პოლიტიკა
მხოლოდ ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით და ხელშეუხებელია ქვეყნის სუვერენიტეტი
ამბობენ: „ღმერთის შიში ეს არის სიბრძნის დასაწყისი და არა მისი დასასრული.“ ნიუტონი კი წერდა, რომ „მხოლოდ მცირე ცოდნა გვაშორებს ღმერთისაგან, დიდი კი გვაახლოებს“; და მართლაც, ადამიანს ჭირდება დიდი, რაციონალური, პროფესიონალური, სოციალური, მორალური და ესთეტიკური მზაობა იმისათვის, რომ იპოვნოს საკუთარი გზა ღმერთისაკენ; მაგრამ ისე, რომ არ დაკარგოს ამ დროს მან თავისი ინდივიდუალურობა, დასძლიოს ეგოიზმის გრძნობა თავის თავში და შეინარჩუნოს გრძნობა ღირსების; ანუ იგრძნოს ის, თუ რა შეუძლია, რა ევალება და რისი გაკეთების უფლება აქვს მას ცხოვრებაში.
ჩვენი დროის მთავარი კულტურული მოვლენაა ის, რომ პრინციპულად შეიცვალა სამყაროს დინამიკა და ვეღარ ვარკვევთ ქაოტურია ეს სამყარო, თუ მოწესრიგებული? რა მეფობს მასში: კანონი თუ შემთხვევითობა? მდგრადია სამყაროს არსი, თუ ცვალებადი?... „ღმერთი არ თამაშობს კამათელს!“ - ჯიუტად იმეორებდა სიცოცხლის ბოლომდე აინშტაინი; მაგრამ ბორმა, ჰაიზენბერგმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა და ეპოქამ მთლიანად, აჩვენა ყველას, რომ ღმერთი თამაშობს თურმე კამათელს, თამაშობს და მერე როგორ!!! აღმოჩნდა, რომ სამყარო არამყარია და არასტაბილური, რომ შემთხვევითობაც არსებობს და ალბათობაც! დადგა არჩევანის გაკეთების საკითხი და დაიბნა ადამიანი; ვიგრძენით დროის მომენტის ღირებულება, სოციალური პასუხისმგებლობა, მორალის მნიშვნელობა, მოვლენათა შეუქცევადობა და ისიც, თუ როგორ იბადება „ქაოსიდან წესრიგი“. ჭეშმარიტება არ არის აბსოლუტური და დოგმატური, ჭეშმარიტება ფარდობითია! ამან თავის მხრივ შეცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან, ახლებურად დაგვანახა რელიგიის ძირითადი პრინციპები და ისიც, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, ჩვენს მოქმედებებში, ყოველი ჩვენი „მე მინდა“ და „მე მევალება“. ამგვარი ანალიზის გარეშე ადამიანმა შეიძლება თავისუფლად ჩაიდინოს ბოროტება, ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს და საზოგადოებასაც მთლიანად. აქედან და სწორედ აქედან იწყება ფაშიზმი.
ასე, რომ ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, ბოროტება, ეს უზნეო და უცოდინარი ადამიანის მოქმედების შედეგია; ადამიანისა, რომელსაც არ გააჩნია ცოდნა, ზნეობა, მორალი და ყოველივე ამის გამო დეგრადირებული აქვს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა. ასეთი ადამიანის თავისუფლებას არა აქვს საზღვარი, მისი ცხოვრების დევიზია: „მინდა და ვაკეთებ!“ და თავისუფლების ასეთ გაგებას მივყავართ სწორედ ფაშიზმამდე! ფაშიზმია, აბა რა არის ლუკა სირაძის მიყვანა თვითმკვლელობამდე, შაქარაშვილისა და ბაჩალეიშვილის ენით აღუწერელი წამება და საშინელი სიკვდილი, მაჩალიკაშვილის დახვრეტა თავისი მშობლების თვალწინ... რა არის ეს, თუ არა გზასაცდენილ არაპროფესიონალთა სოციალური დეგრადაცია, როდესაც გამქრალია ყოველგვარი ზნეობა, კულტურა და მორალი! აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების სავალალო ზნეობრივ ფონს და სადისტური მოქმედებების ხასიათს ზუსტად გამოხატავს ბერასა და ღარიბაშვილის ყოვლად ამაზრზენი დიალოგი, სადაც ბერა პირდაპირ სამთავრობო სტრუქტურებს უკვეთავს მორიგი ახალგაზრდის დასჯასა და წამებას! გიკვირთ ახლა რატომ წარმოიშვა საქართველოში ფაშიზმი? რომელიც ქვეყანას ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდებს აკარგვინებს? ამგვარი მორალის შედეგია კვარაცხელიას მკვლელობა და სულ ახლახან კიდევ გიგა ავალიანის გამაოგნებელი აღსასრული. საქართველო კარგავს უამრავ ახალგაზრდას! მოშლილია სახელმწიფოში ყველა სისტემა, არ არსებობს კანონი და სამართალი, დამხობილი გვაქვს თავზე კონსტიტუცია, რომელიც სავსეა ანტიხალხური კანონებით, რის შედეგადაც მეფობს ყველგან აღვირახსნილი თავისუფლება, დამკვიდრებულია ხელშეუხებლობის პრინციპი და არ ისჯება დამნაშავე; არ სრულდება კანონი ყველასათვის ერთნაირად.
ფაქტია ისიც, რომ ასე ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით და თანაც უმიზეზოდ არ დანგრეულა ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ზნეობა. არც ჩვენი რელიგია, რომელსაც საუკუნოვანი ფესვები აქვს და მხრებით მოიტანა დღემდე საქართველო, უმიზეზოდ არ ჩავარდნილა იმ დღეში, რაშიც იმყოფება. ყველაფერი ეს დასავლეთის ღრმად ჩაფიქრებული იდეოლოგიური დივერსიის, კომპლექსური და კარგად ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რასაც ხელმძღვანელობდა ჩვენთან ფილოსოფიის ინსტიტუტში, სპეციალურად ამ მიზნით ჩანერგილი, მერაბ მამარდაშვილი, რომლის „დიდ მოღვაწეობაზე“ უფრო დეტალურად მოგვიანებით ვილაპარაკებ.
დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთის მიზანი იყო ახალი ეპოქის ძირითადი მახასიათებლების მცდარი ინტერპრეტაცია და ისეთი ცნებებით, როგორიცაა „თავისუფლება“, „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“ სპეკულაცია. ამ მიზნით ბრძოლა გამოუცხადეს მათ მეცნიერებას, განათლებას, დიალექტიკური თეორიების კვლევას და ეროვნულ იდეოლოგიას. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ამოიღეს მათ მიზანში ზვიად გამსახურდია. ახალმა, სპონტანურმა, არამდგრადმა და წინააღმდეგობებით სავსე რეალობამ დააკისრა ადამიანს უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველ თავის მოქმედებაზე და დააყენა ის არჩევანის: „ან-ან“ წინაშე. ასეთ ვითარებაში ადამიანი დაიბნა, დაკარგა წონასწორობა, დაეუფლა დაუცველობის განცდა და ჩავარდა სასოწარკვეთაში. ამასთან დაკავშირებით სარტრი წერდა: „რა არხეინად ვიყავი წამოწოლილი აქამდე ტახტზე და მჯეროდა, რომ ჩემს მაგივრად ყველაფერზე ღმერთი ფიქრობდა, ღმერთმა კი მომცა თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება და დამაკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველ არჩევანზე... ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო“ - თქვა მან ბოლოს.
მასზე ადრე კი კანტმა დაწერა: ადამიანის სიბრძნე უფრო ჩანს მის მოქმედებაში, ვიდრე მის ცოდნაში“. ჭეშმარიტად! ადამიანის სიბრძნე მხოლოდ მის პასიურ ცოდნაზე არ დაიყვანება; სიბრძნე ეს არის ადამიანის უნარი განახორციელოს ადეკვატური მოქმედება არსებულ ვითარებაში; ანუ ისეთი აზროვნების უნარია, რომელიც პროფესიონალური ცოდნის გარეშე არ ვითარდება, მაგრამ არ დაიყვანება მხოლოდ პასიურ პროფესიონალურ ცოდნაზე; ის მასზე მეტია! ის ახალია და უშუალოდ ამ კონკრეტული ინდივიდის, როგორც პიროვნების, უნიკალური შემოქმედებითი აქტის შედეგია. ამ უნარს ვერასოდეს ვერ გაუკეთებს მოდერნიზირებას ხელოვნური ინტელექტი; ის უშუალოდ, ამ კონკრეტული ინდივიდის ყველა მონაცემის, რთული, იდუმალებით მოცული, უნიკალური და განუმეორებელი სინთეზია; ეს არის ის, რაც აქცევს ადამიანს პიროვნებად და აძლევს მას შანსს იპოვნოს თავისი გზა ღმერთისაკენ. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, ახლა, რომ ერთხელ რომელიღაც ჟურნალისტმა კითხა როლანდ ოქროპირიძეს: „რომ იკითხოს ვინმემ ვინ არის როლანდ ოქროპირიძე, რა შეიძლება ვუპასუხოთო?“ როლანდი წუთით დაფიქრდა და შემდეგ ცოტა უხერხულად უპასუხა: „როლანდ ოქროპირიძე არის ქართველი“ და მე ვიგრძენი ამ შესანიშნავ ახალგაზრდას როგორც დააწვა უცებ მხრებზე სიტყვა „ქართველის“ მთელი სიმძიმე. ქართველი ეს არის ილია ჭავჭავაძე, ჩვენი მთელი კულტურა, მორალი, ტრადიციები, გმირული წარსული პატრიოტიზმი და მართლმადიდებლური რელიგია. ჩვენს ამ ძირითად ფასეულობებს დაარტყა სწორედ სოროსმა; ჩვენი ეროვნულობის დაცვა არ აპატიეს ზვიად გამსახურდიას!
