headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

ზნეობრივი არჩევანის წინაშე

2026-03-24

ზნეობრივი არჩევანის წინაშე

"საქართველოს რესპუბლიკა”

2000 ., 19 დეკემბერი

აი, რას წერდა კუნო ფიშერი საზოგადოებრივი აზრისა და მასთან დიდი ადამიანების მიმართების ჰეგელისეული გაგების საფუძველზე ბისმარკის შესახებ: „არავის შეეძლო საზოგადოებრივი აზრისა და მისი ცრურწმენების სიძულვილი ისე ძლიერ, როგორც მას და ამავე დროს ვერავინ ასრულებდა ხალხის ჭეშმარიტ სურვილს ისე ზუსტად, როგორც იგი“. აი, ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ეროვნულმა იდეოლოგიამ.



მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად დიდია ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში, ასევე, ბევრი გვაკლიასრულ გამჭვირვალობამდე“, თანაც გვეეჭვება, რომ მოხერხდება ნამდვილადმაკონტროლებელი გარემოს შემდგომი ოპტიმიზაცია“, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეცნიერების სფეროში ერთობ ბევრიუცნაურისახელმძღვანელო დოკუმენტია შექმნილი, რითაც მოხერხებულად არღვევენ სეს-ის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) ხელმძღვანელები კონსტიტუციას, დემოკრატიულ პრინციპებს და არსებულ კანონმდებლობას, მაინც არ მინდა დავიჯერო, რომსაქართველოში არაკორუმპირებული, პატიოსანი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო სტრუქტურების არსებობა საერთოდ შეუძლებელია“.

ცენტრალიზებული მართვიდან დემოკრატიულ თვითმმართველობაზე გადასვლამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს საზოგადოებას. დემოკრატიამ ადამიანს მიანიჭა თავისუფლება, რაც ნიშნავს არჩევანის უფლებას; მაგრამ არჩევანის გაკეთებისათვის საჭიროა მოტივაცია, მიზანი და რწმენა, ანუ ის, რაც აძლევს თავისუფლებას შინაარსს და განასხვავებს მას თვითნებობისაგან.

ტოტალიტარული სისტემიდან გამოსული, ცენტრალიზებულ მართვას და სახელმწიფო გარანტიებს მიჩვეული ადამიანი მოუმზადებელი აღმოჩნდა თავისუფალი მოქმედებისათვის; მან იგრძნო პასუხისმგებლობის სიმძიმე და ვერ გაერკვა იმაშიც კი, თუ რაში უნდა გამოეყენებინა მინიჭებული თავისუფლება.

მდგომარეობა გაართულა იმანაც, რომ გარდაქმნის პროცესი ჩვენთვის გარედან თავსმოხვეული პროცესი იყო; მართალია, ხრუშჩოვის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ჩვენში ბევრი რამ მოიშალა და შესაცვლელი გახდა, მაგრამ ქვეყნის შიგნით არ იყო ჯერ შემუშავებული გარდაქმნის საკუთარი პროგრამა და ამის შედეგად გამოვიდა ისე, რომ დავიწყეთ პროცესი, როდესაც არ ვიცოდით რას ვანგრევდით, ან რისი აშენება გვინდოდა საერთოდ. ყოველივე ამან პროფესიონალები დააბნია, გამოიწვია მათი პასიურობა, ისინი აქტიურად ვერ ჩაებნენ ცხოვრებაში, ანუ როგორც იტყვიან, გემბანს მიღმა დარჩნენ.

სამაგიეროდ, ასპარეზზე აქტიურად გამოვიდა ისეთი მტაცებლური და ენერგიული ჯგუფები, როგორიცაა კრიმინალური სფერო და ბიუროკრატიული აპარატი, რომელთა მიზანი იყო უკანონო გზებით დაგროვილი კაპიტალის ლეგალიზაცია. ბიზნესის ყველაზე პრესტიჟულ ფორმად გამოცხადდა სპეკულაცია, დაიწყო სახალხო ქონების გამძარცვავი პრივატიზაციის პროცესი და დევიზითყველამ ის აკეთოს, რაც მოესურვება- გაძლიერდა კორუფცია.

