პოლიტიკა
თავისუფლება მისცა ღმერთმა ადამიანს იმისათვის, რომ დასძლიოს თავის თავში ეგოიზმის გრძნობა
პირველმა გენიალურმა კანტმა გააკეთა ეს უდიდესი აღმოჩენა დიალექტიკის თეორიაში, როდესაც განაცხადა, რომ ყოველი ადამიანი დგას ცხოვრებაში არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე: „ან-ან“ და რომ ადამიანი თავისუფალია, ყოველთვის, ამ თავის არჩევანში, არაფერი არ ზღუდავს მას ამ დროს, ღმერთიც არ ეხმარება და არ კარნახობს არაფერს. ადამიანმა, თვითონ, დამოუკიდებლად, საკუთარი შიშისა და რისკის ფასად უნდა მიიღოს ყოველი გადაწყვეტილება ცხოვრებაში და იგრძნოს თანაც ძლიერი პასუხისმგებლობა ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. „გაანძრიე ხელი და გეშველებაო“ - ეუბნება ღმერთი ადამიანს. პასუხისმგებლობა კი, ამ დროს, ძერწავს ადამიანში ზნეობას, ხდის მას პიროვნებად, უხსნის გზას ღმერთისაკენ და აძლევს შანსს იპოვნოს თავისი ადგილი ცხოვრებაში.
საინტერესოა, რომ ღმერთმა შექმნა ქვეყანა ისე, რომ ყველა საგანს მისცა აქ თავისი არსი და დანიშნულება: ხე- ხეა მაგალითად, ქვა-ქვა, კატა-კატა, ლომი-ლომი და ა.შ. არცერთ მათგანს არ უხდება ბრძოლა იმისათვის, რომ შექმნას თავისი არსი და გარკვეულობა; ანუ კატა-კატადაა შექმნილი და ლომი-ლომად. მხოლოდ ადამიანია ერთადერთი არსება ამ ქვეყანაზე, რომელსაც მისცა ღმერთმა თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ანუ ადამიანმა თავად უნდა მოახდინოს საკუთარი თავის ფორმირება, თავად უნდა აირჩიოს თავისი ცხოვრების პრინციპები და ჩამოყალიბდეს ამ გზით პიროვნებად; კიდევ, ადამიანს, ღმერთმა მისცა გონება, აზროვნების უნარი და დააკისრა პასუხისმგებლობა არჩევანზე.
მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ის, ძალიან ხშირად ცუდად იყენებს ამ თავის თავისუფლებას და ძალიან ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკეთებდეს; ანუ ირჩევს იმას, რითაც ზიანს აყენებს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც მთლიანად! ამგვარი ქმედებებისაგან თავის დაცვის მიზნით, კანტმა მოუწოდა ადამიანს, რომ თავისი გადაწყვეტილებების მიღების დროს ყოველთვის ეხელმძღვანელა კატეგორიული იმპერატივით, რომელიც ასე ჟღერს კანტთან: „იმოქმედე ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისა ქონდეს ზოგადსაკაცობრიო კანონმდებლობის ძალა!“ შემდგომში ჰეგელი იტყვის, რომ ამ თავისი „კატეგორიული იმპერატივით“ კანტმა ადამიანი ღმერთის სიმაღლემდე აიყვანაო... და მართლაც, კანტმა თავისი კატეგორიული პრინციპით ბრწყინვალედ აჩვენა, ყველას, რელიგიურ პრინციპთა ძალა და მნიშვნელობა ადამიანისათვის ცხოვრებაში; გავა დრო და სწორედ ამ რელიგიურ პრინციპებზე დაყრდნობით და თანაც კანტისაგან სრულიად დამოუკიდებლად, გორის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, იოსებ ჯუღაშვილი, დაწერს „სტალინურ კონსტიტუციას“! კონსტიტუციას, რომლის საძირკველია ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას ეპოქა, ძველი ქართული ტრადიციები, ჩვენი კულტურა და ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორია; კონსტიტუციას, რომელსაც აშკარად აქვს „ზოგადსაკაცობრიო კანონმდებლობის ძალა“. სწორედ ამ „ზოგადსაკაცობრიო კანონმდებლობის“ სიმბოლო იყო ილიასათვის „ქართველი გლეხი“ თავისი უდიდესი შრომითი კულტურით, ქვეყნისადმი უანგარო სიყვარულით და სამშობლოსათვის თავგანწირვის უდიდესი უნარით; გლეხი, რომლის ემოციონალურ გრძნობათა გამოხატულება იყო ისეთი სიმღერები როგორიცაა ურმულო, გაფრინდი შავო მერცხალო და კიდევ მრ. სხვა. ამ ფასეულობების მატარებელ გლეხზე თქვა სწორედ ილიამ: „ქართველი გლეხი რომ მოკვდება, მაშინ მოკვდება საქართველოო“. დღესაც იგივე ღირებულებებმა უნდა გადაარჩინოს საქართველო, ესენია: მართლმადიდებლობის ძირითადი პრინციპები, პატრიოტიზმი და შრომითი კულტურა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რუსეთს, სტალინის უდიდესი ისტორიული როლის ღირსეული შეფასებისთვის.
„თავისუფლების“ ცნება ეს ისეთი ცნებაა, რომლის შესახებაც ყველა დიდ ფილოსოფოსს აქვს თავისი აზრი გამოთქმული; მაგალითად ჰეგელისათვის თავისუფლება ეს „შემეცნებული აუცილებლობაა“ და ეს არის „თავისუფლების“ ცნების კლასიკური გაგება. მაგრამ XX საუკუნემ დაიწყო უკვე თვისებრივად ახალი დიალოგი სამყაროსთან, მეცნიერებაში ეს არის აინშტაინი, ბორი, ჰაიზენბერგი... მუსიკაში - ვაგნერი, ფერწერაში - დალი... და ასე შემდეგ; დღეს ეს აზოვნება შემოვიდა სოციალურ მეცნიერებებშიც და განსაკუთრებით კი იფეთქა პოლიტიკაში. „ღმერთი არ თამაშობს კამათელს!“ იმეორებდა სიცოცხლის ბოლომდე აინშტაინი, რომელიც ვერ ეგუებოდა მეცნიერულ სურათში „შემთხვევითობის“ და „ალბათობის“ გამოჩენას „მაგრამ არ შეიძლება ღმერთი აკეთებდეს მხოლოდ იმას, რასაც შენ მას უბრძანებ!“ - კიდევ მეტი სიჯიუტით პასუხობდა მას ბორი. „ღმერთი არ არის?! ე.ი. ყველაფერი ნებადართულია?“ ყვირის ისტერიკაში ჩავარდნილი გმირი დოსტოევსკისთან. „ის რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში“ - დინჯად აცხადებს არსებულ ვითარებასთან შეგუებული ჰაიდეგერი. „პრურალისტური სამყაროს მიღება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ სხვა სამყარო არ გაგვაჩნია“ - ვკითხულობ ჰოლანდიელ ფიზიკოსთან პრიგოჟინთან და ბოლოს სარტრი: „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“!!!
