headerimage
გილდა სიხარულიძის ბლოგი

პოლიტიკა

„Я за справедливый мир“ -იგორ გიორგაძე

2026-07-12

ხალხს ენატრება საჯაროობა და სამართალი და ის, რომ თანაბარი იყოს ყველა კანონის წინაშე. სახელმწიფო მმართველობის ჩვენი სისტემა, რასაც მთავრობა, რატომღაც „ბიუჯეტის რაციონალურ და პრაგმატულ ხარჯვას“ უწოდებს, სინამდვილეში წარმოადგენს ხალხის აღვირახსნილი ძარცვის მეთოდს, რის შედეგადაც სახელმწიფოსაგან გამოყოფილი თანხის ძალზე მცირე ნაწილი თუ მიდის ხალხამდე. ყველა სფეროში ყვავის კორუფცია. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი აქვს დაფიქსირებული ნოდარ მელაძეს თავის ჟურნალისტურ გამოძიებებში და ასევე ბექა ყორშიას საკუთარ გადაცემებში, სადაც ბრწყინვალე იყო გადაცემა როინ მეტრეველზე.

მაგრამ ამ ფაქტებს არავინ არ აქცევს ყურადღებას, პირიქით, მდიდრდებიან და მილიონერები ხდებიან საეჭვო განათლების მქონე პარლამენტარები, მინისტრები და უამრავი სახელმწიფო მოხელე, რომლებმაც არ იციან რა არის ეროვნული ცნობიერება, პროფესიონალიზმი და მორალი საერთოდ. როინ მეტრეველიც, როგორც ეროვნული აკადემიის „ღირსეული“ პრეზიდენტი სისტემატიურად იღებს პრემიებს მთავრობისაგან თავისი „თავდადებული“ მუშაობისთვის. ამ დროს ეროვნულ აკადემიას არ აინტერესებს ის, რომ გასწორებულია მიწასთან მეცნიერებაც და განათლებაც; მოსწონთ და მხარდამხარ მუშაობენ ისეთ ფილოსოფოსებთან (მაგალითად, გია ჯაფარიძე - ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების გამგე, ილიაუნის უნივერსიტეტში, გიგი თევზაძესთან), რომლებიც პირდაპირ გამოდიან ფიზიკის სწავლების წინააღმდეგ საქართველოში და მოუწოდებენ ახალგაზრდებს არ ისწავლონ ფიზიკა და მათემატიკა, რადგანაც „შიზოფრენიას იწვევს ეს საგნები ქართველების გონებაშიო“ (გიგი თევზაძე).

ამ ხალხის ხელით დაინგრა ივ.ჯავახიშვილის ფიზიკის ფაკულტეტი, განადგურდა ბრწყინვალე სკოლები ფიზიკაში და მათემატიკაში, საფლავში ტრიალებენ ალბათ ა. რაზმაძე, ლ. გოკიელი, მ. მირიანაშვილი, ილია ვეკუა, ვ. მამასახლისოვი და ბევრი კიდევ სხვა. რატომ არ აქცევს ყველაფერ ამას ყურადღებას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი? რატომ არავინ არ წუხს იმაზე, რომ ევგენი ხარაძის მიერ უდიდესი ძალისხმევით შექმნილი კოსმოსური კვლევის, მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ობსერვატორიის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის მიწისქვეშა ბუნკერებად არის დღეს გადაქცეული?!

ეს ის ხალხია, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის დიალექტიკის თეორიის განვითარებას საქართველოში, თეორიის რაც არის ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სიღრმისეული გააზრების მთავარი საფუძველი და საყრდენი, და შეგნებულად ახშობენ ამით კრიტიკული თეორიული აზროვნების უნარს ჩვენს ახალგაზრდებში. ამ მიზნით ნადგურდება დიალექტიკურ პრობლემათა კვლევის ის საუცხოო ტრადიციები, რასაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენთან: ა. რაზმაძემ, ლ. გოკიელმა, ს. წერეთელმა, კ. მამასახლისოვმა, მ. მირიანაშვილმა, ზ. კაკაბაძემ... ტრადიციები, რაზეც უნდა აღიზარდოს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელთა ვალია გადაარჩინონ ილიას გენი, ვაჟას სიბრძნე და კიდევ სიყვარულისა და სილამაზის აღქმისა და გადმოცემის ის გენიალური და სასწაულებრივი უნარი, რაც ასახულია ჩვენს ხალხურ სიმღერებში. აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჯემალ და გია ბალაშვილებს იმ დიდი საქმისათვის, რასაც ისინი ამ ხაზით აკეთებენ! მათთან შესრულებული ყოველი სიმღერა აღვიძებს მსმენელში ქართული ეროვნული ცნობიერების მთელ რთულ სპექტრს, თავისი არსით და ბუნებით და ახსენებს ყველა ჩვენგანს იმას, თუ ვისი გორისა ვართ! დიდი მადლობა მათ ამისთვის!!!

დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია: ერთის მხრივ აქტიურად მუშაობს ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ (განსაკუთრებით განათლების სისტემაში) საზღვარგარეთის აგენტურა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო სტრუქტურების ყველა სფეროში ყვავის კორუფცია. აღსანიშნავია, რომ, რუსეთში, ანალოგიური ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისათვის ბელოუსოვმა, კონსტანტინე ზატულინს, პარლამენტარს, რომელსაც ბრალად ედებოდა სასწავლო სახელმძღვანელოების მავნებლური მომზადება და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით თანხის მიტაცება, პირდაპირ სხდომათა დარბაზში, ყველას თვალწინ და თანაც ჟურნალისტების თანდასწრებით, ისეთი მწვავე სილა გააწნა, რომ ეს უკანასკნელი, შემდეგ დიდხანს იფარავდა ხელით გაწითლებულ ლოყას; იურიდიულმა კომისიამ კი ეს ინციდენტი ბელოუსოვს კანონით დასაშვებ პოლიტიკურ კონფლიქტად ჩაუთვალა. საინტერესოა ჩვენთან ვინ იქნება მზად ამგვარი პოლიტიკური კონფლიქტისათვის, იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უხვადაა ჩანერგილი ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში?

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იქ, იმ „ავადსახსენებელ“ რუსეთში, სტალინისტი ბელოუსოვის უკან დგას პუტინი, თავისი, ასევე მკაცრად ჩამოყალიბებული ნაციონალური სახელმწიფო პოლიტიკით და ადგილზე მუშაობს, აგრეთვე, უშიშროების კომიტეტთან მჭიდროდ შეკრული მაღალკვალიფიცირებული იურიდიული ჯგუფი, რომელმაც იცის რომ სამშობლოს ღალატი სასჯელის უმაღლესი ზომით ისჯება; ამიტომაც ჩაიარა ესოდენ მშვიდად ბელოუსოვისათვის მომხდარმა ინციდენტმა.

ჩვენთან კი საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ ვითარებასთან, რადგანაც ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელიც „წესრიგს“ ქვეყანაში იცავს ფაშისტური მეთოდებით მომუშავე პოლიციით, ხოლო სახელმწიფოს მართვის პრინციპია: „მინდა და ვაკეთებ!“, სრულიადაც არ არის მომხიბვლელი „კანონის დიქტატურა: და „რაციონალურ ეროვნულ ცნობიერებაზე დამყარებული სახელმწიფო წესრიგი.“ ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა ჩვენში უფრო რთულია, ვიდრე რუსეთში.

თუმც კორუფციასთან ბრძოლა იქაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ყველანი ვართ მოწმე იმისა, თუ რამდენი თავდასხმა მოხდა პუტინსა და მისი გუნდი წევრებზე (პრიგოჟინი, ბელოუსოვი, ტოლსტოი, დიუმენი...) მაგრამ ისინი მაინც საოცრად რაციონალურად და ორგანიზებულად მოქმედებენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მიშა სააკაშვილმაც კარგად იცის, თუ როგორ ებრძოლოს კორუფციას და მის ბაზაზე აყვავებულ მაფიას; მაგრამ მიშას, სამწუხაროდ, არასოდეს არ ქონია ბედნიერება (არც ჩვენთან და არც უკრაინაში) ემოქმედა იმგვარად ორგანიზებულ ჯგუფში, როგორიც პუტინის მიერ შექმნილი ჯგუფია. ის მარტო იყო ყოველთვის თავის ბრძოლებში და მიკვირს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე როგორ დარჩა საერთოდ ცოცხალი აქამდე? მახსოვს ერთხელ შევარდნაძემ კითხვაზე: რატომ ლაპარაკობთ სულ საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკას რატომ არ განიხილავთო, უპასუხა: მე სტალინი კი არ ვარ ორივეზე ერთდროულად ვილაპარაკოო. რა, მიშა იყო სტალინი? სააკაშვილი ხომ საგარეო პოლიტიკაში იყო ყოველთვის ყელამდე ჩაფლული და პარალელურად მან საშინაო პოლიტიკაშიც დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, ანუ ჩაება საქმეში, რასაც დღეს უკვე, სერიოზული მომზადების შემდეგ და ღრმად პროფესიონალი ძალებით ახორციელებენ პუტინის საოცრად ეფექტურად მომუშავე კადრები. ერთადერთი ვინც გმირულად ედგა ყოველთვის მას გვერდით იყო სანდრა, რომელიც საკმაოდ სახიფათო მიტინგებზეც კი დაჰყვებოდა თან მიშას თავის პატარა ბიჭთან ერთად, რომელიც როგორც დედა ამბობს, ძალიან ჰგავს ხასიათებით თურმე მამას.

