პოლიტიკა
დადგა დრო და უნდა ითქვას ყველა სიმართლე
მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, საშინელ გაჭირვებაშია ხალხი და ყველგან და ყოველმხრიდან გაისმის გამწარებულ ადამიანთა უკიდურესი პროტესტი. საზოგადოებას ახრჩობს დასავლეთის მიერ შემოგზავნილი აგენტურა თავისი სატანისტური მორალით და პასუხისმგებლობის გრძნობისა და საუკუნოვანი ტრადიციების უარმყოფელი მოთხოვნებით. სოროსული ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების აღვირახსნილმა თარეშმა მოსპო განათლების სისტემა, ჯანმრთელობის სფერო, სამართალდამცავი ორგანოები და ჩამოშალა მთლიანად სახელმწიფო მმართველობა. თავის მხრივ, დასავლეთიდან შემოტანილი „მაღალი კულტურის“ ფონზე, მოიკიდა ფეხი და აღზევდა კორუფცია, რამაც, როგორც ზუსტად აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ, მიიღო ჩვენში მეკობრეების მსგავსი ბანდიტური დაჯგუფებების ტიპის, ხალხის ძარცვა-გლეჯის უსაშინლესი ფორმები. შედეგად დღეს ქვეყანაში აღარ გვყავს სპეციალისტები და საზოგადოებაში გამეფებულია ქაოსი და ანარქია.
კარგია, ნამდვილად, რომ ამ ბოლო დროს, დაიწყო მოძრაობა სახელმწიფო წესრიგის აღსადგენად და გადასარჩენად. პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყარად ადგანან ამ ხაზს და მთელი ძალით იცავენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მის ტრადიციებს და კულტურას. ყაველაშვილი, მაგალითად, ქართველი რაინდის ტიპიური ფორმით, მშვენივრად ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და შესანიშნავად გამოიყურება უბადრუკი ზურაბიშვილისა და მასზე კიდევ უარესი მარგველაშვილის ფონზე. გაუგებარია ამ დროს ჩემთვის, რატომ ლანძღავენ ყაველაშვილს საერთოდ და კერძოდ თურქეთში ვიზიტისათვის. ნათქვამია შვილი მამის დანაშაულზე პასუხს არ აგებსო და მართლაც, იქნებ უფრო სწორია წავიდეთ კომპრომისზე, გამოვიყენოთ გონივრული დიპლომატია, ახალი დროის პოლიტიკის ყველაზე ეფექტური იარაღი და არ დავუწყოთ ერდოღანს ანგარიშსწორება „დიდგორთან“ დაკავშირებით; ჩუმად, ჩვენთვის გვტკიოდეს „დიდგორი“, როგორც ჩვენი ისტორიული წარსული და მოუშუშებელი იარა, მაგრამ შევეცადოთ მაინც შევქმნათ ახალი პოლიტიკური რეალობა და გავაგებინოთ ყველას, რომ თურქ მესხებს არავითარი კავშირი არა აქვს მესხეთთან და ისიც, რომ ჩვენი დიდი ხნის ტკივილია ტაო-კლარჯეთი, ოშკი და ზარზმა... სხვათაშორის სოჭიც... ისე, მე, ერთხელ, ბ-ნი ედუარდის საუბრიდან მომეჩვენა, რომ მას ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული იმედები ქონდა... ვინ იცის... იქნება და... მე ყაველაშვილს ბ-ნ ედუარდს არ ვადრი, მაგრამ რაა ის ჯარისკაცი, გენერლობაზე თუ არ ოცნებობს...
კარგია, რომ დღეს კობახიძე შესაშური სიზუსტით ახდენს დასავლეთის იდეოლოგიის კრიტიკას და არ უშვებს ხელიდან არცერთ საჭირო მომენტს იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მასთან ხშირად ესმევა ხაზი იმას, რომ საქართველო არ ებრძვის ევროპას, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ საქართველო არ იზიარებს იმ ფასეულობებს რასაც ძალით გვახვევს ჩვენ თავზე ევროპა. მთელი მსოფლიო ხედავს ამჟამინდელი ევროპის გაუბედურებულ მდგომარეობას; ძნელია დაიჯერო, რომ დღევანდელი გერმანია არის ის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა, სადაც უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული ფილოსოფია, მეცნიერება, მუსიკა, ფერწერა, ყველა დარგი და ყველა სფერო?! ნუთუ ამ ქვეყანამ შვა თავის დროზე ფიხტე, შელინგი, კანტი, ნიცშე, ჰეგელი, მარქსი?! ნუთუ ამ ქვეყანამ ჩაუყარა საფუძველი დიალექტიკის თეორიას?! აი ამ ევროპასთან ქონდა ყოველთვის კავშირი საქართველოს და აფასებდა კიდეც ასეთ ევროპას! დღესაც ეს ავტორები ჩვენი სამაგიდო წიგნებია!!! ახლანდელი ევროპა კი განადგურებულია და მომსპარი, ის, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო შემდეგი: ამ ცოტა ხნის წინ, ფორმულის არხზე გამოდიოდა გიგი უგულავა და ლანძღავდა პრემიერს და მის მამას. მე კობახიძის მამის დამცველად არ გამოვდგები და არც ვიცი ვინ არის ეს კაცი, მაგრამ ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ გიგის საკუთარ მამაზე ელაპარაკა, რომელმაც მოსპო, დაანგრია და გაანადგურა ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. სწორედ უგულავას მამის დანაშაულებრივ მოქმედებებს შეეწირა ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ თენგიზ სანაძე, ჯემალ მებონია, ლერი ქურდაძე და ბევრი კიდევ სხვა. ჩვენი ფაკულტეტიდან განუსაზღვრელი რაოდენობით მიყავდათ სტუდენტები ამერიკაში და თანაც არჩევდნენ მათ ვისაც ქონდა ფრიადი „თეორიულ ფიზიკაში“ და ჩემს საგანში: „მეცნიერება და ფილოსოფია“. დღეს ეს ფაკულტეტი გასწორებულია მიწასთან და განადგურებულია სწორედ უგულავას მამის ხელით. მან პირადად გააუქმა ფაკულტეტზე ჩემი საგანი, რომელიც ეხებოდა დიალექტიკის თეორიის აქტუალურ პრობლემებს. საფუძველი ამ კვლევებს ჩაუყარა, თავის დროზე, ანდრია რაზმაძემ, ლევან გოკიელმა, ვ. მამასახლისოვმა, მ. მირიანაშვილმა, კ. ბაქრაძემ, ს. წერეთელმა, ზ. კაკაბაძემ. სწორედ ვ. მამასახლისოვის, მ. მირიანაშვილის და კ. ბაქრაძის უშუალო ხელმძღვანელობით იყო მომზადებული ჩემი კურსი.