კარგადაა ნათქვამი: „თავისუფლება ეს არ არის თავისუფლება რაიმესგან, თავისუფლება ეს არის თავისუფლება რაიმესათვის!!!“ ეს „რაიმესათვის“ კი არჩევანის გაკეთებაა, ანუ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება კიდევ შემდეგ საკუთარ თავზე; ანუ გარკვევა და დადგენა ადამიანის მიერ თავისი თავისუფლების საზღვრების, რაც დღევანდელ, შემთხვევითობებითა და განუზღვრელობებით სავსე სამყაროში საკმაოდ რთული პროცესია და ვაი მას ვინც ჩათვლის,რომ მისი თავისუფლების საზღვრები მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. სინამდვილეში კი ჩვენი ყოველი არჩევანის და მიღებული გადაწყვეტილების ხარისხი დამოკიდებულია, როგორც წესი იმაზე, თუ რაოდენ პროფესიონალურად ვხედავთ ჩვენ ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობას და რაოდენ ადეკვატურად ვაფასებთ იქ წარმოდგენილი ვითარების კონკრეტიკას. ამგვარი ცოდნისა და ანალიზის გარეშე ვერ შესძლებ და ვერ გაარკვევ იმას, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი და რომელი კი მცდარი და მიუღებელი. ამიტომაც თქვა სარტრმა, რომ „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო“. სალვადორ დალიმ კი დაწერა: „მე უარეს მდგომარეობაში ვიმყოფები, ვიდრე ღმერთი ვინაიდან ღმერთმა ერთხელ შექმნა სამყარო და შემდეგ დაისვენა, მე კი დღიდან ჩემი გაჩენისა, ცხოვრება სისტემატურად მაყენებს არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე“ - ო.
ყოველი არჩევანი ეს არის შემოქმედებითი აქტი და ამიტომაც თქვა ბერდიაევმა „человек это творчество!“ მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა შესძლოს და გამოიყენოს „თავისუფლება“ „რაიმესათვის“, ანუ მოახერხოს და აქციოს ის შემოქმედებად, ამისათვის მას კარგად უნდა ესმოდეს თავისი დროის ლოგიკა, გააჩნდეს შესაბამისი განათლება, ძლიერი გონება და მუშაობდეს მუდმივად საკუთარი აზროვნების ამაღლებაზე. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ პიროვნების ფორმირებაში ძალიან დიდი და განსაკუთრებული როლი აქვს პროფესიონალურ მზაობას; ის და მხოლოდ ის წარმოადგენს შემოქმედებითი პროცესის საფუძველს; მხოლოდ მის ბაბაზე ხორციელდება შემოქმედებითი აქტი, რაც არის ჩვენს სამყაროში ადამიანის და მხოლოდ ადამიანის განუმეორებელი თვისება, იდუმალი უნარი და ნაჩუქარი მისთვის ღმერთისაგან, ასე, რომ შემოქმედებითი აზროვნების პროცესის განხორციელება შეუძლია მხოლოდ ადამიანს და ვერც ერთი, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი რობოტი მას ვერასდრის ვერ განახორციელებს. აქედან გამომდინარე კი ფიქრი იმაზე, რომ ოდესმე მოხდება ადამიანის სრული ჩანაცვლება რობოტებით, მცდარი აზრია, მიუღებელი და ზიანის მომტანი კაცობრიობისათვის.
რობოტი არის დამხმარე მოდელი ადამიანისათვის შრომით საქმიანობაში; მას არ შეუძლია სამუშაო პროცესში გადაწყვეტილების მიღება, არ შეუძლია და ვერასდროს ვერ გაასწორებს ამ დროს წარმოშობილ სისტემური ხასიათის დეფექტებს, რამაც თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს შემდეგ რაიმე უბედური შემთხვევა და კატასტროფაც კი; ანუ რობოტი არ არის და ვერც ვერასდროს ვერ გახდება შემოქმედი. შემოქმედების უნარი სამყაროში გააჩნია მხოლოდ ადამიანს და ამიტომაც არის რომ ის დგას და ყოველთვის იდგება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ ნებისმიერ სისტემაზე მაღლა. რობოტი ვერ შესძლებს ვერასდროს სრულფასოვან მუშაობას ადამიანის მხრიდან მუდმივი კონტროლის გარეშე. ამიტომაც დასვა ასე დროულად და მკაცრად, რუსეთში, ბელოუსოვმა ავტომატიზაციის ჰუმანიტარული კონცეფციის შემუშავების აუცილებლობის საკითხი. ეს ნამდვილად აქტუალური საკითხია დღეს, როდესაც, უდიდესი ტემპით ვითარდება ყველგან, ერთის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის უკიდურესად საინტერესო, საჭირო და სასარგებლო თემატიკა, ხოლო, მეორეს მხრივ, ასევე ინტენსიურად სდევს მას თან, იდეოლოგიურად სახიფათო, ზიანის მომტანი, მეცნიერულად მცდარი და მსოფლმხედველობრივ ასპექტში სრულიად მიუღებელი, სპეკულაციური პოლიტიკური ინტერპრეტაციები. მათზე და სწორედ მათზე დაყრდნობით ნერგავს დასავლეთი, ყველგან, დღეს თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის გამავრცელებელ აზრებს და მოწოდებებს, რაც ჩვენთან, მიწასთან გასწორებული და გაუბედურებული განათლების სისტემის ფონზე „შესანიშნავად“ მუშაობს და გვინადგურებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას, ქვეყნის არსებობის მთავარ ძალას, საყრდენს და საფუძველს.
ასე მაგალითად, დღეს ხელოვნური ინტელექტით ესოდენ დიდი დაინტერესების პირობებში, ახალგაზრდობაში აქტიურად ვრცელდება უკიდურესად სულელური და მავნებლური აზრი იმის შესახებ, რომ ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს თურმე ახალგაზრდობისათვის ფიზიკის სწავლებას. „ფიზიკა არაფერში არ არის საჭიროო“ გაისმის ყოველი მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ფიზიკის სწავლა ისედაც არ არის ადვილი საქმე, ეს ურთულესი პროცესია და მოითხოვს უმაღლესი დონის მომზადებას მათემატიკის სფეროშიც; მაგრამ ამავე დროს ფიზიკა მათემატიკაზე არ დაიყვანება; მას სჭირდება მათემატიკის სპეციფიკური მიწოდება და ამას შესანიშნავად აკეთებდა „წითლანაძის მათემატიკის კათედრა“, რომელიც უნიკალური კათედრა იყო ფიზიკის ფაკულტეტზე. მაგრამ ფიზიკა მხოლოდ მათემატიკა არ არის, ფიზიკა იძლევა ჩვენი დროის მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სიღრმისეული გააზრების ბრწყინვალე შესაძლებლობას, რაც უკიდურესად საჭიროა დღეს, სამყაროსთან ადამიანის ახალი დიალოგის დასაწყებად.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მსოფლმხედველობრივი პარადიგმის გააზრების ამ ურთულეს პროცესს მიეძღვნა ბორისა და აინშტაინის ოცწლიანი დისკუსია. ხოლო ის, თუ რა სიმაღლეზე იდგა, ამ დროისათვის, თავისი განვითარების დონით ფიზიკის ფაკულტეტი და საერთოდ ფიზიკის სკოლა საქართველოში, ამაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ საქართველოში, ჩვენს სახელოვან ფიზიკოსებთან (აკად.ვ. მამასახლისოვი, აკად. მ.მირიანაშვილი და სხვ.) და მათი უშუალო მონაწილეობით, ჩატარდა ძალზედ საინტერესო, ისტორიული მნიშვნელობის სემინარი, ბორის „დამატებითობის პრინციპის“ მსოფლმხედველობრივი ინტერპრეტაციის საკითხზე; სადაც ერთხმად იქნა აღიარებული, რომ „დამატებითობის პრინციპი“ ფიზიკის კანონი კი არ არის, არამედ სამყაროს დიალექტიკური ხედვის ახალი თეორიული მეთოდია; რის შემდეგაც ნილს ბორმა თავისი ხელით დაწერა, უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დიდი აუდიტორიის დაფაზე საუკუნის ფრაზა: „წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა!“ შემდეგ ფიზიკოსებმა ამოჭრეს დაფიდან ეს წარწერა, ჩასვეს ჩარჩოში და შეინახეს როგორც ძვირფასი ხსოვნა ამ დღეზე. ეს იყო ქართული თეორიული აზრის ბრწყინვალე გამარჯვება!!!