შემოვიდა ახალი ეპოქა და ადამიანმა დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან. ძველი წარმოდგენების ქვეშ შეირყა ნიადაგი; XX საუკუნემ უძირო უფსკრულში ჩაგვახედა, გაგვიჩინა აბსურდის მძიმე განცდა, გვაგრძნობინა მორალურ პრინციპთა ფარდობითი ხასიათი; საეჭვო გახდა ბევრი წესი და კანონი, რომლითაც ცხოვრობდა აქამდე კაცობრიობა. ადამიანმა დაინახა მის ირგვლივ არსებული სამყაროს საოცარი სირთულე და მწვავედ დადგა მის წინაშე კითხვები: რით ვიხელმძღვანელოთ და რა ავირჩიოთ თვითდისციპლინისა და მოვალეობის საყრდენად... დეიდეოლოგიზაციის დამღუპველ ატმოსფეროში ხალხს დაეკარგა ცხოვრების აზრი, რწმენა, მიზანი; აღზევდა უკანონობა და უპასუხისმგებლობა. აბსურდიზმმა შეცვალა თეორიული ფილოსოფია, პორნოგრაფიამ - სიყვარული, სექტანტურმა მოძრაობებმა - ჩვენი ტრადიციული, ამაღლებული რელიგიური კულტურა. ხალხი ხვდება უკვე თანდათან, რომ უფლება მხოლოდ იმისა რომ ვწეროთ და ვილაპარაკოთ ყველაფერი ის, რაც თავში მოგვივა, არ ყოფილა თურმე მაინცდამაინც ყველაფერზე მთავარი. საჭიროა მეცნიერული ანალიზი და გამოსავალი გზების ძიება და ეს უნდა გააკეთოს ინდივიდმა როგორც პიროვნებამ!
სამყაროს პრინციპულმა ცვლილებამ მოითხოვა ახალი მეცნიერული კატეგორიების შემოტანა და ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა. მოხდა რევოლუცია თეორიულ აზროვნებაში და ეს შეეხო ყველა სფეროს: მუსიკას, ფერწერას, პოლიტიკას. ადამიანმა ყველგან დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან. ეს დიალოგი იმდენად ახალი და უჩვეულო იყო, რომ თვით აინშტაინსაც კი, რომელმაც პირველმა ჩაუყარა საფუძველი ამ რევოლუციას თეორიულ აზროვნებაში გაუჭირდა მასთან შეგუება.
ახალმა ეპოქამ წარმოშვა ნიცშე, ჰუსერლის ფენომენოლოგია, რომლის ბრწყინვალე ანალიზი დაგვიტოვა ზურაბ კაკაბაძემ... ვისაც აღარავინ არ იხსენებს დღეს, გურამ და გიგი თევზაძეებისა და ედუარდ კოდუას, სოროსის მიერ დაფინანსებული, იდეოლოგიური დივერსიის პირობებში... ახალმა ეპოქამ აღმოაჩენინა ჰაიზენბერგს განუსაზღვრელობის პრინციპი, რომელმაც დააბნია და დაზაფრა აინშტაინი; ბორმა კი, რომელმაც შემოიტანა დამატებითობის მეთოდი, შეცვალა ამით მთლიანად, ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან და დიალექტიკის თეორია გადაიყვანა განვითარების ახალ საფეხურზე... ქარიშხალივით შემოიჭრა ამ დროს ვაგნერის მუსიკა რომლის შესახებაც ნიცშე წერდა: „Ах, этот старый чарадей!.. Вагнер умная, гремучая змея!.. Ему легче быть гигантом,чем прекрасным…Я ненавижу Вагнера, но не выношу более никакой другой музыки… Да, человек испорчен, кто спасет его? Что спасет человека?”
როგორც პასუხი ამ კითხვაზე, შემოდის ფერწერაში დალი; ის წერს, რომ, თუ ღმერთი არსებობს, ის არსებობს თვითონ ადამიანის სულში და ადამიანს შეუძლია მიეხმაროს თავის თავს მხოლოდ იმით, თუ ის ამ ხმას გაიგონებს, ხმას ღმერთისას... ანუ განსაზღვრავს თავისი თავისუფლების საზღვრებს და მიხვდება იმას, რომ მისი მთავარი პრობლემაა ცხოვრებაში განასხვავოს ერთმანეთისაგან სიკეთე და ბოროტება... არ დაკარგოს ხელოვნებაში ადამიანურობა, არ გადააქციოს ის დეგუმანიზაციის ხელოვნებად და აბსურდად, საითაც უბიძგებს ჩვენს ახალგაზრდობას დივერსიული იდეოლოგიის ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა. „მე გავათავისუფლებ სამყაროს მეშჩანობისაგან“ - წერდა დალი; და კიდევ: „არ იფიქროთ, რომ ჩემს სურათებში არ არის აზრი! უბრალოდ ის იმდენად ღრმაა და რთული, რომ არ ემორჩილება ჩვეულებრივ ლოგიკურ ანალიზს... და არანორმალურია ყველა, ვისაც არ ესმის ჩემი ფერწერა და ვისაც არ აინტერესებს ის, თუ რა დროს აჩვენებენ ჩემი საათების ციფერბლატებზე ჩამოშლილი ისრები; საქმე კი იმაშია, რომ ისინი აჩვენებენ ზუსტ დროს!“ ამ განცდებმა დაღალა დალი და აისახა კიდეც ეს დაღლა მის ფოტოსურათებზე. ანეგდოტივით მითხრეს ერთხელ: ერთმა გურულმა, თავის მეგობართან ნახა დალის სურათი და იყვირა: „ვინაა კაცო აი კაციო?“ „აი დალიაო“ - უპასუხა მეგობარმა, „მერედა რა დალია კაცო ასეთი?“ - იკითხა გურულმა. დალმა „დალია“ ჩვენი ეპოქის სიახლე, რაც დღეს მთელი კაცობრიობის პრობლემაა.
ცნობილია ისიც, რომ ერთხელ, როდესაც აინშტაინმა ვაგნერის ახალ მუსიკას მოუსმინა თქვა: „ღმერთო, როგორ საშინლად მძულს მე ეს ყველაფერი, მაგრამ რა საოცარი გენიალურობით გადმოსცემს ეს კომპოზიტორი თავისი მუსიკით, ინდივიდის ინდივიდუალურობის არსსო? სხვათა შორის იგივე უთხრა მან ბორსაც, როდესაც ამ უკანასკნელმა ის მორიგი პრობლემის წინაშე დააყენა (მოგეხსენებათ, რომ კამათი მათ შორის ოცი წელი მიმდინარეობდა) და მოთხოვა პასუხი ახლად წარმოქმნილ კითხვაზე: პასუხი კი, აშკარად, ბორის პოზიციას ადასტურებდა; მაშინ აინშტაინმა უპასუხა: „მე ამჟამად არ მაქვს პასუხი შენს კითხვაზე, მაგრამ იმდენად მძულს ეს ყველაფერი, რომ მაინც არ ვაღიარებო.“ იმედია მკითხველი ამ ყველაფერს სისუსტედ არ ჩაუთვლის აინშტაინს, უბრალოდ ამ დიდ გენიოსს არ სურდა მცირედი განუზღვრელობის დაშვებაც კი სამყაროს შემეცნების პროცესში, მას აღიზიანებდა სამყაროს ახალი სტრუქტურა... „რა ვქნათ ღმერთი არ აკეთებს იმას რასაც შენ მას უბრძანებო“ - უთხრა მაშინ მას ბორმა.
ანალოგიური მსოფლმხედველობრივი ხასიათის დარტყმა მიიღო ვერდმაც, როდესაც პირველად მოუსმინა ვაგნერს, თუმცა მან იმ წუთშივე აღიარა ვაგნერის გენიალურობა, მაგრამ თავი იგრძნო განადგურებულად; სხვათა შორის აინშტაინიც, სიცოცხლის ბოლოს, თავის ერთ-ერთ მეგობართან გაგზავნილ წერილში წერდა: „ვიცი შენ არ მოგეწონება ის, რომ ამ პრობლემაზე მე რელიგიური ცნებებით ვსაუბრობ, მაგრამ რა ვქნა, თუ რელიგიური ტერმინოლოგიის გარეშე ამ პრობლემაზე საუბარი შეუძლებელია.“ ეს კი მისი მხრიდან უკვე განუზღვრელობის პრინციპის აღიარებას ნიშნავდა; ასე რომ ახალ ფიზიკასაც არ დაუკარგავს გზა ღმერთისაკენ.
