headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

მივესალმები იგორ გიორგაძის დაბრუნებას საქართველოში და ველი მის დებატებს სააკაშვილთან

2026-05-12

წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა!!!“, ასე ახსნა ახალი ეპოქის მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ურთულესი არსი, ჩვენი დროის დიდმა ფიზიკოსმა, ნილს ბორმა, რომელმაც საუკუნის ეს ფრაზა, ჩვენთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დიდი აუდიტორიის დაფაზე დაწერა. ჩვენმა ფიზიკოსებმა ამოჭრეს შემდეს ეს წარწერა, ჩასვეს ჩარჩოში და შეინახეს.

შემთხვევით როდი აღმოჩნდა ნილს ბორი აქ, თბილისში, ქართველი ფიზიკოსების მუდმივმოქმედ სემინარზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“ და შემთხვევით როდი დასრულდა, სწორედ აქ, მისი ოცწლიანი კამათი აინშტაინთან, განუზღვრელობის პრინციპის, დამატებითობის მეთოდის ასპექტში, ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს მოხდა იმიტომ, რომ აქ, საქართველოში: ა. რაზმაძის, ლ. გოკიელის, მ. მირიანაშვილის, ვ. მამასახლისოვის, კ. ბაქრაძის, ს. წერეთლის, ზ. კაკაბაძის და სხვათა მიწაზე, არსებობდა დიალექტიკური აზროვნების უდიდესი ტრადიცია, კულტურა და საფუძველი; ამიტომ გაანადგურა სწორედ სოროსმა ჩვენი უნივერსიტეტი და მიზანმიმართულად გაასწორა მიწასთან ფიზიკის ფაკულტეტი მთლიანად, ფაკულტეტი, საიდანაც განუზღვრელი რაოდენობით, და თანაც სისტემატიურად მიყავდა ამერიკას ჩვენი კურსდამთავრებულები.

სამარცხვინოა, რომ ჩვენი ეროვნული მეცნიერებათა აკადემია ვერ აფასებს სათანადოდ ამ ფაქტის მნიშვნელობას. არ ინტერესდება იმით, თუ ვინ და რატომ დაამტვრია და გადმოყარა იმ დროს ე.წ. „განათლების სისტემის რეფორმის“ სახელით უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფანჯრებიდან ფიზიკისა და ქიმიის ბრწყინვალე ლაბორატორიების ნაწილები; ვისი ბრძანებით დაიწვა და განადგურდა უნიკალური ბიბლიოთეკები უნივერსიტეტში. რა იყო ეს? განათლების სისტემის რეფორმა თუ ინკვიზიცია? არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე?

იმედია ბ-ნი იგორი უპასუხოდ არ დატოვებს ამ კითხვებს! არც იმას, თუ რა როლი შეასრულა ამ საქმეში მამარდაშვილის (რომლის ძეგლიც დღესაც დგას სამწუხაროდ, ფილოსოფიის ინსტიტუტის წინ) ხელმძღვანელობით მომუშავე ფილოსოფოსების, სოროსისაგან დაფინანსებულმა ჯგუფმა. ესენი იყვნენ: მამა-შვილი გურამ და გიგი თევზაძეები, ე. კოდუა, გ. უგულავა და მისი მამა ა. უგულავა, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაინიშნა, აღნიშნული რეფორმატორების მიერ, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანად, პროფ. ჯ. მებონიას ნაცვლად.

ასევე გაურკვეველი არგუმენტაციით მოიყვანა იგივე ხალხმა ფაკულტეტზე ვინმე შათაშვილი, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ამ უძლიერესი ფაკულტეტის დანგრევაში. მან თვითნებურად დაიწყო სასწავლო პროგრამების გადაკეთება, გადაყარა ჩვენი სახელოვანი მეცნიერების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები და გაურკვეველი მიზეზებით გაათავისუფლა ლექტორები თანამდებობებიდან. ბევრი საუკეთესო პედაგოგი ვეღარ კითხულობდა ამის გამო ლექციებს. ამას მოჰყვა უამრავი საჩივარი, მაგრამ ყველა დარჩა უპასუხოდ და ყოველგვარი რეაგირების გარეშე - ბევრი ბრწყინვალე მეცნიერი და პედაგოგი შეეწირა ამ პერიოდს. არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე?

ფიზიკის ფაკულტეტი მთლიანად აღმოჩნდა ა. უგულავას და შათაშვილის ხელში და დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა პროფესიონალიზმის წინააღმდეგ; შედეგებიც სახეზეა: რა იყო ფიზიკის ფაკულტეტი მაშინ და რა არის ის დღეს. ჩემი დიდი შრომით მომზადებული სალექციო კურსი „ფიზიკა და ფილოსოფია“ ამოიღეს საერთოდ სასწავლო პროგრამიდან. განათლების სისტემის რეფორმის პერიოდში უნივერსიტეტმა გამოსცა ჩემი ახალი მონოგრაფია „Философия, мировозрение, человек“ ТГУ,2005г., რომელსაც ბევრი სტუდენტი ელოდებოდა; ფაკულტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ კი საერთოდ ამოიღო სალექციო კურსი პროგრამიდან.

