და ‘’სახელმწიფო სამართალში’’ მუხლების სეპარატისტული ხასიათის ცვლილებებით, დასავლეთმა მიწასთან გაასწორა და გაანადგურა ბევრი ქვეყანა. მათ რიცხვში აღმოჩნდა ‘’სამწუხაროდ’’ საქართველოც.
სოროსელების მიერ ჩვენს კონსტიტუციაში ჩატარებულმა ცვლილებებმა გაართულა სამართლის ძიების პროცესი, ადვილი გახადა ფაქტების დამახინჯება, შეცვლა და გაყალბება, რამაც საშუალება მისცა არაკეთილსინდისიერად მომუშავე ადვოკატებსა და მოსამართლეებს, თავისი სურვილების მიხედვით წარმართონ სასამართლო პროცესები და ზეგავლენა მოახდინონ საბოლოო შედეგებზე, რაც კეთდება კიდეც! გამწარებული ხალხი ითხოვს დამოუკიდებელ პროკურატურას და დამოუკიდებელ სასამართლოს.
დასავლეთის მიერ ჩვენს კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა უარყო, მთლიანად ქვეყანაში დემოკრატიული მშენებლობის ხაზი, რომელიც ‘’მორალის’’, ‘’პასუხისმგებლობის’’, ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და მართლმადიდებლური რელიგიის პრინციპებზე იყო ორიენტირებული. შეზღუდა ადამიანის უფლებები და გამოიწვია ყოველივე ამით საზოგადოებაში ანარქია და ქაოსი. დაიწყო ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სწრაფი ნგრევა და ეს იყო სწორედ სოროსის იდეოლოგიის მთავარი მიზანი.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, მერაბ მამარდაშვილის ჯგუფმა: გ. თევზაძე, ე. კოდუა, ვ. ერქომაიშვილი... ანალოგიური მეთოდებით გამოუცხადეს ბრძოლა ეროვნულ იდეოლოგიას, ფაშიზმად გამოაცხადეს ის და დაიწყეს დეიდეოლოგიზაციის პროპაგანდა. ამ მიზნით, მათ სპეციალურად შეცვალეს სეს-ის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) წესდება, შეიტანეს იქ ანტიდემოკრატიული პიროვნების უფლებების შემზღუდავი მუხლები და მაქსიმალურად შეუტიეს ამ გზით მეცნიერულ ფილოსოფიასა და დიალექტიკის თეორიის კვლევის დარგებს, სადაც უნიკალური ნაშრომები ჰქონდათ დატოვებული ჩვენს ისეთ დიდ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ: ა. რაზმაძე, ლ. გოკიელი, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, კ. ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ. კაკაბაძე... რადგანაც ეს მეცნიერები უკვე გარდაცვლილები იყვნენ ამიტომ მე, როგორც ამ მიმართულებით სპეციალურად მომზადებულმა კადრმა (ხელმძღვანელები: კ. ბაქრაძე და მ. მირიანაშვილი), მიზანმიმართული დარტყმები მივიღე ჩვენი სოროსის იდეოლოგიის გმავრცელებელი ფილოსოფოსებისგან. ამ პერიოდში დამიცვა მე ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ოპერატიულად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან დეიდეოლოგიზაციის პროპაგანდაში, მამარდაშვილის ხელმძღვანელობით ჩართული რამოდენიმე ფილოსოფოსი (გ. თევზაძე, ე.კოდუა, მ.ჭელიძე, ვ.ერქომაიშვილი). გზა გაიხსნა და გამოქვეყნდა ჩემი ახალი 600 გვერდიანი მონოგრაფია: „ФИЛОСОФИЯ, МИРОВОЗЗРЕНИЕ, ЧЕЛОВЕК“, ИЗ-ВО ТГУ 2005 და რაც მთავარია, სრული ფორმატით აღსდგა და გაგრძელდა ფიზიკის ფაკულტეტზე ჩემს მიერ მომზადებული კურსი - ‘’მეცნიერება და ფილოსოფია’’; მაგრამ მალე შევარდნაძე გადაიყვანეს მოსკოვში(საგარეო მინისტრად) და შემოტევები ჩემზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. თავიანთ ადგილებს დაუბრუნა ყველა ის პირი, ვინც ბ-ნმა ედუარდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ არნახული დარღვევევით წარმართეს შემდეგ ჩემი სადოქტორო დისერტაციის დაცვის პროცესი. იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ კარგად ის, თუ რა საზიზღრობებზეა წამსვლელი სოროსის დაფინანსებით ჩვენთან მომუშავე აგენტურა და რა ფაშისტური ხასიათის გამოვლენებს შეიძლება ჰქონდეს მათი მხრიდან ადგილი, აღვნიშნავ შემდეგს: ჩემი სადოქტორო დისერტაციის შესახებ ყველა დასკვნა, მათემატიკის, ფიზიკის, ფილოსოფიის ფაკულტეტებიდან იყო დადებითი, დადებითი იყო ოთხივე ოპონენტის, რეცენზია, კამათში გამოსული საბჭოს წევრთა აზრი და რაც მთავარია, დადებითი იყო (მიაქციეთ ამ ფაქტს ყურადღება) დაცვის საბჭოს საბოლოო დასკვნაც, რომელიც ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღო საბჭოს მთელმა შემადგენლობამ. დისერტაცია არ გავიდა ფარული კენჭისყრით, სადაც საბჭოს, უარყოფითი ხმის მიმცემი არცერთი წევრი არ იყო ჩემი დარგის სპეციალისტი და ვერავითარი ფორმებით ვერ შეძლებდნენ ჩემთან კამათს დიალექტიკის პრობლემატიკაზე.