მამა-შვილმა უგულავებმა მოსპეს ფიზიკის ფაკულტეტი. საქმე კი იმაშია, რომ თავად გიგი უგულავა იყო ე.კოდუასა და გ. თევზაძის მარჯვენა ხელი და იმართებოდა ყველა საქმეში მ. მამარდაშვილის მიერ შემოტანილი სოროსული იდეოლოგიით. მათ დაანგრიეს ფიზიკის ფაკულტეტი და ჩაუგდეს ის ხელში ვინმე შათაშვილს, რომელსაც პირადად მე ძლივს დავუწერე დამაკმაყოფილებელი ნიშანი ჩემს საგანში; ხოლო „თეორიულ ფიზიკაში“ რა ვარსკვლავებს წყვეტდა ეს ქალი, კარგად ეცოდინება ალბათ ანზორ ხელაშვილს, თეორიული ფიზიკის კათედრის ყოფილ გამგეს და წამყვან სპეციალისტს ამ დარგში, რომელიც სხვებივით ზის დღეს სახლში უმუშევარი, სტუდენტებს კი უნივერსიტეტში „ანათლებენ“ შათაშვილის მსგავსი კადრები. და ბოლოს: უნივერსიტეტის განადგურება ტყუილად ბრალდება მიშა სააკაშვილს, უნივერსიტეტი გაანადგურა მ. მამარდაშვილთან დაკავშირებულმა, სოროსული აგენტურის ქართველ ფილოსოფოსთა ჯგუფმა (გ. თევზაძე, ე. კოდუა და სხვ), რომელთა ნარჩენები ჩაბუდებულია დღეს ილიაუნის უნივერსიტეტში. ამ ფაქტს დროზე უნდა მიაქციოს ყურადღება უშიშროების კომიტეტმა და ეს საკითხი მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე გამორჩეულად უნდა იყოს გაშუქებული.
კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოუცხადა სერიოზული ბრძოლა ნარკობიზნესს და დაიწყო პროფესიონალური ფუნქციონირება ყველა სფეროში. შეიმჩნევა რომ თანდათან ქრება „ხარებას“ ტრადიციები და მოსახლეობასთან მისი მრევლის ურთიერთობის „კულტურა“. ბევრი ხვდება უკვე, რომ დროა დამთავრდეს „ქოცისა“ და „ნაცის“ ტერმინოლოგიაში აზროვნება და ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალიღ უნდა ვიმოქმედოთ იმ უბედურების წინაარმდეგ, რაც თავს დაგვატყდა. ხალხს წყურია სამართალი და სახელმწიფოსაგან წარმოებული ძარცვის პროცესთა შეჩერება; ხალხს სურს გარკვევა იმისა, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. დროა ალაპარაკდეს სააკაშვილი და გავიგონოთ მისი სიმართლეც: აგვისტოს ომზე და საერთოდ ჩვენი დროის საქართველოზე საუბარი მიშას გარეშე აბსურდია!!! ვის, ვის და სამართალზეც და კორუფციაზეც მიშას ყველაზე მეტი აქვს სათქმელი!! კმარა ალბათ მისი, პიჯაკების ყიდვისა და იუშჩენკოსათვის საპნის შეძენისათვის ლანძღვა და გინება! ხალხს სურს გაიგოს როგორ „მოკლა“ მან საფერფლის თავში ჩარტყმით ჟვანია და ისიც თუ რატომ „გამოასალმა“ სიცოცხლეს კობა დავითაშვილი... გავიგოთ ბოლოს და ბოლოს ვინ იყო და რა გააკეთა სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტმა... დამეთანხმება ხალხი ალბათ, რომ სააკაშვილის პიჯაკებისა და ტრუსიკების თვლაზე მეტად მოსახლეობას აინტერესებს აბასთუმანთან, საყდრისთან, გელათთან დაკავშირებული პრობლემები და ის, თუ რამდენი სასახლეა აშენებული ჩვენი ოლიგარქების მიერ საზღვრის შიგნით და საზღვარგარეთ ხალხის ხარჯზე; ანუ რამდენი გვყავს და ვინ არიან „ქართულ - ჯიგრულ პონტში ცხოვრების“ მოყვარული ჩვენი პოლიტიკოსები.
ძალიან კარგი იყო და სიმართლის ძიებისაკენ იყო მიმართული გვარამიას მიერ შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საშინელი მკვლელობების საქმეების ძიება; ისიც, როდესაც ნოდარ მელაძის ჟურნალისტები მოურიდებლად ამჟღავნებენ და ხდიან ფარდას კორუფციის და სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტებს ჩვენს ქვეყანაში. კარგია ხაბეს პოდკასტები სადაც ის საქმეში უშუალოდ, რეალურად მონაწილე პირების მონაყოლის ბაზაზე გვიჩვენებს იმას, თუ რა კანონდარღვევებსაც აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საინტერესოა მისი საუბრები მურთაზ ზოდელავასთან, რომელიც დაწვრილებით ახდენს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არსებული კაპიტალის ბრუნვის პროცესთა სიღრმისეულ ანალიზს და პროფესიონალი იურისტის პოზიციებიდან, შესანიშნავად გვიჩვენებს იმას, რომ ამ პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან რადგანაც ისინი არ მოიცავენ თავის თავში არავიტარი პოლიტიკური იდეის ელემენტს და წარმოადგენენ მხოლოდ ფულის საშოვნელად, მიზანმიმართულად გამოსული ხალხის მოქმედებებს. სავსებით სწორია და სამართლიანია მისი მოთხოვნა ( და ეს არის ოპოზიციის მთავარი ლოზუნგი), რომ ეს ყველაფერი, როგორც ჩვენი ქვეყნის ნგრევისა და განადგურების მიზეზი უნდა დამთავრდეს და აილაგმოს. ფულის საშოვნელად გამოსულ ხალხს განეკუთნებიან ასევე სასამართლო სისტემები და პროფესიონალურად ძალიან დაბალ დონეზე მომუშავე ადვოკატურა. ძალიან კარგი იქნება თუ ბ-ნი მურთაზი დაინტერესდება ამ პრობლემით. სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას პირველ რიგში ჭირდება გამართული, პროფესიონალი კადრები იურისპრუდენციაში, რომელთა ნაკლებობაც დღევანდელ საქართველოში აშკარად იგრძნობა და ეს უდიდეს სირთულეებს უქმნის მოსახლეობას ცხოვრებაში.