ფიზიკა არ არის მხოლოდ ტექნიკა, ფიზიკა მსოფლმხედველობაცაა და სწორედ ამიტომ აინშტაინი წერდა: „მეცნიერებას უნდა ქონდეს ადამიანის სახეო“ და კიდევ: „ფიზიკოსი დღეს უფრო ხშირად მიმართავს ფილოსოფიას, ვიდრე ამას აკეთებდა წინა თაობის ფიზიკოსი“; და მართლაც ახალმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა წინა პლანზე წამოსწია ბევრი პრობლემა გნოსეოლოგიაში, ეთიკაში, სოციოლოგიაშიც... ამიტომაც დაიწყო სოროსმა პირდაპირი და აშკარა ბრძოლა ფიზიკის, როგორც დარგის წინააღმდეგ და ებრძვის მას ისევე, როგორც ებრძვის ის დიალექტიკის თეორიას. დღეს ამ ბრძოლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის პრობლემის ყოვლად არაჰუმანურ ასპექტში პროპაგანდა, რობოტიზაციის საკითხებით ახალგაზრდობის დაინტერესება და ისე რომ პრინციპულად არ მოხდეს ამ დროს მეცნიერული აღმოჩენების სოციალური ღირებულების შეფასება. შეხედეთ ერთი რა ხარისხის ინფორმაცია მიეწოდება მოსახლეობას ხელოვნური ინტელექტის რეჟიმში, საინტერესოა რას ემსახურება ამ რეჟიმის ამგვარი ფორმით ფუნქციონირება? პრობლემები აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას, დამატებით კიდევ ამგვარად ყალბი და დამახინჯებული ინფორმაცია რომ არ მოვაწოდოთ? თავის დროზე სოკრატე წერდა, რომ ისეთი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში, რომელიც არღვევს საზოგადოების ცხოვრების ნორმალურ წესს, დასჯადია და კანონით უნდა დაისაჯოს კიდეცო!!! ჩვენ როდის მივალთ ამ აზრამდე? მე სხვაზე არ ვიტყვი არაფერს, სხვაც ბევრია ალბათ ხელოვნური ინტელექტის რეჟიმში „ზუსტი“ ინფორმაციის მიწოდების მაგალითები, მოგახსენებთ მხოლოდ იმას, თუ რა ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა დროს უხვად ჩემს შესახებ: მე ვარ თურმე ფსიქოლოგი, ეკონომისტი, ნევროპათოლოგი, ბალეტმეისტერი, მეცო სოპრანო... თითქმის ყველა კერძო უმაღლესი სასწავლებლის (რომელიც არც ვიცი რა სასწავლებელია) წამყვანი სპეციალისტი და ვზრდი თურმე მათ ბაზაზე კადრებს; ასევე ვარ პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრი და ზოგჯერ უფროსიც და ა.შ. და ასე ძალიან ბევრი!!! ერთადერთი სადაც ფეხი არ შემიდგამს არის თურმე ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სადაც ვიმუშავე 45 წელი, უნივერსიტეტმა გამომიქვეყნა ჩემი მთავარი მონოგრაფიები და ჩავატარე სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია „ფიზიკის ფილოსოფიურ საკითხებზე“. ვარ ფიზიკოსი და თანაც თეორიული ფიზიკის განხრით. თუ ვინმეს აინტერესებს ინფორმაცია „ჩემს შესახებ“, ეს მასალა განთავსებულია ჩემს პერსონალურ ვებ-გვერდზე: gilda-sikharulidze.ge

ყველაფერ ამის მიუხედავად ლადო პაპავა, რომელსაც არა მაქვს ბედნიერება ვიცნობდე, პირადად, აგერ მერამდენე წელია, ჯიუტად მიწოდებს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის „მოწვეულ პედაგოგს“ და მირჩევს მოვუსმინო ვინმე ჯალაღონიას, რაღაც კონფერენციაზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით... იმისათვის, რომ ბ-ნი ლადო გათავისუფლდეს ამ „დარდისაგან“ ვიწვევ მას საჯაროდ, დებატებში, თავის ჯალაღონიასთან ერთად. იქნებ ამიხსნას მან ბოლოს და ბოლოს ის, თუ რას უწუნებს ის ჩემს სამეცნიერო მუშაობას და რატომ და რა სურს მას ვისწავლო კიდევ მისი ძვირფასი ჯალაღონიასაგან? ისე და იცის კი მან ვინ არის ჯალაღონია? მე მგონი არა! დროა უფრო სერიოზულები გავხდეთ ალბათ!!!

ფიზიკის როლის დაკნინებული წარმოდგენა სასწავლო პროგრამებში, ცნობილი ავტორების სახელმძღვანელოების დაწვა და განადგურება, სრული იგნორირება იმ დიდი მნიშვნელობის რასაც ფიზიკის დარგის საფუძვლების ცოდნა ახდენს ადამიანის ცნობიერების, დროის მოთხოვნების შესაბამის დონეზე ფორმირების საქმეში, აშკარად დივერსიული ხასიათის გამოვლენაა და სხვა არაფერი. აბა, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ გიგი თევზაძე (სოროსის მხრიდან უხვად დაფინანსებული), რომელსაც გამრავლების ტაბულაც არ უსწავლია სკოლაში, აქ, ა. რაზმაძის, ლ. გოკიელის, ი. ვეკუას, ვ. მამასახლისოვის, გ. ხუციშვილის და სხვათა ქვეყანაში, მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდებს: ქართველებო ფიზიკა და მათემატიკა არ ისწავლოთ, თქვენთვის ეს არ შეიძლება, შიზოფრენია დაგემართებათო. მიკვირს ასეთი სისულელე, როგორ უნდა დაწეროს კაცმა?

როდესაც ამ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გამგეს გია ჯაფარიძეს ვთხოვე, რომ ამ საკითხებზე (ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლება, დიალექტიკის თეორიის პრობლემები ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ანალიზის ფონზე და სხვ.) მინდა შეხვედრა მეთქი, მან ჩემდა გასაკვირად მიპასუხა: მე არ მაინტერესებს მარქსის დიალექტიკა და არც რაიმე დიალექტიკა საერთოდ, პატივს ვცემ იმ ფილოსოფოსებს, ვისაც თქვენ აკრიტიკებთ და ამიტომ არავითარ დებატებში თქვენთან მონაწილეობას არ მივიღებ და არც შეხვედრა მსურს თქვენთანო. ეს კაცი ნამდვილად ვერ გრძნობს იმას, რომ ის ამ თავისი ფრაზით წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მეცნიერების აკადემიას და არ იცის ეტყობა ისიც, რომ დიალექტიკის პრობლემებზე მარტო მარქსი არ მუშაობდა, ამ კვლევაში დაწყებული ანტიკური ხანიდან ჩართული იყო ბევრი ფილოსოფოსი, განსაკუთრებით კი კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი, მარქსიც და ბოლოს უკანასკნელი სიტყვა ამ სფეროში ბორისა და აინშტაინის ოცწლიანი კამათის შემდეგ ითქვა; და თქვა ეს ბორმა, აქ, თბილისში, ვაგან მამასახლისოვისა და მათე მირიანაშვილის ფილოსოფიურ სემინარზე. ეს ფრაზა იყო: „წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა!!!“ არც ეს ფრაზა არ გაგიგიათ ბ-ნო გია? ისე, რომ იცოდეთ, სწორედ მარქსის პოზიცია გაიზიარეს ბორმაც და აინშტაინმა და პოზიტივიზმს და პოსტპოზიტივიზმს მათ, ორივემ სულელური ფილოსოფია უწოდეს. აღნიშნულ სემინარზე გადაწყდა ისიც, რომ დაგვეწყო ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლება ფიზიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ეს ფორმატი გავრცელებულიყო სხვა ფაკულტეტებისთვისაც. თქვენმა მოწონებულმა რეფორმატორებმა კი ფილოსოფიის კურსი საერთოდ ამოიღეს ფიზიკოსების სასწავლო პროგრამიდან და ეს მაშინ როდესაც 3 მონოგრაფია მქონდა გამოქვეყნებული უკვე ამ სფეროში:

  1. ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები 1985 წ. 130 გვ. რედაქტორი: პროფ. მ. ცინცაძე

  2. მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები 1983 წ. 88 გვ. რედაქტორი: პროფ. ზ. მიქელაძე

  3. Философия, мировозрение, человек. Из-во ТГУ, 2005г. 634ст, Редактор: И. Солод



ბელოუსოვმა თქვა ბრწყინვალე ფრაზა: „Ошибаться можно, но врать нельзя”. ჩემი გამოუცდელობის ბრალია ალბათ, თორემ კაცს, რომელსაც „დიალექტიკის“ ცნების არსი ვერ გაუგია (გია ჯაფარიძე), როგორ დავუწერე თავის დროზე „ფრიადი“ ფილოსოფიაში; მაგრამ არა უშავს: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“ - ნათქვამია. დღეს კარგად ვხედავ უკვე ვისთანაც მაქვს საქმე! სამაგიეროდ შათაშვილმა ძლივს მიიღო ჩემს საგანში დამაკმაყოფილებელი ნიშანი და პირველი რაც გააკეთა მან, მას შემდეგ რაც სოროსელებმა მას და ა. უგულავას სრულიად დაუმსახურებლად ჩააბარეს ფიზიკის ფაკულტეტი, იყო ის, რომ თავდაყირა დააყენეს მათ ფიზიკის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და გააუქმეს ჩემი საგანიც. ა. უგულავას შვილი იყო გ. უგულავა, მ. მამარდაშვილის, გურამ და გიგი თევზაძეებისა და ე. კოდუას ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიით მოქმედი ჯგუფის აქტიური წევრი. ვუყურებ დღეს განადგურებულ ფიზიკის ფაკულტეტს, ვიხსენებ მათი ვერაგული მოქმედებების შედეგებად უდროოდ წასულ ჩემს მეგობრებს და ვგრძნობ, რომ ამ ქალის შეფასებაში ნამდვილად არ შევმცდარვარ.

საჭიროა ბოლომდე გაიგოს ხალხმა სიმართლე და ითქვას ის, თუ ვინ მოიყვანა შათაშვილი და ა. უგულავა ფიზიკის ფაკულტეტის დასანგრევად, ვისი ბრძანებით გამოიყვანეს ხელაწეულები უნივერისტეტის შენობიდან: თ. სანაძე, ჯ. მებონია, ლ. ქურდაძე... გაიგონ იმიტომ, რომ მომავალში აღარ დავუშვათ ანალოგიური შეცდომები... დღეს დანგრეულია აბასთუმნის კოსმოსური კვლევის უნიკალური ობსერვატორია და მისი ტერიტორია ივანიშვილის ბუნკერებად არის გადაქცეული... ხარისხების მინიჭება მეცნიერებაში, ნებისმიერ დარგში, ხდება ისე როგორადაც მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება მდინარაძეს: შეიკრიბა სამი ლაბორანტი, მე-4 წაიკითხავს 2 გვერდიან რეფერატს, რაღაც გაურკვეველ საკითხზე და მიენიჭება დოქტორის ხარისხი რომელი სპეციალობითაც სურს იმ სპეციალობით... შესაძლებელია ასეთ ხალხს მიენდოს ახალგაზრდობის აღზრდის საკითხი? ვფიქრობ, რომ არა!!! კატეგორიულად არა! ჩვენს ახალგაზრდობას კარგი პოტენციალი აქვს, კარგი ახალგაზრდობა მოდის და დაუშვებელია მათი მონაცემების დაკარგვა! მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიაც კმარა. ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემს ვებ-გვერდზე ხვიჩას სურათი იდო, თავის პატარა ძმასთან ერთად გადაღებული: „ეს ჩემზე უკეთესიაო“ - ამბობდა ხვიჩა. მჯერა, სხვა სფეროებშიც აღმოჩნდებიან ამგვარი ლიდერები; ნიჭიერია ჩვენი ახალგაზრდობა და ეს ნიჭი გადაგვარჩენს!

ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუვლია ჩემს ხელში და მჯერა ეს პროცესი ისევ აღსდგება; მაგრამ ამისათვის აუცილებელია და საჭირო, პირველ რიგში, აღსდგეს და მომზადდეს ელექტრონული ვერსიები იმ მეცნიერული და უნიკალური ლიტერატურის, რაც ვანდალურად დაგვიხია, დაგვიწვა და გაგვინადგურა ე.წ. ჩვენმა „დიდმა რეფორმატორებმა“. რამდენი წელია ლანძღავენ ილია ჭავჭავაძესა და ერეკლე მეორეს, ძმები ბერძენიშვილები, შათაშვილმა და უგულავებმა გაასწორეს მიწასთან ფიზიკის ფაკულტეტი, სანაგვეზე გადაყარეს მ. მირიანაშვილის, ვ. მამასახლისობის, ე. წითლანაძის ბრწყინვალე სახელმძღვანელოები, რაც იყო ფიზიკის ფაკულტეტის მთავარი საყრდენი და საფუძველი. არავინ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე? გამოიძიოს, უნდა გამოიძიოს ყველაფერი ეს იგორ გიორგაძემ და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე.

საქართველო დგას დღეს ყოფნა-არყოფნის საზღვარზე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ამ ურთულეს ლაბირინთებში აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ბორის ფრაზის ადექვატური გააზრება: „წინააღმდეგობა გამორიცხვა არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა“ და ყოველ ძიებას ლაიტმოტივად უნდა გაჰყვეს სიტყვები: „Ошибаться можно, но лгать нельзя”. არ უნდა აირიოს ერთმანეთში ტყუილი და მართალი. მჯერა არ გამოეპარება ალბათ იგორ გიორგაძეს მედვედევის როლი ცხინვალის მოვლენებში და გაარკვევს იმასაც, მართლა ყიდდა თუ არა ადამიანის ორგანოებს სანდრა საქართველოში’ არ დაეყრდნობა ის და არც უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მოროშკინას მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ჩვენში მიმდინარე პროცესების შეფასებაში. ეს ქალბატონი დგას ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ამ ბოლო დროს იმის უფლებაც კი მისცა თავს, რომ „დორები“ გვიწოდა ყველა ქართველს ვინც ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ ამ კაცის „ქველმოქმედებას“. ფარდა უნდა აეხადოს ალბათ გელაშვილის პრობლემასაც და იმასაც კიდევ, თუ ვინ მოკლა და ვინ ჩაუტარა, ბოლოს და ბოლოს ის მომაკვდინებელი ოპერაცია, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კობა დავითაშვილს, ოთხი შვილის მამას.