ამბავი ჩემი დისერტაციის შესახებ ქალაქში სწრაფად გავრცელდა. აი რას წერდნენ ამასთან დაკავშირებით დაცვის საბჭოს წევრები - პროფ. თ.მშვიდობაძე: ‘’გ.სიხარულიძის სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია მაღალპროფესიულ დონეზე, ამას მე ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დაცვის პროცედურას, ის თავიდან ბოლომდე დამახინჯებულად წარიმართა. პიროვნებებს, რომლებმაც უარყოფითი ხმა მისცეს სიხარულიძის დისერტაციას, დაბეჯითებით ვაცხადებ, წარმოდგენაც კი არ აქვთ ამ ნაშრომის ღირებულებაზე“ (გაზეთი ‘’კომუნისტი’’, 1997 წ. 29-5 ნოემბერი- დეკემბერი)
პროფ თ.კუკავა (დაცვის საბჭოს წევრი): ‘’ფილოსოფიის სფეროში სრული განუკითხაობა დამყარდა. გურამ თევზაძე მოხერხებულად იყენებს თავის თანამდებობას და საქმეს მხოლოდ თავისი დაჯგუფების მიხედვით წარმართავს. მისი ‘’დამსახურებაა’’, რომ დღეს ფილოსოფიის ფაკულტეტის დაცვის საბჭოს თავმჯდომარე მ.ჭელიძეა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი სადისერტაციო ნაშრომზე, ვერ მონაწილეობს საჯარო პაექრობაში და დისერტაციას ‘’უშვებს’’ ან ‘’აგდებს’’ იმის მიხედვით, ეკუთვნის დისერტანტი გ.თევზაძის დაჯგუფებას თუ არა“ (‘’კომუნისტი’’ 1997წ. 22-25 ნოემბერი-დეკემბერი) . ამავე გაზეთის კორესპოდენტთან ქ-ნი თამარი ამბობს: ‘’აუცილებელია შეიკვეცოს თევზაძე-კოდუას დაჯგუფების უფლებები, საბჭო დაიშალოს და სიხარულიძის დაცვა თავიდან ჩატარდეს. ამით ფილოსოფიის ფაკულტეტი ჩამოირეცხავს სირცხვილს. როგორ შეიძლება ჩავარდნილიყო დისერტაცია, როდესაც საბჭოს არცერთ წევრს არ გამოუთქვამს უარყოფითი თვალსაზრისი... ამ საბჭოზე, სადაც მიზანმიმართულად ჩააგდეს გ.სიხარულიძის დისერტაცია, ე.კოდუამ ყოველგვარი დარღვევით გაიტანა გურამ თევზაძის შვილის, გიგი თევზაძის სადოქტორო დისერტაცია’’ (იგივე გაზეთი)
ის, თუ რა მოუტანა გიგი თევზაძის მსგავსი პირების გადოქტორებამ საქართველოს (სწორედ ასეთი პირების გასამრავლებლად ჩაატარა ე.კოდუამ ცვლილებები სეს-ის წესდებაში) კარგად ჩანს დღეს ილიაუნის უნივერსიტეტის, თავისუფლების ინსტიტუტისა და ბაბუცა პატარაიას ირგვლივ გაერთიანებული დაჯგუფებების მაგალითზე. ეს კადრები ყველა, მ.მამარდაშვილის დიდი მოღვაწეობის შედეგია. სწორედ მისმა მომზადებულმა კადრებმა დაანგრია უნივერსიტეტი, სამეცნიერო აკადემია და ნებისმიერი დროის ინკვიზიციისათვის შესაშურ ფორმატში მოსპო და გაანადგურა უნიკალური მეცნიერული ლიტერატურა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებიდან.
პროფ. ა.ტყემალაძე (ფილოსოფიის დაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): ‘’სამწუხაროდ ფაკულტეტზე ასეთი ჯგუფი არსებობს... მათთვის მეცნიერებას და ჭეშმარიტებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია... ადრე დოც. გ.სიხარულიძეს მწვავე კონფლიქტი ჰქონდა ამ ჯგუფის ისეთ ‘’კოლორიტულ’’ წევრთან, როგორიცაა ე.კოდუა, მაშინ სამართალმა და გ.სიხარულიძემ გაიმარჯვეს. ამით უკმაყოფილო ე.კოდუა და ჯგუფის სხვა წევრები, როგორც ჩანს რევანშზე ოცნებობდნენ და მიეცათ კიდეც ამის საშუალება’’ (‘’კომუნისტი’’, 1997წ. 29-5 ნოემბერი დეკემბერი)
პროფ. ვახტანგ კალანდარიშვილი (დაცვის საბჭოს წევრი): ‘’ეს იყო აშკარა დარღვევები, რა თქმა უნდა საბჭო უნდა დაიშალოს, გ.სიხარულიძის დაცვა თავიდან დაინიშნოს და წესდების დამრღვევთ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. კარგი იქნებას, საჯარო მეცნიერული პაექრობა სიხარულიძისა, ე.კოდუასა და მ.ჭელიძესთან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უკეთესად გამოამჟღავნებს იმას, რაც მოხდა. მით უმეტეს, რომ გ.სიხარულიძე დიდი ხანია ითხოვს მათტან მეცნიერულ კამათს (იგივე გაზეთი)
მე ეს კამათი სამწუხაროდ არასოდეს და არც ერთ ფორმატში არ მეღირსა! თუმც გაზეთებში სისტემატიურად იბეჭდებოდა ჩემი წერილები, სადაც მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს დეიდეოლოგიზაციის იდეოლოგიის პროპაგანდის საშიშროებას და ეროვნული, რაციონალური იდეოლოგიის შემუშავების აუცილებლობის საკითხს. იმას, რომ მამარდაშვილის ჯგუფმა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერულ მსოფლმხედველობას და დიალექტიკის თეორიას, აღაზევა ამით ანარქიზმი და ირაციონალიზმი და პრინციპულად დაუპირისპირდა წესრიგის ყოველგვარ ფორმას საზოგადოებაში ამისთვის შეცვალეს მათ სეს-ის წესდება, რის შედეგადაც მოიშალა მთლიანად სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესი. ამ პერიოდში გამოქვეყნდა ჩემი წერილები: ‘’ვაი თავისუფლებისგან’’, ‘’ჩვენი იდეოლოგები, ანუ როგორ დაგვსვეს გაგიჟებულ მრუდზე’’, ‘’მამის სული დაგვავიწყდა, ვფიცავთ მამინაცვლის მზესა“, ‘’როდემდის გაგრძელდება განუკითხაობა’’, ‘’ვერაფერს მიუსცემ კაცობრიობას, თუ შენი ერის არ იცი ფასი’’, ‘’დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით’’, ‘’ვიბრძოლებ ვიდრე ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს“ და სხვ.