დღეს მძიმე მდგომარეობაა საქართველოში, დასავლეთის აგენტურა მიზანმიმართულად გვინგრევს განათლების სიტემას და გვახრჩობს კორუფცია, რასაც ხელს უწყობს, ძალიან, კონსტიტუციაში სპეციალურად ამისთვის შეტანილი კანონები. შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუცია დამხობილი გვაქვს ჩვენ დღეს თავზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ანუ ვისაც რა სურს და როგორც სურს ისე წერს და შლის მასში კანონებს. პარალელურად გაირკვა ისიც, რომ პარლამენტის დიდი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარია თურმე და მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლია კანონის შესახებ პოზიციის გამოხატვა; ანუ იცის მხოლოდ ის, თუ როგორ მიიღოს ან არ მიიღოს ესა თუ ის კანონი. ასეთ ვითარებაში, მოგეხსენებათ, რომ ყოველგვარ ნორმალურ კანონშემოქმედებით მუშაობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია; ანუ კანონი მიიღება ან არ მიიღება იმისდა მიხედვით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გასცემს ბრძანებას! ამ უკანასკნელის უკან კი დგანან სხვადასხვა კორუმპირებული ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი ინტერესები და სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე კარნახობენ ისინი კანონებს პარლამენტს; ანუ კარნახობენ იმას, რაც შეუწყობს მათ ხელს, მომავალში, კორუფციული ასპექტით საქმიანობაში.

სერიოზული კანონშემოქმედი მუშაობა საკმაოდ რთული საქმეა და ეს ეხება კანონშემოქმედებით მუშაობას ყველა სფეროში: განათლების სისტემა, ჯანმრთელობის სისტემა, სოფლის მეურნეობა, ძალოვანი სისტემები, სასამართლო სისტემები და სხვ. ყველა ამ შემთხვევაში, პირველ რიგში აუცილებელია, რომ კანონშემოქმედებითი მუშაობა წარიმართოს, როგორც წესი, დარგის კვალიფიცირებულ სპეციალისტებთან სახელმწიფო ჯგუფის კონსულტაციების ბაზაზე; ასეთ სახელმწიფო ჯგუფს კი უნდა წარმოადგენდეს არა რაღაც საეჭვო მიზნებით შეგროვილი და ასევე საეჭვო განათლების მქონე პარლამენტარები, არამედ მაღალკვალიფიცირებული იურისტები, ეკონომისტები და რაც მთავარია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხაზი. სწორედ ამისთვის შექმნა სტალინმა მეცნიერებათა აკადემია, როგორც მთავარი კონსულტანტი და სახელმწიფო პროცესთა რაციონალური მართვის მთავარი გარანტი. დღევანდელი აკადემია კი სამწუხაროდ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, ისინი ვერ ერთვებიან სახელმწიფოს მართვის კანონთა შემუშავების პროცესში და ვერ ეხმარებიან ამ მხრივ სახელმწიფოს.

კანონებზე მუშაობის პროცესი ურთულესი პროცესია და პროფესიონალებმა და სწორედ პროფესიონალებმა უნდა მოახერხონ ყოველი ახალი კანონის (ცხადია თავის სფეროში) შინაარსის, დღევანდელი ეპოქის მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ჭრილში გააზრება; რაც თავის მხრივ მოითხოვს უკვე სპეციალისტისაგან ამ სფეროსთან დაკავშირებული დიალექტიკური პრობლემების სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზს. აი, რატომ არის აუცილებელი, რომ ფილოსოფია ყველა ფაკულტეტისათვის იკითხებოდეს პროფილის გათვალისწინებით, რასაც აკეთებდნენ სწორედ ჩვენი დიდი მეცნიერები და რასაც ვერასოდეს ვერ გებულობდა დასავლეთი. მათი დამოკიდებულება დიალექტიკის მიმართ იყო ყოველთვის უარყოფითი. ამიტომაც უწოდებდა მათ ფილოსოფიას „სულელურ ფილოსოფიას“ ბორიც და აინშტაინიც.

დრო ითხოვს ახალ მსოფლმხედველობრივ ასპექტში მოაზროვნე სპეციალისტებს და ჩვენ გვყავდნენ ასეთი სპეციალისტები; მათემატიკაში: ა. რაზმაძე, ლ. გოკიელი, ფიზიკის ფაკულტეტზე: ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, ე. წითლანაძე, ფილოსოფიაში ს. წერეთელი, კ. ბაქრაძე, ზ. კაკაბაძე... მაგრამ სამწუხაროდ პარალელურად, ფილოსოფიის ინსტიტუტის ბაზაზე აქტიური მუშაობა დაიწყო სოროსის აგენტის, მ. მამარდაშვილის ირგვლივ შემოკრებილმა ფილოსოფოსთა ჯგუფმა: მამა-შვილი, გურამ და გიგი თევზაძეები, ე. კოდუა, გ. უგულავა, რომლის მამამაც (ა. უგულავა) დაანგრია მთლიანად ფიზიკის ფაკულტეტი. ამ პერიოდში იყო, რომ მოსპეს და გაანადგურეს სასწავლო ლაბორატორიები, დაწვეს ბიბლიოთეკები და იქ, ჩვენი მეცნიერების მიერ ფიზიკოსებისათვის მომზადებული ბრწყინვალე სახელმძღვანელოები, რაც თანამედროვე დიალექტიკური აზროვნების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენდა და აღნიშნა კიდეც ეს ნილს ბორმა, როდესაც ჩამოსული იყო სტუმრად ქართველ ფიზიკოსებთან. მაშინ გადაწყდა სწორედ, რომ ფილოსოფიის კურსი, უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე წაკითხულიყო პროფილის მიხედვით; და დაიწყო ეს საქმე ფიზიკის ფაკულტეტიდან.

მაგრამ ჩატარდა განათლების სისტემის რეფორმები და ყველაფერი დადგა თავდაყირა. მ. მამარდაშვილის მიერ მომზადებულმა რეფორმატორებმა გაყარეს უნივერსიტეტიდან წამყვანი ლექტორები და შემოიყვანეს მათ ადგილზე ის ხალხი, რომელთაც, გურამ თევზაძისა და ე. კოდუას მიერ ამგვარი მიზნებისათვის, სპეციალურად ავანტიურისტულად შედგენილი სეს-ის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) ინსტრუქციის წყალობით, მიენიჭათ დოქტორის ხარისხები, ისევე როგორც მდინარაძეს გენერალ-მაიორის წოდება. ასეთი დოქტორია, სწორედ, გიგი თევზაძე, რომლის დოქტორობაზეც ბევრი დაიწერა თავის დროზე პრესაში. აი ეს გიგი თევზაძე, თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად ედგა სათავეში რეფორმებს განათლების სისტემაში და იყო შემდეგ ილიაუნის უნივერსიტეტის რექტორი. სწორედ ამ ხალხმა ჩაუგდო ხელში ფიზიკის ფაკულტეტი გიგი უგულავას მამას (არჩილ უგულავას) და ვინმე შათაშვილს, რომელთაც გადაყარეს და გაანადგურეს წლების მანძილზე ფაკულტეტისთვის, დიდი შრომით შედგენილი ტრადიციული სახელმძღვანელოები და სასწავლო გეგმები, შეცვალეს ისინი თავიანთი ყოვლად უაზრო პროგრამებით და სახელმძღვანელოებით, რის შედეგადაც ფიზიკის ფაკულტეტი გახდა ის, რაც დღეს არის. იგივე მოხდა, პრინციპულად სხვა ფაკულტეტებზეც, მაგრამ ფიზიკისა და მათემატიკის განადგურება განსაკუთრებით ჰქონდათ ამოღებული მიზანში მათ, ვინც სოროსის დავალებას ასრულებდა. მათვე დახურეს ჩემი ორსემესტრიანი, დიდი შრომით მომზადებული სალექციო კურსი: „ფიზიკა და ფილოსოფია“ და გამომიშვეს უნივერსიტეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გავლილი მქონდა კონკურსი და სწორედ იმ ხანებში გამოვიდა ჩემი 650 გვერდიანი, ფუნდამენტალური მონოგრაფია „Философия, мировоззрение, человек“ ТГУ, 2005г. ბევრი ღირსეული ლექტორი შეეწირა ამ რეფორმებს, ბევრ მათგანს გულმა ვერ გაუძლო.