თავის დროზე რომ მიეცათ იგორ გიორგაძისათვის ლუგარის ლაბორატორიის შემოწმების უფლება, ბევრი ადამიანი გადარჩებოდა ალბათ სიკვდილს კოვიდის პერიოდში და მათ შორის ჩემი მეუღლეც (მერაბ ფანჩვიძე), რომელიც მიზანმიმართულად მოკლეს ტვილდიანის კლინიკაში, რადგანაც მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა და გაფრთხილებისა არ გაითვალისწინეს მისი დაავადება (სისხლის დაავადებაზეა ლაპარაკი. ჩემი მეუღლე წლების მანძილზე მუშაობდა რადიაციულ ნივთიერებებზე) და პრინციპულად არ დაუკავშირდნენ მის პირად ექიმს, ლევან მახალდიანს, კონსულტაციისთვის. ასეთი შემთხვევები ბევრი იყო და ამიტომ „მკვლელი ექიმების“ პრობლემა ძალიან დიდი და უაღრესად მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისათვის.

ეს კიდევ არაფერი, ახლახან გავიგეთ, რომ ქუთაისში, ამერიკელებს გაუხსნიათ ახალი კლინიკა, რომელიც გასხივებებით მკურნალობს ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ადამიანებს და თანაც გასხივებათა დოზირებას განსაზღვრავენ ამერიკელები. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ეს ხალხი გაიყვანა თოდუამ თავისი კლინიკიდან და აუკრძალა მათ თავისთან მუშაობა. დღეს კი ეს კლინიკა გაიხსნა ქუთაისში. ეს ძალიან საშიშია, დამაფიქრებელი და უდიდესი საფრთხის შემცველი. იმედია ამ ფაქტს იგორ გიორგაძე ყურადღებას მიაქცევს და დაიცავს ჩვენს მოსახლეობას ახალი, მოსალოდნელი უბედურებისაგან; მით უმეტეს, რომ მრავალი ქვეყანა ალაპარაკდა უკვე ამერიკული კლინიკების მხრიდან ამგვარი ხასიათის საშიშროებაზე და დღეს, როდესაც ლაპარაკია ლუგარის ლაბორატორიის დახურვის აუცილებლობაზე, ქუთაისის ამ ახალი კლინიკის არსებობის საკითხი სერიოზულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს. ამერიკიდან ამ საქმეს ხელმძღვანელობს გოჩა ხელაშვილი, რომელიც ჩვენი, ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია; იყო თავის დროზე ჩემი სტუდენტი და არაფრით არ გამოირჩეოდა დანარჩენი სტუდენტებისაგან. ამერიკაში (მას შემდეგ რაც თოდუამ უარი უთხრა ხელაშვილს რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე კლინიკის გახსნაზე) მიუღია მას, დამატებით, ექიმის სტატუსი და პრეტენზია აქვს წარმოგვიდგეს საქართველოში ისევ სიმსივნური დაავადებების სერიოზულ მკურნალად. ეს ფაქტი ძირფესვიან შემოწმებას მოითხოვს და საჭიროა და აუცილებელი ტოტალური კონტროლი ყველგან და ყველაფერში ანუ, როგორც იტყვიან სიფრთხილეს თავი არ ტკივა.

რაც შეეხება აფხაზეთს, ბოდიშს მოვიხდით ქართველები ყველაფერზე, თუ დავაშავეთ რაიმე; მაგრამ რა ქვია იმას, თუ არა ქართველების გენოციდი, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან, თავიანთი სახლებიდან უმოწყალოდ გამოყრილი ქართველი მოსახლეობა, სვანეთის მთებში საცოდავად შეხიზნული, საკუთარი ხელებით უთხრიდა საფლავებს ამ მძიმე გზაზე გარდაცვლილ თავიანთ შვილებს. მავანი და მავანი კი ამ დროს, ქართველების მოჭრილი თავებით თამაშობდა ფეხბურთს აფხაზეთის სპორტულ მოედანზე. ეს საკითხი არ უნდა გაირკვეს?

ხალხს სურს ყველაფერში გაიგოს სიმართლე. ამიტომაც არის საჭირო, დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის, სახელმწიფო უშიშროების ძლიერი სამსახური და სიამოვნებით ველით იგორ გიორგაძის დაბრუნებას საქართველოში. აგერ, დასავლეთი პუტინს უწოდებს აგრესორს და ჯალათს, რომელმაც დაიწყო, თურმე, ომი უკრაინაში. პუტინი კი, ყველამ ვიცით, არ განძრეულა მანამდე, სანამ ნატომ კრემლის ეზოში არ ჩაუდგა რაკეტები. ასე, რომ ყველა ომის მიზეზი დეტალურად არის გამოსაძიებელი და შესასწავლი.

ამავე დროს აშკარაა, რომ ამერიკას, ნატოსა და იზრაელს, ისეთი ტონით სჭირდება საუბარი, როგორც ამ ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის ელჩი, ვასილ ნებენზია, ელაპარაკა ისრაელის პრემიერს ბინიამინ ნეთანიაჰუს და შესანიშნავად მოსვა ის თავის ადგილზე; ნებენზიამ განაცხადა, რომ „ირანს სრული უფლება აქვს ჰორმუნის სრუტეში მოძრაობა შეზღუდოსო“. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ფეხზე წამოდგა და ტაშით შეხვდა მის გამოსვლას, რაც ნიშნავდა იმას, რომ ყველა ქვეყანა დაიღალა უკვე ამერიკის აგრესიული პოლიტიკით. ასეთი სვლები გვჭირდება ჩვენც, ასევე უნდა დავიცვათ ჩვენც ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე უნდა გახდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნების მთავარი საფუძველი და გარანტი.

როდესაც სტალინი გარდაიცვალა, უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „სტალინმა თავის შემდეგ ისეთი ქვეყანა დატოვა, რომელიც 30 წელი კიდევ იარსებებს და შემდეგ დაინგრევაო“, ასეც მოხდა. სტალინის მიერ შექმნილი უნიკალური ქვეყნის მთავარი საყრდენი კი იყო „სტალინური კონსტიტუცია“. ის მაქსიმალურად ითვალისწინებდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მნიშვნელოვან მომენტს, ყოველმხრივ იცავდა და ზრდიდა ადამიანის უფლებებს და რაც მთავარია აღიარებდა კანონის დიქტატურას ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის; რითაც უვითარებდა თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარს და კულტურას.

სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ და სწორედ სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ უნდა დააძლევინოს ადამიანს ეგოიზმის გრძნობა თავის თავში და დააყენებინოს მას ქვეყნის ინტერესები ყოველთვის თავის ინტერესებზე მაღლა. „იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში“ - ასე გამოთქვა ეს აზრი გოეთემ. ჩვენთან კი „ილიას გლეხს“ უმაღლეს დონეზე ჰქონდა გაცნობიერებული და გათავისებული ეს მომენტი და ამ ქვეყნის შვილი იყო სწორედ სტალინი.

სტალინური პოლიტიკის უნიკალურობა და საოცარი ძალა განსაზღვრა ქრისტიანული, მართლმადიდებლური რელიგიის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა მორალმა, პატრიოტიზმის ისტორიულმა, ტრადიციულმა გრძნობამ, სამშობლოს უდიდესმა სიყვარულმა და ქვეყნის დაცვისათვის... ქართველი კაცის მუდმივმა მზაობამ, უდიდეს გონებრივ აქტივობასთან ერთად. გავიხსენოთ „გელათის აკადემია“, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში დაარსა დავით აღმაშენებელმა და რომელსაც ხშირად „მეორე ათენს“ უწოდებენ; და კიდევ: სილამაზისა და სიყვარულის განცდის იმ დიდმა უნარმა რაც ქართულ ხალხურ სიმღერებშია ასახული და გადმოცემული. ამბობენ სტალინს „გაფრინდი შავო მერცხალო“ უყვარდაო ძალიან.

აქვე სტალინის შესახებ მოგიყვებით ერთ ამბავს: როდესაც საკანდიდატო დისერტაციას ვიცავდი ბ-ნ კოტეს (ბაქრაძე) ვთხოვე (ის იყო მაშინ დაცვის საბჭოს თავმჯდომარე და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელიც): ერთი ოპონენტი მინდა იყოს მოსკოვიდან, თანაც სპეციალობით ფიზიკოსი და ფილოსოფიის დოქტორი მეთქი; მან თხოვნა შემისრულა და ჩამოვიდა მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ფილოსოფიის დოქტორი პროფესორი ვ.ს. გოტი. როდესაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემმა ოპონენტმა მოკრძალებულად ითხოვა, თუ შეიძლება სტალინის სახლმუზეუმის ნახვაო, ჩვენც, რა თქმა უნდა წავიყვანეთ... იქ მან ასეთი რამ მოყვა: ერთი ჩემი მეზობელი მკერავი იყო და სტალინთან მუშაობდა კრემლშიო. სტალინს ომის მთელი პერიოდის განმავლობაში სულ ერთი და იგივე ქურთუკი ეცვა, შემოადნა ის ტანზე, მთლად გაცვდა, მაგრამ სტალინს ვინ გაუბედავდა ამაზე რაიმეს თქმასო. როდესაც ომი დამთავრდა ყველანი გახარებულები ვიყავით, სტალინიც იცინოდა და ხუმრობდა... ვისარგებლე მომენტით და ვუთხარი: იქნებ მომცეთ ნება ახალი ქურთული შეგიკეროთ, ეს მთლად დაიხა-მეთქი; მან დახედა თავის ქურთუკს, გაიცინა და დამთანხმდა. სტალინს ზომების აღებას ვინ გაუბედავდა და ამიტომ მე თვალით მოვხაზე რაც უნდა შემეკერა. მეორე დღესვე მივუტანე ახალი ქურთუკი; სტალინმა ჩაიცვა, მადლობა გადამიხადა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქურთუკზე ჯიბეები ცოტა მაღლა იყო გაჭრილი; იმწამშივე ვთხოვე: ეხლავე გაიხადეთ და ხვალ ახალს მოგიტანთ მეთქი, მაგრამ სტალინმა თქვა: არა, რატომ უნდა გააფუჭოთ ახალი ნაჭერი, ქვემოთ გაჭერით ახალი ჯიბეები, ძველი კი სპეციალური ამონაქარგით დაფარეთო. სულ ჩვენ მილიონერ დეპუტატებს და მინისტრებს არ გვანებია, ის დალოცვილი!!! ამბობენ, როდესაც გარდაიცვალა ახალი ფეხსაცმელი ვერ იპოვეს, მიცვალებულისთვის რომ ჩაეცმიათო; აი, ასეთი იყო ის კაცი, ვისზედაც ჩერჩილმა თქვა: ჩემი არჩევნების დროს ეგ რომ ყოფილიყო ჩემი კონკურენტი, მე ჩემს კანდიდატურად მოვხსნიდიო...

რა ხდება ამ დროს ჩვენთან? ჩვენთან ხდება ის, რომ სოციალური პროექტები მუშაობენ ხალხის აშკარა ძარცვაზე, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის 40%-იც კი არ ხმარდება ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქვეყანას ანგრევს კორუფციული, არამიზნობრივი სოციალური სისტემები, ესენია სოციალური პროექტები ლამაზი სახელწოდებებით, უმაღლესი თანხებით, უდიდესი ხარჯებით და საბოლოოდ ნულოვანი შედეგებით; ანუ სახეზეა გაურემონტებელი სკოლები, არ არსებული სამედიცინო და სასკოლო ინვენტარი (რომელიც არ შესყიდულა), მოუწყობელი სამედიცინო კლინიკები, არასრულად ანაზღაურებული სამედიცინო ქირურგიული ოპერაციები (ნახევარ ფასსაც არ აძლევენ ხალხს იმისა, რაც ეკუთვნით მათ სახელმწიფოსაგან და უნდა მისცენ). უვარგისია და ვადაგასული გასაყიდად გამოტანილი წამლები, მშენებლობები სრულდება უკიდურესად უხარისხო მასალებით, რის გამოც ხშირად გვხვდება შენობები და გზები, რომლებიც გაკეთებულია ძვირად ღირებული პროექტებით და დახარჯულია ბიუჯეტიდან, მათზე უდიდესი თანხები, რომელიც ილექება საბოლოოდ სახელმწიფო მოხელეთა ჯიბეებში, სადაც მიდის და გროვდება ასევე ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობისათვის გამოყოფილი თანხებიც.