კარგია ნამდვილად, როდესაც ბექა ყორშია მისთვის დამახასიათებელი იუმორით გვიჩვენებს იმას, თუ რა საშინელ სიბინძურეში ვართ ჩაფლული ყველანი ყელამდე და რომ აკადემიის პრეზიდენტიც კი, რომელიც წლების მანძილზე მნიშვნელოვან იდეოლოგიურ ცენტრებს ხელმძღვანელობდა, დღეს, სამწუხაროდ, თავისი მსჯელობით, არაფრით არ განსხვავდება, ზოდელავას მიერ აღნიშნული ფულის მკეთებელი და ყოველგვარი იდეოლოგიისაგან დაცლილი კლანისაგან. არადა იმ დროს, როდესაც სტალინმა დააარსა აკადემია, მას, ის ჩაფიქრებული ქონდა, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრივ მართვაში მთავარი მეცნიერული კონსულტანტი და მთავარი ორიენტირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გადაბრუნდებოდა , ალბათ, სტალინი საფლავში, მას, რომ გაეგონა, რომ საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისათვის, დღეს, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა, მთავარი სურვილი, ყოფილა თურმე „კაკაჩას“ სუფრაზე თამადობა და დროსტარება. ისე, თუ აკადემიკოსები ბ-ნი როინის ხელდასმით ამ პრინციპით „ირჩევიან“, მაშინ აღარ მიკვირს ნამდვილად ის, თუ რატომ არ არიან აკადემიაში დღეს ჩვენი წამყვანი და საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები და არ გამიკვირდება არც ის, თუ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდიუმში, პრეზიდენტის გვერდით, თავად „კაკაჩა“ ვიხილოთ. სასაცილოა ყველაფერი ეს სატირალი რომ არ იყოს. სატირალია, აბა რა არის ის, რომ მაშინ, როდესაც ვანდალურად ინგრევა აბასთუმანი და ნადგურდება ასტროლოგიური კვლევების უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი, აკადემიის პრეზიდენტი ოცნებობს თურმე იმაზე, თუ როგორ მოხვდეს თამადად თამაზაშვილების სუფრაზე და როგორ „გადაჭრას“ ღარიბაშვილთან ხუთ წუთიან საუბარში „აკადემიის წინაშე წამოჭრილი ყველა პრობლემა“.
მიუხედავად ხაბეიშვილისა და ყორშიას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა არ შემილია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ვერ შევუერთდები ვერც ხაბეიშვილს და ვერც ყორშიას, იმ ცხარე ცრემლების ღვრაში, რასაც ისინი ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებიღ აფრქვევენ და აღვარღვარებენ. ჩემი მტკიცე რწმენით ამაღლობელის ქალი დამნაშავეა და „სახელმწიფოს“ ცნების ყველა გაგებით უნდა დაისაჯოს.
სხვათაშორის გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ტრამპმა, სულ ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც ყოველ პოლიციელს, შექმნილ ვითარებაში, აძლევს საკუთარი თავისუფალი არჩევანის მიხედვით მოქმედების უფლებას. უფრო მეტიც; ბევრი ქვეყანა დღეს გამოდის უკვე სიკვდილით დასჯის შესახებს კანონის აკრძალვის გაუქმებუს მოთხოვნით და თვლის, რომ სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებით დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, თავის დროზე; აღვირახსნილი თავისუფლება, როგორც წესი წარმოშობს ფაშიზმს, რაც დღეისათვის აშკარად სახეზეა.
აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ ფაქიზად მსჯელობს ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავა; ის, ისე რომ საერთოდ არ ახსენებს ამაღლობელს, ამბობს, რომ: „პოლიციელი, რომელიც შეურაცხყოფს ქართველ ქალს, ხელს აღმართავს მასზე და კახპას უწოდებს, უნდა დაისაჯოს!“ ჭეშმარიტად! უნდა დაისაჯოს! უნდა დაისაჯონ პოლიციელები, რომელნიც დარბიან ნიღბებით ქუჩებში და სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს! მაგრამ ასეთ დოს აუცილებლად გასარკვევია ის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები: სახელმწიფო შტატში ოფიციალურად დასაქმებული პირები, თუ ბანდ-ფორმირებები, რომლებიც უკანონოდ დათარეშობენ ქუჩებში და რაც მოესურვებათ იმას უკეთებენ მოსახლეობას, რასაც სამწუხაროდ აქვს ასევე ადგილი. ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა და რეაგირებაც სხვადასხვაგვარადაა მათზე საჭირო. რაც შეეხება ამაღლობელს, მისთვიის სახელმწიფოს არ მიუყენებია არავითარი შეურაცხყოფა, პირიქით ამაღლობელმა თვითონ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს, რადგანაც ხელი გაარტყა პოლიციის მუშაკს, მისი სახელმწიფო მოვალეობის შესრულების პროცესში. ამგვარი მოქმედება კი, ისევე, როგორც მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებით ქუჩებში სირბილი, პარლამენტის შენობის კედლების მტვრევა და მისთცის ცეცხლის წაკიდება, დაუშვებელია და დასჯადი. მურთაზ ზოდელავამ, როგორც კვალიფიცირებულმა იურისტმა, მშვენივრად გაიაზრა ეს მომენტი და ამიტომაც აირჩია თავისი აზრის გამოთქმისათვის იურიდიულ ასპექტში სავსებით მისაღები ფორმა. ყორშიასა და ხაბეიშვილისათვის კი არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ ფაქტს; ისინი თვლიან, რომ, თუ იმ დაზარალებულ პოლიციელს არ მოტყდა ყბა, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ამაღლობელი მართალია! პოლიციელმა კი, რომელმაც ეს შურაცხყოფად მიიღო, უნდა აღიაროს თურმე, მათი აზრით, თავისი სისუსტე და შეიცვალოს საერთოდ საქმიანობის სფერო...
ისე სამარცხვინოა, ნამდვილად ქვეყნისათვის, რომ მურთაზ ზოდელავას მსგავსი იურისტი დაუსაქმებელი იყოს თავის სფეროში და სამართალს ჩვენს ქვეყანაში განაგებდნენ მურუსიძე და ჩინჩალაძე; აქედან გამომდინაე ორივე ხელით ვუჭერ მხარს ოპოზიციას და ვუერთდები მათ მოთხოვნას სასამართლო სისტემბის რეფომის შესახებ; იმ საკითხშიც, რომ დეტალურადაა შესასწავლი სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ბნელით მოცული კონტაქტები. ხომ გვეუბნება ამაყად მდინარაძე, რომ ჩვენ, ჩვენს მუშაობაში პატიების ფორმატი ავირჩიეთო; ძალიან კარგი! არც სხვებს გვსურს რევოლუციები და სისხლის ღვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პატიებასაც აქვს თავისი საზღვარი და კარგი იქნება თუ ამ საზღვრების დადგენისათვის მისი კომიტეტი გაითვალისწინებს მაჩალიკაშვილის, შაქარაშვილის, ბაჩალეიშვილის მშობელთა პოზიციებს და საერთოდ იმ განწყობებს და ფაქტებს რაც დაგროვილია სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მთლიანად. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გვარამიას გამოძიებები და ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდის ნიკა კვარაცხელიას საზარელი მკვლელობის ფაქტი, რასაც, იმედია, აწი მაინც მიექცევა სათანადო ყურადღება.
ბევრი, ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს საზოგადოებას სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ძალოვანი უწყებების მიმართ. საჭიროა და აუცილებელი არსებული ფაქტების სერიოზული ანალიზი და გამოძიება, თუ გვსურს საფუძვლიანი ცვლილებები შევიდეს დასახელებულ სფეროთა მუშაობაში, სადაც გომელაურის, ლილუაშვილისა და მურუსიძის მსგავსი კადრების გამო არ იგრძნობა არავითარი ზრუნვა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე; კიდევ უარესი: ხშირად ეს უწყებები თავად, ერთობლივად მიდიან უდიდეს დანაშაულებებზე. აუცილებელია ამიტომ თაროზე შემოდებული ყველა საქმის განხილვა და ანალიზი; ხომ არ შეიძლება წლების მანძილზე კორუფციაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ იმ ფაქტით, თუ როგორ იყიდა სააკაშვილმა თავისთვის ოთხი პიჯაკი და როგორ გაბედა ჩაეტანა გვირგვინი კაშინსკის საფლავზე?! სირცხვილია!!! ამ დროს მსოფლიომ იცის, რომ გვყავს მილიარდერები მთავრობაში და ჩვენც ყოველ დღე ვხედავთ ეთერში მათ მიერ სხვადახვა ქვეყნებში აშენებულ სასახლეებს.