მაგრამ ეს გამარჯვება ციდან არ დასცემიათ თავზე ჩვენს ფიზიკოსებს, მათ გააგრძელეს, და ძალზე ნაყოფიერადაც, ის სერიოზული და მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები, რაც თავის დროზე დაიწყო დიალექტიკის სფეროში ანდრია რაზმაძემ, ლევან გოკიელმა, კოე ბაქრაძემ, სავლე წერეთელმა, ზურაბ კაკაბაძემ... ეს მუშაობა და სწორედ ეს მუშაობა გრძელდებოდა ინტენსიურად ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამოყალიბებულ თეორიულ სემინარზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“, რომელსაც ვ. მამასახლისოვი ხელმძღვანელობდა და სადაც „დამატებითობის პრინციპთან“ დაკავშირებული დიალექტიკური ასპექტების საკითხებზე დისკუსიისათვის იყო, სწორედ, მოწვეული ნილს ბორი. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ჩვენს ფიზიკოსებთან კონტაქტის შემდეგ (ძალზე თბილი შეხვედრა მოიწყვეს მაშინ ფიზიკოსებმა) ეს დიდი მეცნიერი საოცრად აღტაცებული და კმაყოფილი წავიდა საქართველოდან. აუცილებლად უნდა ითქვას კიდევ ის, რომ მან მაშინ ჩვენთან თქვა დასავლურ ფილოსოფიაში გავრცელებული (ლაპარაკია „პოზიტივიზმზე“ და „პოსტპოზიტივიზმზე“) ქვანტური მოვლენების ფილოსოფიური ინტერპრეტაციების შემფასებელი ფრაზა: „ასეთი სულელური ფილოსოფია მე ჯერ არ მინახავსო.“ ზუსტად იგივეს ამბობდა აინშტაინიც, თუმცა მას, ფიზიკაში, ბორისაგან მწვავედ განსხვავებული პოზიცია ქონდა. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ ტყუილად და შემთხვევით არ შემოსულა ჩვენთან სოროსის იდეოლოგია, რაისა გორბაჩოვის მეგობრის მერაბ მამარდაშვილის ხელმძღვანელობით და დიალექტიკის თეორიის არსისა და მნიშვნელობის უარყოფით მათ და სწორედ მათ გაანადგურეს ფიზიკის ფაკულტეტი, ჩამოაყალიბეს „თავისუფლების ინსტიტუტი“ და თავდაყირა დააყენეს თეორიული აზროვნების კულტურა საქართველოში; აღარ გვაქვს აღარც მეცნიერება და აღარც განათლება. ეს ხალხი კი დღეს ჩაბუდებულია ილიაუნის უნივერსიტეტში. როინ მეტრეველი კი აკადემიაში ეპატიჟება ირაკლი ღარიბაშვილს, ღმერთმა გვიმრავლოს ბექა ყორშაიას მსგავსი ახალგაზრდები. რაც შეეხება დიალექტიკის თეორიის უარყოფას, სწორედ ეს არის დასავლეთის იდეოლოგიის არამეცნიერულობის პირველი და მთავარი ნიშანი. შედეგები სახეზეა! შეხედეთ რა დღეშია ევროპა და მსოფლიო მთლიანად.
როგორც ვხედავთ, საქართველოში გვქონდა ძლიერი სკოლები ფიზიკასა და მათემატიკაში; ასე რომ, შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ჩვენი, ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტიდან მიჰყადათ სისტემატიურად წარჩინებული სტუდენტები ამერიკაში. დღეს კი, სოროსის ხელით ჩატარებული ე.წ. „განათლების სისტემის რეფორმების“ წყალობით უნივერსიტეტი საერთოდ და განსაკუთრებით კი ფიზიკის ფაკულტეტი განადგურებული და გასწორებულია მიწასთან. დღესაც ცრემლი მადგება თვალზე, როდესაც მახსენდება ის, თუ როგორ გამოჰყავდა ხელებაწეული, უნივერსიტეტის შენობიდან, პოლიციას აკად. თენგიზ სანაძე, ფაკულტეტის დეკანი პროფ. ჯემალ მებონია, პროფ. ლეჩი ქურდაძე და სხვ. არცერთი მათგანი აღარ არის ცოცხალი, ყველანი შეეწირნენ იმ რეპრესიებს რაც მაშინ სოროსის აგენტურის ხელით ჩატარდა.რამოდენიმეჯერ დაურეკა იმ პერიოდში ბ-მა ე. შევარდნაძემ როინ მეტრეველს: ეცადე იქნებ როგორმე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაინც გადაარჩინოთო, მაგრამ მეტრეველმა ვერ გაბედა შებრძოლება „კმარას“ და დაეცვა უნივერსიტეტი; ძალიან აშკარა ფაქტები ეჭირათ ხელში მის წინააღმდეგ მაშინ კმარელებს... შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს აღარც უნივერსიტეტი და აღარც ფიზიკის ფაკულტეტი აღარ არსებობს! სოროსის ფონდებიდან დაფინანსებული აგენტის მ. მამარდაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა თავისუფლების ინსტიტუტმა „ხულიგნის“ სტატუსით გამოაძევა განათლების სისტემიდან წამყვანი პედაგოგები და მეცნიერები; უნივერსიტეტი კი, და კერძოდ ფიზიკის ფაკულტეტი, მიზანმიმართულად ჩაუგდეს ხელში შათაშვილის მსგავს ავანტიურისტულ კადრებს, რომელთა დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს უძლიერესი ფიზიკის ფაკულტეტი, ვეღარ ფუნქციონირებს და ვეღარ ზრდის კადრებს ამ მიმართულებით. და ერთი კიდევ: იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე მეცნიერები შიმშილით იხოცებოდნენ და პირდაპირ უნივერსიტეტის სალაროებთან იღებდნენ ინფარქტებს იმის გამო, რომ იქ იგებდნენ პირველად, რომ აღარ ირიცხებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლებად. „ქველმოქმედი“ ივანიშვილი აფინანსებდა და დღემდე აფინანსებს როინ მეტრეველს, რომელიც თავისი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ უჩიოდა სიღარიბეს და აი ახლაც ღარიბაშვილის მსგავსი კადრებით სურს გაამდიდროს აკადემია! ხედავთ რა დღეშია საამაყო ქართული მეცნიერება და რა დამართეს საქართველოში განათლებას? როინ მეტრეველის დაფინანსება კი გრძელდება. საინტერესოა რისთვის? ბექა ყორშაიას ვკითხოთ.