ამგვარი სოციალური პროექტების განხორციელება, რაც ფაქტიურად ნიშნავს ბიუჯეტის დატაცებას, პარლამენტის დონეზე იღებს უკვე მკვეთრად გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმას. პარლამენტს შემოაქვს ის კანონები, რომელიც კი არ იცავს ადამიანის უფლებებს, არამედ, პირიქით, ყოველმხრივ ავიწროებს და თრგუნავს მათ. პარლამენტში და სწორედ პარლამენტში იღებენ იმ კანონებს, რომლებიც მოხერხებულად იცავენ იმ მაღალფარდოვანი სახელწოდებების მქონე, ლამაზად გაფორმებულ ციფრულ სისტემებს, რომელთაც შიგნით უამრავი სერიოზული შავი ხვრელი გააჩნია, რაც წარმოადგენს მოსახლეობის ძარცვის მთავარ მიზეზს და საფუძველს. რატომ უნდა ჭირდებოდეს, მაგალითად, პენსიონერს ცხრა ადგილზე მისვლა (მერია, საკრებულო, გამგეობა...) იმისათვის, რომ მან მასზე განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება მიიღოს. ეს ბიუროკრატიული პროცესები, პენსიონერებისათვის იმდენად დამღლელი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია, რომ ბოლოს და ბოლოს ის უარს ამბობს საერთოდ ამგვარ დახმარებაზე, რაც არის კიდეც ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი მიზანი.

საჭიროა და აუცილებელია ტოტალური კონტროლი ყველგან და ყველაფერში; მხოლოდ კონტროლი და სისტემატიური, მკაცრი გეგმიური შემოწმებები აღადგენს ფინანსურ დისციპლინას. მაფიას სჭირდება და ეძებს თავის „შესაფერ“ კადრებს; კადრებს, რომელთაც არ ესმით მთავარი, კერძოდ ის, რომ სახელმწიფოებრივი წესრიგის ყოველი დარღვევა იწვევს საბოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობის განადგურებას და სოციუმის ნგრევას, და რომ ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოს სრულფასოვნების გარანტი არის კანონის დიქტატურა. მაფია კარგად გრძნობს თავს დეიდეოლოგიზირებულ, დეჰუმანიზირებულ სოციუმში, სადაც არ იციან ის, თუ რა არის და რას წარმოადგენს ეროვნული ცნობიერება, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული; უცხოა მათთვის, მთლიანად, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიაზე ჩამოყალიბებული მორალი. ასევე არ მოსწონთ მათ და აღიზიანებთ პროფესიონალიზმი. რა გენიალურად თქვა ილიამ: „ქართველი გლეხი, რომ მოკვდება მაშინ მოკვდება საქართველოო!“. ეს და სწორედ ეს გვჭირს, სამწუხაროდ დღეს ქართველებს. „ქართველი გლეხის“ ცნება ის იდეალური ცნებაა, რაშიც კომპლექსურად არის წარმოდგენილი მართლმადიდებლური რელიგიის ყველა ძირითადი კომპონენტი და ასევე ისტორიული არსი ქართველი კაცის უნიკალური ბუნების. ყველაფერ ამის ბაზაზე დაწერა სტალინმა თავისი კონსტიტუცია, რის საფუძველზეც ქმნის და აყალიბებს რუსეთში, დღეს, პუტინის საოცარი ძალისხმევით შექმნილი პროფესიონალების ჯგუფი (პრიგოჟინი, ბელოუსოვი, ტოლსტოი, დიუმენი, ზახაროვა...) ახალი ეპოქის მსოფლმხედველობრივ პარადიგმას პოლიტიკურ აზროვნებაში, რითაც კაცობრიობა ერთხელ კიდევ წარსდგება გამარჯვებული ღმერთის წინაზე. ასე, რომ ღმერთს ტყუილად როდი მიუცია „თავისუფლება“ ადამიანისათვის, ღირსეულები ამ თავისუფლებით ყოველთვის ღმერთის გზას ირჩევენ!!! გადაავლეთ თვალი კაცობრიობის ისტორიას და დარწმუნდებით ამაში. როგორ კარგად თქვა ჟვანეცკიმ: „Наша свобода это бардак, хочу назад в родину!!!“ ღმერთო, უშველე საქართველოს გადაარჩინოს თავისი არსი და ღირსება! ღმერთო, გვიმრავლე ყველა სფეროში ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ახალგაზრდები... ისინი და მხოლოდ ისინი გადაარჩენენ დღეს ჩვენს ქვეყანას.

ვერ გავბედავ და ვერ განვიკითხავ მე იმ დებატებს, რაც დღეს საპატრიარქოში მიმდინარეობს; ვხედავ მხოლოდ იმას, რომ იქ ძალიან დიდი არეულობაა და ხდება ბევრი რამ ისეთი, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. შესაფერის დონეზე ყველაფრის ანალიზს მხოლოდ ზვიად გამსახურდია შესძლებდა და ჩაატარებდა და თუ ეს მომენტი შევარდნაძემ ვერ გაითვალისწინა, მაშინ ძალიან მძიმედ წარიმართება ჩვენთან პროცესები.