მოწოდებებით: „მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი!“; „რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ“; „თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თავისუფლად უნდა იცხოვრო!“ და სხვ. დემოკრატებმა ხალხს რწმენის, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრებისაკენ უბიძგეს, ანუ შინაარსი გამოაცალეს თავისუფლებას, იგი თვითნებობად აქციეს და ქვეყანაში ანარქიის ატმოსფერო შექმნეს. ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი ამ დროს მხოლოდ იმის გამორკვევაზე გადავიდა, თუ ვის რა არ უნდა გაეკეთებინა წარსულში და რატომ; სალანძღავ სიტყვად გამოცხადდა კონსერვატიზმი და ამ მოტივით, ცუდთან ერთად, ხაზი გადაესვა ყოველივე კარგსაც ჩვენში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერს ამას ეწოდება: „ჭეშმარიტება, რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას“.

ამგვარისრული თავისუფლებისათვისზედმეტია უკვე ისეთი ზნეობრივი კატეგორიები, როგორიცაა: ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რწმენა, ერი, სამშობლო და ყოველგვარი იდეოლოგია. ასეთი თავისუფლების შემთხვევაში ადამიანი ამპუტირებულია საზოგადოებისგან, ვერ გრძნობს საკუთარი მოქმედების საზღვრებს და იმ ფაქტს, რომ იგი სხვების გვერდით ცხოვრობს და მათთან ერთად მოღვაწეობს.

ერი არ არის ინდივიდთა მექანიკური გაერთიანება, ერი არის რეალური ორგანიზმი, სოციალური მთელი, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და განვითარების საკუთარი ობიექტური კანონები. ერი არსებობს ინდივიდზე ადრე და თავისი არსებობის ფორმით, კულტურით, ტრადიციებით და განვითარების ტენდენციით ავალდებულებს ინდივიდს, იმოქმედოს ცხოვრებაში ეროვნული ინტერესების ცოდნითა და გათვალისწინებით, რათა არ დაირღვეს ეროვნული მთელი და ქვეყანა დარჩეს ყოველთვის ისეთი, როგორიც ის უნდა იყოს.

საზოგადოებამ სწორედ ეროვნული ინტერესების საფუძველზე უნდა მოიყვანოს ერთიანობაში თეორია და პრაქტიკა, სწორედ ამგვარი ინტერესები უნდა იყოს მთავარი ორიენტირი ქვეყანაში ნებისმიერი პროგრამის შედგენის დროს. ხოლო თუ ეროვნულ კულტურას საფრთხე ემუქრება და ანტიეროვნული ძალები იწყებენ ეროვნული მთელის ძალდატანებით რღვევას, მაშინ ხალხმა ძალითვე უნდა დაიცვას თავისი არსი და გადაირჩინოს თავი დაღუპვისაგან.

ჩვენი ისტორია იცნობს ზნეობრივი გმირობის ბრწყინვალე მაგალითებს, როდესაც ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ღირსების დაცვა უმაღლესი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი. რომელი კონსტიტუცია და რომელი კანონი დაავალდებულებს ადამიანს გააკეთოს ის, რაც გააკეთეს დავითმა და კონსტანტინემ, დიმიტრი თავდადებულმა, ცოტნე დადიანმა, თევდორე მღვდელმა, ქეთევან წამებულმა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენმა, ჩვენი ერისათვის წამებულმა გმირმა... და რაოდენ ამაზრზენია, რომ ამ დროს ჩვენი ინტელიგენციის ერთ-ერთიფრთიანიწარმომადგენელი გვიცხადებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია თურმე ამგვარი ზნეობრივი არჩევანი; რომ იგი ვერ მიხვდა, რატომ დააგლეჯინა თავი მტერს ქეთევან წამებულმა... ხოლო მეორე, ჩვენს სახელოვან წინაპართა ძვლებზე მდგარი პიროვნება, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და დღევანდელი პარლამენტის მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე . ამაღლობელი გვეუბნება, რომ მისთვის სულერთია, რომელი პითეკანტროპიდან წარმოიშვა იგი და, რომ მისი აზრით, თურმე, ფაშიზმი ეროვნული ინტერესების ყოველგვარი გამოვლენა. თუ ამგვარი აზროვნებას პროგრესი ჰქვია, მაშინ ჩამორჩენილი ყოფილა ჩვენი ილია.