რელიგია ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ცხოვრებაში: ძერწავდა ადამიანის მორალს, კულტურას და ეხმარებოდა საზოგადოებას სამართლიანობისა და სოციალური ურთიერთობების ფორმირებაში. კანტი წერდა: „ორი რამ მაოცებს ამ ქვეყნად ვარსკვლავებიანი ცა და მორალური კანონი დედამიწაზეო“. საქართველოს ისტორია გადაჯაჭვულია პირდაპირ მართლმადიდებლური რელიგიის ისტორიასთან... სტალინმაც ხომ სწორედ მართლმადიდებლობის ძირითადი პრინციპების ბაზაზე ააგო თავისი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც სრული ძალით ასრულებს თავის ფუნქციას. რელიგიური ფენომენი იყო ზვიად გამსახურდიას ცხოვრების მთავარი ვექტორიც და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამიტომ ზვიადი დღეს უფრო მეტად არის საჭირო საქართველოსთვის, ვიდრე ეს მაშინ იყო; დღეს, როდესაც სოროსმა და ათასმა მსგავსმა იდეოლოგიურმა დივერსიამ დაგვინგრია კულტურა, მორალი, ტრადიციები და ხმალამოღებული ბრძოლა გამოუცხადა ჩვენს რელიგიას. დღეს შველა უნდა, გადარჩენა სჭირდება მართლმადიდებლობას საქართველოში და ვინ თუ არა ზვიადი გააკეთებდა ამ საქმეს ყველაზე კარგად. შევარდნაძე შესანიშნავად გრძნობდა ამას და ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ ბ-ნმა ედუარდმა, რომელსაც ყველა „თეთრ მელას“ ეძახდა, ვერ მოიფიქრა ვერაფერი ზვიადთან დაკავშირებით; მითუმეტეს რომ გვერდში ყავდა ისეთი პროფესიონალი, როგორიც იგორ გიორგაძეა... ისე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან უცნაურად და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ასპექტებშიც კი გვესაუბრება ბ-ნი იგორი ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე!!! რ ა ტ ო მ? იქნებ... იქნებ მოხდა სასწაული და არ წავიდა „ზვიადის მკვლელის“ სახელით შევარდნაძე საქართველოს ისტორიაში; იქნება და წინ გველის დიდი სიურპრიზი?!
მწყინს ნამდვილად, როდესაც ლანძღავენ შევარდნაძეს და თანაც მოროშკინას და ივანიშვილის გვერდით იხსნებენ მას, როგორც პოლიტიკოსს. ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!! ამბობენ იმასაც კი, რომ მჟავანაძე, რომელმაც ააყვავა კორუფცია საქართველოში ჯობდა ბ-ონ ედუარდს და იყო ნამდვილი ქართველიო. არადა დღეს სწორედ მჟავანაძის მიერ გააქტიურებულმა კორუფციამ შეიძინა, დასავლეთის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგად, ისეთი მკვეთრად გამოხატული ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი ფორმები, რომ უკიდურესად გააღატაკა ამით საქართველოს ძირითადი მოსახლეობა, კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყნის ეკონომიკა და იქცა დივერსიად! დივერსიაა აბა რა არის ბიძინა ივანიშვილის კლანის „მოღვაწეობა“ საქართველოში, რომელიც მაროშკინას მსგავსი ცრუ პატრიოტებით ინარჩუნებს არსებობას. დროა სააკაშვილმაც განასხვავოს ერთმანეთისაგან ადამიანები და ოპოზიციას ნუ უწოდებს ყველას ვინც ქუჩაში გამოვა და რაღაცას იყვირებს; ნუ გააიგივებს ის ერთმანეთთან ბაბუცა პატარაიას, ამაღლობელის ქალს და იმ თექვსმეტი წლის ბიჭს, რომელმაც სატელეფონო ჩანაწერებით დაუფიქსირა ძალოვან სტრუქტურებს თავიანთი ნამდვილი სახე, პროფესიონალიზმი, კულტურა და მორალი! ასეთებზეა სწორედ ნათქვამი: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანიო“... ნამდვილი ოპოზიცია ეს არიან შვილმკვდარი დედები, რომელთა მხრებზეც გადაიარა ამ მთავრობის ფაშიზმმა; ნამდვილი ოპოზიციაა ზოდელავა, ხაბეიშვილი და ბევრი კიდევ ასეთი... რომელთაც იციან ძალიან კარგად ის, თუ რა ხდება საქართველოში და ისიც, თუ რა არ უნდა ხდებოდეს, არავითარ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში!
საქართველო დღეს დაღუპვის პირასაა, მაგრამ ხალხს აქვს იმედი, რომ დამთავრდება იმ ხატზე გადაცემული ოთხი პიჯაკის თემა და მიშა სააკაშვილი ჩაებმება, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ პოლიტიკურ დებატებში. მიშას ხომ აწი აქვს სათქმელი თავისი მთავარი პოლიტიკური სიტყვა, მიშამ ხომ აწი უნდა აჩვენოს ის, რისთვისაც მოვიდა ქართულ პოლიტიკაში. მე, მაგალითად ძალიან მსურს ვიხილო მიშა, ბიძინა ივანიშვილი პირისპირ... მერწმუნეთ ძალიან კარგი სანახავი იქნება მათი პაექრობა და ქართველი ხალხი ღირსია ნამდვილად იხილოს ამგვარი „დებატები“!! თუ დებატებია, დებატები იყოს ბატონო!!! აბა დებატები იყო ის, რაც ირაკლი კობახიძემ ილიაუნის უნივერსიტეტის ე.წ. „წარმომადგენლებთან“ ჩაატარა? იმათთან, ვინც ავრცელებდა მამარდაშვილის იდეოლოგიას ჩვენს ქვეყანაში, ვინც დაანგრია განათლების სისტემა და კერძოდ, ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ირაკლი კობახიძე აი ამ ხალხს ეკითხებოდა: როგორ ავამაღლოთ სწავლების ხარისხი უნივერსიტეტებშიო და მთელი სერიოზულობით ელოდებოდა მათგან პასუხს... ასეთი დებატები არაფერს არ მოგვცემს! დებატები საინტერესოა ასეთი: ზოდელავა - მურუსიძე, ხაბეიშვილი - კალაძე და კარგი იქნება, თუ მათთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბუაძეც და ა.შ. და ასე ბევრი... მე პირადად სიამოვნებით შევხვდებოდი მაგალითად, როინ მეტრეველს და პირველი ჩემი კითხვა მასთან იქნებოდა ასეთი: რატომ დაანგრია მან ასე უმოწყალოდ იურიდიული ფაკულტეტი? შემდეგი: რატომ არ მიიღო არავითარი ზომები უნივერსიტეტის გადასარჩენად, მაშინ როდესაც რამოდენიმეჯერ დაურეკა მას ამის შესახებ შევარდნაძემ და უთხრა: „ვეცადოთ იქნებ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაინც გადავარჩინოთ როგორმეო...“...ან კიდევ: „ რა იდუმალებით მოცული დამსახურებისათვის აჯილდოვებს მას ამ ბოლო ხანებში, სისტემატიურად ბიძინა ივანიშვილი? და ერთიც: რაში ხედავს ის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გადარჩენის გზას? მე მაქვს ჩემი მოსაზრებები ამის შესახებ, მაგრამ ვერ ვხედავ აუდიტორიას ვისთანაც ამაზე საუბარი შეიძლება! და ბოლოს: როდის აპირებს ის კაკაჩას მიღებას აკადემიაში?
დებატებს განათლების საკითხებზე (და საერთოდ ყველა, ამგვარად სერიოზულ საკითხზე) უნდა უძღვებოდეს აუცილებლად უშიშროების კომიტეტის ძლიერი წარმომადგენელი (რა თქმა უნდა, არა მდინარაძე) და ასევე ისეთი პროფესიონალი „ბუღალტერი“, როგორიც ბელოუსოვია; რომელიც არ დაიხევს არასოდეს უკან არაფერზე, თუ ამას საქმე მოითხოვს და ვინც ბრწყინვალედ ოპერირებს ფინანსური აუდიტის ფენომენით. ისე სად არის მართლა, გიორგი გამსახურდია? დავიჯერო, რომ ის მარტო გინების მაღალი კლასის საჩვენებლად ჩამოვიდა საქართველოში? რაღაც არ მგონია ასე! ველოდებით!!! აუცილებელია გაიშიფროს და აილაგმოს დასავლეთის იდეოლოგიური დივერსიის შედეგები!
ბევრი დღესაც ვერ ხვდება იმას, თუ ვინ იყო მამარდაშვილი, რომელიც დაფინანსებული ყავდა სოროსს და მუშაობდა ჩვენთან რაისა გორბაჩოვის მითითებებით; ის ჩანერგილი ყავდათ სპეციალურად ფილოსოფიის ინსტიტუტში და ხელმძღვანელობდა იქ მეცნიერების განყოფილებას, თუმცა არასდროს, არავითარი კავშირი არ ქონია მეცნიერებასთან;. ამ გზით მან მოამზადა ძალზედ აქტიური დივერსიური პოლიტიკური ჯგუფი ჩვენი ფილოსოფოსების ბაზაზე (გურამ თევზაძე, ე.კოდუა, ვ.ერქომაიშვილი, მ.ჭელიძე და სხვ.), შექმნა თავისუფლების ინსტიტუტი და ჩაიგდო რა ხელში ორგანიზაცია „ცოდნის“ ფართო სალექციო ქსელი (რომელსაც ფილოსოფიის ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის მთავარი იდეოლოგიური ცენტრი განკარგავდა), გააჩაღა არნახული აგენტურული მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. თავისი ანტისახელმწიფოებრივი ლექციებით ის წამლავდა და ტვინს ურევდა ჩვენს ახალგაზრდობას, ებრძოდა ეროვნულ იდეოლოგიას, ძულდა ზვიადი და უმრავლებდა მას მტრებს ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ მისი ამ „დაუღალავი მუშაობის“ შედეგად წარმოიშვა ჩვენში ანტიზვიადისტური დაჯგუფებები, რომელთაც დასავლეთის კარნახით დავალებული ქონდათ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.
მამარდაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა ჩვენთან ყოვლად უვარგისი რეფორმა განათლების სისტემაში, რასაც მოყვა თან ჩვენი მაღალკვალიფიცირებული აკადემიური პერსონალის მიზანმიმართული და დაუნდობელი განადგურება. გასწორდა მიწასთან ივ. ჯავახიშვილის ფიზიკის ფაკულტეტი, რომელიც თავის დროზე ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ნილს ბორს მის დისკუსიაში აინშტაინთან, ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის შინაარსობრივ გააზრებასთან დაკავშირებით. ეს კი შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ უნივერსიტეტში არსებობდა ანდრია რაზმაძის მსოფლიო მნიშვნელობის მათემატიკური სკოლა და ასევე მაღალი დონის ფიზიკის ფაკულტეტი, რომელნიც უმაღლეს დონეზე ამუშავებდნენ დიალექტიკის თეორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, რაზეც წარმოდგენა არა აქვს დღესაც დასავლეთს და რის გამოც უწოდა სწორედ ბორმაც და აინშტაინმაც დასავლეთის ფილოსოფიას (პოზიტივიზმი და პოსტპოზიტივიზმი) სულელური ფილოსოფია. სოროსის მიზანი იყო დიალექტიკური აზროვნების ამ ძლიერი კერის განადგურება საქართველოში, რაც გააკეთეს კიდეც და შედეგიც სახეზეა. არცერთ ინკვიზიციას არ უმოქმედია არსად ალბათ ისე ვანდალურად, როგორც მამარდაშვილის მიერ, სოროსის დივერსიული იდეოლოგიის ბაზაზე მომზადებულმა ჯგუფმა იმოქმედა; მას ხელმძღვანელობდა მამა-შვილი თევზაძეები, კოდუა, თავის გაზრდილ უგულავასთან და სხვა ანალოგიურად მომზადებულ ადამიანებთან ერთად. ამ ხალხმა მოსპო და გაანადგურა თბილისის ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ფანჯრებიდან ყრიდნენ ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტების უნიკალურ ლაბორატორიებს, გაანადგურეს სამეცნიერო ბიბლიოთეკები, დაწვეს და მიწასთან გაასწორეს თეორიული ფიზიკის კათედრის საუკეთესო წიგნები, რის დროსაც ისინი, მიზანმიმართულად ებრძოდნენ დიალექტიკის თეორიის ასპექტში მომუშავე ავტორებს: ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, მ.მირიანაშვილი, ვ.მამასახლისოვი, ე.წითლანაძე, ს.წერეთელი, კ.ბაქრაძე, ზ.კაკაბაძე... სწორედ თევზაძე-კოდუა-უგულავას ჯგუფის დამსახურებაა ის, რომ ფიზიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ხელში ჩაუგდეს, ამ საქმისათვის სრულიად შეუფერებელ პიროვნებას, ვინმე შათაშვილს, რომელმაც, ჩვენი დამსახურებული პედაგოგების მ.მირიანაშვილი, ვ.მამასახლისოვის, ე.წითლანაძის სახელმძღვანელოების ნაცვლად, სტუდენტთა აუდიტორიაში, თავხედურად შეიტანა, ამერიკიდან ჩამოტანილი რაღაც სახელმძღვანელო, რომელიც ვერც მეცნიერული დონით და ვერც საკითხთა მსოფლმხედველობრივ ასპექტში ანალიზით ახლოსაც ვერ მივა ჩვენი ავტორების წიგნებთან.
მახსოვს, როდესაც ფიზიკის თეორიული კათედრის ბიბლიოთეკიდან გადმოყრილი წიგნები მიწაზე უღმერთოდ ეყარა და იწვოდა, თეორიული ფიზიკის კათედრის გამგემ ანზორ ხელაშვილმა დამირეკა და შეწუხებულმა მითხრა: ჩვენი ბიბლიოთეკა იწვის, მე ჩემი წიგნები გადავარჩინე, შენც ჩამოდი იქნებ შენც შენი წიგნები იპოვნოო; მე რა თქმა უნდა ჩავედი და ჩემი სამი მონოგრაფია ვიპოვნე, მათ შორის იყო „ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები“ და „მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“, რომელიც მ.მირიანაშვილის, კ.ბაქრაძის, ვ.მამასახლისოვის და ლ.გოკიელის ხელმძღვანელობით დავწერე. ვიდექი თავზარდაცემული და შეძრწუნებული ვიყავი იმით, რაც ხდებოდა... მალე ფიზიკის ფაკულტეტის „ახალმა ხელმძღვანელობამ“, რომელიც სოროსელების მიერ იყო დანიშნული, ჩემი კურსი „მეცნიერება და ფილოსოფია“, რომელიც ჩემი ხელმძღვანელების უშუალო კონსულტაციებით იყო მომზადებული გააუქმეს და ამოიღეს ფიზიკის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, თუ ჩვენი დიდი მეცნიერების (მირიანაშვილი, მამასახლისოვი, წითლანაძე) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის არ აღსდგა და არ გაკეთდა მათი ელექტრონული ვერსიები. ფიზიკის ფაკულტეტის ყოველგვარ გადარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია!!! ხოლო მათ კი ვინც თ.სანაძის, ჯ.მებონიას, ლ.ქურდაძის სხვა ღირსეული მეცნიერების ნაცვლად ფიზიკის ფაკულტეტი ვიღაც შათაშვილს ჩააბარა, უნდა აგოს პასუხი განათლებისა და მეცნიერების განადგურებისათვის საქართველოში.
ამრიგად, სოროსის მიერ დაფინანსებულმა და მამარდაშვილის ხელით, ჩვენში, აქტიურად განხორციელებულმა იდეოლოგიურმა დივერსიამ დასცა რა პროფესიონალიზმის დონე ყველა დარგში, გაიხსნა შემდეგ უამრავი კერძო უნივერსიტეტი, სადაც პედაგოგებად მოგვევლინენ გურამ თევზაძისა და ე.კოდუას მიერ, აკადემიის ბაზაზე, ჩამოყალიბებული და აშკარა კანონდარღვევებით მომუშავე (რაზეც ბევრი იწერებოდა მაშინ პრესაში) სეს-ის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) მიერ ხარისხს მინიჭებული ყოვლად უვარგისი კადრები; რომელთა უმრავლესობაც ერთ საჯარო ლექციასაც ვერ წაიკითხავს დღეს, კომპეტენტური აუდიტორიის წინაშე, თავისი საგნის, ადგილისა და მნიშვნელობის შესახებ, განათლების სისტემაში. წაიკითხოს მაგალითად, ასეთი ლექცია გიგი თევზაძემ, რომელსაც ლანგარით მიართვა თავის დროზე დოქტორის ხარისხი სეს-მა, მამამისის გურამ თევზაძის წყალობით (რაზეც ბევრი იწერებოდა) და რომლის „დიდი მოღვაწეობის“ შედეგია სწორედ დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ილიაუნის უნივერსიტეტში და მთელი ის უბედურება რაც დღეს განათლების სისტემაში ტრიალებს. გამობრძანდეს ახლა გიგი თევზაძე და მოახსენოს საზოგადოებას ის, თუ როგორ აპირებს ფილოსოფიის კურსის მიწოდებას სტუდენტებისათვის დღევანდელ ვითარებაში? ისევ იმ სახელმძღვანელოთი, რომელიც მამამისის მეგობრებმა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით დაწერს და გამოაქვეყნეს? სადაც შავით თეთრზე წერია, რომ „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი?“ ან რომ „სახელმწიფო ზღუდავს“ თურმე „პიროვნების თავისუფლებას“? რომ „სახელმწიფო პოლიტიკა და სამართალი არაზნეობრივი ურთიერთობათა გამომხატველი კატეგორიებია?“’ რომ „ნებადართულია ყველაფერი რაც არ არის აკრძალული კანონით?“, რაზეც კანტი წერდა, რომ „ეს, გზას უხსნის აღვირახსნილობას, თრგუნავს პასუხისმგებლობას და აკარგვინებს ადამიანს ზნეობას!“... მაგრამ ვინ არის კანტი, მამარდაშვილის გვერდით, რომელსაც თავისუფლება ესმის როგორც „მინდა და ვაკეთებ!“ და თავისუფლების ასეთ გაგებაზე ჩამოყალიბებული მორალით წერს: „ეს ქალი დედაჩემია, მაგრამ ჩემი ცოლი მგონია და ვექცევი როგორც ჩემს ცოლს...“ აი ასეთ ლექციებს ლექციებს უკითხავდა წლების მანძილზე, ფილოსოფიის ინსტიტუტის იდეოლოგიური ცენტრის განკარგულებაში მყოფი, ორგანიზაცია „ცოდნის“ ხაზით, მერაბ მამარდაშვილი ჩვენს ახალგაზრდობას; და თუ გავითვალისწინებთ კიდევ ბაბუცა პატარაიას „აქტიურ მოღვაწეობას“ თავისუფლების მოედანზე, თავისი გულისამრევი ტრანსპარანტებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ კიდევ კარგად არის გადარჩენილი ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ამგვარი ხალხის აღვირახსნილი პროპაგანდის ხელში ჩავაგდეთ!!! მათი მთავარი ლოზუნგია „რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ!!!...