უბედურებაა ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, არ გვაქვს სამართალი და უსამართლობას თოფით ხელში იცავენ ძალოვანი სტრუქტურები. საზოგადოების ასეთი გადაგვარება მოხდა სოროსის იდეოლოგიით (ტყუილად კი არ გააძევა, თავის დროზე სოროსი ქვეყნიდან სტალინმა), რომელმაც გაანადგურა ჩვენში განათლების სისტემა, მეცნიერება, მორალი, რელიგია და ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციები. შეხედეთ რა ჭირს დღეს ევროპას, რა დღეშია გერმანია, კანტის, ჰეგელის, მარქსის ქვეყანა! იგივე დაგვმართა ჩვენ დასავლეთმა, მოგვსპო და გაგვანადგურა თოფისა და იარაღის გარეშე. გაწყდა კავშირი თაობებს შორის და მიზანმიმართულად დაიწყო ფაშისტური ელემენტების შემოტანა ახალგაზრდობის ცნობიერებაში. ამის შედეგია ის, რომ ყოველ ნაბიჯზე, ახალგაზრდები, ქონებისათვის კლავენ თავიანთ მშობლებს და ახლობლებს. „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი“, „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებლას“ აი, ამ აზრებს უნერგავდა ახალგაზრდობას მ. მამარდაშვილი თავისი ლექციებით წლების მანძილზე.
ჭკუის დარიგების პოზიციებიდან დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა თანდათან გადავიდა კანონშემოქმედებით მუშაობაზე. მოხერხებულად ჩანერგეს ისინი ჩვენს პარლამენტში და დაიწყეს იქ მათ ყოვლად დაუშვებელი ცვლილებების შეტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ამის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან სრულიად დაუცველია ადამიანი და კონსტიტუციაში შეტანილია ბევრი ისეთი კანონი, რომელიც ხელს კი არ უწყობს ადამიანს ცხოვრებაში, არამედ პირიქით, ხელს უშლის მას. სახელმწიფო არ იცავს ადამიანს და მის უფლებებს. მთავრობა კი ძალიან მძიმედ მიდის კონსტიტუციაში სოროსელების მიერ შეტანილი, ჩვენთვის მიუღებელი ცვლილებების შესწორებაზე. ეს შესწორებები არ აწყობს მათ, ვინც ხალხის უფლებებზე თარეშს შეეჩვია. ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურები, სამართალ დამცავი ორგანოები და ყველა ის, ვისაც კანონმორჩილი ცხოვრება თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნია. როდესაც რუსეთი დადგა იგივე პრობლემის წინაშე, ბელოუსოვმა დააყენა საკითხი პარლამენტის დაშლისა და სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ჩვენ? ჩვენ როდემდე უნდა ვიცხოვროთ ჟვანიას, ხიდაშელის, ვახტანგ ხმალაძისა და სხვა მათ მსგავსთა მიერ დაწერილი კანონებით; რომელნიც მამარდაშვილის დიქტატით შემოგვიტანა და დაგვიწესა ქვეყანაში სოროსმა?
დასავლეთის მიერ შემოტანილი კანონები განსაკუთრებით უთხრიან ძირს უფროს თაობას, რომელიც სულ სხვა პრინციპებზეა აღზრდილი და ვერ ორიენტირებს ამიტომ ახალ სოციალურ რეალობაში. სოროსის იდეოლოგიის ბაზაზე ფორმირებულმა სახელმწიფო ბიუროკრატიამ გადაუარა მთლიანად ადამიანის უფლებებს. მორალისა და პასუხისმგებლობისაგან დაცლილი კანონები ამოქმედნენ ფაშისტური ძალით და შინაარსობრივად დაუპირისპირდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მნიშვნელოვან მომენტს; ამრიგად სისტემა, მთლიანად, დაუპირისპირდა ადამიანს და მის უფლებებს; უმცროსმა თაობამ, რომლის „აღზრდაშიც“ დიდი როლი შეასრულა ძალოვანმა და სამართალ დამცავმა ორგანოებმა (ლილუაშვილის, გომელაურის და მურუსიძის კლანის წარმომადგენლობით) დაიწყო უფროსი თაობის შევიწროება და განადგურება ფაშისტური მეთოდებით. მეტი რაღა გინდათ, აგერ ჩვენს ქვეყანაში ქალმა მოკლა, მოხარშა და შეჭამა კიდეც თავისი გამზრდელი.
მიდის იდეოლოგიური ომი და გვებრძვის დასავლეთი თავისი აგენტურით. სოროსული პროგრამის მთავარი მიზანია, მსოფლიო მასშტაბით, მოსახლეობის, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოსპობა და განადგურება. ამ მიზნით წარიმართა სწორედ ჩვენში ბიოლოგიური ომი და მასში მონაწილე ექიმებს დღემდე არავინ არავითარი პასუხი არ მოსთხოვა. ჩემი მეუღლე მოკლეს ინგოროყვას კლინიკაში; მოკლეს! იმიტომ, რომ იმას, რაც მას იქ გაუკეთეს მკვლელობა ქვია და სხვა არაფერი; და ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდის დროს იგივე ფორმით. სად არის სახელმწიფო უშიშროება და ვინ უნდა აგოს ყოველივე ამაზე პასუხი?!
აგერ, დღეს გაძლიერებულია სპეკულაციები ხელოვნური ინტელექტის თემატიკით, რასაც კარგა ხანია პროპაგანდას უწევს დიდი ბრიტანეთი და რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ისევ ილიაუნის უნივერსიტეტთან. სამწუხაროდ ამ ფაქტსაც არავითარი ყურადღება არ ექცევა უშიშროების უწყების მხრიდან; არადა ეს არის კიდევ ახალი ბომბი ჩვენი ახალგაზრდობისათვის და ქვეყნისათვის მთლიანად. ამას შეეწირა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი: ქეთინო მერაბის ასული ფანჩვიძე და თუ ვინ იყო ის შეგიძლიათ ნახოთ საიტზე panchvidzeq.narod.ru (იხ. ვებ-გვერდის ლინკი სტატიის ბოლოს).