მეცნიერებისა და განათლების სისტემის განადგურების შემდეგ, სოროსის აგენტურა გადავიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის ნგრევაზე და ისეთივე მიზანმიმართულად შეიტანეს ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციაში, რაც გააკეთეს ეს სეს-ის ინსტრუქციასთან დაკავშირებით, რამაც მიწასთან გაასწორა მთელი ეს სფერო. დასავლეთის იდეოლოგიის მთავარი ლოზუნგები იყო: ‘’ ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი’’, ‘’სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას’’, ‘’დასაშვებია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით’’ და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოწოდებებს პირდაპირ მივყავართ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ, რაც ნიშნავს ანარქიას და ქაოსს საზოგადოებისათვის. სოროსელებმა ბრძოლა ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული მართვის ფორმასთან მიიყვანეს სრულ აბსურდამდე. დაიწყეს მათ მიზანმიმართული გამოსვლები სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ და ამ გზით ცდილობენ ისინი, მოეხდინათ იმ მთავარი და არსებითი აზრის იგნორირება, რომ სახელმწიფო, როგორც მთელი ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს ვერც ერთი საზოგადოება, შეწყვეტს მაშინვე არსებობას, როგორც კი აეკრძალება მას ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა. გაიხსენეთ, რა კარგადაა ნათქვამი: ‘’ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით!’’
აი რატომ გამოაცხადა ფაშიზმად ეროვნული იდეოლოგია სოროსმა, რომელიც გამოდის სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ყოველგვარი ლეგიტიმურობის წინააღმდეგ და მიაჩნია, რომ ‘’მორალი’’, ‘’პასუხისმგებლობა’’ და რელიგიური პრინციპები ზღუდავენ თურმე პიროვნების თავისუფლებას. ამ დროს, სწორედ ძალის გამოყენებით კანონიერების დაცვაში გამოიხატება სახელმწიფოს ძირითადი არსი, ფუნქცია, მისი ძირითადი უფლება და მოვალეობა. დასავლეთს კი აწყობსშექმნას ჩვენში ანარქიის, დეზორგანიზაციის , დეზინტეგრაციის, განუკითხაობისა და თვითნებობის ატმოსფერო. სწორედ ამიტომ შემოგვიგდო მზაკვრულად მამარდაშვილმა თავის ლექციებში (რომლის ორგანიზებულად ჩატარებაში ძალიან დაეხმარა მას ფილოსოფიის საზოგადოება ე.კოდუასა და გ.თევზაძის ხელმძღვანელობით). ‘’ჭეშმარიტება, რომელიც მაღლა დგას სამშობლოზე’’, ‘’ჭეშმარიტება’’, რომელმაც უარყო რწმენა, მორალი, პასუხისმგებლობის გრძნობა ერისა და ქვეყნის წინაშე და გაისმის, როგორც საზოგადოებიდან ამპუტირებული ეგოისტის ისტერიული კივილი: ‘’მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი!’’ ეს მოწოდებები დღესაც გრძელდება.
სხვათაშორის, თავის დროზე როდესაც შევარდნაძესთან ვიყავი, მართალია მან ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ბოლოს მაინც დაუმატა: -ეს საკითხი ძალიან რთულია და ასე მარტივად ვერ გადაწყდება!-ო. ასეც მოხდა. შემდგომ, როდესაც ბ-ნი ედუარდი მოსკოვიდან დაბრუნდა, ის ისევ ჩაერთო სეს-ის მუშაობის საკითხის განხილვაში. მაგრამ ამჯერად უკვე, როგორც ქვეყნის ‘’არალეგიტიმური’’ პრეზიდენტი და არა, როგორც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რის გამოც მისი მოქმედებებიც ვეღარ იყო ძველებურად ეფექტური და კატეგორიული. მე მაშინ მომეჩვენა ისიც, რომ ის ძალიან ხშირად უსვამდა ხაზს თავის ‘’პრალეგიტიმურობას’’... მიუხედავად ამისა, მან მომცა მაინც საშუალება, დამესვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკითხი სეს-ის არადემოკრატიული წესებით მუსაობის შესახებ. ჩემმა მოხსენებამ ამ სხდომაზე თითქოს გარკვეული შედეგი გამოიღო, თითქოს პოზიტიურ ასპექტში შეიცვალა სადოქტორო ხარისხის მინიჭების ფორმატიც, მაგრამ სამწუხაროდ არ გამახვილებულა ყურადღება დასავლეთის აგენტურის მიერ შემოტანილ ანტი სახელმწიფოებრივ მუშაობის მომენტებზე და არ დასჯილან ამ ასპექტში პოლიტიკური დამნაშავეები (გ.თევზაძე, ე.კოდუა), რის შედეგებსაც ვიმკით დღეს ჩვენ. შედეგები კი არის კადრების აღზრდის პროცესის სრული მოშლა, პროფესიონალთა სრული განადგურება და საზოგადოებრივი ცხოვრების სცენაზე, ფართო ასპექტით გამოშვება სრულიად მოუმზადებელი და უცოდინარი კადრების.