სერიოზული დებატები, როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია! სწორედ ამიტომ სხედან ციხეში სააკაშვილი, ზოდელავა, ხაბეიშვილი... ქვეყანაში კი ყვავის მურუსიძის სამართალი და აბსურდად არის ქცეული კონსტიტუცია. იმისათვის, რომ ამესახა რაც ხდებოდა უნივერსიტეტში გამოვაქვეყნე წერილები: „მონოპოლიამ ინტელექტზე უნივერსიტეტში საშიში ფორმები მიიღო“ („თბილისი უნივერსიტეტი“ 2001წ. 21 მაისი), „როდესაც უნივერსიტეტი ინგრევა დუმილის უფლება არ გვაქვს“ („საქართველოს რესპუბლიკა“ 1907 წ. 31 მარტი) და სხვ.

პრობლემას პრობლემა ემატებოდა: წარმოიშვა „ხულიგნებისა“ და „ჩარეცხილების“ დიდი ნაკადი და უნივერსიტეტი დატოვა ღირსეულმა პროფესურამ. სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს კრიტიკული თეორიული აზროვნების განმავითარებელი სალექციო კურსები, დაწვეს და დახიეს უნიკალური სახელმძღვანელოები. მამარდაშვილის ირგვლივ გაერთიანებულმა ფილოსოფოსებმა დაიწყეს აშკარა ბრძოლა დიალექტიკის წინააღმდეგ. ამ პერიოდში დაიბეჭდა ჩემი წერილები: „იწყება ახალი დიალოგი სამყაროსთან“ (2010 წ. 3 მარტი), „ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, როგორც დღევანდელი ადამიანის სამყაროსთან დიალოგის საფუძველი“ ( :უნივერსიტეტის გაზეთი, 2015წ.), უფრო ადრე წერილი: „ყოველი ორკესტრი უკრავს დირიჟორის დონეზე. როდესაც უნივერსიტეტი ინგრევა დუმილის უფლება არ გვაქვს“ (საქართველოს რესპუბლიკა, 1907წ. 3 მარტი).

უნივერსიტეტში შეიცვალა რექტორი და მის ადგილზე დაინიშნა ლადო პაპავა, რომელსაც ორჯერ მივმართე განცხადებით, სადაც ვთხოვდი, რომ „ჩარეცხილ“ პროფესორებთან ერთად განეხილა მას, სპეციალურად, ამისათვის, მოწვეულ თეორიულ სემინარზე, უნივერსიტეტისათვის მეტისმეტად აქტუალური საკითხი: „ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვით სწავლების შესახებ?“. მოვახსენე ისიც, რომ სწავლების ეს ფორმა ძალზე ნაყოფიერად იყო დანერგილი უკვე ფიზიკის ფაკულტეტზე, სადაც „მეცნიერებისა და ფილოსოფიის“ პრობლემატიკის ხაზით, ჩატარებული გვქონდა სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია. ეს მუშაობა ჩაშალა და გაანადგურა განათლების სისტემის ე. წ. „რეფორმატორებმა“. როდესაც პაპავამ არცერთ ჩემს განცხადებას არ უპასუხა, მაშინ მე მას მივმართე „უნივერსიტეტის გაზეთის“ საშუალებით წერილით: „ბატონო ლადო, ცნობთ თუ არა აკადემიურ თავისუფლებას?“, რაზეც პაპავამ, იმავე გაზეთის საშუალებით მიპასუხა წერილით: „არის კი აკადემიური თავისუფლება შეზღუდული საუნივერსიტეტო სივრცეში?“ და ეს იმ დროს, როდესაც „აკადემიური თავისუფლება კი არა ქვა-ქვაზე აღარ იყო დარჩენილი უნივერსიტეტში... მან არ განიხილა ეს საკითხი, იმ მოტივით, რომ მე ჩემი სემინარი მაქვს და ფიზიკა-მათემატიკა მე არ მეხებაო; თქვენ თვითონ მოიწვიეთ სემინარიო. მე კი ამ დროს გაგდებული ვიყავი უკვე უნივერსიტეტიდან (ისევე, როგორც სხვა „ჩარეცხილები“). მიწვეული ვიყავი უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ, რომ დამემთავრებინა კურსის „ფიზიკა და ფილოსოფიის“ ბოლო ლექციები (კურსი ორსემესტრიანი იყო), კურსისა, რომელიც ამოღებული იყო უკვე შათაშვილისა და ა. უგულავას მიერ სასწავლო პროგრამიდან. იმის შეფასებას კი, თუ რამდენად ადექვატურია პაპავას პასუხი ჩემს წერილზე, სჭირდება სპეციალური კომისია ან იმდაგვარი „პოლიტიკური კონფლიქტი“ რაც ბელოუსოვმა ჩაუტარა ზატულინს. უფრო უკეთესი კი იქნება ის, თუ უშიშროების კომიტეტი დაინტერესდება სერიოზულად განათლების სისტემაში არსებული ვითარებით.

მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ ლადო პაპავა, როგორც ეკონომისტი არ დაინტერესდებოდა დიალექტიკის პრობლემატიკით; მარქსმა ხომ სწორედ ეკონომიკურ მეცნიერებათა ანალიზის ბაზაზე დაწერა თავისი „დიალექტიკის თეორია“. შუა საუკუნეებში დიალექტიკაზე ალაპარაკდნენ რელიგიის ასპექტში და ეს იყო სამების არსის საოცრად იდუმალ დონეზე სიღრმისეული გააზრება. ამ გააზრების შედეგები იგრძნო სწორედ ილიამ, ვაჟამ, სტალინმა... და ამიტომაც ითვლებიან ისინი უდიდეს მოაზროვნეებად... ამ დიალექტიკური არსისთვის ებრძვის დასავლეთი ჩვენს რელიგიას!

კანტმა, ფიხტემ, შელინგმა, ჰეგელმა დიალექტიკა დაინახეს აზროვნების სფეროში და ადამიანის ცნობიერების ანალიზის ხაზით. დალმა - ფერწერაში, ვაგნერმა - მუსიკაში, ხოლო ვ. მამასახლისოვი და მირიანაშვილი იყვნენ იმ რანგის მეცნიერები, რომ მათ თავიანთ დარგში იგრძნეს დიალექტიკა და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ბორმა, აქ, საქართველოში, ჩვენს ფიზიკოსებთან დებატებში, გააცნობიერა ის ფაქტი, რომ მისი დამატებითობის მეთოდი იყო არა ფიზიკის, როგორც კონკრეტული მეცნიერების კანონი, არამედ სამყაროში არსებულ ყველა მოვლენასთან ადამიანის მიმართებისათვის დამახასიათებელი გნოსეოლოგიური ხასიათის სიახლე, რითაც დაიხურა კიდეც მისი ოცწლიანი კამათი აინშტაინთან. ამ ახალ ასპექტში ბორის დამატებითობის მეთოდი ასე ჟღერს: „წინააღმდეგობა გამორიცხვა კი არ არის, წინააღმდეგობა დამატებაა!“

ყველაფერი ეს შემთხვევით არ მოხდა საქართველოში, არამედ მოხდა იმის გამო, რომ ჩვენთან არსებობდნენ უძლიერესი სკოლები ფიზიკაში და მათემატიკაში და უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული დიალექტიკური აზროვნების კულტურა. მათემატიკაში ეს იყო ა. რაზმაძე, ლ. გოკიელი; ფიზიკის სფეროში: ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, ე. წითლანაძე... ფილოსოფიაში ამ საკითხებზე ბრწყინვალედ მუშაობდა ს. წერეთელი, კ. ბაქრაძე, ზ. კაკაბაძე... რა ვქნათ ახლა გადავყაროთ ყველაფერი ეს იმიტომ, რომ დღევანდელი უნივერსიტეტი, ეროვნული აკადემია და განათლების სამინისტრო ვერ გებულობს ამ მასალას? ეს გამოიყენა სწორედ დასავლეთის აგენტურამ და გაანადგურა კიდეც დიალექტიკის პრობლემატიკის კვლევის ხაზი საქართველოში.

