პოლიტიკა
პიროვნება, საზოგადოება, სახელმწიფო, სამართალი
წერილი ტარიელ კაკაბაძეს
კანტი წერდა: „სახელმწიფო არის ის, რაც აერთიანებს საზოგადოებას ერთ სამართლებრივ სივრცეში, რაც უნდა მოაწესრიგოს კონსტიტუციამ.“ გენიალური ჰეგელი აგრძელებს მის აზრს და ამბობს, რომ სახელმწიფო არის გონებისა და თავისუფლების უმაღლესი ხარისხის მთლიანობა.“ რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის კულტურა, სახელმწიფოს მოდელი და სამართალი არ არის ადამიანებს შორის რაღაც თავისუფალი შეთანხმებების საფუძველზე მიღებული შედეგები. მართალია ადამიანი, როგორც ინდივიდი თავისუფალია თავის არჩევანში, ანუ ღმერთმა მისცა მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება და კიდევ აზროვნების უნარი იმისათვის, რომ მან გააკეთოს სწორი არჩევანი ცხოვრებაში; ანუ, დასძლიოს ეგოიზმის გრძნობა თავის თავში და არ იქცეს ცხოველად, აი ისეთად, მაგალითად, ვინაც მოკლა ავალიანი, კვარაცხელია, ბაჩალეიშვილი, მაჩალიკაშვილი, სარალიძე, შაქარაშვილი, ისეთად ვინაც რაფალიანცის 8 თვის ბავშვი ჩაახრჩო ქვევრში, ვინაც 8 წლის გოგონა გააუპატიურა გორში და შემდეგ მოკლა; მე ეხლაც ყურში მიდგას გამწარებული ბაბუის საშინელი ღრიალი; თანაც ამ მკვლელს იგივე ფორმით ასეთივე ასაკის ბიჭი ყავდა ადრე თურმე გაუბედურებული და ეს კაცი შემდეგ, რამდენადაც ვიცი, შეიწყალეს, მანამდეც შეწყალებით იყო გამოშვებული... ნატა ვიბლიანის ადვოკატი ამბობს, რომ მთელი სვანეთი ითხოვსო დამნაშავისათვის უმაღლეს სასჯელს... მარტო სვანეთი არა! ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაული ჩვენი ქვეყნის მორალური კატასტროფაა და მთელი საქართველო ითხოვს უმაღლეს სასჯელს ყველა ჩამოთვლილ დანაშაულზე. ამბობენ ტრამპმა მიიღო უკვე სიკვდილით დასჯის მუხლი ვაშინგტონის შტატშიც. სხვა გზით ეს საშინელი პროცესი არც ჩვენს ქვეყანაში არ დამთავრდება! ამიტომ წერდა კანტი: „ყველაზე დიდი უბედურება საზოგადოებისათვის არისო აღვირახსნილი თავისუფლება!“ და სწორედ ეს „აღვირახსნილი თავისუფლება“: განადგურებული მეცნიერება, ბრძოლა ჩვენს ტრადიციებთან, ისტორიასთან, მორალთან, რელიგიასთან და ეროვნულ იდეოლოგიასთან შემოგვიგდო დასავლეთმა სოროსული იდეოლოგიის ფორმატში; „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი“, „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“ - ესმოდა ჩვენს ახალგაზრდობას ყოველი მხრიდან.
ამ დროს რეალობა სხვაგვარია!! ადამიანი, მართალია, როგორც ინდივიდი თავისუფალია ყოველთვის თავის არჩევანში, ანუ ღმერთმა მისცა მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ მისცა მას აგრეთვე აზროვნების უნარი იმისათვის, რომ გააკეთოს მან სწორი არჩევანი ცხოვრებაში; ანუ ადამიანმა, როგორც თავისუფალმა სუბიექტმა არ უნდა დაივიწყოს არასდროს, რომ ის, როგორც ინდივიდი წევრია თავისი სოციუმის და რომ საზოგადოება, სადაც ის ცხოვრობს წარმოადგენს რეალურ, ობიექტურ მთელს თავისი ობიექტური კანონებით, ტრადიციებით და წესებით. ვაი მას ვინც ვერ მიხვდება იმას, რომ მისი თავისუფლების საზღვრები მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. სოციუმი, როგორც ობიექტური და რეალური მთელი, მოითხოვს თავისი კანონების დაცვას და აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველას ვინც მის კანონს დაარღვევს და მის წესებს არ დაემორჩილება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელწმიფოს გააჩნია ძალის გამოყენების სრული ლეგიტიმურობა და ამაშია სწორედ მისი, როგორც სოციუმის მართვის ორგანოს მთავარი ფუნქცია. როგორც კი ეს ფუნქცია შეწყვეტს არსებობას სახელმწიფო, როგორც საზოგადოების მართვის ორგანო აღარ იარსებებს. კარგად არის ნათქვამი: „ის ქვეყანაა ძლიერი, სადაც კანონი დაცულია თოფით!“
დააკვირდით ახლა იმას, თუ როგორი ლოზუნგებით შემოვიდა ჩვენთან დასავლეთი: „სახელმწიფო ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“, „რწმენა არ გვინდა, თავისუფლება გვინდა მხოლოდ“, „ეროვნული იდეოლოგია არის ფაშიზმი“ და სხვა კიდევ ბევრი ასეთი; და აი ახალგაზრდობამ, რომელსაც ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი აზრები ჩაუწერა კოდუა-თევზაძის ჯგუფმა ფილოსოფიის სახელმძღვანელოებში, ახალგაზრდობამ, რომელსაც ვანდალურად დაუნგრიეს და გაუნადგურეს განათლების სისტემა, რითაც მოუსპეს მათ თავიანთი ინტელექტუალური მონაცემების განვითარების შესაძლებლობა და დატოვეს ისინი მხოლოდ მამარდაშვილის ანტიეროვნული და ანტირაციონალური, ამორალური ლექციების ამარა (მისი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზაა: “დედაჩემი ჩემი ცოლი მგონია და ვექცევი მას როგორც ჩემს ცოლს“), აი ამ ახალგაზრდობამ დაიწყო ცხოვრება პრინციპით: „მინდა და ვაკეთებ!“ , ყოველგვარი ანალიზისა და კრიტიკული შეფასებების გარეშე, რასაც მოყვა შემდგომ მათგან ის ამაზრზენი, ფაშისტური მეთოდებით განხორციელებული მკვლელობები, რომელთაც გონებიდან გადაყავს დღეს მთელი ჩვენი მორალური, რელიგიური და უძველეს ტრადიციებზე აღზრდილი საზოგადოება. ქვეყანაში გახშირდა პედოფილიის შემთხვევები, რამაც შეიწირა ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი და ნატა ვიბლიანს, რომელიც გააუპატიურეს მამის საფლავზე, წაართვა მთელი ცხოვრება. საქართველო ვერ შეეგუება ვერც ლგბტ-ს პროპაგანდას და ვერც „ჩვენი დიდი ფილოსოფოსის“, მამარდაშვილის გულისამრევ შეხედულებებს დედაზე.