დღეს ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, მწვავედ და კატასტროფულად დგას საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი! სახეზეა, ერთის მხრივ, ჩვენს ტერიტორიაზე დასავლეთის აგენტურის ძლიერი იდეოლოგიური მუსაობითა და ანტიეროვნული ტრადიციების გავრცელებით დაზიანებული საზოგადოება. ხოლო მეორეს მხრივ, საშინელი კორუფცია, რომელიც ძარცვავს და ატყავებს ისედაც უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ჩვენს მოსახლეობას. ორივე ეს მომენტი საზიზღრადაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე და ქმნის დამატებით კიდევ უფრო მეტ პრობლემებს. არეულია ერთმანეთსი პოლიტიკა, თაღლითობა, ამორალურობა, სრული უპასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, კორუმპირებულია ისინი და ჩამოშლილი. სახელმწიფო ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, რაც იყო კიდეც სოროსელების მთავარი მიზანი. ლოზუნგებმა: ‘’ ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი’’, ‘’ჭეშმარიტება დგას უფრო მაღლა სამშობლოზე’’, ‘’სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას’’, ‘’დასაშვებია ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით’’ და სხვ. უკანა პლანზე გადასწიეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ‘’მორალი’’, ‘’პასუხისმგებლობა’’, ‘’ქვეყნის ინტერესები’’ და იმუშავეს ჩვენი ტრადიციების და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ძალისმიერი მეთოდებით და დასავლეთის აქტიური მონაწილეობით დაამხეს გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, რის შედეგადაც აღარ მთავრდება ქვეყანაში არეულობა და ქაოსი. დღეს გვჭირდება ჩვენ ლეგიტიმური არჩევნები, ლეგიტიმური მთავრობა, ლეგიტიმური კონსტიტუცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბებული კანონებით განხორციელებული დიქტატურა,
დასავლეთი კი ამ დროს აგრძელებს ისევ თავის ავანტიურისტულ პოლიტიკას, ერევა უხეშად სხვა ქვეყნების საქმეებში და ისევ და ისევ მოგონილი და ყოვლად გაუმართლებელი მიზეზებით იწყებს ახალ და ახალ საომარ მოქმედებებს. ის ცდილობს ამით დამალოს თავისი პოლიტიკური კრახი და გაიხანგრძლივოს თავისი დანაშაულებრივი არსებობა. უკვე მერამდენედ მეორდება ჩვენს თვალწინ იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, უკრაინა... და აი, დღეს ისრაელი, ისევ დასავლეთის წაქეზებით, ბარბაროსულად ესხმის თავს ირანს და უდიდეს საფრთხეს უქმნის ამით მთელ რეგიონს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. ყოველი გაუაზრებელი ნაბიჯი, ნებისმიერი ქვეყნიდან ამ დროს, უკიდურესად სახიფათოა და ზრდის მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობას. დროულია, საჭირო და აუცილებელი, ის რაციონალური და პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ანალიზები და საუბრები, რასაც ერმილე ნემსაძე აწვდის ჩვენს მოსახლეობას, თავისი გადაცემების საშუალებით. ის კარგად აჩვენებს ყველა იმ საფრთხეს და საშიშროებას, რასაც უქმნიან ისრაელის უპასუხისმგებლო მოქმედებები ჩვენს ქვეყანას, სხვა ქვეყნებსაც და მსოფლიოს მთლიანად. სამართლიანია ნამდვილად კითხვაც: - რატომ აქვს ისრაელს, ესოდენ აგრესიულ ქვეყანას, ატომური იარაღი? მისი პოლიტიკური ურთიერთობების კულტურა პალესტინასთან, ბუნებრივია ბადებს ამ კითხვას. იგრძნობა, რომ ერმილე ნემსაძის სახით ხალხს ესაუბრება პროფესიონალი, რომელსაც ესმის თავისი ქვეყნის ჭირ-ვარამი, სტკივა თავისი ქვეყნის ტკივილი და არ ჰგავს იმ არასერიოზულად და ზერელედ მოლაყბე ფსევდო დემოკრატებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე და თავიანთი უშინაარსო ლაპარაკით, დახმარების ნაცვლად შცდომაში შეჰყავთ მსმენელი. საქმეზე უნდა ილაპარაკოს მხოლოდ პროფესიონალმა, ვინც ერკვევა არსებულ პრობლემაში, გრძნობს არსებულ ვითარებას და ესმის მისი არსი.
ამ ცოტა ხნის წინ, სამხედრო საქმის დიდმა პროფესიონალმა და ასევე კარგად ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ანდრეი რუცკოიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რა დიდი ზიანი მოაქვს არაპროფესიონალთა მომრავლებას ყველა დარგისათვის. სხვათაშორის, სტალინმაც თავის უკანასკნელ გამოსვლაში, სწორედ პოლიტბიუროს წევრთა დაბალ კვალიფიკაციაზე ისაუბრა და დასვა მათი პროფესიონალური დონის ამაღლების აუცილებლობის საკითხი, რის შედეგადაც მოწამლეს კიდეც სწორედ ის. დღესაც, ასევე ფაქტია, რომ ის ხალხი, ვინც შემთხვევით მოხვდა პოლიტიკაში და შემდეგ საკუთარ ბიზნესად აქციეს პოლიტიკა, ნებით არ დატოვებენ დაკავებულ ადგილებს. ამას დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დასჭირდება პროფესიონალების მხრიდან. დაუმტკიცეთ, მაგალითად ახლა თქვენ ზვიად ძიძიგურს, რომ ის დიდი პოლიტიკოსი არ არის და ნახავთ მაშინ რაც მოყვება ამას. კაცი მაღალ თანამდებობაზე მოსასვლელად არის გამზადებული და თანაც ქართულ-ჯიგრულ პონტში ცხოვრების დიდი უნარისთვის ჰყავს შერჩეული ის გიორგი გახარიას. არველაძეც ამ ნიშნის მიხედვით შეარჩია ალბათ მან. ან კიდევ - ლევან ვასაძე! ჩაიცმევს ეს კაცი ჩოხას, დაიჭერს კომბალს ხელში და რა ჯობია შემდეგ მისი პოლიტიკური მოძღვრებების მოსმენას. ვის უნდა შეეპაროს ეჭვი მის ეროვნულობაში? იმაში, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს ის ქვეყანას და იბრძოლებს ხალხისთვის თავისი უძვირფასესი აპარტამენტიდან (თბილისიდან იქნება ეს, მოსკოვიდან თუ ვინ იცის კიდევ საიდან). ამ დროს, ბევრი ჭეშმარიტად პროფესიონალი და ეროვნული კადრი გაძევებულია ქვეყნიდან. რატომ და როდემდის? გამოცდილი მეცნიერები და პედაგოგებიც სხედან სახლებში და გვენატრება ყველას ახალგაზრდობასთან ურთიერთობა და კონტაქტი.