საბედნიეროდ, ჩვენი ხალხი ბრძენია და ამიტომ იგი პრინციპულად დაუპი- რისპირდა ანტიეროვნულად მოაზროვნე ინტელიგენციას. ხალხი მიხვდა იმას, რომ დღეს, როდესაც ხდება ძველი ღირებულებების მთლიანად გადაფასება, სწორედ ეროვ- ნული ინტერესები და ეროვნული თვითშეგნება უნდა გამხდარიყო ჩვენი რწმენის საფუძველი და ყოველგვარი მოქმედების მთავარი პრინციპი. სწორედ მას უნდა ეჩვენებინა ჩვენთვის მოვალეობა, ეგრძნობინებინა პასუხისმგებლობა და არ დაეშვა ის, რომ ჩვენი პიროვნული თავისუფლება თვითნებობაში გადაზრდილიყო.

თავისუფლების ცნება ყოველ ახალ სოციალურ ვითარებაში მოითხოვს კვლევას და ანალიზს. ჩვენს პირობებში საჭირო იყო კრიტიკული თეორიული აზრის განვითარება, შექმნილი სოციალური ვითარების ფილოსოფიური ანალიზი, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ჩვენი რელიგიის როლის გააზრება საქართველოს ისტორიაში. ნაცვლად ამისა, აგვიკრძალესთეორიების შენება“, მარქსიზმის კრიტიკის საბაბით ნულამდე დაიყვანეს საერთოდ ფილოსოფიის როლი საზოგადოებაში, ფაშიზმად გამოაცხადეს ეროვნული ინტერესების ყოველგვარი გამოვლენა, ხოლო ჩვენი მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციული რელიგიის ადგილი დაიკავეს სექტანტურმა მიმდინარეობებმა; ფართო ასპარეზი მიეცათ მაგიას, ათასი ჯურის მკითხავებს და ასტროლოგებს, დაიწყო ილიას მიზანდასახული ლანძღვა; ილიასი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლეს კულტურას წარმოადგენდა, საზოგადოების ცნობიერება მთლიანად საზღვარგარეთის სანაგვეზე გადაყრილი პათოლოგიური ტენდენციების გაძლიერებული კროპაგანდის ამარა დარჩა.

აი, ამ გზით აღზევდა ქვეყანაში უკანონობა და უპასუხისმგებლობა, დავიწყებულ იქნა ვალდებულება და აუცილებლობა და, რაც მთავარია, ის, რომ დემოკრატია გვაძლევს მხოლოდ თავისუფალი აზროვნების და არა თავისუფალი მოქმედების უფლებას. ხოლო თუ ვინმე თავად ვერ მიხვდება საკუთარი თავისუფლების საზღვრებს, მაშინ სახელმწიფომ ძალის გამოყენებით უნდა აგრძნობინოს მას ეს საზღვრები და გააგებინოს ყველას, რომ თავისუფლება მარტო უფლება კი არ არის, არამედ მოვალეობაცაა.