გამახსენდა და მინდა მივმართო ახლა ბ-ნ გია ჯაფარიძეს (მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების გამგე, ეროვნულ აკადემიაში) გახსოვთ ბ-ნო გია, ერთხელ, როდესაც თქვენს კაბინეტში, ანზორ ხელაშვილთან ერთად ვსაუბრობდით ამ საკითხებზე, თქვენ მაშინ სიამაყით თქვით: ლ. გოკიელის წიგნების ქუთაისში გავატანე შესანახადო; ჩემს კითხვაზე: რა უნდა გოკიელის წიგნებს ქუთაისში მეთქი? თქვენ მიპასუხეთ: იქ უფრო დაცული იქნებაო. მე მივხვდი, მაშინ იმას უცებ, თუ რა სერიოზულად იდგა, თურმე, ჩვენში ასეთი ავტორების დაცვის საკითხი; გამახსენდა ისიც, თუ როგორ დაწვეს ბიბლიოთეკები უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, როგორ ხევდნენ და ყრიდნენ ფანჯრებიდან ამ ავტორთა უნიკალურ წიგნებს და გითხარი: ეს რა კარგად მოგიფიქრებია მეთქი? გახსოვს? დღეს რატომ შეგიყვარდათ ილიაუნის უნივერსიტეტი და მ. მამარდაშვილის, ე. კოდუას და გურამ თევზაძის მიერ ანტისახელმწიფოებრივი აზრებით აღზრდილი გიგი თევზაძე? დღეს დაიჯერეთ, რომ მართლა შიზოფრენიას იწვევს ქართველებში ფიზიკისა და მათემატიკის მაღალ დონეზე სწავლება? - როგორც ამას ბ-ნი გიგი თევზაძე ამტკიცებს? დღეს რატომ არ იცავთ ჩვენ საამაყო ავტორებს და მათ უნიკალურ წიგნებს მოსპობისა და განადგურებისაგან?

სანთელივით არის უკვე საძებნი ვ. მამასახლისოვის, მ. მირიანაშვილის, ე. წითლანაძის წიგნები, სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების საქმეს კი, ამ დროს, მეტისმეტად აქტიურად განაგებს ვინმე თემურ ნადარეიშვილი, რომელიც „საკმაოდ ორგანულად“ შეერწყა ა. უგულავასა და შათაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ, ფიზიკის ფაკულტეტის გამანადგურებელ სისტემას და რომელიც ერთადერთი დაიტოვა, თავისთან, თეორიული კათედრის გამგემ ა. ხელაშვილმა, ფიზიკის ფაკულტეტის, იმ მრავალრიცხოვანი, ბრწყინვალედ კურსდამთავრებული სტუდენტებისაგან, რომლებიც ჰაერივით ჭირდება დღეს საქართველოს, თუნდაც მისი უმცროსი ვაჟი, გიორგი ხელაშვილი, ვისაც დღესვე, შეიძლება თავისუფლად ჩაბარდეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის პოსტი; იგივე ნამდვილად არ ითქმის მის უფროს ვაჟზე, გოჩა ხელაშვილზე, რომელიც დაკავებულია ახალი ამერიკული კლინიკის დაფუძნების საკითხით ჩვენს ქვეყანაში, თითქოს ის, რაც გაგვიკეთა ლუგარის კლინიკამ არ კმარა და არ გვეყოფა.

ასევე არ გამოიყურება სასიამოვნოდ ის ფაქტი, რომ თემურ ნადარეიშვილი, რომელიც მასავით არ წყვეტდა ნამდვილად ვარსკვლავებს სტუდენტობის პერიოდში, განკარგავს დღეს, მკაცრად გასაიდუმლოებულ ფორმატში, ფიზიკაში, სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს და თანაც ისე, რომ პრინციპულად არ აძლევს ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას, წლების მანძილზე, სკოლებში მომუშავე გამოცდილ პედაგოგებს, რაშიც აშკარად უჭერს მას მხარს აკადემიაც და განათლების სამინისტროც. პარალელურად მიმდინარეობს ნიჭიერი ახალგაზრდობის ქვეყნიდან გადინების ძლიერი, მიზანმიმართული პროცესი. იმედია უშიშროების სამსახურის პროფესიონალი კადრები დაინტერესდებიან ამ უკიდურესად სერიოზული პრობლემით.

ფაქტია, რომ ქვეყნიდან წასული ახალგაზრდებიდან ყველა ერთნაირი არ არის; სამწუხაროდ ზოგში მოიკოჭლებს მორალიც და თავისი ქვეყნის სიყვარულიც... ასეთები კი გარკვეული გადამზადების შემდეგ შეიძლება მტრებად შემოგვიგზავნოს უკან დასავლეთმა. მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის! იქნებ უშიშროების კომიტეტი დაინტერესდეს ამ პრობლემით, ჩაატაროს სპეციალური საუბრები ახალგაზრდობასთან და აუხსნას მათ, რომ კაცი ბედნიერია მაშინ, როდესაც ის თავის სამშობლოში ცხოვრობს, თავისი რწმენით, მორალით და საკუთარი მიწის სიყვარულით. იქნებ ვუშველოთ და გადავარჩინოთ როგორმე ჩვენი ახალგაზრდობა!

უშიშროების სამსახური უნდა ჩაერთოს დღეს ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის განხილვის პროცესში, რადგანაც ყველა ეს პრობლემა, სულ ერთია საშინაო პოლიტიკაში იქნება ის თუ საგარეოში, წარმოშობილია ჩვენში დასავლეთის აგენტურის ინტენსიური მუშაობის შედეგად. ეს ეხება ყველა სფეროს, მაგრამ ყველაზე მეტად განათლების სისტემას. უშიშროების სამსახურმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, მაგალითად, ის საკითხი, თუ რატომ მზადდება საშუალო სკოლის სახელმძღვანელოები ფიზიკაში, უკიდურესად გასაიდუმლოებულ ფორმატში და რატომ არის, რომ ფიზიკის არცერთი სკოლის მასწავლებელს არ აძლევენ უფლებას ჩაერთოს ამ პროცესში; მათ არ აქვთ უფლება გაიგონ ისიც კი, თუ ვინ არის ამ წიგნების ავტორი და არც ის, თუ რას წარმოადგენს, კონკრეტულად ამ წიგნებში შეტანილი თემატიკა. საინტერესოა ისიც, თუ ვინ დაავალა და ვინ მისცა უფლება თემურ ნადარეიშვილს ჩაატაროს ეს სამუშაო, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, ესოდენ საიდუმლო ვითარებაში და რას ემსახურება საერთოდ გასაიდუმლოებების ეს უცნაურად მკაცრი პროცესი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ პროცესებს, ე. წ. „განათლების სისტემის რეფორმის“ დროს, თან ახლდა ჩვენი დიდი პედაგოგების წიგნების დახევა, დაწვა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების განადგურება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საჭიროა და აუცილებელი განიხილოს სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ეს ახალი წიგნები იმ მიზნით, რომ შემოწმდეს კარგად, ხომ არ არის შეცვლილი მათში ფიზიკის სწავლების, ჩვენი პედაგოგების მიერ დანერგილი ტრადიცია და მეთოდიკა, რაც უმაღლეს დონეზე შეაფასა თავის დროზე საქართველოში ჩვენს ფიზიკოსებთან სტუმრად ჩამოსულმა ნილს ბორმა. ეს მეცნიერები, რომლებზეც იდგა ფიზიკის ფაკულტეტი იყვნენ ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, ე. წითლანაძე - თანაც წითლანაძე იყო ანდრია რაზმაძის მოწაფე და ამიტომ მან, ამ უკანასკნელის დიალექტიკური აზროვნების კულტურა დაუდო საფუძვლად ფიზიკის მოვლენების მათემატიკურ გააზრებას, რისთვისაც მის კათედრას ფიზიკის ფაკულტეტზე (რომელსაც ის სიკვდილის ბოლომდე ხელმძღვანელობდა) ეწოდებოდა „მათემატიკური ფიზიკის კათედრა“ და ეს კათედრა იყო უნიკალური. სწორედ ამ უნიკალურობის გამო, ანუ იმის გამო, რომ ის წარმოადგენდა მათემატიკაში დიალექტიკური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშს და ხაზს უსვამდა ა. რაზმაძის სკოლის მთავარ ღირსებას, დაანგრია ის სოროსის აგენტურამ და გაასწორა მიწასთან ის „განათლების რეფორმის“ პირველსავე დღეებში. ბორმა და აინშტაინმა კი, ორივემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიალექტიკური აზროვნების უარმყოფელ დასავლეთის ფილოსოფიას „სულელური ფილოსოფია“ უწოდეს.

დღეს ჩვენში, დიალექტიკურ თეორიაზე, ამ „სულელურ წარმოდგენას“, ავრცელებენ მამარდაშვილის ჯგუფის წევრები და კვალდაკვალ მიყვება სამწუხაროდ მათ უნივერსიტეტიც, ეროვნული აკადემიაც და განათლების სამინისტროც; აგიტაციის ცენტრი კი არის ილიაუნის უნივერსიტეტი, დაკავშირებული ინგლისის და საერთოდ დასავლეთის აგენტურასთან.