ყველგან და ყველა საკითხზე უნდა მსჯელობდნენ პროფესიონალები მაგრამ, სამწუხაროდ აქცენტი არაპროფესიონალიზმზე ბევრს აღიზიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ვერ ამბობს გარკვევით ვერც იმას, თუ რა უნდა და ვერც კიდევ იმას, თუ რას უნდა გამოეცხადოს პროტესტი?! ასეთი ხალხის დამსახურებაა სწორედ ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმყოფება დღეს სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში, რის გამოც ამ ეტაპზე არჩევნების ჩატარებასაც არავითარი აზრი არ აქვს. პროფესიონალებს კი, ყველა დარგში, დიდი მუშაობა მოუწევთ და ეს იმიტომ, რომ სოროსელებმა, სზოგადოებრივ ცხოვრებაში, არაპროფესიონალთა მიზანმიმართული ჩანერგვის უდიდესი პროექტი განახორციელეს და არ გაგიკვირდეთ ამიტომ, თუ ბევრი უვიცი ავანტიურისტი დაგხვდეთ თქვენ ძალიან მაღალ თანამდებობაზე და თანაც უდიდესი რეგალიებით და მაღალი რანგის ჯილდოებით შემკული. ეს ჩვენს დროში ჩვეულებრივი და ძალზე გავრცელებული მოვლენაა და საფუძველი ამას ჩაუყარა სეს-მა.
ასეთ პირობებში, ერთადერთი გამოსავალია ალბათ ის, რომ გამოცხადდეს კომენდანტის საათი, ქვეყნის მართვის პროცესი ხელში აიღოს ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით დაკომპლექტებულმა უშიშროების კომიტეტმა და გააგებინონ მათ დასავლეთის და ჩვენს ტერიტორიაზე მოთარეშე აგენტურას, რომ დროა უკვე დაამთავრონ მათ ‘’დემოკრატიის’’, ‘’თავისუფლების’’ და ‘’ლიბერალიზმის’’ ცნებებით სპეკულაციური თამაში და შეწყვიტონ ასევე ხალხისათვის აგრესიისა და აღვირახსნილი თავისუფლებისაკენ მოწოდებები. ხოლო ყველა, დასავლეთის მიერ შეცდომაში შეყვანილ ადამიანს გააგებინონ კარგად, რომ თავისუფლება, ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ყველა მას კი, ვინც ვერ შეძლებს და ვერ მოახერხებს თავის თავში თავისუფლების საზღვრების დადგენას, ანუ ვერ ჩამოყალიბდება პიროვნებად და ვერ იგრძნობს ვალდებულებას იმაზე, რომ არ უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ მორალს, კულტურას და ტრადიციებს, მაშინ მას ყველაფერი ეს უნდა აგრძნობინოს და გააგებინოს სახელმწიფომ. ანუ გამოიყენოს მის მიმართ ძალა, რისი გამოყენების უფლებაც მას ლეგიტიმურად გააჩნია. სხვა გზა დღეისთვის არ არსებობს, რადგანაც ჩვენს საქმეებში ჩარევის დიდი უფლება მივეცით დასავლეთს.
მდგომარეობა რთულია და საჭიროა თანაც ყოველ ნაბიჯზე ყველასათვის ახსნა იმისა, რომ პოლიცია სახელმწიფო სტრუქტურაა და დაუშვებელია ამიტომ პოლიციელისთვის ქვების სროლა, ცემა და შეურაცხყოფის მიყენება, რასაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად აქვს ადგილი. მთავარი მიზეზი კი ყოველივე ამისა არის დანაშაულებრივი სასამართლო სისტემა და ის ფაქტი, რომ მიუღწეველია ჩვენთან ობიექტური სამართალი. არავის, ჩვენს ქვეყანაში არ სჯერა იმის, რომ გაიხსნება დანაშაული და დაისჯება დამნასავე. ამიტომ ხდება, სწორედ ის, რომ თავისი თავის დაცვას ყველა იწყებს საკუთარი ძალების გამოყენებით. ასე რომ, ვიდრე არ ჩატარდება ჩვენში სასამართლო რეფორმა და სახელმწიფო დონეზე არ გაირკვევა მტყუანი და მართალი, მანამდე ქვეყანაში იარსებებს ყოველთვის არეულობა და იქნება ქაოსი,
სასამართლო სისტემის რღვევა ჩვენში დაიწყო კონსტიტუციაში, სოროსელების მიერ, ყოვლად გაუმართლებელი შესწორებების შეტანის შემდეგ, რითაც დასავლეთი ჩვენთან, თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის გატარების მიზნით დაუპირისპირდა ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, კულტურას და ზნე-ჩვეულებებს. ყოველივე ამან კი გამოიწვია ის, რომ სამართლებრივ სფეროში ისევე მოიშალა პროცესები (წარიმართა ანტიდემოკრატიულად და ადამიანის უფლებების სრული დარღვევებით), როგორც ეს მოხდა, თავის დროზე, განათლებისა და მეცნიერების შემთხვევაში, სეს-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგად (რაზეც გვქონდა უკვე საუბარი). იმას, რაც მოყვა შემდეგ ამ ცვლილებებს, ვიმკით ჩვენ დღესაც. მოიშალა მაშინ სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესი და თანდათან გამოცდილი მეცნიერებისა და პედაგოგების ადგილი დაიკავეს კმარელებმა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებებმა კონსტიტუციაში ასევე მთლიანად გაანადგურა და მიწასთან გაასწორა სასამართლო სისტემა. მართლაც, ყველა ცვლილება, რომელიც შეტანილი იქნა ამ დროს, გაკეთებული იყო ერთი მიზნით: რაც შეიძლება მეტად გართულებულიყო საქმის წარმოება, კიდევ უფრო ბუნდოვანი გამხდარიყო და ვერ დადგენილიყო საქმისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ფაქტები და მაქსიმალურად შეშლოდა ხელი სიმართლის ძიების პროცესს, რაც ხდება კიდეც! კორუმპირებულმა ადვოკატებმა და მოსამართლეებმა დაიწყეს საქმეთა წარმართვა თავიანთი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით, რამაც თავის მხრივ გაზარდა მოსახლეობაში უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი და კატასტროფულად შეამცირა ხალხის ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რაც იყო კიდეც დასავლეთის ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიური მუშაობის მიზანი.