გვიხოცავენ საუკეთესო ახალგაზრდებს, გვინადგურებენ მორალს, ტრადიციებს, რელიგიას, კულტურას და რაც ყველაზე ამაზრზენია, ვერც მკვლელები და ვერც მათი მშობლები ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რა ხდება; არ გრძნობენ ისინი არავითარ სინანულს და არ გააჩნიათ დანაშაულის განცდის არავითარი უნარი. სამართალდამცავი ორგანოები და ძალოვანი სტრუქტურები კი ამ დროს მთელი ძალით ცდილობენ ჩავარცხონ და დამალონ ფაქტები. უსამართლობის საშინელ განცდას და დამნაშავეთა არნახულ დაუსჯელობას გადაყავს ჭკუიდან მოსახლეობა.
ფაქტია, შეიცვალა რეალობა და საზოგადოებამ, რომლის თითოეულმა წევრმა დაიწყო საკუთარი თავისუფლების სრულიად უპასუხისმგებლო და ამორალურ ასპექტებში გამოვლინება, დაინახა, რომ საჭიროა და აუცილებელი ახალი კანონშემოქმედებითი სამუშაოების ჩატარება. აშკარა გახდა ყველასთვის, რომ ამგვარი სამუშაოების ჩატარების გარეშე შეუძლებელი იქნება ესოდენ დესტაბილიზირებული სოციუმის, გარე სამყაროსთან მიმართების პროცესთა მართვა და ორგანიზება; აუცილებელია ცვლილებები კონსტიტუციაში.
მთავარი მიზანი ასეთი კანონშემოქმედებითი მუშაობის უნდა იყოს ის, რომ მან ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის სამართლებრივ სივრცეში უნდა მოაქციოს პიროვნება, საზოგადოება, სახელმწიფო და სამართალი; ამ ერთიანი სამართლებრივი სივრცის საყრდენი კი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც სტალინური კონსტიტუციის მსგავსად განსაზღვრული იქნება შემდეგი პრინციპებით: მორალი, ქვეყნის სიყვარული, უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხისა და საზოგადოების წინაშე და ჩვენი რელიგიის ძირითადი პრინციპები. აი ასეთ საკანონმდებლო ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს და დაფუძნდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სადაც ყოველი სამოქმედო პროექტი წარმოდგენილი იქნება, როგორც წესი, შესაბამისი დარგების წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებული სიღრმისეული კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე. ამისათვის შექმნა სტალინმა აკადემია და ეს ხაზი გააძლიერეს სწორედ ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა, როდესაც დასვეს საკითხი ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლების შესახებ და წარმატებით განახორციელეს კიდეც ეს ფიზიკის ფაკულტეტზე.
კრიტიკული, დიალექტიკური თეორიული აზროვნება ადამიანის თანდაყოლილი თვისება ნამდვილად არ არის, მას სპეციალური აღზრდა და განვითარება ჭირდება. ყველა ვერ იქნება ისეთი, როგორებიც იყვნენ ანდრია რაზმაძე, ლევან გოკიელი, სავლე წერეთელი(მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა გოკიელთან), კ. ბაქრაძე, ნ. კაკაბაძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, ე. წითლანაძე და სხვ., რომელთა წიგნებსაც წვავს, მალავს და ანადგურებს ჩვენთან დღეს სოროსის აგენტურა. ამ დროს კი რუსეთმა პუტინის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბა თავის ქვეყანაში ბრწყინვალე მოაზროვნეთა ჯგუფი: პრიგოჟინი, ბელოუსოვი, ტოლსტოი, დიუმენი, რომელთა რიცხვი თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება; მათ აიტაცეს და გააგრძელეს დროის მოთხოვნების შესაბამისად სტალინური ხაზი სახელმწიფო მოდელის შემუშავებაში; მათ შეცვალეს და გააძლიერეს სტალინური პრინციპებით არსებული კონსტიტუცია, რის დროსაც ბელოუსოვმა დაახია პირდაპირ თავზე ვოლოდინს (პარლამენტის თავმჯდომარე) მის მიერ სხვადასხვა კორუფციულ ჯგუფებთან გარიგებების შედეგად მიღებული, ამ ჯგუფთა მტაცებლური ინტერესების გამომხატველი კანონები და მათ ნაცვლად, დაკვრითი წესით მიაღებინა მას ყველა ის კანონი, რომელიც მაღალკვალიფიცირებული იურისტების, ეკონომისტების და სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ იყო მიღებული და თანაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მხრიდან უმაღლესი ზედამხედველობით და კონტროლით. ჩვენ ეს პროცესები აწი გვაქვს გასავლელი.
ჩვენი ქვეყანა, როგორც კარგად ვხედავთ ამას ყველანი დღეს, ყოველგვარი ძალისა და იარაღის გამოყენების გარეშე დაანგრია და გაანადგურა დასავლეთმა. ეს გააკეთეს მათ მხოლოდ კარგად ორგანიზებული იდეოლოგიური ომით. ეს ომი ჩაუტარა სწორედ ჩვენს მოსახლეობას და განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, დასავლეთის მიერ ამისათვის სპეციალურად მომზადებულმა და კარგად დაფინანსებულმა აგენტურამ, რითაც ერთხელ კიდევ დამტკიცდა ის ფაქტი, თუ რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს კარგად მომზადებულ იდეოლოგიას, როგორც ქვეყნის შენების, ისე ქვეყნის ნგრევის პროცესისათვის. ბ-ნი ედუარდი აღნიშნავდა ყოველთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა ჩვენი მოსახლეობის დიდი ინტელექტუალური პოტენციალია-ო და სწორედ ამ ინტელექტუალურ პოტენციალს დაარტყა მთელი ძალით დასავლეთმა.
პირველი, რაც გააკეთეს იყო ის, რომ მათ ე.წ. „განათლების სისტემის რეფორმის“ სახელით შეუტიეს, მოსპეს და გაანადგურეს მთლიანად მეცნიერებაც და განათლებაც ჩვენს ქვეყანაში. დაწვეს და დაანგრიეს ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები, არქივები და უმაღლეს დონეზე მოწყობილი ლაბორატორიები, რომელთა ნაწილებსაც ყრიდნენ უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფანჯრებიდან. „ჩარეცხილების“ სახელით სახლებში გაუშვეს მათ წამყვანი, გამოცდილი პედაგოგები და მეცნიერები, რომელთაგანაც ბევრმა ვერ გაუძლო ამგვარ შეურაცხყოფას და ძალიან მალე გარდაიცვალნენ. მათი ადგილები კი სასწავლო დაწესებულებებში დაიკავეს სუსის (სწავლულ ექსპერტთა საბჭო) წესდების, კოდუა-თევზაძის ჯგუფის მიერ, სრულიად დანაშაულებრივად, შეტანილი ცვლილებების ბაზაზე, სამეცნიერო ხარისხებ-მინიჭებულმა ისეთმა კადრებმა, როგორიცაა ჟურნალისტი ჟიჟილაშვილი; რომელიც მთელი აგრესიულობით და პირზე ქაფით ყვიროდა ეთერში იმ სულელურ ფრაზას, რომელიც ვიღაც იდიოტმა ჩაწერა ჩვენს კონსტიტუციაში (ასეთი ბევრი რამ შეიტანეს იქ და გაანადგურეს კიდეც ამით ჩვენი კონსტიტუცია), რომ საქართველომ, თურმე, თავისი განვითარების პროცესი უნდა წარმართოს არა თავისი ინტერესების მიხედვით შემუშავებული ეროვნული იდეოლოგიით, არამედ ევროპის ინტერესების კვალდაკვალ და მათი დიქტატით. აი, ასეთი ხალხი ებრძვის ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას, რელიგიას და რაც მთავარია იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ თავისი ეროვნული და რაციონალური იდეოლოგიის ბაზაზე უნდა შექმნას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მართვის მოდელი. აი სწორედ ასეთი ხალხი უქმნიდა სისტემატურად წინააღმდეგობებს გამსახურდიას. აი ეს ხალხი წარმოშვა და ჩამოაყალიბა სოროსის იდეოლოგიამ, მამარდაშვილის ლექციებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა.