საყურადღებოა, რომ ჩვენმადემოკრატებმასწორედ სახელმწიფოს ეს უმთავრესი ფუნქცია შეაფასეს დესპოტიზმად და დაიწყეს სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის წინააღმდეგ ბრძოლა. საეჭვოა, მათ არ სცოდნოდათ, რომ ამ ფუნქციის გარეშე სახელმწიფო იმ წუთშივე შეწყვეტს არსებობას და რომ პოზიცია: არც რწმენა, არც ანალიზი დათეორიების შენება“, არც რაიმე მორალისა და ვალდებულების გათვალისწინება მოქმედებაშიარის გზა კატასტროფისაკენ.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ფილოსოფოსების ერთმა ნაწილმა ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერულ მსოფლმხედველობას და დაიწყო იმის მტკიცება, რომ ფილოსოფიას თურმე კავშირი არა აქვს მეცნიერებასთან, რომ ფილოსოფიური ცოდნა არ არის თეორია და მას არ ახასიათებს ჭეშმარიტება და მცდარობაც კი. ამის შემდეგ გასაკვირი აღარაა, რომ ბევრმა ალმაცერად დაუწყო ყურება ფილოსოფიას.

პარალელურად დაიწყო ბრძოლა სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ, გვეუბნებიან, რომიდეოლოგიის ერა დასრულდა და იგი უნდა შეცვალოს ინფორმაციამ“ (. ერქომაშვილი, „ერი და იდეოლოგია“), რომშეუძლებელია მეცნიერული იდეოლოგიის არსებობა“, რომიდეოლოგია არის მხოლოდ მოქმედების არამეცნიერული პროგრამაან კიდევ: „იდეოლოგია არის მხოლოდ ცნობიერების ჰორიზონტის დავიწროვება, გონივრული შეზღუდულობა, იგი აკვიატებული აზრების საფუძველზე ამახინჯებს სინამდვილეს, იგი რეალობიდან გაქცევაა, სიბეცეა, დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება... თუ იდეოლოგიის ფაქტობრივ არსებობას ბოლოს ვერ მოვუღებთ, ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი საშიში და მავნე დაავადებაა“. და ბოლოს: „სახელმწიფო იდეოლოგია, თუნდაც სიყვარულის იდეაზე დამყარებული, დამღუპველია საზოგადოებისათვის“.

მაგრამ აქ არ ვაპირებ ავტორის კრიტიკას, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ პატივს ვცემ მას და მესმის ისიც, რომ დემოკრატიის პირობებში მას აქვს აზრის თავისუფალი გამოთქმის სრული უფლება. მე საქმე მაქვს მხოლოდ ფილოსოფიური დარგის იმ უცვლელ ხელმძღვანელებთან, რომლებიც, სხვათა შორის, საარჩევნო პროცესის სრულიგაუმჭვირვალობითმოხვდნენ თანამდებობრივ პოსტებზე და აგერ უკვე მეათე წელია, სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენებით აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ, მათ ხელშია სეს-, სამეცნიერო გრანტები და სხვ. ამ პირებმა კონსტიტუციის, დემოკრატიული პრინციპებისა და კანონთა უხეში დარღვევით გამოუცხადეს ბრძოლა მენიერულ მსოფლმხედველობას და მათაც, ვისაც ამ ხაზის განვითარება სურდა საქართველოში; სწორედ მათი პირადიდამსახურებააის, რომ ზემოთ მოყვანილი პოზიცია ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგიისა და მეცნიერებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის შესახებ, ერთადერთი მსოფლმხედველობითი პოზიციაა განათლების სისტემაში და პრინციპულად შეუძლებელია სხვაგვარი პოზიციებით ნაშრომთა გამოქვეყნება და გავრცელება.