სწორედ თავისუფლების ინსტიტუტიდან დაიწყო პირველი შეტევები ფიზიკისა და მათემატიკის წინააღმდეგ; ჩვენი „დიდი ფილოსოფოსი“ გიგი თევზაძე ჯერ კიდევ იმ დროს წერდა, რომ „ფიზიკას და მათემატიკას ვერ ითვისებს ქართველების ტვინი და არაფერში არ სჭირდებათ ეს საგნები ქართველებსო“. ამბობდნენ იმასაც, რომ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და კერძოდ გიგი თევზაძემ დიდი დაფინანსება მიიღო იმისათვის რომ საქართველოში მოესპოთ მეცნიერება და გაენადგურებინათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ილიაუნი უნდა იყოს მეცნიერებაში მთავარი მიმართულების მიმცემიო და აი ასრულდა კიდეც! ამ უნივერსიტეტიდან და თავისუფლების ინსტიტუტიდან დაფრთიანებული კადრებიდან ისმის დღესაც ის, რომ ქართველები უნიჭო ხალხია, არაფერი არ შეუძლიათ და არ ღირს მათზე ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებისთვის დროის კარგვაო. ინგრევა ფიზიკისა და მათემატიკის უძლიერესი სკოლები, საფლავში ტრიალებს ანდრია რაზმაძე, ილია ვეკუა, გივი ხუციშვილი და კიდევ ბევრი... ძალიან ბევრი... დროა ფეხზე დადგნენ ჩვენი ქვეყნის ფიზიკოსები და მათემატიკოსები და ჩაებან ქვეყნის გადარჩენისათვის აქტიურ ბრძოლაში. მათ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ თანამედროვე მეცნიერული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მათ და სწორედ მათ შეუძლიათ თანამედროვე, პროგრესული თეორიული აზროვნების ბაზაზე გაიაზრონ დიალექტიკის, დღეისათვის მეტისმეტად აქტუალური პრობლემები და ბორისა და აინშტაინის მსგავსად დაანახონ ყველას ის, თუ რა უბადრუკ პოლიტიკას გვთავაზობს, წლებია უკვე, დასავლეთის იდეოლოგია, რომელმაც შექმნა მსოფლიოში დიდი ქაოსი, მოსპო და გაანადგურა ბევრი ქვეყანა. ფიზიკა და სწორედ ფიზიკა იძლევა საშუალებას ადეკვატურად და სწორად წარიმართოს ახალი დიალოგი სამყაროსთან, განვითარდეს კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი აზროვნების უნარი ახალგაზრდა თაობაში.
დღეს ისე, როგორც არასდროს ადამიანები დგანან მწვავე არჩევანის წინაშე: დასძლიონ ეგოიზმის გრძნობა თავის თავში და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ისე, რომ არცერთმა მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ დაამახინჯოს ის, როგორც პიროვნება და არ დააკარგვინოს გზა მიმავალი ღმერთისაკენ. თავისთავად არც „თავისუფლება“ არც „დემოკრატია“ და არც „ლიბერალიზმი“ ცუდი სიტყვები არ არის, პირიქით, თითოეული მათგანის შემოტანა ადამიანის აზროვნებაში იყო თეორიული აზრის დიდი განვითარება და უდიდესი პროგრესი! ამიტომაც ითვლებიან უდიდეს მოაზროვნეებად კანტი, ფიხტი, შელინგი, ჰეგელი, ნიცშე, მარქსი... მაგრამ თუ „თავისუფლებას“ გავიგებთ სოროსული ინტერპრეტაციით, როგორც მაგალითად, „მინდა და ვაკეთებ!“ ხოლო „დემოკრატიას“ და „ლიბერალიზმს“ ისე, რომ ყველამ თავის ჭკუაზე უნდა მართოს თურმე ქვეყანა, ყოველგვარი მეცნიერული არგუმენტაციისა და გონივრული დისკუსიების გარეშე, რასაც პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ თავის დროზე ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსები, რომელთაც დაგვიტოვეს არისტოტელეს ლოგიკური აზროვნება, ევკლიდეს გეომეტრია და დისკუსიის ბრწყინვალე მეთოდები, მაშინ შეიქმნება საზოგადოებაში სრული არეულობა, უაზრო დაპირისპირებები და ქაოსი; რაც გვაქვს კიდეც სამწუხაროდ, დღეისათვის, დასავლეთის, დიალექტიკის უარმყოფელი იდეოლოგიის ბაზაზე აგებული ავანტიურისტული პოლიტიკის წყალობით.
სწორედ იმისათვის, რომ კაცობრიობას არ ევლო მცდარი გზით, კანტმა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა პლატონიც და არისტოტელეც, დიალექტიკური აზროვნების ახალ პრინციპად აღიარა თავისი „კატეგორიული იმპერატივი“: „იმოქმედე ისე, რომ მაქსიმას შენი ნებისა ქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა“. კანტმა ამით თქვა, რომ ამგვარი და მხოლოდ ამგვარი „თავისუფალი არჩევანით“ შეიქმნება სახელმწიფო და მხოლოდ ის ინდივიდი, ვინც გაყვება ამ გზას და იმოქმედებს „კატეგორიული იმპერატივით“, შეძლებს გამოძერწოს თავისი ზნეობა და ჩამოყალიბდეს პიროვნებად. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაც და ინდივიდიც მოსპობს და გაინადგურებს თავის ინდივიდუალურობას და თავის შესაძლებლობებს. რაც ხდება კიდეც დღეს მსოფლიოში.
ტყუილად როდი თქვა ჰეგელმა, რომ კანტმა თავისი კატეგორიული იმპერატივით ღმერთის სიმაღლეზე აიყვანაო ადამიანი. სწორედ რელიგიურ პრინციპებზე იყო აგებული დიდი ილიას შემოქმედებაც, სადაც შესანიშნავად არის გადმოცემული მთელი ქართული რეალობა და ჩვენი უძველესი კულტურის ძირითადი ფასეულობანი, რომელთა უკვდავი სიმბოლოა „ილიას გლეხი“. სწორედ ილიას ბაზაზე და მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპების გავლენით დაწერა სტალინმა თავისი კონსტიტუცია, რაც არის იურისპრუდენციაში ზოგადსაკაცობრიო კანონმდებლობის ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც დღესაც, ახალი დიალექტიკის სამყაროშიც შესანიშნავად მუშაობს და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთმა (დღევანდელი დასავლეთი მაქვს მხედველობაში) თავი და ბოლო ვერ გაუგო სამყაროს ხედვას დიალექტიკური თეორიის ახალ პარადიგმაში, რასაც აღნიშნავდნენ კიდეც ბორი და აინშტაინი.
ამიტომაც არის რომ ებრძვიან სტალინს, ილიას, ჩვენს სახელოვან მეფეებს... აზროვნებას და ქვეყნის სიყვარულს უწუნებენ ზვიად გამსახურდიას. ისე საინტერესოა მაინც, რამდენჯერ უნდა გაუსწორონ ცხვირ-პირი კახელებმა ბერძელიშვილებს, რომ გონზე მოვიდნენ ისინი როგორმე.