“ დღეს როგორ ფიქრობს ბ-ნი გიგი? ისევ ამ დონეზე ესაუბრება ახალგაზრდობას? ისევ ამტკიცებს იმას, რომ „ქართველები უნიჭო ხალხია, მათ ფიზიკა-მათემატიკის სწავლა არ შეუძლიათ, შიზოფრენიამდე მიჰყავს ისინი ამ სპეციალობებსო?“ საცოდავი ანდრია რაზმაძე, ილია ვეკუა, ლევან გოკიელი, სავლე წერეთელი, კოტე ბაქრაძე, ზურაბ კაკაბაძე, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი... და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი „უნიჭო“ ხალხი ყავს ქართველებს, რომელთაც მათემატიკური აზროვნება და დიალექტიკის თეორია უმაღლეს დონეზე განავითარეს! რა ვქნათ ახლა? გიგი თევზაძის მსგავს ხალხს, რომელთაც გამრავლების ტაბულაც ვერ ისწავლეს თავის დროზე, ვალანძღვინოთ ქართველი კაცის გონიერება, შესაძლებლობა და შიზოფრენიკები ვუწოდოთ მათ? აგერ ხუხაშვილიც, რომელიც რამდენადაც ვიცი ლაყე კვერცხების წარუმატებელი ბიზნესიდან არის მოსული და „საჭიროების“ შემთხვევაში სრული აკადემიური გამომეტყველებით გვევლინება ნებისმიერი სფეროს „უძლიერეს“ ექსპერტად, ამჯერად გვარწმუნებს, იმაში რომ ილიაუნის უნივერსიტეტი, რომეოც მამარდაშვილის იდეოლოგიური დივერსიით არის გაჟღენთილი, განათლების მთავარი ცენტრიაო საქართველოში. ამით ის ავითარებს სოროსის აგენტის, მამარდაშვილის, მიერ მიზანმიმართულად შემოგდებულ და შემდეგ გიგი თევზაძის მიერ გავრცელებულ აზრს, რომ ქართველები უნიჭოები არიან და დასავლეთის ჩარევის გარეშე ისინი ნორმალურ განათლებას ვერ მიიღებენო; რომ ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, საიდანაც მთელი ინტენსიურობით იტაცებდნენ ფიზიკის ფაკულტეტიდან სტუდენტებს ამერიკელები, წარუმატებელია თურმე!!! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ვინმე ხუხაშვილის შესაფასებელი გახდა ჩვენი უძლიერესი სკოლები ფიზიკაში და მათემატიკაში, ან ის ბრწყინვალე განათლების სისტემა, რომელიც დასავლეთის მიერ ჩატარებულ რეფორმამდე არსებობდა ჩვენში და რასაც რუსეთი სრულიად სამართლიანად უბრუნდება.
პოლიტიკურ პრობლემათა კვლევას დღეს, სჭირდება ზუსტი მათემატიკური ანალიზი, ინტეგრირებული ცნობიერების ბაზაზე ჩამოყალიბებული კრიტიკული, თეორიული აზროვნება და მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპებით განპირობებული მორალი, რათა შევძლოთ და განვსაზღვროთ სახელმწიფო კანონები და საზოგადოებაში მოქალაქეთა ქცევის ნორმები ისე, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან სამართალი და უსამართლობა. სამწუხაროდ თავისუფლებამ, რომელმაც სრულიად მოუმზადებლად და ყოველგვარი კონტროლის გარეშე იფეთქა ადამიანში, ფარდა ახადა მასში დამალულ ბევრ მანკიერ თვისებას, აღმოჩნდა, რომ ადამიანს თურმე, თავისუფლად შეუძლია დაივიწყოს ყოველგვარი ვალდებულება სხვის მიმართ, დაივიწყოს მისთვის გაკეთებული სიკეთე, მორალური კანონი და ქვეყანა მთლიანად; მკაცრი, დაუნდობელი და საშიშია თურმე ერთი ადამიანი მეორის მიმართ ცხოვრებაში.
აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საზოგადოება არის ის, თუ როგორ მოუაროს ადამიანმა თავის თავისუფლებას ისე, რომ არ დაკარგოს ამ დროს გზა ღმერთისაკენ, შეინარჩუნოს წონასწორობა და არ დაეუფლოს საშინელი გრძნობა ცხოვრებისეული დეზორიენტაციის; გრძნობა, როდესაც ვეღარ არკვევს კაცი იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს და რა არა მან ცხოვრებაში. სამყარო შეიცვალა! ძალიან შეიცვალა! დამთავრდა წყნარი და მშვიდი ცხოვრება და რაც მთავარია სახეზეა საშინელი კრიზისი, კრიზისი მორალის. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ტრამპის დიალოგი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, სადაც საკითხი ეხება ამერიკელების მიერ, სუვერენული ვენესუელადან, პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის გამოყვანას. წარმოიდგინეთ ახლა, რომ ტრამპი, რომლის უკანაც დგას მსოფლიო ჟანდარმის როლზე პრეტენზიის მქონე მთელი ამერიკული პოლიტიკა თავისი, მძიმე შედეგებით და ეფშტეინის ამაზრზენი, ადამიანობა დაკარგული ფაქტების ამსახველი, გამაოგნებელი ფაილებით, თავისი ქვეყნისათვის დამახასიათებელი, ხმამაღალი, ჭკუისდამრიგებლური ტონით მიმართავს ჩინეთის პრეზიდენტს და მისთვის ჩვეული კატეგორიულობით მოითხოვს მისგან პოლიტიკურ თანადგომას ამ საკითხში; რაზეც სი ძინპინი, ვინც მოდის მრავალსაუკუნოვანი ჩინეთის კულტურიდან და სისხლში აქვს კონფუციანელობა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს მისი ხალხის სულიერი ცხოვრების ფორმირებაში, მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად ეკითხება მას: „მაპატიეთ, მაგრამ ეს ბრძანებაა, თუ დიალოგი?“... ტრამპი ხვდება ეტყობა, რომ გადააჭარბა და ამიტომ უკვე დაბალი ხმით კითხულობს: „რატომ ხართ ასე მჭიდრო კავშირში რუსეთთანო?!“ რაზეც სი ძინპინი ისევ მშვიდად პასუხობს: „იცით? ჩვენ ყოველთვის როდი ვიყავით ეკონომიურად ასე ძლიერი, იყო დრო, როდესაც ძალიან გვიჭირდა და ერთადერთი ქვეყანა რომელიც მაშინ უანგაროდ დაგვეხმარა იყო რუსეთი და ჩვენ მეხსიერება გვაქვსო!!!“ ტრამპს სახეზე უკმაყოფილება აესახა, მაგრამ დუმილი არჩია და არაფერი უპასუხა ჩინეთის პრეზიდენტს, რადგანაც ეტყობოდა, რომ თვითონაც გრძნობდა ამერიკული პოლიტიკის აღვირახსნილობას სხვა ქვეყნების მიმართ... თავის დროზე გენიალური კანტი წერდა: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, როდესაც ადამიანი თავისი მიზნის განხორციელებას იწყებს ცხოვრებაში, ის ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ არ იქცეს ამ დროს ცხოველად... მართალია ხელოვნებამ და კულტურამ ასწია მოსახლეობაში ცივილიზაციის დონე, მაგრამ მაინც საკმაოდ შორს ვართ ზნეობრივი სრულყოფისაგანო“. ტყუილად როდი თქვა ჰეგელმა: „კანტმა მორალი ღმერთის სიმაღლეზე აიყვანაო“. ჭეშმარიტად!!!
დღეს ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა სრული ძალით ამუშავდა პოლიტიკაში და მთელი კატეგორიულობით მოითხოვა თვისებრივად ახალი კადრები ამ სფეროში; კადრები პატრიოტი, მაღალი თეორიული, კრიტიკული აზროვნების უნარით, კადრები შემოქმედი, ის ვისაც ესმის დიალექტიკის თეორია, ერკვევიან ხელოვნებაში, შეუძლიათ ზუსტი მათემატიკური აზროვნება, გააჩნიათ მაღალი კულტურა, პატივს სცემენ ტრადიციებს და რაც მთავარია ახასიათებთ ძლიერი მორალი, სწორედ ასეთი კადრები ჭირდება დღეს საქართველოს და მსოფლიოს მთლიანად. გასაკვირი არ არის ამიტომ, რომ სწორედ ამ წერტილებში, თანაც ძლიერად და ორგანიზებულად დაგვარტყა სოროსმა! და აი, დასავლეთის მიზანმიმართული დაფინანსებით შექმნა მერაბ მამარდაშვილმა, ჩვენი ხელმოცარული ფილოსოფოსების ბაზაზე (ე.კოდუა, გ.თევზაძე, ვ.ერქომაიშვილი, მ.ჭელიძე...) დივერსიული იდეოლოგიური ჯგუფები, დევიზით: „რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ.“ მათ ჩამოაყალიბეს „თავისუფლების ინსტიტუტი“ , „ილიაუნის უნივერსიტეტი“, „ჯიპა“ და ბევრი კიდევ მათი მსგავსი ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც იყო ერთი: იდეოლოგიური დივერსია! კოდუას მიერ ამ ხაზით გამოზრდილი მარგველაშვილი კი ივანიშვილმა პრეზიდენტადაც კი დაგვისვა ერთ პერიოდში.