ცვლილებებით კონსტიტუციაში დასავლეთი ისევ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას და ზნე-ჩვეულებებს. ხოლო სოროსელების მოწოდებებმა: ‘’ მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი’’, ‘’ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი’’, ‘’სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას’’ და სხვ. გააკეთეს თავისი მზაკვრული საქმე და უბიძგეს ადამიანებს მორალისა და პასუხისმგებლობის გარეშე მოქმედებისაკენ. ასე დამკვიდრდა და დაკანონდა ჩვენში ცხოვრება აღვირახსნილი თავისუფლებით. თანაც, დასავლეთის აგენტურამ, ამ დროს, ყველაზე მეტად ამოიღო მიზანში ახალგაზრდობა, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის არსებობის მთავარი ძალა და საყრდენი.
სასამართლო სისტემის დანაშაულებრივ მუშაობაში აქტიურად აღმოჩნდა ჩართული ძალოვანი სტრუქტურები და ეს ძალიან კარგად აჩვენა ნიკა გვარამიამ ბაჩალეიშვილისა და შაქარაშვილის საქმეთა განხილვის პროცესში, როდესაც ფარდა ახადა მან ამ სისტემაში არსებულ ძალზე სერიოზულ კანონდარღვევებს. გვარამიას ჯგუფის მიერ გამოაშკარავებულ ფაქტებს თუ დავუმატებთ კიდევ მელაძის ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალებსაც, დავრწმუნდებით მაშინ, რომ ქვეყანაში კანონების შესრულების ასპექტში გვაქვს ძალზე მძიმე მდგომარეობა. არსებულ ვითარებას მთლად კატასტროფულად წარმოგვიდგენენ ლევან ხაბეიშვილის გადაცემები, სადაც მარტო ზურაბ ზოდელავასთან ინტერვიუ აჩვენებს შესანიშნავად იმას, რომ ვიდრე არ იარსებებს ქვეყანაში ობიექტური სასამართლო და ვიდრე ქვეყანა იქნება დანაშაულებრივი სასამართლო სისტემის ხელში, არ დასრულდება ჩვენში არეულობა, კონფლიქტები და ქაოსი.
დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ კანონის მთავარი დანიშნულებაა ასახოს რეალობა და როდესაც ობიექტური რეალობა იცვლება, უნდა შეიცვალოს კანონიც. ამ გზით შემოდის ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა და ადამიანი იწყებს თვისებრივად ახალი დიალოგს სამყაროსთან. ეს ძალზე რთული და შრომატევადი პროცესია. ეს გააკეთეს სწორედ ფიზიკაში აინშტაინმა, ბორმა, ჰაიზენბერგმა; ფერწერაში - სალვადორ დალიმ; მუსიკაში - ვაგნერმა. იგივე უნდა მოხდეს იურისპრუდენციაშიც. როგორ შეიძლება, მაგალითად, რომ დღეს, როდესაც ყოველი მეორე შვილიშვილი კლავს ბებიას ქონებისათვის, როდესაც შვილები ასახლებენ მშობლებს საკუთარი სახლებიდან და მიჰყავთ უპატრონოთა თავშესაფარში, ასეთ პირობებში ძალაში დარჩეს მუხლი ‘’უძრავი ქონების ჩუქების’’ შესახებ და სახელმწიფომ არ დაიცვას საუკუნოვან ტრადიციებზე, მორალზე და კულტურაზე აღზრდილი ხანდაზმული ადამიანები დღევანდელ სოციუმში, აღვირახსნილი თავისუფლებით გამოწვეული ფაშისტური გამოვლენებებისაგან. აბა რისთვის არსებობს მაშინ სახელმწიფო, თუ ადამიანს მისი ნდობა არ შეუძლია, თუ ის დასავლეთის აგენტურის დიქტატით დანაშაულებრივად ცვლის კონსტიტუციას და ამით აგდებს მასზე მინდობილ მოსახლეობას თაღლითი ადვოკატებისა და თაღლითი მოსამართლეების ხელში, რომელთაც ყველაფერთან ერთად შესაბამისი კვალიფიკაციაც არ გააჩნიათ. თანაც ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სოციალური გარემო ისეთია, რომ ახალგაზრდა ქალი, თავის მეგობართან ერთად კლავს აღმზრდელ დედას, შემდეგ ხარშავს მას და ბოლოს ჭამს კიდეც.... სამწუხაროდ ეს რეალური ფაქტია და დღეს ციხეში ზის ამ დანაშაულის ჩამდენი ქალი.
ამრიგად, მორალისა და პასუხისმგებლობის უარმყოფელმა კონსტიტუციამ, რომელიც თავს დასავლეთმა მოგვახვია, გადაუარა და გაანადგურა ჩვენი კულტურა, რელიგია, ტრადიციები, აღაზევა ჩვენში ფაშიზმი და იცავს დღეს მხოლოდ ცხოველად ქცეული ადამიანის უფლებებს, რომელიც მოქმედებს ცხოვრებაში აღვირახსნილი თავისუფლებით და ჩადის ათასგვარ დანაშაულს, დევიზით: ‘’მინდა და ვაკეთებ!“ სწორედ ასეთ ხალხს იცავდა კბილებით დღემდე სამართალდამცავი ორგანოები და ძალოვანი სტრუქტურები.