სამწუხაროა, რომ სწორედ ამგვარი ხალხის და დასავლეთიდან დაფინანსებული აგენტურის წყალობით შემოდის და მიზანმიმართულად ინერგება ჩვენს ტრადიციულ და უძველესი კულტურის ქვეყანაში ზნეობრიობის უარმყოფელი ჩვევები და უფროსი თაობისადმი უდიდესი უპატივცემულობა; რისი მიზანიც არის წესრიგისა და დისციპლინის მოშლა საზოგადოებაში, რასაც, როგორც წესი მოყვება შემდეგ არეულობა და ქაოსი. ასე მაგალითად, მოსწავლეებისათვის, განათლების მიერ „დასავლეთის პროგრესული მეთოდებით ჩატარებული რეფორმების“ შემდეგ შედგენილ ტესტებში ვკითხულობთ: „ბილეთი თუ გაქვთ აღებული არ დაუთმოთ ტრანსპორტში ადგილი არავისო!“ როგორ მოგწონთ? ეს, ჩვენთან ხალხო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი... ასევე: „დემოკრატიისა და „ადამიანის უფლებების“ ცნებათა არასწორი და მახინჯი გაგებით უკარგავენ, აშკარად, მოსწავლეების თვალში, ავტორიტეტს პედაგოგებსაც და მშობლებსაც. პედაგოგს, მაგალითად არა აქვს უფლება შენიშვნა მისცეს მოსწავლეს, თუნდაც სულ თავზე დაიმხოს მან ყველაფერი და თავდაყირა დააყენოს სასწავლო პროცესი. ასევე, 6 წლის ბავშვი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ამისთვის კანონიერად დასაჯა ოჯახმა, რეკავს პოლიციაში შეურაცხყოფა მომაყენეს მშობლებმაო. ეს კიდევ არაფერი, მთელ ახალგაზრდობას სოროსის აგენტურა უნერგავს აზრს, რომ სახელმწიფო ზღუდავს თურმე პიროვნების თავისუფლებას, რომ ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი. სწორედ ამ აღვირახსნილი სოროსული იდეოლოგიის შედეგია ის, რომ დღისით მზისით, ჟურნალისტი ქალი ულაწუნებს, მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციელს სილას და თავად მიიჩნევს კიდევ თავს შეურაცხყოფილად. აი, ასეთმა იდეოლოგიამ, რომელმაც ეროვნული ცნობიერება გამოაცხადა ფაშიზმად, იდეოლოგიამ, რომელსაც წლების მანძილზე უნერგავდა ჩვენს ახალგაზრდობას, თავისი ლექციებით მერაბ მამარდაშვილი და ეუბნებოდა თანაც მათ, რომ თუ გამსახურდიას აირჩევთ პრეზიდენტად მე წავალ საქართველოდანო, აი სწორედ ამ იდეოლოგიამ მოსპო, ჩამოშალა და დაანგრია ჩვენში სახელმწიფო სტრუქტურები, რის შედეგადაც ისეთმა ფუნდამენტალურმა ცნებებმა როგორიცაა „სახელმწიფო“, „კანონი“, „რელიგიური პრინციპები“, „საუკუნოვანი ტრადიციები“ და სხვ. დაკარგა თავისი არსი და მნიშვნელობა. ამას კი რაც მოყვა შემდეგ ყველანი კარგად ხედავთ. ეს არის ქაოსი, სრული გაურკვევლობა ყველაფერში და ისე როგორც არასდროს მწვავედ დგას ჩვენს წინაშე კითხვები: რა გვინდა? რა შეგვიძლია? რისი უფლება გვაქვს? და რა გვევალება? პასუხს ამ კითხვებზე სჭირდება სრული და სიღრმისეული რევოლუცია სახელმწიფო მმართველობაში და განსაკუთრებით ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა. საერთოდ კი გადაიხედოს სახელმწიფო სტრუქტურებში სამინისტროების როლი!!! წულუკიანის მინისტრობას, მაგალითად კულტურის ბევრი ძეგლი შეეწირა საქართველოში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის სამინისტროზე, რომელმაც საოცრად ისახელა თავი „კოვიდის“ პერიოდში; როდესაც დაიხოცა უამრავი ადამიანი და არავინ არ აგო ამაზე პასუხი. დღეს კი ვხედავთ, რომ სწორედ მინისტრები არიან ყველაზე მეტად ჩაფლულნი კორუფციაში და თანაც ისე წარმატებულად, რომ აგერ აკადემიაშიც კი სურს მიიღოს ისინი როინ მეტრეველმა. ყოჩაღ ბექა!!! მაგრამ იმისათვის, რომ სახელმწიფომ და მისმა ყოველმა სტრუქტურამ ეფექტურად და დროის მოთხოვნების მიხედვით იმუშაოს საჭიროა და აუცილებელი ყოველი წამოჭრილი პრობლემის მეცნიერული შესწავლა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული კონკრეტიკის უმაღლეს დონეზე კვლევა და ანალიზი; ანუ პროფესიონალიზმი, პროფესიონალიზმი და პროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერში, რაც სამწუხაროდ ვხედავთ კარგად, რომ ყველა საქმეში გვაკლია.
კონსტიტუცია სავსეა ანტი ხალხური კანონებით, რომელთა საშუალებითაც დანგრეული სასამართლო სისტემა და ფულზე დახარბებული არაკვალიფიცირებული ადვოკატები იცავენ პირებს რომელთაც ათასი მაქინაციებით იშოვეს და დააგროვეს მილიონობით ქონება; ქვეყანაში ყვავის კორუფცია, უსამართლობა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები და სიღატაკის ზღვარზეა მისული ძირითადი მოსახლეობა. რომელ დემოკრატიაზე შეიძლება ლაპარაკი იმ დროს, როდესაც ყველა ოპოზიციონერი ზის ციხეში და მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ რაღაც ჯანდაბად იყიდა მან ის დაწყევლილი ოთხი პიჯაკი, წლებია იხდის სასჯელს ამისათვის და პრინციპულად არ ეძლევა მას ქვეყანაში არსებულ მძიმე პრობლემებზე საჯარო პაექრობის უფლება. ქვეყანაში გვაქვს კრიმინალური სახელმწიფო მმართველობა, სახეზეა დანაშაული დანაშაულზე და ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ღალატი.
აი მეც, მაგალითად, არ მსიამოვნებს, ნამდვილად, არაბების ჩამოსახლება ჩვენს ქვეყანაში და იმ რაღაც, დეველოპერული კომპანიის მიერ აქ 6 მილიონიანი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება; მით უმეტეს მაშინ, თუ მართალია ამ კომპანიის მუშაობის ამსახველი ყველა ის ავანტიურისტული ფაქტი, რაზეც ბექა ყორშია საუბრობდა თავის გადაცემაში; თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მსგავსად ბევრი სხვაც ფიქრობს. აქედან გამომდინარე სჯობდა იქნებ, რომ ხაინდრავების და კობახიძის ნაცვლად ამ საკითხზე პროფესიონალებს ელაპარაკათ, მათ ვინც ერკვევა ფინანსურ საკითხებშიც და სახელმწიფო უშიშროების საკითხებშიც; მაგალითად ირაკლი გილაურს, რომელიც პროფესიონალის შთაბეჭდილებას ტოვებს თავის გამოსვლებში და მასთან ერთად კიდევ გიორგი გამსახურდიას, ისიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ალბათ ამ საკითხის შეფასებაში.