ეხლა ისმება კითხვა: რატომ იმუშავა ესოდენ ეფექტურად სოროსის პროგრამამ ჩვენს ქვეყანაში? საქმე იმაშია, რომ დასავლეთის პოზიციები დიალექტიკის შესახებ (რის გამოც დასავლეთის ფილოსოფიას ბორმა და აინშტაინმა სულელური ფილოსოფია უწოდეს), ზუსტად დაემთხვა ჩვენი ხელმოცარული ფილოსოფოსების (კოდუა - თევზაძის ჯგუფი) პოზიციებს; მაშინ როდესაც ჩვენი დიდი მეცნიერები და ფილოსოფოსები (ა. რაზმაძე, ლ. გოკიელი, ს. წერეთელი, კ. ბაქრაძე, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, ზ. კაკაბაძე და სხვ.) აწარმოებდნენ ღრმა და სერიოზულ კვლევებს ამ სფეროში, რაც დადასტურდა კიდეც საქართველოში ბორის ვიზიტის დროს. თევზაძე - კოდუას ჯგუფი კი, რომელიც აღიარებდა „Философия для колхозников и для партийных школ” და ვერ ატარებდა ვერავითარ სერიოზულ სამუშაოს დიალექტიკური პრობლემატიკის კვლევის ასპექტში, დაკავებული იყო მხოლოდ ხელმძღვანელი პოსტების ხელში ჩაგდების პროცესით, რაც გამოდიოდათ კიდეც შესანიშნავად, ამიტომაც მოხდა, რომ მათ თავისუფლად შესძლეს შემდგომ, როდესაც დასჭირდათ, ჩაეყენებინათ სოროსელების სამსახურში, მთელი იდეოლოგიური ხაზები აკადემიის, ფილოსოფიის ინსტიტუტის, ფილოსოფიის ფაკულტეტის და სხვ. განსაკუთრებით დაუპირისპირდნენ ისინი დიალექტიკის პრობლემატიკის კვლევის მეცნიერულ ხაზს და ამ მიზნით დაწვეს, დახიეს და გაანადგურეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები.
როდესაც ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დასვეს საკითხი ფილოსოფიის კურსის პროფილის მიხედვით კითხვის შესახებ და როდესაც ყოველივე ეს ბრწყინვალედ განხორციელდა შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე, რასაც მოჰყვა შესანიშნავი შედეგები: ჩატარდა სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია თემაზე „ფიზიკა და ფილოსოფია“, გამოიცა ჩემი მონოგრაფიები: „მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები“, „ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები“, „Философия, мировозрение, человек“... აშკარა გახდა უკვე, რომ საჭირო იყო და აუცილებელი სხვა ფაკულტეტებისათვის იგივეს გაკეთება; ანუ გადაწყდა, რომ ყველა ფაკულტეტზე ფილოსოფიის კურსი წაეკითხა ამავე დარგის სპეციალისტს, რომელიც კარგად ფლობდა თავისი დარგის სიღრმისეული თეორიული აზროვნების ასპექტებს და შემდეგ კიდევ, დამატებით იქნებოდა სპეციალურად, ფილოსოფიის ხაზით ამ საქმისათვის მომზადებული.
პროფილის მიხედვით წაკითხული ფილოსოფიის კურსი, რომელიც ახდენს გნოსეოლოგიური პრობლემების გააზრებას უშუალოდ დარგის ურთულესი თეორიული პრობლემების ანალიზის ბაზაზე, საშუალებას აძლევს მომავალ სპეციალისტს უკეთესად გაიაზროს დროის შესაბამისი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსი და უფრო ზუსტად განსაზღვროს ამის საფუძველზე თავისი, როგორც სპეციალისტის ადგილი საზოგადოებრივ პრაქტიკაში.
კოდუა-თევზაძის ჯგუფი არ იყო დაინტერესებული დიალექტიკის თეორიის საკითხთა კვლევებით, არ აინტერესებდათ ფილოსოფიის პროფილის მიხედვით საკითხი და მით უმეტეს ამა თუ იმ დარგის სფეროში წამოჭრილი დიალექტიკური პრობლემების ანალიზი. მათ ინტერესებში შედიოდა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში მოხვედრა და აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ მათ ხელში აღმოჩნდა ყველა ხელმძღვანელი პოსტი: აკადემიაში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე და სხვ. რის გამოც მათ თავისუფლად ჩანერგეს ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერების განყოფილების გამგედ (კაცი, რომელსაც წარმოდგენაც არ ქონდა რა იყო მეცნიერება) სოროსის, (რუსეთიდან გამოძევებული) აგენტი მერაბ მამარდაშვილი, რომელსაც ხელში ჩაუგდეს საზოგადოება „ცოდნის“ მთელი სალექციო ქსელი, რის ბაზაზეც კითხულობდა ის თავის ანტისახელმწიფოებრივ ლექციებს სისტემატიურად და ყველგან სახელმწიფო ეროვნული აკადემიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის სახელით. თანაც, როგორც წესი, ის დადიოდა აუდიტორიებში ყოველთვის თავისი მაგნიტოფონით და კასეტებზე სპეციალური მიზნით ჩაწერილ ლექციებს ასმენინებდა შეკრებილ აუდიტორიას. ასე რომ ის, რაც გვჭირს, ჩვენ, დღეს სოროსული იდეოლოგიის მუშაობის შედეგია. ამ მუშაობაში მაქსიმალურად იყო ჩართული კოდუა-თევზაძის ჯგუფი, თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად. შედეგად კი მივიღეთ დანგრეული განათლების სისტემა, განადგურებული მეცნიერება და მთლიანად ჩამოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები. ყველაზე მეტად კი საზოგადოებაზე მოქმედებს ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოებრივი სამართალი და არცერთ ასპექტში არ არის დაცული ადამიანის უფლებები. კორუფციაც კი, რომელიც ჩვენთან უსაზიზღრესი ფორმით ჩამოყალიბდა, შედეგია იმ იდეოლოგიური აგიტაციების, რომელმაც დააკარგვინა ქართველ კაცს მორალი, რწმენა, ქვეყნის სიყვარული და აკადრებინა ბევრი რამ ისეთი, რასაც ისტორიულად საქართველოში ქართველი კაცი არასოდეს არ იკადრებდა. იგივე შეიძლება ითქვას პედოფილიაზე და იმაზე, რომ ფაშისტური მეთოდებით გვიკლავენ ბრწყინვალე ახალგაზრდებს. ამბობენ, რომ ამგვარი პოლიტიკით აღელვებულმა ტრამპმა უკვე შემოიღო თავის ქვეყანაში (ვაშინგტონის შტატში) სიკვდილით დასჯის კანონი. ჩვენ? ჩვენ როდის მივალთ ამ აზრამდე?