ეს საკითხი სერიოზულია და აუცილებელია ამიტომ კარგად იქნეს შესწავლილი, ფიზიკის სახელმძღვანელოების მომზადების, მეტისმეტად გასაიდუმლოებულ ფორმატში მიმდინარე პროცესი; მოეწყოს ამ სახელმძღვანელოების სახელმწიფო კომისიაზე საჯარო განხილვა და უფლება მიეცეს ყველა მსურველს მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში.

ეხლა მოკლედ იმის შესახებ, თუ რისთვის არის საჭირო დიალექტიკის პრობლემების კვლევის ტრადიციის შენარჩუნება ყველა სფეროში, რასაც აკეთებდნენ ჩვენი დიდი პედაგოგები თავიანთ სახელმძღვანელოებში და რისთვისაც მოითხოვეს მათ ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლება უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე. საქმე იმაშია, რომ ამ პრობლემებთან, დაკავშირებულია აღებულ ეტაპზე, ადამიანის სამყაროსთან მიმართების მთელი სპეციფიკა და ყოველთვის როდესაც მოვლენათა მიმდინარეობაში ხდება დიალექტიკური ხასიათის ცვლილებები ანუ იცვლება მოვლენათა არსებობის დიალექტიკა, მაშინ იცვლება ადამიანის მსოფლმხედველობრივი ხედვის ასპექტებიც. ასე მოხდა ეს ევკლიდური გეომეტრიიდან არაევკლიდურზე გადასვლის დროს, ფარდობითობის თეორიაზე გადასვლის შემთხვევაში; მაგრამ ქვანტურ მექანიკასთან დაკავშირებით მსოფლმხედველობრივი ხასიათის ცვლილებები იმდენად დიდი იყო, რომ ორი უდიდესი მეცნიერი (ბორი და აინშტაინი) ოცი წელი კამათობდა მათი სპეციფიკის დადგენაზე. ერთხელ ასეთი კამათის დროს ბორმა აინშტაინს უთხრა: „რა ვქნათ აინშტაინ თუ ღმერთი არ აკეთებს ყოველთვის იმას, რასაც შენ მას უბრძანებო“, რაზეც აინშტაინმა უპასუხა: „მე ისე მძულს ეგ პოზიცია, რომ მაინც არ დაგეთანხმებიო!...“ მაგრამ შემდეგ, როდესაც აინშტაინმა ვაგნერს მოუსმინა თქვა: „ო! როგორ მძულს მე ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც რა საოცარი გენიალურობით გადმოსცემს ეს კომპოზიტორი ინდივიდუალურობის მთელ არსსო“. აინშტაინს სწამდა სამყაროში უნივერსალური ჰარმონიის არსებობის, უყვარდა ბახი და ვერ იტანდა „ინდივიდუალურობის კოღოებს“, როგორც ამბობდა ამას ჰეგელი, რისთვისაც აინშტაინს ხშირად მეცნიერების ჰეგელს უწოდებდნენ.

მაგრამ „ინდივიდუალურობის კოღოები“ არსებობენ და მერე როგორ! ღმერთმა დაუშვა განუზღვრელობა, შემთხვევითობა და დააყენა ადამიანი თავისუფალი არჩევანის წინაშე და ვაი მას ვინც ამ თავისუფლებას საკუთარი უფლებების შესაზღუდავად არ გამოიყენებს და გადაეშვება აღვირახსნილობაში. ფერწერაში ეს ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა შემოიტანა დალმა, რომელიც მოევლინა ეპოქას ფრაზით: „Я освобождаю мир от мещанства!“ და კიდევ: „მე სრულიად ნორმალური ვარ! არანორმალური კი არის ის, ვისაც არ ესმის ჩემი მხატვრობა და არ აინტერესებს ის, თუ რა დროს აჩვენებენ ჩემს საათებზე ჩამოშლილი ციფერბლატები!“ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა მეცნიერებითაც და ხელოვნებითაც დაიწყო ახალი დიალოგი სამყაროსთან და დიალექტიკურ აზროვნებაში შემოვიდა ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა, რაც ლადო პაპავამ თავის სფეროში ვერ დაინახა!!!

ამრიგად, როგორც ვხედავთ მეცნიერებასაც და ხელოვნებასაც ერთი და იგივე სამყაროსთან აქვთ საქმე და მიუხედავად მათი, სამყაროს აღქმის განსხვავებული გზებისა და მეთოდებისა, ორივე თავის სფეროში აწყდება, როგორც წესი, მკვეთრად გამოხატულ დიალექტიკური ხასიათის პრობლემებს, რომელთა შემჩნევისა და აღმოჩენის ალბათობა ბევრად არის დამოკიდებული მკვლევარი მეცნიერისა და შემოქმედი ხელოვანის პროფესიონალური მომზადების დონეზე. ანუ ირკვევა, რომ დიალექტიკური პრობლემების ხედვის უნარი (დიალექტიკური აზროვნება) და პროფესიონალური მზაობის ხარისხი, მჭიდროს არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ამის გამოა სწორედ, რომ მხოლოდ ისეთი რანგის მეცნიერები და ხელოვნები ახდენენ ამგვარ აღმოჩენებს, როგორებიც არის: აინშტაინი, ბორი, ვაგნერი, დალი და ა. შ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველი რევოლუციური ხასიათის აღმოჩენა მეცნიერებაში იქნება ეს, თუ ხელოვნებაში, ცვლის ადამიანის დამოკიდებულების ხასიათს სამყაროსთან, ანუ იცვლება ადამიანის მიერ სამყაროს ხედვისა და განცდის ასპექტები და ამასთან ერთად იცვლება მსოფლმხედველობრივი პარადიგმა; ჩნდება და ყალიბდება ახალი ფილოსოფიური თეორიები. აქედან გაჩნდა სწორედ აზრი ( და ეს მოხდა საქართველოში, ქართველ ფიზიკოსებთან ბორის ვიზიტის შემდეგ) უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვის სწავლების შესახებ.

ეს პროცესი წარმატებით დაიწყო ფიზიკის ფაკულტეტზე, სადაც მე, როგორც ფიზიკოსს, მხვდა წილად ბედნიერება მომემზადებინა (ცხადია ვ. მამასახლისოვის, მ. მირიანაშვილისა და კ. ბაქრაძის ხელმძღვანელობით) სალექციო კურსი: „ფიზიკა და ფილოსოფია“ და წამეკითხა ის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ეს იყო პრინციპულად ახალი კურსი ფილოსოფიაში, რომელმაც შესაძლებლობა მომცა (ისევ ჩემი ხელმძღვანელების დახმარებით) ჩამეტარებინა ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტების ბაზაზე სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია თემაზე: „მეცნიერება და ფილოსოფია“, რამაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დამაკავშირა მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტებთან. ოთხივე კონფერენციის მოსაწვევი ბარათები და პროგრამები, დევს ჩემს ვებ. გვერდზე „ჩემს შესახებ“. პირველი რაც გააკეთეს ჩვენი განათლების სისტემის „ბრწყინვალე რეფორმატორებმა“ იყო ის, რომ სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს ჩემი სალექციო კურსი და თავდაყირა დააყენეს საერთოდ ყველაფერი ფიზიკის ფაკულტეტზე. შედეგები სახეზეა!!!

ლადო პაპავა და ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის ხაზი პრინციპულად არაკეთილსინდისიერად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციებს ჩემს შესახებ და მიზანმიმართულად შეყავთ ამით საზოგადოება შეცდომაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის საფუძველზე, ავანტიურისტული პოლიტიკური ინფორმაციის პროპაგანდის საკითხით (ინფორმაციული ომი) ძალზე დაინტერესებულია ინგლისი და მისი სპეცსამსახურები. ამასთან დაკავშირებით კი ჩნდება გარკვეული გონივრული ეჭვი ილიაუნის უნივერსიტეტის მათთან კონტაქტის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს უნივერსიტეტი შექმნილია სოროსის აგენტის, მ. მამარდაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის ბაზაზე და დღემდე ხელმძღვანელობს მამარდაშვილის მეთოდებით. მამარდაშვილის ძირითადი მეთოდი კი იყო სწორედ ის, რომ გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია ხალხში და გამოეწვია ამით კონფლიქტი და დესტაბილიზაცია საზოგადოებაში. გახსოვთ ალბათ მისი „გენიალური“ ფრაზა: „ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას სამშობლოზე“ რითაც ის ებრძოდა ეროვნულ იდეოლოგიას და ზვიად გამსახურდიას.