სხვათაშორის რუსეთმა კარგი პრაქტიკა დანერგა ასეთი შემთხვევებისათვის; მათთან ასეთ დროს ოპონირებას აწარმოებს წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებული სერიოზული პროფესიონალი და კიდევ ასეთივე მაღალი რანგის წარმომადგენელი უშიშროების კომიტეტის მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკითხის ყოველმხრივი და სრულფასოვანი შეფასება. სულ ახლახანს, მაგალითად, ბელოუსოვმა თავზე გადაახია ვალენტინა მატვიენკოს ერთ სერიოზულ საკითხზე არაპროფესიონალური ოპონირების გზით მისაღებად გამოტანილი ხარვეზიანი პროექტი; ასევე, ისევ ბელოუსოვმა, ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, პირი დააღებინა მაკრონს და უჩვენა მას, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალიზმისა და აკადემიურობის დონე პოლიტიკურ აზროვნებაში. არ ვისურვებდი, ნამდვილად, რომ ჩემი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი აღმოჩენილიყო იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ჩააყენა ბელოუსოვმა ის საცოდავი მაკრონი. ასე, რომ ოპონირებისას დიდი სერიოზულობა და პასუხისმგებლობაა საჭირო. ბელოუსოვი გვინდა, ბ ე ლ ო უ ს ო ვ ი!!! ხაინდრავას ოპონირება ვინ გაიგონა, ის ხომ ერთხელ უკვე მწარედ ჩაიჭრა გამსახურდიასთან მიმართებაში.
პასუხისმგებლობაზე და სწორედ პასუხისმგებლობაზე მიგვითითებს კანტი თავისი „კატეგორიული იმპერატივით“ და თანაც, ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდის პიროვნებად ფორმირებისათვის მისი მონაცემებისა და შესაძლებლობების სწორ რეალიზაციას, რასაც მთლიანად წარმართავს და გონებრივ და ზნეობრივ გარკვეულობას აძლევს „თავისუფალი არჩევანი“. ამ არჩევანში ღმერთი არ ერევა, ღმერთი არ კარნახობს არაფერს ადამიანს, მან თვითონ უნდა შექმნას თავის თავში პიროვნება.
საკუთარი მონაცემების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის გზით წარმართული განვითარების პროცესი, სადაც ფუნდამენტალურ როლს ასრულებს „თავისუფალი არჩევანი“, რომელიც წარმოადგენს განვითარების ვექტორს, ერთნაირია როგორც კონკრეტული ადამიანისათვის, ისე კონკრეტული სახელმწიფოსთვის, ხოლო ერთ შემთხვევში თავისუფალ გადაწყვეტილებას იღებს პიროვნება, მეორე შემთხვევაში კი სახელმწიფო აპარატი, ოღონდ ორივე შემთხვევაში გარეგანი ძალების ჩაურევლად. ასე, რომ ვიდრე ჩვენს კონსტიტუციაში ეწერება ის ყოვლად უაზრო ფრაზა, რომ საქართველოს არსებობის მთავარი მიზანი არის გზა ევროპისკენ და ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან არ ამოვარდება ჟვანიას, ჩვენი ხალხის პატრიოტული გრძნობისა და მოქალაქეობრივი ღირსების ყოვლად შეურაცხმყოფელი სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, ვიდრე არ იქნება სრულფასოვნად შეფასებული მთელი ის ზიანი, რაც მოგვაყენა ჩვენ დასავლეთის მიერ დაქირავებული აგენტურის მუშაობამ ქვეყანაში, ვიდრე არ აეხდება ფარდა ყველა დანაშაულს და ყველა მკვლელობას, რომელმაც გაამწარა, გააგიჟა და სასოწარკვეთამდე მიიყვანა ადამიანები, ვიდრე სააკაშვილის მიერ ნაყიდი პიჯაკები იქნება გამოცხადებული საქართველოს ეკონომიკის ნგრევის მთავარ მიზეზად და უშიშროების პროფესიონალი, პატრიოტული კადრები არ დაასახელებენ იმ რეალურ თანხებს, რაც მიტაცებული აქვთ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს და მათ მინისტრებს, ვიდრე არ გაათავისუფლებენ სააკაშვილს და არ ათქმევინებენ მას და მთელ ოპოზიციას იმას, რაც აქვთ სათქმელი მათ ხალხისათვის, მანამდე ჩვენთან რაციონალური, ადეკვატური და ხალხისათვის სიკეთის მომტანი სახელმწიფო მმართველობა ვერ დამყარდება! როგორ უნდა იჯდეს, მაგალითად, ციხეში მურთაზ ზოდელავა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დამხობილი გვაქვს თავზე იურისპრუდენცია, ან გვარამია, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს კვარაცხელიას უმძიმესი მკვლელობის საკითხი; რატომ არ უნდა ილაპარაკოს მაგალითად ხაბეიშვილმა, რომელსაც თავისი პოდკასტებით რეალური ფაქტობრივი მასალა მიჰქონდა ყოველთვის მოსახლეობამდე. რატომ არ ალაპარაკებენ რეალურ ოპოზიციას და რატომ იმალება ხალხისაგან მათი აზრი? მოსახლეობას სჭირდება სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! ქვეყანას უნდა მართავდნენ პატრიოტი პროფესიონალები!
პატრიოტია და პროფესიონალია ყველა ის, ვისაც შეუძლია ებრძოლოს თავის ეგოიზმს, ვინც ხვდება იმას, რომ ამისათვის და სწორედ ამისათვის მისცა მას ღმერთმა „თავისუფალი არჩევანის“ უფლება. ეს არის ადამიანი, ვინც გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას ყოველ თავის მოქმედებაზე და ვისაც პერიოდულად უჩნდება მოთხოვნილება შეცვალოს თავისი თავი იმისათვის, რომ არ დაემორჩილოს საკუთარ სურვილებს, არ გადაუხვიოს ღმერთისაკენ მიმავალ გზას და არ დაიმახინჯოს თავისი ზნეობა: „я не обязан все время терпеть себя“ - წერდა ამასთან დაკავშირებით ერთი ჭკვიანი ფილოსოფოსი.
ქვეყანას სჭირდება დღეს ის, ვინც მუდმივად მუშაობს თავის თავზე და სისტემატურად ძერწავს უკეთესობისაკენ თავის ზნეობას, ის, ვინც იცის რა არის რისკი და განიცდის შიშის გრძნობას ყოველი თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის, ვინც თავისი იდუმალი, ღვთიური ძალით გრძნობს საკუთარ განუმეორებლობას, უნიკალურობას და კიდევ იმას, რომ სწორედ ყოველივე ამის განსახორციელებლად დააკისრა მას ვალდებულება უფალმა.
ასეთი კაცი შეძლებს იმას, რომ მოერიოს ის ცხოვრებაში თავის „მე მინდას“ და გამოიყენოს თავისი გონება და აზროვნება იმისათვის, რომ გაარკვიოს კარგად ის, თუ რა შეუძლია, რა ევალება და რისი გაკეთების უფლება აქვს მას ცხოვრებაში. ასეთმა ადამიანმა იცის რომ თავისუფლება არ არის აღვირახსნილობა და ყველაფრის კეთების უფლება, რომ მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული მისი თავისუფლების საზღვრები; რომ თავისუფლება, გონება და აზროვნება დიდი საჩუქარია ღმერთისაგან და ეძლევა ადამიანს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ის პიროვნებად, ანუ თავად შექმნას თავისი ზნეობრივი და გონებრივი გარკვეულობა.