ნიკა გვარამიას მიერ ბაჩალეიშვილისა და შაქარაშვილის საქმეთა გამოძიების პროცესში შესანიშნავად გამოჩნდა ის ფაქტი, თუ რა მჭიდრო და დანაშაულებრივი კავშირი შეუძლიათ დაამყარონ ერთმანეთთან სამართალდამცავმა ორგანოებმა და ძალოვანმა სტრუქტურებმა. მეც, ჩემი მხრიდან, საკუთარ თავზე გამოვცადე და დავრწმუნდი იმაში, რომ თუ ის ორი სტრუქტურა ერთმანეთთან, თავიანთი მზაკვრული მიზნების განხორციელებისათვის შეიკრა, მაშინ ვერავითარ სამართალს, ვერავითარი გზით ვერ მიაღწევ. ჩემი საქმის შემთხვევაშიც, ძალოვანმა სტრუქტურებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა მოხერხებულად მოარგეს თავიანთ ინტერესებს დასავლეთის მიერ ჩვენს კონსტიტუციაში შეტანილი სეპარატისტული ხასიათის ცვლილებები და ყველაფერი ეს შესანიშნავად გამოიყენეს შემდეგ თავიანთი თაღლითური მიზნებისათვის.
ასე მაგალითად, ჩვენმა ადვოკატმა (ირაკლი ალხაზიშვილი. კორძაძის საადვოკატო ბიურო) დაამახინჯა, დამალა და საერთოდ არ გადასცა სასამართლოს ჩვენს მიერ მასთან წარდგენილი მასალები, ხოლო შემდეგ (რაც მთავარია), როდესაც საქმე წაგვაგებინა, სამი თვის მანძილზე არ გაგვაგებინა საერთოდ შედეგი და წაგვართვა ამ გზით, საქმის გასაჩივრების უფლება. რა ჰქვია ამას? და როგორ შეიძლება შეფასდეს მისი ეს საქციელი? სხვათაშორის, ეს ადვოკატი მირჩია მე ვახტანგ ხმალაძემ, თანაც თვითონვე დამირეკა და შემომთავაზა მისი კანდიდატურა! და აი, სწორედ ეს ადვოკატი, ყოველთვის, როდესაც საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ვურეკავდით, გვაძლევდა ერთი და იგივე პასუხს: -‘’საქმე განხილვაშია’’-ო! ერთხელაც ასეთი ზარის შემდეგ ვახტანგს ვკითხე: ‘’ის შენი ადვოკატი რაღაც საეჭვოდ იქცევა, მემალება და რაშია საქმე მეთქი?’’ მან მიპასუხა: - ‘’გეჩვენება, რა აქვს დასამალი-ო’’. შემდგომ კი, როდესაც ფაქტის წინაშე დადგა, გაშალა ხელები და განაცხადა: ‘’ასეთი რამ მე ჯერ არც მინახავს და არც გამიგონიაო!’’ და ამით დაამთავრა კიდეც ჩემთან ყოველგვარი ურთიერთობა; ის უბრალოდ აღარ პასუხობდა ჩემს ზარებს, დუმდა და ასე გადაწყვიტა ყველა პრობლემა. ისე, პასუხზე თავის არიდება და დუმილი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მათ სისტემაში.
შემდეგი ადვოკატი (ვახტანგ ცხომელიძე) აღმოჩნდა კიდევ უფრო მეტად თაღლითი! მან პრინციპულად განაცხადა უარი ალხაზიშვილთან დავაზე: ჩემს კოლეგას ვერ დავუპირისპირდები, ეს არაეთიკური იქნებაო და თავის მხრივ ბრძანა: ‘’მე უფრო მარტივად მოვაგვარებ ამ საკითხსო“; მან ჩვენი საქმე დაყო სამ ნაწილად, თითოეულზე ცალ-ცალკე აიღო თანხა, მაგრამ შედეგი ყველგან იყო ნულოვანი. მე, პირადად კი მხოლოდ მაშინ ამეხილა თვალები, როდესაც ყველაფერი ამის შემდეგ ბ-ნმა ვახტანგ ცხომელიძემ შემომთავაზა: „გამაფორმეთ თქვენს მეურვედ და ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებო“...... გესმით? მოგვიანებით გავიგე, რომ ასეთი ‘’მშვენიერი’’ ისტორიები ჩვენი გაუბედურებული საზოგადოების ბევრ წევრს შეხვედრია! ასე რომ, ცხომელიძის მსგავსი ადვოკატები, სამწუხაროდ ძალიან ბევრი გვყავს, ჩვენს ქვეყანაში. მათ არასდროს არავინ არ მოთხოვს პასუხს არაფერზე!
საყურადღებოა ის გარემოება, რომ არცერთი, ჩვენი მხრიდან მოწოდებული ფაქტი, არცერთმა სასამართლომ არ განიხილა და არავითარი ოფიციალური რეაგირება არ გაკეთდა არსად მათზე. სამაგიეროდ, ჩვენი მოპასუხის ადვოკატი (ნინო ათაბეგაშვილი) სისტემატიურად აწვდიდა სასამართლოს ცრუ ინფორმაციებს, ცვლიდა და აყალბებდა ფაქტებს, მაგრამ ჩვენი ადვოკატი (ირაკლი ალხაზიშვილი), რომელსაც უნდა დავეცვით ჩვენ ამ სიცრუისგან, პრინციპულად არ ებმოდა კამათში. ამიხსნას ვინმემ, რა ჰქვია ამას? სიმართლის ძიების პროცესი?
დღეს მაგალითად, მე, პირადად შემიძლია უკვე დეტალურად ვილაპარაკო ჩემს საქმეში არსებულ ამგვარ მომენტებზე და სასამართლოს მასალებიდან ვაჩვენო კიდეც ყოველივე, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა ჩემს ადვოკატს (ირაკლი ალხაზიშვილს), რაც არ გააკეთა! რატომ? იმიტომ, რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა სიმართლის დადგენა! მოპასუხესთან პირისპირ შეხვედრაც (რაც ძალიან ბევრს იძლეოდა), აუკრძალავს თურმე სოროსს და ამ, ყოვლად ბურუსით მოცულ ვითარებაში, მურუსიძის კლანი, მთელი თავისი შემადგენლობით აკეთებდნენ იმას, რაც მოესურვებათ და ამას ყველაფერს, ჰქვია ჩვენს ქვეყანაში - სამართალი!