იღუპება ქვეყანა და ამ დროს ეკონომიურ მდგომარეობაზე მეტად ხალხს ამწარებს უსამართლობის საშინელი განცდა და ის ფაქტი, რომ ფაშისტურმა სადიზმმა იჩინა თავი ყოველ ნაბიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ყველა საკითხი, რომელსაც ტარიელ კაკაბაძე იძიებს, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გამქრალია მორალი, რწმენა და ყოველგვარი ჯანსაღი აზრი საერთოდ; ჩამოშლილია და განადგურებული ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომლის გამოძიებაც ასევე საჭიროა და აუცილებელი არის საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ დაწვა, დახია და გაანადგურა ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები და არქივები, ვისი ბრძანებით დაამტვრიეს და გადმოყარეს მე-2 კორპუსის ღია ფანჯრებიდან ფიზიკისა და ქიმიის სასწავლო ლაბორატორიების უნიკალური ნაწილები, რომლებსაც სკოლის პედაგოგები აგროვებდნენ შემდეგ, რათა გადაერჩინათ ისინი როგორმე და გამოეყენებინათ შემდეგ თავიანთ სასწავლო პროცესში. საჭიროა და აუცილებელი გამოძიებული იქნეს ის, თუ ვინ გაასწორა მიწასთან ჩვენი ქვეყნის განათლების მთავარი ცენტრი, ვინ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი წამყვან მეცნიერებსა და პედაგოგებს და ვისი ბრძანებით გამოყარეს ისინი „ხულიგნების“ სტატუსით უნივერსიტეტის შენობიდან?! განათლების სისტემა კი გაივსო ამ დროს ჟიჟილაშვილების მსგავსი „პროფესორებით“, რომლებიც ჩანერგეს ამ სფეროში ამ მიზნისათვის სპეციალურად დამახინჯებული სუს-ის წესდების გამოყენებით. აი, ეს ხალხი ზრდის დღეს ჩვენს ახალგაზრდებს და შედეგებიც სახეზეა! ამ ხალხმა და სწორედ ამ ხალხმა დაგვამხო თავზე მეცნიერება და განათლება, გაგვიუბედურა ახალგაზრდობა და სოროსის ანტისახელმწიფოებრივი პროგრამების გავრცელების მიზნით, განათლების სისტემაში დანაშაულებრივად ჩანერგილები აღვივებენ მოსახლეობაში რუსეთისადმი უნდობლობას და სიძულვილს.
სწორედ ჟიჟილაშვილის მსგავსმა „პროფესურამ“ შათაშვილისა და უგულავას სახით გამოიყვანა წყობიდან ჩვენი, ბრწყინვალე, უმაღლეს დონეზე მომუშავე ფიზიკის ფაკულტეტი, საიდანაც განუზღვრელი რაოდენობით მიყავდათ კურსდამთავრებულები ამერიკას, თანაც არჩევდნენ ამ დროს, როგორც წესი მათ, ვისაც ქონდა ფრიადი „თეორიულ ფიზიკაში“ და ჩემს საგანში. მე მიკვირდა მაშინ კიდეც: ეს როდიდან შეუყვარდათ დიალექტიკა ამერიკელებს - მეთქი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ დიალექტიკა აქ არაფერ შუაში იყო, უბრალოდ ისინი პრაგმატისტები იყვნენ და ხედავდნენ იმას, რომ ასეთი ნიშნების მქონე სტუდენტები ყველაზე ძლიერები იყვნენ როგორც სპეციალისტები. ბევრი, ძალიან ბევრი, ასეთი სტუდენტი წაიყვანეს ჩვენი ქვეყნიდან და დღეს ისინი დასავლეთში მუშაობენ, რაც ჩვენი უშიშროების სამსახურის არაპროფესიონალური და არაეროვნული ცნობიერებით მუშაობის შედეგია. მათ და სწორედ მათ ვერ მოახერხეს და არც უცდიათ შეენარჩუნებინათ ქვეყნისათვის ესოდენ მაღალ დონეზე მომზადებული კადრები. შედეგად კი არც ის ახალგაზრდებია დიდად ბედნიერი თავიანთი ბედით და საქართველომაც ბევრი დაკარგა მათი დაკარგვით.
დიალექტიკის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენთან დიდი ისტორია აქვს, რის დროსაც ერთ-ერთ ეტაპზე პირადად მეც აღმოვჩნდი კოდუა-თევზაძის ჯგუფის მთავარი სამიზნე. კონფლიქტმა ჩემთან მიმართებაში იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ იძულებული გავხდი მიმემართა შევარდნაძისათვის და საქმეში ბ-ნი ედუარდი სერიოზულად ჩაერია, რის გამოც ყველაფერი მაშინ პოზიტიურად გადაწყდა და კოდუა, თევზაძე და კიდევ რამდენიმე კაცი მათი ჯგუფიდან თანამდებობიდან იქნენ გათავისუფლებული. თუმც უკვე მაშინ ბ-ნმა ედუარდმა გამაფრთხილა: „იცოდე, ეს საკითხი ძალიან რთულია და იცოდე ასე მარტივად ის არ გადაწყდებაო“, რაც ასე მოხდა კიდეც. შევარდნაძე გადაიყვანეს მოსკოვში, საგარეო მინისტრად და ყველაფერი ჩვენთან ისევ ისე გაგრძელდა, თანაც საქმეში მთლიანად ჩაერთო სოროსის აგენტი მ. მამარდაშვილი.
დიალექტიკის ურთულესი პრობლემატიკის კვლევა ჩვენთან დაიწყო, მათემატიკაში ა. რაზმაძემ, ლ. გოკიელმა, ფიზიკაში ვ. მამასახლისოვმა, მ. მირიანაშვილმა, ფილოსოფიაში ს. წერეთელმა, კ. ბაქრაძემ, ზ. კაკაბაძემ და საერთოდ ამ პრობლემატიკის კვლევაში მონაწილეობას იღებდა ყველა დარგის წამყვანი სპეციალისტი. რაც შეეხება კოდუა-თევზაძის ჯგუფს, ისინი ყოველთვის შორს იდგნენ ამგვარი კვლევებისგან და შეიძლება ითქვას, რომ სძულდათ დიალექტიკა; სწორედ ამიტომაც იყო, რომ ისინი მთლიანად ჩაერთნენ სოროს მიერ, ჩვენს ქვეყანაში გაჩაღებულ ანტიდიალექტიკურ პროპაგანდაში, დაუდგნენ გვერდში მამარდაშვილს და ჩანერგეს ის განყოფილების გამგედ ფილოსოფიის ინსტიტუტში.