ჩემი აზრით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფილოსოფიის სწავლების საკითხს, ხოლო იმის გამო, რომ ფილოსოფიის კურსში შესატანია ცვლილებები, საჭირო და აუცილებელია, რომ ახალი პროგრამები ფილოსოფიაში შედგეს არა თვითნებურად, თავისი ინტერესებით მოქმედი რამდენიმე პირის მიერ, არამედ სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა თავი დავაღწიოთ ფორმალიზმს, შესაძლებელი გახდეს დღევანდელ ფილოსოფიურ აზროვნებაში თანამედროვე მეცნიერული ხაზის სრული გათვალისწინება და ამ ფონზე კონკრეტული სოციოლოგიური პრობლემების ანალიზი სახელმწიფოსათვის პრაქტიკული წინადადებების მოწოდების მიზნით.

ახლა რამდენიმე სიტყვა ეროვნულ, მეცნიერულ სახელმწიფო იდეოლოგიაზე: ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგია არის განსაკუთრებული ცოდნითი სისტემა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი პრაქტიკის მოტივაციას და აძლევს მას შინაარსს. იგი არ დაიყვანება არც კონსტიტუციაზე და არც კანონზე: მას ისევე, როგორც ნებისმიერ ცოდნით სისტემას, ახასიათებს ჭეშმარიტობა და მცდარობა. ამგვარი ცოდნითი სისტემა საჭიროა ყველა დარგში: ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში და სხვ. ჰეგელი წერდა: „ყველაზე კარგია, როდესაც სახელმწიფოში ძალა აქვს არა კანონს, არამედ ბრძენ კაცს, ვისაც ხელეწიფება სახელმწიფოს მართვა, ვინაიდან კანონი ყოველთვის მიმართულია ერთი და იგივეზე და არ უშვებს საწინააღმდეგოს მაშინაც კი, როდესაც ვინმეს თავში რაიმე კარგი მოუვა“.

აი, სწორედ ამ ბრძენი კაცის როლი უნდა შეასრულოს ეროვნულმა სახელმწიფო იდეოლოგიამ. მან გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა აირჩიოს რამდენიმე მეცნიერულად შესაძლებელიდან უკეთესი. იდეოლოგია უნდა იცავდეს კანონს, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ეს კანონი არ მოძველებულა. იდეოლოგია არის საზოგადოებრივი პრაქტიკის ისეთი მოტივაცია, რომელიც გვანგრევინებს ძველს იმიტომ, რომ ავაშენოთ ახალი, მაგრამ ამავე დროს კარგად არკვევს წინასწარ იმას, თუ რისი დანგრევაა საჭირო და რისი აშენება შეიძლება.

იდეოლოგია არის ცოდნითი სისტემა, რომელიც ყალიბდება ურთულესი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე და რომელმაც უნდა განგვასხვავებინოს ცხოვრებაში რსებითი არაარსებითისაგან. იდეოლოგია არ არის ქუჩაში მიტინგზე ასროლი შემთხვევითი აზრი. შეცდომაში შეიძლება ბევრიც შევიდეს, ამიტომ ჭეშმარიტობა და მცდარობა აზრისა კენჭისყრის შედეგით ვერ გადაწყდება. ეროვნული იდეოლოგია არის ისეთი ცოდნითი სისტემა, რამაც უნდა მოგვცეს საზოგადოებრივი აზრის აღიარების უნარი, როდესაც ეს აზრი მეცნიერულად სწორია და იცავს ეროვნულ ინტერესებს და ამავე დროს უნარი იმისაც, რომ უარვყოთ საზოგადოებრივი აზრი, თუ იგი არამეცნიერულია ან ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს.

აი, რას წერდა კუნო ფიშერი საზოგადოებრივი აზრისა და მასთან დიდი ადამიანების მიმართების ჰეგელისეული გაგების საფუძველზე ბისმარკის შესახებ: „არავის შეეძლო საზოგადოებრივი აზრისა და მისი ცრურწმენების სიძულვილი ისე ძლიერ, როგორც მას და ამავე დროს ვერავინ ასრულებდა ხალხის ჭეშმარიტ სურვილს ისე ზუსტად, როგორც იგი“. აი, ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს ეროვნულმა იდეოლოგიამ. მისი ობიექტურობის გარანტი უნდა იყოს მეცნიერება, ხოლო საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს თავის მოწოდებას, დაიცავს ეროვნულ მთელს და დარჩება ყოველთვის ისეთი, როგორიც უნდა იყოსეროვნული ინტერესები.