მიკვირს რატომ მოახსნევინა ბ-ნმა ედუარდმა გიორგაძეს ალყა სამეგრელოში, როდესაც, ეს უკანასკნელი, ზვიადის გათავისუფლებას აპირებდა?! თუმცა, შემდეგ, მე, პირადად მოვისმინე, რომ შევარდნაძემ ჟურნალისტს კითხვაზე: რატომ გააძევეთ იგორი საქართველოდანო?, უპასუხა: „ეს რომ არ გამეკეთებინა მოკლავდნენო“, რაც ეტყობოდა, რომ სრული სიმართლე იყო და ამიტომ არ სჭირდებოდა, ეტყობა , იმჯერად ბ-ნ ედუარდს ცოცხალი გამსახურდია და გიორგაძე თბილისში. კიდევ უფრო უცნაური გითხრათ: ერთხელ თავის ინტერვიუში კარაულოვთან იგორ გიორგაძემ თქვა დაახლოებით ასეთი რამ: „მე მოვკალი ზვიად გამსახურდია შევარდნაძის დავალებითო“. გაოგნებული ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ?, თქვენ მოკალით გამსახურდიაო? იგორმა უპასუხა: „პირადად მე არა, მაგრამ...“ მაშინ პირდაღებულმა კარაულოვმა კითხა: ძვირი დაგიჯდათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობაო? რაზეც იგორმა სავსებით მშვიდად უპასუხა: არც იმდენიო... რა იყო ეს? რას მალავდა და ვის დავალებას ასრულებდა მაშინ იგორი... ცოტა ხნის შემდეგ გავიგე კიდევ უკეთესი: ახლა მანანა არჩვაძე ეხვეწებოდა თურმე მარგველანს: თუ გიყვარს ზვიადი, აღიარე, რომ შენ მოკალიო... როგორც თქვეს ამ თხოვნამ მარგველანი გააგიჟა და ამბობდა: ჭკუიდან გადავიდა მე მგონი მანანაო!.. შემდეგ ზვიადის მკვლელობა, არც მეტი არც ნაკლები, შეეწერა შევარდნაძეს და ასე სჯერა დღესაც ეს ყველას. თვითონ ბ-ნმა ედუარდმა კი რატომღაც პრინციპულად არ ჩაატარა მიცვალებულის ექსპერტიზა: „მანანა არ გვაძლევს ამის უფლებასო“ - ამბობდა ის, ყოველთვის. აი, ამ მიზეზით დღემდე არ ჩატარებულა პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი დღეების საფუძვლიანი გამოძიება. თუმც, როგორც ითქვა იგორ გიორგაძეც ეხვეწებოდა ბ-ნ ედუარდს ამ საკითხზე და ჩემი ყურით მოვისმინე ეთერში ის, თუ როგორ ცხარედ ეკამათებოდა პროკურორი რაზმაძე შევარდნაძეს და ეუბნებოდა: „რას აკეთებთ ბ-ნო ედუარდ, ჩაატარეთ ექსპერტიზა, თორემ ეს ხომ ჩვენ დაგვბრალდება მერე, პირადად თქვენ დაგბრალდებათო“ - ყვიროდა რაზმაძე, შევარდნაძე კი ერთი და იგივეს იმეორებდა ჯიუტად.

რაღაც პერიოდში, არ ვიცი ზვიადის სიკვდილამდე იყოს ეს თუ ზვიადის სიკვდილის შემდეგ, ლოთი ქობალია გამოვიდა ტელევიზიით და მოყვა, რომ ედუარდ შევარდნაძემ დამირეკა: „ლოთი, თუ შეგიძლია სამი დღით ერთი ძალიან საპატიო სტუმარი მიიღო, ისე, როგორ მე მიმიღებდი; არაფერი არ მოაკლო, გამოკითხვები არ დაუწყო და არც ის კითხო, თუ სად აპირებს წასვლასო“. ლოთი დათანხმდა, „შხაპიც კი მექნებაო“ უთხრა და რამოდენიმე ხანში ჩამოვიდა მასთან ზვიად გამსახურდია. რა იყო ეს? ის ხომ არა რომ ლოთი იგორ გიორგაძეზე გაცილებით უკეთ იცნობდა სამეგრელოს ტერიტორიას? შემდეგ ვიღაცამ მითხრა, დაახლოებით მაგ პერიოდში ლოთი ვნახე მოსკოვში, რომელიღაც ეკლესიაში, ცივად მომესალმა და გაიარაო.. რატომ? ისე, საინტერესოა, დღეს, როდესაც ყველა ყველაფერს იხსენებს ზვიადის შესახებ, ამბობენ იმასაც, რომ ხიბულაში მიცვალებული იყო მიტანილიო, თუმც ადრე ითქვა: ზვიადი დაღლილი მოვიდა, არც ივახშმა, ძლივს ავიდა კიბეებზე და სწრაფად დაიძინაო... ლოთი რატომ არ იხსენებს დიალოგს შევარდნაძესთან? ან სად არის ლოთი? რა საიდუმლო წაიღო საფლავში ჩვენმა თეთრმა მელამ?

ფაქტია, რომ დღეს საჭიროა და აუცილებელი ეროვნული გაერთიანება, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური არჩევნები! ყოველგვარი დემოკრატია, რომელსაც არ სურს სხვისი მოსმენა და ეშინია დებატების, ბლეფია და არავითარი პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის. ის ფაქტი რომ სააკაშვილი, ზოდელავა, ხაბეიშვილი და სხვ. გამოკეტილია დღეს ციხეში ამ მთავრობის სირცხვილია და სხვა არაფერი. კანონი ჩვენს ქვეყანაში მუშაობს მხოლოდ საზოგადოების სუსტ წევრებზე. მთავრობის წევრებისათვის კანონი, სამართალი, მორალი და პრინციპები ცარიელი ფიქციებია მხოლოდ და სხვა არაფერი. საოცრად დარღვეულია, განადგურებულია და გასწორებულია მიწასთან საზოგადოების წევრთა უფლებები. უკანონობამ და დასავლეთის კარნახით შემოტანილმა, ყოვლად უხეშმა და ანტისახელმწიფოებრივმა ცვლილებებმა კონსტიტუციაში, თავდაყირა დააყენა მთლიანად ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო: განათლება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და რაც ყველაზე მთავარია გააქრო სრულიად სამართალი, რომლის სავიზიტო ბარათია დღეს მურუსიძე დ ამისი კორუმპირებული სისტემა, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, რომელთა მიერ დამკვიდრებული ფაშისტური სამოქმედო მეთოდები, თავისი სისასტიკით ფართოდ გასცდა ყოველგვარ საზღვრებს. ხალხი გადაყავს გონებიდან შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის, ნიკა კვარაცხელიას და ავალიანის მკვლელობათა ფაქტებს და მათ გამწარებულ მშობლებთან ერთად ელოდება სამართლიან განაჩენს. ყველაფერში გვჭირდება სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ეს ერთადერთია რაც დაამშვიდებს და დააწყნარებს ჩვენს საზოგადოებას. ამიტომაც არის, რომ ბევრი მოუთმენლად ელის იგორ გიორგაძის დაბრუნებას საქართველოში, რომელიც მოდის ნამდვილად შესანიშნავი დევიზით: „Я за справедливый мир”; სამართალი და სწორედ სამართალია ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება!!! ბევრი, ძალიან ბევრი კითხვებია დაგროვილი: რა მიზეზით დაიწყო მაგალითად, საომარი მოქმედებები ცხინვალში და აფხაზეთში, რის გამოც განადგურდა და გამწარდა ამდენი ხალხი? დამნაშავეა თუ არა სააკაშვილი გელაშვილი ცემის საკითხში, მოკლა თუ არა მან დავითაშვილი და ბოლოს და ბოლოს ჩაარტყა თუ არა მან თავსი საფერფლე ჟვანიას, რასაც წლებია აგერ დაბეჯითებით ამტკიცებს ხოფერიას ქალბატონი? ხალხს აინტერესებს ნამდვილად ვინ და რატომ მოკლა საქართველოს პრემიერი? ისიც, თუ ვინ ყიდდა ადამიანის ორგანოებს ჩვენს ქვეყანაში და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამასთან სანდრა რულოვსს? გვინდა გავიგოთ: ვინ და რატომ გაასწორა მიწასთან ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ფანჯრებიდან გადმოყარა უნიკალური სასწავლო და სამედიცინო ლაბორატორიების ნაწილები და ვანდალურად დახია, დაწვა და გაანადგურა ჩვენი საუცხოო ბიბლიოთეკები? რატომ? განათლების სისტემის რეფორმა იყო ეს? საინტერესოა ვინ ხელმძღვანელობდა ყველაფერ ამას, რასაც ჩვენი ბევრი, ბრწყინვალე მეცნიერისა და პედაგოგის სიცოცხლე შეეწირა?! განათლების ძველი სისტემის აღდგენა ძალზედ რთული პროცესი, სამწუხაროდ ვერც უნივერსიტეტი, ვერც აკადემია და ვერც განათლების სამინისტრო ამას ვერ შესძლებს თუ უშიშროების სამსახური ამ საქმეში არ ჩაერია! ბელოუსოვი ატარებს რუსეთში ყოველმხრივ წმენდას და ჩვენს ქვეყანაშიც იგივე პროცესებია ჩასატარებელი! იმედა ბ-ნი იგორი იქნება მზად ამისათვის და იმასაც გაითვალისწინებს, რომ დღეს საქართველო ძლიერ შემოტევებს განიცდის სიონისტური ხაზისაგან, რომელთაც მიზნად დაუსახავთ თურმე ისიც, რომ საკუთარი მიწიდან გაგვასახლონ ქართველები. ფაშიზმია ის რაც ნატანიახუმ ღაზას სექტორს ჩაუტარა, არც ჩვენ უნდა ველოდეთ დანდობას მათი მხრიდან. იმედია რუსეთი გაითვალისწინებს სტალინის მიერ მათთვის გაწეულ ღვაწლს ამ მიმართულებით და დაგვეხმარება.