კოდუა-თევზაძის ჯგუფი ძალიან გააღიზიანა საკითხის დასმამ იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფილოსოფიის სალექციო კურსი წაკითხულიყო პროფილის მიხედვით, რათა ამ გზით მეტი ყურადღება დათმობოდა დარგის სიღრმისეული თეორიული პრობლემების დიალექტიკურ ასპექტში კვლევებს. პარალელურად ფიზიკის ფაკულტეტზე წარმატებით დაიწყო ეს პროცესი: ჩატარდა სტუდენტთა ოთხი საკავშირო კონფერენცია თემაზე: „ფიზიკა და ფილოსოფია“ და საკმაოდ კარგი შედეგებიც იქნა მიღებული, გამოვიდა ჩემი მონოგრაფიები:
მათემატიკის ფილოსოფიური პრობლემები
ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები
Философия, мировозрение, человек
მოვლენების პირისპირ
Человек умей любить и жертвовать
(სურათები 1, 2, 3, 4, 5 )





აქვე მინდა ავღნიშნო ჩემი ორივე წიგნი შესრულებულია მხოლოდ რუსულ ენაზე და არავითარი ქართული ვარიანტები ამ ნაშრომების არ არსებობს, რასაც ამტკიცებენ დღევანდელი ფილოსოფოსები და გაუგებარია ჩემთვის ის, თუ რაში ჭირდებათ მათ ეს ტყუილი, რომელმაც იმდენად პრინციპული ხასიათი მიიღო, რომ ვფიქრობ სერიოზულად გამოსაძიებელია და შესასწავლი ეს საკითხი; მის უკან აშკარად რაღაც იმალება!!! აუცილებელია ითქვას ისიც, რომ ამგვარი ცრუ და მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ინტერესების გავრცელებას მაქსიმალურად უწყობს ხელს ხელოვნური ინტელექტის ხაზი, რაშიც ამგვარად იგრძნობა ინგლისის სპეცსამსახურების ხელწერა და ამას რატომღაც უშიშროების სამსახური არავითარ ყურადღებას არ აქცევს; არა და უკვე დროა დაისვას ეს საკითხი მთელი სერიოზულობით!! და კიდევ: წიგნი „Человек умей любить и жертвовать” წარმოადგენს ჩემი, წინა ოთხი მონოგრაფიის შემაჯამებელ ნაშრომს, სადაც განხილულია ძირითადი პრობლემები: ადამიანი, ინდივიდი, საზოგადოება, სახელმწიფო და სამართალი და გარკვეული ფილოსოფიური მოსაზრებების გამო ეძღვნება ჩემი ერთადერთი ქალიშვილის ქეთინო ფანჩვიძის ხსოვნას:
ქეთინოს სურათი იხილეთ: qpanchvidze.narod.ru

ТЕБЕ, ЕДИСТВЕННОЙ ПОСВЯЩАЮ
Отрывки из книги: "ЧЕЛОВЕК, УМЕЙ ЛЮБИТЬ И ЖЕРТВОВАВАТЬ», которая посвящается памяти Кетино Панчвидзе.
Ты искала вечное и абсолютное в этом противоречивом и ненадежном мире, где всюду царит неопределенность и решающую роль играет случай. Открытая перед всеми, как перед богом, честная и искренняя в своей открытости, ты без всякой защиты шагала в жизни и не обращала внимания, что это опасно очень.
Не умевшая лгать, ты могла вынести любую правду, смертельными были для тебя только лицемерие, неверность и ложь. Ты никогда не требовала от жизни больше, чем заслуживала, но не могла терпеть, когда не отдавали тебе должное и, удивлялась когда победителями в жизни выходили только корыстные и злые.
Видя, как люди, лишившиеся добродетели, разобщались в жизни и не могли соединиться в одном прекрасном и священном порядке божественного целого, ты пыталась сохранить уверенность, что когда – нибудь они все-таки смогут сделать что-нибудь вместе. Но, наблюдая, как легко и быстро человек способен превратиться в животное и страдая от разгула безнравственности и лжи, ты стала задумываться о бессмысленности жизни. Ты знала, что человек, потерявший способность любить и жертвовать, не сможет найти свой священный путь к Богу, не станет он рисковать собой и своим благом, не отважиться на борьбу с дъяволом и в прекрасной творческой свободе не сумеет никогда сделать свой возвышенный и рыцарский выбор.
Не умевшая любить презирая, ты хотела только восхищаться человеком, хотела верить в него и не могла мириться с несовершенством его сущности; жизнь же, назло, показывала тебе, что человек безнадежно испорчен, а мир почему –то устроен ещё так, что все в нем движется не в том направлении и постоянно происходит то, чего не надо. Твой протест был вызван не отсутствием счастья в твоей жизни, а разуверенностью в его существовании в мире.
Смерть либо надо полностью презирать, если она погашает дух, либо её даже надо желать, если она ведет его туда, где он станет вечен» (Цицерон).
Ты сделала свой выбор, присоединилась к вечности и ты, как вечность и тайна, стала моим религиозным идеалом; особенную значимость приобрели для меня теперь духовные ценности и божественная сущность мира. Я хочу понять этот мир и то, почему допускается в нем такое? Почему честность, правдивость и искренность наказуемы в нем, а человек, любящий свободу и стремящийся к счастью, оказывается всегда обманутым, обречен на страдание и никогда не получает своего в жизни?
Джайны говорили, что жизнь человека, достигшего совершенства, не нуждается в продолжении; самоубийство для него естественное завершение земного сушествования; к тому же, по их словам, «люди твердого характера бросаются на меч или в пропасть, избегающие страдания – в морскую пучину; люди пылкого нрава бросаются в огонь». У тебя, при твоей хрупкости и воздушности, был твердый характер; ты спокойно, с грустной и чуть виноватой улыбкой пошла на это.
О! Эта сжимающая мне сердце улыбка – улыбка самоубийцы – в последнее время не сходила с твоего лица; она говорила о твоем ужасном одиночестве и о том, что вся твоя вера и все твои мечты разбились вдребезги и потеряли цену.
Ты пыталась отличить добро от зла, верить в существование справедливости, нравственного закона и в то, что человек умеет любить и жертвовать; но реальные черты человеческой природы и нечеловечность самого человека открыли тебе пугающие стороны жизни и ты почувствовала все болезни нашего века. Стирающие нравственные ценности пороки человека: зависть, эгоизм и жестокость заставили тебя увидеть этот мир с ужасной и с варварской стороны и поставили тебя перед страшным и решающим выбором в жизни: либо разрешить окружающим убивать себя, либо самой убивать других....
И стала ты тогда с жадностью читать и перечитывать Германа Гессе... Он говорил о том, что все представления о добре и зле и о главных нравственных ценностях, всякая готовность человека к страданиям и жертвам ради своих принципов и веры, являются лишними в этой жизни и тому, кто не поверит в это, не миновать здесь гибели.
Eго «Степной волк» стал твоей настольной книгой и бросают меня сегодня в дрожь подчеркнутые тобой в этой книге строки: «Мир не требует от тебя никаких подвигов и жертв....Жизнь это не величественная поэма с героическими ролями и всяким таким, а мещанская комната, где довольствуются едой и питьем кофе и вязанием чулка.... А кому нужно и кто носит в себе другое, нечто героическое и прекрасное, тот дурак и Донкихот».
Страшны и беспощадны его слова: « Тебе нельзя быть иным, чем ты есть, ты всегда стремишься к великому и вечному и никогда не довольствуешься красивым и малым.... ты слишком требователен и голоден для этого, простого, ленивого, непритягательного сегодняшнего мира, он отбросит тебя, у тебя на одно измерение больше, чем ему нужно...» и ещё: «Кто хочет сегодня жить и радоваться жизни, тому нельзя быть таким человеком,.... кто требует вместо пиликания – музыки, вместо удовольствия – радости, вместо баловства – настоящей страсти, для того этот славный мир – не родина.»
Какая неслыханная боль звучит в том, что он пишет: «Как это понимать, что люди с одним лишним измерением не могут здесь жить? В чем тут дело? Это лишь в наше время так? Или так всегда было?....Всегда так, всегда мир только для политиков, спекулянтов , лакеев и кутил, а людям нечем дышать... Всегда так было и всегда так будет; время и мир, деньги и власть принадлежат мелким и плоским, а другим, действительно людям, ничего не принадлежит. Ничего, кроме смерти".