და ამ დროს ენიელიტაგვიმტკიცებს, რომმცდარია აზრი, რომ ყველა უბედურება, რაც უკანასკნელ წლებში საქართველოს თავს დაატყდა, გამოწვეულია ეროვნული იდეოლოგიის უქონლობით... რომ ეროვნული იდეოლოგია ითვლება პანაცეად... სინამდვილეში ეროვნული იდეოლოგია არათუ პანაცეა არ არის, არამედ საზიანოა... ეროვნული იდეოლოგიის მომხრეებს დიდ გამარჯვებად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ გაიმარჯვა საღმა აზრმა ეროვნული იდეოლოგიის საჭიროების შესახებ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა ეროვნული იდეოლოგიის შექმნის აუცილებლობა. ეს მტკნარი სიცრუეა!“ (ვახტანგ ერქომაიშვილი) მაპატიოს -ნმა ვახტანგმა, რომ ეჭვი შემაქვს მის სიტყვებში და ვფიქრობ, რომ ჩვენი უბედურება დღესაც, ისევე როგორც ილიას დროს, ის არის, რომვერ აღმოგვიჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა- ცხოვრება, ვერ შევთანხმებულვართ, ვერ დაგვიდგენია კრიტიკული აზრი ჩვენი ცხოვრების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო".

ეს კამათი ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგიის საჭიროების შესახებ იმდენად სერიოზულია, რომ ერთ-ერთი რომელიმე პოზიციის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ საკითხზე ღია მეცნიერული პაექრობა, ყველა დარგის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტზე შემთხვევით მოხვედრილ პირთა ხელში არ დარჩეს მთლიანად ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი

გვპირდებიან და ჩვენც ველით, რომმოხდება მაკონტროლებელი გარემოს შემ- დგომი ოპტიმიზაცია“. ალბათ, მაშინ მაინც ვეღარ მოახერხებს პარლამენტის მეცნიე- რებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, უპასუხისმგებლოდ გამოგვიცხადოს:პარლამენტი ცეკა არ არის, კონტროლი რომ აწარმოოსო.

ვინ იცის, იქნებ მართლა მოხდეს, რომ სასწაულებრივი მაკონტროლებელი კომისია დაინტერესდეს, მაგალითად, სეს-ის ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული მოღვაწეობით, შეისწავლოს გრანტების განაწილების მექანიზმიც და აიძულოს მავანი და მავანი პასუხი გასცეს ამ სფეროში წლების მანძილზე დაგროვილ, უპასუხოდ დარჩენილ განცხადებებსა და საჩივრებს! ან კიდევ: ვინ იცის, იქნებ ვინმემ მოისურვოს და გაარკვიოს ის, თუ რა ხდება უნივერსიტეტში, რატომ გვესმის ხშირად ამ ჩვენი ეროვნული ცოდნის ტაძრიდან ზოგიერთის მიერ დეიდოლოგიზაციის და გაურკვეველი რელიგიური პოზიციების პროპაგანდა?

მოვიდა დრო და ყველამ ჩვენი ზნეობრივი არჩევანი უნდა გავაკეთოთ; ძლიერად უნდა ამოქმედდესსაზოგადოებრივი აღშფოთების მუხტიდა დემოკრატიამ უნდა შეგვაძლებინოს, „მოვთოკოთ კორუფცია“. უნდა დაიწყოს, ნამდვილად უნდა დაიწყოსროგორც პიროვნული, ასევე საზოგადოებრივი და საერთო ეროვნული კათარზისი”.

"საქართველოს რესპუბლიკა”

2000 ., 19 დეკემბერი