და ბოლოს: ჩვენმა ეპოქამ ( და პირველად ეს დაიწყო აინშტაინმა) ძალიან მწვავედ დააყენა მეცნიერული აღმოჩენების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს ამ ასპექტში პრობლემაა რობოტიზაციის სფერო და ხელოვნური ინტელექტი, რომელთა გამოყენებაც მოითხოვს უდიდეს კონტროლს ადამიანის ცნობიერების მხრიდან. ამ კონტროლის გარეშე ადამიანი შეიძლება დადგეს უდიდესი კატასტროფის წინაშე. ანუ ყოველ რევოლუციურ აქტივობას მეცნიერებაში უნდა დევდეს თან ადამიანის გონების ძლიერი ყურადღება და უაღრესად დიდი კონტროლი. არის ფაქტები, როდესაც რობოტები მიერ აწყობილი და ხმარებაში კონტროლის გარეშე გაშვებული ვერტალიოტი დაიღუპა და განადგურდა თავისი ეკიპაჟითა და სამხედრო ტექნიკით. ასე, რომ ადამიანის გონება და მხოლოდ ადამიანის გონება არის გარანტი იმისა, რომ მომავალი იქნება ჩვენზე ძლიერი და უკეთესი.

სწორედ ამიტომ გამოუცხადა დასავლეთის მიერ ორგანიზებულმა განათლების სისტემის რეფორმამ ბრძოლა ჩვენს უძლიერეს ფიზიკის ფაკულტეტს, სადაც უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული და წარმოდგენილი დიალექტიკური აზროვნების მთელი კულტურა და არსი; რაც არ აინტერესებს თურმე ბ-ნ გია ჯაფარიძეს და იგივე პოზიციებზე დგას სამწუხაროდ ლადო პაპავაც!!! ამის გამოა სწორედ, რომ სოროსისაგან მომზადებული, გიგი თევზაძის მსგავსი პირები, რომელთაც არც ფიზიკა არ იციან და არც დიალექტიკის თეორია საერთოდ, იმ ქვეყანაში სადაც მოღვაწეობდნენ ა. რაზმაზე, ლ. გოკიელი, ი. ვეკუა, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ზ. კაკაბაძე, მ. მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გ. ხუციშცილი და კიდევ, ბევრი სხვა, ხმალამოღებული ებრძვიანი დღეს ფიზიკას და ებრძვიან იმიტომ, რომ ფიზიკა, როგორც ძლიერი ფილოსოფიური ასპექტების მქონე თეორიული მეცნიერება, ყველაზე კარგად აძლევს ადამიანს თანამედროვე მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ურთულესი არსის გააზრების შესაძლებლობას. ამას მიეძღვნა ბორისა და აინშტაინის ოცწლიანი კამათი, ეს არსი დაიჭირა დალმა ფერწერაში, ვაგნერმა - მუსიკაში, სტალინმა კი ამის დანახვა შესძლო ილიას ეპოქაში, მართლმადიდებლური რელიგიის ძირითადი პრინციპების ბაზაზე, სამების იდუმალ არსში და „ქართველი გლეხის“ ფენომენში. დღეს კი ჩვენი ეპოქის პოლიტიკური აზროვნების სივრცეში იგივეს აკეთებს პუტინი და მოუთმენლად ელოდება ყველა, თუ როგორი იქნება საბოლოოდ რუსეთის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო მმართველობის ახალი მოდელი; რომელიც, როგორც ჩანს თავისუფალი იქნება ბიუროკრატიული და კორუფციული ხასიათის სიმახინჯეებისაგან. საფუძვლად ამ მოდელს უდევს: სამართალი, მორალი, ქვეყნის სიყვარული და პროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერში.

ცნობილია, რომ ერთხელ, როდესაც ჰაიზენბერგი ბორისა და აინშტაინის კამათს ესწრებოდა, მაშინ მან თქვა: „ღმერთო, რა მოხდება, როდესაც ეს პრობლემა სოციალურ არეში, ფილოსოფიაში და პოლიტიკაში იჩენს თავსო“. დღეს დადგა სწორედ ეს მომენტი და სახელმწიფოებრივი მმართველობის ამ ახალ მოდელს პუტინი და მისი შესანიშნავი გუნდი აკეთებს!!! ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო მთლიანად იცვლება.