ჩემი კიდევ ერთი უბედურებაა ის, რომ ასეთი დედის საფლავზე არ დადის დღეს მისი შვილი (ჩემი შვილიშვილი) გიორგი ვარამაშვილი, რომელიც 10 წლიდან, დღიდან დედის გარდაცვალებისა სისტემატურად დადიოდა აქ და დებდა ყოველთვის თითო ვარდს მის საფლავზე. ეს გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ ჩაიგდო ხელში ის გომელაურის კლანის, ქართულ-ჯიგრულ პონტში ცხოვრების მოყვარულმა თემურ სხირტლაძის ოჯახმა, რომელსაც უმაღლეს დონეზე ქონდა ათვისებული, ძალოვან სტრუქტურებში ფართოდ დანერგილი, ახალგაზრდობის ცნობიერების გადაგვარების მეთოდები. ამ კაცის „კვალიფიკაციის“ დონეში, რომ ეჭვი არ შეგეპაროთ, შეგიძლიათ ნახოთ სესიაშვილის 2024 წლის პირველი მაისის „ შაბათის მთავრის“ სიუჟეტი, სადაც თემურ სხირტლაძე საეჭვო ვითარებაში აწარმოებს უკანონო გადაღებებს.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შვილიშვილმა სრულიად მოულოდნელად ცოლად მოიყვანა ამ პოლიციელის ქალიშვილი: თამარ სხირტლაძე, რომელიც პირველი ქორწინებიდან, ძალიან მალე, დიდი კონფლიქტით ყოფილა თურმე გამოშვებული. ჩვენთანაც, პირველსავე დღეებიდან დაიწყო ამ ოჯახმა ბრძოლა ჩვენი ოჯახის მთელი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. ხუთი წელია გრძელდება ეს დავა და ამ პერიოდში მე კარგად გავერკვიე იმაში, თუ რას წარმოადგენს გომელაურის სტრუქტურა და რა კავშირები შეიძლება დამყარდეს ძალოვან სტრუქტურებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის; ანუ რას წარმოადგენს მურუსიძის კლანი თავისი მოსამართლეებითა და ირაკლი ალხაზიშვილის, ვახტანგ ცხომელიძის და ნინო ათაბეგაშვილის მსგავსი ადვოკატებოთ, რომელთაც ზემოთხსენებული კლანების მხრიდან ძლიერი მფარველობა რომ არა დიდი ხანია ჩამორთმეული უნდა ქონდეთ ადვოკატის სტატუსი.
იმისათვის, რომ საქმის ვითარება უკეთესად იყოს წარმოდგენილი, აღვნიშნავ იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოებიც და ძალოვანი სტრუქტურებიც ძალზედ მოხერხებულად იყენებენ კონსტიტუაციაში სოროსელების მიერ შეტანილ ცვლილებებს და ახდენენ მათ საფუძველზე სასამართლოსათვის არსებითი და მნიშვნელოვანი ფაქტების დამახინჯებას, შეცვლას და წარმოჩენას ისე, როგორც თავად მოესურვებათ. ეს კარგად გამოჩნდა შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საქმეთა შესწავლის პროცესში. იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, ვაკის პარკის ბასეინში დამხრჩვალი შესანიშნავი გოგონას შემთხვევაში და სხვ. ანუ მუშაობის ეს ფორმა, სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკაში კარგად დანერგილი და ცნობილი მეთოდია. მათ ფულის ავანტიურისტულად კეთების საუცხოო საშუალება მისცა სოროსმა.
ჩემს შემთხვევაში მთავარი იყო, რომ დამალულიყო და არ გამჟღავნებულიყო ჩემსა და ჩემს შვილიშვილს შორის არსებული წინასწარი სიტყვიერი შეთანხმების ფაქტი, რაც თავდაყირა დააყენებდა პოლიციელის ოჯახის ყველა მცდელობას ჩაეგდოთ - ხელში ჩვენი ქონება. ამისათვის კი აუცილებელი იყო ის, რომ პრინციპულად არ შემდგარიყო ჩემი და გიორგის პირისპირ შეხვედრა, რადგანაც გიორგი ისე იყო გაზრდილი, რომ ის ამგვარ დაპირისპირებას უბრალოდ, მორალურად ვერ გაუძლებდა. ეს განჭვრიტა თავის საქმეში „კარგად დახელოვნებულმა“ თემურ სხირტლაძემ და ამიტომ აეკრძალა გიორგის ჩვენი მხრიდან ყველასთან კონტაქტი. ეს იყო სადისტური გადაწყვეტილება და ქეთინოს გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემი მეუღლის ყველაზე დიდი ტკივილი; ვეღარ ვნახულობდით შვილიშვილს, რომელსაც ერთი წუთითაც კი ვერ ვიშორებდით თვალიდან: მიკვირს ამ ხალხს ღმერთის არ ეშინიათ? ან გიორგი რას ფიქრობს? დაკარგა აზროვნების უნარი საერთოდ? თუ შეაშინა იქნებ ვინმემ რაიმეთი? ისე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არც ასეთი რამაა გამორიცხული.
ასეა თუ ისე, გიორგის გააწყვეტინეს კავშირი ყველასთან: ჩვენთან, ჩვენს ნათესავებთან და მეგობრებთან, დედის მეგობრებთან და თავის მეგობრებთანაც კი. დღეს გიორგის დაბლოკილი აქვს ყველას ტელეფონი და პირველ რიგში ჩემი; ისე, რომ, რომ ვკვდებოდე (და ბევრჯერ იყო ასეთი შემთხვევა) გიორგის ვერ დაუკავშირდებიან. მაგალითად, როდესაც ჩემი მეუღლე კვდებოდა, მან სიკვდილის წინ ითხოვა თავისი გაზრდილი შვილიშვილის ნახვა, მაგრამ გიორგიმ ის არ ნახა; სამაგიეროდ კლინიკიდან, მემკვიდრეობის სტატუსის გამყარების მიზნით (მაგრად მუშაობდა სიმამრი, თორემ გიორგი ამას ვერ მოიფიქრებდა) მან ჩვენგან დაუკითხავად გაიტაცა მიცვალებული და დილის 9 საათზე დააპირა მისი დაკრძალვა, რისი მოწმეც გახდა ჩემი შვილის საფლავის მომვლელი ქალი და გაოცებული იყო ის ამ ფაქტით. ყველაფერმა ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, რის გამოც ჩემი მეუღლის ვერც დაკრძალვას და ვერ ორმოცს ვერ დავესწარი (ორი თვე ვიწექი და რეაბილიტაციას გავდიოდი სხვადასხვა კლინიკებში). პირველად როდესაც გონებადაკარგული, სასწრაფო დახმარების მანქანას და ნათესავებს სამედიცინო კლინიკაში გადავყავდით, დაურეკეს და შეატყობინეს ეს ამბავი ჩემს შვილიშვილს; პასუხი გასცა მისმა მეუღლემ (საერთოდ ჩემს შვილიშვილთან კონტაქტი შეიძლება მხოლოდ მისი მეუღლის საშუალებით, სხვა კონტაქტი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ოჯახს აკრძალული აქვს) და განუცხადა, რომ ჩვენ არ გვცალია და ვერ მოვალთო; თან დაუმატა: კარები კარგად დაკეტეთ სახლიდან არაფერი დაიკარგოსო. გესმით, რა კატეგორიის ხალხთან მაქვს საქმე? შეიძლება გაგიჟდეს კაცი?!