Ты заболела этой болезнью века, болезнью, которой, по словам Гессе, «охвачены как раз сильные, наиболее умные и одаренные.» Отчаяние и драматизм человеческого бытия, неопределенность, безысходность и состояние неуверенности вызвали в тебе мучительное чувство одиночества и потерю страха смерти.... Тебе расхотелось жить тогда, когда убедилась, что люди могут пасть ниже любого животного, когда мелкая возня ихней поверхностной духовности, вся эта глупость и грубость сожгли твою волю, уничтожили вкус жизни и заставили тебя ощутить, что внутри этого мира ты чужая.
На вопрос, где он предпочел бы жить, Бодлер ответил : «В любом месте, лишь бы оно было вне мира»...
Шопенгауер пишет: «Человек живет и существует либо добровольно,т.е. по собственному согласию, либо помимо своей воли... В последнем случае такое существование,отравленное неминуемыми горестями, представляло бы собой вопиющую несправедливость»... Ты могла жить только по собственному согласию, ты не была способна жить помимо своей воли...
____«Если не остается другого средства уйти от страдания, кроме смерти. то её тогда надо принять спокойно, как всякое другое лекарство» - говорят стоики.
____Не научившись быть довольной собой в постоянной борьбе с нечеловечностью человека и не видя смысла в такой жесткой и уродливой жизни, ты приняла свободу как смерть и усмотрела свою цель лишь в саморазрушении и гибели... Слабость ли это?
____Смерть – самое величайшее из всех зол – переход в небытие, когда полностью уничтожается и исчезает индивидуальность или начало другой, новой неизвестной и непонятной для нас жизни? Говорят, индусы придавали богу смерти Яма два лица: одно – страшное, пугающее, а другое – очень ласковое и доброе.
____Тайна творения – самая жгучая тайна мира; человека сжигает страсть понять загадку бытия: Откуда мы? Кто мы? Куда мы идем?...Способен ли человек быть человеком или, как говорит Салин, «Человек настолько же человек, насколько курица птица?» т.е. насколько курица умеет летать?
____Не тиран ли человек и не лишен ли он вообще всякой нравственной значимости? Хотелось бы верить, что это не так, что человек – это личность, ответственность, воздержание и культура общения с миром... Но почему тогда человек умный и одаренный, человек отнюдь не слабый и привыкший думать острее других, ощущает незащищенность, непрочность своего существования и раньше всех остальных тонет в этой жизни? Почему именно его, думающего и одаренного, окружают чаще мраком кризисные, противоречивые и не поддающиеся никакому разумному объяснению явления мира и выражая абсурдную суть времени, запутывают его в своих действиях и больше чем другим усложняют ему жизнь?
____Настоящим адом для такого человека становится жизнь при столкновении двух культур, когда утрачиваются старые ценности и встает проблема введения новых; во время такого перехода разлагается общество и начинается разгул безнравственности, беззакония и лжи. Ты оказалась именно в таком круговороте жизни, когда потеряли ценность все твои нравственные принципы и мучительно сложным стал выбор: против чего следует восстать, против своей природы или против окружающих и их нравов?
____Ты верила в способность человека, что умеет он любить и жертвовать, а вместо этого видела, как люди грабили, убивали и проедали друг друга в жизни. Можно ли винить тебя за то, что не сумела ты противостоять этой дикой реальности и не смогла выжить там, где всякая деятельность принимала форму торговой сделки и выворачивая наизнанку весь мир красоты и нравственности, превращалась в нечестную биржу, монополизированную отдельными группами людей.
____Твоя природная искренность и честность не выдержали всей грубости и мерзости нашей жизни и этот мир, носящий в себе разрушительное начало, мир, погрязший в бездну аномальных отношений и лжи, вызвал в тебе душевный надлом и умертвил жизненные силы. Грех ли, что не справилась ты с этим?
____Человеку приятно верить, что наше рождение не является началом нашего бытия и смерть наша также не означает нашего полного уничтожения; что мы были и будем всегда. Шопенгауер пишет: «Я знаю, если я стану серьезно уверять кого – нибудь, что кошка, которая в эту минуту играет на дворе, это ещё та самая кошка, которая три столетия назад выделивала те же шаловливые прыжки – то меня сочтут бузумным, но знаю и то, что гораздо безумнее полагать, будто нынешняя кошка совсем другая, нежели та, которая жила триста лет назад... Это необъяснимое существо, взятое в целом, не может обращаться в ничто; с другой стороны, оно проходящее.... вечность его идей(рода) находит свой отпечаток в конечности индивидуума, в котором мы имеем каждый раз другое существо.»
____А Паскаль говорит: «Все создано и определено единым творцом и зерно, посеянное в тучную землю, плодоносит; природа беспрестанно повторяет себя и таким образом получается своего рода бесконечность и вечность.»
____Это вечный процесс смены рождения и смерти, а род при этом предстает перед нами как нечто сущее и неизменное. «Свойства родителей возрождаются в детях и поэтому можно сказать, что они преодолели смерть» - пишет Шопенгауер и ещё: «Мы в гораздо большей степени составляем с миром одно, чем это обыкновенно думают»...
____А ведь это правда, ты действительно продолжаешь жить и существовать назло смерти. Вот твой сын, он все больше и больше становится похожим на тебя : твои глаза, твоя улыбка, твои движения рук...С каждым днем всё сильнее восстанавливается передо мной твой образ и думается мне, что ты спаслась, преодолела смерть, ты победила, выжила в этом бесконечном круговороте жизни, ты сохранилась вопреки всем процессам возникновения и исчезновения; это ты светишься в глазах твоего мальчика, твоей самой прекрасной сущности не коснулось уничтожение, не проглотила тебя грядущая волна небытия, ты осталась недосягаемой для смерти, ты сохранилась в главном, ты сохранилась в своей истинной сущности, ты не ушла из мира, ты только растворилась в нем, ты стала безвременной и вечной и теперь ты всегда рядом, ты моя светлая устремленность к пределам этого мира, моя единственная возможность покинуть мучительную реальность, мое сокровенное желание погрузиться в созерцание главной причины Вселенной, великой божественной сущности, тайнственной сущности мира, которая одна только способна подбодрить человека, сделать его сильным и поддержать в нелегком существовании в жизни. Это и есть, наверное, просветление благодатью, это есть вхождение в общение живых и умерших.
____Великая восточная мудрость успокаивает человека; она пропитана привлекательной идеей бессмертия душ - красивой убежденностью, что не можем мы выпасть из бытия, что мы обречены в нем на вечное существование, так как родовая сущность – истинная сущность и главная ценность мира – в человеке неразрушима и не подлежит уничтожению; она вечна, безвременна и нетленна.
____Но как помочь мне твоему сыну, как вырвать его из страшного настоящего и дать силу, облегчение и бодрость? Как открыть ему мировое окно в бесконечную жизнь природы и ввести его в новое бытие, где нет разницы между счастьем и горем? Как помочь ему уловить явление вечности на земле и приобщиться к великой сущности прекрасного, вечнозначимого идеала? Как сделать так, чтобы научился он воспринимать природу изнутри, смог обнаружить и любить в себе тебя и, главное, убедиться в том, что сам является носителем мира и твоей истинной сущности тоже. Как помочь ему чувствовать и видеть то доброе и благородное, что светится нынче от тебя, выработать в нем привычку радоваться этому свету и сделать так, чтобы никогда не страдал он от страшного, угнетающего чувства одиночества и бессмысленности жизни. Как выполнить мне свой долг и наполнить ему душу чувством прекрасной возвышенности, которое рождает тайнственнаа внутренняя красота мира – истинная сущность Божья, которой чуждо всякое дурное и преходящее и которой одной присущи нетленность и вечность. Как сообщить ему то, для него самое страшное и горькое, что отныне это единственная возможность быть с тобою вместе.