ინფორმაციული ომის წარმოების მიზნით და იმის გამო, რომ მაშინ ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ არსებობდა, გურამ თევზაძემ და ე. კოდუამ მ. მამარდაშვილი ჩანერგეს ფილოსოფიის ინსტიტუტში (დანიშნეს იქ განყოფილების გამგედ) და მისცეს ამით შესაძლებლობა გამოეყენებინა საზოგადოება „ცოდნის“ ხაზი (ამ ხაზს ფილოსოფიის ინსტიტუტი განკარგავდა) თავისი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გასავრცელებლად. ლექციები იკითხებოდა ყველა ორგანიზაციაში და ყველა ინსტიტუტში, წყნარად, მშვიდად და უსაფრთხოდ, რადგანაც მთელი ეს პროპაგანდა ტარდებოდა სახელმწიფო აკადემიის სახელით და მისი ეგიდით. შეიძლება ითქვას, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი უცხო ქვეყნის აგენტს არ უმუშავია არასოდეს ასეთი კომფორტით. ხომ კარგი მოფიქრებაა არა?? საინტერესოა სად იყო მაშინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი? ეძინათ? ეხლა მაინც დაინტერესდნენ ისინი ქვეყნის დაცვის პრობლემით და იმით, თუ ვინ დგას ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის უკან? რატომ აწვდიან ისინი საზოგადოებას მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას და რა არის ბოლოს და ბოლოს ყოველივე ამის მიზანი? ისევ ჩვენი ქვეყნის მოსპობა და ჩვენი, როგორც ერის განადგურება?

უნივერსიტეტის ნგრევის პერიოდში დაიწერა ბევრი ჩემი საგაზეთო წერილი პრესაში; მინდოდა გადამერჩინა ჩემი პედაგოგების დიდი შრომის შედეგები, მაგრამ ამაოდ! სოროსის ფინანსებით დაინტერესებული აგენტურა, გიგი თევზაძის ხელმძღვანელობით ხმალამოღებული დაეტაკა ფიზიკის ფაკულტეტს. სწორედ დიალექტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარების წინააღმდეგ წარმოებულ ამ ბრძოლას ეხებოდა ჩემი განცხადებებიც, რომელიც შევიტანე უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას სახელზე. ვფიქრობდი, რომ მას, როგორც სპეციალობით ეკონომისტს (მარქსმა ხომ სწორედ ეკონომიკურ მეცნიერებათა ანალიზის საფუძველზე დაწერდა თავისი დიალექტიკის თეორია) არ უნდა გასჭირვებოდა დამატებითი ახსნა-განმარტება იმისა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, დროის შესაბამისი მსოფლმხედველობრივი პოზიციის შემუშავებისათვის დარგის დიალექტიკური პრობლემების ანალიზს. აქედან გამომდინარე კი უკვე ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლებას. ცნობილია, რომ ყველა კარგი მკვლევარი, სწორედ თავის დარგში მუშაობის პროცესში აწყდება ამ პრობლემატიკას. მაგრამ ლადო პაპავამ ჩათვლა რატომღაც, რომ დიალექტიკაზე ლაპარაკი შეიძლებოდა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკასთან მიმართებაში და პრინციპულად აარიდა თავი ჩემთან შეხვედრას. სინამდვილეში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განუზღვრელობა და შემთხვევითობა არის მთელი ჩვენი სამყაროს დიალექტიკური არსებობის მთავარი მახასიათებელი, რაც ადამიანს ყოველწამიერად აყენებს ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანის წინაშე: ყველგან, ყოველთვის და ყველა სფეროში. ეს კი, როგორც წესი ითხოვს პიროვნებისაგან მაღალი თეორიული აზროვნების კულტურას და კრიტიკული აზროვნების დიდ უნარს, რაც არც თანდაყოლილი თვისებაა და არც თავისით არ მოდის ადამიანში; მას სპეციალური აღზრდა და განვითარება ჭირდება; ეს კი ადამიანმა, პირველ რიგში, თავისი დარგის პრობლემატიკის კვლევის პროცესში უნდა შეიძინოს... აი, ეს პრობლემა იყო დასმული, ყოველთვის, ჩემს საგაზეთო წერილებში და განცხადებაშიც პაპავას სახელზე, რასაც მან ყურადღება პრინციპულად არ მიაქცია. უფრო მეტიც: რამოდენიმე წელია ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა რატომ? მაგალითად, ის უკვე რამდენი წელია ჯიუტად ავრცელებს იმ აზრს, რომ მე თურმე მხოლოდ ხანდახან მაძლევდნენ ნებას უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ამ დროს მაქვს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ძალზე ნაყოფიერი მუშაობის უწყვეტი, 50 წლის სტაჟი, ვარ ხუთი სერიოზული მონოგრაფიის ავტორი. რატომ ცრუობს ლადო პაპავა (მსგავსად ხელოვნური ინტელექტის რეჟიმისა, რომელიც საოცარი კატეგორიულობით ამტკიცებს იგივეს) და რატომ მაგზავნის კონსულტაციისათვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვინმე ჯალაღონიასთან?

სხვათა შორის, ასევე მსოფლმხედველობრივი პოზიციებისადმი, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, „გულგრილი“ დამოკიდებულების შედეგი იყო ისიც, რომ რექტორი არ შეხვდა არც მძიმე კონფლიქტში მყოფ და უკიდურესად აღელვებულ სტუდენტებს. („115 აუდიტორიის“ პრობლემა, რომელიც ასევე განათლების სისტემის უაზრო რეფორმების გამო წარმოიშვა) რექტორი, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყო ახალგაზრდებთან, დალაპარაკებოდა მათ, განემუხტა მდგომარეობა და მიეწოდებინა სტუდენტებისათვის გადაწყვეტილების მიღებისათვის სწორი პოზიცია ( თუ ასეთი პოზიცია გააჩნდა მას თვითონ ცხადია), ნაცვლად ამისა, ლადო პაპავამ დაღუნა თავი, მიატოვა აღელვებული სტუდენტები ღმერთის ამარა და თვითონ სრულიად უპასუხისმგებლოდ გაიპარა, ჩუმად, უნივერსიტეტის სარდაფებიდან.

იქ რომ მაშინ მსხვერპლი არ მოხდა და ახალგაზრდებმა არ დახოცეს ერთმანეთი, ეს იმ ახალგაზრდების გონიერების შედეგია მხოლოდ. იმ პერიოდში გამოვიდა „უნივერსიტეტის გაზეთის ახალი ნომერი, სადაც სურათზე, სტუდენტები, უნივერსიტეტის კიბეებზე, ერთმანეთის თავებზე გადადიოდნენ; სურათის ქვემოთ კი ეწერა: „რექტორატმა სხვა გზა არ დაგვიტოვა.“ ამ ფაქტის შემდეგ მალე ლადო პაპავა უნივერისტეტის რექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ისე ძალიან მიკვირს, თუ ადამიანს არც ლექტორი აინტერესებს და არც სტუდენტი, მაშინ რა უნდოდა ასეთ კაცს ამ თანამდებობაზე?! მე ბევრი რექტორი მინახავს, მაგრამ ასეთი არასოდეს არ შემხვედრია!

ეხლა რაც შემეხება მე. მიუხედავად ჩემი მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილებისა პაპავა არ წყვეტს მაინც ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. ჯერ ერთი ვერ ახსნა მან გარკვევით ის, თუ რისთვის არ განიხილა მან უნივერსიტეტისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლების შესახებ, რაზეც ბევრად არის დამოკიდებული საუნივერსიტეტო განათლების ხარისხი და რასაც ხმალამოღებული ებრძვის სოროსის აგენტურა. პარალელურად, ისე, რომ არც დაინტერესებულა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი, გამომაცხადა, ვიღაც შემთხვევით პედაგოგად, რომელსაც ხანდახან თუ იწვევენ თურმე ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად და მირჩია მივსულიყავი ვინმე თემურ ჯალაღონიასთან კონსულტაციისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ დროს, ჯალაღონია გამოაცხადა მან დიდ სპეციალისტად „მეცნიერებისა და ფილოსოფიის“ ხაზით, რომელიც ძალიან ხშირად ატარებს თურმე კონფერენციებს ამ საკითხებზე... ძალიან მაინტერესებს რის საფუძველზე და რისთვის ავრცელებს ამგვარ ცრუ ინფორმაციებს ლადო პაპავა საზოგადოებაში და თანაც წლებია უკვე ეს გრძელდება.