ჩემი მეუღლე ისე დაკრძალეს, რომ საფლავს მოწესრიგება, რომ სჭირდებოდა პოლიციელის ოჯახს არც უფიქრია, დატოვეს ის იგივე მდგომარეობაში და წავიდნენ. საქმე გაკეთებული იყო, ანუ დოკუმენტი, სასამართლოსათვის, რომ მათ ჩაატარეს დაკრძალვა ხელთ ქონდათ. მერე რა, რომ დასაფლავებაზე მოსული არცერთი პირი მათთან სამძიმარზე არ მისულა, ამ ფაქტს, ისევე როგორც არცერთ მორალურ მომენტს, ამ ოჯახისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია ფული და ქონებაI საფლავი მოაწესრიგა და ორმოციც გადაიხადა ჩვენმა მეგობრებმა და ნათესავებმა; მე ჯანმრთელობის გამო, მხოლოდ წლისთავზე შევძელი მისვლა. შვილიშვილს, ამ პერიოდში ერთხელაც არ უკითხავს ჩემი ამბავი. ამიხსნას ვინმემ, ამას არ ქვია უღირსი მემკვიდრე? საერთოდაც, როდესაც ჩვენ, ნათესავები და მეგობრები ქეთინოს და ჩემი მეუღლის საფლავზე, წელიწადში სამჯერ, ვიკრიბებით, გიორგი იქ არასოდეს არ მოდის; არ უშვებენ?! წელს, მის მეუღლეს დავურეკე (გიორგის, როგორც ვთქვი დაბლოკილი აქვს ჩემი ნომერი) და ვკითხე: დედამისის და ბაბუამისის საფლავზე აღდგომის დღესაც არ მივა გიორგი მეთქი? და იცით რა მიპასუხა?!: „თქვენ რა, ვიდეო-თვალი გაქვთ იქ დაყენებულიო? გაიგეთ, გიორგის უნდა ავა იქ და უნდა არაო!“ - ასეთია გომელაურის კლანის განათლება, კულტურა და მორალი. შენ კი გიორგი მეცოდები, ამდენს რომ გიბედავს ეს ქალი და მისი ოჯახი! დედაშენი არ იყო იმისი ღირსი ნამდვილად, რომ შენ მის საფლავზე არ დადიოდე! არც ჩვენ, მე და ბაბუაშენი ვიყავით იმის ღირსი რაც გაგვიკეთე; ვიცი შენ ელოდები ჩემს სიკვდილს იმისათვის, რომ ამოისუნთქო და ელოდები ისეთივე სიხარულით, რა სიხარულითაც ბაბუაშენის სიკვდილს შეხვდი; მითხრეს სიხარულს ვერ მალავდა დაკრძალვის დღესო. მჯერა არ მიხედავ შენ ქეთინოს საფლავს და გავაკეთებ ამიტომ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩამოგართვა მასზე ყოველგვარი იურიდიული უფლება, რაც ასე მოხერხებულად გაგიკეთა შენმა სიმამრმა და ალბათ იმისთვის, რომ ევაჭრა შემდეგ ამ მიწის ნაკვეთით!!! მე მჯერა უკვე, რომ ამოფარებული ხარ ცოლის კალთას და არ გყოფნის ვაჟკაცობა შემხვდე პირისპირ და თქვა ბოლოს და ბოლოს ვაჟკაცურად რა გსურს ჩემგან და რას მედავები და ეს იმიტომ რომ არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი. არ გრცხვენია? კაცად როგორ მიგაჩნია ყოველივე ამის შემდეგ თავი?
შენი უარი, რომ არ გსურს ჩემთან შეხვედრა გააჟღერა სასამართლოზე შენმა ადვოკატმა (ნ. ათაბეგაშვილი); მან, ისე რომ წარბიც არ შეუტოკებია, განაცხადა რომ ჩვენ, შენი აღმზრდელი ბებია და ბაბუა, გაწამებდით თურმე შენ და ამიტომ შეაფარე თავი გომელაურის პოლიციელის ოჯახს. რის საფუძველზე ამბობს ამას შენი ადვოკატი?! ეს შენი სიტყვებია? გადაირია ჩემს ირგვლივ ყველა ვინც იცის, მოწმე იყო და ძალიან კარგად ხედავდა იმას, თუ რა ზრუნვაში გაიზარდე შენ ჩვენს ხელში. სასამართლოს კი არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ სჭირდება, ისე უბრალოდ „იჯერებს“ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მე განვაცხადე რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და მოვითხოვე, რომ თავად ეთქვა ეს გიორგის პირადად ჩემთვის. პასუხად მივიღე, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილებები, ამგვარი დაპირისპირება ღირსების შელახვად ითვლება და მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულიაო. შენ მოგწონს ეს თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო (ადვ. მ. სხირტლაძე) გაგიკვირდებათ და ამას ჩემი ადვოკატი მეუბნება. ასეთია მურუსიძის სამართალი!
მოკლედ, ძალოვანი სტრუქტურები და სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ. მოსამართლეებიც და ადვოკატებიც გამოსულნი არიან ფულის
საშოვნელად და ნაკლებად აღელვებთ მათ მოსახლეობის ბედი და სამართალი. მაგალითად, ერთმა ადვოკატმა (ირაკლი ალხაზიშვილი) დამიმალა საერთოდ განაჩენი სამი თვით და წამართვა ამით ჩემი საქმის შემდგომი გასაჩივრების უფლება; მეორე ადვოკატმა (გიორგი ცხომელიძე) შემომთავაზა გამეფორმებინა ის მეურვედ და მაშინ საქმეს აუცილებლად მოიგებდა... ამ დროს ქვეყანაში არ განიხილება კონსიტუტიციის სასწრაფოდ გასწორების და იქედან სოროსელების მიერ შეტანილი კანონების ამოგდების აუცილებლობის შესახებ საკითხი. არც პარლამენტი და არც მთავრობა, ისევე როგორც სამართალდამცავი ორგანოები და ძალოვანი სტრუქტურები არ გამოხატავენ არავითარ ინტერესს ამ პრობლემის მიმართ, რადგან ხედავენ ძალიან კარგად, რომ ადვილია მღვრიე წყალში თევზის ჭერა და დაუცველი და უფლება აყრილი მოსახლეობის ჩაგვრა და ძარცვა - გლეჯვა.
როდესაც რუსეთში, ბელოუსოვი წააწყდა იგივე პრობლემას, მან, როგორც უკვე ვთქვით დასვა პარლამენტის დაშლის საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია მუშაობის დაწყება ახალ საკადრო პოლიტიკისა და სახელმწიფო მმართველობის ახალ პროექტებზე. ალბათ ეს ერთადერთი გზაა.
ჩვენი ბელოუსოვი სააკაშვილია, მაგრამ ის ყავთ გამოკეტილი ოთხ კედელში და ბევრს კლავს შიში იმისა, რომ არ გამოვიდეს მიშა იქედან - იტანჯება ხალხი და მეც მათ შორის.
ქვეყანაში მიმდინარეობს ძლიერი იდეოლოგიური ომი და სოროსის ხელი შეეხო ყველა სფეროს. ინსტრუქციები შემოდიან ჩვენთან დასავლეთიდან და პროცესები იმართება სულ ახალ-ახალი „სოციალურ-ჰუმანიტარული“ პაკეტებით. მათი მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების გახლეჩა და ანარქიისა და ქაოსის გამოწვევა. სოროსული ფონდებიდან ფინანსირდებიან და იმართებიან ენჯეოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლიბერალური მედია, სოციოლოგიური გამოკვლევის ცენტრები და ილიაუნის უნივერსიტეტის მსგავსი უნივერსიტეტები.