ასეთი პატრიოტი და შემოქმედი პროფესიონალი იყო სწორედ „ილიას გლეხი“, მას მიწის სუნთქვა ესმოდა. დღეს კი სამწუხაროდ ბევრს აკლია ეს ფასეულობები. ადამიანს კი ვინც ვერ პოულობს თავის ზნეობრივ და გონებრივ პარამეტრებს, ვერ ყალიბდება პიროვნებად, უჭირს გადაწყვეტილების მიღება და არ გააჩნია არავითარი შემოქმედების უნარი , ასეთ ადამიანს არაფერში არ ჭირდება „თავისუფლება“! „მიეცი ცხვარს თავისუფლება და ნახავთ რას იზამს ის, არაფერს! მხოლოდ უფრო ხმამაღლა იბღავლებს ბეე... ბეეე?.. თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა, როგორც ჭადრაკში არ არსებობს ზოგადად „კარგი სვლა“, და ეს სვლა თავად უნდა იპოვნოს მოჭადრაკემ, ასევე ცხოვრებაში არ არსებობს „კარგი არჩევანი“, ყოველი არჩევანი ინდივიდუალურია!
ამრიგად „თავისუფალი არჩევანი“ არის ის, რაც განსაზღვრავს ადამიანს, როგორც პიროვნებას. ჩემი პირველი სერიოზული არჩევანი სპეციალობაში იყო „ფიზიკა“ და აუცილებლად „თეორიული ფიზიკის“ მიმართულებით. მყავდა ბრწყინვალე პედაგოგები, ფაკულტეტი იყო ძალიან ძლიერი და წლების მანძილზე მუშაობდა აქ თეორიული სემინარი: „მეცნიერება და ფილოსოფია“, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი შემდეგი არჩევანი: წავსულიყავი სწავლის დამთავრების შემდეგ მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის კვლევის ხაზით, განსაკუთრებით კი დამაინტერესა დიალექტიკის პრობლემატიკამ, მეცნიერული ფილოსოფიის ასპექტებმა და ბორისა და აინშტაინის დისკუსიებმა. ჩემი ხელმძღვანელები ასპირანტურაში იყვნენ აკად. მ.მირიანაშვილი და ბრწყინვალე ფილოსოფოსი აკად. კ.ბაქრაძე, რომელიც თავის დროზე სწავლობდა მათემატიკის ფაკულტეტზე ილია ვეკუასთან ერთად, ხოლო შემდგომ გარკვეული პერიოდი მუშაობდა ევროპაში, გერმანელი ფილოსოფოსის ჰუსერლის უშუალო ხელმძღვანელობით. მოკლედ ჩემი პროფესიონალური ფორმირება მოხდა უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი ისეთ გარემოში. ძალიან მალე დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ფიზიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე“ და უმალვე დავიწყე ფიზიკის ფაკულტეტზე ფილოსოფიის კურსის კითხვა პროფილის მიხედვით. ამ პერიოდში გამოვეცი ორი მონოგრაფია „მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“ და „ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები“ და ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავატარე სტუდენტთა ხუთი საკავშირო კონფერენცია თემაზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“. პარალელურად ვაგრძელებდი მუშაობას სადოქტორო დისერტაციაზე „Философия, мировозрение, человек”. რუსულ ენაზე მონოგრაფია დავწერე იმიტომ, რომ იმ პერიოდში მჭიდრო კავშირი მქონდა მოსკოვის და ლენინგრადის უნივერსიტეტების ფილოსოფიურ ფაკულტეტებთან. ჩემი მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე მიმდინარეობდა ისევ ბ-ნი მათეს და ბ-ნი კოტეს ხელმძღვანელობით. ყველაფერი კარგად იყო მანამ ვიდრე ცოცხლები იყვნენ ჩემი ხელმძღვანელები. პრობლემები შემექმნა მათი გარდაცვალების შემდეგ. დაპირისპირების მიზეზი იყო ის, რომ მე გამოკვეთილად ვმუშაობდი უკვე დიალექტიკის პრობლემატიკაზე და რაც მთავარია კატეგორიულად მოვითხოვდი პროფილის მიხედვით ფილოსოფიის კითხვას ყველა ფაკულტეტზე, ანუ მსურდა გამეგრძელებინა ის საქმე, რისთვისაც მომამზადეს მე ჩემმა ხელმძღვანელებმა. ფაკულტეტები სიამოვნებით ხვდებოდნენ ამ ამბავს. მაგრამ ამ პერიოდში უკვე სოროსელებმა დაიწყეს ჩვენ ფილოსოფოსებთან გაძლიერებული მუშაობა, საქმეში ჩაერთო მ.მამარდაშვილი, რომელსაც განყოფილება გაუხსნეს ფილოსოფიის ინსტიტუტში, „მეცნიერებისა და ფილოსოფიის“ ხაზით, კაცს, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდნენ მოსკოვის და ლენინგრადის ფილოსოფოსები, ფილოსოფიის ფაკულტეტი დამთავრებულიც არ ჰქონდა მას, როგორც ამბობდნენ ისინი, ხოლო რაც შეეხება მეცნიერებას, მეცნიერებასთან მას საერთოდ არასოდეს არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
ეხლა გიჩვენებთ მე, თუ როგორ ილახება ადამიანის უფლებები იმ დასავლური იდეოლოგიით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის პრეტენზიით შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე. პირველი შემოტევა ჩემზე დაიწყო იმით, რომ წიგნის გამოქვეყნებისთვის მომთხოვეს მეთარგმნა ქართულად ჩემი 600 გვერდიანი მონოგრაფია „Философия, мировозрение, человек”, რაც პრინციპულად შეუძლებელი იყო; არადა ეს იყო ჩემი სადოქტორო დისერტაცია და ნაშრომის გამოქვეყნების გარეშე უარი მითხრეს დისერტაციის დაცვის პროცესის დანიშვნაზე. პარალელურად შემიმცირეს სალექციო საათები “მეცნიერებისა და ფილოსოფიის” კურსში, დამიბლოკეს სტუდენტთა საკავშირო კონფერენციები და ა.შ. კონფლიქტებმა ფილოსოფოსებთან: გურამ თევზაძე (აკადემიის ვიცეპრეზიდენტი), ედუარდ კოდუა (სესის მოადგილე), მ. ჭელიძე (დაცვის საბჭოს თავმჯდომარე) და სხვ. იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო (რადგანაც ესენი ყველანი იყვნენ თანამდებობის პირები), რომ მას შემდეგ როდესაც ყველა ოფიციალური ინსტანცია ამოვწურე მივმართე პრეზიდენტს, ბ-ნ. ე. შევარდნაძეს, მან ძალიან სწრაფად მიმიღო, ყველა ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა (გამოქვეყნდა ჩემი მონოგრაფია „Философия, мировозрение, человек”, ჩემი სალექციო კურსი ფიზიკის ფაკულტეტზე ორ სემესტრიანი გახდა, ხოლო თევზაძე, კოდუა და ჭელიძე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან) მაგრამ როდესაც მისგან მოვდიოდი და ბატონი ედუარდი მაცილებდა მითხრა: ეს საკითხი ძალიან რთულია და ასე მარტივად არ მოგვარდებაო. მე მაშინ ამ ფრაზას ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე: მეტი რა უნდა გაეკეთებინა - მეთქი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბ-ნი ედუარდი მოსკოვში საგარეო მინისტრად გადაიყვანეს, მივხვდი რომ მართალი იყო.