ამ ხალხმა ბრძოლა გამოუცხადა მართლმადიდებლურ რელიგიას, ეროვნულ იდეოლოგიას და ბერძენიშვილების ხელით აამუშავეს ილიას, ერეკლე მეფის და საერთოდ ქართველი მეფეებისა და საქართველოს ისტორიის ლანძღვის ხაზი. ამ სფეროს წარმომადგენელი იყო ჟვანიაც, რომლის შესახებაც უშიშროების კომიტეტი დუმს და რატომღაც არაფერს ლაპარაკობს. სამაგიეროდ, აგერ პეტრე მამრაძეს, რომელიც აშკარად ვერ ფარავს უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ (რაც ნამდვილად პლიუსებს მატებს მიშას) ცაში აჰყავს ჟვანია და წუხს მხოლოდ იმაზე, რომ ვერ შეძლო ამ კაცმა თავისი გეგმების განხორციელება საქართველოში; მე პირადად კი ვფიქრობ, რომ ღმერთმა დაგვიფარა და გადავრჩით! და მიკვირს სხვათა შორის ის, თუ ასეთი სიძულვილის პირობებში როგორ დარჩა მიშა ცოცხალი და როგორ მოაღწია აქამდე საერთოდ.
ვითარებას, რომელიც დღეისათვის ქვეყანაშია შექმნილი, ჭირდება თვისებრივად ახალი პოლიტიკური მმართველობა და ისეთი ახალი კადრები, რასაც პუტინი აგროვებს თავის ირგვლივ (ცოდნა, ტრადიციები, კულტურა და მორალი); ეს კადრებია: ბელოუსოვი, დიუმინი, ტოლსტოი, ბასტრიკინი, პრიგოჟინი და მიდის კიდეც გრიალით ბრძოლა კორუფციასთან; ხორციელდება ქვეყნის სუვერენიტეტის ძლიერი დაცვის პროცესი და ზენიტშია აყვანილი სამართალი. ყოველი ფაქტი, მათთან გამოძიებულია მათემატიკური სიზუსტით, ხოლო ყოველი დანაშაულის შეფასება ხდება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დამცველი კანონებით. პუტინის ახალი პოლიტიკური ჯგუფი მთელი ძალით მუშაობს მოსახლეობის ცნობიერების ფორმირებაზე და ამ თავიანთი დახვეწილი მიზნობრივი მუშაობით ქმნიან ახალ ეპოქას პოლიტიკურ აზროვნებაში. ამ ახალი ეპოქის მთავარი მახასიათებელია ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული მორალი, მაღალი ზნეობა, აზროვნების მაღალი კულტურა და სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ყველგან და ყველაფერში. პუტინის პოლიტიკოსებს ყველა პრობლემის და ყველა ფაქტის ანალიზი გამოაქვთ ხალხის სამსჯავროზე, რითაც ხდება ახალი მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ფასეულობებისა და ტერმინოლოგიის დაფუძნება მოსახლეობაში, მაღლდება სოციალური აზროვნების კულტურა, იღვიძებს ხალხში ეროვნული, პატრიოტული, ზნეობრივი ფენომენი და ხვდებიან ადამიანები სახელმწიფოებრივი აზროვნების ძალას... გრძნობენ იმასაც, თუ რატომ უნდა იყოს სახელმწიფოში ყველა კანონი დაცული თოფით.
ჩვენთან კი რა ხდება ამ დროს? თავზე გვაქვს დამხობილი კონსტიტუცია, რომელიც სავსეა შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო კანონებით, რომელთაც ძალზედ მოხერხებულად იყენებენ სახელმწიფო ორგანოები (ძალოვანი სტრუქტურები და სამართალ დამცავი ორგანიზაციები) მათთვის „საინტერესო“ საქმეების „მოსაგვარებლად და, როგორც წესი, იცავენ, ამ გზით კორუფციას, ძალადობას და კრიმინალს. პარალელურად „ელიტისათვის“ შემოღებულია ე.წ. „ხელშეუხებლობის კანონი“ და პირებს რომელთაც მინიჭებული აქვთ ეს სტატუსი, შეუძლიათ ჩაიდინონ ნებისმიერი დანაშაული და არავითარი პასუხი არ აგონ ამაზე, რაც ხდება კიდეც სამწუხაროდ! ეს ხალხი დგას როგორც წესი კანონზე მაღლა!!!
რუსეთმა პრინციპული ბრძოლა გამოუცხადა ამ მოვლენას და ამიტომ პუტინის ახალი პოლიტიკის მთავარი მოთხოვნაა, რომ კანონი ხორციელდებოდეს ყველასათვის ერთნაირად. თანაც, რაც მთავარია, ამ ახალ პოლიტიკას ახორციელებენ რუსეთში, სპეციალურად შერჩეული, ბრწყინვალედ ორგანიზებული, ქვეყნისათვის მაქსიმალურად თავდადებული და მაღალი მორალის მქონე კადრები. გააკეთეს ისიც, რომ აღადგინეს ისევ სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯის სახით. მიუხედავად ყოველივე ამისა, ეტყობა უკიდურესად ძნელია მაინც წესრიგის დაცვა საზოგადოებაში და სამართლიანობის უზრუნველყოფა ყველასათვის ერთნაირად. ამიტომაც იყო ალბათ, რომ ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა პუტინი ეთერში და განაცხადა: „ასე, რომ მოწონს ტრამპს თავი იმის გამო, რომ მადურო გამოვიყვანე ვენესუელის სასახლიდანო, მადუროს გამოყვანა იმ სასახლიდან რა დიდი საქმე იყო, თუ ვაჟკაცია ჩამოვიდეს აქ, ჩვენთან, და დაგვეხმაროს ლარისა დოლინას გამოყვანაში, მის მიერ უკანონოდ მითვისებული ბინიდანო. იმ ქალმა ერთი თუ შეასწრო ტრამპს თეთრ სახლში, გადაიფორმებს იმ წუთშივე იმ სახლს თავის თავზე და ვნახოთ მერე როგორ შევა ტრამპი თავის სასახლეშიო.“
ეს პრობლემა ჩვენთან მთლად ზენიტშია აყვანილი; ანუ ვისაც როგორ სურს ისე წარმართავს სასამართლო პროცესს და ისე გადაუვლის და გათელავს სხვის უფლებებს. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე, მას შემდეგ რაც ჩემმა ერთადერთმა შვილიშვილმა (გიორგი ვარამაშვილი), სრულიად მოულოდნელად შემოიყვანა ქალი (თამარ სხირტლაძე) ჩვენს ოჯახში. მოულოდნელად მეთქი ვამბობ იმიტომ, რომ იმ ხანად მეც და ჩემი მეუღლეც გავდიოდით სერიოზულ მკურნალობებს სამედიცინო კლინიკებში და ასეთი საქმისათვის ნამდვილად არ გვეცალა. ქალ-ვაჟიც არ იცნობდა კარგად ერთმანეთს. გარდა ამისა ჩვენს ბინაში მე და ჩემს მეუღლეს დაწყებული გვქონდა სარემონტო სამუშაოები და გვსურდა, რომ მეორე ბინა, რომელიც გიასთვის გვქონდა გამზადებული და რომელიც ჩვენგან მოშორებით იყო, გაგვეყიდა და ჩვენივე ბინის თავზე, პრივატიზებულ სხვენში გაგვეკეთებინა მისთვის დაშენება, რათა სიბერეში შვილიშვილი გვერდში გვყოლოდა, ერთ სადარბაზოში. მაგრამ ცალ-ცალკე. გიორგი სულ ჩვენთან იყო და ჩვენთან იზრდებოდა, მაგრამ ცოლის მოყვანის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს პრინციპულად არ გვსურდა ერთად ცხოვრება. ბინები იყო და ამის გაჭირვება ოჯახს არ ქონდა. თანაც იმისათვის, რომ კალაძეს გიორგისათვის დაშენების ნებართვის პროცესი არ გაერთულებინა, (რასაც კალაძე როგორც წესი ყოველთვის აკეთებს) გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი (მე და ჩემი მეუღლის) ბინა მის სახელზე გადაგვეტანა და გაგვეადვილებინა ამით მისთვის დაშენების ნებართვის მიღების პროცესი. ისე მაშინვე მითხრეს მეგობრებმა: ნუ აკეთებ ამას, რა იცი ცოლად ვის მოიყვანსო, ისე აგიხდათ ყოველივე კარგი! მოიყვანა, მაგრამ ვინ მოიყვანა „ყოველმხრივ სახელგანთქმული“, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელის, თემურ სხირტლაძის ქალიშვილი: თამარ სხირტლაძე, რომელიც მძიმე კონფლიქტით და თანაც გალახული იყო თურმე გამოშვებული პირველი ქორწინებიდან, დედამთილმა ცემაო ამბობდნენ.
მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემი შვილიშვილი დამადგა საავადმყოფოში თავზე და გამომიცხადა: სასწრაფოდ მომყავს ცოლი, რადგან ქალის მამამ დამიბარა და ასე მოითხოვაო, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი ის თუ რასთან მქონდა საქმე და რაში ვყოფდი თავს; ანუ ვერც ვიფიქრებდი, რომ მომავალი წლები და დღემდე მომიწევდა ბრძოლა ძალოვანი სტრუქტურებისა და მურუსიძის სასამართლო ორგანოების კრიმინალურ კავშირთან? მიუხედავად ამგვარი ინფორმაციის არ ქონისა მე მაინც გამაოცა ჩვენი ოჯახისათვის სრულიად უცხო კაცის ამგვარმა საქციელმა ( მე მაშინ არ ვიცოდი, რომ საქმე მქონდა ყველაფერზე წამსვლელი პოლიციური სტრუქტურის აქტიურ წევრთან), მაგრამ იმის გამო რომ ვენდობოდი შვილიშვილს და თანაც ვიმყოფებოდი საავადმყოფოში მძიმე სამედიცინო მკურნალობის ქვეშ ( ახალი გაკეთებული მქონდა სერიოზული ოპერაცია) ამიტომ სიღრმისეულად არ დავიწყე ამ საქმის გამოძიება, ხელი არ შევუშალე შვილიშვილს და უბრალოდ ვკითხე შენ თვითონ რა აზრის ხარ მეთქი ყველაფერ ამაზე და როდესაც მიპასუხა მე თანახმა ვარო, მაშინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავეცით მას, ჩვენს მიერ აშენებული და მისთვის განკუთვნილი ბინის გასაღები, რის დროსაც მკაცრად გავაფრთხილე: იცოდე, თუ საქმე ისე არ წავა, ამ უცხო ხალხთან, როგორც ეს ჩვენ ჩაფიქრებული გვქონდა ბინებთან დაკავშირებით (მე უკვე გამახსენდა ჩემი მეგობრების გაფრთხილება გიორგის სახელზე ჩვენი ბინის გადაფორმების გამო), მაშინ იცოდე გადმოაფორმე ისევ მე და ბაბუაშენის ბინა ბაბუაშენის სახელზე და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვიქმნა მეთქი. ამაზე გიორგიმ გაიცინა და მიპასუხა: იმ წუთშივე გავა ჩემი ოჯახიდან ის, ვინც ამ საკითხს ცუდად შეეხებაო, თან დაუმატა ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვსო. მე დავიჯერე!
მე არ ვიცი რა მეთოდებით იმოქმედეს ამ ოჯახში ჩემს შვილიშვილზე და როგორ შეცვალეს ის ასე დიამეტრიულად ამ პერიოდში. ჩვენთან ამ ბიჭმა მიიღო საუკეთესო განათლება, თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, არის მაღალი რანგის სპეციალისტი, პროგრამისტი და ცოლის მოყვანამდე იყო ჩვენი საოცრად მოყვარული, ჩვენზე უსაზღვროდ მზრუნველი ერთადერთი პატრონი და მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. მოკლედ, შვილიშვილს მთლიანად ვენდობოდით, მაგრამ მაინც ბოლოს ერთხელ კიდევ გავაფრთხილე: გიორგი, თუ რაიმე მიზეზით მოხდა ისე რომ მოგიხდა შენ, ჩვენი ოჯახური პირობის დარღვევა, რა იცი ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაშინ გახსოვდეს რომ ჩვენი ქონებიდან ყველაფერი იქნება შენი, ოღონდ ბინა სადაც მე და ბაბუაშენი ვცხოვრობთ, მაშინ ისევ ბაბუაშენის სახელზე გადმოაფორმე და ჩვენ თვითონ მივხედავთ ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავს მეთქი; ანუ არ ვაპირებდით რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან მისთვის რაიმეში ხელი შეგვეშალა, თუმც ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ მზად ვიყავით ამისთვისაც. იმას კი რაც შემდეგ მოხდა არ მოველოდით ნამდვილად არაფრით: დავრჩით ყოველგვარი ქონების გარეშე, საოცრად მძიმე მატერიალურ პირობებში, დავითრგუნეთ მორალურად და აღებული იქნა თან მიზანმიმართული კურსი მე და ჩემი მეუღლის სრული ფიზიკური განადგურებისაკენ. მე ამ პერიოდში გავიკეთე რამდენიმე (სამი) სერიოზული ოპერაცია და ჩემი მეუღლეც გადიოდა მძიმე დაავადების (ლეიკემია) სამკურნალო კურსს. ასეთ პირობებში დაგვტოვა შვილიშვილმა და თავისი ამ საქციელით, ნებით თუ უნებურად შეუწყო ხელი ჩვენს განადგურებას.
ჩვენი ოჯახური შეთანხმება დაირღვა! რძალმა ზუსტად ორი კვირის თავზე გამოაცხადა, რომ მას ძალიან მოსწონს გიორგის ბინა (რომელიც ავაშენეთ მე და ჩემმა მეუღლემ), დაიწყო ამ ბინის რემონტი და აღარ ისურვა ჩვენთან ერთად (როგორც შეთანხმებული ვიყავით ოჯახში) ერთ სადარბაზოში, მაგრამ ცალ-ცალკე ბინებში ცხოვრება. ამ დროს კი ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა, შეთანხმების თანახმად სარემონტო სამუშაოები ჩვენს ბინაში; მაგრამ სხირტლაძეების ზეგავლენით გიორგიმ უარი განაცხადა ბაბუამისის სახელზე ბინის გადმოფორმებაზე და თქვა, რომ ყველა ბინა ჩემიაო; მაგრამ რადგანაც ჩემი შვილიშვილისათვის წარმოუდგენელი იყო ამ თემაზე ჩვენთან პირისპირ ლაპარაკი, ამიტომ ამ საკითხზე ზრუნვის მთელი ინიციატივა თავის თავზე აიღო რძლის მამამ, თემურ სხირტლაძემ, რომლისთვისაც მისი სამსახურეობრივი „მოღვაწეობის“ ხასიათიდან გამომდინარე, უცხო არ იყო ადამიანებზე ძალადობის მეთოდები, ფაშისტური მეთოდების ჩათვლითაც კი. სწორედ ამ ატმოსფეროში აღმოჩნდა ჩემი ოჯახი. თემურ სხირტლაძე კბილებით იცავდა თავისი ქალიშვილის სიხარბეს და სურვილს მიეტაცებინა ყოველნაირი გზით მთელი ჩვენი ქონება, ქალიშვილისა, რომელიც თავისი მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე დიდი კონფლიქტით იყო გამოშვებული პირველი მეუღლის სახლიდან. ისე ეს ფაქტიც გასათვალისწინებელია ალბათ, თუ ბოლოს და ბოლოს გადაეცემა ჩემი საქმე პროკურატურას და საფუძვლიანად იქნება გამოძიებული ჩემი საკითხი.
მამის, კანონზე მაღლა მდგომი, კრიმინალური ავტორიტეტით გათამამებული თამარ სხირტლაძე აძლევს თავს ნებას, დაიტოვოს, როგორც წესი, გიორგისადმი დასმული ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება. თავად გიორგის კი აკრძალული აქვს ყველა თემაზე საუბარი და თუ შემთხვევით მოხდა სასწაული და ვინმე ჩვენიანი გავიდა მასთან კონტაქტზე (იმიტომ, რომ დაბლოკილი აქვს მას ყველას ნომერი) და დაუსვა რაიმე კითხვა ჩვენთან ურთიერთობის შესახებ, ჩემი საცოდავი შვილიშვილი ჩაციკლულივით იმეორებს ერთი და იგივე იდიოტურ ფრაზებს: „ნუ ერევით ჩემს საქმეში“, „არ მსურს ამაზე საუბარი“, ან კიდევ უკეთესი: „ამ საკითხზე დაელაპარაკეთ ჩემს ცოლს...“ აი, მაგალითად, როდესაც ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა და ექიმებს საკაცით კლინიკაში გადავყავდით, ხოლო ბინა სავსე იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსული ძალოვანი სისტემების წარმომადგენლებით, ჩემმა ერთმა ახლო ნათესავმა საჭიროდ ჩათვალა გიორგისათვის შეეტყობინებინა ეს ამბავი და ამ მიზნით დაურეკა მას; გიორგიმ კი მას ასე უპასუხა: „ამ საკითხზე ჩემს ცოლს დაელაპარაკეთო“, ხოლო როდესაც ჩემმა ნათესავმა მის ცოლს გადაურეკა, ცოლმა უპასუხა: „ჩვენ არ გვცალია, დაკავებულები ვართო“, და თან დაუმატა: „სახლის კარები კარგად დაკეტეთ სახლიდან არაფერი დაიკარგოსო“, გესმით რა ფენომენთან მაქვს საქმე? ჩემმა ნათესავმა კი გაკვირვებულმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „ნეტავი გამაგებინა ეს ხალხი ნორმალური თუა საერთოდო?“ აი, ასეთი ამაზრზენი ფორმებით წაგვერთვა ყოველგვარი ურთიერთობის უფლება შვილიშვილთან, რომელსაც ერთი წუთითაც ვერ ვიშორებდით თვალიდან. ჩავვარდით უკიდურესად მძიმე მორალურ და მატერიალურ მდგომარეობაში და დაგვეუფლა სასოწარკვეთა.