სოროსის იდეოლოგიამ შემოიტანა ჩვენში აღვირახსნილი თავისუფლება რითაც უარყოფილია პასუხისმგებლობა, მორალი და ადამიანთა შორის ურთიერთობანი აგებულია ტყუილზე. ეს პრინციპები დაედო საფუძვლად სწორედ ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და გომელაურის, ლილუაშვილისა და მურუსიძის ხელში სოროსული იდეოლოგიის ეფექტი ავიდა ზენიტში და გადააჭარმა თავის მაქსიმუმს. მორალური ნორმებისა და პასუხისმგებლობის გრძნობისაგან დაცლილმა თავისუფალმა ადამიანმა დაიწყო მოქმედება დევიზით: „მინდა და ვაკეთებ!“ და გადაუარა თავზე საზოგადოებაში ყველას და ყველაფერს; გაითელა და შეილახა ყველა ადამიანის უფლებები: წარმოიშვა ხალხში სასოწარკვეთა და ბევრი ადამიანი მიდის თვითმკვლელობამდე. გახსოვთ, როგორ მოიკლა თავი თხუთმეტი წლის ლუკა სირაძემ?! მან ვერ მიაღწია სამართალს, ვერ აიტანა უსამართლობა და გამწარებული, პროტესტის ნიშნად გადმოვარდა მაღალი სართულიდან სიტყვებით: „ ამ ცხოვრების “ დატოვა უბედური დედა, ახლობლები, ქვეყანა და დაამტკიცა ამით, რომ ჩვენში ჩამოშლილია მთლიანად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, არ გვაქვს სახელმწიფო და არ სრულდება არცერთი კანონი.. სახეზეა უვიცობის დიქტატურა, აღვირახსნილი კორუფცია და საშინელი უსამართლობა, რაც დიდი ხანია გადავიდა უკვე ფაშიზმში.
ფაშიზმია, აბა რა არის შაქარაშვილის უსასტიკესი მკვლელობა, უნიჭიერესი ახალგაზრდის ნიკა კვარაცხელიას საშინელი ფორმით სიკვდილი; ის, რაც გაუკეთეს და რისთვისაც გაიმეტეს ბაჩალეიშვილი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი. თანაც ყველაზე საშინელია ის გარემოება, რომ ყოველ ამ საქმეს, როგორც წესი, თან ახლავს სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ყოვლად ამაზრზენი მცდელობა დაამახინჯონ ფაქტები, გააყალბონ სინამდვილე, ჩარეცხონ საქმე და დამალონ ამ გზით დანაშაულის ნამდვილად ჩამდენი. ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოჩნდა შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის საქმეთა გამოძიების პროცესში და ვინ იცის კიდევ რა ფაქტები გაიხსნება კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით?! რამდენს შეიძლება რომ გაუძლოს ადამიანმა? ვინ აგო, მაგალითაც პასუხი ვაკის პარკის ბასეინში დამღრჩვალი გოგონას თაობაზე? ა რ ა ვ ი ნ !!! გვანადგურებს კორუფცია, უპასუხისმგებლობა, დეპროფესიონალიზმი და ის, რომ ადამიანებში დაიკარგა მორალი.
საშინელი და მძიმე სანახავია, ნამდვილად, მორალისა და პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგული ხალხის ხილვა საქართველოში; ხალხისა, ვინც გათელა ჩვენი რელიგიის ყველა პრინციპი, ყველა ცხოვრებისეული ფასეულობა და საუკუნოვანი, ყველა ტრადიცია. ფაშისტური სადიზმი აყვანილია ზენიტში, ხალხს აღარ ეშინია ღმერთის და აღარ წამს ღმერთი. სასწაული იყო, მაგალითად, ჩემთვის, ის, რომ, როდესაც თემურ სხირტლაძე გარდაიცვალა (ჩემი შვილიშვილის სიმამრი), მისმა ცოლმა და ქალიშვილებმა, ამ კაცის დედა და ძმა პანაშვიდზე არ მიუშვეს დასატირებლად. ახლა აღარ მიკვირს, რა თქმა უნდა ისიც, თუ რატომ არ გამოუშვა, ამ პრინციპებით მცხოვრებმა ოჯახმა, გიორგი, თავის აღმზრდელ ბაბუასთან გამოსამშვიდობებლად, როდესაც ის კვდებოდა. გიორგის კი არ აღმოაჩნდა არც ძალა და არც მორალი იმისა, რომ გამოეჩინა პასუხისმგებლობა თავისი აღმზრდელების მიმართ, არც ბაბუამისის და შემდეგ არც ჩემს შემთხვევაში, როდესაც ორჯერ, სიკვდილის პირად მისული, გადამარჩინეს მხოლოდ ახლობლებმა.
გიორგი, ნუთუ შენთვისაც ფულის კეთება და ქონების დაგროვება გახდა ცხოვრების მთავარი მიზანი? ნუთუ ჩვენი ოჯახის გენეტიკამ სრულიად არ იმუშავა შენში და არ დარჩა არავითარი კვალი არც იმ აღზრდისა, რაც მე და ბაბუაშენმა შენ მოგეცით. ამის მოწმეა ყველა ჩვენს ირგვლივ და გაოცებულები არიან შენი საქციელით ისინი. ამ აღზრდის ფასს, რა თქმა უნდა, გომელაურის უწყების „მეტისმეტად ზნეობრივი“ კლანის წარმომადგენელი ვერ გაიგებს და ვერც შენი ცოლის ოჯახის ის „მარიფათიანი“ ქალები, რომელთაც არ დაზოგეს და გაამწარეს თემურ სხირტლაძის დედა და ძმა და დღეს, როგორც ძველებური „რაიკომის ობკომი“ განაგებენ შენს ცხოვრებას და მოქმედებებს ჩემი მიმართულებით; რის გამოც ყველას, ჩემს ირგვლივ უჩნდება კითხვა: „ვინ ხარ შენ? იდიოტი თუ ნაძირალა?“
უმადურობა დიდი ცოდვაა ამ ქვეყანაზე და მოვა დრო ალბათ შენც ყველაფერ ამას მწარედ ინანებ, მაგრამ მაშინ მე აღარ ვიქნები ცხადია ცოცხალი. მანამდე კი მინდა გავაკეთო ყველაფერი ისე, რომ არ მოგცე საშუალება შებღალო ჩემი შვილის და ჩემი მეუღლის საფლავი. შენ ხომ დიდი ხანია დედად აღარ თვლი ჩემს ქალიშვილს და ბაბუად არ მიგაჩნია ჩემი მეუღლე, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეასრულო ძამაშვილების „ქალთა ობკომის“ ბრძანება: მოსპო და გაანადგურო ჩვენი საფლავები და გაყიდო შემდეგ ეს ადგილი როგორც თავისუფალი მიწის ნაკვეთი! თქვენ ოჯახს ხომ ფული გინდათ მხოლოდ და სხვა არაფერი. შენ აღმზრდელები ცოცხალი არ დაგვაფასე და მიცვალებულებს დაგვაფასებ? მეტი არაა ჩემი მტერი! ყველაფერია საფიქრებელი და ყველაფერია გასათვალისწინებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იცი კარგად რა ხალხთან გაქვს საქმე და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი.