როდესაც მე კატეგორიულად მოვითხოვე ჩვენს მიერ წარდგენილ ფაქტებზე რეაგირება, ჩვენმა ადვოკატმა (ი. ალხაზიშვილი) გადაგვამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმ მიზეზით, რომ ეს საკითხები მათი პრეროგატივააო. ვაკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში (უბნის ინსპექტორი ვახტანგ ქურთაული, რომელიც თავისთავად ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ იძულებულია იმუშავოს გომელაურის რეჟიმში), მართალია მიიღეს ჩემი ის განცხადებები, რაც სასამართლოზე გვქონდა წარდგენილი, მაგრამ აქაც არ მომცეს მათზე ოფიციალური პასუხი, რადგანაც ახლა ისინი იშვერდნენ ხელს, თავის მხრივ სასამართლოსკენ. მოკლედ, ვერც ერთ ჩემს საკითხზე, ვერცერთი უწყებიდან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღე. პოლიციაში ცდილობდნენ კანონით კი არა თხოვნით მოეგვარებინათ როგორმე ჩემს მოპასუხესთან საკითხი. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საქმე ეხებოდა ჩემი პირადი საიტის: Gildasikharulidze.com დახურვა - არ დახურვას. ბოლოს საიტი მაინც დამიხურეს და ამაზე პასუხი არავინ არავის არ მოთხოვა და ეს იმიტომ, რომ საქმეში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომელი: თემურ სხირტლაძე, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა სასამართლო სისტემასთანაც, რამაც განაპირობა სწორედ ამ სისტემიდან მიღებული შედეგები. დუმილი, ოფიციალურად პასუხის გაუცემლობა და აგდებული დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ჩვეულებრივი მოვლენებია ამ სისტემებში.
დღეს მე არ მაქვს წვდომა ჩემს სამეცნიერო ინფორმაციაზე, სადაც სხვა შრომებთან და პოლიტიკური ხასიათის სტატიებთნ ერთად განთავსებულია ჩემი ხუთი მონოგრაფია:
მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები თსუ; 1983წ. 180გვ.
ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები თსუ; 1985წ. 200გვ.
Человек, умей любитъ и жертвоватъ ‘’მერანი’’ 2018წ. 230გვ
მოვლენების პირისპირ ‘’თბილისი 2013წ.’’
დღეს ჩვენს სამართლებრივ და დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სოროსის მიერ დაწერილი კანონებით გიგაურის ქალი და ბაბუცა პატარაია იცავს ‘’ადამიანის უფლებებს’’ მძიმე დღეშია მორალისა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყოველი ადამიანი, ანუ ის, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, მისი კულტურა და ტრადიციები. დამაგიეროდ, დასავლეთმა დღეს გზა გაუხსნა აღვირახსნილი თავისუფლებით მცხოვრებ ადამიანს. იმას კი, ვინც არ იცის რა უნდა, არც ის, თუ რა შეუძლია და რისი უფლება აქვს მას ცხოვრებაში. ასეთმა ადამიანმა არ იცის თავისი მოვალეობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე და წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისათვის. ცნებები ‘’მორალი’’, ‘’მოვალეობა’’ და ‘’თავისუფლება’’ კაცობრიობის არსებობის განმსაზღვრელი ცნებებია; ისინი ეხმარებიან ინდივიდს, დაძლიოს თავის თავში ცხოველური ინსტიქტები და ყოველგვარი სურვილი, არ დაემორჩილოს სახელმწიფო სამართალს, პატივი სცეს თანასწორობას, კანონს და დაიცვას სახელმწიფო, როგორც მთელი, საკუთარი ინტერესებისათვის. ამას აკეთებინებდა ხალხს სტალინი თავისი კონსტიტუციით და იქნებ სჯობს დღესაც გამოცხადდეს კომენდანტის საათი, დამყარდეს ქვეყანაში სტალინური კონსტიტუციის პრინციპებით განსაზღვრული წესრიგი და სახელმწიფომ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობით გააკეთებინოს საზოგადოების ყოველ წევრს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა და აუცილებელი დღეს ქვეყნისათვის. ხალხი იგრძნობს ამ გზით სახელმწიფოებრივი წესრიგის ფასს და გარკვეული დროის შემდეგ აზრი ექნება უკვე არჩევნებს.
ყოველი კანონი, რასაც დღეს მთავრობა იღებს, თავსებადია სტალინის კონსტიტუციასთან და აუცილებლად მისაღები. ამ გზით და მხოლოდ ამ გზით შეიქმნება დროის მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ხალხი მიხვდება იმას, თუ ვინ, სად და როგორ უნდა იყოს არჩეული. დამთავრდება ბოლოს და ბოლოს ადამიანების ქუჩა-ქუჩა სირბილი, ჩხუბი, ცემა და ყვირილი და ნაცვლად ყოველივე ამისა დაიწყება სერიოზული, რაციონალური დისკუსიები პროფესიონალურ ასპექტში, რის საფუძველზეც მიღებული იქნება შემდეგ უკვე ყველა გადაწყვეტილება და სამოქმედო პრინციპი. ისინი არ დაუპირისპირდებიან უკვე ხალხის ინტერესებს და, როგორც წესი, ხელს შეუწყობენ ქვეყნის კეთილდღეობას. საზოგადოების ყოველი წევრი კი უნდა მიხვდეს, რომ კულტურა - ეს არის არა აღვირახსნილობა, არამედ შეზღუდვები! ამიტომ არავინ არ უნდა დაივიწყოს გოეთეს სიტყვები: ‘’იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში!’’