Гильда Сихарулидзе (Мать)
ეხლა ისევ დავუბრუნდეთ დიალექტიკას: ერთხელ კიდევ აღვნიშნავ იმას, რომ საკითხი ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლების შესახებ, რაც ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დასვეს და განახორციელეს კიდეც ფიზიკის ფაკულტეტზე (რაც ძალიან მოეწონა ჩვენს ფიზიკოსებთან სტუმრად ჩამოსულ ნილს ბორს), ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ის საშუალებას აძლევს მომავალ სპეციალისტს თავისი დარგის აქტუალური პრობლემების ბაზაზე გაანალიზოს ამ სფეროში წამოჭრილი დიალექტიკური ხასიათის პრობლემები, სრულფასოვნად გაიაზროს და შეაფასოს თანამედროვე მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსი და ყოველივე ამის შედეგად სწორად განსაზღვროს თავისი ადგილი საზოგადოებრივ პრაქტიკაში და იგრძნოს თავი საზოგადოების, როგორც მთელის ნაწილმა, რომელიც მკაცრი აუცილებლობით არის დაკავშირებული ამ მთელთან, მაგრამ არის მაინც პიროვნულად თავისუფალი და შემოქმედი ნაწილი. ამას გულისხმობდა სწორედ გოეთე, როდესაც მოუწოდებდა ადამიანს: „იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში!“
მიუხედავად დიალექტიკის ესოდენ დიდი მნიშვნელობისა ბრძოლა დიალექტიკის თეორიის წინააღმდეგ ისევ გრძელდება და მიზანმიმართულად ნადგურდება ამ საკითხებისადმი მიძღვნილი კვლევების ყველა ლიტერატურა. მათ შორის არის ჩემი მონოგრაფია, რომელიც არცერთ წიგნთსაცავში აღარ არსებობს და არცერთ მსურველს მათი გამოყენება არ შეუძლია. „დიალექტიკა არ მაინტერესებს!“ აცხადებს გია ჯაფარიძე (ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების გამგე), ლადო პაპავა (ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი), ამგვარი პოზიციები განათლების სისტემაში მთლიანად ამ ასპექტში მუშაობს ილიაუნის უნივერსიტეტი და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის საინფორმაციო ხაზიც, რის შედეგადაც ახალგაზრდობის ცნობიერებას განკარგავს მთლიანად ჟიჟილაშვილის მსგავსი, სოროსის ფონდებზე აღზრდილი კადრები. ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული და მეცნიერებას და განათლებას უნდა დაუბრუნდეს თავისი სახე და ღირსება.
პირველ რიგში კი ამისათვის საჭიროა და აუცილებელი ე.წ. განათლების სისტემის რეფორმატორების მიერ განადგურებული ჩვენი დიდი მეცნიერების ნაშრომების აღდგენა და ელექტრონული ვერსიების გაკეთება, რაც თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, მისმა უშიშროების კომიტეტმა და განათლების ისეთმა სამინისტრომ, ვისაც ყოველივე ამის საფუძვლიანი გააზრება შეიძლება. მ. მირიანაშვილის, ვ. მამასახლისოვის და ე. წითლანაძის უნიკალური ნაშრომების აღდგენის გარეშე ფიზიკის ფაკულტეტი ვერ აღსდგება, ფაკულტეტი, რომელიც წარმოადგენდა ცენტრალურ ღერძს საქართველოს განათლების სისტემაში.
კონკურსი განათლების სისტემისათვის კადრების ასარჩევად უნდა ჩატარდეს ისე, რომ ყოველი კონკურსანტი ვალდებული იყოს წარსდგეს ფართო და კვალიფიცირებული აუდიტორიის წინაშე და თავისი საგნის არსისა და აქტუალური პრობლემების შესახებ წაუკითხოს მათ კომპლექსური ლექცია, ყოველგვარი დაწერილი კონსპექტებისა და შპარგალკების გარეშე (ანუ არა ისე, როგორც ჟიჟილაშვილი ეკამათებოდა ფორმულის ეთერში კობახიძეს) და შესძლოს ამავე დროს, დამაკმაყოფილებლად გასცეს პასუხები აუდიტორიის მხრიდან მის მიმართ წამოჭრილ შეკითხვებს; თანაც ისე, როგორც აკეთებდნენ ამას ჩვენი ღირსეული სპეციალისტები, ისინი ვინც „ჩარეცხილების“ სახელით გაყარეს უნივერსიტეტიდან ჩვენმა „დიდმა რეფორმატორებმა“, მათ, რომლებმაც დღევანდელი „მშვენიერი“ კადრებით დაგვიკომპლექტეს მთელი განათლების სისტემა და სამეცნიერო ინსტიტუტები. საინტერესოა, ნამდვილად, რამდენი ახლად „გამოჩეკილი“ პროფესორი შესძლებს გაიაროს ამგვარი კონკურსი.
აღსანიშნავია, რომ კოდუა-თევზაძის კლანის მხრიდან ყოველთვის ქონდა ადგილი კანონდარღვევით მოქმედებებს. მაგალითად, პირადად ჩემზე სისტემატურად ქონდა ადგილი ამგვარი ხასიათის შემოტევებს და ამის დასადასტურებლად კმარა ჩემი სადოქტორო დისერტაციის ჩაგდების ფაქტიც (თემა: მათემატიკის და ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემები მსოფლმხედველობის ევრისტიკული ფუნქციის თვალთახედვით. სპეციალობა ონტოლოგია და შემეცნების თეორია). დისერტაციის შესახებ წარმოდგენილი იყო ფიზიკის ფაკულტეტის, მათემატიკის ფაკულტეტის და თავად ფილოსოფიის ფაკულტეტის დადებითი დასკვნები. დადებითი იყო ოთხივე ოპონენტის დასკვნა და მესამე ორგანიზაციის დასკვნაც; რაც მთავარია დისერტაციას ღია კენჭის ყრით ხმა მისცა დაცვის საბჭოს ყველა წევრმა. დისერტაცია არ გავიდა ფარული კენჭის ყრით, როდესაც საბჭოს ხუთმა წევრმა, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ქონდათ დისერტაციაში განხილულ პრობლემატიკაზე, არ მისცა ხმა დისერტაციას.