ისე, თუ ეს ქალები არ წყვეტენ ყველა შენს საკითხს და თუ შენ თავად იღებ ყველა გადაწყვეტილებას, როგორც ისინი ბრძანებენ, მაშინ რატომ ვერ ბედავ შემხვდე პირისპირ, ეფარები ყოველთვის ცოლის კალთას და მას ალაპარაკებ ათას სისულელეს! მითხარი მაგალითად პირისპირ, რატომ წაიღე, სასამართლოს წესით, ჩემგან ბაბუაშენის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე გაფორმებული სხვენის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნახევარი და რა სინდის-ნამუსით გამოაცხადე, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩაიდინე, თავი მის მემკვიდრედ? თუ სინდის-ნამუსი აღარ იცი უკვე რა არის? შენ ხომ, შენი სიმამრის „მარიფათიანი“ მოქმედებებით მთელი ჩვენი ქონება გქონდა უკვე გადაფორმებული და მითვისებული; გამოგვაცალე მთელი საარსებო მატერიალური ბაზა და სხვენის წართმევაც გადაწყვიტეთ. საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით.
საინტერესოა შემდეგი ფაქტი: როდესაც თემურ სხირტლაძე გარდაიცვალა ეტყობა მისმა ოჯახმა დაიწყო მის მიერ დატოვებული ქონების გადანაწილება და ამ პროცესებში, როგორც ჩანს, ჩემი შვილიშვილიც აღმოჩნდა ჩართული; რადგანაც, როგორც ჩემმა ადვოკატმა (მ. სხირტლაძემ) დაადგინა, გიორგის შატბერაშვილის ქუჩაზე ახალი ბინები აქვს ნაყიდი; ერთ-ერთში კი რაღაც ოფისია კიდეც გახსნილი... სამწუხაროდ, აღარ დარჩა სისულელე რაც ამ ოჯახმა გიორგის არ გააკეთებინა. ამჯერადაც ბევრი მაქვს სანერვიულო: ის ძალიან კარგი პროგრამისტია, მშვენივრად ფლობს უცხო ენებს და ყველაფერ ამასთან ერთად ერთადერთი მეგობარი, რომელიც მას პოლიციელის ამ ოჯახმა დაუტოვა არის ვინმე აჩო, რომელიც ადრე რამდენადაც ვიცი ქოლ-ცენტრებში მუშაობდა; არცერთი სხვა მეგობარი, რომლებთანაც ის გაიზარდა (დღეს ისინი ფიზიკა - მათემატიკის დოქტორები არიან) ცოლის ნათესავებმა მას გვერდით არ დაუტოვეს... ჩემი ადვოკატის საშუალებით მივმართე ვაკის რაიონის პოლიციას (ნინო მჭედლიშვილი), რომ შეესწავლა ჩემი შვილიშვილის ფინანსური მდგომარეობა და დაეცვათ ის ხიფათისაგან, თუ უეცრად მოხდებოდა სასწაული, გაეხსნებოდა მას ტვინი და მის მეტისმეტად საეჭვო გარემოცვას ეს არ მოეწონებოდა. პასუხად მივიღე უარი: ჩვენ პიროვნების ფინანსური მდგომარეობის შემოწმების უფლება არ გვაქვსო, მაგრამ თუ მოხდა რამე აუცილებლად შეგატყობინებთო. როგორ მოგწონთ? „პოლიცია თავის ადგილზეა“!
ამ ქალბატონთან და საერთოდ ვაკის პოლიციაში ჩემი ბევრი პასუხგაუცემელი განცხადებაა; მაგალითად: 1. ვინ და რატომ გახსნა ჩემი გაზის მრიცხველი და ამ მეთოდით გაუშვა გაზი ჩემს ბინაში ისე, რომ სრულიად შემთხვევით გადავრჩი!
2. რატომ არცერთ ჩემს წერილზე, რომელიც ვახტანგ ქურთაულის სახელზე იყო შეტანილი არ აქვს პოლიციას გაცემული პასუხი? პასუხს ველოდები ნინო მჭედლიშვილისაგან, რადგანაც თავად ქურთაულს, პატიოსანი მუშაობისათვის, მას შემდეგ, რაც თემურ სხირტლაძის (მაშინ ის ჯერ კიდევ მოქმედი იყო) ქალიშვილმა მას გილდა სიხარულიძის პოლიციელი უწოდა, ძალიან მალე, დაატოვებინეს ვაკის რაიონის პოლიციის სამართველო და გადაიყვანეს სხვა რაიონში.
3. რატომ არის რომ ჩემს კარებზე სისტემატურად მოგლეჯილია ზარი, აივანზე ცვივა თავწაგლეჯილი სისხლიანი მტრედები, ჩანგრეულია სადარბაზოს კიბეები და ასვლა-ჩასვლის დროს სიტემატურად ვიღებთ ტრავმებს, რის გამოც რამოდენიმეჯერ რენდგენიც კი გამოვიძახე ბინაზე. სახლი შესყიდული აქვს (ისევე როგორც საქართველოში უამრავი ბინა) ვინმე მევახშე ლაშა ნიკოლეიშვილს. ის არის ბიძინა ივანიშვილის აქტიური დამფინანსებელი და ნებას აძლევს თავის თავს, რომ სახლში რომელიც განათლების მუშაკთა თანამშრომლებისთვის იყო აშენებული, მხოლოდ თავისი პირადი სარგებლობისათვის ამუშაოს ლიფტი შახტაში; სხვებს და მეც მათ შორის (პედაგოგს მუშაობის 65 წლის პედაგოგიური სტაჟით) მიწევს ფეხით მე-7 სართულზე სიარული. გვჭირდება, ნამდვილად გვჭირდება ჩვენი, ქართველი ბელოუსოვი და ამ როლს ალბათ ყველაზე კარგად მიშა სააკაშვილი შეასრულებს.
4. ვაკის პოლიციამ არ გააკეთა არავითარი რეაგირება ჩემი საიტის gildasikharulidze.com დახურვის გამო, რომელიც გამიკეთა შვილიშვილმა და მანვე დამიხურა. საიტზე იყო ჩემი ხუთი მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები და პოლიტიკური ხასიათის წერილები. მე არ ვიცი იურისპრუდენციაში როგორ ფასდება ეს ფაქტი, მაგრამ ჩემთვის პირადად მას პიროვნული სიკვდილს ფასი აქვს.
მოკლედ, ბექა ყორშიას დავესესხები და ვიტყვი: „ჩემი საქართველო ეს არი“ და კიდევ: ფლობერი წერდა ერთგან: „Эта моя честность, которой я гордился всю жизнь оказывается признак моей глупости“ ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ! ჩვენთვის განათლების მუშაკებისათვის მუშაობის 65 წლის სტაჟით ეს ზედ გამოჭრილია და მაინც წინ გამარჯვებისაკენ!