შევარდნაძის წასვლის შემდეგ ძალიან მალე ყველა მის მიერ გათავისუფლებული პირი აღდგა თავის თანამდებობებზე, ჩემი სადოქტორო დისერტაცია მიიღეს (მეტი გზა არ ჰქონდათ) მაგრამ უკიდურესი უხეში დარღვევებით ჩააგდეს დაცვის პროცესი. ამაზე ქალაქში მაშინ ბევრი დაიწერა, მე კი გამოვაქვეყნე სტატიები: „დეიდელოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები“, „მედიტაციები ედუარდ კოდუას მედიტაციების გამო“, „მონოპოლიამ უნივერსიტეტში საშიში ფორმები მიიღო“, „ჩვენ დავუბრუნებთ მეცნიერებას შესაფერ ღირებულებას“, „როგორ უნდა ჩატარდეს რეალური რეფორმა“ და სხვ. სხვათაშორის როდესაც ბ-ნი ედუარდი დაბრუნდა, გამაკეთებინა მოხსენება საკონსტიტუციო საბჭოზე და შემდეგ ყველას ვისაც მოსკოვის მიერ დამტკიცებული საკანდიდატო დისერტაციები გვქონდა მოგვანიჭეს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მაგრამ მე ამ დროს უკვე „ხულიგნის“ სტატუსით გამოგდებული ვიყავი უნივერსიტეტიდან. ჩემს დღეში ბევრი მეცნიერია, სამაგიეროდ სოროსის ხელდასმით გამოშვებული დოქტორები, უხვადაა დღეს საქართველოში თევზაძისა და კოდუას „დიდი მოღვაწეობის“ წყალობით და ამის შედეგია სწორედ ის „ბრწყინვალე მდგომარეობა“ რაც გვაქვს ამჟამად მეცნიერების და განათლების სფეროში.
მძიმე პრობლემაა, მაგალითად დღეს დასავლეთის მიერ ხელოვნური ინტელექტით სპეკულაციის თემა, რასაც ყველაზე მეტად აქტიურად აწარმოებს ინგლისი. ამ სპეკულაციებს შეეწირა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ქეთინო ფანჩვიძე, იხ. საიტი panchvidze.narod.ru. მან ინგლისიდან დაბრუნებულმა, სადაც მას ლაბორატორიაც კი გაუხსნეს, თავი მოიკლა. მისი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი იყო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი ბ-ნი ივერი ფრანგიშვილი; შემდეგ სადოქტორო დისერტაციაზეც ის ხელმძღვანელობდა. ბ-ნი ივერი ქეთინოს საზღვარგარეთ პრინციპულად არ უშვებდა. მოდიოდა ბევრი მოწვევა, იმჯერად ინგლისიდან ორი მოწვევა ზედიზედ მოვიდა, თანაც ბ-ნი ივერიც არ იმყოფებოდა საქართველოში. ეს წასვლა ქეთინოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დიდი ყურადღებაა საჭირო ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობის მიმართ უშიშროების კომიტეტის მხრიდან.
სოროსის მიერ საქართველოში ჩატარებულ გენოციდს შეეწირა ბევრი ადამიანი და მათ შორის ჩემი მეუღლეც, რომელიც მ ო კ ლ ე ს ექიმებმა. ამ მკვლელობებზე არავინ არ უნდა აგოს პასუხი?
ჩემი პირადი საიტი დამიხურეს (მიზანმიმართულად) და ვერც ერთი სასამართლოთი ვერ მივაღწიე იმას, რომ აგოს დამნაშავემ პასუხი. საიტზეა ჩემი ხუთი მონოგრაფია, ყველა სტატია და ყველა სამეცნიერო ნაშრომი. რა ვქნა?
ანტისახელმწიფოებრივი კანონებით სავსე კონსტიტუციით და სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების “ყველასთვის ცნობილი მჭიდრო კავშირებით” წართმეული მაქვს მთელი ქონება, 3 ბინა და არცერთი არ ირიცხება ჩემს სახელზე. ბინაში, რომელშიც ვცხოვრობ (განათლების მუშაკთა სახლია და ამ სახლის ყველა ბინა შესყიდული აქვს ბიძინა ივანიშვილის ძლიერად დამფინანსებელ მევახშეს: ლაშა ნიკოლაიშვილს; ახლა ხომ მაგათია ყველაფერი) გამიხსნეს მრიცხველი და გამოუშვეს გაზი, შემთხვევით გადავრჩი!!! 112 გამოძახებაზე არ მოვიდა, გაზიდანაც (გაზიც პრივატიზირებული აქვს ვიღაც მევახშეს) ბრძანეს: ბინა თქვენს სახელზე არ არის გაფორმებული და ამიტომ ვალდებული არა ვართ პასუხი გაგცეთო! ჩემს კითხვაზე ვინ დაწერა ეს კანონი მეთქი? მიპასუხეს: ჩვენ დავწერეთ ჩვენი შინაგანი კანონიაო! როგორ მოგწონთ? ასეთი კანონშემოქმედებითი მუშაობა? ასეთივე პასუხი გასცეს სრულიად ოფიციალურად (დოკუმენტი ხელზე მაქვს) ჩემს ადვოკატსაც (მ. სხირტლაძე); პოლიციაში კი უთხრეს დაიჭირეთ ის, ვინც გახსნა გაზი და ჩვენ დავსჯითო!!! ამიხსნას ვინმემ მართლა მე მევალება მისი დაჭერა? ჩვენი სახლის მევახშის, ლაშა ნიკოლაიშვილის წარმომადგენელმა კი ასე ახსნა, გაზით ჩემი კინაღამ დახრჩობის მოვლენა: ვიღაცას, ვიღაცის ბინაში რაღაცის გაკეთება უნდოდა, შეეშალა და მე რა ვქნაო? ხომ მაღალ დონეზეა ჩვენს ქვეყანაში დაყენებული პასუხისმგებლობის გრძნობა? ჩემს სართულზე დენი სადარბაზოში ხან არის ხან არა! გუშინ დენის გაშიშვლებული მავთული იყო გადმოკიდებული ჩემს კარებზე… ჩემი კარები რკინისაა… ჩვენმა მევახშემ სახლის შახტებში ლიფტი აამუშავა მხოლოდ თავისთვის და მე მე-7 სართულზე ფეხით მიხდება სიარული… კიბეები, სადარბაზოში, მევახშემ თავისი მშენებლობის პერიოდში ჩაამტვრია, ასე დატოვა და დავეცი… მეგობარმა ღამის 3 საათზე მომიყვანა სახლში რენდგენი.
ჩემს შვილიშვილს, რომელიც ჩვენ გავზარდეთ და რომელსაც თავისი სიმამრის გომელაურის კლანის პოლიციელის წყალობით მთელი ჩვენი ქონება აქვს მითვისებული, რომ ვკვდებოდე ყურმილს ვერ აიღებს - აკრძალული აქვს ამ საცოდავს ცოლისაგან! ისე პენსიონერი, რომელსაც საკმაო დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და 65 წლის პედაგოგიური სტაჟი, ასე უფლება აყრილი უნდა იყოს? უღირსი მემკვიდრის სტატუსი მაინც აღარ არსებობს ჩვენში? რატომ? ან ვინ იცის იქნებ ის ჩემს უარეს დღეშია? ეს ხომ გომელაურის კლანია, ისინი ქონებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ძალიან მინდა შევხვდე პირისპირ ოფიციალურ ვითარებაში, დაველაპარაკო და გავიგო ვინ გავზარდე იდიოტი თუ ნაძირალა?
გესმით ახლა რატომ მინდა ჩვენც გვყავდეს ჩვენი ბელოუსოვი? დღეს ჩემს კარებზე ზარი ისევ დაზიანებულია, ხანდახან თავწაგლეჯილი სისხლიანი მტრედები მხვდება აივანზე… კითხვა: რითი მომკლავენ?