ამ დროს, გაითვალისწინეთ, რომ მე მაქვს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალზედ ნაყოფიერი მუშაობის 50 წლიანი უწყვეტი სტაჟი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმყავდა „ფიზიკა და ფილოსოფიის“ კურსი ფიზიკის ფაკულტეტის ქართულ და რუსულ სექტორებზე, ჩატარებული მაქვს სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია, რომელთა მოსაწვევი ბარათები, თავისი პროგრამებით ჩემს ვებ-გვერდზე დევს, ვარ „მეცნიერების ფილოსოფიის“ ხაზით 5 სერიოზული მონოგრაფიისა და მრავალი შრომის ავტორი, რომლებიც წარდგენილია ლენინგრადის და მოსკოვის საკავშირო კონფერენციებზე და თემურ ჯალაღონია ვინ არის ამ სფეროში საერთოდ არ ვიცი! ვფიქრობ ისეა საქმე, რომ მდინარაძის გენერალ-მაიორობა მონაგონი აღმოჩნდება იმასთან შედარებით, რაც განათლების სისტემაში ხდება. საჭიროა და აუცილებელი განათლების სიტემის ტოტალური წმენდა. ამ მიზნით აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, უშიშროების კომიტეტის მონაწილეობით, რათა გაირკვეს ის, თუ ვინ დაიკავა ჩვენი სახელოვანი მეცნიერთა ადგილები, ვის ხელშია ჩვენი ახალგაზრდობა და რა ფუნქციებს ასრულებს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული აკადემია. როინ მეტრეველმა ჯერ იყო და გაანადგურა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი, ახლა კიდევ მალე ალბათ კაკაჩას დაგვისვამს წევრად აკადემიაში, შემდეგ კი დაჯდება მის სუფრაზე და ეფექტურად ითამადებს. დიდი მადლობა ბექა ყორშიას, მისმა სიუჟეტმა, თქვენ წარმოიდგინეთ მეც კი ამიხილა თვალები.

განათლების სისტემაში შექმნილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და საჭიროა დიდი მუშაობა მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვეღუპება ახალგაზრდობა და ე. ი. ქვეყანა.

პირადად მე ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, „მეცნიერება და ფილოსოფიის“ ხაზით დაცული დისერტაციები, „პროფესორები“ ამ ხაზით და კონფერენციები, რომელიც თურმე, მათ, ამ მიმართულებით ჩაუტარებიათ. ძალიან მაინტერესებს ამ ხალხთან დებატები და ისიც, თუ რატომ მომიხსენიებს ასე ჯიუტად და მიზანმიმართულად ლადო პაპავა და უნივერსიტეტი (ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის კვალდაკვალ) მხოლოდ ხანდახან მოწვეულ პედაგოგად, ანუ პედაგოგად, რომელიც შტატში არ ირიცხებოდა არასოდეს თურმე და მალავენ ამით ჩემს 50 წლიან კავშირს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან. რას ნიშნავს ეს? ან რატომ სახელდება, ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის ხაზით, ჩემს ნაშრომებად მხოლოდ ორიოდე (ერთი და იგივე სტატია) მაშინ როდესაც, ჯერ ერთი ჩემი გამოქვეყნებული სტატიების რიცხვი 100-ზე მეტია და მეორეც რაც მთავარია, ჩემი, როგორც პროფესიონალის მთავარ შრომებს წარმოადგენს, ის ხუთი, საკმაოდ სერიოზული მონოგრაფია, რომელიც თავის დროზე უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა და რომელთა შორის არის ჩემი ფუნდამენტალური ნაშრომი „Философия, мировоззрение, человек“, რომელიც ასევე გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ და არის 650 გვერდი, ხელოვნური ინტელექტის რეჟიმით კი ის ყოველთვის სტატიად მოიხსენება (თუ მოიხსენება საერთოდ).

ამ წიგნის გამოქვეყნებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა გურამ თევზაძისა და ე. კოდუას კლანი და წიგნი გამოიცა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის დახმარებით. ამ კონფლიქტების შესახებ ბევრი დაიწერა თავის დროზე, მრავალი ავტორის მიერ პრესაში და ინფორმაცია განთავსებულია ჩემს ვებ-გვერდზე (gilda-sikharulidze.ge) ამ წიგნთან ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს!!!

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი რამოდენიმე წელი იყიდებოდა ინტერნეტით (ფასი 70 დოლარი), მაგრამ ვინ ყიდდა ამ წიგნს, მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერავითარი გზით ვერ დავადგინე. მახსოვს მაშინ ანზორ ხელაშვილმა (თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე) მითხრა: „დაანებე თავი მაგის ძიებას, მაინც ვერაფერს ვერ დაადგენ, მთავარია, რომ შენი წიგნი ვრცელდება და ეს უკვე კარგი საქმეაო.“ წიგნი მართლაც გაიცნო რუსეთის მკითხველმა და იმიტომ რომ ის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მიერ იყო გამოცემული თხოვეს უნივერსიტეტს: „დაგვისახელეთ ამ ავტორის სხვა ნაშრომებიცო.“ ჩემმა უნივერსიტეტმა კი სადაც ორმოცდაათი წელი თავდადებული ვმუშაობდი, მათ უპასუხა: „ასეთი ავტორი ჩვენთან არ იძებნებაო!“ და ეს ინფორმაცია ინტერნეტში იყო განთავსებული. ზუსტად ამ რეჟიმში იძლევა დღესაც ინფორმაციას ჩემს შესახებ ხელოვნური ინტელექტი და იგივე ფორმატში პასუხობს ჩემთან დაკავშირებულ კითხვებს ლადო პაპავაც. უფრო მეტიც: ხშირად ჩემი სტატიები და შრომები მოიხსენება სხვების სახელით და არ არსებობს იურიდიული სამსახური, რომ შეიძლებოდეს დაისვას საკითხი ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის ამ უკიდურესად უპასუხისმგებლო მუშაობის შესახებ!!!

საზოგადოებას ებადება კითხვები და ხელოვნური ინტელექტის რეჟიმით ხალხი იღებს ცრუ პასუხებს თავიანთ კითხვებზე; ეს სერიოზული პოლიტიკური ხასიათის ავანტიურაა და ქვეყნის უშიშროების კომიტეტმა, თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს, არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ საკითხი: ვინ აკეთებს ამას და რა მიზნით?

ანუ რატომ ხდება, ძალიან ხშირად, ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის მიერ, მიზანმიმართულად, ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც პრინციპულად ამახინჯებს ფაქტებს, ავნებს საზოგადოებას და დესტაბილიზაცია შეაქვს ხალხში! ვფიქრობ დროულია, საჭიროა და აუცილებელი სამართლებრივი ნორმების შემოღება ხელოვნური ინტელექტის რეჟიმის ასეთი არაკეთილსინდისიერი მუშაობისათვის და მკაცრი კონტროლი იმაზე, ხომ არ ემსახურება ყოველივე ეს სხვა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს, როდესაც, როგორც წესი, რაღაც, თითქოსდა ტექნიკური შეცდომის ფორმატში იმალება მკვეთრად გამოხატული ინფორმაციული ომისათვის დამახასიათებელი პოზიცია. ყოველი ასეთი დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ტექნიკური შეცდომა უნდა გაასწოროს სპეციალისტმა, ხოლო პოლიტიკურ ავანტიურიზმზე პასუხი უნდა მოითხოვოს იურიდიულმა კომიტეტმა, რომელიც დაფუძნებული იქნება უშიშროების სამსახურის ბაზაზე.

აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ქვეყანას ერთდროულად ჭირდება, როგორც ძლიერი პროგრამისტები (რაც, თავის მხრივ, შეუძლებელია ფიზიკაში და მათემატიკაში მაღალი დონის ცოდნის გარეშე და ამიტომაც ებრძვის სწორედ ამ დარგების განვითარებას მავანი და მავანი ჩვენს ქვეყანაში) და იურისტები, რომელთა ძლიერი დეფიციტი წარმოშვა საქართველოში როინ მეტრეველის უნივერსიტეტში მოღვაწეობამ.