გიორგი ხუთი წელია უკვე არ დადის დედის საფლავზე, მაშინაც კი, როდესაც წელიწადში სამჯერ ვიკრიბებით იქ ნათესავები და მეგობრები. ჩემს ყოველ მცდელობას შევხვდე პირისპირ და დაველაპარაკო ერთადერთ შვილიშვილს ხვდება წინ ათასგვარი ბარიერები. ძალიან მაინტერესებს ამიხსნას ვინმემ ის, თუ რა მოტივით შეიძლება, რომ აქ, ჩვენთან საქართველოში, ამეკრძალოს მე, გამზრდელ ბებიას, შვილიშვილთან შეხვედრა; შვილიშვილთან, რომლის ხელშიც, ძალოვანი სისტემის „მარიფათიანი“
წარმომადგენლის ძალისხმევით აღმოჩნდა მთელი ჩემი ოჯახის ქონება და თქვენ წარმოიდგინეთ , მის სახელზეა გადაფორმებული თურმე ჩემი შვილის და ჩემი მეუღლის საფლავის ადგილიც. მაინტერესებს რა უფლებით გადამესვა მე ხაზი ყოველ ვითარებაში და რატომ წარიმართა ჩემი ყველა სასამართლო პროცესი უკიდურესი დარღვევებით? მე ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს დაგროვილი და ვითხოვ მხოლოდ სრულფასოვან სასამართლო პროცესს და პროფესიონალ ადვოკატს, რაც ესოდენ ძნელი სანახავია ჩვენში.
ჩემი მდგომარეობა კი დღეისათვის ასეთია:
ვცხოვრობ ნახევრად დანგრეულ ბინაში, სადაც დაწყებულია და მიტოვებულია სარემონტო სამუშაოები. ასეთ მდგომარეობაში დამტოვა შვილიშვილმა.
ვცხოვრობ მე-7 სართულზე, ულიფტოდ, რადგან განათლების მუშაკთა მთელი ეს სახლი და ლიფტის შახტაც შესყიდული და მითვისებული აქვს ივანიშვილის დიდ დამფინანსებელ, ვინმე მევახშე ლაშა ნიკოლაიშვილს, რომელმაც თავისი საეჭვო დაშენებებით დამანგრია საერთოდ ბინა თავზე. განადგურებულია სადარბაზო, მოშლილია სართულებზე სენსორული განათება და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემს ბინაში, სრულიად გაურკვეველ სამუშაოებთან დაკავშირებით გაუშვეს გაზი და შემთხვევით გადავრჩი. ჩემს ზარზე კი შ.პ.ს. თბილისი ენერჯის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, გიორგი გოგინაშვილმა, მიპასუხა: ბინა თქვენს სახელზე არ არის გაფორმებული და ვალდებული არ ვართ გიპასუხოთ, ასეთია ჩვენი შინაგანი კანონიო. ხედავთ რა დონეზეა განვითარებული ჩვენთან კანონშემოქმედებითი მუშაობა? მე კი დღემდე მაინტერესებს ის, თუ ვინ და რა მიზნით გაუშვა გაზი ჩემს ბინაში და მელოდება თუ არა იგივე მომავალში. გოგინაიშვილმაც და ვაკის პოლიციამაც (ნინო მჭედლიშვილი) ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა. საქმეში ჩართული იყო ჩემი ოჯახის ადვოკატიც (მაია სხირტლაძე).
ანალოგიური პასუხი გამცა შ.პ.ს. თელასმა (დირექტორი მამუკა ქობალია), როდესაც ვაცნობე, რომ სადარბაზო არის ჩაბნელებული, სენსორები არ მუშაობს და აივანზე პერიოდულად მარტყამს მოხეტეიალე დენი მეთქი. ასეთ პირობებში დავეცი სადარბაზოში, ფეხი დავიზიანე და ღამის ორ საათზე მომიწია ბინაზე რენდგენის გამოძახება. თელასიდანაც ზუსტად ისევე როგორც გაზიდან მიპასუხეს (აქაც ჩართული იყო ჩემი ადვოკატი მაია სხირტლაძე): მოვიდეს ბინის მფლობელი და იმას გავცემთ პასუხსო. ბინის მფლობელი ჩემი შვილიშვილია, ის ჩემს ზარებს არ პასუხობს (არც ჩემი ადვოკატისას); აქვს კი მას ამის უფლება?
როგორც ჩემით გავარკვიე არასწორად გაყვანილი ელექტრო ხაზების გამო პერიოდულად ზიანდება თურმე სენსორული განათება და ზოგჯერ ამავე მიზეზით გვარტყამს მოხეტიალე დენი. განყოფილება, კი რომელიც უნდა ემსახურებოდეს სენსორებს, გაუქმებული აქვს თელასს და გვეუბნებიან (არაოფიციალურად რა თქმა უნდა) იპოვნეთ კერძო ხელოსანი და იმას გააკეთებინეთო. ვიპოვნე ასეთი ხელოსანი, მაგრამ მან თქვა: მე მაგას ხელს არ მოვკიდებ, შესაძლოა სახლში შემავალი კაბელია მოპარულიო, რაც სხვათა შორის შესაძლოა ჭკუასთან ახლოს იყოს, რადგანაც ჩვენი მევახშე ლაშა ნიკოლაიშვილი ერთი პერიოდი ბიტკოინების მოპოვებაზე მუშაობდა. ახლა არ გაინტერესებთ რა თქვა ამაზე თელასმა? თელასმა, რომელიც სულ გვიცხადებს: „ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი თუ გაიგოთ იმ წუთშივე გვაცნობეთო“, ამ თელასმა მითხრა: „თქვენგან ჩვენ ამ ინფორმაციას არ მივიღებთ, ეს სხვამ უნდა გვითხრასო!“ რატომ ნეტავ? რატომ არ დაინტერესდა თელასი ამ ფაქტით?... ჩვენ კი ისევ საფრთხეში გვაქვს სენსორული განათება და პერიოდულად ისევ გვირტყამს მოხეტიალე დენი... ჩემი აზრით ყველაფერს ამას ჭირდება ბელოუსოვის ბრწყინვალე მეთოდი: ფ ი ნ ა ნ ს უ რ ი აუდიტი და ყველაფერი დაჯდება მაშინ თავის ადგილზე; ანუ ყველა მევახშე იგრძნობს თავისი თავისუფლების საზღვრებს და იმასაც, რომ გაზი და დენი სახელმწიფოს საკუთრებაა. დაგვეღუპა, დაგვღუპა ნამდვილად პრივატიზაციამ! სახელმწიფომ და სწორედ სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონი ყველგან და ყველაფერში. ამიტომაც არის ნათქვამი: „ის სახელმწიფოა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით.“
როდესაც სტატიას ვამთავრებდი მითხრეს, რომ ჩემი შვილიშვილი გამალებული ყიდულობს თურმე ბინებს თბილისში... რა არის ეს შავი ფულის გათეთრების პროცესი თუ ქოლ-ცენტრებში გააყოფინეს თავი მაგ საცოდავს? ამბობენ იმასაც რომ მანქანების ბიზნესი გახსნა ოჯახმაო... საიდან? როგორც ჩანს ჩემი შვილიშვილი მაგრად არის გამოჭერილი და არის საშიშროება რაიმე ხიფათში ამოყოს თავი. ეს მე ადრეც მითხრეს და მაშინ მე ჩემი ადვოკატის (მაია სხირტლაძე) საშუალებით მივმართე ვაკის პოლიციას, ნინო მჭედლიშვილს და ვთხოვე გადაემოწმებინა ეს ფაქტი და გაერკვია ეს საკითხი; მან მითხრა ჩვენ ფინანსური აუდიტით არ ვართ დაინტერესებულიო! მე კი მსურდა დამეცვა გიორგი ხიფათისაგან! ამაზე ნინო მჭედლიშვილმა მიპასუხა, თუ მოხდა რაიმე აუცილებლად შეგატყობინებთო; როგორ თვლით დამაკმაყოფილებელია ასეთ შემთხვევაში ამგვარი პასუხი? სხვათა შორის ამ ქალბატონმა არავითარი რეაგირება არ გააკეთა არც გაზთან და არც თელასთან წამოჭრილ პრობლემებზე ჩემს ბინასთან დაკავშირებით; რატომ? ეს უბრალო და უმნიშვნელო საკითხებია? მე ხომ ორივე შემთხვევაში შემთხვევით გადავრჩი? და საერთოდ ვის ეხება ამგვარი სახის დანაშაულებრივი ფაქტების განხილვა და მასზე რეაგირება? არავის???
და ბოლოს: შვილიშვილმა გამიუქმა მის მიერ გაკეთებული საიტი gildasikharulidze.com ( უბრალოდ არ გადაიხადა თანხა, რომელსაც ის ჩვეულებრივ იხდიდა და დამაყენა ასე ფაქტის წინაშე); ამ საიტზე განთავსებული იყო ჩემი ხუთი მონოგრაფია, სამეცნიერო შრომები და კრიტიკული ხასიათის პოლიტიკური წერილები, იმაზე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. საიტის განადგურება იყო მათ ინტერესებში ვისაც ეს კრიტიკა ეხებოდა. ეს იყო მამარდაშვილის მიერ, ფილოსოფიის ინსტიტუტის ბაზაზე, მომზადებული დივერსიული იდეოლოგიური ჯგუფები, ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო სისტემა მთლიანად. ეტყობა გიორგიმ სიმამრის დაკვეთა შეასრულა… სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა საიტის აღდგენის თაობაზე… რატომ? პირადი ინფორმაციის განადგურება დანაშაულად არ ითვლება?
მე მინდა საუბარი შვილიშვილთან, რათა გავარკვიო საბოლოოდ თუ ვინ არის ის? იდიოტი, ლაჩარი თუ ნაძირალა? მინდა თავისი პირით ახსნას მან რაც ჩაიდინა, რატომ? და რისთვის?