ამ ფაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს შემდეგ პრესაში, ჟურნალისტ ლალა გორდელაძესთან თვით ფილოსოფიის ფაკულტეტის დაცვის საბჭოს წევრებმა და დაცვის საბჭოს მოადგილემ, სადაც მათ ერთხმად მოითხოვეს კოდუა-თევზაძის კლანის უპასუხისმგებლო მოქმედებების აღკვეთა ფილოსოფიის ფაკულტეტზე, დაცვის საბჭოს რეორგანიზაცია და სიხარულიძის დისერტაციის პროცესის თავიდან ჩატარება - ყველა მოწინააღმდეგესთან მისი საჯარო პაექრობით. (გაზეთი „კომუნისტი“, 1997წ. 29-5 დეკემბერი). შემდეგ დაბრუნდა შევარდნაძე და მე შემომთავაზეს გამეკეთებინა მოხსენება სუს-ის მუშაობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. მეც გავაკეთე! რის შემდეგაც მიღებული იქნა სპეციალური დადგენილება, რის საფუძველზეც ყველას, ვისაც საბჭოთა პერიოდში გვქონდა დაცული საკანდიდატო დისერტაცია, მოგვნიჭებოდა დოქტორის ხარისხი. მაგრამ ამჯერად უკვე შევარდნაძეს კოდუა-თევზაძის ჯგუფი აღარ დაუსჯია, რადგანაც ის, როგორც ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტი (როგორც თვითონაც აღნიშნავდა) მოქმედებდა უკვე გაცილებით ფრთხილად, ვიდრე ეს იყო მისი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში. ასე, რომ ბ-ნი ლადო პაპავა, რომელიც ეტყობა ძალიან მოხიბლულია მამარდაშვილის ლექციებით და დღესაც აქტიურად უჭერს მხარს კოდუა-თევზაძის კლანს თავისი იდეოლოგიური პოზიციებით, ტყუილად მიწოდებს ვიღაც ყოფილ მოწვეულ პირს, რომელსაც რატომღაც ხანდახან აკითხებდნენ თურმე ლექციებს უნივერსიტეტში. ბ-ნო ლადო! მე მაქვს უნივერსიტეტში უწყვეტი მუშაობის 50 წელზე მეტი სტაჟი და მთელ ამ პერიოდში, უძლიერეს ფიზიკის ფაკულტეტზე, წარმატებით მიმყავდა ახალი მეცნიერული აღმოჩენების (ლაპარაკია ბორისა და აინშტაინის 20 წლიან დისკუსიაზე) ონტოლოგიურ და გნოსეოლოგიურ ასპექტში ანალიზი, თანამედროვე მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსის სიღრმისეული გააზრების მიზნით. სწორედ ამიტომ იყო რომ სტუდენტების არჩევის დროს ამერიკელები ყურადღებას აქცევდნენ ნიშანს ჩემს საგანში.
დღეს ბევრი მიხვდა უკვე იმას, რომ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს და გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან ეს არის ეროვნული, რაციონალური იდეოლოგია და მკაცრად მის ბაზაზე აგებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, როდესაც, კონსტიტუციაში შევა სათანადო ცვლილებები და ახალი დროის შესაბამისი სახელმწიფო მოდელი გააერთიანებს მთელ საზოგადოებას ერთ სამართლებრივ სივრცეში. შეიცვალა რეალობა და ახალი სოციუმი ითხოვს ახალ კანონშემოქმედებით მუშაობას; რისთვისაც საჭიროა მაღალი დონის იურისტები, ეკონომისტები და მაღალკვალიფიცირებული კადრები ყველა სფეროდან, ხოლო მთელ ამ პროცესს უნდა აკონტროლებდეს უშიშროების კომიტეტი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ეროვნული იდეოლოგიის პრინციპების დაცვის მიზნით.
დღეს საჭიროა და აუცილებელი, ითქვას ყველა სიმართლე და თაროზე შემოდებული ყველა საქმე უნდა გაიხსნას; მათ შორის განსაკუთრებული სიმწვავით დგას კითხვა:
1. ვინ დაწვა და ვინ გაანადგურა ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები, არქივები და ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები?
2. ასევე, რატომ ამტკიცებენ პირზე ქაფით, კოდუა-თევზაძის მიერ, საგანგებოდ მომზადებული ფილოსოფოსები, რომ ჩემი ორი, რუსულ ენაზე შესრულებული მონოგრაფია, ქართულ ენაზეაო გამოცემული, მაშინ როდესაც ეს სრული სიცრუეა!! მე ძალიან მაინტერესებს ის, თუ რა იმალება ამ საოცარი ტყუილის იქით? და რისი დამალვა სურს ამით ფილოსოფიის ფაკულტეტს, რომელიც დღეს მთლიანად სოროსის იდეოლოგიის ბუნაგს წარმოადგენს. გასარკვევია, ნამდვილად გასარკვევია ეს საკითხი, რომლის უკანაც აშკარად რაღაც დანაშაული იმალება. ტარიელ, გთხოვ, განიხილე ეს საკითხები. მე ვეცდები გადმოგცე ჩემი მონოგრაფიები; დანარჩენი ნაშრომები იქნებ შენ შეაგროვო, წინასწარ გიხდი მადლობას. ჩემი სასამართლოების საქმეებიც და მონოგრაფიებიც ინახება ადვოკატ მაია სხირტლაძესთან, რომელიც ყველაფრის საქმის კურსშია და დაგეხმარება ყველაფრის გარკვევაში. ეცადე სხვა მაინც დაცული იყოს ამგვარი სამართლისაგან!!!
კიდევ: ჩემს წერილებში ყველაფერია გადმოცემული.
ბოლოს: მაქვს გულის მძიმე უკმარისობა და არ ვიცი რამდენხანს ვიქნები კიდე. ვიმეორებ: 1. გამოსაძიებელია უნივერსიტეტის დანგრევის ფაქტი, გიგი თევზაძის როლი ამ საქმეში და ჩემს წერილებში მოცემული მასალები. 2. გამოსაძიებელია ის, თუ რატომ ამტკიცებენ და რის საფუძველზე გიგი თევზაძის ფილოსოფოსები, რომ ჩემი ორივე რუსულ ენაზე გამოქვეყნებული მონოგრაფია გამოქვეყნებულია თითქოს ქართულ ენაზე, რაც სრული სიცრუეა!!! ამიტომ აუცილებელია გაირკვეს ის, თუ რა იმალება ამ ტყუილის უკან. 3. ჩემი შვილიშვილის ხელით ძალოვანმა სტრუქტურებმა და მურუსიძის კლანმა გაანადგურა ჩემი ოჯახი. დღეს ეს იდეალურად აღზრდილი კაცი მათ ხელში ავალიანის მკვლელისაგან არაფრით განსხვავდება. ასე წარმოიშვა ჩვენთან ფაშიზმი. იხილეთ სასამართლოს მასალები და ჩემი წერილები.
და კიდევ: ჩემმა შვილმა ქეთინო ფანჩვიძემ, თავისი ხანმოკლე, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი ცხოვრებით ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ ვიღაც ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფილოსოფოსები(გიგი თევზაძის დაჯგუფებიდან) ვერ ბედავდნენ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემი მონოგრაფიის (Человек умей любить и жертвовать) თავიანთი სპეკულაციური მიზნებისთვის გამოყენებას. იგივე ხდება ჩემს მეორე მონოგრაფიასთან მიმართებაში (Философия, мировозрение, человек) რომელიც საკმაოდ სერიოზული წიგნია იმისათვის, რომ ის ამგვარმა ხალხმა აბურთაოს, ხალხმა რომელიც ორ ფრაზას ვერ გაიმეორებს ამ წიგნებიდან.
აუცილებელია გაირკვეს რა მიზნით ებრძვის ეს ხალხი ამ წიგნებს და რა დანაშაული აქვთ ჩადენილი მათ ამ წიგნებთან დაკავშირებით. უკვე აშკარაა, რომ ეს საკითხი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს. კატეგორიულად მოვითხოვ კომისიას უშიშროების ხაზით. ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უშიშროების ძლიერი კომიტეტი. ამ ფონზე და მხოლოდ ამ ფონზე უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული „ახლად მოვლენილი“ პროფესურის აკადემიური დონე; წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვეღუპება ახალგაზრდობა და ესეიგი დაგვეღუპება ქვეყანაც.
პატივისცემით
გილდა სიხარულიძე