ხელოვნური ინტელექტის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მეთოდები მათალ დონეზე მუშავდება დიდ ბრიტანეთში და მათ სპეცსამსახურებში. ვგრძნობ, რომ მათთან გარკვეული კავშირი აქვს ილიაუნის უნივერსიტეტს. ასე რომ, ამ პრობლემას დიდი ყურადღებას უნდა მიაქციოს უშიშროების სამსახურმა და დაიცვას ჩვენი ახალგაზრდობა საბედისწერო შეცდომებისგან. თანაც დროულად და ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი ერთადერთი ქალიშვილი (ქეთევან ფანჩვიძე), რომელიც საკმაოდ კარგი პროგრამისტი იყო, შეეჯახა ამ პრობლემას, სწორედ ინგლისში და შეეწირა. (pamchvidzeq.narod.ru)

და ბოლოს: „Я за справедливый мир“ - წერს იგორ გიორგაძე და ყველა ნორმალური ადამიანი საქართველოში ელოდება დღეს სწორედ სამართლიანობის აღდგენის ამ ღვთიურ პროცესს. ფაშიზმი, საქართველოში, სამწუხაროდ ეს არის ძალოვანი სტრუქტურები პლუს მურუსიძეს სასამართლო სისტემა; დააკვირდით და მიხვდებით რომ ყველა ამ ხაზით წამოჭრილი პრობლემა ამ სფეროებზე გადის: ქვევრში ვერაგულად ჩამხრჩვალი 8 თვის ბარბარე, რაფაელიანცი, ხორავას ქუჩის ტრაგედია და სარალიძის ვაჟის ჯგუფური მკვლელობა, შაქარაშვილი, მაჩალიკაშვილი, ბაჩიაშვილი, კვარაცხელია, ავალიანი... და ვინ იცის კიდევ რამდენი. კ მ ა რ ა!!! ეს პროცესი არ შეჩერდება მანამ, ვიდრე სასჯელის უმაღლესი ზომ: სიკვდილით დასჯა არ შევა ძალაში; თანაც იქვე საჯაროდ და ყველას თვალწინ მკვლელების მიერ ჩადენილი დანაშაულის კადრების ჩვენებით. მადლობა შვილმკვდარ დედებს, რომლებიც დღეს უკვე სხვის შვილებს იცავენ!!! და მადლობა ასევე საზოგადოებას, ვინც მათ ამ საქმეში გვერდში უდგას და ზურგს უმაგრებს!!! თაროზე შემოდებული ყველა საქმე უნდა გაიხსნას, თუ გვინდა საქართველომ დაიბრუნოს თავისი სახე და შევძლოთ ნორმალური და მშვიდი სიცოცხლე.

და კიდევ: დღეს ჩვენ გვიხდება ცხოვრება იმ რეალობაში, რაც შეიქმნა ჩვენში სოროსის აგენტურის აქტიური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად. ეს არის რეალობა, სადაც მოშლილია მთლიანად განათლების სისტემა, ებრძვიან საუკუნოვან ტრადიციებს და იმ მართლმადიდებლურ რელიგიას, რომელიც იცავდა და ინახავდა ყოველთვის ისტორიულად საქართველოს. შედეგად მივიღეთ ის, რომ აღარ არსებობს მორალი, რწმენა, ურთიერთპატივისცემა, თანაგრძნობა და რაც მთავარია ქვეყნისა და მშობლის სიყვარული. ეს არის რეალობა, სადაც აღზრდილი კლავს აღმზრდელს, ხარშავს მას და ჭამს კიდეც შემდეგ... ამის გამკეთებელი ქალი ზის აგერ ციხეში და იხდის სასჯელს... მძიმე დღეშია ძველი თაობა და განსაკუთრებით პენსიონერები.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფო არავითარი ფორმით არ იცავს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში, არ არსებობს მართლმსაჯულება და ოჯახის ადვოკატის კვალიფიცირებული ინსტიტუტი. სამართალს, როგორც წესი, განკარგავს მურუსიძის სასამართლო და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ძალოვანი სტრუქტურები. საქმეში არ ერევა პროკურატურა, საქმე იწელება ხელოვნურად, სისტემატურად იცვლება, მახინჯდება ფაქტები და მთავრდება ერთი და იგივე შედეგით: გაუთავებელი აპელაციები, რის დროსაც ისევ და ისევ ართმევენ თანხებს გაღატაკებული მოსახლეობას. ყვავის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და ჭკუიდან გადადის სამართლის უშედეგოდ მაძიებელი მოსახლეობა.

პირადად მე მაგალითად ორჯერ მიმიყვანა სუიციდამდე ასეთმა მდგომარეობამ. ყოველი ჩემი პრობლემით მე შევეჯახე სისტემას და დავრწმუნდი ფაქტებით (ყველა ფაქტი დაფიქსირებული აქვს ჩემს ადვოკატს - მაია სხირტლაძე), რომ ჩვენი ქვეყნის მმართველობის მოდელი იმგვარია, რომ არსად, არასდროს და არანაირ ვითარებაში, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანის ინტერესებს და არ იცავს მის უფლებებს. ასე მაგალითად, თუ ვინმე მევახშე არის ბიძინა ივანიშვილის უხვი დამფინანსებელი (ჩემს შემთხვევაში ასეთი არის ლაშა ნიკოლაიშვილი) მას აქვს უფლება ჩამოუშვას შენს ბინაში დიდი რაოდენობის წყალი, მთლიანად, ყველა ოთახში ჩამოანგრიოს ჭერი, რის შედეგადაც აყრილია ყველა ოთახში პარკეტი (ფაქტი სახეზეა). მას შეუძლია ასევე „შეცდომით“ გახსნას შენი გაზის მილის ონკანი და „შეცდომით“ გაუშვას შენს ბინაში გაზი (ეს ფაქტიც ადვოკატს აქვს დაფიქსირებული); მას შეუძლია არაფრად ჩააგდოს ის ფაქტი, რომ მისი ძალზედ საეჭვო ელექტროგაყვანილობების გამო (რაზეც ერთმა ელექტრიკმა ის აზრიც კი გამოთქვა, რომ მგონი მოპარული აქვს ძირითადი კაბელიო, რასაც თელასმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია) არასწორად მუშაობს ჩემს სართულზე სენსორული განათება და პერიოდულად მოხეტიალე დენი მარტყამს ბინაში... და ა. შ. და ასე ბევრი... ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მევახშე ლაშა ნიკოლაიშვილს მითვისებული აქვს ლიფტის შახტა და მხოლოდ ის სარგებლობს ამ ხაზით. მე კი მე-6 სართულზე მიხდება ყოველ დღე (ჩემს ასაკში) ფეხით სიარული.

კიდევ უფრო უბედურ დღეში ჩაგვაგდო საკუთარმა, უდიდესი ზრუნვით გაზრდილმა შვილიშვილმა, რომელმაც მოიყვანა ცოლად ქალი გომელაურის კლანის წარმომადგენლის, თემურ სხირტლაძის ოჯახიდან. ქალი, რომელიც ერთხელ უკვე გათხოვილი ყოფილა და დიდი კონფლიქტით გამოშვებული პირველი ქორწინებიდან, პირველი დღეებიდანვე ჩაება ჩვენთან ქონებისათვის ბრძოლაში და გვიჩვენა კიდეც ის, თუ რა დიდი ძალა აქვს ძალოვანი სტრუქტურებისა და მურუსიძის სასამართლო სისტემის კავშირს. ჩემი შვილიშვილი, რომელიც ჩვენზე გიჟდებოდა, სხირტლაძეების ოჯახში სწრაფად შეიცვალა, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი მთელ ჩვენს წრესთან და მისმა ადვოკატმა (ნინო ათაბეგაშვილი) ბრძანა, კონსტიტუცია აძლევს მას უფლებას არ შეხვდეს აღმზრდელებსო. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და შვილიშვილმა აღმზრდელი ბაბუა სიკვდილის წინ არ ნახა. ძალიან მსურს მასთან პირისპირ შეხვედრა და მოსმენა იმისა, თუ როგორ ახსნის ის ამას ყველაფერს. სხირტლაძეების ოჯახს ჩვენი ასეთი შეხვედრის ეშინია. მე კი მაინტერესებს მხოლოდ ერთი: ვინ არის ბოლოს და ბოლოს ჩემი შვილიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაშისტური მეთოდებით შეშინებული ლაჩარი, თუ ნაძირალა, რომელიც შეუერთდა მათ და ჩაერთო მათ საქმიანობაში? ამის გარკვევას კი აუცილებლად ჭირდება ოფიციალურ გარემოში მასთან პირისპირ შეხვედრა, რისი საშუალებაც მე პრინციპულად არ მეძლევა.

სხვათა შორის, ჩემი ადვოკატის (მაია სხირტლაძე) დახმარებით აღმოვაჩინეთ ის, რომ ჩემი შვილიშვილის სახელზე ფორმდებოდა რაღაც ახალ-ახალი ბინები, რაც აშკარად ნიშნავდა იმას, რომ მიმდინარეობდა რაღაც, გაურკვეველი წარმოშობის თანხების გათეთრების პროცესი. ოფიციალურად მივმართეთ გომელაურის უწყებას გადაემოწმებინათ ეს ფაქტი და დაეცვათ ჩემი შვილიშვილი მოსალოდნელი ხიფათისაგან, რადგანაც უკვე ცხადი იყო, რომ ის სხვისი კარნახით მოქმედებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც ყოველთვის, არც ამაზე არ გაგვცა არავითარი პასუხი.

სისტემასთან ომით დავიღალე. მინდა ერთიანი, ძლიერი, ტრადიციული და სამართლიანი საქართველო და კიდევ ის, რომ ასეთ ფონზე იყოს განხილული შვილიშვილთან ჩემი დამოკიდებულების საკითხი; ეს საქმე ბევრ საინტერესო მომენტს მოიცავს და სხვებსაც დაეხმარება დღევანდელი რეალობის სწორად ხედვაში.